შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

salvation/ხსნა (დასასრული)


9-05-2016, 23:56
ავტორი -ნინაკა
ნანახია 2 506

-გღვიძავს?-გათენებული იყო უკვე, წელზე ალექსანდრეს ხელის შეხება რომ ვიგრძენი და გვერდით არც გადავბრუნებულვარ ისე ვკითხე.
-მგონი..
-დღეს იცი რა გამახსენდა?!
-ახლა არ მითხრა ის დაპირებული კოცნაო.
-არა.-სიცილით ვუთხარი და საუბარი გავაგრძელე.
-გამახსენდა რომ ჩემი მშობლების სახლში ძალიან, ძალიან იშვიათად მივდივარ.
-სიზმარში ნახე?
-ხო, მართლა. არ ვიცი რატომ, მაგრამ უცნაური სიზმარი ვნახე. მინდა რომ შენც წამოხვიდე.
-წავიდეთ, მაგრამ ეგრე მეც სულ დავიწყებული მყავს ჩემი მშობლები.
-სად ცხოვრობენ?-აქმდე არაფერი ვიცოდი მისი მშობლების შესახებ.
-შორს არ არიან. წყნეთში ცხოვრობენ.
-აუ, ძალიან მიყვარს..
-წყნეთი?
-ხო, ჩემ მეგობარს ჰქონდა სახლი და არდადეგებზე სულ იქ ვიყავით ხოლმე.
-საინტერესოა. მეც იქ ვცხოვრობდი თვრამეტ წლამდე.
-ბედნიერი ყოფილხარ.
-უეჭველი უნდა ავიდეთ.-მითხრა და საწოლიდან წამოდგა.
-დღეს?
-ახლა და საღამოს მივიდეთ შენებთან.
-სახლში გამატარე მაშინ თორემ გუშინდელი კაბით ხომ ვერ წამოვალ.
-ბაზარი არაა..-სახლში გავიარეთ. წყალი გადავივლე მერე სწრაფად ჩავიცვი შავი, თხელი შარვალი, მოკლე მკლავიანი მაისური და კეტები. მთელი ამ ხნის განმავლობაში მოთმინებით მელოდებოდა.
წყნეთის შესასვლელშივე რიგით მეორე სახლი ეკუთვნოდა ალექსანდრეს მშობლებს. რკინის ჭიშკარი შეაღო თუ არა მაშინვე დიდი ძაღლი გამოვარდა და ალექსანდრე დანახვისთანავე ყეფა შეწყვიტა. მერე ჩემ დანახვაზე ისევ დაიწყო
-ბობსა, გაჩერდი შენიანია ეს. -ჩემზე მიუთითა სიცილით და ცალი ხელი საყელოში ჩაავლო.
-მაღიზიანებ.-თვალები დავუბრიალე და უკან ამოვუდექი.
-კარგი, რა იყო.-მითხრა და სახლის კარი შეაღო.
-დეე..-ამ ხმის გაგონებისთანავე ჩემთვის მოულოდნელი გარეგნობის ქალი გამოვიდა. იმაზე ახალგაზრდა და ლამაზი იყო ვიდრე წარმოვიდგენდი.
-მარიკა, სტუმარი მოგიყვანე.-უთხრა და გადაეხვია.
-გამარჯობა, შვილო.-გადამკოცნა და დივანზე მანიშნა ჩამოჯექიო.
-მამა სადაა?
-ნოდო, წეღან გავიდა გარეთ. კი მითხრა მალე დავბრუნდებიო, მაგრამ სად წავიდა არ ვიცი.
-აქედან ისე არ წავალ თათია რომ არ გავაცნო.-ღიმილით გადმომხედა ალექსანდრემ.
-მე გიშვებთ რო?!-გაეცინა მარიკასაც და სამზარეულოსკენ აიღო გეზი.
ალექსანდრემ ვერ მოისვენა და მაინც დაურეკა მამამისს.
"ბატონო ნოდო, ვიცი გაწუხებთ, მაგრამ სასწრაფო საქმეა და შეგიძლიათ რომ თქვენს კომპანიაში დაბრუნდეთ?"არვიცი ნოდომ რა უპასუხა, მაგრამ ალექსანდრემ ხარხარით გათიშა ტელეფონი.
ნახევარი საათი არ იყო გასული სანდომიანი, საშუალო სიმაღლის, გამხდარი კაცი რომ შემოვიდა სახლში. თეთრი თმით. გაოცებული ვუსმენდი თითოუეულს. არ მეგონა აქამდე ასეთი შეხმატკბილებული ოჯახი თუ არსებობდა სადმე, მაგრამ დარწმუნებული ვარ ის რთული პერიოდიც გადალახული ექნებოდათ რაც თითოეულმა ოჯახმა თანაცხოვვრების რომელიმე ეტაპზე უნდა გაიაროს.

საღამო იყო უკვე ჩემებთან რომ ავედით. მხოლოდ ლალი და გიორგი იყო სახლში.
-გამარჯობა ხალხო.-მივესალმე და ალექსანდრე გავაცანი გიორგის, რადგან ლალი უკვე იცნობდა. ლალის სუფრის გაშლაში ვეხმარებოდი და მარტო დამიგულა თუ არა მაშინვე დაიწყო
-ხომ გეუბენებოდი ეს მეგობარს არ ჰგავს-მეთქი აა?! ისე, რა კარგი ბიჭია შვილო. სიმპატირური, ეტყობა რომ კარგად აღზრდილი და სერიოზულია.-ალექსანდრეს დახასიათებაზე სიცილი ვერ შევიკავე განსაკუთრებით რომ თქვა სერიოზულიო.
-ოქეი.-ვუთხარი დედაჩემს და თეფშები მისაღებში მაგიდაზე გავიტანე.
-თათა, აქამდე რატომ არ გაგვაცანი ეს ბიჭი?-ინტერსით მომმართა მამამ.
-მეც ახლა გავიცანი.-სიცილით ვუთხარი. მიხვდა რომ ვიხუმრე და "გაატარა" გიორგიმ.
სერიოზული სახით ვიჯექი სუფრასთან ლალიმ რომ მომცა შენიშვნა
-გიორგი, შენი შვილი რა სახე წაშლილია ხედავ?
-მერე ჩვენ ვერ მივაკერებთ?-მითხრა და ხელი გადამხვია.
-დედა, საშინლად დავიღალე და ყალბი ღილმილით ჯდომას არ ვთვლი საჭიროდ თქვენთან მაინც.-ლალიც აპირებდა კიდევ რაღაცის დამატებას ნატა რომ შემოვიდა კარში მოღუშული სახით, რომელიც წამებში შეეცვალა ბედნიერებით.
-ჰეი, აქ რა ხდება?-ზურგჩანთა მოიხსნა და თავისუფალ ადგილზე ჩამოჯდა.
-ოჯახური ვახშამი.-უთხრა ლალიმ და ცხელ-ცხელი ხაჭაპური მიაჩეჩა ხელში.
-მაგას ვხედავ, მაგრამ...-ვიცოდი რასაც იტყოდა და მე თვითონ გავაცანი ალექსანდრე.
-სასიამოვნოა.-უთხრა. მე კი თვალებით შეუმჩნევლად მანიშნა ნატამ გვერდით გამოდიო. უხერხული სიტუაცია რომ არ ყოფილიყო ნატას გასვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ გავედი ოთახიდან.
-შენი ბიჭია?
-არ ვიცი, მგონი.
-ღმერთოო, რა სიმპატიურია. შენ რა ბედი გაქვს.
-შენ, გირჩევნია ის ყოყლოჩინა ბიჭები არ გაიკარო.
-დავახვევინე. შენთან სექსი მინდაო და ჯერ მზად არ ვარ-მეთქი რომ ვუთხარი მერე რაღაც ზედმეტობები დაიწყო მერე ვიღაც ბიჭი მოვიდა და ძლივს მომაშორა.-ისე აუღელვებლად ლაპარაკობდა, თითქოს თვითონ არ ეხებოდა ეს ამბავი.
-გოვო, ნორმალური ხარ?! ახლა ხვდები მაინც რა თქვი?!
-თათია, ყველაფერი შესანიშნავად მაქვს გააზრებული. ვენების გადაჭრას რამე აზრი აქვს?
-მე ეგ არ მიგულისხმია. იმედია ჭკუას ისწავლი და აღარ აყვები ეგეთებს.
-ვიცი! ვიცი! ვიცი!-მობეზრებულმა მითხრა და ზურგით გადაეშვა საწოლზე.

საკმაოდ გვიანი იყო რომ წამოვედით.
-თათა, წამოხვალ ჩემთან?
-არა, რა.. თან ხვალ სამსახურში ვართ წასასვლელები და გამზადება მჭირდება.
-კარგი, კარგი..-ჩემ კორპუსთან გააჩერა მანქანა.
----
დილით კაბინეტში დოინჯშემოყრილი ლანა და ეკა დამხვდა.
-თათია, არაფრის თქმას არ აპირებ?-მთელი სერიოზულობით მეკითხრბა ეკა. მერე ლანაზე გადავიტანე მზერა წარბაწეული რომ მიყურებდა..
-რა გჭირთ ხალხო? დავაშავე რამე?
-შენი და ალექსანდრეს ამავს რომ გვიმალავ ეგ დანაშაული არაა?-ახლა ლანამ დაიწყო.
-ღიმილი შეაპარეთ ტუჩის კუთხეებს თორე სერიოზულად მივიღე ახლა.-გავუცინე ორივეს.
-მოგკლავთ! არაა რა მაგარი წყვილი ხართ პროსტა.
-აუ, საიდან გაიგეთ? მეც არ ვიცი ნორმალურად წყვილი ვართ თუ არა.
-კომპანიის "ვიდეოთვალებს" რამეს გამოაპარებ?-მითხრა და ყველაფერი გასაგები გახდა.

მერე ქეთიმაც გაიგო ჩვენი ამბავი, მაგრამ არ გაბრაზებულა აქამდე რომ არ მითქვამს. ქეთის ხომ გაბრაზება არ შეუძლია. ადამიანის ნებისმიერ მდგომარეობაში შეუძლია შესვლა. ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმის რომ მასზე ვგიჟდები. მიუხედავად იმისა რომ მისთვის ეს არასდროს მითქვამს.
---
სექტემბრამდე დრომ ისე გაიარა თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი. როცა ბედნიერი ხარ დრო ელვის სისწრაფით მიქრის.
სექტემბრის პირველი შაბათი იყო. ქეთი გათენებიდან მოყოლებული იდგა სარკესთან და არაფრით მიშვებდა ახლოს.
-მაცადე, თათა, ფსიქოლოგიურად ჯერ მზად არ ვარ ქორწილისათვის.
-ქორწილი დღესაა, მომდევნო წელს კი არა. მოსამზადებლად კიდევ რამდენიმე თვე გქონდა.-მის გვერდით ავიწურე და სარკეში ჩემ თავს შევავლე თვალი.
-რას უშვება ეს მაკიაჟი ხალხს.-გავიფიქრე და ქეთი ხელით გავწიე გვერდზე.
-მორჩა, წავედით.-მითხრა და ხელების ქნევით შეეცადაა უფრო მეტი ჰაერი მიეშვა თავისთან.
დაბლა როგორც ქართულ ტრადიციულ ქორწილს შეეფერება ნიკა, თავისი მეჯვარე და რამდენიმე ბიჭი დაგვხვდა მათ შორის
ალექსანდრეც. ჩემკენ წამოიწია და შეშინებულმა მკითხა
-ჩემ თათას რა უქენი?
-მეტი სერიოზულობა.-სიცილით თითი დავუქნიე და ქეთის და ნიკას გადავხედე.
-გამაგიჟებენ ესენი რაა..-ვუთხარი ალექსანდრეს და მანქანისკენ წავედით.
-ტრადიციული ქორწილები, ცეკვებიან-თამადებიანად მე-ზი-ზღე-ბა!-დავუმარცვლე ბოლო სიტყვა და მანქანის მინას შუბლი მივადე.
-შენ ვაფშე რამე გიყვარს?!-ვიცოდი, ისეთ "პონტში" რომ მკითხა ეს, მაგრამ მაინც რაღაცნაირად მომხვდა ყურში, რადგან მართალი იყო. კმაყოფილებას თითქმის არასდროს არ გამოვხატავდი.

ხელი მოაწერეს თუ არა რესტორანში წავედით, სადაც ხალხის ზღვა იყო. ქეთის მეჯვარე თავისი უნივერსიტეტის დაქალი იყო. ნიკას მეჯვარე კი თავისი ბავშვობის ძმაკაცი. ახლოს ვიჯექით მათთან. მთელი ის საღამო საშინლად გახარებულები ვიყავით, მაგრამ მაინც "მუდოდ" გავატარეთ. არც ერთ ცეკვაზე არ ავმდგარვარ შესაბამისად არც ალექსანდრე მიუხედავად იმისა რომ ვუსაყვედურე მე ნუ მიყურებ-მეთქი. ვერ ვინამუსე მთლად "ხელგაუშლელად" რომ წამოვუსულიყავით და ბოლოსკენ ვალსი ვეცეკვეთ. კიდევ კარგი ჩვენ გარდა კიდევ ბევრი ცეკვავდა თორემ ჩემი მოუხერხებლობა აშკარად შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.
---
მეორე დღეს მხოლოდ მეგობრები შევიკირიბეთ და ისე აღვნიშნეთ როგორც გვინდოდა. ცოტა ხნის მისულები ვიყავით ალექსანდრემ რომ ხელი ჩამკიდა და ყურში ჩამჩურჩულა.
-მინდა რომ ჩვენი ქორწილის პირველი დღე მეორე დღეს გავდეს.
-მეც მინდა.
-მომავალ კვირას.
-თანახმა ვარ.-ვუთხარი და ჩავეხუტე.
იმ დღეს ალექსანდრესთან წავედი აღარ მინდოდა სახლში მარტო დარჩენა.

შუა ღამით საშინელმა თავის ტკივილმა გამომაღვიძა. გვერდით ნათურა ავანთე და კეფაზე ცხენის კუდად შეკრული თმა გავიშალე თითებით მასაჟის გაკეთება დავიწყე. ცოტა შვება ვიგრძენი და ისევ ისე გადავბრუნდი ალექსანდრეს მხარეს. ზურგიდან მივეხუტე და ვიგრძენი მისი ხელების შეხება ჩემ თითებზე. სათითაოდ აწვებოდა თითის ბალიშებს მერე ჩემკენ გადმობრუნდა და დიდხანს მიყურა. ვიცოდი, დრო იყო. ნელა მივუახლოვდი და მე თვითონ ვაკოცე.
-თათია..-დაბალ ხმაზე, მოგუდულად გაისმა მის მიერ წარმოთქმული ჩემი სახელი
-ალექსანდრე..-მეც ზუსტად ისე მივმართე. ის შავი მაისური გამხადა და ჩემს მკერდზე გაჩენილ ხალებს სათითაოდ შეეხო ტუჩებით. მეგონა მალე გავითიშებოდი. გაუსაძლის სიამოვნებას ვგრძნობდი.

-გასაგიჟებელი იყო.-მის ხელებს ვეთამაშებოდი თითებით. ჩაიცინა და კისერზე ძალიან, ძალიან ძლიერად მაკოცა.

ეს ღამე იყო დასაწყისი ყველაფრის, ეს იყო დასაწყისი ჩვენი საოცნებო, უფრო სწორად ჩემი საოცნებო "ქორწილის", ჩემი ალექსანდრეს სახლში გადაბარგების, ჩემი, ალექსანდრეს და ახლა უკვე ჩვენი "ყვითელის" დასწყისი.
რომელიც დღეს 2 წლის გახდა, თავის ყვითელ კულულა თმასთან ერთად.

----
დასასრული..
ვიცი დიდ თავებს ვერ ვწერდი და ამისათვის ბოდიში.
ასევე დიდი მადლობა ვინც ელოდებოდით და კითხულობდით ამ ისტორიას.
დროებით..



№1  offline მოდერი Amalthea

რომელიღაც ამბავი მეცნო (მიხვდი ხო? lol )
აუ ალექსანდრე მიიყვაააარს love
ძალიან
ძააალიან
ძააააალიან
მიყვარს lol love
დასასრული მომეწონა სხვათაშორის :3 უფრო დიდხანს რომ გეწერა უკეთესი იქნებოდა, მეც გავერთობოდი და შენც დაიტანჯებოდი ახალ-ახალი თავების წერისას :დდ
მიყვარხარ love
პირადად ვიზრუნებ რომ ახალი დაიწყო feel
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№2  offline მოდერი -ნინაკა

Yvavi.
რომელიღაც ამბავი მეცნო (მიხვდი ხო? lol )
აუ ალექსანდრე მიიყვაააარს love
ძალიან
ძააალიან
ძააააალიან
მიყვარს lol love
დასასრული მომეწონა სხვათაშორის :3 უფრო დიდხანს რომ გეწერა უკეთესი იქნებოდა, მეც გავერთობოდი და შენც დაიტანჯებოდი ახალ-ახალი თავების წერისას :დდ
მიყვარხარ love
პირადად ვიზრუნებ რომ ახალი დაიწყო feel


სოფიი :დდ მივხვდი, მივხვდი.. აბა ისე როგორ :3
სასიამოვნო ტანჯვა იყო ეს :დდ მეც კი მინდოდა უფრო დიდი მოცულობის ყოფილიყო, მაგრამ არაუშავს სიჩქარემ ასე იცის :დდ
გმადლობ და მეც მიყვარხარ ❤❤❤

 


№3  offline მოდერი ნეფო1999

უფ, ეს იყო... აი როგორ ვთქვა! :დ გემრიელ ყავაზე უფრო კარგი იყო^_^

 


№4  offline მოდერი -ნინაკა

ნეფო1999
უფ, ეს იყო... აი როგორ ვთქვა! :დ გემრიელ ყავაზე უფრო კარგი იყო^_^


უფ, გმადლობ ნორკა ❤❤

 


№5  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

mmmm kargii iyoo dzaliann

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent