მთვრალი კოცნები -2-
იმ ღამით, რა თქმა უნდა თამოს რისხვა დამატყდა თავს, მაგრამ გმირულად ვეკვეთე და ჩემი გაჭირვება ავუხსენი. ცოტა იყვირა თუ ბევრი, დამშვიდდა და მეორე დღეს კორპორატიულ წვეულებაზე გამოყოლაზეც დამთანხმდა. ნინი და მე პირველი კლასიდან მოყოლებული ვმეგობრობთ, თამო კი უნივერსიტეტში გავიცანით და ასე შედგა ჩვენი ტრიოც. მას შემდეგ უამრავი დრო გავიდა. უამრავი… ხოლო როდესაც ეს ისტორია გადამხდა თავს, სამივენი 29 წლისანი ვიყავით. ჩვენს შორის უხუცესი თამოა, ალბათ ამიტომაც გვატერორებდა ხოლმე, მაგრამ მაინც ვერა და ვერ ვთმობდით. კარგია ცხოვრება, როდესაც გვერდით კარგი მეგობრები გყავს… მერე უკვე ყველაზე უარესისთვისაც კი მზად ხარ! დილაადრიან შემოაჭრა საძინებელში თამომ და მოურიდებლად გადასწია მუქი, იასამნისფერი ფარდები. _აუ…_ჩვეულებრისამებრ დავიწუწუნე და თავზე საბანი გადავიფარე. დღემდე არ მესმის ასეთი სულელი როგორ ვიყავი და თამოს სახლის გასაღების ასლი რატომ მივეცი(?). _ადგა ჯარი!_დაიყვირა თამომ და საბანიც ერთი ხელის მოსმით მოიგერია. _რომელი საათია?!_გაბრაზებულმა ვკითხე და შევეცადე ცალი თვალით მაინც დამენახა მისი სახე. _თერთმეტი!_მითხრა და ოთახიდან გასვლა დააპირა._ადე რა, მე ყავას გავამზადებ მანამდე!_ისეთი მზრუნველი ხმით მითხრა თავი წამოვყავი და კარგად შევათვალიერე, ხომ ნამდვილად ის არის-მეთქი? _რა გჭირს?_ვკითხე და ფეხზე წამოვდექი. _გავამზადებ ყავას და მოგიყვები…_თამო სამზარეულოსაკენ გაემართა, მე კი სააბაზანოსაკენ ავიღე გეზი. დილის პროცედურები მეგობრის მომზადებული უგემრიელესი ყავით დავასრულე და საყიდლებზე წავედით. თამომ ისევ ეჩხუბა მამამისს და მთხოვა ცოტახნით შენთან გადმოვსახლდებიო. მეწყინა-მეთქი ვერ ვიტყვი, პირიქით, სულ მიხაროდა როდესაც თავისიანებთან კამათობდა და ჩემს სახლს აფარებდა თავს. დრო უფრო სწრაფად, ხალისიანად და საინტერესოდ გადიოდა. *** პუნქტუალურობას არასოდეს ვუჩივოდი, მაგრამ როდესაც თამო გყავს გვერდით ერთი საათი მინიმუმი იგვიანებ კაცი. ამიტომაც, ჭკუა ვიხმარე და 7 საათის ნაცვლად, თამოს ვუთხარი რომ წვეულება 6_ზე იწყებოდა. რას ვიფიქრებდი მაინდამაინც იმ დღეს თუ მოუნდებოდა თამარ ლობჟანიძეს თავისდროზე მივსულიყავით დანიშნულ ადგილზე? საკუთარი იღბლის ლანძღვა-კურთხევას მოვყევი და მანქანაში ჩავუჯექი, სხვა რა გზა იყო?! _ეს ნახე!_დიდებულიძის უზარმაზარ სახლთან მისულებმა მანქანიდან მაშინვე შევამჩნიეთ ის მუშა, უკვე მეორე დღეა დაგეგმილივთ ყველგან რომ მხვდება._შანსი არაა!_თვალები გადავატრიალე და ღრმად ჩავისუნთქე. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს სადაცაა გული ამერეოდა. _არ ინერვიულო, აქამდე ეტყოდა მირიანს…_დამამშვიდა თამომ. _ვიცი, მაგრამ მაინც არ მესიამოვნა._ჩანთიდან პატარა სარკე ამოვაცურე, თმა შევისწორე და ტუჩსაცხი გადავისვი._წავედით!_უკვე თამამად ვუთხარი მეგობარს და მანქანის კარი გავაღე. ალბათ ეს ყველაფერი რეალობის ნაცვლად ფილმი რომ ყოფილიყო, კადრში ჯერ მანქანიდან გადმოსული ორი ულამაზე ქალბატონი გამოჩნდებოდა, შემდეგ კი იმ მუშის გაღებული პირი და ფერ დაკარგული სახე. _გასაღები მომე!_თამოს გადავუჩურჩულე და მანქანის გასაღები გამოვსტაცე ხელიდან. ერთი კი მესროლა უცნაური მზერა, მაგრამ მალევე მიხვდა ჩემს ჩანაფიქრს და ისევ ტანის ნაზი რხევით განაგრძო გზა. მუშას რომ მივუახლოვდით, შევჩერდი და გასაღები მივაწოდე. _იცოდე არ გაგვიფხაჭნო!_ვუთხარი და თვალი ჩავუკარი. მანაც ინსტიქტურად გამომართვ და, გაოცებული თვალები მომაპყრო. მაშინვე მზერა მოვარიდე და დიდებულიძის ეზოში ამაყად შევაბიჯე, სადაც უკვე უამრავი მაღალი ელიტის წარმომადგენელი იერეოდა. _ბელა!_ შემამჩნია თუ არა მირიანმა, ხელები განზე გაშალა და ჩემსკენ გამოემართა. როგორ უყვარდა ამ კაცს თვალთმაქცობა… _გამარჯობათ ბატონო მირიან!_გაღიმებული შევეგებე და ისე გადავეხვიე თითქო ძალიან მსიამოვნებდა. _რა ლამაზი ხართ ბელა!_კომპლიმენტებს არ იშურებდა იგი. _გმადლობთ, თქვენც ძალიან კარგად გამოიყურებით!_ვუთხარი და კიდევ ერთხელ შევათვალიერე საკმაოდ სიმპათიური, თუმცა ასაკოვანი მამაკაცი. _გამარჯობათ!_ამჯერად დიდებულიძის ყურადღება თამომ მიიბყრო. _ეს თამარ ლობჟანიძე, ჩემი ძალიან ახლო მეგობარია! ეს კი ბატონი მირიან დიდებულკძე, კომპანიის მფლობელი!_გავაცანი ერთმანეთი მათ. _ძალიან სასიამოვნოა!_მირიანმა თამოს ხელის მტევანი თავისაში მოიქცია და ფრთხილად ეამბორა. ისევ გულის რევის შეგრძნება დამეუფლა… _ჩემთვისაც!_როგორც იქნა ამოიღო ხმა თამომაც. _წამობრძანდით, ჩემი ოჯახის წევრებს გაგაცნობთ!_მირიანმა ხელი სავარაუდოდ მისი მეუღლისა და ქალიშვილისაკენ გაიშვირა. _დიდი სიამოვნებით!_დავეთანხმე და მათკენ გავემართე. _სანდრო!_დაიყვირა მირიანმა ისე მკაცრად როგორც სჩვევია ხოლმე._სანდრო, შემოდი ეზოში, ქალბატონი ბელა უნდა გაგაცნო!_გასძახა ვიღაცას ჭიშკრის იქეთ. _ერთი წამით!_არანაკლებ მკაცრად შემოსძახა უცნობმა და მაშინვე მივხდი ეს აწ კარგად ნაცნობი მუშაო იყო. _მალე!_დაამატა მირიანმა და ჩვენსკენ გამოემართა. სამივენი ერთად მივუახლოვდით შადრევანთან მდგარ ასაკოვან ქალსა და თინეიჯერ გოგონას რომელიც საოცრად ჰგავდა მირიანს. _საღამო მშვიდობისა!_გავუღიმე მათ. _გამარჯობათ გოგონებო!_ქალი ისე შემოგვეგება, თითქოს წლებია უკვე გვიცნობდა და მეც და თამოსაც ძლიერად ჩაგვეხუტა. _ეს ჩემი მეუღლე, ნატალიაა._ამაყად წარმოთქვა მირიანმა._ეს კი ჩემი ქალიშვილი ელენე! _სასიამოვნოა._ერთხმად წარმოვთქვით მე და თამომ. _მირიან, ნახე ვინ მოვიდა!_ნატალიამ თვალებით ეზოს ბოლოსაკენ გვანიშნა, საიდანაც მუშა (სავარაუდოდ სანდრო) და უცნობი ახალგაზრდა ბიჭი გვიახლოვდებოდნენ. _ჰაჰა!_გადაიხარხარა მირიანმა._ასე უნდა ლაშიკო, ბიჭო?!_უკვე ჩვენს წინ მდგარ უცნობ ბიჭს გადაეხვია და ხელში აიტაცა. ეს აშკარად არ ჰგავდა თვალთმაქცობას._სიტყვაც არ დასცდენია სანდროს ჩამოსვლას თუ აპირებდი!_როგორც იქნა დააბრუნა მიწაზე ბიჭი და აღფრთოვანებულმა შეათვალიერა. _მე ვთხოვე მირიან ბიძია…_მორიდებულად გაიღიმა მან. _კარგი, კარგი… ამაზე მერე!_ისევ თავის ამპუას დაუბრუნდა დიდებულიძე. _გამარჯობათ!_ბიჭი ახლა ჩვენ მოგვიბრუნდა. _გამარჯობა!_უპასუხა თამომ, მე კი მხოლოდ ღიმილით შემოვიფარგლე. უფრო და უფრო მიჭირდა სუნთქვც და ლაპარაკიც. _გაიცანით, ეს ბელა წერეთელია. კომპანიის ვიცე დირექტორი!_ხელი გამოიშვირა ჩემსკენ მირიანმა._ეს კი მისი მეგობარი - თამარი! _ლაშა!_ხელი ჯერ მე ჩამომართვა ბიჭმა და შემდეგ თამოს. _ეს კი სანდროა._როგორც იქნა მირიანმა ჯერი მუშაზე შეაჩერა._ჩემი ვაჟიშვილი! _სასიამოვნოა…_ჩაილაპარაკა სანდრომ და ირონიული მზერა გამოუკრთა თვალებში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.