უიღბლოს დღიურები
პარასკევი ტელეფონზე მოსული სმს ის ხმა მაღვიძებს, თვალებს ფშვნეტიტ ძლივსძლივობით ვახელ და სმს-ს ვხსნი, „ხოარ ღადაობ?„ ჩავილაპარაკე ჩემთვის, რედაქტორი მწერს რომ ჩემი წიგნი მალე გამოიცემა, ძალიან მაგრად ასწორებს დეტალებზე უნდა მოვილაპარაკოთ, მეც უმალვე ტანთ ვიცვამ, დედას ისე სწრაფად ვემშვიდობები და გავრბივარ სახლიდან რომ ვერც კი ასწრებს მომაძახოს „დათო ჩაი დალიე და წადი„ უკვე რამდენი ხანია ასე ხდება ჩემს თავს, დილით დაუმშვიდობებლად გავიქცევი და კაცმა არ იცის როდის დავბრუნდები სახლში, ზოგკერ მთვრალიც ვბრუნდები, ჰო რას ვიზამთ რთულია სულ ფხიზელმა უყურო ამ ცხოვრებას, არ იფიქროთ რომ ლოთი ვარ ეს ხომ ლოთების საფირმო ფრაზაა „ამ ცხოვრებას ფხიზელი რთულია რომ უყურო„ მე ერთი უბრალო ბიჭი ვარ, რაღა ბიჭი 1 კვირის წინ 35 წელი შემისრულდა, მოსაწყენი ცხოვრებით ვცხოვრობ, ვფიქრობ რომ არაფერი არ შემიქმნია ჯერ, 35 წლის განმავლობაში მხოლოდ 2 წიგნი გამოვეცი , მოთხრობების კრებული და ერთი რომანი, 1 წლის წინ ვიქორწინე, თუმცა ქორწინებას მალევე განქორწინებაც მოჰყვა და მის შემდეგ ოჯახი აღარ შემიქმნია, დედა კი შვილიშვილების მოლოდინშია თუმცა ჩემს პირად ცხოვრებაში ჯერაც არაფერი ხდება, რა საშინელი სიტყვაა „მარტოობა„ მგონი ადამიანს მარტოობის ყველაზე მეტად ეშინია, სიკვდილზე მეტადაც კი მარტოობის გვეშინია, როცა კვდები იცი რომ ყველაფერი სრულდება, მარტოობა კი არ იცი როდის დასრულდება, თუმცა ალბათ მარტოობასაც აქვს დასასრული ადრე თუ გვიან,.. შაბათი გუშინ რა ხდებოდა არ მახსოვს, მახსოვს ის რომ ნიკუშასთან და ნოდოსთან ერთად ნიკიტას ბარში ვსვამდით , მერე ბევრი დავლიე მგონი კლუბშიც წავედით ახლა კი ვიღაც გოგოსთან ერთად სადღაც ვიღვიძებ, ნინას დავიწყებას ვცდილობ, დღე და ღამ ვებრძვი საკუთარ თავს რომ ის დავივიწყო, ჩემი პირველი ცოლი და ჩემი პირველი სიყვარული, ჰო პირველი სიყვარული იყო, არ იფიქროთ რომ მანამდე ეულად დავდიოდი, არა მანამდეც ბევრი ურთიერთობები იყო მაგრამ ნამდვილი სიყვარული ნინა იყო, სახლში გვიან დავბრუნდი ცოტა ნასვამი ვიყავი მაშინაც ნოდოსთან და ნიკუშასთან დავლიე, კარგი გავაღე სახლში სამარისებური სიჩუმე სუფევდა, „ნინა მოვედი!„ გავძახე საძინებლისკენ სადაც ნინა მეგულებოდა, პასუხი არ მიმიღია და საძინებელში შევაბიჯე, ოთახი ცარიელი დამხვდა კარადის კარები ღია და გარდერობი გაცარიელებული, უცებ დავიბენი და ვერ მივხვდი ჩემს თავს რა ხდებოდა, საძინებლიდან გამოვედი და სამზარეულოს მაგიდაზე ფურცელი იდო, სასწრაფოდ მაგიდისკენ გავქანდი და ფურცელს ხელი ვსტაცე „ მაპატიე მეტის მოთმენა აღარ შემიძლია, მაპატიე რომ დაუმშვიდობებლად მივდივარ, ჩვენ ერთად ყოფნას აზრი არ აქვს, ჩვენ ერთმანეთი ამოვწურეთ და იმ სიცარიელის შევსებას რაც ჩვენშია ვეღარ ვახერხებთ, შენთვისაც და ჩემთვისაც უკეთესია თუ ცალ-ცალკე ვიცხოვრებთ, გთხოვ ძებნას ნუ დამიწყებ, მშვიდობით! „ კვირა ყოველ დილით რატომღაც როცა ვიღვიძებ სულ ის მახსენდება, ჯერაც ვერ შევეჩვიე მარტო გაღვიძებას, მგონია რომ თვალს როცა გავახელ მის სახეს დავინახავ მომღიმარს და მის ხმას გავიგებ როგორ მისურვებს დილამშვიდობისას და როგორ გამითბება ლოყები მისი ბაგეების შეხებით, თუმცა თვალს ვახელ და ეს ყველაფერი გამქრალია, რამდენჯერ მინახავს ტკბილი სიზმარი ნინასთან ერთად , თვალის გახელის შემდეგ კი ყველაფერი ქრება, ამ ყველაფრის შემდეგ ბევრჯერ მქონია თვითმკვლელობის სურვილიც, დახუჭავ თვალს და კვდები, ქრები, თავისუფლდები ყველაფრისგან, იქნებ სიკვდილიც ისეთია როგორიც სიზმარი? იძინებ ხედავ სიზმარს და ეს სიზმარი გრძელდება სამუდამოდ, იქნებ სიკვდილის შემდეგ ყველა ესეა, რა სიზმარსაც ბოლოს ხედავს იქ ხდება? რა კარგი იქნებოდა, იძინებ და მუდამ ნინასთან ხარ. რაც მე და ნინა ერთმანეთს დავშორდით მის მერე არსაც მინახავს , არსად შემხვედრია შემთხვევითაც კი, არადა როგორ მინდა სადმე გადავეყარო , უბრალოდ თვალი თვალში გავუყარო , თუმდაც უსიტყვოდ დავდგე და ვუყურო, მისი გამომეტყველება უსიტყვოდაც ბევრს მეტყვის ვიცი, დღეს კვირაა ყველა ისვენებს, ზოგი თავს მყუდრო კაფეებს აფარებს, ზოგიც სკვერებში სეირნობით განიტვირთება, გავალ გავივლი იქნებ სადმე გადავეყარო მას ორშაბათი გუშინ ნინა არსად შემხვედრია მაგრამ სამაგიეროდ რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ავტობუსით მგზავრობის დროს, ჩემი ყურადღება ერთმა გოგონამ მიიპყრო, საოცარი თვალები ჰქონდა, გასაოცრად ლამაზი სახის ნაკვთები, მოკლედ ისეთი რომ თვალს ვერ მოწყვეტდი, ავტობუსში ფეხზე დგომა მომიცია , ისიც ფეხზე იდგა ოღონდ ჩემგან მოშორებით და ერთმანეთს თვალებით ვჭამდით, მინდოდა ახლოს მივსულიყავი მაგრამ ავტობუსი გაჭედილი იყო მგზავრებით, გოგონამ ჩასვლა დააპირა და გვერდი ჩამიარა , გავლის დროს თვალი თვალში წამიერად გამიყარა, მეც თითქოს ჰიპნოზის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი და უკან გავყევი, სამგზავროს გადახდის დროს ჩანთიდან საფულე ამოიღო, საფულეში თვალი მოვკარი პირადობის მოწომობა ედო რომელზეც სახელი და გვარი ამოვიკითხე თინათინ ომანაძე, სანამ დაბნეულმა სამგზავრო გადავიხადე და ავტობუსიდან ჩამოვედი ის უკვე გამქრალიყო, ქალაქში თვალებს ვაცეცებდი და დავეძებდი თუმცა მის კვალს ვერსად მივაგენი, ახლაც კომპიუტერთან ვზივარ და Facebook ზე ვეძებ თუმცა მსგავსი სახელი და გვარით სხვადასხვა იუზერს ვპულობ მას კი ვერა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.