შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსი. #17


16-05-2016, 07:51
ავტორი ჯია
ნანახია 3 761

-ლევანი უკვე რამოდენიმე წელია რამოდენიმე ტიპს მისი შემოსავლის 10% აძლევს.. -დაიწყო მოყოლა მან.
-რატომ? -შევაწყვეტინე და გაკვირვებულმა ვიკითხე.
-ასეთია წესი..
-სად წერია ეგ წესი? -გამოვშტერდი მე.
-მისმინე, მამაშენს არც ერთი საქმე არ დაუწყია სუფთად. ბინძური გზით არის ის ფული ნაშოვნი.. ამიტომაც აქვთ უფლება გამოართვან. მისი გადახდილი ფულის ნაწილით გაჭირვებულბებს ეხმარებიან.
-მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ პრინციპი გაქვთ? -ირონიულად გამეცინა მე. -თქვენ ხომ სულ პატიოსნად გამდიდრდით ყველა რა!
-კირა, გეყოს.
-რა მეყოს? ვერ ვხვდები ვინმეს რა უფლება აქვს გადაწყვიტოს ვის წაართვან ფული და ვის მიცენ. თქვენთან მოდის ვინმე და გეუბნებათ ბინძური გზით ნაშოვნი ფული გაქვთ და ნაწილს ყოველი თვის ბოლოს მე მომიტანთო? -წამოვხტი გაბრაზებული.
-ჩვენთან მსგავსი წინადადებით ვერავინ მოვა.
-რატომ? -ჯიუტად ვუყურებდი თვალებში.
-კირა, ნუ დამაწყებინებ ისეთი რაღაცეების ახსნას, რასაც ვერ გამიგებ და კიდევ უფრო გაგაბრაზებს. -ფეხზე წამოდგა ლაშაც.
-თუ ფული არ მოიტანა მამაჩემმა, რა მოხდება?
-სერიოზული პრობლემები შეექმნება.
-და შენი სიტყვა არაფერს წყვეტს?
-სამწუხაროდ, მე კონფლიქტში ვარ იმ ტიპებთან რამოდენიმე თვეა და ეს სიტუაცია კიდევ უფრო ამწვავებს ყველაფერს.
-რა სახის პრობლემები შეექმნება? სიცოცხლესთან არის დაკავშირებული?
-შევეცდები ეგ ყველაფერი გავაკონტროლო, მაგრამ შეიძლება საფრთხე შენც დაგემუქროს. რისიც ყველაზე მეტად მეშინია და ახლა ვცდილობ ყველაფერი მოვაგვარო. შენ არ ინერვიულო ძალიან გთხოვ, კარგი? -მომიახლოვდა და მხრებზე ხელები დამადო.
-რა ბინძურები ხართ სუყველა, გულს მირევს თქვენი ეს ჩახლართული ამბები. -ზიზღით ვუთხარი, მისი ხელები მოვიშორე და ოთახიდან გავედი.

ემას შევაკითხე ოთახში, ძირს იჯდა და კედელზე იყო მიყრდნობილი. თვალები საშინლად ჩაწითლებული ჰქონდა და სახე ალეწილი.
-ემა, რა გჭირს? -მის წინ ჩავიმუხლე. ემა მიყურებდა და აშკარად გონზე არ იყო. კაიფშია და ზედმეტი მოუვიდა. -ემა, გესმის ჩემი? -შევანჯღრიე ნელა, ისევ უპასუხოდ დამტოვა. საშინლად ავნერვიულდი. -მოგკლავ, რომ გამოფხიზლდები. -წამოვდექი და ისიც წამოვაყენე, ხელი ჩემს კისერზე შემოვახვევინე და გაჭირვებით მივათრიე აბაზანამდე. ტანსაცმლიანად ჩავაწვინე ჯაკუზიში, ცივი წყალი მოვუშვი და თავზე დავასხი.
-გამოფხიზლდი რა, ნუ მაშინებ. -ვემუდარებოდი გოგონას და
ლოყაზე ვურტყამდი ხელს. ემა გონზე ისევ ვერ მოდიოდა.
გავიმართე და სასწრაფო გამოვიძახე.. არ მინდოდა ლაშას გაეგო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. სხვა ვარიანტში, ალბათ ხელში ჩამაკვდებოდა.

სასწრაფოს მანქანით გადაიყვანეს, გზაში რაღაც გადასხმები ჩაუდგეს, ვერაფერს
ვიგებდი. გონს ისევ არ მოდიოდა, სიმწრისგან ვტიროდი და მოსაცდელში ლაშას ვეხუტებოდი.
-ხომ ყველაფერი კარგად იქნება? -ორივე მუჭით ვებღაუჭებოდი ლაშას პერანგს და სასოწარკვეთილი მოვთქვამდი. ასე ძალიან ბოლოს როდის შემეშინდა არ ვიცი. ლაშა ხმას არ იღებდა, წარმოდგენაც არ მინდა ის რას გრძნობდა ამ დროს.
-გოგონას ოჯახის წევრები თქვენ ხართ? -ექიმის ხმამ გამოგვარკვია, ლაშამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. -კოკაინი ჰქონდა ჭარბი რაოდენობით მიღებული, საბედნიეროდ, დროულად მიუსწარით. ორგანიზმი ნაწილობრივ გაწმენდილია, ხვალამდე გადასხმებს გავუკეთებთ.
-მადლობთ, ექიმო. -უთხრა ლაშამ, ექიმი ღიმილით გაგვეცალა. -შენ დარჩი. -გამომხედა ლაშამ. -დილით მძღოლს გამოვუშვებ და სახლში მოგიყვანთ, დანარჩენზე იქ ვილაპარაკებთ. -ისეთი თვალებით შემომხედა ტანში გამცრა.
ლაშას წასვლის შემდეგ ემასთან შევედი პალატაში, ეღვიძა, შემომხედა და გამიღიმა.
-მაგრად შემაშინე. -საწოლზე ჩამოვუჯექი და ხელი ჩავკიდე.
-კარგი რა, მე რა მომკლავდა. -სუსტად თქვა და ისევ გაიღიმა.
-მაინც ხუმრობის ხასიათზე, რომ ხარ. -თავი უკმაყოფილოდ გადავაქნიე.
-სიმართლე გითხრა, სულ არ მინდოდა გაღვიძება.
-ემა!
-სულ ერთია ყველაფერი, მართლა. -მითხრა სასოწარკვეთილმა.
-ებბის გამო ლაპარაკობ ეგრე?
-ცარიელი ვარ. იმხელა სიცარიელეს ვგრძნობ ვერასდროს შევძლებ ამოვსებას. ემოცია აღარ მაქვს, ყველაფერი მკვდარია ჩემში.
-ნუ ამბობ ეგეთ რაღაცეებს გთხოვ. -გული მომიკვდა, ემამ უბრალოდ საწყლად გამიღიმა და თავი კედლისკენ გაატრიალა. მეც ჩუმად მივუწექი და ჩავეხუტე. -კარგად იქნები! -ჩუმად ჩავილაპარაკე და თვალები დავხუჭე.

სახლში როგორც კი შევედით, ლაშას მოვკარი თვალი. სავარძელში იჯდა გაბრაზებული და მკაცრი სახით.
-აქ მოდით. -დივანზე მიგვითითა, რომ დავმსხდარიყავით. ჩვენც ჩუმად დავემორჩილეთ მის ნებას. -თქვენი საქციელი უკვე ყველა ზღვარს, რომ გასცდა ხვდებით? -გვითხრა შედარებით ხმამაღლა.
მე თავი ჩავხარე, არ ვიცოდი რა მეთქვა. ემამ მუხლები აკეცა დივანზე და გაშტერებული უემოციოდ უყურებდა კედლის ერთ წერტილს, მგონი საერთოდ არ უსმენდა მამამისს.
-დღეიდან მოსაწევიც კი არ ვნახო სახლში, თორემ მერე უკვე სხვანაირად დავილაპარაკებთ. -გვითხრა მკაცრად და წამოდგა. -ტყუილად ნურაფრის ხებნას დაიწყებთ, ლიანას გავაწმენდინე მთელი სახლი. -შეგვატყობინა ”სიახლე” და წავიდა.
ემას გადავხედე, ისევ იგივე მდგომარეობაში იჯდა.
-წამოდი დაწექი. -ვუთხარი და ხელი მოვკიდე. -ემა! -გონებით აშკარად სხვაგან იყო და ოდნავ ხმამაღალი დაძახებით ჩვენს მისაღებ ოთახში დავაბრუნე. -წამოდი, დაწექი. -გავუმეორე და წამოვაყენე. ემამ ისეთი ცარიელი თვალებით გადმომხედა, ენა ჩამივარდა. ჩუმად დავიძარით კიბისკენ. -გინდა ეზოში გავიდეთ და ბაღში დავსხდეთ? -უცებ მომივიდა კარგი იდეა. უარის ნიშნად თავი დამიქნია და ოთახისკენ გააგრძელა გზა.
ემა რომ დავაწვინე, სამზარეულოში ჩავედი საჭმლის ასაღებად. გოგონას მდგომარეობამ სულ გადანავიწყა ლაშასთან ჩემი პრობლემები. ახლა მთლიანად ემაზე ვიყავი კონცეტრირებული. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კარგად იყოს.

ემას ხასიათის გამოკეთების ჩემი ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, მისი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა. საჭმელს არ ჭამდა, სულ დასუსტდა. თვალები ჩაწითლებული, ჩაშავებული და დასიებული ჰქონდა. ხმას თითქმის არასდროს იღებდა, ოთახიდანაც ფეხს არ დგამდა. წამითაც არ ვშორდებოდი, მაგრამ მეც ვეღარ ვუძლებდი უკვე მის ასე ყურებას.
ჩვეულებრივ ვიწექით საწოლზე და ჭერზე გვქონდა მიშტერებული თვალები. ხმას, რა თქმა უნდა არც ერთი ვიღებდით.
-აღარ შემიძლია ეს სიფხიზლე. -მითხრა ემამ
და ჩაცვენილი თვალებით გადმომხედა.
-დაგვხოცავს ლაშა.
-საიდან გაიგებს ლაშა? -წარბები აწია ემამ.
-ემა, არ გვინდა რა. როგორმე უნდა გადავეჩვიოთ დრაგებს. -წამოვჯექი და სიგარეტს მოვუკიდე. -ისეთ მდგომარეობაში რომ გნახე, მეგონა არასოდეს აღარ გავეკარებოდით არაფერს.
-ახლა რამე თუ არ დავლიე ან გავიყნოსე გავგიჟდები. -ფეხზე წამოდგა ემა და ნერვიულად დაიწყო ოთახში სიარული.
-მეც ძალიან მინდა, მაგრამ ვცდილობ თავს მოვერიო. -მეც წამივდექი და გოგონას მკლავებში ჩავჭიდე ხელები. -შენც შეეცადე კარგი? -შევევედრე და თვალებში ჩავხედე.
-არ შემიძლია, კირა. რატომ არ გესმის? -თვალები აუწყლიანდა ემას და მუჭები მაიკაში ჩამავლო. -გევედრები, რამე მიჩალიჩე. ერთ ხაზ ამფეტამინს მაინც გავიყნოსავ.
-ემა, არა! -ვუთხარი მკაცრად და საწოლზე დავსვი. -ნუ ყვები წამიერ სისუსტეს!
-გადავხტები აივნიდან. -ამოიკრუსუნა სასოწარკვეთილმა.
-ნუ ბოდავ და მოდი უკვე აზრზე. თავს რის გამო იღუპავ? საზღვარი აქვს უკვე. -ნერვებ მოშლილი ყვირილზე გადავედი. -ან ადექი და იბრძოლე ებბისთვის ან დაი*იდე და გააგრძელე ცხოვრება!
-არაფერს აზრი არ აქვს...
-აქვს! ჩვენი მეგობრობა არაფრად გიღირს? -ვკითხე და მის გაყინულ თვალებს კიდევ ჩავაშტერდი. -ემა, მიპასუხე! -შევანჯღრიე გოგონა, როდესაც პასუხი ვერ მივიღე.
-მომიყვები რამეს? -უცებ მისი უემოციო ლაპარაკი, ინტერესიანმა ტონმა შეცვალა. ხასიათის ხშირი ცხვლილება ამ ბოლო დროს მოუხშირდა.
-რა გინდა რომ მოგიყვე? -მეც დამირბილდა ხმა და გვერდით მივუჯექი.
-ლაშას რატომ არ ელაპარაკები?
-საიდან მოიტანე? -გავიკვირვე მე.
-კირა, თავს ნუ იდებილებ. სულ ჩემთან გძინავს.
-იმიტომ რომ გივლი. -ჯიუტად არ ვტყდებოდი მე.
-არა, მხოლოდ მაგიტომ არა. -ემაც არ აპირებდა დანებებას. -ის მაინც მითხარი რამე სერიოზულია?
-აღარც ვიცი უკვე. -ამოვიხვნეშე და ემას ბეჭზე ჩამოვდე თავი.
-გენატრება? -მკითხა და გაეღიმა.
-ძალიან.
-ხოდა გეყოს ჩემს ოთახში მალვა, წადი და დაელაპარაკე.
-შენი მარტო დატოვება არ მინდა.
-არაფერი მომივა მე. -მუხლზე ხელი დამადო და გამიღიმა. -დავწვები და დავიძინებ.
-კარგი, ვნახავ ლაშას. -ავდექი და კარისკენ დავიძარი.
-კირა! -დამიძახა ემამ, მისკენ მივტრიალდი. -გიო გახსენდება ხოლმე? -იმდენად მოულოდნელი იყო კითხვა გავშრი და თვალები გამიფართოვდა.
-რატომ მეკითხები? -ვკითხე გაოცებულმა.
-ისე, უბრალოდ მაინტერესებს.
-კი, ხანდახან მახსენდება. -გავუღიმე სევდიანად და კარი გამოვხურე.

ვერ მივხვდი რატომ მკითხა ემამ გიოზე, მაგრამ ახლა მაგაზე ფიქრისთვის ნამდვილად არ მცხელა. ცოტა არ იყოს ვნერვიულობ ლაშასთან შეხვედრას. ამ დღეების განმავლობაში მხოლოდ ვესალმებოდი, ისიც მაქსიმუმ ემას მოიკითხავდა და ეგ იყო. რომ შევალ მასთან კაბინეტში, არც ვიცი როგორ მოვიქცე ან საიდან დავიწყო ლაპარაკი.
ფრთხილად დავაკაკუნე კარებზე და ოდნავ შევაღე, არავინ დამხვდა, ამიტომ თამამად შევაბიჯე. მისი კაბინეტის სპეციფიკური სუნი ღრმად შევისუნთქე და მის სავარძელში ჩავჯექი. მიყვარს აქ ყოფნა, ლაშასებური გარემოა და მიუხედავად იმისა, იმყოფება თუ არა ლაშა კაბინეტში, მის არსებობას მაინც გრძნობ. აქ ყოველთვის მაქვს იმ უხილავი კომფორტის შეგრძნება, რომელსაც მხოლოდ ლაშას მკლავებში განვიცდი. ფიქრებში გართულმა ვერ შევამჩნიე როგორ გავიდა დრო, ვერც ის როგორ ჩამეძინა გემრიელად მოკალათებულს სავარძელში.

-აღარ ვიბუტებით? -ლაშამ ყურთან მიჩურჩულა და ზანტად გავახილე თვალები, გავუღიმე და თავი გავუქნიე. მანაც გამიღიმა, როგორი სხვანაირი ხდება ამ დროს. ამ ღიმილის გამო ალბათ მთებს გადავდგამ. უცებ მივხვდი, რომ საწოლში ვიწექი და გაოცებულმა მოვავლე ჩვენს საძინებელს თვალი, ასე როგორ გავითიშე, რომ საერთოდ ვერაფერი გავიგე? ნუ, პრინციპში რას გაიგებ.
-შენ არ წვები? -ვკითხე და წამოვჯექი.
-დალაპარაკება არ გინდა? -კითხვა შემომიბრუნა გაკვურვებულმა.
-დღეს არ გვინდა რა. -მხრები ავიჩეჩე და მხრებზე ხელები ჩამოვადე. -საშინლად მომენატრე, ლაპარაკს მერეც მოვასწრებთ. -გავუღიმე და...
მუცელში ლავა ჩამეღვარა.. ასე მეგონა, მისი ტუჩები ჩემს ტუჩებს საუკუნეა არ მიკარებია. ჩხუბის შემდეგ მონატრებული შეხებები, იმაზე მეტად ტკბილია ვიდრე წარმოდგენა შეიძლება.

დილით ყველაზე ბედნიერმა გავიღვიძე. სამწუხაროდ, ლაშა არ დამხვდა, საათს გავხედე და დილა კი არა, უკვე ორი საათი დაწყებულიყო. წამოვხტი, ვიბანავე, მოვწესრიგდი და ემასთან გავედი. სამზარეულოშიც გავიარე, რომ მისთვის საჭმელი წამეღო.
-მგელივით მშია. -სიტყვით შევაღე კარები, თუმცა ემა არ დამხვდა. საჭმლით სავსე სინი კომოდზე დავდე და აბაზანაში შევიხედე. ემა ნიჟარას დაყრდნობოდა და თავჩახრილი იდგა. -კარგად ხარ? -ვკითხე და უკნიდან მივუახლოვდი, სულ კანკალებდა.
-კირა, რამეს თუ არ მომიტან, მოვკვდები. -თავი აწია და სარკეში დავინახე კიდევ უფრო როგორ ჩაწითლებოდა და ჩავარდნოდა თვალები, სახე სულ გაფითრებოდა და დალურჯებული ტუჩის ცახცახს ვერ იმორჩილებდა.
-ცივი წყალი გადაივლე, ცოტას დაგაწყნარებს. -ვუთხარი ფრთხილად და მხარზე ხელი ჩამოვუსვი.
-როგორ არ გესმის, ადამიანო? -ჩემკენ სხარტად შემოტრიალდა და სუსტად ჩამეჭიდა ორივე ხელით მკლავებში. იმის ძალაც არ აქვს, რომ მატკინოს.
-მესმის და იმიტომ გეუბნები. -მისი სისუსტით ვისარგებლე, მკლავები გავინთავისუფლე და შხაპში შევაგდე. მეც მის წინ ვიდექი ჩაცმული ცივი წყლის ქვეშ და თვალებს არ ვაშორებდი.
-კაი, გაივლის წამით. მერე? -მკითხა უემოციოდ. -მთელი ცხოვრება ცივი შხაპის ქვეშ ხომ არ ვიქნებით?
-არა, კარგი იდეა მაქვს. მაგრამ არაფერს გეტყვი სანამ გონზე არ მოხვალ. -თვალი ჩავუკარი და შხაპიდან გავძვერი. სველი ტანსაცმელი სასწრაფოდ გავიხადე და პირსახოცი შემოვიხვიე.
ემა ჩუმად იდგა, უნიტაზზე ჩამოვჯექი და ისევ არ
ვაშორებდი თვალს. ცოტახანში წყალი მოკეტა და გამომხედა.
-ხანდახან აგრესიას ვგრძნობ შენ მიმართ. -გამომიტყდა ის.
-ნარკოტიკი გინდა და არ გაძლევ, ბუნებრივია. -მხრები ავიჩეჩე უდარდელად და წამოვდექი მეორე პირსახოცის მისაწოდებლად. ჩუმად გამომართვა, მანაც გადაიძრო სველი მაიკა და პირსახოცი მოიხვია. -წამოდი ახლა ვჭამოთ.
ემა არაფერს ჭამდა.
-ხელი მოკიდე ჩანგალს და სალათი მაინც ჭამე! -ვუთხარი მკაცრად.
-მითხარი რა გაქვს მოფიქრებული. -წამიყრუა ნათქვამი.
-ჯერ ჭამე! -თითით თეფშე მივუთითე.
-ქალბატონო კირა, თქვენ გკითხულობთ ერთი გოგონა. -დაკაკუნების შემდეგ ოთახში მერი შემოვიდა.
-ვინ? -კითხვის ნიშნებით გადავხედე ემასაც.
-სახელი არ მითხრა, ქვემოთ გელოდებათ.
-მადლობა, მერი, ჩავიცმევ და ჩამოვალ.

-ვინ უნდა იყოს? -მკითხა ემამ.
-აზრზე არ ვარ. -ვუთხარი და ემას სპორტულები გამოვიღე კარადიდან. -რომ ამოვალ ნაჭამი დამხვდეს, თორემ არც იმას გეტყვი რა მაქვს მოგიქრებული და არც იმას ვინ არის ქვემოთ ან რა უნდა. -გავაფრთხილე მკაცრად და ოთახის კარი გამოვიკეტე.



№1  offline წევრი shakala

კარგიაა ! მაგრამ ცუდი გოგო ხარ ასე რომ დააგვიანე

 


№2  offline წევრი heart emoticon

გამიხარდა რო გააგრძელე

 


№3 სტუმარი matata

ჩემზეეე მეეეეტაააად არავის გაუხარდებოდა ახალი თავჯ დარწმუნებული ვარ ^_^ ეცადე რო აღარ დააგვიანო რა <3

 


№4  offline მოდერი ჯია

ძალიან დიდი მადლობა მოთმინებისთვის.. მიხარია, რომ ასე ძალიან გიხარიათ ახალი თავი, მაგრამ ის უფრო გამეხარდება, ნაშრომს თუ შემიფასებთ :) და არა მხოლოდ ”აღარ დაიგვიანო” ; ”მალე დადე” და ა.შ. :)

 


№5 სტუმარი ემი

ოხ, ჯია, ჯია... რა ხარ შენ... fellow შე ინტრიგანოოო request

გაახსენდა გიო ქალბატონს... ალბათ სექსი მოუნდა და იმან გაახსენა...მიაკლდა ლაშიკოსგან და ესეც იმიტო....

არც იმის მჯერა, რომ ლაშას მიმართ რამე გრძნობა აქვს... უბრალოდ ვნებაა და ლავა ჩაევღვრებოდა აბა რა იქნებოდა, სექსდამოკიდებულს... belay

ან ამ ქურდული კანონებს აქამდე ვერაფერი გაუგო, ვითომ... რა გაუკვირდა... არ მჯერა მისი... უბრალოდ, ლაშასთან ახალი "ჩორტი" ჩამოაგდო და ეგ არი...

მოკლედ, კირას ლანძღვის ახალი ტალღა გამოვუშვი winked

რა ვქნა, ვერ ვპატიობ გიოს ამბავს.... ჩემთან გამოუშვი რა გიო, გადაეცი რომ მიყვარს მე და ველოდები love

შენ კიდე, რა გითხრა, ვიქნები ბანალური და გეტყვი, რომ მაგარი ხარ love

პ.ს. იმედია, მუზა საბოლოოდ დაბრუნდა fellow

 


№6  offline მოდერი ჯია

მუზა საბოლოოდ დაბრუნდა :)
მადლობა, კომპლიმენტისთვის ❤️
გიო სულ ახსოვს, სექსი ლაშასთან იდეალური აქვს, ამიტომ ცოტა სხვანაირად თუ დაფიქრდები კირას პერსონაჟზე კარგი იქნება. ეს ისტორია არც კირაზე და გიოზეა და არც კირაზე და ლაშაზე. არც მაინცდამაინც მხოლოდ სასიყვარულო ჟანრს ექვემდებარება, ჩემი მინუსია თუ ეს ისე მოვიტანე მკითხველამდე, რომ რეალურად ვერ გაიგეს რა მიზნით ვწერ ”ქაოსს”

 


№7  offline წევრი მოლურჯო

ძლივს...
მეღირსა...
როგორ მოხდა...
იმედია ასე აღარ მალოდინებ!

რაც შეეხება ლაშას მჯერა რომ უყვარს
რაღაცნაირად სხვანაირად არის
--------------------
მარიამი

 


№8 სტუმარი ემი

ეტყობა, მე ვერ გადმოვეცი სწორად ჩემი განწყობა.... ვიცი, რომ სიყვარულზე არ არის და არც კონკრეტულ ურთიერთობებზე...

ალბათ უფრო ადამიანის სულიერი სამყაროს სიცარიელეზეა... ამ სიცარიელის გამომწვევ მიზეზებზე... ამ სიცარიელის ამოვსების გზებზე, ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად რომ ცდილობს.... ეს ალბათ ჩვენი თაობის ერთერთი უდიდესი პრობლემაა...

არ ვიცი შენ როგორ ფიქრობ, მაგრამ მე უფრო ასე დავინახე თავიდანვე... უბრალოდ ჩემი კირასადმი დამოკიდებულება ალბათ იმის გამოა ასეთი, რომ მინდა უფრო სწორი გზა იპოვოს... მინდა სიყვარულით იპოვოს და სიყვარულით იცხოვროს...

კირა რომ არ მომწონდეს და არ ვგულშემატკივრობდე, მარტო შენი ხათრით ვერც წავიკითხავ და არც საკუთარ აზრს გამოვხატავ მასზე...

ჩემი კირას "ლანძღვის" თითოეული ტალღა ალბათ უფრო ხუმრობანარევი და სიყვარულნარევია...

შენს მიმართ კი მხოლოდ სიყვარულნარევია, რადგან მართლა მაგარი ხარ, ასე სწორად და მიგნებულად რომ აღწერ ამ სიცარიელეს და აქედნ გამოწვეულ გრძნობათა ქაოსს...

ოკ, ძალიან ფილოსოფიაში გადავიჭერი... მეტს აღარ შეგაწუხებ...

და ველოდები გაგრძელებას....

 


№9  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ჩემი ჯია გამოჩნდა როგორციქნა რამდენი ხანია გელოდები საყვარელო wink winked მიყვარს ეს კაცი და რავქნა ლაშაზე მაქ საუბარი ძალიან მაგარი კაცია love winked კირა და ემა იმედია გამოსწორდებიან თორე არ ვიცი რას ვიზამ winked fellow ძალიან მაინტერესებს ვინ იცდის ქვემოთ და ემა გამოსწორდება თუ არა winked love ველი შემდეგს მოუთმენლად love love

 


№10  offline წევრი megikochiashvili

ოფისში გვესაჭიროება დამხმარე კადრები, საოფისე საქმიანობისთვის სხვადასხვა მიმართულებით, სტუდენტებისთვის დროის შეთავსებით, გრაფიკი დღეში 5 საათი, შერჩეული კადრი ადგილზე შეისწავლის საქმის სპეციფიკას, ასაკი 18-დან 38 წლამდე, ანაზღაურება 400-დან 700-მდე მზარდი, გასაუბრებაზე ჩასაწერად დამიკავშირდით. მეგი. ტელ: 597668787

 


№11  offline მოდერი ჯია

ემაც ერთ-ერთი მთავარი გმირია და რა თქმა უნდა დიდი დოზით უნდა იყოს :)
მიხარია, რომ მოგწონთ და რომ გულშემატკივრობთ პერსონაჟებს.
ტკბილები და თბილები ხართ თქვენ ! ❤️

 


№12  offline წევრი Gone With Dreams

ძალიან,ძალიან მომწონს. ეს პირველი შემთხვევაა,როცა ასეთი შინაარსის ისტორიას სიამოვნებით ვკითხულობ.
შენ ხომ სასწაული ხარ საერთოდ,ძალიან მაგრად წერ.
პ.ს აღარ დააგვიანო ასე ძალია რა! love
--------------------
...

 


№13  offline მოდერი Eleniko13

ოჰ.
რა გითხრა ჯია,
სათქმელი არც მაქვს არაფერი.
რთულია ამ თემაზე წერა
და ძაან ძლიერია კირა,
როგორ ითმენს არ მესმის. თან ემასაც რომ აიძულოს გამოსწორდეს.
ჩემგან განსხვავებით, შენ დადებითი პერსონაჟების შექმნა შეგიძლია :დდ
მე კი დავღუპე ყველა დრაგების გამო და..
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№14  offline წევრი xuti

Aii gavgijdii.sulmoutqmelad chavikitxe yvela taviii.velodebi shemdeg tavs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent