შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

96-იანელები (სრულად)


22-05-2016, 11:24
ავტორი toroo
ნანახია 8 987

1996
–ზდაროვა დავით,აუ პაბრაცკი სიგარეტი გამოუშვი რა
–რა იყო ? სულ ჩემს ხარჯზე ზიხარ
–მიდი ,მიდი აუ არ მევასება ტო ამ სიგარეტის ყიდვა
–არა მაგარი როჟა ხარ–დათოს გაეცინა და ნაფასი ჩაარტყა
–აი პროსტა გეუბნები ნაშაა ,გამაგიჟა ტო პროსტა მაგარი გამოცდილია გეუბნები მაგას რიგი უდგას ,მარა ყველას კი არ აძლევს –ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა პატარა საყვარელმა ბიჭმა. გოგლიკო იყო , პატარა რა პროსტა დაბალი იყო ,მათი ასაკის ადრე კლასელები იყვნენ , ერთად მოდიოდნენ , ფეხბურთსაც სულ ერთად თამაშობდნენ ,მერე გაიზარდნენ და გოგოებზე გადავიდნენ ჯერ მარტო ილოს უყვარდა გოგო , ალბათ ილოს ,რომ არ შეყვარებოდა სხვას მაინც შეუყვარდებოდა ...
ლამაზი გოგო იყო თაია


–სალო,სალო,საკო,სალიკო,სააააააალლლიომე – გაჰკიოდა დილით დედაჩემი
–ხო–მარტო ამიათ ვაგრძნობინე ,რომ მეღვიძა და გაჩუმდა
ფანჯარა ბოლომდე გავაღე ვიფიქრე ჩავისუნთქავ სუფთა ჰაერსთქო მარა კაი რა თბილისში ვართ თან გარეთ 96წელია , რა სუფთა ჰაერი ?
–დედა–გავძახე მაიას ,რომელიც ღიღინით ჭრიდა სტაფილოს სუპისთვის
–მოდი აქ
სამზარეულოში გავედი და გამოშტერებული სახით დავჯექი სკამზე
–დე ორსულად ვარ –დანა ხელიდან გაუვარდა და ხელი შუბლზე მოიკიდა
–ვისგან ?
–მარტო ეგ გაინტერესებს ?
–არა რათქმაუნდა ,ისიც მაინტერესებს რამდენი ხანია ? და საერთოდ რა ხალხში ხარ ? –უკვე ღრიალზე გადავიდა ,ძარღვები დაეჭიმა ,ქალს სული აუფორიაქდა
–კაი ხო გეღადავე დედუ
–არ მჯერა
–დაიჯერე კაი ,რა ეგრე რო იყოს ყველაფერი კი არ გაგეღადავებოდი
–შენ სულელი ხარ ხო ადამიანო ?
–კაი დედუ ,დამიკიდე პროსტა რა –მერე მივედი და შუბლზე ვაკოცე
ისევ გააგრძელა სტაფილოს დაჭრა ,მაგრამ აღარ ღიღინებდა


დავითა და სალო ერთად ისერა იყვნენ ,ნაცნობები ? ხო ასე ვიტყოდი
–მოსწონდათ ერთმანეთი ?
–მმმმ არვიცი ვერ გეტყვი ალბათ კი ,მაგრამ დავითას ნაშები უფრო ევასებოდა
–სულ ?
–არა სულ არა

–სალომე–ბოხი ხმით დამიძახეს ,ვიცანი დათო იყო მაშინვე გავჩერდი დათო უკვე 4 წელია მიყვარდა ,მართალია არავისთვის მითქვამს ერთ სასტავში კი ვჩიდავდით ასე თუ ისე ,მაგრამ მაინც თავს ვიკავებდი თვითონ არაფერს ამბობდა ,,, ახლა ვაფშე თავიდან დავიწყებ

მე და დათო ერთ სკოლაში ვსწავლობდით , აი ყურებამდე და იმის იქით ,რომ ადამიანი გიყვარდება ისე მიყვარდა ... ძალიან დებილობაა ,მაგრამ ეგ ,რომ მეთერთმეტეში იყო და მე კიდევ მერვეში სულ ჩემი კლასის ჭუჭრუტანიდან ვუყურებდი დასვენებებზე ,დღიურებში გოგოებს სულ ვუწერდი ჩემი შეყვარებული დათოა მეთქი
მას მერე მიყვარს ... არ ვიცნობდი ,მაგრამ სულ ყველაფერი ვიცოდი მაგის კლასელ გოგოებს დავუახლოვდი ,მაგრამ ჩემზე სიტყვა არ დავაძრევინე არავის
მოდიოდა ხოლმე აი თავისი ჩვეული ვიდით უბრალო მაისური თხელი საროჩკა და სულ ლევისის ჯინსები. ხელზე საათი ,რომ არ კეთებოდა და მარჯვენა არათითზე ბეჭედი არ არსებობდა , თავი სულ გადაპარსული ჰქონდა და არც წვერებს იპარსავდა ხშირად... ვაღიარებ გოგოები გიჟდებოდნენ ,მაგრამ მე მიყვარდა
–აბა მაგათმა რა იცოდნენ ეგ რა ხილი იყო ?

დაბადების დღეზე დავემთხვიეთ ის მაშინ მეორე კურსზე იყო მე სკოლას ვამთავრებდი , არ მიცნობდა მაშინ გამიცნო ,მაგრამ თვითონ კი არ უთხოვია
უბრალოდ ეგრე დაემთხვა
–დათო –ხელი ცივად გამომიწოდა და ჩემს გვერდზე მდგარ ძებასთან გააგრძელა ლაპარაკი
–ბიჭო გაჩითე და მერე ჩვენ ვიცით რა –თვალი ჩაუკრა ერთი შემხედა და წავიდა აი მაშინ მივხვდი ვაფშე შანსი არ მქონდა


–ბიჭო ძება სად გდიხარ
ძება სასტავში შევიდა სულ ბიჭები იყვნენ სულ ნარჩევები , კარგები მართლა კარგები და შავები და მართლა ყველას შავები ეცვა
–სასაცილოა ხო ?
ბიჭები კარგად ,რომ დაბოლდნენ და სიცილითაც გული იჯერეს პადიეზდის წინ მდგარ სკამზე დაჯდნენ იმ წინა სასტავიდან 4 დარჩა დავითა ,ილო ,ძება და გოგლა
–აუ ძება ვინმე საკაიფო გოგო გამაცანი –დათო უკვე გამოსულივით იყო
–მე რატო ? მაჭანკალს ვგავარ
–მომბეზრდა ეს ნაშები ,ოღონდ ისეთი გოგო რა ძმა და ეგეთები რო არ ყავდეს ,მაგრამ მაინც პატიოსანი იყოს
–სად ვიშოვო მე დედა ტერეზა ? –გაეცინა ძებას –ეგეთი ,რო იყოს შენ ვინ დაგიტოვებდა აგერ ჩავსივამდი ჯიბეში
–ვაი შე მთხლე –აგუგუნდა გოგლა ,რა გოგო ეე ? ნაშების მეტი რა ყრია
–ეგ სხვა პონტია გოგლა ,სხვა –წაუმღერა დათომ

დათო მალავდა ,მაგრამ სხვანაირი იყო ისეთი კი არა როგორიც ძება ,მაგრამ ადრე ძებასაც უყვარდა ოღონდ ადრე ... გოგლას ვაფშე არაფერი ეშველებოდა , არადა მაგარი განათლებული მშობლები ყავდა თან ძალიან დედა ექიმი მამა იურისტი ... თან რა ბულკი ხალხი იყო ნეტავ გენახათ ? მაგიტომ გაიზარდა გოგლა ასეთი ,არაფერს ეუბნებოდნენ ამან კიდე მარტო ის იცოდა რაც მეშვიდე კლასამდე ისწავლა ... ეგეც ავიწყდებოდა

–ბიჭო თაია უნდა მოვიყვანო –ხმა ამოიღო ილომ
–გვიანია უკვე
–შე ტაშტო ცოლად უნდა მოვიყვანო –გაეცინა
–ეეე ასწორებს
–მოვიტაცო უნდა
–მერე აგერ ვართ შენ არაფრის შეგეშინდეს
–რისი შემეშინდეს მაგისი ძმის ? ს**ია ეგ მაგარი
–აუ თაია მაგარი გოგოა , აი რძალია რა სუფთა
–აუ გოგლა შენ მაგარი დაბოლდი –ძება უკვე ვეღარ სუნთქავდა
–კაია ტო სიყვარული –დათომ თავზე ხელი გადაისვა და ღრმა ნაფასი ჩაარტყა

-ნატო მას დავამთავრე -გაუღიმა თაიამ და ქალს მწვანე 12 ფურცლიანი რვეული მიაწოდა
-საუკეთესო მყავხარ ,შემდეგზე შესწორებულს დაგახვედრებ
-ნახვამდის მას - თაიამ ისევ ლამაზად გაიღიმა და თეთრი კბილები გამოამზეურა , უხ რა გოგო იყო თაია მთელი ვაკე-საბურთალო გიჟდებოდა... თაია ჭკვიანი იყო ახლაც მათემატიკის გაკვეთილიდან მოდიოდა...უჭირდათ მშობლებს ,მაგრამ ეს ხალისს უმატებდათ , თაია ქუჩაში ვულგარულად არასდროს გამოდიოდა , დეკოლტეც კი არასდროს ცმია , მაგრამ მაინც ყველა საპირისპირო სქესის წარმომადგენელი ამას უყურებდა ,თვითონ იყო სუფთა და უმანკო , ნაზი სახით და გრძელი თმით -სულ დაწნული ...


ილო და დავითა ერთად იდგნენ სიგარეტს ეწეოდნენ და ათას სისულელეზე ლაპარაკობდნენ თაიამ ,რომ ჩაიარა... ორივეს მოეწონა
-ანდა როგორ არ მოეწონებოდათ ? ეს შველივით გოგო
-ბიჭო ,ბიჭო რა მოდის უყურე -ხელი გაკრა დავითას ილომ , დათო კი გაშტერებული უყურებდა, მოეწონა ძალიან მოეწონა თითქმის შეუყვარდა ,მაგრამ ილომ დაასწრო ..
-უნდა გავიცნო - აქამდე "დასტოინმა"ილომ ამ გოგოს დანახვაზე აიწყვიტა
უკან ნელა გაყვა თაიამ ,რომ შეამჩნია შეეშინდა და ნაბიჯს აუსწრაფა
-ნუ გეშინია -ხმამაღლა დაუყვირა და ისიც გაჩერდა
-ვინ ხარ?-შემოტრიალდა თაია და ილოს გაუღიმა
აი აქ დაიწყო ყველაფერი , თაიასაც მოეწონა ილო .მაგარი ბიჭი იყო ,თან ძალიან უბრალოდ ცოტა ჩუმი და გაწონასწორებული ...
ილომ კი მისი ღიმილის შემხედვარემ იქვე იფიქრა მის მომავალ ოჯახზე ...


-მმ თაია ? თაია და მე დაქალები თავიდან არა ,მაგრამ მერე ? უხ მერე კი , მაგარი გოგო იყო თაია , აი უულამაზესი
-შენ არ გაკომპლექსებდა ასეთი ლამაზი დაქალი ?
-აბა რას მეკითხები თუ იცი ? უნივერსიტეტში ,რომ გეთქვა თაიაო იქვე სალომესაც გაიგებდი ან პირიქით ... ვგიჟდებოდი ისე მიყვარდა , მაგრამ თავიდან ცოტა არ მომწონდა დათოს გამო რა
-დათოს უყვარდა?
-არა რა სისულელეა -გაეცინა სალომეს


ღამით დათო დამესიზმრა არა როდემდე შეიძლება ჩემს თავს კითხვას ვუსვამდი...
წყალი გადავივლე და ჩანთას დავწვდი მასწავლებელთან მივდიოდი ,ქუჩა ჩუმად ავიარე ისევე როგორც კიბეები და კარები შევაღე, ისტორიაში ვემზადებოდი როგორც მომავალი იურისტი , მე და თაია ერთ ცენტრში ვიყავით ოღონდ ის მათემატიკაზე მე კი ისტორიაზე ,
მე და თაიას გაკვეთილები ერთად დაგვიმთავრდა , კარგად არ ვიცნობდი ,მაგრამ მხიბლავდა ეს გოგო აი ისეთი იყო გოგოსაც ,რომ შეგეხედებოდა...
კიბეები ერთად ჩამოვირბინეთ და ორივეს გაგვეცინა, მერე მე მაღაზიაში შევედი და ,როცა გამოვედი თაია აღარ დამხვდა , ჰორიზონტზე თეთრ "აძინაცეტს" მოვკარი თვალი
ამ დღეს ილომ თაია მოიტაცა მე კი უბრალოდ გამეღიმა
-უყვართ ერთმანეთი - ჩუმად ჩავილაპარაკე და გამეღიმა


-ილუუუშ , აე ბრატ მაგარი დღეა -მხარზე ხელი დაკრა გოგლამ
ისევ ის ოთხი იყვნენ საჭესთან დავითა იჯდა, გულში რაღაცნაირად სწყინდა თაიას ამბავი , არ უყვარდა არც მოსწონდა ,მაგრამ თვითონაც არ იცოდა რაღაც განსაკუთრებულს გრძნობდა მის მიმართ...
-ხო არ გაჭედავენ მაგისიანები ? -უკან შემოიხედა ძებამ
-არაა ტო მიყვარს და ვსო
-ახლა არ მოგიხიოს სწავლა და ეგეთებიო -გოგლა ახარხარდა
-ისე ჭკვიანი გოგოა -ჩუმად თქვა დავითამ
-არა ვუყვარვარ , მერე სწავლას კი არ დავუშლი ისწავლის
-აი გამოვიდნენ ხო ეგ არის ?
-კი , და ეს მეორე ვინაა ? -დაინტერესდა დათო , პირველად იყო რომ თაიას არ უყურებდა და სალომეს შეხედა ,ნეტავ იმ დღეს სალომეს რამე განსაკუთრებული ეცვა ? არა უბრალოდ წინა ნახვიდან გაიზარდა და დამშვენდა , ლაღი მოეჩვენა დათოს პეპელას გავდა , გაეცინა და თავი დაბლა დახარა
-ეე სალომეა ეგ , ვიცნობ კაი ბავშვია -ძებამ ფანჯრიდან თავი გადაყო
-შენ რა ყველას იცნობ -გოგლა კარგ ხასიათზე იყო ,ან როდის არ იყო კარგ ხასიათზე ? ცოდნა მაგას არ ამძიმებდა და
-მიდი ტო მაღაზიაში შევიდა ის გოგო დავაი ტაცე ხელი
გოგლა და ძება გადმოხტნენ მანქანიდან , თაიას თავიდან გაუკვირდა ,მაგრამ მალევე მიხვდა და დიდად არც შეწინააღმდეგებია , ერთი -ორი ცრემლი ჩამოუგორდა აბა ისე როგორ იქნებოდა...
ამის მერე იყო სალომე და თაია ,რომ დამეგობრდნენ , ზუსტად სალომემ უთხრა თაიას მშობლებს ეს ამბავი , აქაოდა ჩვენი ჭკვიანი გოგო მოიტაცესო დედამისმა ,რომ გაიგო შეძრა მთელი თბილისი ,მაგრამ უკვე აზრი არ ჰქონდა ცოლ-ქმარი ერქვათ ბავშვებს ყველანაირად !

მაღაზიაში ჩამაგზავნა მაიამ , არა მოსაკლავიაა რა ეგ ქალი , არ უნდა იცოდეს ,რომ პური არაა სახლში ახლა რიგში უნდა ვიდგე 1 საათი ,
ყველა ნაცნობი დამხვდა,სოფო დავინახე და დიაგონალზე დავუწყე ლაპარაკი
-გოგო გაიგე ილოზე და თაიაზე ? -გამეცინა ეს ,რომ მკითხა
-კი გავიგე , ლამაზები არიან
-უხ , მე ისეთები გავიგე მერე გეტყვი
უკნიდან ვიღაცის შეხება ვიგრძენი რიგში ბოლო მე ვიდექი და ისე შევხედე სიტყვა გამზადებული მქონდა
-ბოლო მე ვარ -ხელში ძება შემრჩა
-რას ჩალიჩობ ეე ?
-პურს - გადავიხარხარე
-რას შვები ? -გადამკოცნა
-რავი არაფერს დედაჩემია ცოტა ცუდად მე ისევ ვსწავლობ და ვარ რა
-გოგო იმ დღეს თაია,რომ წავიყვანეთ შენც იყავი ?
-კი , მეც ვიყავი ,მაგრამ ვერ დაგინახეთ
-ხო ტო ,დავითამ დაგინახა ,თორემ მე ვერც შეგამჩნევდი -ამ სიტყვების თქმაზე გული ამიფორიაქდა ეს ყველაფერი 1 წლის წინ ხდებოდა თაიაც 1 წლის წინ მოიტაცეს ჩემი და ძებას ეს საუბარიც 1 წლის წინ მოხდა , დათომაც პირველად 1 წლის წინ შემამჩნია , ამ სიტყვებზე რამდენი ხანი ვფიქრობდი ღმერთო ჩემო

მე და ძებამ ერთმანეთი სკოლაშივე გავიცანით დათოს კლასელი იყო ეგეც და გოგლაც , ილო არა ილო 1 წლით დიდი იყო , მე და ძება დავმეგობრდით... ერთი პერიოდი ვიფიქრე ხო არ მოვწონვარ მეთქმი ,მაგრამ მერე რომ დამიწყო გვანცაზე ლაპარაკი მივხვდი ,რომ უბრალოდ მეგობრობდა , ძებას გვანცა უყვარდა ისეთი ბიჭი იყო რა , ძააან შავი... წამალს არ იკეთებდა ,მაგრამ სულ ეწეოდა... გვანცა მაგრად უყვარდა არადა ერთი შტერი გოგო იყო ... მართლა შტერი ! ლამაზიც არ იყო დიდად ,მაგრამ საკაიფოდ იცვამდა ფული ქონდა თავზე საყრელი მამამის თონე ჰქონდა და კაი ფულს ატრიალებდნენ... ეს გოგო სულ"ატკაზს" ურტყამდა ნამეტანი თავს იფასებდა და ამასაც აკვიატებად ექცა ,მერე ის გოგო ვიღაც მახინჯს გაყვა ცოლად იმ ბიჭს რუსეთში ბიზნესი ქონდა ,მაგრამ გაკოტრდა და გალოთდა ,გვანციკოც ვეღარ იცვამდა კარგად აღარც მშობლებმა შემოუშვეს სახლში და დარჩა ასე გაბანძებული მერე ძებაც მიხვდა ,რომ აღარ უყვარდა , მე რომ მკითხოთ არც ყვარებია ....


-ბიჭო ძება ? კარგად მახსოვს ყველაზე მაგარი კაცი სულ ეგ გვაბოლებდა - თავზე ხელი გადაისვა გოგლამ
-ძებას რატომ ეძახოდით?
-ძებისაშვილი იყო
-ძმაკაცები იყავით ?
-ძმაკაცები ? გადამკვდარები ერთმანეთზე , ხო გითხარი მაგარი კაციათქო რაღას მეკითხები -ცოტა გაბრაზდა გოგლა ,მაგრამ მალევე გაეცინა

უნივერსიტეტში მე და თაია ორივე იურიდიულზე მოვხვდით , ამ პონტში მაგრად ვდაქალობდით , ორივე პირველ კურსზე ,რომ ვიყავით დავითა ,ძება და გოგლა მეოთხეზე იყვნენ , არა გოგლა მეორეზე ... გაგიკვირდებათ როგორ მოხვდაო გოგლა ? გოგლა რა არც დათო და ძება იკლავდნენ თავს ,მაგრამ დათო კითხულობდა ,ხშირად , ძებას გაუმართლა და გადააწერინეს და გოგლას მამამისმა გაუჩალიჩა
მოკლედ უნივერსიტეტში მკვლელი ბიჭები იყვნენ სულ რაღაც გარჩევებზე იყვნენ უკანა ეზოში , მე და თაია განუყრელები გავხდით , სოფოსთანაც კარგად ვიყავით ... მერე წამოვიდა ნატო, ლიკა ,მეორე სალომე (პატარა) და ასე სასტავი შეიკრიბა რა , ყველა კარგად ვიყავით ძებას ლიკა მოეწონა, აბა პირველკურსელებზე ედგა თვალი ძველები აღარ აინტერესებდა ...

გოგოებს პოლაროიდი გვქონდა , ილოს უყიდია თაიასთვის, სურათებს ვიღებდით , ჭკუაზე არ ვიყავით , უკან ბიჭები ,რომ შევამჩნიე ცოტა დავიბენი ,მაგრამ არ გავრჩელებულვარ... თაიამ ილო დაინახა და მაშინვე მივარდა , ჩვენ ვუყურებდით დათოც უყურებდა ...
მერე დათო ჩემსკენ წამოვიდა
-რა ვიგრძებნი? ხოო ყველაზე საინტერესო ეგაა , გამოვშტერდი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით , წარმოიდგინეთ რაა ბიჭი ,რომელზეც ნახევარი თბილისი გიჟდება , ნუ მეორე ნახევარიც მაგრამ ქმრები ყავს და ვერ იტყვიან და ბიჭი ,რომელიც 4 წელია ის საზიზღარი და ცარიელი 4 წელია მიყვარს ...
ის კი ახლა მოდის ჩემსკენ ,ისევ თავისი ჩვეული ვიდით , შავი უბრალო მაისური , შავი თხელი საროჩკა,ლევისის ჯინსები ,ისევ ის საათი და მის განუყრელ ბეჭედს ეთამაშება ...
მოვიდა, გადამკოცნა მისი სუნამოს სურნელი შევჭამე რასაც ქვია ,მაგრამ არა უფრო ალბათ დავლიე, თვალები დავხუჭე თითქოს მინდოდა სხვაგან წავსულიყავი ყველგან ,მაგრამ არა ამ რეალურ სამყაროში სადაც ვიცოდი ,რომ დათოს არ ვუყუვარდი ,ალბათ ნაკლებადაც ვაინტერესებდი
-მიდი გადავიღოთ სურათი - მითხრა და გამომართვა ფოტოაპარატი , მან მიმიხუტა ,მე კი ვუყურებდი მაშინვე დააჭირა ღილაკს ხელი და სურათიც ცოტახანში გამოხტა , დათომ დაფერთხა და მალე ჩვენი სახეებიც გამოიკვეთა , მე დებილი პროფილით ვარ და დათოს გაშტერებული ვუყურებ ,იმას კი ცოტა თვალები მოჭუტული აქვს ,მაგრამ იღიმის და თან ძალიან საყვარლად ... ვიცოდი ,რომ მიყვარდა ,მაგრამ ამ დღის მერე დავრწმუნდი ან ის იქნება ან არავინ


-სალომეს თუ ყავდა თაყვანისმცემლები ?
-კი ,როგორ არ ყავდა ლამაზი ,კოხტა და ჭკვიანი იყო ყოველთვის
-დათო ?
-დათო საერთოდ არ იყო ისეთი ტიპი რა ვინმესთვის თაყვანი ეცა -გაეცინა ნატოს ,მაგრამ მაშინვე სერიოზული სახე მიიღო


ძება და ლიკას მალე ლავი ჰქონდათ , აუუ როგორ მახსოვს აი მთელი
უნივერსიტეტის გოგოები , ადრე ,რომ ძება ეჩალიჩებოდა შურით და ბოღმით იხეოდნენ ... ყველაა აი სულ ყველა ... ძებაც დაღვინდა ,დასერიოზულდა ,მაგრამ ისე არასდროს ყოფილა ცანცარა , მაგრამ ბაბნიკი უხ ბაბნიკი დიდი ხანი იყო ... ლიკამ უშველა...

უნივერსიტეტში ლექციის დროს თავი დათომ შემოყო და დამიძახა
-ქალბატონო ნინელი ,თქვენთან დიდი ბოდიში ,მაგრამ სალომესთან საქმე მაქვს , ძალიან მნიშვნელოვანი
-გამარჯობათ დავით ... რა იყო ცოდნა ისე გაწუხებს ,უკვე ჩემს ლექციებზეც გინდა
-არა ქალბატონო ნინელი ,უბრალოდ სალომეს გავიყვან ცოტა ხნით ბენდელიანს
-მიდი -ჩუმად მითხრა ნინელიმ და მეც მაშინვე მოვტყდი ადგილიდან
-ნეტავ რა უნდა ?-ჩემთვის ვლაპარაკობდი ,გული მეღრღნებოდა
გავედი გარეთ იდგა ,სიგარეტისთვის მოუკიდია და აბოლებდა , როგორ მინდა ჩავეხუტო ,ჩუმად გამიელვა თავში ამ აზრმა ,მაგრამ სისულელეა ...
-რა მოხდა ? -ჩუმად ვკითხე და ჯიბეებში ხელი ჩავიყავი
-აქ არა წამო სხვაგან დავილაპარაკოთ -მითხრა და ხელი მომკიდა , რომელიღაც მინგრეულ აუდიტორიაში შემათრია
-აბა გისმენ -ვუთხარი და ნერვიულობისგან მუცელი ამტკივდა , ახლა ასე ახლოს იყო
-სალო, იცი რა ხდება აი ხო მიყურებ ტო და 3 არა 4 წელია ვაფშე სერიოზულად გოგო არ მომწონებია
-მერე ? -გამეღიმა მე
-რა მერე , შენი დაქალი ,რომ არის ხო იცი ნატო ... აი იმ დღეს მოკლედ მაგარ ვიდზე იყო რა და მომეწონა ... მერე ბიჭების ამბავი ხო იცი , ნაშებს ეგრევე ვაბოლებ ხოლმე ,მაგრამ ვინც მართლა მომწონს და პატიოსანია იმასთან მიჭირს რა , ხოდა იქნებ რამე მოგვიხერხო,შენებურად ქალურად ჩუმად - ეს ,რომ მითხრა ჩემს მუცელში რაკეტები აფრინდა , ტვინში არეულობა და ქაოსი დაიწყო ,თვალები ამემღვრა ,მაგრამ ერთადერთი რაც გარეგნულად შემეტყო გაოცება იყო და წყენა ოღონდ სულ ცოტა ... მარტო ეს ვუთხარი
-კარგი , მოვიფიქრებ რამეს
-აუ ჯიგარი ხარ -მოვიდა და მაკოცა , ლოყაზე და თან მაგრად აი ისეთი კოცნა იყო დაქალებს ,რომ კოცნიან ამიტომ არც ავფორიაქებულვარ ან რა მომივიდოდა ... გავცოფდი ,მაგრამ მალევე დავწყნარდი არგუმენტი : ის ხომ ჩემი არასდროს ყოფილა


დათომ მოატყუა ,ოღონდ ის კი არა ,რომ ნატო მოსწონდა არამედ ის ,რომ 3 წელია გოგო არ მოსწონებია აბა თაია ვინ იყო ? აი ზუსტად თაიას გამო იყო სხვა გოგოებს ,რომ ვერ უყურებდა ,მაგრამ იმ დღეს ნატო მართლა ლამაზი იყო ... სალომეს უფრო ლამაზი შეეძლო ყოფილიყო ,მაგრამ დათო არ უყურებდა ... რატომ ? ვერავინ ვერ ხვდებოდა ... მარტო თაიამ იცოდა სალომეს ,რომ დათო უყვარდა ,მაგრამ ასევე სალომეს დაჟინებული თხოვნით არ ეუბნებოდა , ეცოდებოდა რომ უყურებდა ,მაგრამ იცოდა თუ სალომე ოდნავ მაინც მოინდომებდა ხელში ჩაიგდებდა , მაგრამ სალოს ხელში ჩაგდება კი არ უნდოდა უბრალოდ მისი სიყვარული უნდოდა შეეგრძნო , ნამდვილი და წრფელი , სალომეც ხო გოგო იყო


-გამარჯობა ნანა დეიდა ,ძება სად არის ? -მორცხვად იკითხა დათომ
-ძინავს შვილო ,ოთახშია
-მადლობა - დათომ კარები ლამის შეანგრია და არც გატყდომია ისე დაეჯაჯგურა მძინარე ძებას
-აეეე ,გათენდა გაიღვიძე -ძება გადატრიალდა ,მაგრამ მალევე გამოფხიზლდა
-ამ დილა უთენია შენ შ**ხო არგაქვს ? რას მაღვიძებ
-დროზე სალომეს მისამართი მომეცი რა
-ვინ სალომესი ?
-ბენდელიანის , საქმე მაქვს
-რა საქმე ? სახლში რო ადგები
-ეეე ბიჭო მომე რა ,რომ გეუბნები
-მეხუთე კორპუსშია ბინა 52 , შავი კარები ...
-ბრატი ხარ
-ბიჭო ეგ ხო იცი წესიერია არაფერი მიქარო
-არ გცხვენია
-წატი შენი - ბალიში გაუქანა ძებამ და საწოლზე დაემხო

დილით კარებზე ბრახუნმა გამაღვიძა უკვე 12 საათი ყოფილა , ოპა მაია სახლში არ არის რა ხდება ? ხალათი მოვიცვი და ფეხების ფრატუნით მივედი კარამდე
-ვინ არის ? -გამოშტერებულმა ვიკითხე
-მე ვარ -ბოხი ხმა მომესმა და ცოტა შემეშინდა , ჭუჭრუტანაში დათო ,რომ დავინახე სულ გამოვშტერდი ,აქ რაუნდა ?
-აუ ერთი წუთი რა - დავუყვირე სააბაზანოდან , უცებ კბილები გამოვიხეხე და თმა შევიკარი , ვუალა ადამიანს ვგავარ
-აუ სალო ბოდიში რა , ამ დილით რო დაგადექი ,ისე შემოვიდა არც შემოუხედავს , მე კი ღიმილი სახეზე შემეყინა
ტახტზე ჩამოჯდა და მერე ამომხედა , გაეღიმა ნეტავ რაზე იღიმის ?თმა ხო არ მაქვს აბურძგნული ?
-კარგი რამ შეგაწუხა ?
ცოტა ხანი ჩუმად იყო და მერე ამოღერღა
-ნატოს პონტში რა , მგონი სხვა მოსწონს თუ უყვარს და ხო არაფერი გითქვამსთქო მაინტერესებდა
-მერე ვერ მოითმინე ?
-აუუ ტო ,ვერ ვითმენ ხოლმე და რა ვქნა
-არა არაფერი მითქვამს ,დამშვიდდი
გამეცინა
-რა გაცინებს ? -თვითონაც ეღიმებოდა
-არა ეს ბიჭები რა უცნაურები ხართ , აკი მომწონსო .. . ან მე დაქალი ვარ და ხო ვიცი ,რომ არავინ არ უყვარს და არც მოსწონს , შენ საიდან დაასკვენი
-აუ პროსტა ხო ხვდები რა , ის 1 წამის გაგიჟება იყო მერე ,რომ დავაკვირდი არაა ჩემი სტილის გოგო
-აა შენ სტილიც გქონია -ეს ,რომ ვუთხარი ცოტა ეწყინა
და გაჩუმდა
უაზრო სიჩუმე ჩამოვარდა
მიყურებდა ,აი ასე ურცხვად მიყურებდა
-რატომ მიყურებ ასე? -ეს კითხვა ,რომ დავსვი ტუჩზე ვიკბინე რა მინდოდა ?რა შტერი ვარ
-არაფერი უბრალოდ ,შენი ხალათი მოკლეა ფეხები კიდევ გრძელი და ლამაზი -ეს ,რომ თქვა სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა
-მადლობთ კომპლიმენტისთვის
-გეკუთვნოდა , მითხრა და გამიღიმა
-კარგი წავედი მე ახლა
კარებამდე მივაცილე,კარებს ვაღებდი ,მაგრამ ხელი დამიჭირა თვალები დახუჭა და სწრაფად ამაყუდა კარებზე ,
-რას აკეთ? -არ დამამთავრებინა ისე მეცა ტუჩებზე , სწრაფად მაგრამ სასიამოვნოდ მკოცნიდა , ხალათში ხელი შეაცურა და მაგრად მომიჭირა-ვიცოდი არ შეიძლებოდა ,მაგრამ ვერ მოვითმინე და ხელები კისერზე შემოვხვიე, ხალათი გიჟივით გამხადა და მკერდი ,რომ დაინახა გაეღიმა, შეანელა მოძრაობა და მთელს კანს ისუნთქვდა ,მის სუნთქვას ჩემს კანზე ვგრძნობდი , მკერდიდან კისერზე აიწია , ისე ვნებიანად მკოცნიდა მეგონა დავდნებოდი , მეც იმავე გავიმეორე, აშკარად სიამოვნებდა და ზედმეტადაც კი მერე შემომხედა და ისე მაგრად მაკოცა ტუჩებში ,რომ ალბათ მთელი სიცოცხლე მემახსოვრებოდა...გვიან ,მაგრამ მაინც გავაჩერე , მძიმედ ვსუნთქავდით არცერთს არ გვინდოდა შეჩერება ,მაგრამ არ შეიძლებოდა ვიცოდით ,რომ ასე არ ივარგებდა
-ბოდიში ,უბრალოდ უცებ იმხელა ვნება ვიგრძენი შენს მიმართ - თავს იმართლებდა
-არა ,ჩემი ბრალიცაა უბრალოდ წადი , თუ გვინდა ,რომ მორჩეს უბრალოდ წადი
-მერე ამის დედაც ,არ მინდა რომ მორჩეს
-არა მე ვნება არ მინდა ,მე სიყვარული მინდა
დათოს არაფერი არ უთქვამს , უბრალოდ წავიდა მე კი ვტიროდი მთელი არსებით , მაგრამ ცრემლები მალე მოვიწმინდე და ჩემს თავს ვუთხარი
-ამაყად სალომე , ამაყად


ამის მერე სალომე , დათოს თავს არიდებდა ,დათო კიდევ გიჟდებოდა ისე უნდოდა სალომესთან კონტაქტი ,ახლაღა შეამჩნია ჩვენმა სიმპაწიჩნი ბიჭმა ,რომ სალომეზე ბიჭებს დორბლები ჩამოდით ,
დერეფანში ,რომ გაივლიდა ეფექტს ყოველთვის ახდენდა ,განა მასზე ლამაზები არ იყვნენ? როგორ არა ,მაგრამ ეს სალო ეფექტური იყო ... დათოს კი აღარც ესალმებოდა , დააშავა და ღირსიც იყო

-ბიჭო რა მიქარე სალომესთან ? -გოგლა და ძება ყურებდაცქვეტილები უსმენდნენ
-ვაკოცე , მაქმდე ვუთხარი ნატო მევასებათქო
-აუ ტაშტი ხარ ,რა -ხელი ჩაიქნია გოგლამ
-ბიჭო ვერ მოვითმინე ,არადა ეგრე არასდროს არ მომსვლია ,ბოზებთანაც ტო ,გეფიცები არადა მაგათ ვაფშე არც აცვიათ ხოლმე
-მერე ეგ ტიტველი ხო არ დაგხვდა ?
-ხოდა გეუბნები რაღაც სხვა გოგოა , სულ სხვა
-მაგარი კია -თქვა ძებამ დანანებით


ძებას სალომე კი არ მოსწონდა არა მოსწონდა ,ოღონდ ძალიან ადრე ერთხელ ეცეკვა და ცოტა აჟრიალებდა კიდევაც , მაგრამ მეგობრობდა უფრო , სალომე მაგარ რჩევებს აძლევდა ,სულ ობიექტური იყო... ძებასაც მოსწონდა რა ეს ჭკვიანი გოგოები ,თან მაგრად უხდებოდა მოტკეცილი მოკლე კაბა ... ეგ ,რომ ეცვა ძებას თვალები სულ სხვაგან ეპარებოდა ,მაგრამ მერე მიხვდა ,რომ აზრი არ ჰქონდა სალო სხვა სტილი იყო ... ძება არ მოუხდებოდა


თაიამ ,რომ გაიგო რაც მოხდა გაგიჟდა ,სულ გადაირია მაგრამ სალომეს თხოვნით ილოს არ უთხრა... სალომეს ბრალიც იყო ,მაგრამ უფრო დათოსი
-სალო ძალიან გიყვარს უთხარი
-არა ახლა არ ვეტყვი და საერთოდაც არ ვეტყვი -არ ცხრებოდა
-აბა დაიტანჯო ჯობია ,სულ ასე ხარ რამდენი ხანია გიყვარს
-მთავარია არ ვიმჩნევ ,თორემ ახლაც მიყვარს და სულაც მეყვარება
-რა შტერუკა ხარ -გულში დური სითბოთი ჩაიკრა თაიამ


დათო ღამე ფიქრობდა სალომეზე , და საერთოდ ამ ბოლო დროს ხშირად ფიქრობდა... მგონი უყვარდებოდა ,მერე გაახსენდა ყველაფერი მისი მომღიმარე სახე , სულ რომ უცინოდა თვალები ... ლოყები რომ ეჩუტებოდა ხოლმე , ისიც როგორ თბილად გაუწოდა გაცნობისას ხელი ... ის დღე ახლაღა გაახსენდა ,რა ლამაზი იყო ის წითელი კაბა როგორ უხდებოდა ,მაშინ რატომ არ ვეცეკვე ? რატომ არაფერი არ ვუთხარი ? -თავის თავზე ბრაზობდა , მერე ისიც გაახსენდა სურათი ,რომ გადაიღეს ,მისი ნაზი კანი რომ შეეხო ლოყაზე დათოს ისე ესიამოვნა ,ეგ ვერ შეამჩნია სალომემ მაგრამ დათომ ხო იცოდა ... უბრალოდ არ უნდოდა აქამდე არ უნდოდა სალომე , არა უნდოდა უბრალოდ ვერ ხვდებოდა ... ახლა კი უეჭველი იცის ,რომ სალომე უნდა , მაგრამ მას ???


-თქვენი აზრით დათოს და სალომეს ამბავი რატომ არ გამოდიოდა ?
-არ ვიცი , სალო იყო ჩუმი და დათო კიდე სულ გოგოებში დაძვრებოდა
-ეგ იყო მიზეზი ?
-ხო ,რავი სხვას ვერ ვიფიქრებ - დაიბნა ლიკა
-თქვენზე და ძებაზე რას გვეტყვით ?
-აუ ძებას რატომ ეძახით , ლევანი ჰქვია
-ბოდიშით ლევანზე
-გვიყვარდა ერთმანეთი და თან მაგრად
-თქვენს სიყვარულს ერთი სიტყვით ,როგორ დაახასიათებთ
-თავისუფლება - გაეღიმა ნატოს , აი ისე თითქოს ორ წამში გაურბინა ყველა სურათმა თვალწინ

სალომე იმ დღეს ძალიან ლამაზი იყო , დღითიდღე მშვენდებოდა ეგ და თაია ,რომ გაივლიდნენ ყველა უყურებდა მარტო უნივერსიტეტში კიარა , ყველგან სულ ყველგან , მაგრამ არც დათო და ილო იყვნენ ნაკლებნი, ბევრი გოგო გიჟდებოდა ილოზე იმის მერეც რაც თაია მოიყვანა ცოლად ,მაგრამ ეს არ უყურებდა ზედ არავის არც მაქამდე და არც მერე , ასეთი ცოლის შემხედვარეს სხვა რათ უნდოდა ? დათოს კიდევ ყურადღება იმაზე მეტი ჰქონდა ვიდრე იმსახურებდა , ყველა გოგოს ისე აგრძნობინებდა თავს თითქოს მისთვის მნიშვნელოვანნი იყვნენ ,მაგრამ თვითონ მაშინ მარტო სალომეზე ფიქრობდა , თაიაზე მეტადაც კი აინტერესებდა , ზუსტად სალომე იყო მიზეზი იმისა ,რომ დათოს თაიას დანახვაზე უკვე ჩვეულებრივი რეაქცია ჰქონდა , ამიტომ უფრო უყვარდებოდა სალომე


-სალომე დამელოდე რა - დათო მომდევდა , გავჩერდი და სწრაფად შემოვტრიალდი
-კაროჩე , ძლივს სუნთქავდა რატომ არ მესალმები ?
-ეგ გაინტერესებდა ? -უცებვე შევტრიალდი ,მაგრამ წინ დამიდგა
-არა , რაღაც უნდა გითხრა
-რა ? ამჯერად ვინ მოგეწონა ? ვის შებმაში დაგეხმარო
-არა ამჯერად აღარ მომწონს უკვე შემიყვარდა-ნელა შემათვალიერა ჩემს რეაქციას ამოწმებდა ,მე კი ამ დროს საშინლად ვგრძნობდი თავს მეშინოდა ,რომ საბოლოოდ დავკარგე მას სხვა უყვარს ჰოპ მაგარია
-შენ ,შენი შემიყვარდი სალო -ეს მითხრა და თვალები გაუბრწყინდა , მეც გავბრწინდი ერთად გავბრწყინდით ,არაფერს აზრი არ ჰქონდა რა დროს გაბრაზება იყო მე მას ვუყვარდი მე კი ის ,ჩვენ ერთნი ვიყავით და მორჩა , გავიქეცი და მთელი ძალით მოვეხვიე , ისიც მომეკრო და ჰაერში დამაბზრიალა აი ეს იყო სიყვარული , ეს იყო გრძNობა,ამას ველოდი .

-მოკლედ სალომეს და დათოს ამბავი იყო აი პირდაპირ მთელი თბილისის გამაოცე სახეებით დახუნძლული , გაივლიდნენ ყველა ამათ უყურებდა გამოივლიდნენ ისევ უყურებდნენ ,აი ინერციით უტრიალდებოდათ თავი ისეთები იყვნენ
-რაიმე საინტერესოს ხომ არ გაიხსენებდით მათი ურთიერთობიდან ?
-საინტერესო იყო ყველაფერი ,აი მათ გარშემო მაგრამ ერთი განსაკუთრებით ერთ დღეს ყველანი დავაწექით ლისის ტბაზე მე,თაია ილო ,ძება , გოგლა , დავითა ,სალო ,ნატო,ლიკა მოკლედსასტავი რა სალომემ აიჩემა გინდა თუ არა ნაყინი მინდაო დათოც ადგა და მთლიანი შეკვრა ნაყინი იყიდა , სალომემ 10 ცალი შეჭამა ზუსტად
-10 ?
-ხო ნუ გიკვირთ(იცინის ,მაგრამ მალე სერიოზულდება) 10 შეჭამა და რა თქმა უნდა ცუდად გახდა , დათომ ჯერ ბევრი იცინა და მართლა ,რომ შეამჩნია სალომეს გადაფითრებული სახე მაშინვე საავადმყოფოში გააქანა
-სულელი ხარ ,პატარა ბავშვი ხარო - სულ ამას ეუბნებოდა დათო ,მაგრამ არასდროს გიღალატებო შენს ღალატს და ჩვენი სიყვარულის ღალატს არავის არ ვაპატიებ არც ჩემს თავს ,არც შენ და მითუმეტეს ვიღაც მესამე პირსო.
-რა იყო ამ ისტორიაში განსაკუთრებული ?
-ჯერ ვერ მიხვდებით

დღეები გადიოდა მე და დათოს ისე გვიყვარდა ერთმანეთი დამეფიცება მის იქეთ არავინ არ არსებობდა დღე მისით იწყებოდა და ღამე ხო ,ნუ რა ვიცი ,კიბეებზე ავდიოდი უცებ უკნიდან ვიღაცის ცხელი სუნთქვა ,რომ ვიგრძენი
- გოგონი თქვენი იდიოტი შეყვარებული სად ბრძანდება ასეთი ლამაზმანი მარტო ,რომ გამოგიშვათ ასე გვიან ? -ვნებით გაჟღენთილი ხმით ჩამჩურცულა და წელზე ხელები ნაზად აასრიალა , იმდენად მესიამოვნა მთელი ტანი დამებურძგლა და თვალები თავისით დამეხუჭა , ნაზად შემომატრიალა და ფრთხილად შემახო ტუჩები ,მერე კიდევ შემახო ,კიდევ ბოლოს ვერ მოითმინა და თითქოს მწყურვალე ყოფილიყო ისე დამიწყო კოცნა , მთელი ვნება და ამბები იყო თავს ისე ვგრძნობდი მეგონა ბედნიერებისგან გავსკდებოდი
-ძალიან მინდიხარ , გეფიცები ასე ჯერ ქალი არ მდომებია ,რას მიკეთებ ? რა ჯანდაბას ? - რთლი იყო ამ სიტყვების მერე თავის შეკავება და მე წავეტანე უკვე მის ბაგეებს ,სულ გაგიჟდა მეგონა შემოვეჭმებოდი ,მაგრამ იმხელლა ვნება იყო ალბათ ლიტრობით წყალიც ,რომ დაგეცალათ ჩვენთვის ვერ ჩააქრობდა
- გაჩერდი გთხოვ არ დაგავიწყდეს კაცი ვარ ,ნუ მაწამებ -კანკალებდა , ძლივს გაჩერდა მეც მივადე თავი მკერდზე და ვიგრძენი მისმა გულმა ერთი დიდი ნახტომი როგორ გააკეთა.

ბედნიერებასაც აქვს დასასრულიო ნათქვამია თუ დაღმართს აღმართი მოსდევს , აღმართსაც უნდა მოსდევდეს დაღმართი ასე იყო დათოს და სალომეს შემთხვევაშიც არ ვიცი რა მოხდა არც მინდა გავიგო უბრალოდ დათომ საიდანღაც გამოჩხრიკა ვიღაც ტაშტი ტიპი სახელად "გოგიჩა" ეს გოგიჩა ნამეტანი ბნელი იყო აზროვნებითაც და ცხოვრებითაც ან თვითონ იბნელებდა იმ ისედაც ბნელ 90 -იანებში თავს . იჩხერდა ,იყნოსავდა ყველაფრით კაიფობდა და სალომეზეც მოუნდა კაიფი ,ერთ დღეს რომ ჩაუარა გადაირია , გაშეშდა ,მერე დაიწყო ჩალიჩი ,მაგრამ რა დაიწყო იცოდა მარტო ,რომ არ იყო არც გაკვირვებია აბა ასეთი გოგოს მარტო დატოვება იქნებოდა ? ესეც ,რომ იტყვიან "მუღამში ჩავარდა" . სადარბაზოსთან ხვდებოდა , ვარდებს უტოვებდა , თავისი ხელწერა ჰქონდა ეგონა ასე უფრო რომანტიული იქნებოდა ვარდები მხოლოდ შავი , ნამდვილი ბლერი იყო ერთი სიტყვით ,როგორც გოგლა იტყოდა.

-დათოს რა რეაქცია ჰქონდა ,როდესაც გაიგო ამ ბიჭის შესახებ ?
-მაშინ დაიწყო ყველაფერი , პაჩწი დასასრულის დასაწყისი იყო ეს ფუ მე ამის - ჩუმად შეიკურთხა ძებამ და ძარღვები დაეჭიმა .

-ვინ არის ?
-კარგი რა დათო , ვიღაც დებილია ხო იცი არ მაინტერესებს ეგეთები
-სალომე ვინ არის ?სად გნახა ? ან რა უფლებით გიტოვებს ყვავილებს ? -დათო ადამიანს არ გავდა
-დამშვიდდი ხო იცი შენ მიყვარხარ
-იცი რა მითხარი რატომ იღებ ყვავილებს რატომ არ გადააწნავ თავზე ?
-კარგი , გადავყრი გეფიცები უბრალოდ ყვავილებმა რა დააშავეს ?
-შენ გოგო სულ გამოშტერდი ?
-სიტყვები შეარჩიე დათო მე ვიღაც იდიოტი არ გეგონო
- ხოდა ნუ იქცევი იდიოტივით
-ახლავე დატოვე ჩემი სახლი
-მისმინე
-დროზე
-ამის დედაც -იმხელა ხმაზე გამოიჯახუნა დათომ რკინის კარები სალომე ადგილზე შეხტა , ცრემლები თვითონ წამოვიდნენ , სულ თვითონ .


არ ვიცი დათომ რა ქნა ,ვინ ჩარია ,მაგრამ ამის მერე ვარდებიც გაქრა და თვითონ ის ბლერიც ,მაგრამ სამაგიეროდ ბზარი გაჩნდა , ბზარი ურთიერთობაში.
-შემდეგ რა მოხდა ?
-ყველაზე საშინელი კარგად მახსოვს თებერვალი იყო ყველაზე იდიოტი დრო მთლიან წელიწადში სალომე დათოსთან ავიდა არც დაურეკავს არც გაუფრთხილებია და საშინელი სურათი დახვდა , ნია პაჭკორია და დათო საწოლში ნებივრობდნენ
-საშნელებაა
- ნუ იტყვით
-შემდეგ ?
-ვერ აპატია ეს ღალატი, არადა ნათქვამი ჰქონდა, შენ გარდა ქალი არ მინდაო. ალბათ, ამიტომ უფრო ვერ აპატია, არ გაულანძღავს, ეხვეწებოდა რამე ცუდი მითხარიო, მაგრამ, ამან გაუღიმა და ლოყაზე ხელი მოუსვა. მარტო ის უთხრა: გული ასე არავის ატკინოო და კარი ჩუმად გაიხურა
-ძლიერი ყოფილა სალომე
- კი , ყოველთვის ასეთი იყო - ნატო ატირდა ,ჩუმად ,თავისთვის

ამის შემდეგ იყო დათო სასმელს ,რომ მიეძალა საშინელებსბ ჩადიოდა სალომე სად იყო არავინ იცოდა ,არც თაიამ ,ყველგან ეძება ,უშედეგოდ ან რა უნდა ეთქვა , ვერავის ვერ იტანდა პირველი რიგში საკუთარ თაცს სანამ ილომ ერთ-ერთი სიმთვრალის დროს გემრიელად არ უთავაზა სახეში იქამდე გონს ვერ მოეგო, მიხვდა დაკარგა და ამას ნანობდა ვერ პატიობდა საკუთარ თავს ,მის ღიმილს რომ ვერ ხედავდა , ულამაზეს ტუჩებს რომ ვერ უკოცნიდა , სულ სალომეზე ფიქრობდა ახლა გრძNობდა რა ძლიერ ყვარებია ის პატარა გოგო ,როგორ უნდოდა მისი შვილების დედა გამხდარიყო , რა მაგარი მომავალი ექნებოდათ ის დღე გაახსენდა ერთ დღეს წვიმაში მოყოლილები ,რომ ავიდნენ კორპუსის სახურავზე და გიჟებივით ,რომ იცინოდნენ მერე სულ კიდეში ,რომ დასხდნენ
-არ ვიცი უკვე სიტყვა მიყვარხარიც მეუფასურება , არ ვიცი ისეთს ვგრძNობ შენს მიმართ ,რომ მინდა აი სულ მინდა რომ იყო და არსებობდე მენანება დრო ,რომ გადის და წარსული ერქმევა თითოეულ წამს ,შენთან გატარებულს -დათო თან მიწეპებულ თმას აშორებდა და თან სახეზე ეფერებოდა
-იცი რა ლამაზი ხარ , აი რომ გეხები მვგიჟდები ,ისეთი ნაზი კანი გაქვს , სულ მინდა გაკოცო - ნელ -ნელა კოცნიდა სახეზე და თან ელაპარაკებოდა
-სულ მიყვარხარ , როცა ჭამ და ცდილობ არ გაგეცინოს ,ლოყები საყვარლად გებერება და ლამისაა გასკდე, რომ მღერი და თვალები გიციმციმებს ,ნერვიულობის დროს თითებს ,რომ იტეხავ და სახეზე ხელებს ისვამ ,სულ თმას რომ ისწორებ ,როცა მე მხედავ ,დღემდე რომ ფორიაქდები ჩემს შეხებაზე და ,რომ გკოცნი 2 წუთი თვალს ,რომ არ ახელ , რომ მიბრაზდები სახე წამებში ,რომ გეცვლება აი მაგ დროს ისეთი საყვარელი და სექსუალური ხარ მინდა , მინდიხარ ,მიყვარხარ და მეამაყები რომ არსებობ.
-დათო ჩემთვის ამდენი კარგი არ შეიძლება
-გიჟი ხარ
-ხო
-გიჟები ვართ
-ძალიან
-მე ესეც მომწონს
-მე შენი ყველაფერი მომწონს
-მართლა ?
-ხო მართლა
-გეფიცები გავმთლიანდებით
-ეგ როდის ?
-აი მომავალ ცხოვრებაში
-სულელო
-მართლა რეინკარნაციაზე წავიკითხე
-მომავალ ცხოვრებაში მე და შენ რომ ვერ შევხვდეთ ერთმანეთს
-შანსი არაა
-როგორ იქნებ ორივე გოგო ვიყოთ ან რავიცი ლეოპარდი რომ ვიყო
-მაინც შენ მეყვარები ვინც არ უნდა იყო
-გიჟი ხარ
-შენს სიცილს ,რომ ადამიანი უყურებს ის გიჟიც აღარ იყოს ,ულამაზესი სიცილი გაქვს .


-აპატია ?
-კი
-ეგ როგორ ? აი ასე კიევში იყო ჩამოვიდა და მიხვდნენ ერთნი იყვნენ რა ვერაფერი დააშორებდათ
- კი,მაგრამ ასეთი რაღაც როგორ აპატია
-აი ასე უყვარდა და აპატია ,რომ არ ეპატიებინა და ცალ-ცალკე ცხოვრების ბოლომდე დატანჯულიყვნენ ეგ იქნებოდა სწორი ?
-სწორი შეიძება არა ,მაგრამ სამართლიანი იქნებოდა
-ხოდა მე ეგეთი სამართალის დედა ვატირე - ანერვიულდა ძება და გამჭოლი მზერა მესროლა -ნეტავ მე რა დავუშავე ?


-შემდეგ რა მოხდა ?
-შემდეგ - ილო ტირილის პირამდე იყო მისული
-შემდეგ ის ახვარი , ფუ მე მაგის ******
-რა მოხდა ?
-სალომე ჩამოვიდა კიევში ყოფილა ნათესავებთან დათო უნდა შეხვედროდა , უჩვენოდ წავიდა ცოლობა უნდა ეთხოვა ,მაგარი ქორწილიც იქნებოდა ,მაგრამ ...
-რა მაგრამ ? წყალი ხო არ გინდათ ? -ილო აშკარად ნერვიულობდა
-დავითა ჩემი პატარა დავითა ,ჩემი ძმა ,ის ბლერი შეხვდა ღამე იყო ჩხუბი დაიწყეს ამან სალომე ჩემი ნაშა გახდებაო დათო მაგას მოუთმენდა ხელი გაურტყია , მერე მერე იმ იდიოტმა დანა ამოაძრო და ვსო მორჩა წამებში
კაცი მოკვდა
ისტორია მოკვდა
ჩვენც მოვკვდით - ავნერვიულდი ,აშკარად მე უფრო მჭირდება წყალი


სალომე ვერ იჯერებდა , აღამებდა და ათენებდა მის საფლავთან 2 კვირა არ დააკრძალვინა სანამ მოტყუებით არ მიაძინეს და ისე არ დაასაფლავეს ,არაფერს ჭამდა , სიცოცხლე წაართვეს გული წაართვეს , სალომე ის აღარ იყო ,მისი სიძლიერეც დაიფერფლა არ ვიცი რა მოხდა წამებმა იმსხვერპლა არა ამათი სიყვარული ასე როგორ იმსხვერპლა ეს იყო ის ,აი ის ყველაზე დიდი მაგარი და ამაღელვებელი რაც მე განა განმიცდია არც კი მინახავს , მშურდა მათი , მათი სიყვარულის მე კი არა ყველას შურდა - ლიკა თითქმის ბუტბუტებდა.


-როგორ გადაიტანეთ ?
-დრო
-გიყვარდათ ?
-მე ახლაც მიყვარს - თვალები ერთ ადგილას გაუშტერდა სალომეს.








ტატამ დასასრული მოკლედ ადრე სხვანაირად დავწერე ცოტა თითქმის იგივეა , მიყვარხართ და გკოცნით რაღაც ამ ბოლო დროს მუზა ხშირად მიტევს და მგონი მეშველა , პაჩები და პუჩები .



№1  offline წევრი mani156

ყოველ წაკითხვაზე გული მიჩერდება ))) მიყვარს ეს ისტორია ^^

 


№2 სტუმარი Ana

Salome dzalian kargi gogoa, kovelmxriv dadebiti. Datos sikvdilma guli damckvita, magram mainc mikvars aseti sikvarulis istoriebi kitxva. Kargi personagebi gkavs.

Salome dzalian kargi gogoa, kovelmxriv dadebiti. Datos sikvdilma guli damckvita, magram mainc mikvars aseti sikvarulis istoriebi kitxva. Kargi personagebi gkavs.

 


№3  offline წევრი lola123

ვაიმე ძალიან მომეწონა, შეუდარებელი იყო

 


№4  offline მოდერი Eleniko13

სულ ღიმილით წავიკითხე...
მაგრამ გული დამწყდა მაინც.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№5  offline წევრი rebe123

მართალია გული დამწყდა დასასრულზე მაგრამ მაინც ძაან მომეწონა <3

 


№6 სტუმარი მკითხველი

აი, ძალიან მომეწონა. გული დამწყდა, მაგრამ ჩემს თავზე ვბრაზდები, ასეთი მაგარი ისტორია აქამდე როგორ არ წამიკითხავს! ძალიან, ძალიან მაგარია <3

 


№7  offline წევრი Mmariami)

მეცნო, ეს ისტორია,წაკითხული მაქვს მგონი და რატომღაც სხვანაირი დასასრულით მახსოვდა
და
ზედმეტად უსამართლოდ დამთავრდა.
მთელი ის 90-იანები წარმოვიდგინე,
რაღაცნაირი ბნელი, მარტო სიყვარული რო ანათებდა და აბედნიერებდა.
ყველაფერი მოკლედ იყო, მოკლედ და ემოციურად და
უცებ
დასასრული
იმდენად
ცუდი
კატასტროფული
და
მოულოდნელი იყო.
ზედმეტად ცუდი.
არ შეიძლებოდა დათოს სიკვდილი
მითუმეტეს ესე.
ხომ არის რაღაცეები რაც არ შეიძლება?
ხოდა
არც ამათი სიყვარულის დასასრული შეიძლებოდდა
ასე.

 


№8 სტუმარი Guest Anna_19

Meated vkitxulob ukve am motxrobas da ar mbezrdeba Shemiyvarda Saswauli xar

 


№9  offline წევრი Gotham

ბოლოზე გული დამწყდა მაგრამ მოუხდა ეს უჰეფი ენდობა :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent