შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვილი 2თავი


17-05-2016, 14:05
ავტორი tatia27
ნანახია 2 350

10 მაისი

ასე გაგრძელება არ შეიძლება. მე მაგას ვინ ვგონივარ?! ისე მიყურებს, თითქოს ვიღაც გადამთიელი ვიყო. რა უნდა, დავუშავე რამე? მე ხომ არ მითხოვია, მომეფერე-მეთქი. დეგენერატი! გულზე ვარ გამსკდარი. მობილურის ნომერი რომ ვიცოდე, დავურეკავდი და ერთი გემრიელად შევაფუცხუნებდი _ ერთი რა უნდა, რა თავს იფასებს.

შუადღეს ძლივს იკადრა მოვეკითხე. შემოიხედა და საკმაოდ ოფიციალური ტონით მკითხა, როგორ მიდის შენი ჯანმრთელობის მდგომარეობაო. მე ვუთხარი, მკურნალი ექიმი შენ ხარ და შენ უკეთ გეცოდინება-მეთქი. ჩაიცინა და გავიდა. მორჩა, ეს იყო და ეს. გავგიჟდები. ხვალ და ზეგ შაბათ-კვირაა, ეგ შანსი არ არის, არ გამოჩნდება. რა ვქნა? ლამისაა ბოლო ხმაზე ვიკივლო და ვიყვირო. რა დაიცდის ორშაბათამდე. ისე, შაბათს მორიგეობა უწევს. დავიჯერო ვინმეს გაუცვლის? მეეჭვება, მაგრამ ვნახოთ, სადაც ასე იქცევა, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

16 მაისი

დღეს ბევრი რამ მოხდა, ამიტომ მინდა თანმიმდევრობით დავწერო ისე, რომ არაფერი გამომრჩეს. გერმანელი ექიმები ჩამოვიდნენ. ყველა ავადმყოფი მოინახულეს განყოფილებაში, ყველას მდგომარეობით დაინტერესდნენ. ახლა ისტორიებს შეისწავლიანო, თქვა განყოფილების გამგემ და მერე თავიანთ ჩამოტანილ პრეპარატებსაც დაგინიშნავენ სათითაოდ სუყველასო. როგორ არ მენაღვლება, რას გააკეთებენ გერმანელები! ნიკას გარდა არაფერი არ მენაღვლება. რამდენი დღეა, ერთი ნაპერწკალი ვერ დავიჭირე მის მზერაში ისეთი, რომ რაღაცას ნიშნავდეს. მჯერა, საშინლად ვეზიზღები. ალბათ რომ წარმოიდგინა როგორ დაავადებულ ქალს კოცნიდა, საკუთარი თავი შესძულდა. მე შენ გეტყვი, ქალი გაუჭირდება თუ რა?

ისე, გადასხმამ რომ მომიწია, თვითონ შემოვიდა და მითხრა, ნუცა დაგიყენებს სისტემას, მე სტუმრებს უნდა მივხედოო და ბოდიში მომიხადა, არ გეგონოს უყურადღებოდ დაგტოვეო. ესეც რაღაცას ნიშნავს, მთლად იგნორირება არ მოუხდენია ჩემი. ცოტათი დავმშვიდდი. იქნებ ჯერ ყველაფერი არ არის დამთავრებული? იქნებ კვლავ მოუბრუნდეს გული, თანაც ამაღამ მორიგეა.

საღამოს დედაჩემი ძალზე გახარებული წავიდა სახლში. გერმანელებისგან დიდი იმედი ჩაესახა. მეც ყველაფერზე თავს ვუქნევდი, ვითომ მეც ერთი სული მაქვს, როდის დამიწყებენ გერმანულ ექსპერიმენტს.

ცხრა საათზე, როგორც იქნა წავიდა. ცოტა ხანს დავიცადე, მერე კი საორდინატოროსკენ გავეშურე. იქ იყო. ტელევიზორს მიშტერებოდა, ფეხები, როგორც იცის ხოლმე, სკამზე შემოეწყო და რაღაც ფილმს უყურებდა. ჩემს დანახვაზე წამოხტა. მაგარი დაღლილი მეჩვენა. თანაც დაიბნა, უცერემონიოდ რომ შევედი კაბინეტში. ყოველგვარი შესავლის გარეშე ვკითხე, რამე ხომ არ გაწყენინე-მეთქი. არა, რას ამბობ, პირიქით, მე რომ გაწყენინე, ბოდიში უნდა მომეხადა და ვერ შევძელი, სამაგისო ფორმა ვერ გამოვნახეო. მებოდიშებოდა, თან თვალს მარიდებდა. რა გჭირს ბოდიშის მოსახდელი-მეთქი. იმ ღამეს ვერ მოვზომე და ზედმეტი გავაკეთეო. გამეცინა _ თუ იმის გეშინია, ჩემი სენი შენც არ გადაგედოს-მეთქი? ცინიკურად კი გამომივიდა, მაგრამ ღირსი იყო. მეტი არაფერი მითქვამს, გამოვტრიალდი და წამოვედი. ჩემი თავი შემეცოდა. საწოლზე წამოვწექი და ჩემ გემოზე ერთი გემრიელად ვიტირე.

ახლა კი დღიურს ვწერ. როგორც ჩანს, ყველაფერი დამთავრდა, ტყუილად მქონდა იმედი. უკვე ღამის ორი საათია და არ შემოსულა, არ მოვუკითხივარ.

20 მაისი

რა ყოფილან ეს გერმანელები. ისეთი ტემპით დაიწყეს მკურნალობის კურსი, ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევენ. მოგვაყვარეს და მოგვაყარეს წამლები, რაღაც პროცედურებს გვიტარებენ. არ მინდა ახლა ამის მოყოლა, რა სასიამოვნო მოსაყოლი ეგ არის. მირჩევნია ისევ ნიკაზე გადავერთო. მთელი ჩემი საფიქრალი ახლა მხოლოდ ის არის. იგი ისევ ისე აგრძელებს დამალობანას თამაშს. ათასში ერთხელ შემოიხედავს და როგორც ექიმი პაციენტს, ისე მომიკითხავს. შინაურული პონტები მორჩა. ამაზე ვცოფდები. დღეს ისევ მორიგეა და აუცილებლად უნდა დაველაპარაკო, თორემ სისხლის გათეთრება კი არა, მისი უპასუხო სიყვარული უფრო ადრე მომიღებს ბოლოს.


22 მაისი

წუხელ მაგარი ამბები მოხდა. ვიცოდი, ნიკა რომ მორიგე იყო და სადღაც ღამის ორ საათზე, ყველანი რომ მიწყნარდნენ, საორდინატოროს კარს მივადექი. მაგიდასთან იჯდა, თავი ხელებზე დაედო და ეძინა. კარის ჭრიალზე უცებ გამოეღვიძა. ჩემს დანახვაზე შეცბა. ცუდად ხომ არ ხარო, მკითხა. კი-მეთქი, თავი დავუქნიე და უფრო ცუდად ვიქნები, ვიდრე რაღაც-რაღაცებს არ გავარკვევთ-მეთქი. რამე მოხდაო? მეტი რაღა უნდა მოხდეს, კეთროვანივით ერთი კილომეტრის სიშორიდან მესალმები-მეთქი, მივახალე. პალატაში შედი, ახლავე მოვალო, გამომიცხადა. უხმოდ გამოვტრიალდი.

ცოტა ხანში შემოვიდა და კარი მჭიდროდ დახურა. ნერვიულობისგან ავკანკალდი. არ მსიამოვნებს, როცა საყვარელ ადამიანთან საქმის გარჩევა მიწევს. თან არც ვიცი, მქონდა თუ არა ამის უფლება. ან რას მოვითხოვდი ადამიანისგან, რომელიც არაფერს შემპირებია. რაღაც მომენტში ვინანე კიდეც ჩემი საქციელი, მაგრამ ახლა უკან დახევას აზრი არ ჰქონდა.

სკამი მოწია და საწოლთან ახლოს დაჯდა, თან ჩემი ხელი ხელისგულზე დაიდო და თითებს სათითაოდ გადაუსვა თავისი საჩვენებელი თითი. ჟრუანტელმა დამიარა, უფრო ავკანკალდი. აბა ახლა მითხარი, რა გაწუხებსო.

შენი გულცივობა-მეთქი, ვუთხარი და თვალებში თამამად შევხედე.

შენ ხომ იცი, ამ საქმიდან არაფერი გამოვა, ძალიან ცუდი თამაში წამოვიწყეთო. გადავირიე. შენ სიყვარულს თამაშს ეძახი? ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს შეიძლება კაცი ეთამაშოს-მეთქი? სწორედ ამიტომ ვნანობ იმას, რაც იმ ღამეს მოხდაო, მითხრა. ანუ ის ყველაფერი აღარ განმეორდება-მეთქი? ვკითხე. სიყვარულზე ნუ იფიქრებ, თორემ უფრო გაგიჭირდებაო. მაშინ ხვალიდან შიმშილობას ვაცხადებ, არც თქვენი მკურნალობა მინდა, არც თქვენი წამლები და არც გერმანელების პროცედურები თუ ექსპერიმენტები-მეთქი, დავიმუქრე. სიყვარული ხელს შეგიშლის მკურნალობაში, ახლა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე უნდა იფიქროო.

ტირილი ამივარდა. მე ვუთხარი, პირიქით, შენი სიყვარული ამ საშინელი სენის დაძლევაში უფრო დამეხმარება-მეთქი. დაწყნარება დამიწყო. ჯერ თითებზე მომეფერა, მერე ლოყაზე მაკოცა, მეც მომენტით ვისარგებლე, თავი მოვაბრუნე და პირდაპირ ტუჩები დავახვედრე. იმანაც თავი ვერ შეიკავა და… მკოცნა და რა მკოცნა. პარალელურად საბანში შემიცურა ხელები და მკერდი მოძებნა. იმწუთას არაფრის დარდი არ მქონდა. მთელი შენობა რომ შემოსულიყო პალატაში, არ დავეძებდი, ისეთ სიამოვნებას განვიცდიდი. ახლა ყველაფერზე თანახმა ვიყავი. მისთვის იყო ცუდი, თორემ მე რას ვკარგავდი, სულ ცალ წიხლზე მეკიდა ვინმე შემოგვისწრებდა თუ არა. მკერდიდან თანდათან დაბლა ჩაიწია, ფეხებზე მიფათურებდა ხელებს. მეც არ გავუძალიანდი. უფრო და უფრო მივიწევდი მისკენ. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდა ალერსის სეანსი, მაგრამ რაღაც მომენტში ხელი შემიშვა და ჩურჩულით მითხრა, აქ ასეთი რამ არ შეიძლება, შემდეგ მორიგეობაზე ვეცდები რამდენიმე საათით ჩემთან წაგიყვანო და იქ დაგიმტკიცებ, რომ შენ ჩემთვის ვიღაცა არ ხარო. კიდევ რამდენჯერმე მაკოცა ხარბად, ტკბილი ძილი მისურვა და ოთახიდან გავიდა.

23 მაისი

დღეს ორჯერ შემოვიდა, როგორ ხარო, მკითხა, სისტემაც თვითონ დამიდგა. შუადღეს გერმანელებთან ერთად კვლავ მინახულა. იმათ თქვეს, ამ გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობაში სასიკეთო ძვრები შეინიშნება, შესაძლოა მოვახერხოთ მისი განკურნებაო.

დედაჩემი ხარობს. მეც ვხარობ, მაგრამ არა ექიმების პროგნოზის გამო, ნიკასთან რომ შეხვედრა მელოდება, უფრო ამის გამო.


25 მაისი

ისეთ კარგ ხასიათზე ვარ, აუცილებლად რაღაც მეწყინება. ხვალ საღამოს უნდა წამიყვანოს ნიკამ, ასე შემპირდა. თან მიხარია, თან მეშინია. კი არ მეშინია, თითქოს მენანება საკუთარი თავი. დედაჩემისა და მამაჩემის წინაშეც დამნაშავედ ვგრძნობ თავს, რა ცუდია, როცა შვილს მათი მოტყუება უწევს. მაგრამ იმასაც ვფიქრობ, რა თავში ვიხლი ამ ქალიშვილობას? საქალწულე აპკი საფლავში ჩავიტანო? ჩემი დღეები ისედაც დათვლილია. რაწამს მოვკვდები, არავინ იცის და სექსის გემო მაინც გავიგო, კაცის სითბო და სიძლიერე მაინც შევიგრძნო.

რაღაც უჩვეულო განცდაა. თითქოს მზად ვარ, თან არც ვარ. იმ ღამის მერე სულ ვნერვიულობ. რამდენჯერ დავიჭირე ჩემი თავი იმაში, რომ სრულიად უმიზეზოდ ვკანკალებ, მამცივნებს. არა მგონია, ეს ავადმყოფობის ბრალი იყოს. გერმანელები ამბობენ, ყველაფერი კარგად არის, უკუპროცესი ძალზე მკვეთრად შეინიშნებაო. დარწმუნებული ვარ, ჩემი ასეთი მდგომარეობა ნერვიულობის ბრალია.

ნიკა ჩვეულებრივად იქცევა, ვითომ საიდუმლო არ გვქონდეს, ვითომ არ დაგვეთქვას შეხვედრა. რა კარგია, ავად რომ გავხდი. დებილი ვარ. შეიძლება ადამიანს ასეთი რამ გჭირდეს და გიხაროდეს? მაგრამ სისხლის გათეთრება რომ არა, ნიკას ხომ ვერ გავიცნობდი? ჩემი თავი საავადმყოფოში კი არა, სანატორიუმში მგონია. უნდა ვაღიარო, რომ გონის დაკარგვამდე მიყვარს, ყველაზე ძალიან მიყვარს. ისე ძალიან, რომ სიკვდილის შიში აბსოლუტურად არ მაქვს. პირველ დღეებში ცოტა შემეშინდასავით, მაგრამ ახლა ჩემზე ძლიერი არავინ მგონია. ოღონდ ნიკას გვერდით ვიყო და ყველა პრობლემას მოვერევი. რა უნდა მთხოვოს, რომ არ შევუსრულო. რომ მითხრას, დერეფანში სულ შიშველმა გაიარე და მთელი ცხოვრება გვერდიდან არ მოგცილდებიო, გავივლი, დედას გეფიცებით.

ჩემი დედიკო მეცოდება ყველაზე უფრო. ზედ დამკანკალებს, დღედაღამე ჩემს გადარჩენაზე ლოცულობს და თავში აზრადაც არ მოუვა, რაზე ფიქრობს მისი ერთადერთი ქალიშვილი. რომ გაიგოს, რას ვაპირებ, ასპროცენტიანი ინფარქტი დაარტყამს.

რა ვიცი, იქნებ სულაც უარი ვუთხრა ნიკას. მეც რაღაც ვყოყმანობ. რომ არ შეიძლებოდეს ჩემთვის სექსი? მერე რა მეშველება? მთლად უარესი არ გამოვიდეს, მაგრამ თვითონ ექიმია და არ ეცოდინება, რა შეიძლება და რა არა?

არ ვიცი, ჯერ კიდევ მაქვს ერთი დღე საფიქრელად, ვნახოთ, რას გადავწყვეტ.


27 მაისი

მოსახდენი მოხდა. გუშინ მთელი დღე მოვკვდი ნერვიულობისაგან, ვერ გავთბი. ისეთი გაფანტული მქონდა ყურადღება, ვინ რას მეუბნებოდა, არ მესმოდა. შიშის კანკალით ველოდი დაღამებას. ნიკა ორჯერ შემოვიდა, მომიკითხა და ყოველ გასვლაზე ისე მრავალმნიშვნელოვნად ჩამიკრავდა თვალს, თითქოს მეუბნებოდა, მოემზადეო. მეც მოვემზადე. ასე ვთქვათ, ჰიგიენური პროცედურები ჩავიტარე და დაველოდე, როდის მომაკითხავდა.

ღამის თერთმეტი საათი იყო, როცა შემოვიდა და მკითხა, რა ვქნათ, წავიდეთ თუ დავრჩეთო. თავი დავუქნიე, წავიდეთ-მეთქი. ხმის ამოღების მეშინოდა, მეგონა, სიტყვებს თავს ვერ მოვუყრიდი. რა ძნელი ყოფილა. ნეტავ რას ფიქრობენ გოგონები, როცა პირველად უწვებიან მამაკაცს? მითხრა, ჯერ მე ჩავალ, მანქანაში დაგელოდები, შენ კი ცოტა ხნის მერე ჩამოდიო. ასეც მოვიქეცი. არ მახსოვს, როგორ ჩავედი ძირს და როგორ აღმოვჩნდი ფარებანთებულ მანქანაში.

გზაში ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია. არც ის ვიცი, რამდენ ხანს მივდიოდით ან სად მივდიოდით. თვალებდახუჭული ვიჯექი. ახლა ჩემთვის ყველაფერი სულერთი იყო…

ნიკას ბინა ოროთახიანი ჰქონია, ჩვეულებრივად მოწყობილი. არავითარი ფუფუნება. გაშეშებული ვიდექი შუა ოთახში, როგორ მოვქცეულიყავი, არ ვიცოდი. ერთიანად ვძაგძაგებდი. არადა, სულ არ ციოდა.

რამე ვჭამოთო, რომ მითხრა, კინაღამ გავსულელდი, რა დროს ჭამა იყო, მაგის თავი მქონდა? მაშინ ერთმანეთი შევჭამოთო, გამეხუმრა და მკლავები მომიჭირა. თან მსიამოვნებდა, თან შიშისგან გული მიმდიოდა.

როცა ტანსაცმელი გამხადა და ლოგინზე წამომაწვინა, არ ვიცი, რა მეტაკა, ეგრევე წამოვხტი, არ მინდა, უკან წამიყვანე-მეთქი, დავიყვირე. დამიყვავა, მეფერა, საშიში არაფერია, ყველაფერი კარგად იქნებაო. კარგა ხანს მაბამდა. ბოლოს ხელი ჩავიქნიე, პატარა გოგო ხომ არა ვარ, რა თავს ვიგიჟებ-მეთქი და მოვეშვი… არაფერი მიგრძნია, არანაირი სიამოვნება. ხესავით უგრძნობელი ვიყავი. არც ალერსი მსიამოვნებდა, არც კოცნა. ნიკა თითქოს ფრთხილობდა, მაგრამ როგორც ჩანს, ვნება მოეძალა, რაღაც მომენტში ვეღარ გამოზომა და ისე ძლიერად შემოიჭრა ჩემში, ტკივილისაგან შევკივლე. სწორედ მაშინ ვიგრძენი მუცლის არეში საშინელი წვა და მივხვდი, რომ «პროცედურა» დამთავრდა.

განძრევის თავი არ მქონდა. ისე ვეგდე ლოგინში, თითქოს ახალი ნაოპერაციები ვიყავი. ნიკა მეჩურჩულებოდა, ძალიან ხომ არ გატკინე, ჩემო პატარავ, შემეშინდა, რომ შეჰკივლეო, თან თმაზე მეფერებოდა. პასუხი არ გამიცია.

სულ ეს არის? ამაზე იკლავენ ქალები თავს? სექსი მეტი არაფერია? თუ რადგან პირველი იყო, შიში ჭარბობდა, ვიდრე სიამოვნება? არ ვიცი. ვაითუ საერთოდ ფრიგიდული ვარ. ეგეც ხომ შეიძლება? ვნახოთ, დაველოდოთ, რა იქნება მერე. წინასწარ არ ღირს ამაზე დაფეთება.

ეს ყველაფერი ორ საათში მოხდა. უკან რომ დავბრუნდით, პირველი ხდებოდა. ანუ გამოდის, რომ მარტო სახმარად წამიყვანა. ნეტავ მერამდენე ქალიშვილი ვარ მისთვის? ჩემამდე თუ ჰქონია ასეთი შემთხვევა? ხომ არ შევცდი? მას ხომ სიყვარულით არ გაუკეთებია ეს. ამაში ორი აზრი არ არსებობს. ერთხელაც არ დასცდენია, მიყვარხარო ან რაღაც მსგავსი. ერთადერთი ის მითხრა, შენ ჩემთვის ვიღაცა არ ხარ, ყოველთვის შენთან ვიქნები, არ მიგატოვებ და არ მიგაგდებ, არ ვარ მაგის კაციო. არ გეგონოს, ჩვენი ეს შეხვედრა პირველი და უკანასკნელი იყო, კიდევ ბევრჯერ ვასიამოვნებთ ერთმანეთსო. მთელი გზა ასე მამშვიდებდა.

1 ივნისი

რამდენი დღეა, დღიურს არ გავკარებივარ. ისეთ ეიფორიაში ვიყავი, წერის განწყობა სულ არ მქონდა. სიზმარი მგონია ის, რაც მოხდა. ვითომ ვიღაცას გადახდა და არა მე. ჩემს დედას თვალებში ვერ ვუყურებ შიშით, ვაითუ მიხვდეს ყველაფერს. მე ხომ ეგრევე სახეზე მაწერია, როცა რაღაც მჭირს. მაინც არ ვნანობ არაფერს. დღეს საქართველოში ასეთი რამ არავის უკვირს, არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი. თუმცა მაინც ვინერვიულე. ძნელი ყოფილა. მეორე დღეს მეგონა, ყველამ ყველაფერი იცოდა და ყველა ჩემი სიარულის მანერას აკვირდებოდა. ნიკა ხომ საერთოდ! მთელი ეს დღეები მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით მაჯილდოებს ყოველ დანახვაზე.

დღეს მორიგე იყო. ისევ წამიყვანა თავის სახლში. ახლა იქიდან დაბრუნებული ვწერ ამ დღიურს. ეს საღამო უფრო რომანტიკული გამოვიდა, მეც შედარებით დამშვიდებული ვიყავი, სექსის გემოც თითქოს გავიგესავით. მართალია, ცოტა კიდევ მტკიოდა კონტაქტის დროს, მაგრამ ალბათ მერე და მერე გამივლის, მივეჩვევი. რაც უნდა იყოს, ესეც ხომ ჭრილობაა.

სასიამოვნო ღამე გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ დროში შეზღუდული ვიყავით. ტანსაცმელი თვითონ გამხადა და თვითონვე ჩამაცვა. ჭამაზე დღესაც უარი ვუთხარი. მაგისთვის დამეკარგა ძვირფასი დრო? მუცლის გავსებას ნიკას მკლავებში ნებივრობა მერჩივნა. მგონი ფრიგიდული არ ვარ, იმიტომ, რომ ძალიანაც მსიამოვნებდა მისი მოფერება. ერთადერთი, რამაც დამზაფრა, ის იყო, რომ წამოსვლისას მითხრა, შეიძლება მალე გაგწერონო. არ მინდა, რომ გამწერონ, მაგრამ სხვანაირად ჩვენი შეხვედრები შეუმჩნეველი დიდხანს არ დარჩება. ვიღაცა აუცილებლად დააფიქსირებს რაღაცას, აუცილებლად იყნოსავს. მე სულ არ მადარდებს, მაგრამ დედას და მამას რა ვუყო? ორივე მეცოდება, ისედაც ჰყოფნით სანერვიულო.

ლოყები ძალიან მეწვის. ნიკა წვერგაუპარსავი იყო და სახეზე მეხახუნებოდა მისი ახალამოსული ეკლებივით წვერი, სულ დაჩხვლეტილი მაქვს მთელი სახე, განსაკუთრებით ცხვირი გამიწითლდა ბურატინოსავით. ამასთან, ისეთ დაღლილობას ვგრძნობ, თითქოს ღამენათევი ვიყო. როგორც ჩანს, ჩემთვის ხშირი სექსი არ შეიძლება. უკვე საათზე მეტი გავიდა, რაც მოვედით და მაინც თავბრუ მესხმის.

12 ივნისი

ჩემი საავადმყოფოდან გაწერა გადაიდო. დღესაც არ დამიწია სიცხემ. ყოველ საღამოს ოცდაცხრამეტს ურტყამს. ვფიქრობ, ნიკასთან გავცივდი. ზაფხული კი არის, მაგრამ მთელი საათი შიშვლები რომ ვეყარეთ ლოგინზე, გავოფლიანდი და არც შევიმშრალე. მე თვითონ არ ვუფრთხილდები ჩემს თავს და სხვა გამიფრთხილდება?

მერე კიდევ სხვა რამეზეც მომეშალა ნერვები. ერთი ბაბუცაა, სანიტარი, გუშინ დილით შემოვიდა და დედაჩემს ახარა, ჩვენი ნიკა ექიმი ცოლის შერთვას აპირებსო. მერედა ვის ირთავს? თურმე იმ გაპრანჭულ ელისოს.

გულზე გამხეთქა ამ ამბავმა. რას მოვითმენდი. ეგრევე დავეტაკე პალატაში შემოსულს, ნიკა ექიმო, მართლა მოგყავთ ცოლი-მეთქი? აბა, დედაჩემი იქ იყო და შინაურულად დალაპარაკებას როგორ გავუბედავდი? ისე გაიკვირვა, თითქოს რაღაც საშინელება დავაბრალე. შორეულ გეგმებშიც არა მაქვსო, ბოლოს სიცილით თქვა.

მაინც ვერ დამამშვიდა მისმა სიტყვებმა.

რამდენიმე დღეა, დედაჩემი ღამეც რჩება ჩემთან. სიცხეები რომ მაქვს, ეშინია ჩემი დატოვების. ყველა გავაწამე. მისი ყოფნა არ მაღიზიანებს. მაინც ვერ ვდგები ლოგინიდან და მაინც ვერ ვხვდებით მე და ნიკა, ამიტომ რა აზრი აქვს, დარჩება თუ წავა, მაგრამ დღეს მორიგეობა უწევდა და შევჭამე საწყალი ნატალია, სულ ძალით გავაგდე სახლში, მარტო დარჩენა მინდა-მეთქი. მაშინ ექიმს დავუბარებ, რომ ღამით დაგხედოს ხოლმეო. ამაზე როგორ ვეტყოდი უარს, ოღონდ ნიკამ დამხედოს და უარს ვიტყვი?

გვიან მართლა შემოვიდა, სიცხე გამიზომა, წამალი დამალევინა, პულსი გამისინჯა და ხელისგულებზე მაკოცა. რა უცნაურია ხელისგულებზე კოცნა:) ნეტავ ეს მოჭარბებული პატივისცემის გამოხატულებაა, თუ მოჭარბებული სიყვარულის? ბოლოს დააყოლა, უმჯობესია, თუ ჩვენს შეხვედრებს დროებით გადავდებთო. გადადებული არ არის, სიცხიანი სად წამსვლელი ვარ-მეთქი. არა, მარტო ახლა კი არა, რომ მომჯობინდები, მერეცო. ელდა მეცა. ალბათ როგორც ჩანს, მაინცდამაინც არ მოსწონს ჩემთან სექსი. აბა რა ჩემი ბრალია, მე ხომ ჯერ გამოუცდელი ვარ? მასწავლოს და მეცოდინება.

მერე მითხრა, ამგვარი დატვირთვა ცუდად მოქმედებს შენზე, ორგანიზმი ძალიან დასუსტებულია, იმუნიტეტი თითქმის ნულზე გაქვსო. ორ კვირაში ერთხელ მაინც არ შეიძლება-მეთქი? ამ ეტაპზე მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი, ასე აჯობებსო. რა უნდა მეთქვა, ხვეწნას ხომ არ დავუწყებდი «აზაბოჩენი» ქალივით? ნუთუ არ ესმის, ჩემთვის რამდენს ნიშნავს მასთან სიახლოვე?

18 ივნისი

ჩემს ცხოვრებაში ერთფეროვნების ხანა დადგა. აღარაფერი მაინტერესებს, საერთოდ არ ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე. ერთი სული მაქვს, როდის მოვკვდები. სიცოცხლე აღარ მინდა.



25 ივნისი

უკეთ ვარ. გერმანელებმა ჩემი გერმანიაში წაყვანა გადაწყვიტეს, თან განკურნების 90%-იანი გარანტია მომცეს. ვიცი, რომ მაიმედებენ. ამ დაავადების ბოლომდე მორჩენა გამორიცხულია, მაგრამ სხვა რა დამრჩენია, თავი უნდა ვინუგეშო. ჩემთვის მაინც სულერთია ყველაფერი. ხომ გამიხანგრძლივებენ მაინც სიცოცხლეს? ესეც რაღაცას ნიშნავს. ცოტა მეტხანს მექნება ნიკასთან ურთიერთობის შესაძლებლობა. რომ ვხედავ, ესეც დიდი შვებაა ჩემთვის.

ნიკა თბილად მექცევა, ძალიან დიდ გულისხმიერებას იჩენს, მაგრამ ფიზიკურად არ მეკარება, სულ გამირბის, ცდილობს მარტო არ დარჩეს ჩემთან. იცის, რომ შეხვედრაზე ჩამოვუგდებ ლაპარაკს. ნუთუ შეგნებულად არ უნდა ჩემთან შეხვედრა, თუ მართლა ასე აჯობებს ჩემთვის? ჯერჯერობით ვითმენ ამ ყველაფერს.

1 ივლისი

რატომ მიყვარს ასე საშინლად? ალბათ რომ არ მეკარება, უფრო იმიტომ. საერთოდ ასეა _ როცა გრძნობ, რომ საყვარელი ადამიანი გაგირბის, მეტი ლტოლვა გიჩნდება მის მიმართ. მთელი ღამეები ვტირი, დილით თვალებდასიებული ვიღვიძებ. თან მთელი უბედურება ისაა, რომ ვერავის ვუყვები ჩემს გასაჭირს. ისე, შორიდან ვუთვალთვალებ ელისოსა და ნიკას ურთიერთობის «დეტალებს». მაინცდამაინც საგანგაშოს ვერაფერს ვამჩნევ. მე მგონი, ეს მორიგი ჭორი იყო. არა, შეიძლება რაღაც ხდება მათ შორის, შეიძლება საყვარლადაც ჰყავს, მაგრამ ის, რომ ცოლად მოყვანა უნდა, ვფიქრობ, აბსურდია.

16 ივლისი

დღეს საოცრება მოხდა. ნიკა შემოვიდა პალატაში, მარტო ვიყავი. მომიახლოვდა, დაიხარა და ტუჩებში მაგრად მაკოცა. მერე პირი ყურთან ახლოს მომიტანა და ჩამჩურჩულა, ძალიან მომენატრე და ხვალ ღამით გაგიტაცებო.

ჩემს სიხარულს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული.....

პ.ს აქვე გეტყვით ეს ნამდვილი ამბავია ,რომელიც ჩემს მეგობარს გადახდა თავს მისითხოვნით ვაქვეყვებ წინ საინტერესო ამბები გელით ვეცდები ხშირად დავდო :-) მადლობა შეფასებებისთვი



№1 სტუმარი matilda

da es istoria shen dawere? rato atyueb xalxs ver vxvdebi ,

 


№2 სტუმარი matilda

https://svetnov.wordpress.com/2013/10/
აი ნამდვილი ავტორი ამ ისტორიისა
ასე რომ მორჩი ხალხის მოტყუებას

 


№3  offline წევრი tatia27

matilda
https://svetnov.wordpress.com/2013/10/
აი ნამდვილი ავტორი ამ ისტორიისა
ასე რომ მორჩი ხალხის მოტყუებას

da vinmem gitxra me vcertqo? sveta jvaracxelisaa da da vaqveyneb am saitzec rame problema gaq??? :-) nebartva agebuli maq damshviddi xo aravis vatyueb kidev :-) samcuxarod me weris nichi ar maqvs :-)

 


№4 სტუმარი matilda

როცა სხვის მასალას აქვეყნებ ავტორი აუცილებლად უნდა მიუთითო,სანამ მე არ გავაკეთე კომენტარი თავი არც კი შეგიწუხებია რომ მკითხველისთვის გეთქვა,აასე რომ ახლა შენი ახსნა განმარტებები თავის მართლება უფროა.

 


№5  offline წევრი tatia27

matilda
როცა სხვის მასალას აქვეყნებ ავტორი აუცილებლად უნდა მიუთითო,სანამ მე არ გავაკეთე კომენტარი თავი არც კი შეგიწუხებია რომ მკითხველისთვის გეთქვა,აასე რომ ახლა შენი ახსნა განმარტებები თავის მართლება უფროა.

საერთოდ არაფერი მაქ პირადად შენთან თავის სამართლებელი, თუ არ მოგწონს გზა დიდია რა და მე შემეშვი შენი საქმე არააა ვის რომანს გამოვაგვეყნებ ნებართვა აღებული მაქვს ასე რომ დამავალებ თუ საერთოდ თავს დამანებებ :_)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent