გაღიმება კარგი რამ არის,უჟმურო (2)
გადავწყვიტე ,ივლისის ცხელ დღეებს დღეებს გართობით გავმკლავებოდი. ის პერიოდი იყო თამთაც შვებულებაში იყო გასული ,ამიტომ გადავწყვიტეთ ბათუმში წასვლა,სავარაუდოდ 1კვირით. 13ივლისს ბათუმში ჩავედით . კარგად მოვეწყვეთ ,ზღვაზეც გავედით.წამოსვლისას ნაყინი მოგვინდა .თამთა ავიდა ბინაში ,მე კი სვლა მარკეტისკენ განვაგრძე,რომ გამოვდიოდი აი მაშინ სრული შოკი მივიღე. უბრალოდ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ადამიანი ,რომელსაც არ ელოდები,მითუმეტეს იმ მომენტში და იმ ადგილას,რა შეგრძნება შეიძლება გამოიწვიოს.ჩემ წინ არც მეტი,არც ნაკლები ალექსანდრე ახვლედიანი იდგა. ადგილზე გავქვავდი,არც ალესანდრე განძრეულა ადგილიდან.გაშეშებულები ვიყავით ორივე. წასვლა დავაპირე ,მაგრამ გამაჩერა.ცხოვრებაში პირველად გავიგე მისი ხმა ,რამაც ჟრუანტელი მომგვარა. -მოიცა.. არ გვინდა თავის გასულელება.შენი ნომერი მინდა .არ ვიბავშვოთ მთელი გულით გთხოვ.უბრალოდ ნომერი მომეცი. -არ ვიცი რატომ ვაკეთებ ,მაგრამ ნომერს მოგცემ,ვგრძნობ რომ ეს უნდა გავაკეთო. ამ სიტყვებმა ღიმილი მოჰგვარეს მის მშვენიერ ბაგეებს.დღეს უკვე ისიც გავიგე მის შესახებ ,რომ ლაპარაკის გარდა ,სიცილი თუ არა ღიმილი შესძლებია. -მე ალექსანდრე ახვლედიანი.ხელი გამომიწოდა და ისევ იმ მომაჯადოვებელი ღიმილით გამიღიმა. -მე ნატალი სხილაძე.ღიმილი არც მე დავინანე მისთვის.-ახლა კი თუ ნებას მომცემთ ბატონო ალექსანდრე ,დაგტოვებთ.პასუხს არც დაველოდე ისე გავეცალე იქაურობას. სახლში ფრენით შევედი.თამთას ,რომ მოვუყევი არ სჯეროდა. -შანსი არ არის ნატალი,ეგ არ იქნებოდა.მაგას ღიმილი არ შეუძლია,არც ლაპარაკი,შეგეშლებოდა. -თამთა გთხოვ ,ამ წამებს ნუ ჩამაშხამებ. მთელი დღე მეღიმებოდა,მებედნიერებოდა.თამთას კი ჩემ საქციელებზე ეცინებოდა.ხვდებოდა,რომ უკვე სერიოზულ ვირუსად მქონდა მთელ სხეულში გამჯდარი ალექსანდრე ახვლედიანისადმი ინტერესი. დაძინებას ვაპირებდი,როცა მესიჯი მომივიდა. "ძალიან ბევრი რაღაცის თქმა მინდა,მაგრამ ვერაფერს ვამბობ.პატარა ბავვშვივით ვარ დაბნეული.მთელი საღამოა უაზროდ ვწრიალებ.შენს ნახვას აქ არ მოველოდი.თუ შეგიძლია და ,რა თქმა უნდა ,თუ სურვილი გაქვს ,მისამართი მომწერე,გამოგივლი და ცოტახანს გავისეირნოთ" გამეღიმა,პასუხი არც მე დავაყოვნე. "რატომღაც მეგონა ლაპარაკი არ შეგეძლო) კარგი,სადაც გნახე იქ მოდი,რომ მოხვალ მომწერე და ჩამოვალ." თამთა გავაღვიძე ეგრევე,მაინც არ სჯეროდა. -ნატალი მე აივნიდან გადმოგხედავთ,თუ დავრწმუნდი ,რომ ეგ მართლა ალესანდრეა,ალბათ შოკი არ ამცდება. უაზროდ მეღიმებოდა,ხმასაც ვერ ვიღებდი. 10 წუთში მომწერა "ადგილზე ვარ ქალბატონო. ეგრევე გავვარდი:) თან ძალიან უცნაურად ვგრძნობდი თავს .ყველა ემოცია ერთად მოქმედებდა სხეულში.მაგრამ ეს ის მომენტი იყო,როცა არანაირ შედეგზე არ ვფიქრობდი,ვგრძნობდი ,რომ უბრალოდ უნდა გამეკეთებინა ის,რაც ბედნიერს გამხდიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.