შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"სიყვარული იმიტომ არის მტანჯველი რომ სიყვარულია "


17-05-2016, 17:30
ნანახია 1 605

და ერთხელაც გამოჩნდა ის,ის ვისაც ალბათ ამ პატარა ცხოვრების მანძილზე ველოდი და თავისი სულელური და თან თბილი სიტყვებით დაიპყრო ამ პატარა ,გულუბრწყვილო გოგონას გული.გულწრფელად ვიტყვი რომ ამ ადამიანმა ჩემს ცხოვრებაში ბედნიერება შემოიტანა , უფრო გაახალისა და მრავალფეროვანი გახადა, მაგრამ დროთა განმავლობაში, როცა ბავშვური გატაცება ნამდვილ გრძნობაში გადაიზარდა , როცა სრული ბედნიერებისთვის საპასუხო სიყვარული და ერთგულება იყო საჭირო,სრულიად მოულოდნელად აღმოვაჩინე ,რომ ის არიყო ისეთი როგორიც მეგონა. ის არცხოვრობდა ჩემსავით,და რაც ყველაზე მთავარი და გულსატკენია არასდროს უფიქრია ,რომ მე მასზე სერიოზულად ვფიქრობდი და არმინდოდა მისთვის ერთი ჩვეულებრივი გასართობი ვყოფილიყავი როგორც ბევრი სხვა. სწორედ აქედან იწყება დაუმთავრებელი იმედგაცრუება ,ტკივილი რომელიც ზოგჯერ იმდენად აუტანელია რომ სიცოცხლე აღარ გინდა,ყველაზე დიდი „უბედურება“ და თან ბედნიერება კი ის არის რომ გიყვარს და მისგარეშე არშეგიძლია , განსაკუთრებით მაშინ როცა ამ გრძნობას პირველად განიცდი და უბრალოდ სასწაულია , სიტყვებით ვერგადმოვცემ ისეთი სასწაული. ის წუთებია როცა პირველად ხედავ და მოუსვენრობა გეუფლება,თვალს ვერ უსწორებ და აღარ იცი საით გაიხედო,როცა პირველად გეხება და ტანში ჟრუანტელი გივლის, როცა გეხუტება და გგონია რომ მხოლოდ შენია და სხვასთან იგივეს არასდროს გააკეთებს როცა სიყვარულს გიხსნის და გგონია რომ ამ სიტყვებს მხოლოდ შენ გეუბნება...და მერე იგებ რომ ასე არარის ...დამანგრეველია...ცდილობ დაივიწყო,აპატიო,აუხსნა რომ ცუდად იქცევა,რომ იმ ადამიანს კარგავს ვისაც უსაზღვროდ უყვარს ,ვინც ყველაფერს დათმობს მისგამო..მაგრამ რატომღაც არ ესმის, ან არუნდა გაიგოს..ზოგჯერ ხვდება დანაშაულს გპირდება, რომ გამოსწორდება ასე აღარ მოიქცევა ,მაგრამ მაინც იგივეს აკეთებს ...და თან სიყვარულს გეფიცება..სასაცილოა და თან სატირალი..ერთგულება მხოლოდ ერთგულებას ვითხოვდი გაცნობის დღიდან ,მაგრამ ვერასდროს ასრულებდა ისე როგორც საჭირო იყო. სულ ვცდილობდი მომეთმინა,იმ დღეს ველოდებოდი როცა თვითონ მიხვდებოდა რომ ცუდად იქცეოდა , გულწრფელად მეტყოდა, რომ დაფიქრდა ყველაფერზე და მიხვდა რომ ჩემთვის უკეთესი გახდებოდა და შეასრულებდა იმას რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ..ყოველ დღე ,ყოველ ღამე ამაზე ვოცნებობდი,განსაკუთრებით მაშინ როცა მისი ერთ ერთი შეცდომით გულნატკენი ვიწექი ,საბანს თვალებზე ვიფარებდი და ჩუმად ვტიროდი რომ ვინმეს ჩემი ცრემლები არ დაენახა...ჩემთავზე ვბრაზობდი რომ საშვალება მივეცი ასე შემყვარებოდა, აქამდე მომეყვანა ურთიერთობა, ახლა დაშორება უბრალოდ შეუძლებელი იყო. მე ასე მიმაჩნდა ყოველშემთხვევაში..ორი დღეს რომ არ მიმეწერა ვერ ვსუნთქავდი , არაფერი არმინდოდა მისი ამბის გაგების გარდა და მისი ერთი „მიყვარხარს“ თუნდაც უგულოდ ნათქვამის წაკითხვის გარდა. მე მხოლოდ მისით ვცხოვრობდი მაგრამ ის არა ,ის არ ცხოვრობდა მხოლოდ ჩემით.ასე გავიდა ერთი წელი,მერე დაიწყო მეორე,შედარებით უკეთესი მგონი მასაც შევუყვარდი ,მაგრამ ალბათ იმდენად ვერა რომ სხვისთვის არ გაეხედა,,ან სულაც არიყო საკმარისად ჩამოყალიბებული სიყვარულისთვის ....მე ხომ შემეძლო ერთი უბრალო სიტყვით დამემთავრებინა ყველაფერი ,მაგრამ ამას ვერ ვაკეთებდი ,რაღაცის იმედი მქონდა მიუხედავად ყველაფრისა ....... სულ ვცდილობდი,ვცდილობდი,ვცდილობდი... რომ ისე ეფიქრა როგორც მე ვფიქრობდი ,ეცადა ჩემს ადგილას წარმოედგინა თავი,მაგრამ ეს იმედგაცრუება არასდროს მტოვებდა რატომღაც...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent