შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უიღბლოს დღიურები (10-14 მაისი) +18


16-05-2016, 00:06
ავტორი gabun1a
ნანახია 2 721

სამშაბათი


არაფერი საინტერესო არ ხდებოდა დღეს, ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი ძველი ნაცნობის კესარია წიკლაურის იგივე კესანას გამოფენაზე წავსულიყავი, წინასწარ ვიცოდი რომ მომიწევდა ისეთ ადამიანებთან შეხვედრა რომლებიც ჩემში ზიზღს იწვევენ, სამკაულ ასხმული ქალბატონები რომლებიც ღიპიან მეუღლეებთან თუ საყვარლებთან ერთად გულმოდგინედ ათვალიერებენ ნამუშევრებს, ეგრედწოდებული ხელოვნებათ მცოდნეები რომლებსაც ერთი სული აქვთ გამოფენებზე ვინმე გამოიჭირონ , ღამე გაატარონ ერთად და მერე იმაზე იჩალიჩონ როგორ გადააქციონ ვნება სიყვარულად
„კესანა„ ვიღაც ქერა გოგოსთან იდგა ნახატებისკენ თითს იშვერდა თითქოს რაღაცას უხსნიდა, მე რომ დამინახა სახეზე ღიმილი დაეფინა, კესო მეგობრის „ფართზე„ გავიცანი, ორივე მაგრად დავთვერით და ვერცერთმა შევძელით თავის გაკონტროლება , გალეშილი მთვრალები ცარიელ ოთახში შევცვივდით, კარი კარგად ჩავრაზეთ და ინერციით ლოგინზე დავეცით, მახსოვს წითელი ბიუსჰალტერი და ტრუსი ეცვა, სიგარეტის სუნი და სუნამოს სურნელი ერთმანეთს ერწყმოდა, მგონი ცოტა კოკაინიც შეისუნთქა , სექსშიც ძალიან აქტიური იყო.
-ვა დათო როგორ ხარ? რამდენი ხანია არ მინახიხარ-მისი თბილი ტუჩის შეხებამ ლოყაზე ლამის აღმაგზნო

-მადლობა კარგად, თავად როგორ გიკითხო? ხო მართლა ძალიან მომეწონა შენი ნამუშევრები-თან თვალი მეორე გოგოსკენ გამირბის

-მადლობა, ხო მართლა გაიცანი ეს მარიამია, ჩემი დაქალია, ეს კიდე აი ის დათოა მე რომ გეუბნებოდი- მე რომ გეუბნებოდიო? ნეტა რას ეუბნებოდა ჩემზე? ნუთუ ჩვენი სექსის შესახებ მოუყვა? ვიცი რომ დაქალები მსგავს ისტორიებს ყვებიან ერთმანეთთან ჩვენ ბიჭებისგან განსხვავებით

-ეს ის დათოა მწერალი- მადლობა ღმერთს მომეშვა, ალბათ მარიამმა სექსის შესახებ არაფერი იცის

-სასიამოვნოა-გამოწვდილ ხელზე ვეამბორე, მისმა სუნამოს სურნელმა მომაჯადოვა, დიდი საკაიფო მკერდი აქვს მარიამს, 3 ზომა?სიამოვნებით გავარკვევდი…


ოთხშაბათი

ნინა დამესიზმრა, თითქოს ჩემთან დაბრუნება უნდოდა, მე კიდე ვფიქრობდი მეპატიებინა თუარა ის რომ მიმატოვა, ალბათ სიზმარი ღვთის მიერ მოვლენილი ერთგვარი სატანჯველია, ჯოჯოხეთიც ეს არის თვალდახუჭული წევხარ და ხედავ კოშმარს..

ხუთშაბათი

ტელევიზიით რაღაც შოუში სექტანტ ბავშვებზე საუბრობენ რომლებიც ოკულტიზმით და სატანიზმით არიან გატაცებული, ვიღაც ბავშვი აჩვენეს რომელიც ამბობს რომ იზიდავს სიბნელეში ყოფნა , ფსიქოტროპული საშუალებებით თრობა და უსმენს მეტალს, რა არის აქ უცნაური? თინეიჯერობის ასაკში ყველა ვცდილობთ პროტესტის გამოხატვას, მშობლების, გარემოს, საზოგადოების მიმართ, ამასთანავე ვართ მიმბაძველები, ეს ბავშვები სნობები არიან, ჩვენ ზრდასრულებიც კი ზოგჯერ სნობები ვართ მაგრამ ვინ შეედრება 15 წლის თინეიჯერს სნობიზმში? როცა„სეპულტურას„ (სეპულტურა (Sepultura, პორტუგალიურად: საფლავი[1]) —ბრაზილიური თრეშ-მეტალ ჯგუფი) მაისურს ჩაიცვამენ , თვალებს გრიმით ამოიშავებენ, თავი სამყაროს სხვა ნაწილში გონიათ, რა თქმა უნდა ამ ბავშვებს ყურადღება ჭირდებათ მაგრამ ეს ასაკობრივია გაუვლით…

