გამოცდა (თავი 4)
დილით ჩემი ტოროლები 8 საათზე იღვიძებენ, თავზე მახტებიან და ტელევიზორის ჩართვას მთხოვენ. მეც ვაყენებ მათთვის სასურველ არხს და აბაზანაში შევდივარ. გამოსული სპორტულებს ვიცვამ, სქელ ფარდებს ვწევ და გარეთ ვიყურები. იქ კი ჩემს დივანზე ცაძინებულ ნიკოლოზს ვაწყდები. ტანში შიშისგან მცრის და ფარდებს უკან ვაბრუნებ. ბავშვებს სიჩუმისკენ მოვუწოდებ და მათთან საწოლში ვბრუნდები. შეშინებული უკვე ვიწყებ იმაზე ფიქრს რომ მოვუყვე თუ არა ყველაფრის შესახებ გიოს. მაგრამ უკვე ვიცი ასეთ ნაბიჯს რა მოყვება. ჩემი მესაკუთრე ქმარი რასაც იზამს და შეშინებული ვიღებ გადაწყვეტილებას რომ თავად მოვაგვარო ეს სიტუაცია. პირველად ცხოვრებაში დასახმარებლად არ მივმართავ გიორგის და ამის გამო შიში მიპყრობს. ტელეფონს ვიღებ მშობლებს ვურეკავ და დედაჩემის ჩამოსვლის დროს ვაზუსტებ. „რა მოითმენს საღამომდე“ ვფრუტუნებ ჩემთვის და ჩუმად გარეთ ვიხედები. დივანი ცარიელია. გულზე მეშვება, ფარდებს ვწევ, კარებს ვარებ და ბავშვებს საუზმობისთვის ვამზადებ. ნომრიდან გასულს წინ ანნა მეფეთება, ბავშვთან ერთად. მიხარია იმ იდიოტის არყოფნა და ხასიათიც სასწრაფოდ მიკეთდება. საუზმობისას ანნა ჩვენს მაგიდასთან ჯდება, აშკარაა ჩემთან დამეგობრებას ცდილობს. სასეირნოდ წასულები კი ძვლების ტკივილს უჩივის და ვითომ საიდუმლოდ მეუბნება, რომ წუხელ მის მეუღლეს ზედმეტები მოუვიდა და დილით ძლივს აეფხიკა საწოლს. მე მის ნათქვამს არ ვიმჩნევ და არაფრის მთქმელ სახეს ვიღებ. დღეს მე და ბავშვები ძალიან მხიარულად ვატარებთ. ნასაუზმევს და ნასადილევს გიო მირეკავს. ისეთი მოწყენილი ხმით მელეპარაკება რომ თბილისში გაქცევა და მისი ჩახუტება მინდება. მონატრებას ვერც ის მალავს და მთხოვს ბავშვებთან ერთად სელფი გადავიღო. „თქვენი დანახვა მჭირდება“- მეუბნება მოწყენილი და უკან დაბრუნებას მთხოვს. რა სჭირს ამ ბიჭს? გულახდილად ვთქვათ თვითონ არ მომიშორა თვიდან? მართალია პირველად ვართ ერთმანეთისგან ასე შორს და მეორე დღეს ვატარებთ ცალ-ცალკე, მაგრამ ასე თუ გაუჭირდებოდა უჩემოდ ნამდვილად არ მეგონა. „მჭირდები სალომე, წამოდი რა“ მიმეორებს ისევ და მეც ვახსენებ რომ მისი ინიციატივით ვართ აქ და თავად დაგვაბრუნოს უკან. „კარგი“ მპასუხობს მტკიცედ და ტელეფონს მითიშავს. დღეს უკვე მეორედ რეკავს მსგავსი თხოვნებით. გიოს გარეშე მეც ძალიან მიჭირს, პირველად ვაკეთებ ყველაფერს დამოუკიდებლად და იმ დაცულობის და კომფორტულობის შეგრძნება მენატრება რასაც გიოს გვერდით ყოფნისას ვგრძნობ. მერე დედამთილ-მამამთილი მირეკავს და მათგან ვგებულობ გიოს რამე მათთან გაუთევია. ამაზე გული მჩვილდება და ტირილს ძლივს ვიკავებ. გამხიარულების მიზნით ბავშვებს მგელობანას ვეთამაშები და დაჭერილებს ორივე ლოყას ვაჭამ. მთელ პარკს ვიპყრობთ ჩვენი ჟრიამულით. მეც მატთან ერთად დავრბივარ და გავჭყივი. რამოდენიმე ოჯახსაც ვეცნობი და მათგან წამოსულ დადებით ემოციებს ვგრძნობ. უცემ იმ ირონიის სიტყვები მახსენდება „მთელი სასტუმროს კაცები როგორ გიყურებენ“ და მეც თვალს ვავლებ მეზობლებს. არამარტო კაცებისგან, ქალებისგანაც ვგრძნობ შემფასებლურ მზერას და ცოტა ვიძაბები. მაგრამ ამ ყველაფერს ვცდილობ ყურადრება არ მივაქციო. ახალგაცნობილებთან ბუნებრივად და თავაზიანად ვიქცევი. ბავშვებიც ხელს მიწყობენ და დამშვიდობებისას უამრავ კომპლიმენტს ვისმენ. ესეც შენ იდიოტო ექიმ-ფსიქოლოგო თუ რაც ხარ. სიამოვნებით ვპასუხობ ამღერებულ ტელეფონს და გიოს პირდპირ ვაჯახებ -მიყვარხარ სიცოცხლე და უკვე საშინლად მენატრები. მისი ჩაცინების და სუნთქვის ხმა მესმის და მერე სასურველი სიტყვები. -მეც მიყვარხარ სალომე. ცუდად ვარ. უთქვენოდ სახლში მისვლა არ მინდა. წუხელ შენს გარეშე ვერ დავიძინე და შუა ღამეს წავედი ჩემებთან. აწი აღარასოდეს გაგიშვებთ მარტოს. არცერთი ვოიაჟი ქალბატონო უჩემოდ.- მემუქრება ტელეფონიდან და ჩემტან ერთად იცინის. მე „ეგოისტს“ ვეძახი და კოცნებს ვუგზავნი. მერე კი მის თხოვნას ვასრულებ და ბავშვებს ვალაპარაკებ. მაშო ტელეფონს უცინის და ხმას არ იღებს. მათე კი დეტალებში უყველა დღის შთაბეჭდილებებს და დიმიტრისაც უხსენებს. სადილობის დროს უკან ვბრუნდებით და სასტუმროს ეზოში შესულები წასასვლელად გამგზავრებულ ნიკოლოზს ვხედავთ. ანნას ეზახის რაღაცას ეუბნება, მერე ცოლ-შვილს კოცნის და მე უტეხად მიქნევს ხელს. მეც ვითომ ვუღიმი, ზურგს ვაქცევ და სასტუმროში შევდივარ. უტეხი! სამი საატისთვის დასასვენებლად წამოწოლილებს აივნის კარებზე კაკუნის ხმა გვესმის. კარს ვაღებ და ანნას და დიმიტრის ვეპატიჯები. ბავშვები მაშინვე თამაშს იწყებენ. მე და ანა კი გარეთ აივანზე ვსხდებით. დაახლოებით ნახევარ საათში ანნა მეუბნება რომ ცოტა საქმეები აქვს, უცებ მოაწესრიგებს და მოვა. მთხოვს დიმიტრი ციტა ხნით დავიტოვო და მეც თანხმობას ვუცხადებ. ბავშვებთნ ვბრუნდები, მათთან ვჯდები და მეც თამაშს ვიწყებ. მათ ჭიჭყინში და ბუტიაობაში ისე გადის დრო რომ 6 საათიც მოდის. ვახშმობის დროა ანნა კი არ ჩანს. ამდენი საათი ბავშვი არ უნდა მოეკითხა? ასეთი საქციელით მასზე წარმოდგენა მეკარგება. მე ასე ვერასდროს ვერ მოვიქცევი. ჩემს შვილებზე პასუხისმგებლობას ვერავის ავარებინებ და არც არავის ვენდობი ისე რომ მათ ჩემი შვილები საათობით დავუტოვო. გამონაკლისი ბაღია და იქაც ყველასთან ვმეგობრობ. ექვს საათზე დიმიტრი ტავის ნომერში გავუშვი, თვალს ვადევნებდი და რომ შევიდა ოთახში მეც საკუთარს მივაშურე. წამებში ჩემს აივნის კარებზე ბრახუნი ატყდა და ოთახში შეშინებული დიმიტრი შემოვიდა. ოთახი ცარიელი ხოლო კარები გარედან დაკეტილი დახვედრია. ბავშვი შეშინებული მთხოვდა დედის პოვნას. სხვა რა გზა მქონდა. ბავშვები ჯერ ვავახშმე და შემდეგ შევუდექი ანნას ძებნას. არც სასადილოში და არც მისაღებში ჩანდა. მერე პერსონალს მენეჯერის მოყვანა ვთხოვე, რომ მისთვის ანნას ნომერი მეკითხა. არც მენეჯერი იყო ადგილზე. შიშისგან გული ამოვარდნას მქონდა და ვიგრძენი როგორ მეცლებოდა მუხლებში ძალა. მსახურებმა რომ გაიგეს ცემი შეშფოთების მიზეზი, ერთმანეთს გაურკვეველი და ირონიული მზერით გადახედეს და თვალებით ჭერისკენ მიმითითეს. მე, არ დაგიმალავთ და ვერაფერ მივხვდი. მათ კი ვითომ არაფერი უთქვამთ გაწელილი ტუჩებით ბარი მიხსენეს და თავიანთ საქმეებს მიუბრუნდნენ. მაშინვე გამახსენდა რომ მეექვსე სართული ისე იყო მოწყობილი როგორც კლუბი. ალბათ ანნა იქ არის, გავიფიქრე და ბავშვები ჩვენს ოთახში შევიყვანე. აქამდე დამალული პედი გამოვაჩინე და მათეს ჩავაბარე. სამივე კომფორტულად მოვაწყვე დივანზე და პლედი მივაფარე. აივნის კარები შიგნიდან ჩავკეტე და ბავშვებს დავუბარე რომ ჩემს მოსვლამდე არსად გასულიყვნენ. ოთახი გარედან ჩავკეტე და სულ სირბილით გავეშურე მეექვსე სართულისკენ. ბარში შესულს მეტყველების უნდარი სულ დამეკარგა. ერთ ადგილას გაშეშებული, პირდარებული ვუყურებდი ვულგარულად ჩაცმულ და მამაკაცების ყურადრებით აღტკინებულ ანნას. ისე იჯდა ბარის სკამზე რომ მთელი საცვალი მოუჩანდა. მარჯვენა ფეხი ისე გადაედო მარცხენაზე რომ მუხლი და წვივი მარჯვნიმ მჯდომი კაცის კალტაში მოეთავსებინა. თვითონ კი უკან გადახრილიყო და მარცხნივ მჯდომ ბიჭს ეკვროდა ზურგით მკერდზე. ჩემი დაჯინებული თხოვნისა თუ ბრძანების მიუხედავად ანნა ადგილიდან ვერ დავძარი. გათიშული მთვრალი იყო და ენას ძლივს აბრუნებდა პირში. ამიტომ დახმარებით მის გამრთობ მამაკაცებს მივმართე , მაგრამ კინაღამ თვითონ გავხდი საშველი. როცა ვერაფერს გავხდი და ისიც დავინახე რომ ეს გამტყვრალი კაცები წარბების ქაცვითა და ტუჩების ლოკვით ჩემსკენ მოიწევდნენ, ანნას ტელეფონს დავსტაცე ხელი და უკანმოუხედავად გამოვვარდი ბარიდან. ოთახში დაბრუნებულს სრული სიმშვიდე დამხვდა. დიმიტრის ვუთხარი რომ დედიკო მალე მოვიდოდა და თვითონ აივანზე გავედი ნიკასთან დასარეკად. მისი ნომრის ძიება არც დამჭირვებია. ბოლოს მისტვის დაერეკა ანნას ცემგან გასვლის შემდეგ. მეც ნიკას ნომერს დავაწექი და ორი ზარის სემდეგ მისი დარლილი ხმაც გავიგე. -დაახლოებით 20 წუთში მანდ ვიქნები ანნა. ახლა გადმოვუხვიე ბორჯომისკენ. -იცით ნიკა მე სალომე ვარ. ანნა აქ არ არის.-ვუპასუხე მორიდებით. -სალი როგორ ხარ? მოიცა აბა ანნა სად არის?- უცებ მომაყარა კითხვები და მეც დაძაბული ხმით მოკლედ მოვუყევი ანას მდგომარეობის შესახებ. ვთხოვე მალე მოსულიყო. ისიც ავუხსენი რომ დიმიტრი მე მყავდა და ბავშვი საოცრად შფოთავდა. -არ ინერვიულო სალომე 10 წუთში მანდ ვარ. და თუ არ შეგაწუხებს იქნებ ცოტა ხნით კიდევ დაიტოვო დიმიტრი?- განერვიულებულმა მთხოვა. მეც თანხმობა განვუცხადე და ოთახში შევბრუნდი. ბავშვებს პედი გამოვართვი და ხატვა შევთავაზე. ხალიცაზე ფანქრები და ფურცლები დავყარე და ცხოველების ხატვაში შეჯიბრი გამოვაცხადე. ისინიც გამალებით შეუდგნენ საოცარი არსებების ხატვას. საბოლოოდ ისევ მე დამჩაგრეს და შეკვეთების მოცემა დაიწყეს. მეც ვასრულებდი მათ თხოვნებს და პრიზად კოცნებს ვირებდი. ასე სიცილ-თამაშში 9 საათიც მოვიდა. მეც ბავშვები საძილედ მოვამზადე და დავაწვინე. დიმიტრის მხოლოდ ხელ-პირი მოვბანე, ტანსაცმელი გავხადე და დივანზე მივაწვინე. ისიც პლედში გაეხვა და წრუწუნასავით ამომხედა. მინდოდა მოვფერებოდი, მაგრამ მისი მსგავსება ნიკასთან მაფრთხობდა. მათეს თხოვნით ზრაპრების წიგნი გადავშალე და განძთა კუნძულის კითხვა დავიწყე. მოგვიანებით ჩაძინებულებს საბნები გავუსწორე და აბაზანაში შევედი. ნახევარ საათიანი ნებივრობის შემდეგ ისევ სპორტულებში გამოვეწყვე და ოთახის მოწესრიგება დავიწყე. ათი საათი იქნებოდა კარებზე ფრთხილი კაკუნის ხმა რომ შემომესმა. ოთახში და აივანზე შუქები უკვე ჩამქრალი მქონდა და ამიტომ ვერ დავინახე ნიკა იყო თუ არა. მოსაცმელი მოვიცვი, კარები გავაღე და უკმაყოფილო სახით გავედი აივანზე. იქ კი სახე წაშლილი და სრულიად განადგურებული ნიკოლოზი დამხვდა. ხელებში თავჩარგული იჯდა დივანზე და ქვემოდან შემომცქეროდა. მისი შემხედვარე გამომეტყველება მეც შემეცვალა, თითქოს შემეცოდა კიდეც. მაგრამ მერე დიმიტრის თვალები გამახსენდა და ბრაზმა ისევ მომიარა. საუბრის წამოწყება არც კი მიცდია. კარებს მოვშორდი და ამით მივანიშნე რომ შესულიყო და ბავშვი თავისთან წაეყვანა. ის კი ჯიუტად მე შემომყურებდა და მისი მზერით მაიძულებდა მეც თვალებში მეყურებინა მისთვის. ვერ მოგართვი! განვაცხადე გონებაში და თავი გვერდით მივაბრუნე. მიყურე ახლა რამდენიც გინდა. -ყველაზე მეტად შენგან ემი ამ კუთხით გაცნობას არ ვისურვებდი- დაიწყო მოულოდნელად. -ვერ დავუშვებ რომ ჩემს მიმართ სინანულის გრძნობა გაგიჩნდეს- რატომღაც ნელ-ნელა ხმას უმატებდა. - მაგრამ ვერც იმას დავუშვებ რომ ის იფიქრო ჩემზე რასაც ახლა შენს სახეზე ვხედავ, როგორც მამასა და ქმარზე.- ხელებით სახე დაისრისა და წამოდგა. -ის რაც მოხდა... -არ მაინტერესებს ნიკა- შევაწყვეტინე საუბარი.-შენგან ყოველშემთხევისთვის. განვუცხადე მტკიცედ. -ახსნა-განმარტებებს ანნასგან ველი მისი ჩემდამი უპატივცემულობისა და უყურადრებობის გამო. ახლა კი ძალიან დამავალებ თუ დიმიტრის გაიყვან და დასვენების საშუალებას მომცემ. დღეს ძალიან ემოციური და დამღლელი დღე მქონდა. -ამის დედას შევ***...რა გავაკეთო იმისთვის რომ ეგეთი სახით არ მიყურო და არც მსგავსი ტონით მელაპარაკო? ვცდილობ აგიხსნა და შენ არც კი მისმენ. ერთი იცოდე, შენდამი უპატივცემულობას არავის.... ფუ შენი...-შეიგინა ისევ და ოთახში შევარდა. ბავშვი აიყვანა და გასვლისას ჩუმად ჩამჩურჩულა განადგურებული ხმით: -მადლობა სალომე. მეტის მოსმენა აღარც მე მინდოდა. ოთახში საჩქაროდ შევვარდი, კარები ჩავკეტე და მოცელილივით დავემხე ბალიშს. ეს რა სადარდებელი გავიჩინე, ესენი ვინ არიან, ან რას გადამეკიდნენ?! თუმცა ძილის ბურუსში გახვეული ვგრძნობ როგორ მეცოდება ნიკა და დიმიტრი. ვერ ვივიწყებ ნიკას გამომეყველებას და მასზე ფიქრში მეძინება. დილით გაღვიძებული ვხედავ რომ ჩემს გვრიტებს ჯერ კიდევ ძინავთ, არადა საათი ათის ნახევარს აჩვენებს. „ღმერთო მადლობა ასეთი შეგნებული შვილებისთვის“ ვბუტბუტებ ჩემთვის და დასვენებული სახით შევდივარ აბაზანაში. თავს ვიწესრიგებ და ჩაცმულ-დახურული ვაღვიძებ ბავშვებს. ისინიც მოშიებულები სწრაფად დარბიან ოთახებში და თერთმეტის ნახევარზე გამზადებულები ჩავდივართ სასადილოში. დარბაზში შესული ჩემზე მოშტერებულ ნიკას ვაფიქსირებ და მისგან რაც შეიძლება მოშორებით ვიკავებ ადგილს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.