ცხოვრება სიყვარულის ელემენტებით (1თავი)
-ამ ბიჭის ოთახი როგორ სულ არეულია რა-უკმაყოფილოდ ვთქვი და ისევ ჩემი საფულის ძებნა დავიწყე, რომელიც ორი დღის წინ დავკარგე, როდესაც მეგობრები დაჩის აგარაკზე ვიყავით ამოსულები. თითქმის მთელი სახლი გადავატრიალე და ბოლოს ძლივს ვიპოვე ჩემი საფულე, რომელიც საძინებელში, სკამის უკან ეგდო. -ეს რაღაა-ჩავილაპარაკე მობეზრებულმა და ხელში პატარა ფურცელი ავათამაშე. "დაჩი მაპატიე, ვიცი ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. კვირას იქ მოდი სადაც ვხვდებით ხოლმე, ყველაფერს აგიხსნი. ანა" -ისევ მორიგი გოგოს, მორიგი წერილი-თავი გადავაქნიე და ფურცელი ჯიბეში ჩავიჩურთე. უკვე სახლის კარებს ვკეტავდი, მამამ რომ დამირეკა. -გისმენ მა. -ვიცი, ნახევარ საათში მაქ ვიქნები. ტელეფონი გავთიშე და ტაში შემოვკარი. რა მაგარია, ალბათ დღეს მამამ სიურპრიზი უნდა გამიკეთოს, მაგრამ ის არ იცის რომ მისი სიურპრიზი-სწავლის გაგრძელება ინგლისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, შემთხვევით უკვე ვნახე. მანქანა დავქოქე და სახლისკენ წავედი. -დედა, მამა სად არის?-ვიკითხე მაშინვე როგორც კი ოთახში შევდგი ფეხი. -ალბათ მალე მოვა-მითხრაგვანცამ. -დედა, მამა სად არის?-ისევ გავიმეორე კითხვა და ამჯერად დედას პასუხს დაველოდე. -კაბინეტშია და მალე გამოვა, გელოდებოდა. -წავალ, გამოვიცვლი-ფეხზე ავდექი და კიბეებისკენ გამევართე. -ელენე, დამელოდე-ისევ გვანცას ხმა მომესმა, მაგრამ არ გავჩერებულვარ.-ელენე -რა გინდა?-უკმაყოფილოდ შემოვტრიალდი და დაღლილმა გავხედე. -მისმინე, შეილება დღეს შენი მანქანა წავიყვანო? -არა-მოკლედ მოვუჭერი და კიბეები ავირბინე. ეს გოგო გვანცაა. მამაჩემის მეგობრის შვილი. იმის შემდეგ რაც მშობლები დაეღუპა ჩვენთან ცხოვრობს. მამას ძალიან უყვარს და შვილად აღიარებს, მაგრამ მე პირიქით მძულს. დარწმუნებული ვარ არც თვითონ გიჟდება ჩემზე. მე კი ელენე ვარ, შავგრემანი ცისფერი თვალებით. ტანსაცმელი გამოვიცვალე და დაბლა ჩავედი, სადაც უკვე მოეყარათ თავი. -ელენე, მოდი შვილო-გვერდით დამიყენა მამამ-როგორც იცით მე ჩემი ქალიშვილებით ძალიან ვამაყობ, ისინი ყოველთვის სამაგალითონი არიან. ამიტომ გადავწყვიტე სიურპრიზი მომეწყო, სექტემბრიდან ინგლისის უნივერსიტეტში სწავლას გააგრძელებს გვანცა. შვილო შენ ჩემთვის იმედი არასდროს გაგიცრუებია. მუხლებში სისუსტე ვიგრძენი, მეგონა წავიქცეოდი. ზიზღის გრძნობა დამეუფლა როცა გვანცას კმაყოფილ მზერას გადავაწყდი. ეს, ნუთუ ეს ყველაფერი გვანცასთვის იყო? -მამა, შენ, ხო მაგრამ ინგლისში მხოლოდ გვანცა ისწავლის?-ბოლო იმედს ჩავებღაუჭე, არ მჯეროდა რომ მამა ასე გამჭირავდა და ჩემს ოცნებას სხვას აუსრულებდა.ჩემს მტერს, ვინც ყველაზე მეტად მძულდა. -ხო შვილო, გვანცა ამას იმსახურებს. ის ჩემთვის.. -საკმარისია მამა-სიტყვა გავაწყვეტინე და თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე- მე გთხოვდი ამდენი წლის განმავლობაში არ ყველაფერს, თავს არ ვზოგავდი რომ მესახელებინე და ახლა ამბობ რომ გვანცას უშვებ ლონდონში, შენს ღვიძლ შვილს ზურგს აქცევ? მამა ჩემსკენ წამოვიდა მაგრამ მას არ დავლოდებივარ, ოთახში ავვარდი და ცრემლებმა იწყეს ჩემი თვალებიდან დენა. იქვე ჩავიკეცე და ასე ვიყავი რამდენიმე საათი. ბოლოს კარის ხმამ მომიყვანა გონზე. გვანცა. მისი ნახვა ახლა ყველაზე ნაკლებად მინდოდა. -ელენე, რაგჭირს, შენ რა ტირი, რატომ? ალბათ გეწყინა არა მამიკოს მე რომ უფრო ვუყვარვარ, რას ვიზამთ ასეთია ცხოვრება. ხომ ხედავ, ყველაფერი ერთ წუთში იცვლება, რამდენიმე საათის წინ მანქანა გთხოვე მაგრამ შენ არ მომეცი. თუმცა მე შენზე გულკეთილი ვარ, გინდა დაგითმო ბილეთები? გინდა? მაგრამ არა, გადავიფიქრე. ვფიქრობ შესანიშნავი იქნება მთელი წლის ინგლისში გატარება, არა ამას ვერ დაგითმობ-ლაპარაკობდა, თან დამცინავად აპაერბდა ჩემსკენ მზერას. მინდოდა მივვარდნოდი და ნაკუწ-ნაკუწ მექცია. -გაეთრიე, გაეთრიე აქედან-ვიყვირე წყობილებიდან გამოსულმა. -როგორც იტყვი თოჯინა-სარკასტულად ჩაილაპარაკა და ოთახი დატოვა. არა,მის გვერდით ვეღარ ვიცხოვრებ, არ შემიძლია. ან ის დარჩება აქ ან მე. მძულს ეს ტუტუცი, გათამამებული გოგო, რომელიც სხვების თვალში კრავია. მხოლოდ მე ვიცი რას წარმოადგენს სინამდვილეში. როცა მუცლის ტკივილი ვიგრძენი მხოლოდ მან გამახსენდა რომ მთელი დღე არაფერი მიჭამია. მაგრამ ახლა დაბლა ვერ ჩავიდოდი. არაფერი მომივიდოდა ერთი დღე მშიერი თუ დავიძნებდი. საბანში გავეხვიე და ფიქრი დავიწყე: უკვე ხუთი წელია გვანცა ჩვენს სახლში ცხოვრობს, ხუთი უბედური წელია. იმის შემდეგ არ ვყოფილვარ ბედნიერი რაც მან ჩემს სახლში ფეხი შემოდგა. ყველაზე მეტად იმაზე მეშლებოდა ნერვები რომ როცა რამეს აშავებდა და მე ამის შესახებ ყველას ვეუბნებოდი ჩემი არავის სჯეროდა, ყველა მას უჯერებდა. ამ ფიქრებში გართულს მალევე ჩამეძინა. ათი საათი იყო დილით რომ გამომეღვიძა. ყველაფრის მიუხედავად მაინც ბედნიერი ავდექი ფეხზე, დღეს ხომ ჩემი დაბადების დღე იყო, ჩემი მეცხრამეტე დაბადების დღე. იმის მიუხედავად რომ დღეისთვის არაფერი მქონდა დაგეგმილი მაინც ლამაზად გამოვეწყვე და დაბლა ჩავედი. -დედა-დავიძხე კიბეებიდან. -მოდი საყვარელო, დაბადების დღეს გილოცავ, სულ ასეთი მხიარული და ბედნიერი ყოფილიყავი. -მადლობა დე-გავუღიმე და ჩავეხუტე. -გილოცავ შვილო-მამამაც მომილოცა და საჩუქარი გამომიწოდა. -მადლობა-ჩუმად ვთქვი და ოთახი მოვათვალიერე, რა ბედნიერებაა გვანცა არსად ჩანს-გვანცა სად არის? -შენთვის საჩუქრის ასარჩევად წავიდა, მალე მოვა-მიპასუხა დედამ -ნეტავ საერთოდ არ დაბრუნდეს, ამაზე უკეთეს საჩუქარს ვერაფერს მაჩუქებს-კმაყოფილმა ჩავილაპარაკე და სწორედ ამ დროს გაისმა კარის ხმა. ზღურბლთან გვანცა იდგა, პარკი დაბლა დააგდო და გარეთ გაიქცა. -ელენე-ოთახში მამას მკაცრი ხმა გაისმა-სწრაფად დაეწიე და ბოდიში მოუხადე. როგორ არ გრცხვენია, მას შენთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთესბია, სწრაფად წადი. -საყვარელო იქნებ არ ღირს, გოგონა დამშვიდდება და დაბრუნდება-შეეპასუხა დედა. -არა ნინო, ელენე ახლავე წავა და მანამ არ დაბრუნდება შინ სანამ გვანცასაც არ მოიყვანს-მკაცრად გამოაცხადა მამამ. -შესანიშნავია, ამაზე უკეთეს დაბადების დღეს ვერ კი ვინატრებდი-ვიყვირე და სახლი დავტოვე. ესეც გვანცას მორიგი თეატრი. დარწმუნებული ვარ ყველაფერი განგებ გააკეთა. მანქანა დავქოქე და გვანცას სახლისკენ წავედი. მაგრამ მალევე გავაჩერე ავტომობილი და გადავწყვიტე ტაქსით წავსულიყავი, რადგან თავბრუ საშინლად მეხვეოდა და საჭესთან უსაფრთხოდ ვერ ვიქნებოდი. დანიშნულების ადგილას მალევე მივედი . ტაქსისტს ფული გადავუხადე და ბინაში შევედი. სწრაფად ავირბინე კიბეები და კარზე დავაკაკუნე. ხუთ წუთიანი უშედეგო ცდის შემდეგ მივხვდი რომ აქ არ იყო და სახლში წასვლა გადავწყვიტე. თავბრუ საშინლად მეხვეოდა. კიბეებს ძვლის ჩავუყევი. რამდენიმე საფეხური მქონდა დარჩენილი როცა თავბრუ ისევ დამეხვა და ვიღაცას დავეჯახე. სწრაფად მოვედი აზრზე და ბიჭს ავხედე. ამ მდგომარეობაში ყოფნაც კი გავარჩიე მისი უზადოდ ლამაზი სახის ნაკვთები, ღია თაფლისფერი თვალები და ყავისფერი თმები. ეს ჩემი პირველი ისტორიაა, რას იტყვით ღირს გაგრძელება? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.