მშურს მათი ვინც ყოველდღე ახერხებს შენს ნახვას (1_2)
_მარ სწრაფად ჩემო გოგო გვაგვიანდება_სიცილით ეუბნება ჩემი ბიჭი გზის იქეთ მდგარ მომღიმარ გოგოს..გოგონა გახარებული გარბის ბიჭისკენ და მთელი ძალით ეკვრის ტანზე..ბიჭიც მაგრად იკრავს გულში და შუბლზე კოცნის..გოგო თმას უჩეჩავს და გზისკენ უბიძგებს წასასვლელად ბიჭიც მის ნებას ყვება და ღიმილით მიუყვებიან გზას ..ასე ღიმილით ჩამიარეს ,მეც სიმწრით ჩამეცინა და ჩემს გაციებულ ჩაის ჭიქას ხელები ძლიერად მოვუჭირე.თვალწინ ჩემი ბიჭის ჩემი სიცოცხლის წამის წინანდელმა ღიმილმა გამიელვა და კიდევ ერთხელ ჩამეცინა....შემდეგ კი სიმწრითი ჩაცინება მოყვა..წამოვდექი ანგარიში გადავიხადე და კაფე დავტოვე ვითომ აქ გასატვირთად მოვედი ...მინდოდა დემეტრესგან ცოტახანს დამესვენა..დამესვენა?არა..არა მისგან დასვენება არასდორს მომინდება მინდოდა მხოლოდ ის დარდი დამევიწყებინა რაც ამდენი წელია თან მსდევს...იმ წამიდან რაც დემეტრე ქალდანი დავინახე...დიახ არ გამიცნია მასტან არასდროს მისაუბრია ასე მიყვარს შორიდან,ჩუმათ ,ჩემთვის...უკვე მეორე წელია მშურს ყველა იმ ადამიანის ვისაც კი ერთხელ მაინც უთქვამს მისთვის გამარჯობა ყველაზე მეტად კი მისი სასტავის ვინც ყოველთვის ყოველ წამს მის გვერდით არიან ..მარიამ ამაშუკელი,ერეკლე დევდარიანი და ნიკა ავალიანი მისი ოჯახი...მისი და_ძმანი.სულ ერთად არიან..რაღაც მხრივ მათი ასეთი მტკიცე მეგობრობისაც მშურს..თეთრი შურით რათქმაუნდა..ერთმანეთის არაბიოლოგიური და_ძმანი არიან..ბევრჯერ მინატრია მარიამის ადგილას ყოფნა ერთადერთი ადამიანი რომლისაც რაღაც ძალინ მშურს კიდევ ერთხელ თეთრი შურით..მე არ მყავს ასეთი არაბიოლოგიური ძმები მეგობრებიც კი არ მყავს ძმას ვინ ჩივის...ასე ფიქრით მივედი სახლში კარები გასაღებით გავაღე სახლში აავინ დამხვდა საათს გავხედე ნიკუშას ბაღიდან გამოყვანის დროა ალბათ მასთან წავიდა დედა..მაშIნვე ჩემი ოთახისკენ გავეშურე და მოწყვეტით დავეცი საწოლზე..თველები მაგრად დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე..ხვალისთვის ბევრი მაქვს სამეცადინო უფფ შუალედურები მეწყება..მართლა:მე ლილე წიკლაური ვარ..19წლის მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი მამა,დედა და უმცროსი ძმა სამი წლის ნიკუშა...მეგობრები არ მყავს ნამდვილი მხოლოდ ერთი და ისიც უკვე მეორე წელია საზღვარგარეთაა გერმანიაში სასსწავლებლად მენატრება საშინლად ჩემი გიჟი თიკუნა მაგრამ რას ვიზავ გმირულად ვიძლებ მის მონატრებას...მომავალი ბიოლოგი გახლავართ ახლა მეორე კურსზე ვარ ..მარიამი ჩემი კურსელია ამაშუკელი სწორედ მისგან ვიცნობ დემეტრეს..ვიცნობ რა ....მას რომ აკიტხავდნენ ბიჭები და აკითხავენ მაქედან..მართლა როგორ ძალიან მიყვარს..ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ასე დამემართებოდა როდესმე მაგრამ დამემერთა თან ისე რომ ვერც კი ვხვდები ბოლომდე..თავი გავიქნიე აზრებისგან შეძლებისდაგვარად განვთავისუფლდი და მეცადინეოას შევუდექი..გენეტიკა..ანატომია...ღამის სამი საათი მალე მოვიდა..კიდევ კარგი ოთახში არავინ შემოსულა და იდილია არავინ დამირღვია გაფრტხილებული მყავს ოჯახი როცა შუალედურები დამეწყება ტავი ჩემგან შორს დაიწირეთ სრული სიმშვიდე მჭირდებათქო და მადლობა მათ რომ ასე მისრულებენ თხოვნას.დავამთქნარე სკამიდან გაჭირვებით წამოვდექი და სააბაზანოში შევედი თავი მოვიწესრიგე და ყაყინულ საწოლში შუბლშეჭმუხნული შევძველი კიდევ ერთხელ დავამთქნარე გავიზმორე კომფორტულად მოვკალატდი და კვლავ ჩემს ფიქრებში წავედი ისევ დემეტრე მხოლოდ ის და სხვა არავინ..ნეტავ რას იზავდა რომ ცოდნოდა ასე ძალიან რომ მიყვარს ?ალბათ დამცინებდა..არც გავამტყუნებდიი დასაცინია აბა რა არის ადამიანი მიყვარს სიგიჟემდე მან კი ჩემი არსებობაც არ იცის ერთხელ არ შემოუხედავს ჩემთვის წესიერად.მაგრამ რას ვიზავ ბედს უკვე კარგა ხანია შევეგუე..თავიდან ძალიან კი მიჭირდა მაგრამ როგორღაც მოვახერხე შეგუება.მასზე ფიქრში ჩამეძინა კვლავ როგორც ბოლო ორი წელია..დილით ადგომა საშინლად მესიკვდილებოდა არ მინდოდა უნივერსიტეტში წასვლა მაგრამ სხვა გზა რომ არ ექნება ადამიანს..წამოვიზლაზნე..გაზაფხულის თბილი ნათელი დღეა ამიტომ ჩემი საყვარელი მწვანე სარაფანი ჩავიცვი და შავი მკლავიანი ჟაკეტი მოვისხი ფეხზე როგორც ყოველთვის კეტები და სამზარეულოში შევაბიჯე. _დედა მშია მაჭამე რამე რა_გავხედე ღიმილით მოფუსფუსე დედას _ბუტერბროდი გინდა დე?_ღიმილით გამომხედა მანაც _კი კი _გახარებულმა წამოვიძახე და მაგიდასთან მოვკალათდი _ნიკუშა სად არის დე? _ხელ პირს იბანს შვილო _ააჰა გასაგებია... _დე დე დე ნაქე სულ გავიწკლიალე ხელები_ახარა ნიკუშამ ისეთი თვალებგაბრწყინებული შემოვიდა სამზარეულოში რომ მეც გამეცინა _ჩემი ბიჭი რა ყოჩაღია_ვთქვი მე და მისკენ გავემართე მშელი მგელივით რომელსაც მისი გემრიელი ლოყების დაკოცნა უნდოდა _ალა ალა ალა_აფართხალდა ნიკუშა და ოთახიდან გავარდა _გვიანაა მოვდივარ_გავიცინე და პატარა ძმას გავეკიდე.დერეფანში მირბენალი დავიჭირე და გემრიელად დავკოცნე _გამიშვი_ყვიროდა გამწარებული _ნწ არა არა შენ ჩემი ხარ ჩემი გემრიელი ნადავლი ღმმ _ ვამბობდი სიცილით _კარგი ლილე შვილო ნუ შეჭამე შენი ძმა_სიცილით მითხრს ოთსხიდან ახლახანს გამოსულმა მამამ _არა ბატონო დავით თწვენი ვაჟი და სიამაყე უნდა გადავსან... +მოდით მოდით საჭშმელი მზადაა_ამის გაგონებაზე ძმას ხელი გაუშვი და სამზარეულოსკენ მოწყვეტით გავიქეცი.პატარა ნიკუშაც მიმიხვდა და ისიც გამომყვა მამაჩემმაც კი აუჩქარა ნაბიჯს ჩრმს შემხედვარე.დილა ასე კარგად რომ დაქვიწყე ახლა მთელი დღე კარგი მექნება.გემრიელად მივირთვი და სახლი დავტოვე.უნივერსიტეტში სამარშუტო ტაქსით გავედი მალე უკვე უნივერსიტეტის კარებთან ვიდექი..მზერა იმ ფანჯარას მივაბყარი რომელ ოთახშიც წესით ახლა ლექცია უნდა მქონოდა თუმცა ჩემი ყურადღება ნაცნობმა და ამავდროულად უცნობმა ხმამ მიიბყრო. _გამარჯობა...შეგიძლია ტელეფონით დამარეკინო?_ხმის მიმართულებით შევტრიალდი და გავქვავდი გავშტერდი და ბიჭს გიჟივით მივაშტერდი _ჩემი დაჯდა და სასწრაფოდ უნდა დავრეკო.._გააგრძელა ახსნა ჩემს განცვიფრებულ სახეს რომ შეხედა..მე კი მთლიანად მოვწყდი აქაურობას სადღაც შორს გავფრინდი ისე შორს რომ მეც არ ვიცი სად _აა ახლავე..კი..კი რათქმაუნდა_აღმომხდა გახარებულს და ჯობეში ტელეფონის ძებნა დავიწყე _ხელში გიჭირავს_სიცილიტ მიტხრა ბიჭმა _აჰ რათქმაუნდა აი გამომართვი_გავუწოდე.მინდოდა მეყვირა მეწივლა ოღFონდ რემენაირად სიხარული გამომეხატა..მე ხომ დემეტრე ქალდანი მედგა წინ ჩემი დემეტრე ჩემი სიცოცხლე და ერთადერთი სიყვარული _ალო ნიკა მისმენ? _ბიჭო მომისმინე არ არის მასე.... _ველაპარაკე მარიამს და საღამოს მოგიყვებით ყველაფერსო... _ვიცი ვიცი ყველაფერი ვიცი კი... _კარგი მასე მოვიქცეთ.. _კარგი.. _მიდი..._საუბარი დაამთავრა მე კი ამ დროის მანძილზე გაშტერებული ვუსმენდი და ვცდილობდი მისი ხმა დამემახსოვრებინა _გმადლობ..გაიხარე_ღიმილით გმომიწოდა ტელეფონი _არაფლის_კვლავ დაბნეულმა და გულდაწყვეტილმა ვუპასუხე მივხვდი რომ წავიდოდა და დერე საერთოდ დამელაპრაკებოდა საერთოდ თუ არა კაცმ არ იცის. _მართლა...მე დემეტრე ქალდანი ვარ_ვაიმე უცბათ ფეიერვერკი აელდა ბედნიერების ზენიტში ვიყავი _ლილე...ლილე წიკლაური.._ამოვიბლუყუნე დაბნეულმა _ჰმ ლილე ძაიან ლამაზი სახელი გქვია იცი ? _მადლობა_მგონი გავწიტლდი რადგან სახეზე საგრძნობლად ავწითლდი _იცი რას ნიშნავს სვანურად?_შემომხედა ღიმილით და თვალებში ჩამაშტერდა _მზეს?_ავხედე მეც და ნეტავი არ ამეხედა ჩემს ირგვლივ ყველაფერი ერთფეროვანი გახდა გარდა ერთისა დემეტრე ქალდანის თვალებისა _მეე..ისა..მე..აა...+დავიწყე რაღაც უაზროთ ნეტავი რა მაბლუყუნებდა _დიახ.._გაიზინა_მზეს ნიშნავს _აააა_მხოლოდ ეს აღმომხდა ჯერ კიდევ ქალდანის თვალების ტყვეობაში _ძალიან უცნაური გოგო ხარ_მითხრა გულწრფელად _გმადლობ_ამოვიბლუყუნე არც კი გამიგია რა მითხრა..ბოლოს მისმა მელოდიურმა სიცილმა დამაბრუნა დედამიწაზე _არაფლის...უცნაურო.. _რატომ?_მიამიტურად ვითხარი _ლექცოებზი არ გაქვს..ხომ არ აგვიანებ შემთხვევით_ბრახ გავარდა მეხი მოწყვეტით მოვწყდი ადგილს და მეორე სართულზე ავვარდი ამ გამოცდენის გდამკიდე სულ დამავიწყდა ჩემს წინ მდგარი ქალდანი კარების გახებისას გამახსენდა რომ მე ახლა რამოდენიმე წამის წინ დემეტრე ქალდანს ველაფარაკებოდი და რამის განჯრიდან გადავხტო რომ ცემი თავი დამესაჯა რომ ასე გამოვიქეცი..მთელი დღე ასე საშინლად გაიწელა საშინელებაა...თან ჩემი განწყობის გადამკიდე ისე ვარ რამისაა საკუტსრი თავი ვცემო მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნო ფაქტი მოხდა მე ის გავიცანი მე მას დაველაპარაკე..ლექციები როოგორც კი დამთავრდა აუდიტორიის კარი მოვიხურე და [პირველ სართულზზე დასვლა ვიწყე.... კიბეებს სწრაფად ჩავუყევი და ეზოში გავიჭერი...არემარეს თვალი მოვავლე და ღიმილით გავემართე შინისკენ..სახლში საკმაოდ ადრე მივედი სიხარულისკან კი არ დავდიოდი დავფრინავდი...მიხაროდა საშინლად მიხაროდა ახლა ჩემი სიცოცხლე...ყველაფერი კი დემეტრეს ჩემი დემეტრე სამსახურებაა...ჩემს ოთახში შევედი და წამოვწექი დავიწყე ფიქრი რათქმაუნდა დემეტრეზე..ნეტავი ახლა აი ამ წამს რას აკეთებს?რაზე ფიქრობს?ახლა როგორ მინდა მისი ღიმილის დანახვა..ღმერთო ცემო ნერვები მეშლება ასე ძალიან რომ მიყვარს რატომ შემიყვარდა რატომ!ამ ფიქრში ჩამეძინა ძალიან ძალიან ტკბილად...არავის შევუწუხებივარ მხოლოდ რამოდენიმეჯერ მისწვდა ჩემს ყურტასმენას ნიკუშას წიწინი..მაგრამ ამან დიდი გავლენა ვერ მოახდინა რომ შვიდ საათამდე გაგუდულს მძინებოდა.გავიღვიძე...თავი სრულიად დასვენებულად და თავისუფლად ვიგრძენი საწოლიდან წამოვდექი შოკოლადი მომინდა საშინლად.. _მმ როგორ მინდა_ჩავილაპარაკე ჩემთვის და მაშინვე მაღაზიისკენ გავეშურე ჯერ კი მანამდე ფული ავიღე და დედას გავძახე _დე მაღაზიაში ჩავდივარ და გინდა რამე ამოვიტანო? _არა ლილე..._გამცა პასუხი საძინებლიდან _კარგი_ვთქვი და კარების რუჩკას დავწვდი _ლილე..ლილე..ლილე_ქოშინით ამესბეტა ნიკუშა წინ _რაო ნიკუშ?_ვუთხარი ღიმილით და თმები ავუჩეჩე _ჩიფსი მიყიდე რა... _ჩემი ბიჭი აბა რას ვიზავ_ლოყაზე აკოცე და სახლი დავტოვე კიბეებს ნელა ჩავუყევი რადგან ძალიან ბნელოდა დენი გათიშულიყო ლიფტიც არ მუშაობდა...ამიტომ იძულებული გავხდი ნელნელა ჩავსულიყავი..მეხუთე სართულზე ვცხოვრობთ მესამეზე ვიყავი ჩასული რაღაც ან ვიღაც მთელი ძალით რომ დამეჯახა დე კედელს მიმანარცხა _ვაი_აღმომხდა გამწარეულს...წამიერი სიჩუმე თითქოს უცნობმა სუნთქვაც კი შეწყვიტა ..მაგრამ მაშინვე გაისმა შრიალუ და დელეფონის მკვეთრი შუქი ტელეფონის _ბოდიში...არ მინდოდა_ნამდვილი სინანულიტ წარმოსთქვა ბიჭმა _მეტკინა.._ამოვიწმუკუნე და თვალებზე მომდგარი ცრემლი მოვიწმინდე _მაპატიე რა...ძალიან გტკივა_უფრო მეტად დაეტყო სინანული _ძალიან.._კვლავ ამოვიკვნესე _კარგი მოდი დაგეხმარები აქ მეოტხეზე ცხოვრობს ჩემი მეგობარი და წამოდი ვნახოთ სინათლეზე რა გჭირს.. _არა არაფერი არ მინდა გამივლის_სიმწრიტ წამოვიმართე დეა გასწორება ვცადე_ვაი..._აღმომხდა კვლავ სიმწრისგან წარმოიდგინეთ ისე როგორ დამეჯახაა რომ ასე დამაზარალა . _არა არა წამოდი.._ხელი ძლიერად დამავლო და ზემოტ მიბიძგა _არ მინდა_გავქვავდი მე _წამოდიდქო_მიტხრა მოცვენებითი სიმკაცრიტ და ახლა უფრო მეტად მიბიძგა _არ მინდა..._ცრემლები წამომივიდა _აუ ეს ვინაა _თქვა და ხელი შემიშვა_წამოდი გთხოვ მაინტერესებს როგორ ხარ..ძალიან სწრაფად მოვრბოდი და მეშინია სერიოზული არაფერი გჭირდეს _კარგი_ვთქვი გაბუტული ბავშვივიტ _კარგი ბავშვი ხარ_და ხელი მომკიდა_დაგეხმარები... _არა არ მინდა შენ წადი..._ვტქვი გაბუტულმა_და საერტოდაც მეც აქ ვცხოვრობ და სახლში შევალ.. _არა.._კატეგორულად განმიცხადდა_მე იქ ვერ შემოგყვები და მაინტერესებს როგორ ხარ.. _კარგი_ამოვიბზმულვე და ნაბიჯი გადავდგი _ჰო მართლა მე ნიკა ავალიანი ვარ ..შენ?_ვაიჰჰ ნიკა ავალიანი?ნეტავი ის ნიკა ავალიანია სახეზე კი ვიცნობ შუქზე..უკვე ბინის კართან ვიდექით შუქრი აქ იყო ბიჭი ჩემგან ზურგიტ იდგა აღნაგობით კი გავს ჩემს "ნაცნობ" ნიკა ავალიანს მარალი მხარბეჭიანი და დაკუნტული..._რაო რა მქვიაო?_გამიმეორა კიტხვა და ჩემსკენ მოტრიალდა ზარის დაწკარუნების სემდეგ...ისაა...ამას ქვის იღბალი თუ უიღბლობა არ ვიცი მაგრამდამტხვევაა ბუმი ...მოიცა ამ სახლში ხომ არავინ ცხოვრობდა ახლაღა გავაანალიზე ეიფორიაში მყოფნა._აქ ცხოვრობს ვინმე?_წამოვიძახე გაკვირვებულმა _კი ახლახანს გადმოვიდა ჩემი ძმა....._ძმა?თვალები გამიფართოვდა _მე რომ არ გამიგია.._ჩავილაპარაკე ჩემთვის და კარების ტკაცუნიც გაისმა ...აჰჰ მე ხომ მეცადინეობის გამო მოვწყდი ყველაფერს და ალბათ ამიტომ არ გამიგია ახალი მეზობელი.. _ნიკუშ?_წამოიძხა ბიჭმა და თავი ჩემსკენ გადმოხარა ჩემს დასანახათ..ესეც ერეკლე დევდარიანი..._გამარჯობა...._მომესალმა და ნიკას ახედა გაკვირვებით _კიბეებზე შევასკდი რა...და მგონი დავაშავე ძალიან.... _ჩაილაპარაკა ორი წლის დამნაშავე ბავშვივით და ხელი აიქნია მე გამეცინა _რა მოგარბენინებდა ასე ბიჭო?_გაუბრაზდა ძმას ერეკლე და ღიმილით გამომხედა_შემოდი...._მეც მორიდებით შევედი ბინაში და გარემოს თვალი მოვავლე სახლს ერყობოდა რომ ბინადარი ახალი გადმოსული იყო...თეთრი კედდლები მიყრილ მოყრილი ყუთები და მისაღებში მხოლოდ ობლად მდგარი ერთი მუქი მწვანე სავარძელი..._მოდი..მოდი დაბრძანდი....არეულობისთვის ბოდიშს გიხდი.._მორცხვად გავუღიმე იმის ნიშნად რომ მის ასეთ არეულობას არ ვიმჩნევდი ,სავარძელზე ჩამოვჯექი და ნიკას მივაპყარი მზერა რომელიც კედელს მიყრდნობოდა და მე მაკვირდებოდა.. _ნიკა ერთი წუთით გამომყევი....შენი სახელი მითხარი_გამომხედა ერეკლემ _ლილე.... _ლილე ცოტა ხანს დაგტოვებთ კარგი და ახლავე მოგხედავთ..წყალი ხომ არ გინდა ან წვენი.. _არა გმადლობ.._გავუღიმე მანაც გაიღიმა და ნიკასთან ერთად ოთახი დატოვა..ხუთ წუთი ველოდი მათ გამოსვლას მანამდე კი ვფიქრობდი და ერთი დასკვნა გამოვიტანე..,...ბედი საშინლად მეთამაშება...და ეს ყველაფერი ვერ გავიგე მიხაროდეს თუ მწყინდეს..აი ნიკაც გამოვიდა და მას უკან ერეკლე მოყვა..ორივე დაძაბული ჩანდა... _კარგი ლილე აბა ვნახოთ რა დაგმართა ამ მხეცმა..._და ჩემთან ახლოს მოვიდა_მე მომავალი მქიმი ვარ ნუ გეშინია კარგი..._მითხრა მშვიდათ და თვალებში ცამხედა_აბა მითხარი რა გტკივა? _ახლა აღარაფერი..._ამოვთქვი _აჰა ძალიან კარგი მაშინ...აქ ჩემიპროფესიის დახმარებაც არ მჭირდება... _უბრალოდ რომ შემეჯახა გვერდი და ბეჭები მეტკინა ახლა კი ტკივილმა გადამიარა... _აჰა...._ერეკლე _კიდევ კარგი ყველაფერი კარგადაა დამშვიდდი_ამოილაპარაკა ნიკამ _ჰოო ახლა კი წავალ_ვთქვი მეც და წამოვდექი _დარჩი ცოტახანს....ამ კორპუსელი ხარ? _ამმმ...კი..მაგრამ უნდა წავიდე..._მათგან წასვლას ვცდილობდი ყველაფერზე უნდა მეფიქრა და მათ უნდა მოვშორებოდი ხომ შეიძლება დემეტრე მოვიდეს და მე მასთან შესახვედრათ მზად არ ვარ _არა...არა არ გაგისვებთ..._გაიცინა ერეკლემ _რომ არ გაგცნობიოვარ....._გიცნობ ისედაც.._ერეკლე დევდარიანი...შენ? _ლილე... _გვარი? _წიკლაური... _ძალიან კარგი ლილე რომელზე ცხოვრობ? _მეხუთეზე... _კარგი რა..._გაიცინა_ასე ნუ მელაპარაკები თითქოს ძალით გაჩერებდე წადი თუ გინდა... _მივხვდი რომ ძალიან ცუდათ გამომდიოდა და ჩემი საქციელის გამოსწორება ვცადე.. _არა..არა..უბრალოდ..ახლა შოკოლადი მინდა ძალიან..ამიტომ მივდიოდი მაღაზიაში... _მაგის გამო ხარ ასე?_შემომხედა ნიკამ და გვერდით მომიჯდა აქამდე კედელს იყო მიყურებული _ჰოო_ვთქვი სირცხვილით თითქოს ხუთი კაცის მკვლელობას ვაღიარებდი _კარგი მოვაგვარებთ_თქვა ერეკლემ და ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან ...კონტაქტებში ნომერი მოძებნა და ტელეფონი ყურზე მიიდო _აუ დემე ჯერ ხომ არ ამოსულხარ ჯიბეებზე?_რაო...?თვალები გამიფართოვდა და სულ გავშეშდი _ძალიან კარგი...სტუმარი გვყავს და შოკოლადი უნდა ძალიან...ხომ იყიდი? _კარგი..არა ჩვენ არ გვინდა არაფერი თუ მოიცა...._ნიკას გამოხედა_გინდა რამე? _ნწ არა_თავი გაიქნია ნიკამ _არაფერი ეგ მხოლოდ..ისე ლილე_ახლა მე გამომხედა_რომელი შოკოლადი გიყვარს?_მე უხერხულად შევიშმუშნე_თამამად მიტხარი..ნუ გრცხვენია რა.._მიმიხვდა ბიჭი და გამირიმა _შავი შოკოლადი...კორონა.. _ძალიან კარგი_გამიღიმა კიდევ ერთხელ_შავი შოკოლადი კორონა.... _კარგი.. _მიდი.._ტელეფონი გათიშა და ისიც ჩამოჯდა//მე უკვე ადგილზე ვეღარ ვჩერდებოდი წრიალი დავიწყე რაც ბიჭებისტვის შეუმცნებელი ნამდვილად არ დარჩენილა _რა მოხდა?_ნიკა _არაფერი.._უფფ კარგად ლაზათიანათ შემრცხვა _აბა...რაზე ვისაუბროთ?_ერეკლე ძალიან ხალისიანი ჯანდა,მე უბრალოდ ავხედე.. _სწავლობ სადმე?_პირდაპირ მკიტხა ნიკამ _ბიოლოგიურზე..აგრარულში..მეორე კურსზე ვარ... _ვაა მართლა?ჩვენი მარიამიც ასე არ არის?_ახედა ნიკას _კიი...იცნობ მარიამ ამაშუკელს?_ნიკა _კი ჩემი კურსელია... _მართლა?აქამდე არასოდეს უხსენებიხარ.._ერეკლე _მარიამი კურსელებთან იშვიატად ატარებს დროს ისევე როგორც მე და ახლო ურთეირთობა არასოდეს გვქონია.. _ეგ ცუდია...კი მაგრამ მარიამი....._ნიკა..და გაჩუმდა არ დაამთავრა და ერეკლეს ახედა _მარიამიც მოდის ხომ?_ერეკლე _წეღან რომ დავურეკე მაქსიმუმ ოც წუთში მანდ ვარო და ახლა დაახლოვებით ცხრა ათ წუთში აქ უნდა იყოს....._ძარის ხმაა...ავღელვდი დემეტრე მოვიდა _დემეტრე მოვიდა ალბათ_თქვა ნიკამ და ფეხზე წამოდგა კარგი გასაღებად..სიჩუმე ჩამოვარდა სიჩუმეში გაისმა კარის ჩხაკუნი და ნიკას _მოდი..მოდი... __შოკოლადი რატომ მაყიდინეთ?_გაისმა ჩემტვის ყველაზე საყვარელი და ძვირფასი ხმა როგორ მიყვარს სიგიჟემდე _მოდი..ჩვენს სტუმარს უნდოდა.... _გამარჯობა.._ოთახში შემოვიდა და ომახიანად წაქრმოსტქვა მისი აქ ყოფნა ყველაფერს შეეტყო ყველაფერი გაფერადდა _გამარჯობა_ერეკლე _გამარჯობა.._წარმოვსთქვი და მგონი სახეზე ავხურდი... _ლილე?_გაერიმმა ბიჭს...მე კი სიხარულით რამის გული გამისკდა მე მას ვახსოვდი _გამარჯობა დემეტრე..._გავიმეორე თამამად _იცნობტ ერთმანეტს?_ერეკლე _კიი მარიამის უნივერსიტეტში ვნახე დილიტ... _აჰჰ მე კი რომ ამოვრბოდი დავეჯახე..._ნიკა _სად გეჩქარებოდა ასე?_დემეტრე _საქმეზე.._მოკლედ მოუჭრა ნიკამ და მის ხელში მოქცეულ პარკს დახედა _აჰჰ შოკოლადი_დემეტრე და ცემთან მოვიდა_მიირთვით პატარა ქალბატონო გამიღიმა _გმადლობ...._მოცცხვად გამოვართვი კორონას შეკვრა რომელიც მადის აღმძრელად მიყურებდა _გემრიელად მიირთვი..._კვლავ გამიღიმა და ჩემს წინ მდგარ სკამზე ჩამოჯჯდა _გმადლობ.._გავიღიმე და მგონი ავწითლდი რადგან ლოუყები ამიხურდა თავი დავხარე და შოკოლადის შეკვრას დავუწყე ყურება როცა ბიჭის ჩაცინება მომსემა ამ სიცილს უამრავში გამოვიცნობ ჩემი დემეტრე იყო _აბა ლილე მითხარი როგორი უბანმია?_ერეკლე _ძალიან კარგი...._ერეკლეს ღიმილიტ გავხედე და შოკოლადის შეკვრას დავწვდი გასახსნელად რამოდენიმე წამი მხოლოდ შოკოლადის პარკის შრიალი ისმოდა...სიჩუმე დემეტრემ დაარღვია.. _მარიამი გამოვა? _კიი...წსეით მალე უნდა მოვიდეს..._ნიკა _იცი დემე ლილე მარიამის კურსელია..._ერეკლე _აჰჰ მართლა?ძალიან კარგი...._ვიგრძენი როგორ შემომხედა თუმცა ამდროს მას არ ვუყურებდი..შოკოლადი გავხსდენი და ერთი ფილა მოვატეხე _ბიჭებო მიირთვით..._ვთქვი და შოკოლადი ნიკას გავუწოდე _დიდი სიამოვნებით_თქვა ბიჭმა და გამომართვა ,შემდეგი ფილა ერეკლეს მივაწოდე _მადლობა ლილე_მითხრა და მაშინვე გემრიელად "ჩაახრამუნდა" ...მესამე ფილა ხელის კანკალით მოვტეხე და დემეტრეს ავხედე ...შეძლძლებისდაგვარდ გავიღიმე რომ არაფერი შემტყობოდა მაგრამ კიდევ ვიგრძენი რომ ლოყები ამიხურდა და ახლა კი ნათლად დავინახე მისი ძიმილი რომელიც მე გამოვიწვიე _გმადლობ ლილე_გამიღიმა და გამომართვა...მეც კვლავ ამიხურდა ლოყები და ახლა ცემთვისაც მოვიტეხე და ჩავკბიჩე...ღმერთო რა გემრიელი იყო ..ნამდვილი ნეტარება სიამოვნებისგან თვალები მიმელუნა.. _უფ გემრიელი იყო..._ნიკა თვალები ზანტათ გავახილე და ბიჭებს მოვავლე თვალი მზერა კი დემეტრეზე გავაჩერე რომელიც ერეკლეს უყურებდა _გმადლობ დემეტრე...მე უნდა წავიდე..._ფეხზე წამოვდექი_სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა __არაფლის ლილე_გამომხედა დემეტრემ _კარგი ლელე ნახვამდის ..აწი ხშირად შეგხვდებით ხოლმე_გამიღიმა ერეკლემ _კიდევ ერთხელ ბოდიში ლელე_გამომხედა ნიკამ.მე გავიღიმე და კარისკენ დავიძარი _გაგაცილებ_ფეხზე წამოდგა დემეტრე _არ არის საჭირო გმადლობ_გავუღიმე და ავხედე მის მუქ ყავისფერ თვალებში ჩავიძირე ცავაშტერდი..... _ლილე...._ჩუმათ ჩაილაპარაკა ბიჭმა _აჰ მაპატიე_კიდევ ერთხელ ავხურდი და ტავისთავად ავწითლდი კარისკენ შევტრიალდი და დავიძარი ჯერ ბიჭებს შევხედე _ნახვამდის_დევ ერთხელ დავემშვიდობე და წავედი დემეტრე გამომყვა მაინც მის სიახლოვერ ვგრძნობდი ,კარის სახელურს ხელი მოვკიდე და ოდნავ შევაღე _იცი?_მისმა ხმამ შემაჩერა და მას შევხედე.._აწითლებული ლოყები ძალიან გიხდება...._გამიღიმა,მე კვლავ ავხურდი _წავედი _ჩავილაპარაკე და ისე მოვტრიალდი რომ მისთვის აღარ შემიხედავს და კიბეებს ავყევი..სახლში უნდა შევსულიყავი როცა ნიკუშძას ჩიფსები გამახსენდა უკმაყოფილოდაც ამოვიფრუტუნე და კვლავ დავუყევი კიბეებს..ვიღაც ამოდიოდა ფეხის ხმა გავიგე..ამიტომ კელელთან ახლოს მივიწიე რადგან სიბნელეში არაფერი ჩანდა ტელეფონი გავანათე... _ბოდიში..._უცბათ შედგა გოგონა ჩემს წინ რომელშიც ჩემი ჯგუფელი მარიამ ამაშუკელი ამოვიცანი _მარიამ? _მიცნობ? _შენი ჯგუფელი ვარ..._გოგონა გაჩუმდა ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და მე მომანატა _უი ლილე?_გაიცინა_აქ ცხოვრობ?_გამიღიმა...სახეზე შეწუხება ეტყობოდა _კი... _კარგია ცემი ერთი ძმაც ახლა აქ გადმოვიდა... _კი ვიცი გავიცანი_გავუღიმე _ძალიან კარგი...._გამიღიამ თბილათ_კარგი ახლა ლილე ავალ მე ხვალ უნივერსიტეტში შეგხვდები_გამიღიმა _ნახვამდის მარიამ..._გავუღიმე და ქვემოთ დავეშვი..ჩემს ძამიკოს ორი დიდი ჩიფსი ვუყიდე სა სახლში ავედი _ნიკუშ..ნიკუშა_გავძახე _ლილე...მომიტანე?_სწრაფად მოირბინა ჩემმა ძამიკომ ჩემთან და მომლოდინე სახით ამომხედა _აბა რა ძამიკო....აი აიღე_დავიხარე და ჩიფსები გავუწოდე _ნწ ჯერ მაკოცე.._და სანამ ტვიტონ მაკოცებდა მე ვეცი და დავუკენო _გამიშვი ლილე ლა_ამოიწმუკუნა და ჩემს მკლავებში აფართხალდა _არა უნდა შეგჭამო და გადაგსანსლო,ჩემი ნადავლი ხარ_ბოროტულად ჩავიხითხითე და ლოყები კიდევ ერთხელ ჩავუკოცნე_ჩემი პატარა მარწყვლოყება ხარ_ვუთხარი ნიკუშას და ხელები ნელა შევუშვი,როგორც კი თავისუფლება იგრძნო ბავშვმა მაშინვე დამისყლდა ხელიდან და შრაშუნით გავარდა თავის ოთახში ჩიფსების პარკის შრაშუნი მანამდე მესმოდა სანამ კარი არ მიმიხურა მომღიმარს,ერთი ჩავიხითხითე და სახლში შემოვედი კარი გასაღებით ჩავკეტე,მამა უკვე მოსული ყოფილა მისი კოსტუმი დავინახე დაკიდული და მშინვე მშობლების ოთახისკენ გავვარდი. მშობლებს საძინებელში შევვუარდი და საწოლში ჩავუხტი. _ლილე გადადი ახლავე!_გამიბრაზრა დედა _უუუ ალა ალა დეე_დავიწყე ლაპარაკი ხმამაღლა და ხტუნაობა საწოლზე _ყველველაზე გადარეული შვილი მე მყავს_თქვა თვალებ დახუჭულმა მამამ და საბანი მაღლა ასწია იმის ნიშნად რომ მეც მათთან შემძვრალიყავი,ასეც მოვიქეცი და მშობლების შუაში ავღმოჩნდი ნახევარ წუთში. _დაიძინე ლილე_მითხა დედამ უკვე ჩურჩულით ,მაგრად მომეკრო და შუბლზე დიდი სიყვარულით მაკოცა _მიყვარხარ დე,ძალიან_ამოვიბუტბუტე და მეც მთელი ძალით მივწკარი.მამიკოს ჩუმი ეჭვიანი ზმუილი გავიგონე და ჩამეძინა _შენც მამი შენც_მეც ძილბურანში მყოფმა ჩავილაპარაკე ერთი დავამთქნარე და სიზმრების სამეფოში გადავესვი. დილით გაღვიძებულს საწოლში არავინ დამხვდა,გუგულიან საატს გავხედე პირველ საატს მიჩვენებდა ისარი,საწოლზე წამოვჯექი და დავამთქნარე,ლექცია დღეს ორ საატზე მაქვს ამიტომ კიდევ ხუთი წუთიც შემიძლია წავუძინო,გავიფიქრე და მოწყვეტით დავეცი საწოლში,ხუთი წუთიც მალე გავიდა და საწოლიდან წამოვფრინდი.გავემზადე თავი მოვიწესრიე და სახლი დავტოვე,ამ დროს ჩემს გარდა სახლში არავინ იყო,მშობლები სამსახურში ცემი ძმიკო კი ბაღში,გარეთ გასულმა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე,გონებაში დემეტრე ამომიტივტივდა ,როგორც ყოველთვის,ასე მოულოდნელად ისე რომ შეიძლება არც კი გავიფოქრო დემეტრე თავისით სემოდის ჩემს გონებაში ,დადის დაფუსფუსებს ჩემს ტვინში,გამომალენჩებს და მიდის,ახლაც დებილივით ვდგავარ გაჩერებაზე და ყურებამდე ვარ გარრეჭილი,რა მაცინებს?არა არ მეცინება ,მიხარია,დემეტრე მიდგას თვალწინ იმის მიუხედავად რომ ახლა ჩემს წინ მხოლოდ შუქნიშანია.ერთი ღრმად ამლვკსუნთქე და ავტობუსში ავედი,დემეტრეც თან დამყვეა,რაც არ უნდა გავაკეთო სადაც არ უნდა ვიყო დემეტრე სულ ჩემთანაა..სულ ჩემს გონებაში და გულშია,ხანდახან ჩემს ნორმალულობაში ნამდვილად მეპარება ეჭვი,ნუთუ ასეთი სიყვარული შეიძლება.შეიძლება ასეთი არანორმალური სიყვარული?მითუმეტეს ცალმხრივი,ორმხრივი კიდევ მესმის,მაგრამ მე ხომ ლილე წიკლაური ვარ ყველაფერ სიგიჯეს და გაურკვევლობას მე ვიზიდავ,ფიქრებში გართული მივედი უნივერსიტეტში და აუდიტორიაშიც შემევი _გამარჯობათ ბავშვებო_მხიარულად მივესალმე კურსელებს და უკანა მერხზე დავჯექი...ჯერ ადრე იყო ლექციის დაწყებამდე სადღაც თხუთმეტი წუთი,ამიტომ მერზსზე თავი დავდე და თვალები დავხუჭე.ასე გავირინდე,ჩემს ირგვლილვ მესმოდა ,კურსელების ზუზუნი,ეზოში ბავშვების ლაპარაკი,იმდენი დადმიანი ლაპარაკობდა ერთდროულად რომ ყურში მხოლოდ ზუზუნს აღვიქვამდი.ამ ზუზუნში ნაცნობი ხმა გამოკვეთა ჩემმა სასმენმა აპარატმა და ტვინმა მთელი ყურადღებს იქიტკენ მიმართა,ლაპარაკი აუდიტორიის კარის უკან ისმოდა. _დემეტრე ზედმეტები მოგდია!_გაისმა მარიამის უხეში გმა,ეტყობოდა სიბრაზისგან ხმა უთრთოდა _მარიამ არ დაგავიწყდეს შენ ჩემთვის რას წარმოადგენ,მე გაგაფრთხილე,თუმცა იმასაც ვხვდები რომ ჩემს ნათქვამს არ გაუთ.. _დემეტრე არ მაინტერეს. _მორჩი მარიამ სულ ფეხებზე .... შენ რა გაინტერესებს და არა მე გითხარი და გირჩევნია გაიგო თორემ დამიჯერე საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ..._ვიღაცამ აუდიტორიის კარი მიხურა და ლაპარაკიც მიწყდა,შეშლილი სახით შევხედე ჩემ კურსელ ლუკას და მისი მოკვლის სურვილი ჩემს სხეულში ცავახვშე.დემეტრე გარეთ იყო,ჩემგან სულ რამოდენიმე ნაბიჯზე და მე ვერაფერს ვახერხებდი,მხოლოდ თავი მედო ცივ მერხზე რომელიც უკვე გამეთბო და ღრმად ვსუნთქავდი,მინდოდა გავსულიყვი და წამიტ მაინც მომეკრა თვალი ქალდანისთვის მაგრამ ვერ ვბედავდი....გასვლა არგასვლაზე სანამ ვფიქრობდი მარიამიც შემოვიდა აუდიტორიაში და მერხისკენ გაემართა,მარიამს ერთი მოვავლე თვალი და გარეთ გავვარდი,მხოლოდ წამით მოვკარი ერეკლეს ზურგს თვალი კიბეზე რომ ჩადიოდა"გავყვე?"დავუსვუ ჩემ თავს კითხვა და კიბის მოაჯირს დავეყრდენი,წასასვლელად დავიძარი როცა მესამე კურსემა ნინიამ შემაცერა _ჰეი ლილე გამარჯობა_მხიარულად მომესალმა და ჩემტან ახლოს მოვიდა _გამარჯონბა ნინია როგორ ხარ?_ღრმად ამოვისუნთქე და გოგონას მობეზრებული მზერა მივაბყარი _არაცვეულებრივად,შენ?_მხიარულად მიპახუხა _ცვეულებრივად..ააა ნინია ლექტორი შევიდა შევალ კარგი?_ვუთხარი ლექტორის შესვლით გახარებულმა _ჰო რათქმაუნდა არარ მოგაცდენ_გამირიმა და გზა დამითბო .მე თბილად გავუღიმე და აუდიტორიაში შევიძურწე.ლექციები უიმტერესოდ გაიწელა,როგორც კი ბოლო ლექცია მომირჩა სასწრაფოდ დავტოვე უნივერსიტეტის შენობა და კვლავ მოსაცდელზე დავუწყე მარრშუტკას ლოდინი.ისევ დემეტრე ქალდანი ჩემს გონებაში.დემეტრე..დემეტრე _სახლში მიდიხარ ლილე?_გვერდში ამომიდგა მომღიმარი მარიამი,მარიამი მართლაც ძალიან ლამაზი გოგნაა,,,შავი ფერის გრძელი,ძალიან გრძელი თმა,ამავე ფერის ტვალები,გამხდარი და მაღალი,ლამაზი ნაკვთების მქონე. _კი_მეც ღიმილით ავხედე რადგან ჩემზე ბევრად მარალი იყო _ძალიან კარგი ერთი გზა გვქონია,მეც ერეკლესთან მოვდივარ _ძალიან კარგი,წავიდეთ აი ჩვენი ნომერიც მოვიდა ავტობუსში ასვლისას გვერდიგვერდ დავჯექით _ლილე?_მომლოდინეთ გამომხედა მარიამმა _გისმენ_ღიმილით შევხედე _დემეტრეზე რას ფიქრობ>_თავში დენმა დამარტყა _რა?_გაკვირვებულმა შევხედე _დემეტრე ქალდანს ხომ იცნომ?მეც ხშირად მაკითხავს ხომე უნივერსიტეტში..._თავში ყველაფერი ამერია,საშინლად დავიბენი,ავხურდი და ეჭვი მაქვს გავწუტდი კიდევაც _კი,კი ვიცნობ_ძვლივს ამოვთქვი_გუშინ გავიცანი.. _მერე?რას ფიქრობ?_კვლავ ღიმილით შემომხედა _ვერ ვხვდები რისი მოსმენა გინდა ჩემგან მარიამ?_გაკვირვებულმა შევხედე _მოგეწონა დემეტრე ამ ფოტოს ნახვის შემდეგ გამიჩნდა ამ ისტორიის დაწერის იდეა თან ფოტოს ეს სათაური ქონდა :D :D :D ამ შემთხვევაში ეს ფოტო არის ჩემი მუზა ^_^ ამაზე დიდის დაწერას მართლა ვერ ვახერხებ ბოდიში და ცოტა ხნით ვერც მოვახერხებ სამწუხაროდ გამოცდების გამო..ცოტა დავამატე.ცოტა დრო გამოვნახე ისიც თქვენს გამო ასე რომ მოგეწონათ და ასე რომ გამახარეთ უდიდესი მადლობა თითოეულ თქვენგანს.ძალიან გთხოვთ დააფიქსიტეთ თქვენი აზრი კარგი და ცუდიც,შეცდომები რომ გამოვასწორო....ნაწერში ვიცი ბეჭდური შეცდომა ბერი მაქვს.დავაპირე გადახედვა მაგრამ ამას ძალიან დიდი დრო უნდა ამიტომ ვიფიქრე ასე ამეტვირთა,შეცდომები მაპატიეთ,კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.