პარასკევი

დღეს კლუბში ვიყავი, მოხიტოები ვსვი, აშკარად ბევრი მომივიდა, სასტიკად არ მომეწონა დიჯეის სეტები, სხვა დროს უკეთესად „მოაქვს„ ხოლმე, თუმცა ვინ უსმენს კლუბში მუსიკას? კლუბში ან ერთმანეთს „ჟიმავენ„ ან მაგრად თვრებიან სხვა გზა არ არსებობს, მეც დავთვერი , არ მახსოვს სადღაც წავიკითხე კლუბში თუ გოგოები გინდა გააბრაზო უნდა უთხრა რომ მისი ძუძუები ნაოპერაციებია, ის ამაზე ბრაზდება და გეუბნება რომ ხელით შეამოწმო, შენ თან ნერვებს უშლი თან მისი ძუძუების შეხებით ტკბები, მეც ასე მოვიქეცი , ბიჭებო ნამდვილად მუშაობს ეს მეთოდი…


შაბათი

არსებობს ბიჭების 2 კატეგორია , კატეგორია რომელთაც ფეხბურთი უყვარს და კატეგორია რომელთაც ფეხბურთი არ უყვარს, მე იმ კატეგორიაში ვარ რომელშიც ფეხბურთი არ უყვართ, ჩემსავითაა გიორგიც, მე და გიორგის ლუდით და ჩიფსებით მხოლოდ ერთ დღეს გვნახავთ ტელევიზორის წინ, ეს არის ევროვიზიის კონკურსის მსვლელობის დროს, დღესაც ევროვიზიის ფინალია, ლუდით და ჩიფსებით ტელევიზორის წინ ვსხედვართ და ჩვენთვის ერთ-ერთ საყვარელ ქართულ ჯგუფს Young Georgian Lolitaz-ს ვგულშემატკივრობთ, მოგების იმედი რა თქმა უნდა არ გვაქვს მაგრამ იმედი გვაქვს რომ 10 ეულში მაინც შევალთ,..
კონკურსი დამთავრდა, მართალია 10 ეულში ვერ მოვხდით და მე 20 ადგილს დავჯერდით თუმცა უკრაინის გამარჯვებამაც გაგვახარა, მთავარი მაინც იყო რომ რუსეთს არ მოეგო, რუსეთი ბავშვობიდან შავი ჭირივით მეზიზღება, მითუმეტეს რუსული მუსიკა გულს მირევს,



№1  offline მოდერი -ნინაკა

+18 რატო გიწერია? ო.ო

 


№2 სტუმარი ავტორი

-ნინაკა
+18 რატო გიწერია? ო.ო

თუ წაიკითხე ნახავდი რომ არის სექსის სცენა აღწერილი და კიდევ რაღაც უწმაწურობები. შესაბამისად ჩავთვალე რომ 18 წლამდელთთათვის არ არის რეკომენდირებული

 


№3  offline მოდერი -ნინაკა

ავტორი
-ნინაკა
+18 რატო გიწერია? ო.ო

თუ წაიკითხე ნახავდი რომ არის სექსის სცენა აღწერილი და კიდევ რაღაც უწმაწურობები. შესაბამისად ჩავთვალე რომ 18 წლამდელთთათვის არ არის რეკომენდირებული


რომ წავიკითხე და უხეშად არაფერი მომხვდა თვალში, მაგიტომ დავსვი ეს შეკითხვა თორემ :დდ
ისე, ასე უფრო და(გვ)აინტერესებ თვრამეტ წლამდე მკითხველს. :3

 


№4  offline წევრი gabun1a

-ნინაკა
ავტორი
-ნინაკა
+18 რატო გიწერია? ო.ო

თუ წაიკითხე ნახავდი რომ არის სექსის სცენა აღწერილი და კიდევ რაღაც უწმაწურობები. შესაბამისად ჩავთვალე რომ 18 წლამდელთთათვის არ არის რეკომენდირებული


რომ წავიკითხე და უხეშად არაფერი მომხვდა თვალში, მაგიტომ დავსვი ეს შეკითხვა თორემ :დდ
ისე, ასე უფრო და(გვ)აინტერესებ თვრამეტ წლამდე მკითხველს. :3



ეს უკვე ჩემი პრობლემა არაა, ადამიანზეა დამოკიდებული სურს თუარა აკრძალულ ხილს დაეწაფოს, მე ვაფრთხილებ მათ და უკვე თვითონ უნდა გადაწყვიტონ გაითვალისწინებენ თუარა ამას, რაც შეეხება იმას რომ არაფერი მოგეჩვენა უწმაწურობად , ძალიან კარგი, მეც ვთვლი რომ ისეთს არაფერს ვწერ მაგრამ შეიძლება ზოგი გამოვარდეს და მითხრას რომ აქ ბავშვები შემოდიან და რეებს წერო ამიტომაც 18+ ან 16+ საჭირო გახდა :დ

 


№5  offline წევრი megikochiashvili

ოფისში გვესაჭიროება დამხმარე კადრები, საოფისე საქმიანობისთვის სხვადასხვა მიმართულებით, სტუდენტებისთვის დროის შეთავსებით, გრაფიკი დღეში 5 საათი, შერჩეული კადრი ადგილზე შეისწავლის საქმის სპეციფიკას, ასაკი 18-დან 38 წლამდე, ანაზღაურება 400-დან 700-მდე მზარდი, გასაუბრებაზე ჩასაწერად დამიკავშირდით. მეგი. ტელ: 597668787

 


№6 სტუმარი Guest liza

dzaan magaria momewona 😘😘😂😏😝😝

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent