შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Fight for Love... (15 თავი)


21-05-2016, 11:25
ავტორი Katty21
ნანახია 1 818

- როგორ გამიხარდა შენ ვერც კი წარმოიდგენ _უფრო მააგრად მოვეხვიე მონატრებულ დაქალს
- ჩემი დებილი. შენ გეგონა არ ჩამოვიდოდი?
- რავი ისე ლაპარაკობდი..
- რომმითხარი 21შიო მეორე დღესვე ავიღე ბილეთები და სულ ტყუილად მიბრაზდებოდი ხოლმე
- ოო მერა ვიცოდი. ვაააა იკა შენც ჩამოხვედიიი? _ თამოს მოვშორდი და ირაკლი გადავკოცნე. როცა თამოს ველაპარაკებოდით უმეტესად იკაც იქ იყო და ძალიან დავუახლოვდით მე და გიო.
- კიი ძალიან მინდოდა თქვენი ახლოდან გაცნობა და რომც არ მდომოდა ეს ქალბატონი ძალით წამომათრევდა
- ძალიანაც კარგს იზავდა. თამო წამოო ერთიწუთი აივანზე _ გიოს და იკას გავუღიმე და თამო აივანზე გავიყვანე
- მაინც ვერ ვხვდები რა ურთიერთობა გაქვთ შენ და იკას
- საუკეთესო მეგობრები ინ ექშენ
- დარწმუნებული ხარ?
- კიი გოგო ძაან მაგრად ვართ.
- კაი ჰო. სანდროსთან რას აპირებ?
- რამეს უნდა ვაპირებდე?
- რავი...
დღეები ძალიან სწრაფად გადიოდა, გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე მოვიდა 21 ივნისი. სხვათაშორის ისეთი კაბა როგორიც მინდოდა წინა დღეს აღმოვაჩინე ერთ-ერთ მაღაზიაში და ეგრევე "ვეტაკე".
ქორწილის დღე იყო ზუსტად ისეთი, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი.ჩემი მეჯვარე თამო იყო, გიოსი - ალექსანდრე. ვიყავი არაამქვეყნიურად ბედნიერი და ამავდროულად ძალიან ამაყი იმით რომ ჩემი ბავშვობის სიყვარული, პირველი და ყველაზე გულწრფელი სიყვარული, ჩემი დევდარიანი ახლა უკვე ჩემი "ქმარი" იყო.ვიყავი ამაყი იმით, რომ ჩვენმა ურთიერთობამ ძალიან ბევრ დაბრკოლებას გაუძლო და ახლა, 7 წლიანი ერთად ყოფნის შემდეგ, ჩვენ უკვე ცოლ-ქმარი გვქვია და ამით არა მარტო ჩვენს თავებს, არამედ ყველა ჩვენს გარშემომყოფსაც ვაბედნიერებთ. ყველაზე მეტად ის მაბედნიერებდა რომ, რაზეც მთელი ეს 7 წელი ვოცნებობდით ახდა,და ყოველ დილას მასზე ჩახუტებული გავიღვიძებ, მის მკლავებში გავიღვიძებ, იქ სადაც თავს ყველაზე ბედნიერად და უსაფრთხოდ ვგრძნობ. ზუსტად ვიცი რომ, ჩვენი სიყვარული და ურთიერთობა არასდროს არ შეიცვლება, რამდენი პრობლემაც არ უნდა გვქონდეს. ამბობენ ქორწიილის შემდეგ ყველა იცვლებაო მაგრამ მე მჯერა და მწამს რომ ჩვენ 25 წლის შემდეგაც ისევ ისეთი გიჟები და ცანცარები ვიქნებით როგორებიც 7 წლის წინ ვიყავით, როგორებიც ახლა ვართ. 25წლის შემდეგაც ისე გვეყვარება ერთმანეთი როგორც 7 წლის წინ და როგორც ახლა.სიყვარული უკვდავია ხომ ასეა? რაც არ უნდა წაგართვან, რაც არ უუნდა დაგიშავონ, სიყვარულს ვერ წაგართმევენ, მას ვერაფერს დაუშავებენ, რათქმაუნდა თუ ის ნამდვილია.
- ალექსანდრე, მარიამი და ლუკა არა? _ძალიან ჩუმად და ტკბილი ხმით მკითხა ფიქრებში წასულს და წამში გონზე მომიყვანა. როდესაც ერთმანეთი გავიცანით რაღაც სახელებზე ჩამოვარდა ლაპარაკი და მე ვუთხარი რომ ალექსანდრე მარიამი და ლუკა მომწონდა სახელებიდან ძალიან და დავაყოლე რომ ჩემს შვილებს სწორედ ამ სახელებს დავარქმევდი. ისიც დამეთანხმა, თურმე მასაც ძალიან მოსწონს ეს სახელები და მითხრა ჩემს შვილებსაც ესენი ერქმევაო.ამის გახსენებაზე, და იმაზე რომ ეს ყველაფერი მასაც ახსოვდა, თვალები ბედნიერების ცრემლებით ამევსო და ჩემთვის ჩუმად გავიმეორე "ალექსანდრე, მარიამი და ლუკა." რესტორნიდან კლუბში წასვლას ვაპირებდით მაგრამ რატომღაც კლუბი აღარ მომინდა და ახალი იდეა შევთავაზე "სასტავს", რომ ჩემსა და გიოს ახალ სახლში ავსულიყავით და იქ გვეგუ"ლ"ავა.მთელი ქორწილის განმავლობაში ალექსანდრე, იკასთან ერთად მყოფ თამოს თვალებით ჭამდა, უეჭველი შეყვარებუულები ეგონა და ცოფებს ყრიდა, რაზეც თამო კარგად ხალისობდა და უფრო და უფრო განაგრძობდა მის ნერვებზე თამაშს. სახლში როგორც კი მივედით მე და თამო დავბზრიალდით და წამებში ტკბილეულით, ჩიფსებით და დასალევით გადატენილ მაგიდას კმაყოფილებმა მოვავლეთ თვალი. ალექსანდრეც იქ იყო და ირაკლიც ( წარმოიდგინეთ სიტუაცია, მე და თამო ვიხევით სიცილით ) კიდევ გიოს ორი ძმაკაცი, ერთერთის შეყვარებული და ჩემი და თამოს დაქალი მარი.ბევრი ვილაპარაკეთ, ვიმხიარულეთ. უეცრად გიომ ხელში ამიტაცა და საძინებლისკენ წამიყვანა, რასაც სასტავის ფხუკუნი მოჰყვა.
- რას აკეთებ გაგიჟდი?
- ბიჭს ვაკეთებ ბიიჭს _ ამაზე ცუდად გავხდი იმდენი ვიცინე და ძლივს მოვსულიერდი
- კაი ტეხავს დამსვი არსად არ გავრბივვარ, წავიდნენ ისინი და მერე
- და შენ გინდა რომ მათთან გაგიშვა? _ საძინებელში რომ შევედით დამსვა, სახეძალიან ახლოს მომიტანა და რაღაც არააამქვეყნიური კიარა არაამპლანეტიური და არაამკოსმოსიური ხმით მკითხა, რაც საოცრად მაბნევდა
- კ... კი _დაბნეულმა ამოვილუღლუღე
- მე ვფიქრობ რომ არ გინდა _ დაიხარა და ლავიწზე ნაზად მაკოცა ( არა ეხა იცის სუსტი წერტილები ვერ დაუკარგავ ) ტაომ დამაყარა, ტანში სასიამოვნოდ გამაჟრჟოლა
- ვგიჟდებიი როგორ მიყვარს რომ გეხები და გბურძგლავს
- ხო არა? _ ახლა მე ავიღემისი გაგიჟების ინიციატივა ჩემს თავზე, თითის წვერებზე ავიწიე და ყელში ძალიან ძაალიან ნაზად ვაკოცე, რაზეც მასაც დაბურძგლა
- 1-1 ჩემოცხოვრება.
დილას ჩემი ოცნება ახდა, მასზე ჩახუტებულმა გავიღვიძე, ის მიყურებდა, თმაზე მეფერებოდა და მიღიმოდა. ამ დროს თამოს სმს მმომივიდა: - " ალექსანდრე მაგიჟებს, თუ მოახერხებ გამოდი დღეს "

------------------------------------------
ესეც ასე.. შემდეგი თავი უმეტესად თამოზე და სანდროზე იქნება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent