შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობ–ნაცნობი სხეულები 5


11-05-2016, 22:26
ავტორი KuKushKa
ნანახია 1 497

-თქვენ ვინ ხართ?
-ოუუ...არაა აუცილებელი თქვენობით მომართვა,მე სახლის მეპატრონე ვარ.
-ანა სადაა?
-არ ვიცი
-კარგი
არ მქონდა ამ გატუტუცებული ხერპეს თავი,მითუმეტეს თავს ცუდად ვგრძნობდი ამიტომ ნელი ნაბიჯით ავუყევი კიბეებს და ჩემ ოთახში შევიკეტე.კი ვაღიარებ სიმპატიური იყო,თან ძალიან (ზესიმპატიური) მაგრამ ესეთი ბიჭები არ მევასებიან,სულ მამიკოს ფულზე არიან დამოკიდებულები, მეც არ ვარ დამოუკიდებელი მაგრამ,რავი.
მთელი დღე ოთახში გავატარე,გარეთ გასვლა საერთოდ არ მინდოდა,არც მშიოდა ამიტომ დაბლაც არაფერი მესაქმებოდა თან მითუმეტეს არ ვიცოდი ის "ადამიანი" კიდე იქ იყო თუ არა.ანა რამოდენიმეჯერ შემოვიდა ოთახში მაგრამ "მეძინა" და ეგრევე გადიოდა.საღამოს 8 საათი იქნებოდა,გარეთ კარგად ჩამობნელდა და მე დებილმა ამ დროს გადავწყვიტე წიგნის წაკითხვა.მიყვარდა სითბოში და სიმყუდროვეში წიგნის კითხვა,"ბიბლიოთეკაში" ჩავედი და იქიდან ჩემთვის უცხო რომანი ამოვქექე,ოთახში გაჩერება არ მინდოდა და ამიტომ გარეთ ვერანდაზე გავედი.ძალიან ლამაზი იყო-ოჰ მგონი მეპატრონე წავიდა.
კითხვაში ვიყავი გართული,როდესაც ვიგრძენი,რომ ვიღაცა მომიჯდა.
-საღამო მშვიდობის ანა.
ისე ვუთხარი არც ამიხედია
-მე ქალს ვგავარ??
მის ხმაში საშინელი ცინიზმი იგრძნობოდა და რათქმაუნდა მეც არ გავჩუმებულვარ.
-კი რატომაც არა.
მეც არ დავაკელი,კიდე რაღაცის თქმას აპირებდა ანა,რომ არ შემოსულიყო.
-ხომ არ გშიათ?
-კი,დიდი სიამოვნებით მივირთმევდი რამეს.
-ნეტა წათრევას არ აპირებს?
ჩემთვის ჩავიდუდღუნე მაგრამ როგორც შევამჩნიე გაიგო
-ჯერ არა,რამოდენიმე დღეში წავალ.შენ არ გშია
-არა
ჩემი სიცივე მეც მიკვირდა მაგრამ მის მიმართ როგორ უნდა გავმთბარვიყავი. ეტყობოდა,რომ ცანცარა და ზედმეტად მოხალისე იყო მაგრამ გამწარებით მალავდა ამას.
-გთხოვ ევა რამე ჭამე უკვე ფერი არ გადევს სახეზე,მთელი დღე ოთახში იყავი შეკეტილი.
-არა მართლა არაფერი არ მინდა.
-არ გინდა კი არა დროზე,უი ჰო მე ალექსანდრე შმოკლებით ლექსო, ალექსი
–სასიამოვნოა შენი სახელის გაგება მაგრამ თუ შეიძლება ჩამომსვი
მხარზე აგდებული ვყავდი და ისე "მიმათრებდა" სამზარეულოში
ცოტა გავხალისდი კიდეც.
–ესეიგი...სანამ არ შეჭამ აკედან არ ადგები
გაიკრიჭა და ჩემ პასუხს დაელოდა
–კარგი,აქ მთელი ღამე შემიძლია ვიჯდე.
წიგნი მოვიმარჯვე და სერიოზული სახით განვაგრძე კითხვა.
–აპ აპ აპ,ამის გარეშე
ჩემი ბოლო გასართობიც წამართვა და დამტოვა ესე ხახამშრალი
–კარგი,კარგი შევჭამ.უფფ ოგონდ შენ ნუ შემჭამ
–მიდი...გელოდები
ძლივს დავუმტკიცე,რომ ნაჭამი ვიყავი,სახეზეც მეტყობოდა ჩემი კუჭის დანაყრება.ანა კი გვიყურებდა და "ტკბებოდა" სანახაობით.როგორ მაჭმევდა ძალით ლექსო და მთლი საღამო სახიდან ღიმილი არ მოშორებია.მეც ძალიან დავუახლოვდი ამ საღამოს ლექსოს და მისი დადებითი თისებებიც შევისწავლე.
–მადლობა ვახშმისთვის,მე ჩემ ოთახში ავალ.
–კარგი მიდი
ანამ თბილად გამიღიმა და მაგიდის ალაგებას შეუდგა.ოთახში ასვლა საერთოდ არ მინდოდა მაგრამ აქაც არაფერი მაჩერებდა.
–ევა ევა.
–გისმენ
ისეთი სისწრაფით შემოვტრიალდი ცოტაც და წავიქცეოდი.
–გინდა ფილმს ვუყუროთ?
ძალიან გამიკვირდა მისი ესეთი საქციელი,არა განა ის,რომ ფილმის საყურებლად დამიძახა უფრო ის,რომ ერთ საღამოში ჩემს მიმართ სრულებით შეიცვალა დამოკიდებულება.
–კი რატომაც არა,უარს ნამდვილად არ ვიტყვი.
–კარგი...ოღონდ ფილმს მე ვარჩევ
–კარგი
მშვენიერად ჩაიარა საღამომ მიუხედავად იმისა,რომ საშინელებას ვუყურეთ და ძალიან შევშინდი.სიცილ კისკისით ამოვედით,ნუ ყველაზე ბევრს მე ვიცინოდი.
–კარგი აბა,ძილინებისა.
ძალიან დავიღალე და ერთი სული მქონდა როდის დავიძინებდი.
–კარგი.
ერთმანეთს დავემშვიდობეთ.მე ჩემ ოთახში შევიკეტე ის თავის. საღამოს პროცედურების შემდეგ საწოლზე დავეხეთქე და სიზმრების მორევში გადავეში.სადღაც ღამის სამი საათი იყო უცნაური ხმები,რომ მომესმა...

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ვეცადე დიდი გამოსულიყო ^^ როგორ მოგწონთ ახალი პერსონაჟი და ასევე მისი სახელი? ველოდები თქვენს შეფასებას ^^ და ასევე გთხოვთ დამიწერეთ როგორი გაგრძელება გინდათ და რას ფიქრობთ რითი დამთვრდება ეს ისტორია ^^




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent