შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნების შარავანდედი -1-


10-05-2016, 19:06
ავტორი sopiko
ნანახია 2 576

[თავი 1]
პროლოგი
-ეს ოცნებების დაფაა. იდეაში ტურისტებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ადგილობრივებმა არ მოისვენეს. არანაირი ისტორიული ფაქტი, უბრალოდ ილუზიაა. ადამიანი მეოცნებეა! პატარა სხივსაც კი ეჭიდება. ხოდა ამ წერილების ავტორებსაც სჯერათ, რომ ოცნება აუხდებათ.-გადაუთარგმნა ახალგაზდა მამაკაცს გიდის ნათქვამი თარჯიმანმა.-თქვენ არ დაწერთ?
-მე ოცნება არ მაქვს. სამწუხაროდ...-უშუალოდ მიუგო ქართველმა ტურისტმა.
-კი, მაგრამ... ოცნება ყველას აქვს.-გაკვირვება ვერ დამალა თარჯიმანმა.
-იცი, ჩემი ოცნებაა, რომ ოცნება მქონდეს. შეიძლება ეს დავწერო?-უცებ მოუვიდა აზრად და იქვე მჯდომ ქალს ფურცელი გამოართვა.
-დაწერეთ. ეს ხომ თქვენი ოცნებაა.-კვერი დაუკრა გოგონამ.
მამაკაცმა კედელზე მიმაგრებულ წერილებს ზერელედ შეავლო თვალი. თავი სამშობლოში წარმოიდგინა, ქართულ ასოებს რომ მოჰკრა თვალი. ფურცელზე თავისი ოცნება დაწერა და ქართული წერილის გვერდით, თავისუფალ ადგილას მიამაგრა წებოვანი ქაღალდით. გულმა არ მოუთმინა და ლამაზად დაწერილი ტექსტი მაინც შემოეკითხა.
''ჩემი ოცნებაა ვიყოთ მე და მამაკაცი, რომელიც მთელი არსებით მეყვარება... ტყეში, ხის ქოხში... საკვამურიდან კვამლი ამოდიოდეს... გარეთ წვიმდეს... ბუხრის წინ ერთი სავარძელი იდოს... ჩვენ იქ ვისხდეთ... ერთ პლედს და ბავშვობის მოგონებებს ვუზიარებდეთ ერთმანეთს... ქოხი სიყვარულის სურნელით იყოს სავსე! ნეტავ, ამას ოცნებების დაფაზე უნდა ვწერდე? თ. მ. 20. 06. 2016.''
-მგონი ოცნება შემეცვალა!-დაბნეულმა უთხრა თარჯიმანს.
-რა უცნაური ადამიანი ხართ. მაშინ შეცვალეთ, თუმცა ამბობენ პირველად დაწერილი ოცნება ხდება მხოლოდო.-ესეც არ დაუმალავს გოგონას.
-მაშინ მისი ოცნების მოზიარე უნდა გავხდე...-ჩაიბუტბუტა თავისთვის...
როცა თარჯიმანმა ფურცელი ჩამოხსნა და შემოტრიალდა, უცნაური ტურისტი იქ უკვე აღარ იყო...

-თათუ, შე სასიკვდილევ... გაიღვიძე, გოგო! რა ძილქუში დაგეცა ასეთი?-მეათასედ შემოსძახა უქნარა ძმიშვილს ზინამ და ოთახში შემოვარდა.-ერთი ნახე, რა დღე დაგაწიო... ეგ ჩალასავით თმა სულ უნდა დაგაცალოს ადამიანმა!
გავეშებულმა გადახადა საბანი თათუს და... თურმე არც არავისთვის გადაუხდია საბანი!
საწოლში მხოლოდ მუთაქა იდო... ბუმბულებით გატენილი მუთაქა!

''ლან, არც კი ვიცი, ახლა სახლში რა ხდება. ნეტავ, მამიდამ უკვე გაიღვიძა? გუშინ პომიდვრის ჩიჩილები მიწაში ჩავრგეთ და თითებს ვეღარ ვამოძრავებ. ამიტომ ძალიან ცუდად გამომდის წერა... იმედია მაპატიებ. სათქმელი, როგორც ყოველთვის, ბევრი არაფერი მაქვს... ჩემ გვერდით რომ იყო, მექნებოდა... კარგი, მოვრჩეთ ამაზე. ეს ასაკი თურმე ყველაზე საშინელი ყოფილა. თვრამეტი წლის ხარ და შენი ბავშვებთან თამაში აღარ შეიძლება. თვრამეტი წლის ხარ და ბიჭს თვალი არ უნდა გაუსწორო. თვრამეტი წლის ხარ და მუხლს ზემოთ კაბა არ უნდა ჩაიცვა. თვრამეტი წლის ხარ და ყველა საჭმლის გაკეთება უნდა ისწავლო, რათა მოულოდნელად რომ მოგიტაცონ და სახლში დედამთილმა რაიმეს მომზადება მოგთხოვოს, თავი უნდა დახარო და მოუმზადო. მე რომ ასეთ ცხოვრებაზე არასდროს მიოცნებია? ნუთუ არ შეიძლება ერთი ოცნება მაინც ამიხდეს? ჩემი ოცნებები მუდამ უფერულია და მათ სინათლეს ვერავინ ფენს... იქნებ არავინაც... სკოლის კონკურსში რომ გავიმარჯვე შარშან და ჰოლანდიაში რომ წამიყვანეს, ოცნებების დაფაზე ჩემი ოცნებაც დავტოვე. ხო, ეს ადრე გითხარი კიდეც. მითხრეს, ადრე თუ გვიან ახდებაო. რატომღაც მეც ძალიან მჯერა ამის! ჯერ ხომ თვრამეტი წლის ვარ... ყველაფერი წინაა? ესეც არ არის შეუძლებელი, მაგრამ... მართლა რომ მომიტაცონ? მართლა რომ დამიგრიონ ცხოვრება? მამიდამ მითხრა, ჩვენი მეზობელი ვანო კარგი თვალით გიყურებსო... კარგით კი არა, ცუდით მიყურებს. სულ მჭამს ხოლმე... თვალებით. არ მინდა, რომ მისი მეშინოდეს, მაგრამ მეშინია. კარგი, კარგი წავედი. მამიდას გულის შეტევა არ დაემართოს ნერვიულობისგან. თანაც დილაა და ნათესებს ვინ მორწყავს. მიყვარხარ. თ. მ.''
გოგონამ წიგნაკი დახურა და ტყავის ყდას ხელი გადაუსვა. გაჭუჭყიანებული მუხლები გაიწმინდა და დაღმართზე ჩაირბინა.

^^^
მინუსი+პლიუსი=''ოცნების შარავანდედი''
ვინაიდან და რადგანაც წინა ისტორია დაგვიანების შემდეგ დავდე, ეს ისტორია ერთი დღეც არ გასულა, ისე გაჩნდა სიახლეების სიაში! ხოოდა... ეს მოქმედებაც ამას ასახავს! {ხომ მეტყობა, როგორ მიყვარს მათემათიკა და ფიზიკა {არა, მართლა ძალიან მიყვარს}}
ძალიან, ძალიან გამახარა თქვენმა შეფასებებმა ''წითელ ზღვაზე'' და ვიმედოვნებ, ესეც უფრო მეტად თუ არა, ისევე მაინც მოგეწონებათ! ამას კი ისე ვერ გავიგებ, თუ თქვენს შეფასებებს არ ვიხილავ... ასე რომ, გელით!
და ჩემი საფირმო, მაგრამ გულიდან წამოსული ფრაზა...
უყვარხართ სოფიკოს!



№1  offline წევრი mimimimo

ჩემი სოფიკო თავისი განუმეორებელი ისტორიებით.

როგორ მიყვარს შენი ისტორიების კითხვა შენ ხომ ვერ წარმოიდგენ.

ძალიან გამახარე და ასევე დიდი სიხარულით ველი მომდევნო თავს.

წარმატებები! love

 


№2  offline წევრი cisa

chemo shokoladoo ♥♥♥ rogor mixarixaar ♥ kargia gagrdzeleda velodebi icode ♥

 


№3 სტუმარი teo...

[i][/i]კარგია სოფი მომეწონა მალე გააგრდზელე wink

 


№4 სტუმარი Black

Unakloa,magaria da veli shemdegs sopachka<3

 


№5  offline მოდერი sopiko

mimimimo
ჩემი სოფიკო თავისი განუმეორებელი ისტორიებით.

როგორ მიყვარს შენი ისტორიების კითხვა შენ ხომ ვერ წარმოიდგენ.

ძალიან გამახარე და ასევე დიდი სიხარულით ველი მომდევნო თავს.

წარმატებები! love

cisa
chemo shokoladoo ♥♥♥ rogor mixarixaar ♥ kargia gagrdzeleda velodebi icode ♥

teo...
[i][/i]კარგია სოფი მომეწონა მალე გააგრდზელე wink

Black
Unakloa,magaria da veli shemdegs sopachka<3


დიდი მადლობა, ჩემო შოკოლადებო!!! love

 


№6  offline წევრი teddy))

Dzalian momewona! Sasiamovno istoriaaa

 


№7  offline მოდერი sopiko

teddy))
Dzalian momewona! Sasiamovno istoriaaa

გმადლობ, თედუნია!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent