შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბუაწვერა, ანუ გაფანტული არსებობა (1)


21-05-2016, 11:34
ავტორი Eleniko13
ნანახია 3 103

ჰაერში მტვრის, რაღაც უცხო დეზედორის და ადამიანების სუნი დგას. ქარი ყურებში მიზუზუნებს, თმებს მიწეწს და იძულებული ვხდები, ცალი ხელი ნიკოლოზის წელს მოვაშორო, რომ როგორმე შევიკრა. თვალებზე ჩამოფარებულ დაუდევარ თმას ვექაჩები და უცებ ვხვდები, რომ თმის რეზინი არ მაქვს. ცალი ხელით ძლიერად ვეჭიდები ნიკას მაისურს, თუმცა იმდენად სწრაფად ხდება ყველაფერი, გააზრებას ვერ ვასწრებ. ვერც მეორე ხელს ვაბრუნებ მის წელზე. ის რაღაცას ყვირის, თუმცა სიტყვებს ქარი ფანტავს და გაურკვეველ ბგერებს მიტოვებს.
_ ნიკა _ ვყვირი მის ყურთან და თვალებს ვხუჭავ. სიბნელეში ავტომობილის ფარების ნათება საშინლად მოქმედებს. მერე რაღაც ხმები ისმის, მაგრამ ყურებში თითქოს წყალი ჩამდგომია. რასაც ვხედავ, მხოლოდ ნიკას ქერა, აწეწილი თმაა. მინდა მის ყელში ჩავრგო ცხვირი და ხელით მის კულულებს წავეთამაშო. ვგრძნობ, ძლიერ ბიძგს და ძირს დავარდნას, მერე კი აუტანელ ტკივილს. მთელს მკლავში თითქოს ნემსებს მჩხვლეტენ, ფეხებზე კი რაღაც მძიმემ, ძალიან მძიმემ გადამიარა. წყალში ჩაყვინთულივით, ნაპირს ვეძებ, გასაქცევს და უკან დასაბრუნებელ გზას, მაგრამ ტკივილი ჩემზე ძლიერია. იმდენად მწვავე, რომ ვითიშები.

___________

თუ გინდა გადარჩე, უნდა იბრძოლო.
ცხოვრება გატკენს. და უცებ ბინგო, შენ ხვდები რომ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო. ან მოკვდე.

____________

მე ნანა ცივაძე ვარ. დავიბადე 1998 წლის 17 ნოემბერს, ბათუმში. ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, ჩვეულებრივი ცხოვრებით და ჩვეულებრივი ოჯახით. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო მანამ, სანამ ყველაფერი თავდაყირა არ დადგა.

ვიღვიძებ. ყურებს მჭრის აპარატის წრიპინი და თვალებზე თითქოს რაღაც წებოვანი წაუსვამთ, ისე მიჭირს მათი გახელა. ოთახი თეთრია და ჩემს გვერდით ვიღაცის გრილ სუნთქვას ვგრძნობ. დახუთული ჰაერი და წამლების სუნი სასტიკად აუტანელია, ამიტომ რაღაც უაზროს ვბურტყუნებ და თავის განძრევას ვცდილობ. სხეული ისე დამიბუჟდა, ჯერჯერობით მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როდის ავდგები და გავივლი.
_ დედიკო, აქა ხარ? გაიღვიძე დედი? _ მესმის ნაცნობი ხმა. წინასთან შედარებით, ოდნავ გატეხილი და სუსტი. მინდა ვუთხრა რომ აქ ვარ, რომ გავიღვიძე და დროა, ავდგე. რომ მზად ვარ დაბრუნებისთვის, თუმცა საკუთარ სიტყვებს ხაზს ვუსვამ. რაღაც საშინლად მოქმედებს ჩემზე და მკვდარივით მეძინება.

მეორე ჯერზე, როცა ვიღვიძებ, ოთახი ცარიელია. უკვე ვხვდები, რომ რაღაც ცუდი მოხდა და გონებაში ყველაფერს თანმიმდევრულად ვალაგებ. რადგან არ ვიცი, რა რიცხვია დღეს და რამდენი ხანია, რაც აქ ვწევარ, ათვლას 12 აპრილიდან ვიწყებ. რაც მახსოვს, ეს ნიკაა, რომელმაც ღამე, მგონი თორმეტის მერე მომაკითხა და მეც მასთან ერთად სასეირნოდ წავედი. წინა დღეს კონცერტი მქონდა, რის გამოც საშინლად დაღლილი ვიყავი, მაგრამ ნიკას ხათრი ვერ გავუტეხე და მასთან ერთად მოტოციკლეტზე დავჯექი. ჩაფხუტზე უარი რომ ვთქვი, ნიკა გაბრაზდა, თუმცა როცა წავედით, ყველაფერი დაავიწყდა. მთაწმინდაზე ასვლას ვგეგმავდით, და რადგან ირგვლივ მანქნის ჭაჭანება არ იყო, ნიკამ სიჩქარეს მოუმატა. სპიდომეტრი 180-ს რომ გადაცდა, შემეშინდა, მაგრამ ნიკას იქ ყოფნამ შიშის ყველანაირი საფუძველი გააქრო. მერე არ ვიცი, რა მოხდა. მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩემთვის მთავარია, ნიკა კარგად იყოს. ბევრი რამ მაინტერესებს, ბევრი კითხვა მაქვს და ოთახს ვათვალიერებ, რომ დამლაპარაკებელი ვნახო.
_ ჰეი _ ვამბობ და ვკვნესი. რა ჯანდაბაა, პირის ძვლებიც დალეწილი მაქვს? რათქმაუნდა, თუ არსებობს. კარი თითქოს ჩემს ბედზე იღება და პალატაში უცხო ბიჭი შემოდის. გადახოტრილი თმით, შავი მაისურით და ღია ფერის ჯინსებით. მხრებზე ასევე შავი, თხელი მოსასხამის მკლავები გადმოუგდია და შავი კონვერსები აცვია. ჩემს წამოკვნესებაზე თავს მაღლა წევს და ნაცრისფერი თვალებით მიყურებს.
_ გამარჯობა _ მეჩვენება, რომ წამით ცბება, თუმცა გულგრილ გამომეტყველებას ინარჩუნებს და ჩემსკენ ნელი, მოზომილი ნაბიჯებით მოდის. ყოველგვარი ეჭვი იმის შესახებ, რომ ბაბულიკია ან ძველი ბიჭი, მიქრება. ჩაცმულობის მიუხედავად, ნორმალური საუბრის სტილი და სიარულის მანერა აქვს.
_ მმ _ არ ვიცი რა უნდა ვუთხრა, ტუჩს ვიწვალებ და თან უხერხული სიჩუმის გასაფანტად ვცდილობ, რამე აზრიანი ვუთხრა _ პური გიყვარს?
მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ დაადგინეს, რა ჯიშის იუმორი და აზროვნება მაქვს. ბიჭი ისე მიყურებს, თითქოს მეთქვას, ბეჰემოტი დაფრინავსო.
_ მე დათა წერეთელი ვარ _ მეცნობა და კვლავ ჯიქურ მიყურებს. თვალები უსაზღვროდ უემოციო აქვს, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაცას მიმალავს.
_ ნანა ცივაძე _ ვამბობ ხმადაბლა და უცებ ვხვდები, სად ვარ, ვინ ვარ და როგორ ვარ. _ ნიკა როგორაა? რა მოხდა? შენ ვინ ხარ საერთოდ? _ ხმა მიკანკალდება და თვალებში წყალი მიდგება. ალბათ, საშინელი შესახედი ვარ. ისიც არ ვიცი, როგორ გამოვიყურები.
_ მალე მოვალ _ მზერა კედელზე დაკიდებული თეთრი საათისკენ გადააქვს, დგება და ყელზე დაჭიმული ძარღვით ვხვდები, რომ ნერწყვი გადაყლაპა.
_ არა _ სასოწარკვეთა მეპარება _ არ წახვიდე, მიპასუხე გესმის? რა ჯანდაბა ხდება _ ცრემლებს ვეღარ ვიკავებ, და ვერც ნერვებს ვაწყნარებ. არეული ვარ, არაფერი ვიცი, არც ის, რამდენი ხანია აქ ვწევარ. არც ის, როგორაა ჩემი შეყვარებული და ვიღაც უცნობი ბიჭი დგას ჩემს წინ, თან უცნაურად იქცევა.
თითქოს ჩემი ნათქვამი ვერ გაიგო, ისე მიიხურა კარები და მე ვცდილობ, ავდგე. რაღაც ძალა უკან მაწვება, უფრო სწორად, ვერავითარ ძალას ვერ ვპოულობ ასადმგომად. ფეხებზე რაღაც მაწვება, მაგრამ ამ დაწოლას ვერ ვგრძნობ. მხოლოდ იმით ვხვდები, რომ წელის გამოძრავება შემიძლია, ფეხების კი არა. თითქოს ისინი არც არსებობდეს.
_ დე, დედიკო... _ ვამბობ ხმადაბლა ხელით საბანს ვწევ, ის კი ძირს ვარდება. თეთრი, მოცისფრო ფერის პერანგი მაცვია და საკმაოდ დასუსტებული ვარ. მუშტს ვკრავ და ბარძაყს ვურტყამ მთელი ძალით. მერე ქვემოთ ვინაცვლებ, საკუთარ სხეულს ვბწკენ და ვურტყამ, ვბწკენ და ვურტყამ. როგორც ქვა, ისეთი უგრძნობია ჩემი ფეხები და იძულებული ვარ, ხელები ჩამოვუშვა. ვერ ვჩერდები და ისტერიკულად ვიწყებ ტირილს.
კარებისკენ ვიხედები. დედაჩემი დგას გაშეშებული, ჩაწითლებული, ცრემლიანი თვალებით მიყურებს და ხელები აკანკალებია.
_ დედა _ ვყვირი მე და გამოსავალს ვპოულობ მის თვალებში _ მოდი რა, მითხარი რა ხდება. ვერაფერს ვხვდები... რა ჭირს ჩემს ფეხებს? ნიკა როგორაა?
_ ნანკა _ ტირილით მიახლოვდება, ჩემს საწოლთან იმუხლება და ხელებს წელზე მხვევს, მერე კი თავისკენ მიზიდავს. მისი ჩახუტება მოქმედებს, თანდათან ვმშვიდდები და როცა ხელებს მიშვებს, თვალებში ვუყურებ.
_ დე, ნიკუშა წავიდა. არ დაბრუნდება, არასდროს _ მეუბნება და მიღიმის.
_ სად წავიდა? _ დაბნეული ვეკითხები, სანამ მისი ქვეტექსტის აზრს ჩავწვდებოდე.
_ არ ვიცი როგორ აგიხსნა... _ აკანკალებულ სუნთქვას უშვებს პირიდან და თვალებს ხუჭავს _ იმ ღამეს, ავტომობილი შეგეჯახათ. პირდაპირ საავადმყოფოში წამოგიყვანეთ. ჩვენ გვინდოდა, ორივე ცოცხლები გადარჩენილიყავით _ ბოლო სიტყვებზე მეც თვალებს ვხუჭავ, ხელებს სახეზე ვიფარებ და მთელი ხმით ვკივი. აღარ ვცდილობ, დავწყნარდე. ვაცნობიერებ რომ ნიკა დავკარგე და რომ აღარაფერი იქნება ძველებულად. ზედმეტი ფიქრის გარეშე ვხვდები, რომ მის გარეშე უნდა გავაგრძელო ცხოვრება და ამის გაფიქრებაზეც კი, სუნთქვა მიჭირს. ჰაერი დაიხუთა და ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერი, ბუნდოვანი დარჩა. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ამხელა დედამიწაზე მხოლოდ მე დავრჩი და აღარაფერს აქვს აზრი.
_ დე, მთავარია შენ გადარჩი დე... არაუშავს, ყველაფერს ეშველება დედიკო _ ჩურჩულებს ჩემს ყურთან და მე სახიდან ხელებს ძირს ვუშვებ.
_ აღარაფერს ეშველება _ ვუყვირი, თითქოს ის იყოს დამნაშავე და ცრემლებს კვლავაც ვერ ვაჩერებ.
_ გაივლი დე, აუცილებლად გაივლი _ თავს მიქნევს, საკუთარ თავსაც ამშვიდებს და ამ სიტყვებით კი, ნამდვილად ვკვდები.
_ რას ნიშნავს გავივლი? _ ხუმრობა მგონია და მეცინება.
_ ავარიის გამო დედიკო... შენ... _ სიტყვებს თავს ვერ უყრის, სახეზე ხელებს იფარებს და მოგუდულ ქვითინს უშვებს.
_ არა, ეს ტყუილია, ტყუილია, ტყუილია _ ვიმეორებ, მინდა ჩემივე ნათქვამი დავიჯერო, მაგრამ ამაოდ. ბოლო ათი წუთია, ორი რამ გავიგე. რომ შეყვარებული მომიკვდა და რომ ხეუბარი ვარ. ინვალიდი. შეზღუდული შესაძლებლობების პირი. რა გინდათ, ის მიწოდეთ. მე ვეღარასდრის ვიცეკვებ, არადა ცეკვა ჩემი ცხოვრების ნაწილია. მეტიც, ის ჩემი ცხოვრებაა. ვეღარასდროს გავისეირნებ წვიმაში ნიკასთან ერთად. არც ნიკა მყავს და აღარც ფეხები მაქვს ამისთვის. ვერასდროს ვიტრიალებ ჩემს პატარა ძმასთან ერთად და მერე თავბრუდახვეული ვერ დავწვები დივანზე, ვერ მომეჩვენება რომ დედამიწა ტრიალებს და კედლებს გაორებულს ვეღარ დავინახავ. ვეღარ ჩავეხუტები მამაჩემს, როცა ნებას დამრთავს მომდევნო გასტროლზე წასასვლელად.
იმდენი ვეღარ დაგროვდა, რომ საკუთარ არსებობაშიც კი ეჭვი მეპარება. ჩემს ირგვლივ ყველა და ყველაფერი ქრება. რჩება მხოლოდ ტკივილი, იმედგაცრუება და შიში. შიში იმის, რომ სამუდამოდ უნდა ვიტანჯო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent