ფრთაგაუშლელი სიყვარული (სრულად)
-ადექი ბებოს გოგო. ლალიმ დარეკა სადღაც გელოდები იცის თავადო!-ოთახში ფრთხილად შევიდა სულიკო ბებო თავზე დაადგა და ფრთხილად დაუწყო გაღვიძება. -კარგი რა ბებო, დღეს ხომ კვირაა. ლალის წანწალის მეტი არ უნდა არაფერი, მე კიდე მეძინება! - ზანტად გაახილა გოგონამ ცალი თვალი და ბებოს ახედა. -ადე, ადე ნუ გაზარმაცდები, ვინ გითხოვს ასეთ ზარმაცს!- ბებომ თბილად გაუღიმა გოგონას და სახეზე ჩამოყრილი თმები ნაზად გადაუწია. -გამოჩნდება ვიღაცა თავისუფლებას რომ გამომათხოვებს! -გოგონა ზანტად წამოჯდა საწოლზე და უდიერად მოისროლა პლედი. -ეხლა მაინც არ დაგეძინება და ადექი, მე ყავას გაგიმზადებ!- ოთახიდან ისევე ფრთხილად და უხმაუროდ გავიდა ბებო როგორც შემოვიდა. -თურქული ყავა მომიხარშე ბეეე! -ბოლო ხმაზე დაიყვირა გოგონამ --ნუ ყვირიხარ და შენი ტელეფონი ჩართე, ამაწრიალა ამ გოგომ!- კარებთან მდგარიყო ბებო იქვე და გოგონას ყვირილზე უცებ შეკრთა. -ხო ეხლავეს!- ზანტად წამოდგა და ტუმბოზე დაგდებულ ტელეფონს დაწვდა. ჩართო თუ ტელეფონი, უამრავი გამოტოვებული ზარები შემოვიდა და მესიჯით დაგვირგვინდა. გახსნა და ღიმილით ჩაიკითხა. ,,საერთოდ რომ გაქრე დედამიწის ზედაპირიდან ის გერჩიოს, არანორმალურთან ერთად უპასუხისმგებლოც ხარ“ ,,ჩემო ლუ შენი ნერვიულობა არ შეიძლება, ჩემო საყვარელო. ცოტაც დამელოდე და მოვფრინავ“ ღიმილით გააგზავნა მესიჯი და მზადებას შეუდგა, თორე მართლა ვერ გადაურჩებოდა მის ლუს. ქალაქი სამტრედია მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, იქ სადაც ქუთაისიდან მომავალ გზატკეცილს უერთდება გურიისა და სამეგრელოს მთავარი გზები. ის მთლიანად ვაკეზეა გაშენებული და ამ ლამაზ მიდამოებში დაიბადა, ერთი ძალიან ლამაზი სულის გოგონა, რომელიც დიდ სითბოს და სიყვარულს აფრქვევს ირგვლივ და ასევე ღებულობს ყველასგან გაცემულ სითბოს და სიყვარულს.ერთადერთი ადამიანი მის ცხოვრებაში, რომლის ნერვებიზე თამაში უყვარს ეს მისი ძმა არის გაბრიელი. ვინ არის ეს გოგო? სამეგობროს, სამეზობლოს, მთელი უბნის სული და გული ჩვენი ცქნაფო. ნათია სვანიძე სუსტი და სიფრიფანა. წონით 50 კგ, წაბლისფერი, კარედ შეჭრილი თმით. ვარდისფერი პატარა ლამაზი ტუჩებით, საშუალოზე ცოტა მაღალი, მის სისუსტესთან შედარებით თვალში საცემი მკერდით. სხვის თვალში ძალიან სერიოზული და სამეგობროში მათი სისხლის გამშრობი. ყავს მოსიყვარულე ოჯახი,მეგობრული მშობლები და მათი სახლის პატარა მაღვიძარა 11 თვის დაიკო ბარბარე. -ბეეე, წავედი მე თორე მართლა მომივარდება ჩემი ლუ აქ!-სამზარეულოში მოწესრიგებული გოგონა გამოჩნდა, სწრაფად დასტაცა ხელი ყავის ფინჯანს და ფანჯარასთან მდგომი სწრაფად სვამდა. --არ დააგვიანო ნათია და ჭკუით იყავი, გადასასვლელზე ფრთხილად გადადი გესმის?- ბებოს ჩვეული დარიგება დაეწია კართან -წამომყევი ბარემ და მატარე ხელი-ხელ ჩაკიდებულმა. გავიზარდე ბე გავიზარდეეეეე! -გაუბრაზდა ნათია ბებოს მსუბუქად. დრო აღარ ითმენდა, ლალი სიბრაზისაგან ლამის გამსკდარიყო. დაიღალა ნათიას ლოდინში და იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა. -ეხლა არ დაიწყო შენებურები. აქამდე რომ მოვსულიყავი 5 ლარი ამაგლიჯა ტაქსმა. ხმა არ გამაგონო და წამოდი მეზობლის ბავშვივით რომ ჩამომჯდარხარ მანდ კოლოფი გაკლია ხელში და ხურდას ჩაგირაჩხუნებდა ხალხი! -მიაყარა ნათიამ ლალის და სიტყვის თქმის უფლებაც არ მისცა. -ზუსტად 2 საათი და 11 წუთია რომ გელოდები და ისეთ დიდ გულზე მოხვალ ხოლმე, თითქოს შენ გალოდინე მე და ბოდიშიც უნდა მოგიხადო. რატომ ხარ ზოგჯერ ასეთი უსაქციელო?- ლუ ცოფებს ყრიდა და ლამის იყო თმებში წვდომოდა. --ადგები თუ გავბრუნდე და იყანყალე მერე მარტო!- ნათიამ არც კი შეიმჩნია ლუს გაცოფებული სახე. -წამოეთრიე წამოდი! შეუბღვირა ლალიმ. -ხელი მომეცი!- ღიმილით გაუწოდა ნათიამ მეგობარს ხელი -ხელი რად უნდა მოგცე! გაუკვირდა ლალის. -ბებომ დამაბარა გადასასვლელზე ფრთხილად გადადიო!- სიცილით უთხრა. -ვაიმეეე როდის მერე უჯერებ სულიკო ბებოს!- აკაკანდა ლალი შუა ქუჩაში. ნათიამ ყური არ უგდო მის კაკანს და წინ წავიდა, გზაზე გადადიოდა და საპირისპირო მხრიდან მოსახვევში შემოსული მანქანა ვერ დაინახა, უცებ მანქანის წინ რომ აღმოჩნდდა რომელსაც ისე მისჩერებოდა შიშისაგან თვალებსაც კი არ აფახურებდა. -შენ თვალებში იხედები საერთოდ? -მანქანიდან გადმოფრინდა კლასიკურ ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა. ნათიას წინ საოცრება გადაიშალა მას ბრაზისაგან ანთებული ცისფერი თვალები უყურებდნენ და უყვიროდნენ ისე ჩაიძირა ამ თვალთა სიღრმეში, თითქოს ოკეანის შუა გულში ჩააგდენ და მისი კიდევ უფრო სიღრმისკენ მიიწევდა. იძირებოდა, ლამობდა ამოსვლას მაგრამ ხელის მოსაჭიდს ეძებდა და ვერ პოულობდა.ამ წვალებაში კი როგორ ჩავიდა ოკეანეში, სიღრმის ფსკერამდე ვერც კი გაანმალიზა. როგორც იქნა მოვიდა გონს და მიხვდა, რომ შუა გზაში იყო გაჩხერილი და თავს ხომ არ დაიდანაშაულებდა სასწრაფოდ რაღაც უნდა ეღონა იქეთ გამოეყვანა უცნობი დამნაშავე. ეს ხომ ნათიაა არცაა გასაკვირი მისგან ასეთი მოულოდნელობები. გაუაზრებლად გადადგა ნაბიჯი ხელის ცეცებით მივიდა ახლოს უცნობთან და უთხრა -მე ვერ ვხედავ. შენ უნდა მიყვირო თუ უნდა მომკიდო ხელი და გადამიყვანო ბრმა მეორე მხარეს? - ნათია თვალებს უმისამართოდ აცეცებდა, უცნობი დააბნია ნათიას სიტყვებმა და შებრალების გრძნობამ იფეთქა მასში, რომ ასეთი ახალგაზრდა და ბრმა. -მართლა ვერ ხედავ?- სიბრალული გაისმა უცნობის ხმაში. -მაქვს მიზეზი რომ მოგატყუილო? -ბრაზი მოერია ნათიას- ვერა ვერ ვხედავ. სკოლაში ზამთარში გუნდაობისას შუბლში გუნდა მომარტყა მეგობარმა და მხედველობა დამიქვეითდა ჯერ და მერე საერთოდ გამიქრა. ეხლა კი კეთილი ინებე და გამიყვანე მეორე მხარეს, თორე შენსავეთ კეთილი არ აღმოჩნდება სხვა და ასვალტზე დავრჩები დახატული! უცნობს გაეცინა ნათიას სიტყვებზე და უთხრა. -წამოდი გადაგიყვან, მოგეხმარები! -მიუახლოვდა და ხელი მოკიდა, გადაიყვანა გზის მეორე მხარეს. ---სად მიდიხარ მითხარი და მე გაგიყვან!- უცნობი ნათიას წინ იდგა და მონდომებით იმახსოვრებდა მის ყველა ნაკვთს. -არა, არა მადლობა ამხანაგს ველოდები და ის გამიყვანს. როგორც ჩანს მე მოვასწარი, ადრე მოვედი. აი სუნზე ვგრძნობ რომ ისიც მოდის. მადლობა რომ მომეხმარე!- სერიოზულად ამბობდა ამ ყველაფერს მაგრამ ერთი სული ჰქონდა ძირს გართხმულიყო და ბოლო ხმაზე ეხარხარა. -არაა საჭიროო მადლობა, გინდა დაველოდები შენს მეგობარს, შენთან ერთად მარტო რომ არ იყო აქ! -ბიჭი მის ტკივილს ითანაგრძნობდა. -სადაცაა ისიც მოვა, აი, უკვე მოვიდა ლუ მოხვედი ხო?- მიხვდა ლალი რომ ნათია თამაშობდა და აყვა ისიც თამაშში. -მოვედი ნათ აქ ვარ მეც!- ლილი გვერდით ამოუდგა მეგობარს და ხელი მოკიდა. -კარგი მე წავედი.-ბიჭი ორივეს დაემშვიდობა და ჩუმად ჩაიჩურჩულა -ბატი გოგოა მაგრამ ცოდოა! ჩაილაპარაკა უცნობმა. -თვალში ვერ ვიხედები თორე ყურში კი მესმის და ბატი თავი გაბია!-მანქანასთან მისულს დაეწია მეორე მხრიდან ნათიას ხმა. უცნობს გაეცინა და თავის გზას გაუდგა. ლალი ამ ყველაფერს გაოცებული უყურებდა და უსმენდა არ სჯეროდა რომ სულ ცოტა ხნის წინ ნათია სიკვდილს გადაურჩა და მერე თავადაც მონაწილე გახდა მისი თამაშის. აღშფოთებულმა მიბრუნდა მეგობრისკენ და გაფართოებული თვალებით უთხრა: --რაში დაგჭირდა ტყუილის გათამაშება? შენ, შენ ეხლა რა გააკეთე ვითომ ბრმა იყავი?- გაუკვირდა ლილის და გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა. --აბა თავს ხომარ დავიდანაშაულებდი უცნობის წინაშე და ბოდიშების ხდით თავს დავარტყამდი ძირს ასვალტს?- გაუცინა ნათიამ და ქუჩას გაუყვნენ. --ნათ შენ იც........!- ლილიმ სიტყვა ვერ დაამთავრა --გოგოებოოოო, გოგოებოოო მოიცადეთ უნდა გიმკითხაოთ. - უცებ ბოშა ქალი დაეწია მათ- შენს თვალებში, რაღაც განსაკუთრებულს ვხედავ! -ბოშა ქალი მიუახლოვდა ნათიას და ლალის.- ხელი მომეცი და თვალებში ჩამხედე. შენი სახელი ნათიაა ,ბოშების არ გჯერას და ეხლაც გაქცევაზე ხარ. მაგრამ მოგიწევს ჩემი მოსმენა გოგონი. შენ სულ მალე დიდ განსაცდელში ჩავარდები, შიშიც გექნება მაგრამ ეს ყველაფერი შენს სასიკეთოდ შემოგიბრუნდება. შენ შეხვდები ახალგაზრდას და თქვენში მოწონების მარცვალი გაღვივდება, მაგრამ ფრთებს ვერ გაშლის ეს მოწონება. სიყვარულამდე ვერ, ვერ მივა. შენ გეწვევა მოწონების ის ტალღა რომელსაც ვერც ფულით, ვერც საჩუქრით და ვერც ლამაზი სიტყვებით ვერ გაგაოცებს. შენში პირველ ეტაპზე, თითქოს აგიძგერებს გულს, ერთი ძალიან ძლიერი სულის ადამიანი, შენი გული მხოლოდ მას იგრძნობს და მას დაემორჩილებ, მისდამი მოწონება გადავა სიყვარულში და სიყვარული ყველა წოდებაზე მაღლა დადგება შენში, სიყვარულით დაადგამთ თვალს ერთმანეთს მეორედ ნახვისას, პირველად უკვე შეხვდით საოცრად უცნაურ გარემოში და ვერ შეიგრძნეთ ერთმანეთის სურნელი. ამ სიყვარულის რწმენით მიხვალთ სიკვდილის კარამდე. შენ შეგიყვარდება მართალია კრიმინალი მაგრამ უდანაშაულო ადამიანი. დიდი განცდის შემდეგ შენში სიყვარული ბედნიერებით, მზით, სინათლით გაჩახჩახებული დღეები დადგება მაგრამ ფრთხილად გვიან არ იყოს შენი სინანული. მისი სახელი წინა ასო არის,,ზ'', იბრძოლებ, ძალიან იბრძოლებ მაგრამ საბოლოოს ვერ გეტყვი რომ ერთად დარჩებით, რადგან ეს გრძნობა მყარი არ იქნება!- ბოშა ისევე სწრაფად გაეცალა მათ როგორც გამოჩნდა, ნათიას ხელი უცებ გაუშვა და უკან მოუხედავად გაიქცა, თითქოს იქ რაღაც უბედურება დაინახაო. --ნათ რამ გამოგაშტერა. -ნათია ერთ წერტილს უყურებდა და აზრზე ვერ მოსულიყო, ახლა აქ რა მოხადა- არის ვინმე შენს ცხოვრებაში და მე არ ვიცი?-ლილი მის წინ ხელებს უმოწყალოდ იქნევდა და ნათიას აზრზე მოყვანას ლამობდა. -არა გოგო საერთოდ არ მჯერა ასეთების, მაგრამ რა ვიცი კი გამომაშტერა. ვინ უნდა იყოს? -ვიღაცა ნელ-ნელა მოიწევს შენსკენ ნათი!- გოგოებმა ერთმანეთს შეხედენ და გაეცინათ. -ოჰ, კარგი რა- უდარდელად აიქნია ხელი ნათიამ და გზა განაგრძო. --ნათი, საღამოს გავიდეთ სადმე რა, რამდენი ხანია არ გავსულვართ არსად. დღეს ამინდიც გვიწყობს ხელს! ბევრი იბოდიალეს გოგოებმა, იყიდეს, სიცილით აიკლეს მაღაზიები, კონსულტანტი გოგოებიც გადარიეს და ყველაზე მთავარი, სამი წუთის შემდეგ ბოშა ქალი არც კი გახსენებიათ. -გავიდეთ, მივიდეთ სახლში, წყალს გადავივლებ და მანქანით გამოგივლი.- ლილის სახლთან მისულმა ნათიამ მეგობარი ნაზი ამბორით დააჯილდოვა ჰაეროვანი კოცნით. -დროებით პაკა,პაკა!- ღიმილით დაემშვიდობა ლილი მეგობარს და მერე მკაცრად დაამატა- იცოდე არ მალოდინო, მეგობარს ღიმილით გაეცალა და რამდენიმე წუთში, სახლის კარი შეგლიჯა. -ბეეეე მოვედიიიი შემიმოწმე ნაყიდებიიი!- სახლში შესული ნათია ბოლო ხმაზე ეძახდა ბებოს და უდიერად მიყარა იქვე კეტები. -სულ როგორ უნდა ყვიროდე გოგო, ყრუ ამ სახლში არავინაა ჯერ ღვთის წყალობით- სამზარეულოდან ბებო გამოვიდა ხელების მშრალებით, მერე კი ღიმილით დაამატა- აბა რა იყიდა ჩემმა გოგომ? ნათიამ, მინი მოდების ჩვენება გაუმართა ბებოს, ჭკუა ისევ ვერ ისწავლა, გაიზარდა და ისევ ის ცანცარა გოგოდ დარჩა. მოუწონა სულიკო ბებომ ნაყიდები. -ბე დღეს სასეირნოდ მივდივართ მე და ლალი მანქანით. გაბრიელი თუ მოვიდეს უთხარი დამირეკოს და ვეტყვი სად ვიქნები და იქ მოვიდეს. სახლში კიდევ ერთად მოვალთ, კარგი ბებულია?-ყველაფერი შეიძლება ნათიაზე თქვა, მაგრამ ბებოს სიყვარულში ეჭის ან უნდობლობის შეტანას ვერ დაგითმობთ. -კარგი ბებო, კარგი. ჭკუით იყავი და სახლში დროზე მოდი. გათენებამდე ნუ იქნები გარეთ გასათხოვარი გოგო ხარ!- ისევ ბებოს თბილი დარიგება დაეწია საძინებლის კართან მისულ ნათიას. -კარგი რა ბებო, ყოველი დღე ხომ არ გავდივარ სასეირნოდ, განა მცალია ამდენი სამეცადინო მაქვს?-თითქოს იწყინაო ნათიამ. -კარგი, კარგი და სწორედ ამიტომ არ გიშლი გასვლას. შენც გინდა ბებო გავლა. მოემზადე კიდე არ ალოდინო ის გოგო ისე როგორც დღეს!- ბებომ თბილად და სიყვარულის თვალებით გააცილა გოგონა, საფიცარი, ბებოს იმედი გოგო. ნათიამ ჩაუკოცნა ბებოს პუტკუნა ლოყები და მისი საძინებლისაკენ გაექანა. ძმის საძინებელთან შეჩერდა და ჩუმად შეიხედა .--ვაიიიი გაბრიელ სახლში ხარ? გაბრიეეელ! -მივიდა ახლოს და ისეთი ღრმა ძილით ეძინა სული ვერ ჩაუთქვა. ვერაფრით ვერ გააღვიძა, ღრმა ძლში მყოფი ძმა. ისე ჩახუტებოდა ბალიშს ეჭვია ვინმესთვის დაეთმო. -დაიცა მოვემზადო და შენ განახებ სეირს მე!- ჩაილაპარაკა ნათიამ თავისთვის, ირონიული ღიმილით გადახედა მძინარე ძმას და თავის ოთახში გაქუსლა. უბრალოდ ჩაიცვა ჯინსის ბრიჯები და გადმოშვებული თეთრი ზედა ტანი. -ბე მე მზად ვარ, აბა შემომხედე, როგორი გოგო ვარ?- ბებოს თვალწინად დაბზრიალდა ნათია. -უნიკალური გოგო ხარ, ცოტა ტვინი ზედმეტად მეტი რომ გქონდეს. უფრო კარგი იქნებოდა!- თვალი ჩაუკრა სულიკო ბებომ და გაეცინა. -ბებო, ავღადავდითო?- გაკვირვება გამოესახა ნათიას სახეზე -ნათი, რა სიტყვებია?- მკაცრი იყო ბებოს ხმა. --კარგი რა ბებო ვიხუმრე, - ისევ დაუკოცნა სიბერე შეპარული სახე ბებოს- ისა, იცოდი გაბრიელი სახლში რომ იყო? ძინავს, მე ვერ გავაღვიძე და თუ მისი, უდიდებულესობა თავად დიდი გაბრიელი იკადრებს გაღვიძებას, უთხარი რომ წავედი მე! ---როდის მოვიდა ეს შეჩვენებული. რავა მოლანდებასავით მომელანდება, უჩინმაჩინის ქუდი ხომ არ უშოვია აწი. აქ ვიჯექი როდის შემომეპარა.- თავისთვის ქოთქოთებდა ბებო- ეეეხ, დაბერდი სულიკო, დაბერდიიი! ჩაილაპარაკა თავისთვის სულიკო ბებომ. -კარგი ბებო მე ტელევიზორს მოვუსმენ, რომ გაიღვიძებს ვეტყვი!- ნათიას მიუბრუნდა სულიკო ნათიამ ბებო დაიგულა სამზარეულოდან გასული. ტოლჩაში ოდნავ თბილი წყალი ჩაასხა და წავიდა გაბრიელთან. ---ხი ხი ხი- ბოროტი ხმამაღალი სიცილით გამოვიდა ნათია ძმის ოთახიდან- ასე მოგიხდება!- ჩაიცინა და სიამაყოით გადახედა მის გაკეთებულ საქმეს. რომ, წარმოიდგინა გაბრიელის გაბრაზებული სახე და დროულად გაეცალა იქაურობას. -გაიზარდე ნათია, გაიზარდე. აღარ ხარ ათი წლის წინ რომ იყავი ის ბავშვი, 22 წლის ხარ უკვე, რომ მოგკლას გაბრიელმა ღირსი ხარ, ღირსი.- ალტერ ეგო უღიმოდა და საცეკვაოდ ემზადებოდა უკვე. --უუუფ, შემეშვი უნდა დავტკბე ახალგაზრდული წლებით! -შეუღრინა ნათიამ მის მეორე მეს. -ჯერ შენი თავის პატივისცემა ისწავლე და მერე სხვებიც გცემ პატივს. მიიღე ერთხელ და სამუდამოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შენს ცხოვრებაში. შეიცვალე ნათია, შეიცვალეეეე, დასერიოზულდიიი და ეს შეცვლის შენს მომავალს სამუდამოდ. არ გინდა იყო წარმატებული? წარმატება კი როგორც ურთიერთობა არ მოდის წამებში, მხოლოდ სურვილით მას სჭირდება დრო, ცოტა იღბალი და მუშაობა! -ნათია თავის თავს ეჩხუბებოდა ფიქრებში და ეს ფიქრები ტელეფონის ხმამ გააწყვეტინა. ---ხო ლუ, გზაში ვარ, სულ მალე მანდ ვიქნები!-გათიშა ტელეფონი და ხედავს მისი მანქანა ჩრდილმა დაჩრდილა. გახედა და რას ხედავს. მის მანქანას კარგი ძმაკაცივით ამოდგომია გვერდით 2016 წლის გამოშვებული ჯიპი კადილაკი, შავი ფერის. ,,ეს მძღოლი მეცნობა, სადღაც მყავს ნანახი“- გაიფიქრა და გაახსენდა ეს ხომ ის უცნობია სიბრმავე რომ მოიგონა. შეხედა სარკეში რომ უცნობიც გაოცებული უყურებდა და მერე როგორ ჩაეცინა გვერდულად და ამ სხვისი შეუმჩნეველმა და ნათიასთვის შესამჩნევმა ღიმილმა ლამის გზას ააცდინა. თითქოს არაფერი მომხდარა ნათიამ გაასწრო და მოულოდნელად მის წინ მოტოციკლმა გადაუჭრა გზა. ნათიამ უცებ საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა შემობრზიალდა, ეგონა სამშვიდობოს იყო რომ ნათიას საპირისპირო მხრიდან წამოსულ მსუბუქ მანქანას ძლიერად შეეჯახა. ეს ისე წამებში მოხდა, უცნობმა ვერც გაიაზრა მასაც როგორ შეასკდა მიკრო სატვირთო მანქანა. საშინელი სცენა დატრიალდა. ნათიამ სიკვდილს ჩახედა თვალებში. ესმოდა ხმები -უშველეთ გადმოიუყვანეთ, მარტოა შიგ. -რამე არ მოხდეს მანქანა არ აფეთქდეს. -სასწრაფო გამოიძახეთ და თანდათან შეწყდა ხმები.გული წაუვიდა და გაითიშა. *** --ზაზა გესმის ჩემი? სასწრაფო მალე მოვა! -ზაზამ თვალი გაახილა და გადახედა ეულად მიგდებულ მანქანას, რომელშიც ნათია სიკვდილს ებრძოდა. -ვანო იმ მანქანაში ნახე გოგო როგორაა! -ჩუმად უთხრა მეგობარს. -ვნახეთ ირაკლი მასთანაა! -და გაიგონენ ირაკლის ხმაც. -გულის ცემა მესმის, ცოცხალია. სუსტად სუნთქავს, მაგრამ რაც მთავარია ცოცხალია!- სასწრაფოც მოვიდა და დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. -უპასუხე ტელეფონს მგონი იმ გოგოს ტელეფონია!- გოგონას ტელეფონი გაუჩერებლად რეკდა. -ხო ჩანთა ქონდა მანქანაში და წამოვიღეთ! ირაკლიმ აიღო ტელეფონი უნდა ეპასუხა, რომ იქედან მამაკაცის მუქარა შემოესმა. წამით მისი სახე ღიმილმა და ფარა, მხოლოდ წამით. -სად წადი გოგო? არ გინდა სახლში მოსვლა? სჯობს შენს ლუსთან დარჩე ამაღამაც და საერთოდაც. ტვინით ავადმყოფო შენ. ერთი დღე იქნება ვერ მოვზომავ და შემომაკვდები ხელში!- ბიჭის მუქარები გაისმა ყურმილში. - უკაცრავად მე გოგო არა ვარ და ამ ტელეფონის პატრონს მანქანა დაეტაკა. საავადმყოფოში გადავიყვანეთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ თქვენს ნაცნობთან!- ცდილობდა მშვიდად ეთქვა. ---რააა?ცოცხალია? ჩემი დააა. მომწერეთ მისამართი!- ირაკლის უკვე შიშნარევი და სასოწარკვეთილი ხმა შემოესმა. ნათია პირდაპირ საოპერაციოში შეიყვანეს. ცოტა ხანში კი ერთიანად აკანკალებული და გათეთრებული გაბრიელი შემოვარდა. მას ლილი მოყვა. ---როგორააა, ვინ იყო იქ, ვინ შეხედა და უპატრონა!- ტირილნარევი ხმით ამბობდა გაბრიელი. -ჩვენ ვიყავით და შევხედეთ. იქვე აღმოუჩინეთ პირველადი დახმარება და შემდეგ აქ გადმოვიყვანეთ სასწრაფოთი! -უთხრა ვანომ გაბრიელს. -საშინელება იყო, ჯერაც ვერ მოვსულვარ გონზე. ვილოცოთ რომ ორივე გადარჩეს! -მეორე ვინაა, ნათია ხომ მარტო იყო! -იკითხა გაკვირვებულმა ლალიმ. -მოტოციკლეტისტი. რომ გამოვარდა უცებ შესახვევიდან, აქ გოგომ რა ქვია? ნათია ხო? ნათიამ საჭე ვეღარ დაიმორჩილა და შემობრძიალდა. სუსტი გოგოა და ძალა აღარ ეყო დასამორჩილებლად. გული ფეთქავს, ცოცხალი მოვიყვანეთ აქამდე! ---ეს ისე მოულოდნელად მოხდა, რომ ვერ გავიაზრეთ ჩვენც როგორ დაგვეტაკენ. ეხლა კი ექიმებს ველოდებით რას გვეტყვის ნათიაზე. ზაზას კი მსუბუქი მოტეხილობები აქვს! ---ზაზა ვინ არის და როგორაა!- იკითხა გაოცებულმა, გაოგნებულმა გაბრიელმა. ---ზაზა მზეიძე იურისტია. სამძებროში ვმუშაობთ სამივე, ჩემი მეგობარია, იმედია ყველაფერი კარგად იქნება! ---ექიმი მოდის!-თქვა ირაკლიმ და საოპერაციოდან გამუსული ექიმისკენ მიაპყრო მზერა. ---საღამო მშვიდობის!-მიესალმა ექიმი ყველას და შესავლის გარეშე დაიწყო-მძიმე სიტუაციაა. ორივეს ერთდროულად გაუკეთდა ოპერაცია. მამაკაცი მსუბუქადაა დაშავებული ხელი აქვს მარცხენა მოტეხილი და ტვინის შერყევა აღენიშნება! --გოგო როგორაა ექიმო!- მოუთმენლობა კლავდა გაბრიელს. ცოტა შვება იგრძნო რომ დაზარალებული ჯერ არავინ იყო. --გოგონასთან ცოტა სერიოზული სიტუაციაა. თავი აქვს დარტყმული, დაჟეჟილობები აღენიშნება მრავალ ადგილებში. ფარული სისხლ- დენა მუცლის არეში . გაკეთდა ამ ყველაფრის გაწმენდა და ეხლა დროს მივენდოთ, ნარკოზიდან როგორ გამოვა. იმედია ყველაფერი კარგად იქნება, მალე გადაიყვანენ პალატაში. გამოვა ნარკოზიდან და შეგეძლებათ ნახვა მხოლოდ ცოტა ხნით.-უცებ თქვა ექიმმა დამთითქოს მძიმე ტვირთი მოეხსნა მხრებიდანო. --მადლობა ექიმო!- გაბრიელის ტკივილნარევი ხმა ჩაესმათ --რისი მადლობა ეს ჩემი მოვალეობაა!- ექიმს აშკარად ესიამოვნა გაბრიელის მადლობა. --ნახეთ რომელი მოყავთ! -წამოიძახა ვანომ და დაელოდნენ მედდის მოახლოებას. ---ეს ხომ ზაზაა!- საკაცესთან მიიჭრა ირაკლი. ---უკაცრავად ჯერ კიდევ ნარკოზშია და არ შეიძლება შესვლა. გთხოვთ დაელოდოთ!- მორიდებით თქვა მედდამ და ბიჭებს ანიშნა გზა დამითმეთო. --თამარაა 311-ე პალატაში შეიყვანეთ ეს ახლგაზრდა! -გასცა განკარგულება ექიმმა. და ჰოლში მომავალი პოლიციელები რომ დაინახა, სახე მოექუფრა და მკაცრი ტონით გააგრძელა. --არანაირი დაკითხვა, არ შეუშვათ ჯერ არავინ პალატებში, რადგან ჯერ ორივე სუსტადაა. აი, მეორეს რომ გამოიყვანთ 312-ე ნომერში შეიყვანეთ! ცოტა ხანში ნათიაც გამოიყვანენ და ზაზა მოპირდაპირე პალატაში მოათავსენ. ცოცხალი მაგრამ ჩამქრალი ვარსკვლავი იწვა გაბრიელის წინ. აღარ ციმციმებს, თითქოს დარაბები დახურა მისმა სიცოცხლემ და არ უნდა სინათლის სხივმა რომ შეაღწიოს. ჩაიკეტა მის სტიქიაში, ღრუბლებში აფრინდა და იქ ცის ანგელოზებში გაერია. ანგელოზთა გალობას უსმინა თვალ დახუჭულმა და დატკბა მათი საამური ხმით. ამ ანგელოზთა გუნდს, ერთი ძალიან ლამაზი გოგონა გამოეყო. ვერ ხედავდა კარგად სახეზე. რადგან სინათლის სხივი ეცემოდა მის სახეს და ეს ხელს უშლიდა დაკვირვებოდა მისი სახის ნაკვთებს. მხოლოდ ის ახსოვს რომ ცისფერ სამოსში გამოწყობილი იყო, ფეხაკრებით მიუახლოვდა ნათიას და მელოდიური, ნარნარა ხმით უთხრა; ---ჯერ ადრეა შენი აქ მოსვლა საყვარელო. შენ მე არ მიცნობ მაგრამ ერთ საიდუმლოს გაგიმხელ. შენ აუცილებლად უნდა დაბრუნდე დედამიწაზე, რადგან იქ სჭირდები ერთს ძალიან, ძალიან. შენი დრო ჯერ შეუჩერებლად მიდის და ეს დრო უნდა მოიხმარო. წადი შენ აქ კი არ უნდა გეჩქარებოდეს მოსვლა უნდა შეიყვარო და გიყვარდეს ძლიერი სიყვარულით. დამილოცნიხართ მე აქედან დაგიცავთ! -უთხრა ნაზმა თბილმა არსებამ და გაქრა. ნელ- ნელა ბურუსიც გაიწმინდა და ირგვლივ მხოლოდ თეთრი კედლები დაინახა. ჭერს მიაშტერდა და ჭერის შუა ცენტრში ეულად ანათებდა ერთადერთი ნათურა. ირგვლივ მიმოიხედა და ვერავინი დაინახა მის სიახლოვეს. შეეშინდა, შიშმა აიტანა. ---იქ არ მიმიღეს და კარი მომიხურეს, ჯერ შენი დრო არ მოსულაო. ვინ იყო ის გოგო, რატომ შემიცოდა და გამომიშვა. მაგრამ აქ ამ სითეთრეში რატომ ვარ? -თვალები მიენაბა და ძილმა წაართვა ისევ თავი, ძალა ისევ არ ქონდა, სისუსტეს გრძნობდა და საღად აზროვნების უნარს უკარგავდა. არ გაუგია როგორ შემოვიდა გაბრიელი და დაუჯდა თავთან რომელიც ცრემლებად იღვრებოდა. ---ნათ იცი? რომ გავიღვიძე და საწოლი სველი იყო, ერთი გაფიქრება მართლა გავიფიქრე რომ როგორ ვერ გავიგე და ეს როგორ დამემართა, თავი სად უნდა გამოვყომეთქი.- დამეფიცება დავინახე, როგორ გაეპარა გაბრიელს ტუჩის კუთხეშ ღიმილი- შემდეგ ავდექი და იქვე დაგრჩენია ის მაღალი ტოლჩა, რითაც ჩამასხი წყალი, რომ გამეგო და გამღვიძებოდა იმ წუთში ალბად ისე გცემდი ვერ მოვზომავდი, მოკვლით არ მოგლკავდი მაგრამ ცოტას ხომ შეგაფერხებდი და ეს ავარიაც აგცდებოდა. ტელეფონზე რომ დავრეკე და გამწარებულმა გული მოვიოხე, მართლა არ მინდოდა სახლში რომ მოსულიყავი ისეთი გაბრაზებული ვიყავი, საშინლად გცემდი. აი ცხოივრებაში პირველად დღეს ავიღებდი შენზე ხელს. მაგრამ რომ მითხრენ საავადმყოფოში მიგვყავსო, ნათ რა დამემართა არ ვიცი, ენით ვერ გადმოვცემ იმ ტკივილს. ერთიანად მოვწყდი და ძირს დავარდი მუხლებზე. ბებომ არ იცის. არც ჩვენებისთვის მითქვამს, არც დამირეკია დედა ინერვიულებს და ბარბარეს ძუძუს ვეღარ აჭმევს. არ გაბედო და არ იფიქრო ჩვენი მიტოვება, არ მინდა უშენოდ ერთი დღეც რომ გათენდეც, სისხლს მიშრობ და ხანდახან შენი გაქრობა მინდა, იმ ზომამდე მიგყავარ მგონია ხანდახან დაუფიქრებლად ჩამადენინებ მკვლელობას, მინდება ჩემი ხელით გამოგასალმო სიცოცხლეს, მაგრამ ისე შემომხედავ საწყალი თვალებით, ჩემს თავზე ვბრაზობ როგორ იფიქრე შე ახვარო, ამ საწყალ გოგოზე ხელის აწევათქო. არადა ჩემსავით ვინ გიცნობს, ქვეყნის დამაქცევარი ხარ. როგორ გავჩერდე უშენოდ, შენ რომ არ ამაყვირებ, არ გამაბრაზებ, ის დღე ხომ დღე არ არის ნათ. ყველაფერს გაპატიებ, ყველაფრის უფლებას გაძლევ, ოღონდ არ იფიქრო ჩვენი მიტოვება!- გაბრიელი გოგონას გაყინულ ხელებს შეეხო, და ოდნავ შესამჩნევად მოუჭრა. --სიტყვაზე გიჭერ და როგორც კი შენს გაბრაზებულ თვალებს წავაწყდები ამოგჩიჩქნი მძინარეს იცოდე! -სვენებ-სვენებით და წყნარად უთხრა ნათიამ გაბრიელს. --დამიბრუნდაააა, ჩემი გოგო დამიბრუნდააააა! -იყვირა და გავარდა ექიმის დასაძახებლად. ---ექიმოოო დამელაპარაკა, გამოიღვიძა ნათიამ გამოიღვიძააა! -გახარებული გაჰყვიროდა გაბრიელი და მისი სიხარული ყველას უხაროდა. კალიდორში გაბრიელის წინ, პოლიციის ფორმაში გამოწყობილი მკაცრი სახით ახალგაზრდა ყმაწვილი იდგა და თვალებს აკვესებდა. -უკაცრავად ჩვენ საგამომძიებლო ბიუროდან ვართ, უნდა დავკითხოთ ეს ორი ადამიანი. ამ გოგომ ავარია მოახდინა რის ნიადაგზე ერთ-ერთ ავტომობილში მანდილოსანი გარდაიცვალა ადგილზე! ---ეს თქვენი სამსახურია ბატონო. დაკითხვას არავინი გიშლის, მაგრამ მეც ჩემს სამუშაოს ვასრულებ და თქვენთან შედარებით ადამიანის ჯამრთელობაზე ვფიქრობ! -მკაცრად უპასუხა ექიმმა რომელიც ის იყო, გაბრიელის ყვირილზე კაბინეტიდან გამოვიდა- არავითარი დაკითხვა არ იქნება მანამ, სანამ მდგომარეობა არ დასტაბილურდება. მე არ მოგცემთ ამის უფლებას! ---ალექსანდრე? რა ხდება! -გაკვირვებულმა მოიკითხა მეგობარი ირაკლიმ, რომელიც დაბარებისამებრ გამოჩნდა მათთან. -ნათია სვანიძის საქმე მე ჩამაბარენ გამოსაძიებლად და დასაკითხად მოვედი! --ზაზაც შენ უნდა დაკითხო? ---არა მას მამუკა დაკითხავს. მე სვანიძის საქმე მომცეს მხოლოდ! ---ალექს არაფერი შეგეშალოს, ეს გოგო უდანაშაულოა და შენებურები არ გაუშვა, რადგან არ გაგივა. მე გაგაფრთხილე. ხომ იცი ზაზა საძიებელში ჩაყვება, ამ საქმეს რადგან ხედავ მარტო სვანიძის გარშემო არ არის ეს საქმე, აქ ჩვენც ვართ მოწმეები. ახლოს მივიდა თვალებში ჩახედა და ისე გაუმეორა ირაკლიმ ---თვითმხილველი მოწმეები ალექს! ---მე საქმის ვითარებას გავეცანი და ვიცი ადგილზე რომ ერთი მანდილოსანი გარდაიცვალა და დამნაშავეს ვეძებთ! ---ხოდა შენც ნამდვილი დამნაშავე ეძიე. გოგო ეხლა მოვიდა აზრზე და ისედაც ცუდადაა, ექიმი გეტყვის შეიძლება თუ არა მისი დაკითხვა!-პალატის კარები გაიღო და ექიმი გაბრიელთან ერთად გამოვიდა. ---ვწუხვარ გაბრიელ. ჩვენ ვეცდებით ყოველნაირად მას ეს შოკი გადავატანინოთ! ---რა მოხდა გაბრიელ. მიუახლოვდა ახლოს ვანო მოსაუბრეებს. ---შიშისგან ფეხებში გრძნობა არ აქვს. ვერ ვიტყვი იმას რომ საერთოდ ვერ შეძლებს გავლასთქო, მაგრამ დრო უნდა. მასაჟები უნდა და რაც მთავარია სიწყნარე უნდა!- ყველას ეწყინა და პალატის კარს სევდიანი თვალებით გახედა ირაკლიმაც და ვანომაც. ---თქვენი მეგობარი როგორაა!-კითხა ექიმმა ბიჭებს. --უკეთაა ექიმო, მას იმდენი არაფერი დაშავებია როგორც ამ გოგოს! ---გაბრიელ შვილო როგორ ხართ? -საავადმყოფოში ხანში შესული, მაგრამ ძალიან კარგი აღნაგობის ქალბატონი შემოვიდა. --შენ ვინ გითხრა ბებო რომ აქ ვიყავით!-- უთხრა გაკვირვებულმა გაბრიელმა ბებოს. ---ლალის დავურეკე და მან მითხრა. სადაა მანახეთ ჩემი გოგო. შენ მოგიკვდი ბებო მე, მე უნდა ვიწვე მანდ და არა შენ საყვარელო!- ცრემლებს ვერ იკავება ბებო ---კარგად ვარ ნუ მომთქვამ ცოცხლად ბე! ---რაც არ უნდა ასაკი მოგემატოს ბებო, წელიწადმა ორი წლის სიცოცხლეც რომ წაიღოს, ცხოვრება მაინც გიხარია. ყოველი დილით უფალს მადლობას ვეუბნები რომ მე კიდევ ერთი დღე მაჩუქა ჩემივე ცხოვრებიდან. ჩვენ ადამიანებმა თავად უნდა მივცეთ ბიძგი, რომ ჩვენვე გავხადოთ ჩვენთვის და ჩვენი საყვარელი ხალხისთვის მნიშვნელოვანი სიცოცხლე. კიდევ რამდენის უფლებას მომცემს უფალი, რომ ვიყო ბედნიერი და მთელი ეს დრო თქვენს ყურებაში გავლიო. მაგრამ თქვენ მისპობთ ამ სიცოცხლეს, -თქვენ მე მომკალით დღეს. უფალი მჩუქნის დღეებს ვიცხოვრო და ვიცოცხლო და თქვენ მისპობთ და მართმევთ ამ დღეებს! -ტირილით საუბრობდა სულიკო ბებო და ყველა ინტერესით უსმენდა ამ დარბაილელ ადამიანს. ცხოვრებაში ბევ ჭირ-ვარამის მნახველს და მართალიცაა, ზოგჯერ ჩვენ ვუსპობთ მშობელს სიცოცხლეს და ვუკარგავთ ცხოვრების სურვილს. ტიროდა სულიკო ბებო და მისი ტკივილი ტკიოდა ნათიას ასე უმოძრაოდ ყოფნა. ---ბე დედას და მამას დაურეკე? --არა ვიფიქრე ჯერ ვნახავ, გავიგებ იქნებ უბრალო რაღაცაა და არ ავანერვიულებთქო. მაგრამ ეხლა დაურეკავ და ვეტყვი! ---არა, არ გაბედო და არ დაურეკო დედას და მამას. მე მოვუვლი ამ საქმეს!- მკაცრად თქვა გაბრიელმა. ---გაბრიელ შვილო მამაშენს მთელი საქართველოს ჯარი ხელში უკავია, რა გგონია ამ საქმეს ვერ შემოუვლის თავს? ----მამას გული აწუხებს და არ მინდა ინერვიულოს. იმას რასაც შემოევლება და შევძლებ ჩემი ძალებით გავაკეთო მამას არ შევატყობინებ. გაიგე? ---კარგი მაგრამ რომ გაიგოს? ---ვერ გაიგებს რადგან ყოველ დღე დაველაპარაკებით! ---ბებო ჩვენ გაბოს გვერდით დაუდგებით სამძებროში ვმუშაობთ ჩვენ და ყველაფერს ვიღონებთ რომ ნათია ამ საქმეში სუფთა და უდანაშაულო დარჩეს. ჩვენ იქ ვიყავით და ყველაფერს შევხედეთ. აი ჩვენი მეგობარიც იქ წევს. არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება! ვანომ თბილად აუხსნა სულიკო ბებოს ყველაფერი. ---მპირდებით ბებო? ---გპირდებით ჩემს ვაჟკაცურ სიტყვას გაძლევ ხომ მენდობი ჩემს სიტყვაზე! ---კი გენდობი ბებო. ქართველი ვაჟკაცი სიტყვას არასდროს არ ტეხავს. კარგი აბა, იყოს ისე როგირც თქვენ გინდათ და იტყვით! ---გაბრიელ ძალიან გთხოვ გარეთ რომ გახვალ ბლოკნოტი და პასტა საწერ კალამი მიყიდე რა! ---მივდივარ ეხლა თუ რამე გინდა კიდე მითხარი! ---შენთან არაფერი ლალი რომ მოვა იმას ვაყიდინებ ეს შენ არ გეხება! ---კარგი და მალე მოვალ, ეცადე დაისვენო შენ. თან ბებოს მივიყვან სახლში დედამ რომ დარეკოს შეეშინდება რომ არ უპასუხებს ვინმე! ---გამარჯობა შეიძლება დაგელაპარაკო?- პალატაში მაღალი და მელოტი უცხო პიროვნება შემოვიდა. ---მობრძანდით შემოიპატიჟა სულიკო ბებომ სტუმარი. ---მე ალექსანდრე ვაშაყმაძე ვარ. თქვენი საქმე მე გადმომაბარეს და რამოდენიმე კითხვა უნდა დაგისვათ, შეძლებთ რომ მიპასუხო? ---შევეცდები!- სუსტად უპასუხა ნათიამ. ---ავარიას უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია. დაიღუპა ერთი მანდილოსანი ქ.ნათელა მამასახლისი. გონზეც კი არ მოსულა ისე ის საცოდავი. თქვენ გედებათ ბრალი საგზაო წესების დარღვევაში. აქ მსხვერპლია და ეს მგონი უნდა ხვდებოდეთ საით მიდის 2-დან 5 წლამდე. ---ჩემი ბრალი არ ყოფილა, მე საგზაო წესები არ დამირღვევია. მოტოციკლეტისტი გადმომიხტა წინ და საჭე ამიტომ ვერ დავიმორჩილე. ---იქ არ ყოფილა არანაირი მოტოციკლისტი ეს თქვენი წარმოსახვითი მოჩვენებაა. გინდათ თავიდან გადაიგდოთ ეს დანაშაული. გახსოვთ როგორ გამოიყურებოდა ის? ამოცნობა შეგიძლია? ---არა, არ შემიძლია. ვერ ამოვიცნობ რადგან შლემი ეხურა მოტოციკლისტს! --კარგი ეხლა დაისვენეთ, კიდევ მომიწევს შეწუხება თქვენი. ხელის მოწერა შეგიძლია ამ ფურცელზე მომიწერო? ---რაზე მაწერინებ ხელს!---რომ ვიყავი აქ და დაგკითხე ნათიან ხელში აიღო საწერ კალამი და უნდა მოეწერა ხელი რომ კარები ირაკლიმ შემოგლიჯა. ---არ გაბედო და ხელი არ მოაწერო არაფერს ნათია. შენ რას აკეთებ, იცი მამამისი ვინ არის? პოლკოვნიკია ჯარში ჰაერში აგწევს ალექს ეს რომ გაიგოს, ეხლა შენ რასაც უკეთებდი ამ გოგოს. შენ კიდე ადვოკატის გარეშე არანაირი დაკითხვა არ გააკეთო გესმის?- მიუბრუნდა ნათიას. გადაარჩინა, ირაკლიმ გადაარჩინა როგორი მადლობელია ამ ადამიანის. ვინ იცის რას დაწერდა იმ ფურცელზე მერე. ხელმოწერა ნათიასი იქნებოდა და ვერანაირად ვერ დაამტკიცებდა რომ ეს მას არ დაუწერია. ეს ხომ უსამართლობაა. უნდა მოიძებნოს ის მოტოციკლესტი. ნომერი მახსოვს მოვძებნი! ფიქრობდა ნათია თავისთვის. ---ზაზა როგორ ხარ!-მიესალმა ალექსანდრე ზაზას. ---მე არა მიშავს, ის გოგოა ცუდად, მგონი ვეღარ გაივლისო! ---მისთვის სიცოცხლეს ისედაც რა აზრი აქვს 2-დან 5 წმდე მიცემენ სტროგს. ---რასამბობ ალექს, რა სტროგზე ლაპარაკობ, შენ შიგ ხომ არა გაქვს რამე ნახე კარგად. ის გოგო არანაირი დამნაშავე არ არის ჩვენ სამივე იქ ვიყავით! ---აბა ვინ აგებს პასუხს იმ მიცვალებულზე! ---მოტოციკლისტი, ის აგებს პასუხს, ისაა დამნაშავე ალექს ამ ყველაფერში! ---არანაირი მოტოციკლეტისტი არ არსებობს. მოელანდა ალბად სვანიძეს და თქვენც აგიხვიათ თვალი! ---შენ კარგად ხარ საერთოდ? თუ იმ დონის ტუპიაკი ხარ, რომ ვერ აცნობიერებ მეც იმავე სტრუქტურაში ვმუშაობ სადაც შენ. იმ გოგოს არც დავლაპარაკებივარ, ჩვენ იქ ვიყავით ჩემს წინ მიდიოდა და ყველაფერს შევხედეთ. იცოდე არ მიქარო არაფერი თორე არ შეგარჩენ! ---შენ არ გეხები და რა გაყვირებს! ---გადი პალატიდან ალექს. ბედი შენი რომ ფეხზე ადგომა არ შემიძლია! -ცოფებს ყრიდა თვალებიდან ზაზა. საავადმყოფოში ხილით დატვირთული ლალი შემოვიდა და ნათიას რომ შეხედა სიხარულისგან ატირდა. ---ნააათ ჩემო საყვარელო! ---აბაააა საკმარეისია ცრემლები!- მკაცრად უთხრა სულიკო ბებომ. -მე მივდივარ ბებო და ხვალ მოვალ. სახლის ტელეფონს გავთიშავ და ვეტყვი დედაშენს რომ მობილურზე დაგვირეკოს აწი რადგან გაგვიფუჭდა ტელეფონი. აბა შენ იცი ლალი კარგად მოუსმინე მკურნალი ექიმი შემოვა ცოტა ხანში და დამირეკე რასაც გეტყვის! ---კარგი სულიკო ბებო აუცილებლად გეტყვი რასაც მეტყვის! ---ნათ მე წავალ ხილს გავრეცხავ და მოვალ მალე!- პალატაში მარტო იყო როცა მკურნალი ექიმი შემოვიდა და უთხრა ---როგორ ხარ ჩემო ლამაზო?- მოეფერა თბილად ნათიას. ---მადლობა ექიმო, კარგად ვარ ცოტა სისუსტეს ვგრძნობ! ---რა თქმა უნდა სისუსტე გექნება კიდევ ცოტა ხანი. ყველაფრისთვის მზად უნდა იყო! ---პირდაპირ მითხარი ექიმო, ასე უფრო უმჯობესია, უცებ. არ გაგიძნელდებათ თქმა! ---ნათია შვილო 100%-ით არ არის დადგენილი მაგრამ დროებით ვერ შეძლებ სიარულს. გაგიჭირდება, ხანგრძლივი მკურნალობა გჭირდება. მასაჟები, ვარჯიში. ეს ყველაფერი შედეგიანი რომ იყოს შენც უნდა დაგვეხმარო. ახალგაზრდა გოგო ხარ ძალ- ღონით სავსე. რწმენას ნუ დაკარგავ შვილო იბრძოლე, იბრძოლე შენივე თავისთვის და შენი საყვარელი ხალხისთვის! ---აი მეც მოვედიიიი! -პალატაში ლალი შემოფრიალდა. ---ხალათი რატომ არ გაცვია?- მკაცრად უთხრა ექიმმა. ---აქ მაქვს, ჩავიცმეც ამ წუთში! ----კარგი დროებით!- მკაცრად თქვა ექიმმა და ოთახი დატოვა ---ეს მთავარი ექიმი იყო? რა გითხრა მოიცა მე თავად შევეკითხები! ---არ გინდა მოდი, აქ წერია ყველაფერი! -და ანალიზის პასუხი გაუწოდა ლალის. ---ნათ ეს არ შეიძლება ასე იყოს, შენ ამას გადალახავ. ხვალიდანვე დაიწყებ მასაჟების კურსზე სიარულს და თავად არ დაიჯერებ რომ მალე გაივლი. შენს თავს შენვე მიეცი რწმენა. --იცი რა სილამაზეა ეზოში? ჭადრის ხეები ჯარის კაცებივით არის ჩამწკრივებული და ფოთოლთა შრიალი ისმის მხოლოდ ირგვლივ. უნდა იბრძოლო რომ შენც შეიგრძნო ეს სილამაზე და შენი ფეხით დაიარო თითეული მტკაველი, სხვის დაუხმარებლად. ----ხვალიდან არა დღეიდან ჩავუწერივარ ექიმს და მომეხმარე სკამზე რომ დავჯდე. მერე ჩემით წავალ შენ არ დაგაგვიანდეს, თორე ვიცი რა უჟმური უფროსიც გყავს! ---კარგი მოდი აბა. რა ფურფუტი ხარ გოგო, ისედაც არ ჭამდი და ეხლა სულ ქათმის წონა გახდი!- ლალი მიეხმარა და სხვა არ დაანება, თავად ითავა წასვლა ნელა-ნელა ჯიუტი რომააა. ---საით გაგიწევის ლამაზო?- მიესალმა სანიტარი ნათიას. ---გამარჯობა ლონდა დეიდა. აი მეც გადავწყვიტე არ დავნებდე და ვიბრძოლო! ---კარგია შვილო რისკი. აი ნახე ყველაფერი კარგად იქნება!- მოეფერა სანიტარმა და გაამხნევა. ---ნათ როგორ ხარ? მე შენთან მოვდიოდი. აი ნახე წიგნი მომქონდა რომ არ მოგწყინდეს და წაიკითხავდი! -ღიმილით გამოელაპარაკა ქეთი ექთანი. ---უიიი როგორ გამახარე ქეთ. რა წიგნია? სისხლიანი ზეწარი-იორამ ჩადუნელის. ---როგორ არა დამეხმარება სტრესის მოსხნაში კითხვა ქეთი, დიდი, დიდი მადლობა! ---წამოდი მიგიყვან მასაჟისტამდე იქით მოვდივარ მეც! ---ყოველთვის ასე უნდა ვიცადო აქ საათობით?!- გაისმა მამაკაცის გაბრაზებული ხმა და კარები მიაჯახუნა ძლიერად. ---შენ სახლში ხომ არ გგონია შენი თავი ახალგაზრდავ ---შებრუნდი და საქმეს მიხედე, თუ ხედავ აქ ხალხი გელოდება. ლაპარაკს და ჭორაობას მოუკელით და საქმეს მოუმატეთ! ---უხეში და უზრდელი! ---რა მოგივიდა შენც დაელოდე შენს რიგს!- უსაყვედიურა ვანომ. --- ირაკლი მოვა დღეს?- ხმას არც კი არბილებდა, მეგობარსაც კი აგდებით ესაუბრებოდა. ---უნდა მოვიდეს წესით! ---აქ ბიბლიოთეკა გაუხსნიათ ფოიეში!- ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ. ---თქვენ მე ხელს გიშლით რამეში? თუ ადგილი არ არის რომ წყნარად დაბრძანდეთ!- წიგნის ფურცვლას მოეშვა ნათია და უცნობს ჯიქურ შეხედა. ---შენ მე ვიცოდი ბრმა იყავი, თურმე კარგად პრაწავ თვალებს?- არც დააკლო უცნობმა, ეს ის იყო რამდენიმე დღის წინ რომ მოატყუა მანქანის მძღოლს ლამის რომ გაუწვა ბორბლებში. ---ბრმა შენ ხარ! -შეუღრინა ნათიამ. ვანოს გაეცინა ამათ კინკლაობაზე მაგრამ გააოცა მათმა საუბარმა. ---თქვენ იცნობთ ერთმანეთს? და საიდან?- ვანომ ხან ერთს გადახედა ხან მეორეს. ---ვისი ჯერია შემოვიდეს!- გაისმა ექიმის ხმა ---ჩემი!- ნათია დაიძრა ოთახისკენ, უჭირდა ეტლით მოძრაობა მაგრამ სვლას მაინც არ წყვეტდა. ---ეეეეე შენ სად მიდიხარ. შენს მოსვლამდე მე ვიდექი აქ, თუ ისეთი პატარა ვარ ვერ შემამჩნიე?- გაბრაზებულმა უთხრა უცნობმა. ---უბრალოდ ელემენტარული ზრდილობა არ გაგაჩნია. ეეეეე დაუძახე ქუჩაში ვისაც გინდა იმას, მე კი ნათია მქვია და ეხლა ჩემი ჯერია!- უკან მოუხედავად უთხრა ექიმის კართან მყოფმა ნათიამ. ---ვოოოოო და ვინ გითხრა რომ შენი სახელის გაგება მინდა? ---შემდეგში ეეეე რომ არ დამიძახო, უხეშო! ---შეიყვანე ეს ავადმყოფი დროზე!- გაბრაზდა უცნობი, ექიმი კი ნათიას დაეხმარა ოთახში შესვლაზე. ---ზაზა ხომ არ ფიქრობ რომ ამ გოგოსთან ზედმეტი მოგდის? რას უყვირი, შენს ღვარძლს ამ საცოდავზე იყრი? თავისი გაჭირვება არ ეყოფა? იცი იმ დღეს ალექს რომ შეუსწარი ცარიელ ფურცელზე აწერინებდა ხელს. იცი რას უზამდა ის ახვარი რომ არ მიმესწრო? ნათია ეხლა ციხეში იქნებოდა გადაყვანილი და არა აქ მასაჟისტის კაბინეტში! --- როგორ გამაცურა იმ დღეს ბრმა ვარო!- თავი გააქნია და სასიამოვნოდ ჩაიღიმა. ეს გოგო ჩემი წერააა და ალექსას არ შევარჩენ იმ ჩახლართულ საქმეების განხორციელების უფლებას არ მივცემ. ამაზე თავად ვიზრუნებ. ჯერ გავიდე აქედან! ---ვაუუუ ზღარბუნ ვიღაცას გული ფართხალობს და თვალი გარბის გვერძე ხო? ისე გემოვნებას ვერ დაგიწუნებთ, ჩვენ შენს გვერდით ვართ! ---აღადავდით ეხლა, აღადავდით. არაფლის ღირსები არ ხართ თქვენ რამე რომ გითხრათ. წადი თქვენ მე აქ დაველოდები, სისხლის გაშრობა აწი ნახოს როგორია. ვაზღვევინებ იმ დღევანდელ ტყუილს. მე მის მერე ვფიქრობდი სად ვნახო რომ დავეხმაროთქო! ---რას აპირებ შე სადისტო!-ნსიცილით უთხრა ვანომ. ---წადით ოთახში დამელოდეთ!- უთხრა ზაზამ ბიჭებს და თვალი ჩაუკრა, რაც იმას ნიშნავდა ეს მე ვიციო. აი ნათიაც გამოვიდა მისი სავარძლით და გასწია ნელა-ნელა მისი პალატისკენ, სახეზე დაღა და ნაღველი ეტყობოდა. მაგრამ რა იცოდა წინ რა ელოდა. ლიფტში შესვლას ცდილობდა, თავზე რომ უცნბი დაადგა. ---დაგეხმარო?- მოესმა ბიჭის ირონიული ხმა. ---არ მინდა, მიბრძანდით თქვენ! ---- მებუტები? ---რატომ უნდა გაგებუტო? ---წამოდი, წამოდი ჯიუტო!- უთხრა ზაზამ და ცალი ხელით შეაგორა ლიფტში ისე უცებ ნათია აზრზეც ვერ მოვიდა, ასე უცებ აქ როგორ მოხვდა!ახედა მადლობა უნდოდა ეთქვა რომ ისევ მან დაასწრო. ---არაა მადლობა საჭირო, ერთ სართულზე მივდივართ. მე ზაზა მქვია, ზაზა მხეიძე ყოველი შემთხვევისთვის! ---ისე მეუბნები თითქოს მაინტერესებს!- მის სიამაყეს არ გადააბიჯა ნათიამ და ირონია მანაც მოიშველია. ---ესღაგვაკლდა- ლიფტმა ერთი დაიჭრიალა და გაჩერდა- !ლიფტი გაჩერდა, გაიჭედა. ---რატომ გაჩერდა? ---მძიმე ხარ და იმიტომ, ვერ ხედავ ლიფტმაც კი ვერ გზიდა! ---მეეეე? რას ამბობ ხომ არ მატყუებ? არ ფიქრობ რომ ზედმეტები მოგდის? გააღე კარები და მე გავალ.შენ კი ბაბუაჩემთან წასულხარ!- შეუღრინა ნათიამ. ---ეხლა დიდი სიამოვნებით გისროდი აქედან მაგრამ ვაი რომ გადარჩი. ჰა მიბრძანდი, თუ შეძლებ გადი ვინ გაკავებს.მ ე არ შემიძლია დაგეხმარო არანაირად.-ირონიულ ღიმილს არ წყვეტდა ზაზა- მხოლოდ ერთი დამრჩენია დავსტვინო ჩემი ორი თითით თუ გავაგონე ვინმეს!მ ართლა დასტვინა თან მიაძახა. ---არის აქ ვინმე ცოცხალი არსება რომ მოგვხედოს? თქვენი დედს რო..........! ---ეს სიბინძურე რომ არ მიგეყოლებინა არ შეიძლებოდა?- გაბრაზებას ვერ მალავდა ნათია. ვიღაცამ გაიგონა და დაიძრა ლიფტი. როგორც იქნა მივიდნენ მშვიდობიანად და ცოცხლები თავიანთ სართულზე. ---აი მეც მოვედიი!- შემოეგება ლალი წყვილს. ---მე წავიყვან აქედან, მადლობა რომ მარტო არ დატოვე! ---კი იყო დასატოვებელი მაგრამ, მაინც გამოვაყოლე ხელს, მამაკაცმა ფაქიზად უნდა მოეპყრას ყოველთვის მანდილოსანს!- ღიმილით უთხრა ზაზამ. ---აი შენ როგორი ფაქიზი სიტყვათა ლექსიკონი გაქვს მერე, პირდაპირ შესაშური!- არც ამჯერად დააკლო ირონია ნათიამ და დერეფანშ გასულ ზაზას ოდნავ ხმამაღლა დააწია სიტყვები. -გავიგონე- არც კი მობრუნებულა ისე დაუქნია ხელი ზაზამ. ---ვინაა ეს ნათია?- კითხა ცნობისმოყვარეობით ანთებული თვალებით ლილიმ. ---ადამიანი.ვერ ხედავ? ---მეც ვხედავ რომ ადამიანია! ---ზაზა მესხი, მეტი არც მე არ ვიცი არაფერი!- უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა ნათიამ ---მეტს დრო და დრო გაიგებ საყვარელო!-ეშმაკურად უთხრა ლალიმ, ეტლს ხელი დაავლო და გაუცინა ნათიას. როდესაც ცუდად ხარ და სულში ტკივილს გრძნობ, უნდა დაჯდე და დაწერო წერილი. წერილი რომელსაც ვერავინ, ვერასდროს ვერ წაიკითხავს. როგორც კი შენს განცდებს ქაღალდზე გადაიტან, მაშინვე გრძნობ ცოტა შვებას. ქაღალდი კი იტანს ტკივილს და ესმის შენი. დიდი განცდა და აგონია ბუდობს ჩემში, რა იქნება ხვალ? როგორი იქნება ჩემი ცხოვრება, ყოველივე ამის შემდეგ? რომ ვერ გავიარო? ასეთს ვინ მიმიღებს, ვის ვენდომები. ღმერთო ძლიერო გადმომხედე, მე ხომ არავისთვის, არასდროს არ მიტკენია. ასე რატომ შემომიბრუნდა ბედი? ნათია ფიქრობდა მისთვის და უნებურად ცრემლებმა დაუნამა სახე. ვერც კი გაიგო როგორ შემოვიდა ზაზა პალატაში. ---რატომ ტირიხარ?- ღიმილი სახეზე შეეყინა, სათქმელი სიტყვა პირზე შეაშრა- ყველაფერი კარგად იქნება. არ დავუშვებ რომ რამე გავნონ, ამაზე მე თავად ვიზრუნებ გპირდები!- ნუგეში მიცა. თითქოს შეეცოდა ნათია წინ დიდი ტკივილი ელოდა საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. ---იცი რისთვის შემოგაკითხე? ---მე რა ვიცი რა მოიფიქრე დღეს! ---ნუ ხარ ეჭვიანი წამოდი, წაგიყვან მასაჟზე მეც ხომ იქ მივდივარ! ---უფ რატომ ხარ დღეს ასეთი თავაზიანი? ---ნუ იგესლები და მოდი მოგეხმარები ადგომაში! --- ცალი ხელით? მერე წელი რომ გტკივა? ---მეჩვენება თუ ჩემზე ღელავ?- ეჭვნარევი თვალებით გახედა ზაზამ და სასიამოვნოდ ჩაიცინა გვერდულად. ---მეტი საქმე და საფიქრალი კი არა მაქვს. სწორედ მაგიტომ ვტიროდი შენ რომ მეცოდები! ---შესახედად არახარ აესეთი უშნო და ენა რატომ გაქვს შხამიანი? წამოდი, წამოდი თორემ შენ გესლის გადმონთხევას ხვალამდე არ მორჩები! ---ზაზა რა ხდება, აქ რა გინდა?- პალატაში ირაკლი შემოვიდა ---მოდი, მოდი კარგ დროს მოხვედი. მოგვეხმარე დასვი სკამზე და მასაჟზე წავიყვან თორე აგვიანდება მისიანებს მოსვლა და ჩაუვარდება დღევანდელი მასაჟი! -ირაკლიმ გაკვირვებულმა მიაჩერდა ზაზას, წარბი აწია და ნათიასკენ დაფიქრებული სახით წავიდა. მოეხმარა, ჩასცა სავარძელში და ლიფტამდე მიაყვანინა. ჯერ ზაზა შეატარა, მერე ნათია შეაგორა კარიც მიუხურა და მიაძახა; ---მიეცით სიყვარულს სიგიჟის უფლება, ეს გრძნობა ხომ ეხლა იდგამს თქვენში ფესვებს!- ზაზამ ვერ მოასწრო ირაკლიზე პასუხის გაცემა რომ ლიფტის კარი ჩაიკეტა და დაიძრა. ---იდიოტო გამოვალ მე გარეთ და გაგცემ პასუხს!- ლიფტი ისევ გაიჭედა ეს მეორედ მოხდა უკვე. ---ეს ლიფტიც ჩემს ნერვებზე თამაშობს თუ მართლა ვერ გწიკულობს შენ? დავიჯერო ასეთი მძიმე ხარ? ეშმაკურად გადახედა ნათიას და გაეცინა მის ბრაზისგან დაბერილ ძარღვებზე ყელის არეში. ----სიამოვნებით ვიქნებოდი აქ შენთან ერთად და ცივ ლუდსაც მივირთმევდი, დაელოდნენ როდის მიხვდებოდნენ რომ ლიფტში ხალხი იყო გაჭედილი. ამ დრომდე ჩუმად ისხდნენ და ერთმანეთის შესწავლით იყვნენ დაკავებულები. ---ლიფტი გაიჭედა არის აქ ვინმე? ---არის, არის.კიდე კარგი რომ მიხვდით ჩვენს არ ყოფნას!-მიაძახა ზაზამ ---ცოტაც მოითმინე და შეკეთდება! ---რომ არ მოვითმინო წავალ სადმე ნეტავ? რა უაზროა ხალხი ხანდახან! გარეთ ნელა წვიმდა, ცრიდა.თითქოს ნათიას გულზეც წვიმდა.როგორ უნდოდა ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო და არ ყოფილიყო რეალობა. ---რატომ ხარ ასე დაგრუზული ნათია!- ამ ხნის მანძილზე პირველად შეეკითხა ზაზა ირონიის გარეშე. ---მე არ ვარ დამნაშავე, არ ვიცი რა ვქნა. ადამიანი გარდაიცვალა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს და დამნაშავეს ჩემში ეძებენ. არ ცდილობენ მოძებნონ ნამდვილი დამნაშავე! ---შენ არ ხარ დამნაშავე. მე და ჩემმა ძმებმა შევხედეთ ყველაფერს. ნუ გეშინიათქო ხომ გითხარი, მე მივაგნებ ნამდვილ დამნაშავეს!- დატოვა ნათია ასე ჩაფიქრებული და ტელეფონზე დარეკა. ---ალო ზაზა ვარ. სვანიძის საქმეზე გირეკავ რა გაარკვი!- ცოტა ხანი უსმინა რას ეუბნებოდნენ სვანიძის საქმეზე, გათიშა და შემდეგ ჩაილაპარაკა. ---ნათია, ნათია მართლა მართლა მნათობლად შემოდი ჩემში!- საწოლზე წამოწვა და ჩაეძინა. ძილში ხმამაღალი სიცილის ხმა ჩაესმა, წამოდგა და გაიხედა. მოისმინა და მიხვდა რომ ნათიას პალატიდან გამოდიოდა ეს ხმაური, შემდეგ კარი გაიღო და მხიარული ახალგაზრდები გამოვიდნენ. იქვე ექთანი იყო და მას შეეკითხა. ---ქეთი რა ხდება ხომ არ იცი სვანიძის პალატაში? ---ააა ნათიასთან? 23 მაისია დღეს დაბადების დღე აქვს! შეცბა, დაიბნა და უცებ ირაკლის დაურეკა. ---სად ხარ ირაკლი. მალე მოხვალ? ---კი მოვდივარ რა ხდება, უჩემოდ ვეღარ ძლებ ფისო? ---ირაკლი მორჩი მაიმუნობას და ყვავილების ბუკეტი მიყიდე, საუკეთესო იცოდე !---ჯერ ცოცხალი ხარ და ყვავილებით რატომ მოვიდე?-არც დაფიქრებულა ირაკლიმ ისე უპასუხა ზაზას. ---ირაკლი მომისმინე რას გეუბნები იდიოტო!- გაბრაზდა ზაზა -ნათიას დღეს დაბადების დღე ქონია და მისთვის მინდა! --ბარათიც ჩავდო? ზაზუნი იგივე სიტყვები დავწერო რასაც მე მიჩურჩულებ ხოლმე? ---ირაკლი ნუ ცდილობ მომისპო ნერვები. მისალოცი მოკლე ტექსტი წააწერე. უთხარი იქ და ეცოდინებათ თავად მაღაზიაში! --ეს ხომ არ აჯობებს დავაწერო; ,,როგორ დავენდურო ბედს, როცა შენ ამ ქვეყნას ხარ. არაფერს მოვითხოვ მეტს, რა უნდა მინდოდეს სხვა''.ააა როგორია? ---ირაკლი მოეშვი იდიოტობებს და ყვავილები მომიტანე მარტო და სხვას მე მივხედავ. შენ ხომ გულიანად არასდროს, არაფერს არ აკეთებ! ---სიყვარული ძალიან რთული რამაა ჩემო ძამია. გაგაბა მის მარწუხებში ხო? --- ოხ როგორ შევცდი შენ რომ დაგირეკე!- გაბრაზებულმა გაუთიშა ირაკლის ტელეფონი და საავადმყოფოს ეზოში გავიდა. მიიხედ-მოიხედა ირგვლივ და ლამაზი ყვავილების ბულვარში გადავიდა. ფერად-ფერადი ყვავილების ლამაზი კონა შეკრა და წავიდა ღიმილით ნათიასკენ. ---რად მინდოდა რომ დაურეკე იმ იდიოტს და მივეცი სასაცილოდ საქმე ეს ვერ მოვიფიქრე? შენც კარგი ლენჩი ხარ ჩემო შტერო თავო- !თავის თავს ებუზღუნებოდა ზაზა. მიუახლოვდა და ფრთხილად მიაკაკუნა ნათიას პალატის კარებზე. ---მობრძანდით!- სასიამოვნოდ მოესმა ნათიას ხმა. ---გამარჯობა კიდევ ერთხელ. ხმაური შემომესმა და რა მხიარულება გქონდა დღეს? ---დაბადების დღე. არა, არ შემოგესმა კოლეგები იყვნენ! ---კარგი აღარ შეგაწუხებ. გილოცავ დაბადების დღეს!- ხელი კი უკან ქონდა და არ აჩვენებდა რას მალავდა ხელში. ---კარგი დაგტოვებ შენს წიგნთან ერთად და იკითხე!- შებრუნდა თუ არა კარებისკენ გასასვლელად ნათიამ ხმამაღლა გადაიხარხარა. ---რა გაცინებს, რას ხედავ აქ სასაცილოს!- გაკვირვებულმა მიაჩერდა ჩაბჟირებამდე მისულ გოგოს. ---რას მალავ უკან. ასე თუ გრცხვენოდა მოცემა რას დაპუტე ეს ყვავილები! ---ეს, ქვემოთ დავკრიფე ეზოში, შენ მოგიტანე და ამ ბუკეტებს რომ შევხედე კი შემრცხვა ამ უბრალო კონის მორთმევა!-სიმართლე არ დაუმალა ზაზამ და იქვე ტუმბოზე დადებული მშვენიერი ყვავილების თაიგულისკენ მიუთითა. .---აი ესაა გულით მოძღვნილი საჩუქარი და დიდი, დიდი მადლობაც შემიძლია გითხრა! ამ საუბარში ირაკლიმ შემოაღო კარები და ზაზას მიართვა უზარმაზარი ბუკეტი თან ანიშნა თვალებით აჩუქე ნათიასო. ---სად ხარ გეძებ რამდენი ხანია. ნათია ეს ზაზასგან და აი ეს ჩემგან და ვანოსგან!- მეორე ბუკეტიც მიართვა სიხარულით. ---დიდი მადლობა რატომ შეწუხდი! ---რა მადლობა ან რამ შემაწუხა. შიგ ბარათია ზაზამ რაც მითხრა ის სიტყვები დავწერე სიტყვა-სიტყვით!- ნათიამ ბარათი გახსნა და წაიკითხა',,შენზე ფიქრში სიყვარული მათოვდა, მონატრება გადაიქცა მათხოვრად''. ნათიამ წაიკითხა ეს სიტყვები და ზაზას გადახედა. ზაზამ მიხვდა იქ რაღაც ეწერა ისეთი რაც მან არ იცოდა. გამოვიდნენ იქედან და ირაკლი მის პალატაში შეაგდო. ---რა დაწერე ბარათზე! ---მისულიყავი და გენახა თავად! ---ირაკლი რა ჩაწერე ბარათში! ---ისეთი არაფერი რაც შენ არ მოგეწონებოდა! ---როგორ უკრავ ხოლმე რა ნერვებზე, თითქოს ჩემი ნერვები ფანდურის სიმებად გქონდეს გამბმული!- უყვირა ზაზამ. ---რა ამბავში ხართ, რა გაღრიალებთ ბიჭო. იცი შენი ხმა სად გავიგონე? აი ლიფტში რომ შევედი!- უთხრა ვანომ რომელიც ახლახანს შეესწრო ბიჭების კინკლაობას. ---აცადე ცუდადაა ამის საქმე, გარეკავს მალე! --რატო რა მოუვიდა, ხელი ტკივა? ---ხელი კიარა უკვე ტვინის შეზოფრენიები დაეწყო! ---აღარ იტყვით რა ხდება?- იყვირა ეხლა ვანომაც. ---ზაზუნკელას დაერხა არა პოლიტიკურად, არამედ სასიყვარულოდ! ---ვაააა ასე სერიოზულადა საქმე? ---ორივემ მომშორდით და საერთოდ აღარ მოხვიდეთ აქ! ---გულს ვერ უბრძანებ ბაჩუკი!- უთხრა ირაკლიმ და უცებ გავარდა კარში რადგან ზაზას მოქნეული ჩუსტი აეცდინა. ზაზა მარტო დარჩა პალატაში და ჩაიძირა მის ფიქრთა სამყაროში. არ მინდა ემოციამ და გრძნობამ გამიტაცოს. უნდა დავრწმუნდე რომ მისგანაც მოდის მოწონება, არ მინდა მხოლოდ მაშინ შეიგრძნოს ჩემი არსებობა, როცა მის ახლოს ვარ. მას შორს მყოფიც უნდა ვენატრებოდე, არ მინდა ჩვენი ყოველი შეხვედრა ბოდიშებით იწყებოდეს და მის შესარიგებლად ყოველთვის რაღაც ისეთები დამჭირდეს რაც ჩემი სტილი არ არის. მე ერთგულებაზე აშენებული სიყვარული მინდა, ერთმანეთის დაფასება და გაგება. უუუხ ზაზა, ზაზა მართალი თქვა იმ იდიოტმა ირაკლიმ დ ა მ ე რ ხ ა ა ა ა ა ა ა! რისთვის გამაჩინე უფალო, იმისთვის რომ მხოლოდ ვიწამო და ვიტანჯო? ნუთუ მხოლოდ მე მიმზადებ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს? ნუთუ უბედობის გამოცდა არ იყო საკმარისი და უიღბლობაც ჩემზეე გინდა გამოსცადო? მე ცოდვილი ვარ გეთანხმები, მაგრამ მეც ხომ მაქვს ბედნიერების უფლება. ჩემთვის ყველაფერი მოჩვენებითია, ვიღიმი მაგრამ გულს არ ეღიმება, გულიდან არ მოდის ეს ღიმილი.თითქოს მშვიდად ვარ, მაგრამ სული აფორიაქებული მაქვს, რაღაცის მოლოდინში ვარ მაგრამ რის ეს ვერ გამიგია. იმედია კარგის თორემ, თორემ დამღალა ამდენმა ცუდმა სვლებმა ჩემში. მეშინია უფალო რომ ნათიასთვის ჩემი წარსული მიუღებელი იყოს, ვერ გამიგოს. თუმცა მე არ ვაპირებ სიმართლე დავმალო, როცა დრო ამის შესაძლებლობას მომცემს ვეტყვი აუცილებლად. მას უფლება აქვს იცოდეს ჩემი წარსულის დიდი ტკივილი! -ამ ფიქრებში ჩაეძინა ზაზას დ დილით ექთანის ხმამ გააღვიძა. ---ზაზაა დღეს კვირაა. გადი გარეთ სუფთა ჰაერზე ეზოში. მგონი ნათიაც აპირებდა წეღან გასვლას, ყავარჯნებზე იდგა. შემეცოდა როგორ ცოდვილობდა საწყალი გოგო!- ექთანი მაცდურად უღიმოდა ზაზას ---მართლა? ---მართლა ხო, მართლა. წადი დაეწიე!- უთხრა ქეთიმ და თვალი ჩაუკრა! --- ოხ ქეთი, ოხ ქეთი, ქალებს რომ არაფერი არ გამოგეპარებათ!- სიცილით უთხრა ზაზამ და წავიდა ეზოში ნათიას მოსაძებნად. შეხედა ორი ყვარჯნით ნელა-ნელა რომ მიდიოდა და ცდილობდა მყარად დამდგარიყო. მიუახლოვდა და ფრთხილად დაუდგა გვერდით და მარჯვენა ხელით მის შველას ცდილობდა. ---მარტო რატომ წამოდი ექთანისთვის მაინც გეთქვა. აი რომ წაიქცე ეხლა მერე ვინ მოგეხმარება! -შემოვედი შენთან მაგრამ გეძინა და ღარ გაგაღვიძე. ნელა-ნელა წამოვედი. 37 დღე ოთახში. დაუჯერებელია ჩემი ასე ერთ ადგილზე გაჩერება, ამდენი ხანი!- უთხრა ნათიამ ---ნუ ფიქრობ ამაზე. მთავარია რომ ფეხზე დადექი და სინათლეზე გამოდი. გილოცავ შენ ეს შეძელი! ---მადლობა ზაზა. ლალი მოდის აი ისინი შენი მეგობრები არ არიან? ---ხო ირაკლი და ვანო იოსელიანები. მოვიდნენ ნერვების კიბორჩხალეეები! ---რატო? გუშინ რატო აგაყვირენ და მიგატოვენ მერე. ---ვაიმეეეეე, მიშველეეეეეთ!- იყვირა ნათიამ წონასწორობა ვეღარ დაიცვა და ორივემ მოადინა ერთად ძირს ზღართანი. ---ვაი დედა!- აღმოხდა ზაზას. ---რააა ხელი ხომარ დაარტყი ცუდად? - შეეშინდა ნათიას, ისევ არ მოიტეხოს ხელი ხელმეორედო. ---ახედე რა ლამაზაია ცა ამ ფოთლებში!- უცემ მოუნდა ზაზას რომანტიკოსობა--ხატვა რომ შემეძლოს ლამაზ პეისაჟს დავხატავდი! ---მეტი უკეთესი ადგილი ვერ იპოვეთ თქვენ სადმე?- სიცილით დაადგათ თავზე მეგობრები. ---აი რას ხედავ ეხლა სასაცილოს აქ ლალი. მომეხმარე! ---ნათიაააა!- თავზე დაადგა ნათიას გიორგი, მისი მეგობარი გაფართოებული თვალებით. ---შენ ამდენი ხანი სად ბრძანდებოდი. ამაყენე და მერე უფრო კარგად დაგელაპარაკები მე შენ!- ბრაზმორეულმა უთხრა მეგობარს. ---სულ რომ დამსდევდი და ჩემს გამოჭერაში რომ იყავი, არც გეცოდებოდი ისე მაშანტაჟებდი. ეხლა ჩემს ხელში ხარ, ეხლა ჩემი დროც მოვიდაააააა! ჩაუმღერა გიორგიმ ბოლოში. ---გიორგიიი ვიმახსოვრებ იცოდე! ---დაიმახსოვრე, დაიმახსოვრე საყვარელო. დაიცა ცოტაც მერე მეც მექნება შენი დასადუმებელი საბუთი. აი ასე!- გიორგიმ ფოტო გადაუღო მიწაზე გართხმულ წყვილს. ---გიორგიიიიი! ---ხო მე ვარ და სახელი გიორგი წმინდანის სახელია. ხომ გაქვს გაგონილი წმინდანი გიორგი ფერაძე. მეც წმინდანის სახელი დამარქვეს მშობლებმა მააააშ. ეხლა კი მოგეხმარები. მომენატრე ჩემო წიკვინა!- გიორგიმ ხელში ააფრიალა ნათია და ხელში ატატებული მიიყვანა იქვე ბაღში სკამზე და ფრთხილად დააჯინა. --ისე შენ ფეხები კი არ უნდა დაგბლოკვოდა ენა უნდა ჩაგვარდნოდა რადგან დიდ შხამს ანთხევ ენიდან! ---ეს სწორია გიორგი მეც მერგო საკმაო გესლი მისი შხამიდან!- უთხრა ზაზამ. გაიცვნეს ერთმანეთი, უფრო კარგად დაახლოვდნენ და ერთმანეთში ნომრებიც კი გაცვალეს. ზაზას საავადმყოფოში წოლის დროც ამოიწურა. დაემშვიდობა ყველას და უფრო გაუძნელდა ნათიასთან განშორება. არ უტყდებოდნენ არც ერთმანეთს და არც თავიანთ თავს. ამ ორ ადამიანში ახალი ფურცელი იშლებოდა და მათი სიყვარულის ისტორიაც იწერებოდა ზედ. ზაზა წავიდა და ნათია ზაზას გარეშე დაცარიელდა. ზაზას კი არ დავიწყებია მისი აღთქმა, რომ ის დაეხმარებოდა. პირდაპირ სამძებროში წავიდა ალექსანდრეს სანახავად. ---შეიძლება?- ოთხის კარზე დააკაკუნა და ისე შევიდა პასუხს არც დალოდებია. ---შემოდი, მოდი- ზაზას დანახვისას მაგიდასთან მჯდომი წამოდგა- რა ხალხი დაგვიბრუნდა? როგორ ხარ, როდის გამოგწერენ! ---დღეს და პირდაპირ აქეთ წამოვედი. ოფისი გამოგიცვლია, კარგად მოწყობილხარ. ეს რაა სვანიძის საქმეს განიხილავ?-მაგიდაზე დადებულ საქაღალდეს თვალი შეავლო ზაზამ. ---ხო გადავხედე და ფოტოები მხოლოდ მის დანაშაულს ამტკიცებს! ---ეს შენ გინდა ალექს შეხედო მარტო რომ ისაა დამნაშავე. შენ აქ მთავარი არა გაქვს ის თუ ვინ გამოიწვია ავარია. ჯერ ახალგაზრდაა და ასეთი მძიმე ცხოვრება უნდა გაიაროს ეს გაქვს საერთოდ გაანალიზებული? --რა თქმა უნდა ინერვიულებს, იცის რომ დამნაშავეა! ---ეს უკვე დაამტკიცეთ, რომ ისაა მხოლოდ დამნაშავე? ---რა თქმა უნდა! შენ რატო გაინტერესებს ასე ეს გოგო? რა საქმე გაქვს მასთან? ---რას ამბობ, რა უნდა მქონდეს. უბრალოდ არ დავუშვებ რომ უდანაშაულო ადამიანი იქ იმ ჯოჯოხეთში მოხვდეს. მომეცი მე ეს საქაღალდე წავიკითხავ! ---არა, ეს არ შეიძლება. თუ რამე მნიშვნელოვანი საქმე გაქვს მითხარი და თუ არა ხელს ნუ მიშლი მუშაობაში ამხანაგო მხეიძე. ეს საქმე კი თუ ასეთ ინტერესს იწვევს შენში მაიორთან წადი და მას ესაუბრე! ---კარგი რა გაეწყობა,თუ ვაჟა არის ამ გამოძიების უფროსი მას დაველაპარაკები! ---ჩემს ადგილზე დამაჯინე! ---მოდი და მეც გავედი. ბევრი საქმე დამიგროვდა აქ არ ყოფნაში. აბა დროებით. ნათია ნელა ნელა ალაგებდა თავის ნივთებს. ---ნათ როგორ მიხარია რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა! ---მეც ლუ, მეც მიხარია. ყველაფერს ეშველება, მთავარია რომ ჩემით დავდივარ და ეს მე შევძელი! საავადმყოფოდან გამოსულს სამეგობრო დახვდა ყვავილებით და მიულოცენ გამოჯამრთელება. --აი ჩვენი ყვავილიც. მოდი გაკოცო ჩემო კაკტუსო. როგორც კაკტუსმა იცის წელიწადში ერთხელ აყვავილება, ისე ხარ შენც წელიწადში ერთხელ სერიოზული!- უთხრა სიცილით გაბრიელმა. ---აბა წავედით სახლში მაგიდა გველოდება. ვქეიფობთ დღეს! ---რა კარგია ლუ მეც სამსახურს დაუბრუნდები! ---შენ უნდა დაისვენო, დასვენება გჭირდება. უკეთესია ის მითხრა სასამართლო როდის იქნება! ---მალე იქნება ზუსტად არ ვიცი! ---ნათ შენი ხმა არ გამაგონო. უნდა დაისვენო ვერა ხედავ რომ ძალიან დასუსტდი და ძალების აღდგენაა საჭირო? ვიღაცის ტელეფონზე მესიჯია, ნახეთ ჩემი არ არის! ---არც ჩემი! თქვა ლუ-მ ---ჩემია ზაზასგან არის!- უცებ თტქვა ნათიან ყოველგვარი შესავლის გარეშე. ---ოჰო? რაო რას გწერს?- დაინტერესდა ყველა. ---ბოდიში რომ ვერ მოვედი, ძალიან ბევრი საქმე მაქვს. გილოცავ სახლში დაბრუნებას, მალე შევხვდებით. გკოცნი!- წაიკითხა ხმამაღლა. ---ლამაზი სიტყვებია, მომწონს მე ეს ბიჭი შენ? ---სიმართლე გითხრა არ ვიცი რას ვგრძნობ. გაურკვევლად ვარ ჩემში ჩაკეტილი! ---არც მოწონება? ---მოწონებით მომწონს მაგრამ რომ ვთქვა აუ ვგიჟდები და მაგიჟებს მისი სიყვარულითქო არ შემიძლია ამის თქმა! ---გულს ვერ უბრძანებ ნათია ეს შენი გადასაწყვეტია, ვერავინი ვერ მიგაძალებს. ალბად არ დატრიალებულა ჯერ ის ქარიშხალი შენში რაც ამ გრძნობას მოაქვს. დრო მიგახვედრებს თავად ყველაფერს. სიჩქარე არაა საჭირო ამ საკითხში კარგი? ---მადლობა გიო რომ ჩემს გვერდით ხარ. გვანცული როგორაა! ---კარგადაა უნდოდა წამოსვლა მაგრამ ვერ შეძლო რაღაც მიზეზების გამო თავად გეტყვის! ---ვიცი უკვე!- უთხრა სიცილით ნათიამ. ---მოკლედ არაფერი არ გრჩებათ უთქმელი.- სიცილით თქვა გიორგიმ. ზაზა ჩაფიქრებული იჯდა და ერთ წერტილს მიჩერებოდა რომ მოულოდნელკად ბიჭებს მიუბრუნდა ---ირაკლი იმ ადგილზე უნდა წავიდეთ, სადაც ავარია მოხდა .ალექსანდრე რაღაცას ხლართავს მე ეს არ მომწონს და ამდენ ხალხს გვაბრმავებს. იმ გოგოს გაშვება უნდა სროკზე! ---წავიდეთ ზაზა რა პრობლემაა. რაღაცას მივაგნებთ გული მიგრძნობს!- გაუდგნენ გზას იქ სადაც ავარია მოხდა. ---ჩემი მანქანა რომ შეაკეთეთ გადაიხადეთ ფული? ---არა ზაზა სჩუქრად გამოგვატანეს!-შეუღრინა ვანომ. ---თქვენ რა უჟმურები გახდით ამ ბოლო დროს, რა გემართებათ! ---ჩვენ კი არა, შენ გახდი ზაზა უჟმური. კარგი, კარგი ვიცით რომ მოგწონს ეს გოგო. არც ასე შეიძლება შენს თავში ჩაკეტვა! ---გააჩერე აქ იყო ავარია, სად მიდიხარ. აბა მოათვალიერეთ ყველაფერი კარგად, იქნებ კამერაა სადმე დამაგრებული ---გაგიმართლა ეხლა მაგრამ ამ საკითხს დაუბრუნდებით ვაჟკაც! ---ოლალაააა, -შემოესმათ ვანოს ხმა.- ვიპოვნე, აი ეს გვეტყვის სიმართლეს. ხედავთ იქ მაღაზიააა და კამერა პირდაპირ აქეთ იხედება. წავედით! ---გამარჯობათ, უფროსის ნახვა გვინდა. ჩვენ სამძებროდან ვართ!-უთხრა ვანომ მოსამსახურე გოგონას და მანაც მიასწავლა უფროსის კაბინეტი. --მაღლა აბრძანდით, მარჯვნივ და მესამე კარები! ---მადლობთ! --არაფლის! ---შეიძლება?- ირაკლიმ ფრთხილად მიაკაკუნა კარებზე. ---მობრძანდით!- კარები შეაღო და სახტად დარჩა. ---გიგა? აქ რას აკეთებ! --რას გავაკეთებ აქ ირაკლი კაბინეტში, ეს ჩემი სამსახურია. რამ შეგაწუხათ ბიჭებო? ---საჩივარია შემოსული და მოვედით შენს დასაპატიმრებლად! ---რააა? რის ნიადაგზე ერთი თვეც არაა რაც აქ გადმომიყვანეს, მაგათ შიგ ხომ არააქვთ რამე! ---ნუ ყვირიხარ ვიდეო ჩანაწერების ნახვა გვინდა!- იცინოდნენ სამივე ---რას გამიხეთქე გული შე ჩემა....ა. წამოდით, მაგრამ ეს საერთოდ დახურული თემაა მაგრამ თქვენთან გამივა ეხლა მე კანონებზე საუბარი? თავად კანონის დამცავები მარღვევინებთ კანონს! ---ნუ ბუზღუნებ და წამოდი თორე ერთი უდანაშაულო გოგომ უნდა მოიხადოს სხვის დანაშაულზე სასჯელი! ---წავედით!- გვერით ოთახშ შევიდნენ, სადაც უამრავი ფირი და ვიდეო ჩანაწერი იყო, შეამოწმეს კამერები და სამივე დარწმუნდნენ რომ როგორც იცოდნენ და შეხედეს მოტოცეკლისტს, კამერამაც ისე აჩვენა ვიდეო ჩანაწერები. ძალიან გარკვევით და სუფთად. ისევე ნათლად ჩანდა ყველაფერი როგორც იმ დღეს. ---აბა ბარემ მადლს მარილიც მოაყარე გიგაჯან და ეს ჩანაწერები ვიდეო ფიქრზე გადმომიტანე და ჩვენ აღარ შეგაწუხებთ. ეს ყველაფერი წაშალე და არავის არ მისცე ეს ინფორმაცია ჩვენს გარდა! ---კარგი გასაგებია! --აი ამით ჩავაგდებინებთ ხმას ალექსსს!- ზიზღით ჩილაპარაკა ზაზამ. ზაზა იქედან პირდაპირ ბ.ვაჟასთან წავიდა. ---გამარჯობა ბ.ვაჟა! ---ოოო ზაზა როგორ ხარ. დაჯექი, დაჯექი. შენ ჯერ ბოლომდე არა ხარ გამოჯამრთელებული. გატყობ წელი ისევ გტკივა. რატომ გამოდი ზაზა დაგესვენა ცოტა! ---კარგად ვარ, კარგად. როგორაა საქმის მსვლელობა? ---აი მოვიდა ვაშაყმაძე და ის გვეტყვის რა ხდება. ის აგვარებს ყველაფერს ამ საქმის ირგვლივ. შენ რა არ ენდობი მას? ---მე მახსოვს ვაშაყმაძემ როგორ ჩასვა უდანაშაულო ადამიანი და 5-დან 7 წელი ციხეში ამოაყოფინა თავი! ---კარგი მახსოვრობა გაქვს მხეიძე არ დაგავიწყდება არაფერი! ---არ უჩივი ჩემს მახსოვრობას, მადლობა ღმერთს! ---შეიძლება?- კარები ალექსიმ შემოაღო. ---მოდი, მოდი ალექს. აი აქეთ, ჩვენს მხეიძეს აინტერესებს როგორაა სვანიძის საქმის მსვლელობა! ---საქმე სასამართლოს გადაეცა და ორ კვირაში იქნება მოსმენა! ---რა მოსმენა ალექს და რა სასამართლო. შენ ჯერ უნდა გაარკვიო რა მოხდა და რამ გამოიწვია ავარია! ---რად უნდა ზაზა ამ საქმეს ამდენი ძიება. ავარია მოხდა და დატოვა მსხვერპლი! ---და სად არის აქ ნახსენები მოტოციკლესტი? რომელმაც წინ გადაუხტა სვანიძეს და მის ნიადაგზე მოხდა ეს ავარია. შენ ნახე ,მოიძიე საერთოდ ის მოტოციკლისტი? ---ვაშაყმაძე ეს მე რატრომ არ ვიცი? საქმეში ეს რატომ არ გაქვს ჩადებული? ---არანაირი მოტოციკლესტი აქ არ არსებობს ბ.ვაჟა. მოელანდა სვანიძეს შავ შლიაპიანი მოტოციკლესტი! ---და ჩვენც მოგველანდა ხო? ყველას გვაბრმავებ? შენ ასე შორს ვერ წახვალ. მე გაფრთხილებ სასჯელი სვანიძის მაგივრად შენ არ მოიხადო და თქვენც არ გაეხვიოთ ამ შარში მე ორივე გაგაფრთხილეთ! ---შენ რატო ნერვიულობ ასე სვანიძეზე მხეიძე? ---სიყვარულმა დაახვია თავბრუ და ამიტომ უკირკიტებს ასე გულმოდგინედ ყველაფერს! ---გეყოს ცინიზმი, ეს არაა შენი საქმე. მხეიძე თუ სხვა საქმე არაფერი არ გაქვს, შეგიძლია წახვიდე!- ზაზამ უხმოდ აიღო უფროსის მაგიდიდან ფურცელი და ფანქარი. რაღაც დაწერა და ალექს მიაწოდა. ---ეს მოტოციკლეტის ნომერი გეცნობა? კარგად დააკვირდი და იქნებ გაიხსენო ვისია ან ვინ მართავდა იმ დღეს. სხვა შეკითხვა კი არაფერი არ მაქვს ვაჟა მივდივარ. კარგად ბრძანდებოდეთ წარმატებებს გისურვებთ ორივეს თქვენს ჩანაფიქრში რაც მეეჭვება რომ გაგიმართლოთ!- უხმოდ ადგა და დატოვა ორივე გაშტერებული. ---საიდან გაიგო მან ეს რა საინტერესოა. ტრ...ს რომ არ აჩერებს ერთ ადგილზე. საიდან ამოიღო მან ეს ნომერი, ერთი მაცოდინა! ---მე რა ვიცი, რომ მცოდნოდა გავაქრობდი ამ მტკიცებულებებს. ეს ყველაზე დიდი მტკიცებულებაა, რომელიც ჩვენ სამსახურს დაგვატოვებინებს ვაჟა! ---მე წეღან დამირეკა ონიანმა! ---სოსო ონიანის მამამ? ---რა მნიშვნელობაა მამაა თუ ბიძა. მნიშვნელობა მას აქვს თუ ის აღმოჩნდა მოტოციკლისტი მეც და შენც ასვალტზე მოგვასრიოალებენ. გასაგებია? გააკეთე ყველაფერი, მოაგვარე სვანიძის და მხეიძის საქმე ისე რომ არავინ გაიგოს შენ თუ ხარ გახვეული ამ საქმეში.გასაგებია? ---გასაგებია, გასაგები! ---წადი ეხლა თვალით არ დამენახო. უთავოდ დადიხარ ვაშაყმაძე, უთვაოდ! სამეგობრო წრეში ყოფნა სვანიძეს დიდ ნეტარებას ანიჭებდა. თითქოს ამ ხალხით სუნთქავს და ამ ადამიანებით არსებობს. ნათია ფიქრებიდან მისმა ტელეფონმა გამოიყვანა და გულმა რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა ზაზა მხეიძე რომ ამოიკითხა. ---გისმენთ! ---ნათია ზაზა ვარ. სად ხარ, აუცილებლად უნდა გნახო! ---სახლში ვარ! ---მომწერე მისამართი და მოვალ! --არა, მე გამოვალ და მოგწერ მისამართს სად უნდა მოხვიდე! ---კარგი გელოდები!- ნათია წამოფრინდა, უცებ ჩაიცვა და გაბრიელს გასძახა. ---გაბრიელ, გაბრიელ, ჰეი გაბრიელ!.ამას თუ ისევ სძინავს. გაბრიელ გესმის? ---წყალი არ ჩამასხა თორე ვეღარ გადამირჩები იცოდე! ---შენ მე სიტყვა მომეცი, გაბრიელ დაგავიწყდა?- წარბი აწია და ასე შეახსენა ძმას მისი ცრემლებით დადებული პირობა. ---რადგან პირობა მოგეცი, როცა გინდა უნდა მაწუმპავო? მაშინ შიში მალაპარაკებდა, შენი დაკარგვის შიში. ეხლა კი გხედავ ფეხიც ადგილზე გაქვს და ხელიც, მაგრამ ესაა უბედურება ტვინი რაც გქონდა ისიც დაკარგე! ---ნუ ბუზღუნებ ადექი, მხეიძემ დამირეკა ეხლა ზაზამ და ჩვენს ადგილზე გველოდება. არ მინდა მარტო რომ წავიდე! ---ოოოჰ რაღაც მოუხშირა მხეიძემ რეკვებს. რაო რომეომ, ჯულიეტას დაცვად შენი ძმა გამოგყვესო? ---ნუ თამაშობ ჩემს ნერვებზე თორე ხომ იცი ყველაფერს ერთ დღეს გაზღვევინებ! --მართლა დაგირეკა? ხუმრობის გარეშე! ---ხო დამირეკა და მითხრა ვაშაყმაძე 9 წლიან საჯელს გიმზადებს და თავისუფლების აღკვეთას გიპირებსო. მე ვერაფერი ვერ გავაკეთეო! -დაარეხვა უცებ ეს ტყუილი ნათიამ. --რაო? მაგას შიგ ხომ არააქვს. მაგის დედას რო შე.......ი!- ნათიამ ჩუმად ჩაიცინა და კმაყოფილმა აიღო ჩანთა და ძმასთან ერთად გაუდგა გზას. მალე მივიდნენ დანიშნულების ადგილზე. ---გამარჯობა ზაზა!- გაბრიელმა მიესალმა პირველმა. ---გამარჯობათ, როგორ ხართ! მიესალმა ზაზაც ორივეს. ---როგორ უნდა ვიყო, ვაშაყმაძეს ჩემი ხელით მოუღებ ბოლოს. მართალია ნათიამ რაც მითხრა? ---რა, რა გითხრა!- და გაკვირვებულმა გადახედა ნათიას. ---მაგას ში....აქვს.მაგის პიდ....სტ დედას რომ შე....ი მე. რა 9 წელი, ნამდვილი დამნაშავე იპოვონ თორე იმ საქაღალდეებს ხელს დავავლებ და უკნიდან გაუყ....ი ერთ ადგილზე! ---დაწყნარდი. 9 წელი არა 5-დან 7 -მდე ვარაუდობს. მაგრამ მომისმინე, მე ვიყავი იქ და ვიდეო ჩანაწერი მოვიძიე. მე კარგად მახსოვს რომ მოტოციკლეტისტი გადმოუხტა წინ ნათიას და ეს ვერ დავაჯერეთ ვაშაყმაძეს. ეხლა კი ეს ხელთ მაქვს ყველაფერი! --მართლა? ეს ხომ უტყუარი მტკიცებულებაა. ვაშაყმაძემ რატომ ვერ მიაგნო ამას, რომ წაეშალა ვერაფერს ვერ დავამტკიცებდით. შენ ნახე პირადად ეს მტკიცებულება? ---ხო მე ვნახე და ბიჭებმაც ვნახეთ. ფირზე გადმოვიტანე და ჩემთანაა სასამართლოს დღეს მოგცემ და გეტყვი რა უნდა გააკეთო, რადგან მე იქ არ გამოვჩნდები. იქ შენ უნდა იდგე ძლიერად ნათია. ეს ისეთი ბობოლა პიროვნებაა გაგვიჭირდება შებრძოლება მასთან. მაგრამ მაქვს კიდევ ერთი გეგმა ამას მე თავად მოვაგვარებ! ---აი ამიტომ აწვება ნათიას ეს ნაბი.....ი ვაშაყმაძე ხო? დაბალი ღობე ნახა, ვიღაც ხომ უნდა ჩასვას ამ საქმეზე და შენ დაგიჭირა კბილებით! ---ზაზა მითხარი ვინ არის?- თხოვა ნათიამ. ---არა აქვს მნიშვნელობა შენ იცოდე ვინ არის. მნიშვნელობა მას აქვს, შენი მანქანა იდგა ყველა მანქანაზე წინ და შენგან მოხდა საჭის დაუმორჩილებლობა! ---ვინ არის ის? მინდა ვიცოდე ვის ვებრძოლები! ---ანდრო ონიანის შვილი, სოსო (იოსები) ონიანი. მათ ძალიან ძლიერი ზურგი აქვთ. შენ ადვოკატი გჭირდება, კარგი ადვოკატი ნათია. ციხეში გაგიშვებენ, უდანაშაულოდ უნდა დაჯდე და შენი ცხოვრების საუკეთესო წლები უნდა დაკარგო! ---მე ვეცადე ეს გამეკეთებინა! ---დამიჯერე, მომყევი და ყველაფერი კარგად იქნება. შენ არავინ არ დაგიჯერებს, უბრალო ადამიანი ხარ!- ზაზას დაურეკეს და უხასიათოდ უპასუხა ტელეფონს. ---გისმენთ ბ.ვაჟა! ---სასწრაფოდ განყოფილებაში მოდი ზაზა! --მოვდივარ 15 წუთში ადგილზე ვარ!- გაუთიშა მოსაუბრეს, გაბრიელს და ნათიას გადახედა და უთხრა; ---გაბრიელ ამ საქმეში ძალიან ბევრი ხალხია გახვეული, რომლებიც ყველა ნათიას წინააღმდეგაა. ნათია სვანიძე ყველას დამნაშავე გონია! -მერე ნათიას მიუბრუნდა და თბილად უთხრა. ---ორ სიტყვას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ყველაზე რთულ პერიოდში ნათია. რაც არ უნდა მოხდეს გახსოვდეს რომ ,,ცხოვრება გრძელდება''. აბა დროებით! ზაზა გავარდა პირდაპირ საგამომძიებლო სააგენტოში. შევიდა თუ არა პირდაპირ ბ.ვაჟას კაბინეტისაკენ აიღო გეზი. ---მოვედი, რა იყო ასეთი საჩქარო? ---რამდენჯერ უნდა გითხრა, შეეშვი ამ საქმეს და ნუ ჩაკირკიტებ, შენი ტრა...ი დააყენე შენს ადგილზეთქო. გინდა რომ ჩამოგართვან მუშაობის უფლება? ვერასდროს ვერ შეძლებ ამ სფეროში მუშაობას მხეიძე. დაწერე განცხადება და წადი, სანამ უფროსობა გაგანთავისუფლებს. ასეთია ბრძანება! ---სად არის ბრძანება მაჩვენე და რის საფუძველზეა ეს ბრძანება მე წავალ თავად უფროსთან და მე მოვახსენებ. მე არ გამანთავისუფლებს არავინი სამსახურიდან ბ.ვაჟა და აი თქვენ ორივე შენც და ალექსისაც მართლა მოგიწევთ სამსახურის დატოვება. ეს უკვე მეორედ გაფრთხილებ მთლად ჰაერში არ დარჩე! ---მისმინე მხეიძე შენ ხომ ჭკვიანი ადამიანი ხარ. ნუთუ ვერ ხვდები, რომ შენ სვანიძე სიყვარულით გაბავს მის კალთაზე? ავარია რომელიც მსხვერპლით დასრულდა მოითხოვს დამნაშავის დაჭერას, ასე არ არის? ---რა დამნაშავე ბ.ვაჟა. თქვენ არც გიძებნიათ ნამდვილი დამნაშავე. მან მოახდინა ავარია? ნუთუ ასეთი უსისხლო ხარ? ვერ დავიჯერებ. უდანაშაულო ადამიანის დაჭერა და ჩასმა გინდა და თქვენ ჯიბე ნათიას დაჭერით გაისქელოთ. არ გეშინია? შვილები არ გყავს? ----რა გაატ...ე საქმე მოტოციკლისტის ძახილით. შენ რა ზაზული არ ეშვები ამ სხვის ქომაგს? რა გინდა შენ თქვი რას მოითხოვ, ბოლო-ბოლო რომ ვიცოდეთ ჩვენც! ---დავდოთ შეთანხმება. მე არ შევეხები თქვენს ბობოლა ონიანს და თქვენ არ შეეხოთ სვანიძეს. რა გეგონა ვერ გავიგებდი ვის უჭერთ მხარს და რისთვის დაიჯაბნეთ ეს სუსტი გოგო? მამამისმა რომ გაიგოს აგაფეთქებს შენც და ვაშაყმაძესაც ჰაერში. მთელი ჯარის სტრუქტიურა ხელში უკავია კაცს! ---კარგი და დაგიჯერე ვინ აგებს პასუხს ამ დანაშაულზე? ---დამნაშავე და არა უდანაშაულო!- ზაზამ ბ.ვაჟა გახევებული დატოვა მის კაბინეტში. სისხამ დილით ადგა ნათია, არ დაუძინია. იმ ამბის შემდეგ სულ გაუქრა ძილი და მოსვენება. ბალკონზე დილის მზის ამოსვლას შეხვდა, ჯერ კიდევ როცა ბრძოლობდა ღამე დილასთან ოთახის დარაბები გამოხსნა ლურჯი ტალღების დასანახად. ნელა-ნელა შემოათენდა ხელში და კუხნაში გავიდა ყავის მოსამზადებლად. ნათია ეს დღეები დაფიქრებული დადიოდა, ხვდებოდა განა ვერ ხვდებოდა, რომ მხეიძის მიმართ მასაც უჩნდებოდა სიმპატიები. ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვერ ხედავს, ეს ხომ ბუნებრივი მოვლენაა ქალ-ვაჟს შორის მოწონება. ეხლა მძიმე დღეები და პერიოდი უდგას ნათიას, ეს კი ძალიან ანერვიულებს მას .---რაზე ჩაფიქრებულა ჩემი დაიკო? რა გეგმებს სახავ, ვის უნდა დაეცეს დღრეს ტუზი თავში?- გაბრიელი მიუახლოვდა და შეეცადა გაემხიარულებინა. განა არ იცოდა რაზე ფიქრობდა ნათია და რა დარდი აწუხებს? ---ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახე რა კარგადაც იქნეს. შენ უბრალოდ გააკეთე ის რაც გითხრა ირაკლიმ და ბიჭებმა.მე გავიქეცი, მაგვიანდება!- და იქვე ნათიას მოდუღებული ყავა მოსვა ----ეე, ეს ჩემი ყავააა! ----მეტი არ გვაქვს რომ მოადუღო? ყავას მამადლი გოგო? მე ცხოვრებაში ასე დაკავებულ ადამიანს ეს უნდა მკადრო? ---წადი, წადი საქმეს მიხედე!- გაეცინა ნათიას. ---ხო იცი უჩემოდ ფეხი არ გაადგა სადმე არსად. გესმის? ---ხო მესმის, არსად არ მივდივარ! ---თბილისში მანამ ვერ წავალთ, სანამ ეს საქმე არ მორჩება. დედა და მამა გაიგებენ, აქამდე არაფერი არ იციან! ---როგორ მოხდა რომ ბებომ არ უთხრა? ---მე გავაფრთხილე და იმიტომ, თან ძალიან მკაცრად! ---წადი ეხლა მართლა არ დაგაგვიანდეს! ---კარგი აბა დროებით დაიკო! -გაბრიელი წავიდა, ნათიამ კიდევ ერთხელ მოადუღა ყავა და ვინ დააცადა დალევა ტელეფონზე დაურეკეს, გაუკვირდა ვინ უნდა ყოფილიყო. ---გისმენთ!- შიშნარევი ხმით უპასუხა უცხო ნომერს. ---ნათია სვანიძე მე გამომძიებელი ალექსანდრე ვაშაყმაძე ვარ. აუცილებელია თქვენი ნახვა, უნდა შეგხვდეთ ეს საქმეს სჭირდება! ---დიახ და განყოფილებაში გნახავთ! ---არა, არა, მისამართს მოგწერ და იქ მოდი, მხოლოდ მარტო! ---მე მარტო არ მოვალ, ჩემს ძმასთან ერთად მოვალ! ---არა ეს მარტო შენ გეხება! შენთვის ასე აჯობებს და შენი ოჯახისათვის ---კარგი მისამართი მომწერეთ ან მითხარით სად მოვიდე! ---აი ეს მომწონს!- არ მოეწონა თავიდანვე ნათიას ალექსანდრეს ტონი და ნათქვამი სიტყვები ყველაფერი ჩაიწერა. ---ეს გამომადგება და მერე მოგისმენ როგორი ტონითაც დაიწყებ საუბარს. მესიჯი მოუვიდა და მიხვდა სადაც უნდა მისულიყო. დაფიქრდდა და მაინც გადაწყვიტა ზაზასთვის ეთქვა ამ შეხვედრის შესახებ. დაურეკა და დაელოდა ზუმერს. ---გისმენ ნათია! ---ზაზა ბოდიში რომ გაწუხებ მაგრამ ვაშაყმაძემ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. რა ვქნა ,როგორ მოვიქცე! ---პირველ რიგში დილა მშვიდობის. გაბრიელი წაიყვანე ნათია! ---არა მარტო მოდი შენი ოჯახისთვის და შენთვის ასე აჯობებსო! ---უუუხ ნაბიჭ...ი. მომისმინე ჩვენ ვერც ერთი ვერ გამოვჩნდებით იქ და ტელეფონი ჩართე და ჩაიწერე თითოეული მისი სიტყვა. გესმის? ---კარგი ზაზა! ---მადლობა რომ დამირეკე ნათია! ნათია წავიდა დანიშნულ ადგილისკენ. ხალხმრავალი ადგილი იყო, არ იყო მიგდებული ადგილი. ---დაჯექი!- ფეხებთან შავი ფერის მერსედერსმა გაუჩერა. ---გისმენთ რა გინდოდათ? ---როგორ ხარ? ---მადლობა კარგად. მაგრამ მარტო ამის გასაგებად არ მოხვიდოდი აქ!- წაკბინა ნათიამ ვაშაყმაძე. ---მართალია და პირდაპირ საქმეზე გადავალ. თქვენ იცნობთ კარგად ზაზა მხეიძეს. მითხარი, ის გეუბნება საერთოდ რამეს შენს საქმეზე? ---მაპატიეთ რატომ თავად მზეიძეს არ შეეკითხებით? ---ნათია სვანიძე ეხლა კარგად მომისმინე. ჩვენ მილიციელებს გვაქვს ჩვენი მორალი, ვინც ჩვენ ხელს შეგვიშლის მუშაობაში, შეიძლება მას სერიოზული პრობლემები შეემთხვეს. თუ თქვენ ეს არ გინდათ ასე მოხდეს და მხეიძე გაანთავისუფლონ დაკავებული თანამდებობიდან, გადაეცი მას რომ ნუ ჩაერევა და ნუ დაკავდება იმ საქმით, რაც თავად მას არ ეხება! ---ესაა ყველაფერი? ---ნათია სვანიძე, კარგად გაიგე რაც გითხარი? ---გამიღე კარები! ---შემიძლია სახლამდე მიგიყვანო! ---კარი გამიღე!-გამწარებული დაბრუნდა სახლში. ---ნათია ბებო მოდი კერძი გამისინჯე! ---მოვალ ახლავე ბები!- ტელეფონი მოძებნა და ისევ მხეიძეს დაურეკა. ---გისმენ ნათია! ---ზაზა ხომ გთხოვე შეეშვი ჩემს საქმესთქო ჰა? ---კარგად ამიხსენი რა ხდება! ---მე არ მინდა ვიყო მიზეზი შენი სამსახურიდან განთავისუფლების! ---ააა ესაა სულ? შემხვდი იმ ადგილზე სადაც პირველად! --მე არსა.... ---არ დაამთავრებინა სიტყვის თქმა, რომ ზაზამ გაუთიშა. ისევ ადგა და გავარდა გარეთ. ზაზა მისული დახვდა. ---შენ ტყუილად მოხვედი ისევ იმას გერტყვი რაც წეღან გითხარი. ნუ დაკავდები დღეიდან ჩემი საქმით, მშვიდობით! ---კარგი მაგრამ მე არ ვერევი შენს საქმეში, ერევა მხოლოდ ადვოკატი! ---ვიიინ? ჩემს საქმეს ხომ ვაშაყმაძე უძღვება! ---ჩაიწერე რაც გითხარი? რა გითხრა მოდი მოუსმინო ტვინი რომ გადაუბრუნებია შენთვის! ---არა,მან არა! ---კი როგორ არა. შენ მე მასწავლი ჩემს თანამშრომლებს? მინდა იცოდე რომ მე შენზე ვნერვიულობ, როგორც გინდა ისე გაიგე. არ გინდა? ნუ გინდა. მე ჩემს გზაზე წავალ და შენ შენს გზაზე წადი. მაგრამ რატომ ვერ ხვდები რომ შენ სასჯელი უნდა მოიხადო იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაგიდენია და შენივე ხელით გადაულოცო გამარჯვება ვაშაყმაძეს და გაუსქელო ჯიბე. სად არის აქ სამართალი და სად არის კანონი მითხარი. უბრალო სიტყვები გგონია ეს ჩემგან ნათქვამი? არ ჯობია ჩვენ ვიზეიმოთ ეს სამართლიანი გამარჯვება. აი გამომძიებლის ვიზიტკა და იფიქრე ჩემს სიტყვებზე!- წავიდა ზაზა და დატოვა ნათია ფერდაკარგული. წავიდა სახლში და შევიდა თუ არა ყური მოკრა რომ სოსო ონიანი არ თვლის თავს დამნაშავედ ავარიის მომხდარში და დამნაშავე აუცილებლად უნდა ინახოს და დაისაჯოს. ---ასე ხომ? არ ხარ შენ დამნაშავე? ჩანთა აიღო და წავიდა. უზარმაზარი ფირმა ონიანების სადაც ისინი მუშაობენ, ვიზიტკას გარეშე არავის არ აქვს იქ შესვლის უფლება. ---ბ იოსებ მე თქვენთან სალაპარაკო მაქვს!- წინ გადაუდგა ნათია, მისივე ტოლ ახალგაზრდა ბიჭს. ---მე არ გიცნობთ! დაცვა გაიყვანეთ ეს ქალბატონი აქედან. ---თქვენ ვიზიტკა გაქვთ ქალბატონო? ---არა! ---მაშვინ ბოდიშით ვერ შეგიშვებთ! ----ყველა დაცვის პირი გააფრთხილეთ რომ, რომ ეს ქალი აქ არ შემოუშვან! ---დიახ,ყველას გავაფრთხილებ!- გამწარდა ნათია და გადაწყვიტა დათანხმებოდა ზაზას დახმარებას. ---ზაზა მე ვარ! ---გისმენ ნათია! ---მე თანახმა ვარ, მე მზად ვარ ვიბრძოლო ჩემი უდანაშაულობისთვის! ---ნათია ტირიხარ? სად ხარ მითხარი მოვალ ამ წუთში! ---ონიანების ფირმასთან! ---მოვდივარ არ წახვიდე არასად მაქედან! ადგა და გარეთ გავარდა, რომ უცებ შეეჯახა ვიღაცას. --- ო ღმერთო როგორ შემეშინდა!- იყვირა ხმამაღლა ვაშაყმაძემ. ---შენ გეშინია ვინმესი? ---შენ რამე გაქვს სათქმელლი ჩემთან თუ ენა გეფხანება! ---არა მე გაფრთხილებ უკვე მერამდენედ. გინდა რამე გაარკვიო? ჩემთან მოდი და არა სუსტ ქალთან მისვლა და დაშინება. შეიძლება ფიზიკურად სუსტია და ფიქრომ მოერევი მაგრამ კიდევ და საბოლოოდ გაფრთხილებ. ელოდე ისეთ დარტმას, რომელიც გაგანადგურებს და ის ადამიანი ზუსტად, ვისი განადგურებაც შენ გინდა! ---მომისმინე მხეიძე თუ წევხარ სვანიძესთან, დაწექი მხოლოდ ჩუმად, ნუ გააგებინებ მთელ განყოფილებას! ---შენთან კაცური საუბარი არ შეიძლება და ამან იქნებ მოგიყვანოს ჭკუაზე!- უთხრა ზაზამ და ყბაში უთავაზა ისე რომ მინა ჩაამსხვრია მისმა ძლიერად მოქნეულმა ვაშაყმაძემ. ---დღეიდან დაიმახსოვრებ, რომ ახალგაზრდა და გასათხოვარ გოგოზე ასე არ უნდა იჭორავო. ფუ შენი დედას შ......ი!- მიაფურთხა და მიატოვა ადგილზე ---რა ხდება კაცები არა ხართ?- ფოიეში ირაკლი გამოვიდა. ---მე ვერ ვხედავ აქ ჩვენი ორის გარდა კაცს. გაიტანეთ ეს საგანი აქედან! მიუთითა იქვე წაქცეულ ალექსიზე. ნათია არ მოეშვა გაფრთხილებას და მთელი დღე ელოდა როდის გამოვიდოდა შენობიდან ონიანების სიამაყე და ადამიანის მკვლელი. აი ისიც გამოვიდა. ---ბ იოსებ არ შეგიძლიათ ორი წუთი დამითმოთ? იქნებდა რა მაქვს სათქმელი? ---ქალბატონო მანდამაინც გინდათ დაცვას დაუძახო, რომ გაგაძეონ აქედან? ---მე ნათია ვარ სვანიძე! ---ააა ეს თქვენ ხართ მკვლელი და დამნაშავე? რომელსაც თავი უდანაშაულოდ მოაქვს? ---ეს თქვენ ხართ დამნაშავე, თქვენ გადმომიხტით გზაზე თქვენი მოტოციკლით! --ნუ იგონებ იქ არანაირი მოტოციკლი არ ყოფილა! --ეს თქვენ იყავით!- ჯიუტად უმეორებდა ნათია ონიანების სიმაყს და ერთადერთ იმედს. --მისმინე გოგონა, საიდან ასეთი თავდაჯერებულება რომ ის მე ვიყავი და თუ ვიყავი მერე რა დაამტკიცებ? ---როგორ თუ რა. ადამიანი თქვენს გამო დაიღუპა! ---გასაგებია თქვენ ფული გინდათ. აი 100$ რა ცოტაა? 200-300 ესენიც ცოტაა აი თქვენ 1000$ აიღეთ! ჩანთა ხელიდან გამოგლიჯა და შიგ ჩაუტენა რომელის შემდეგ მოისროლა და ქუჩაში ავტობუსის კაბინაზე დაეცა. ---რას დგეხარ ქათამო, მიდი გაეკიდე შიგ 1000$ დევს შენ ხომ ფული გინდა! ნათიამ ხელი მოუქნია და ერთი გემრიელი სილა გააწნა ონიანების სიამაყეს რომ თვალებიდან ნაპერწკლები დააყრევინა და უთხრა; ---მე არ დავნებდები სანამ დამნაშავედ არ გცნობ. ეს შენი მოტოციკლის ნომერია ნაბიჭ....ო!- და თვალებზე ფურცელი ააფარა რომელზეც მისი მოტოციკლის ნომერი ეწერა. ეხლა კი გადაუარა ცისარტყელებმა ბ.იოსებს სახეზე,მ აგრამ იხტიბარი არ გაიტეხა. ---ძალიან კარგი. სასამართლოზე შევხვდებით! ---სასამართლოზე შევხვდებით ბ.იოსებ! -ნათია ლექციაზე წავიდა და ის პირდაპირ სტუდენტების წინაშე, აუდიტორიიდან დააპატიმრეს. ---ქ.ლალი, ქ.ლალი ჩვენი ნათია სვანიძე დააკავეს, ეხლახანს წაიყვანეს! ---ასე ნუ მეხუმრები გვალია გინდა გული გამისკდეს? --- არა გეფიცები არ გეხუმრები, ეს წუთია რომ გაიყვანეს! ---წამოდი, სად არიან? ---უკვე წავიდნენ! --რაღაცას მოვიფიქრებთ, ნუ ნერვიულობთ! ტელეფონი რეკავს. ---დიახ გისმენთ! ---უკაცრავად სვანიძესთან დაკავშირებით ვრეკავ. მე მაიორი გაწუხებთ ვერ მოვახერხეთ მის მობილურზე დარეკვა, არ ხსნის ჩვენს ზარებს! ---ოოო კარგ დროს დარეკეთ. თქვენ აქ ეძებთ სვანიძეს და ეხლახანს თქვენმა ბიჭებმა დააპატიმრეს. სტუდენტების წინაშე დაადეს ნარუშნიკები. ნათია სვანიძე უდანაშაულოა და თქვენ ყველა დაკარგავთ მაგ დაკავებულ ადგილებს, ამას მე გპირდებით! ---თქვენი სახელი და გვარი! ---ეს კი აღარაა თქვენი საქმე! განყოფილებაში მიიყვანენ ნათია. ზაზამ მისი ოფისის ფანჯრიდან შეხედა, ლამის გაგიჟდა და დაურეკა მის ნაცნობ ძალიან განთქმულ ადვოკატს. ერთი საათიც არ დაგვიანებია და ნათია გარეთ გამოვიდა მის ადვოკატთან ერთად. ---ბატონო გამომძიებელო ჩვენ ხელთ გვაქვს ვიდეო ჩანაწერი. ასევე ის საუბარი ჩავიწერე ვაშაყმაძე როგორ მაიძულებს ვაღიარო დანაშაული და მხეიძის სამსახურიდან განთავისუფლებით მაშანტაჟებს! ---შენს გარდა ვინ იცის კიდევ ეს? ---მხეიძემ, მე და ეხლა თქვენ! ---ეს კარგია რომ არავინმა არ იცის სხვამ. ჩვენ ერთ კვირაში სასამართლო გვაქვს, მხეიძე და მე ვართ შენი მეგობრები. ვაშაყმაძე და ონიანი ეს შენი მტრებია. არ უნდა მისულიყავი ონიანთან. ვიმედოვნებ დღეიდან აღარ დამხვდება წინ არანაირი სცენები და სიურპრიზები, მაცდი მუშაობას ნორმალურად მივიყვანო ბოლომდე საქმე გინდა დაგაპატიმრონ. მაცადე მუშაობა ნუ ფართხალებ და მოგხსნი ამ ძალით აკიდებულ ჩირქს და გაგანთავისუფლო ამ ტვირთისაგან. ჭკუით იყავი და დროებით! ---რატო მე არ დამირეკე ნათია? ---იმიტომ რომ ონიანმა ჩემი ჩანთა ისროლა და ის შერჩა ავტობუსის კრიშაზე. ტელეფონი კი შიგნით მქონდა! ---ნათიაააა როგორ ხარ!- მოვარდა გაბრიელი და გიორგი გულამოგლეჯილები. ---ნუ გეშინიათ უძლიერესი გამომძიებელი შევაწუხე გაბრიელ. ჩვენ გავიმარჯვებთ, გპირდებით. გახსოვს ავტობუსი რა ნომერი იყო? მიუბრუნდა ნათიას ზაზა. ---მგონი 17 არ ვიცი კარგად! ---ფული გჭირდება ეხლა ამ წუთში? ---ფულზე არაა ზაზა საქმე. მე ცხოვრებაში პირველად ვიფიქრე ადამიანის მოკვლაზე. დიდი მადლობა ზაზა! ---მე არა ეს ბ.მერაბის გადაუხადეთ მადლობა ერთ კვირაში!- ნათია ძალიან დაღლილი მივიდა სახლში. წყალი გადაივლო და დაწოლას აპირებდა რომ კარზე ზარი იყო. პიჟამოებით გავიდა რადგან გაბრიელი ეგონა და კარების გაღებისას სახტად დარჩა. ---დიდი ბოდიში რომ ასე გვიან გაწუხებ! ---ვაიმეეე ჩემი ჩანთა, როგორ მიაგენი? ---ნახე, ნახე შეამოწმე ხომ ყველაფერი შიგნითააა! ---ეს რა გაქვს მკლავზე? ---არაფერია, გამოვედე ალბად რამეს, ნათია პირობა მომეცი რომ სასამართლოზე არ გამოელაპარაკები საერთოდ ონიანს! ---მე გპირდები რომ ონიანს საერთოდ არ მივუახლოვდები! ---კარგი მე მივდივარ. ტკბილი ძილი! ---კარგი მადლობა და შენც ასევე, ტკბილი ძილი! -როგორც იქნა გაირბინა ზლაზვნით ერთმა კვირამაც და დადგა სასამართლოს დღეც. წინა ღამეს არ დაუძინია მთელი ღამე არც ნათიას, არც გაბრიელს და არც ზაზას. სამივე ნერვიულობდა მოახლოებულ სასამართლოზე. ზაზას დიდი იმედი ქონდა ბ.მერაბის და სჯეროდა მისი. ძალიან ბევრმა ხალხმა მოიყარა სასამართლოზე თავი. ნათიას მეგობრები გულშემატკივრობდა. გაბრიელი ვერ ჩერდებოდა ერთ ადგილზე. ცრემლები აწვებოდა, არ იცოდა მისი დაიკოს ბედს როგორ გადაწყვიტავდა კანონი. ბ.მერაბიმ ყველაფერი გააკეთა რომ ნათია სუფთა გამოსულიყო ამ საქმიდან, უდანაშაულო და თავისუფალი. მთელი საგამომძიებლო ონიანს უდგა გვერდით და აი დადგა გადამწყვეტი წუთი. ნათია გაამართლეს მიაღწია ბ.მერაბიმ მისას, მაგრამ ოი საოცრებავ გაამართლენ ონიანიც. გამოდის დანაშაულზე არავინი არ აგებს პასუხს. ონიანმა ნიშნის მოგებით გადახედა ნათიას, მაშინ კი მხეიძემ თავი დაუქნია და მიახვედრა რომ დრო იყო იმ ფირების და ჩანაწერების გამოჩენის. რაც უშუალოდ პირდაპირ სასამართლო დარბაზში დააპატიმრებდნენ ონიანს. ეს რა თქმა უნდა ბ.მერაბმაც იცოდა. ---ქ მოსამართლე ავარია რომელიც მსხვერპლით დასრულდა, არ არის პიროვნება რომელიც პასუხს აგებს ჩადენილ დანაშაულზე. ამბობთ რომ საკმარისი სამხილები არ არსებობს, არ მოგეპოვებათ ასე არ არის? ---დიახ ასეა! ---მაგრამ ერთადერთი სამხილი გვყავს გარდაცვლილი ქალბატონი რომელიც ემსხვერპლა ერთი უსაქციელო მოტოციკლეტისტის გასეირნებას, რომელიც საბედისწერო შეცდომით დასრულდა! მაგრამ არსებობს სამხილი, ეს სამხილი ჩემს კლიენტს აქვს ხელთ. შეგიძლიათ მოუსმინოთ და შემდეგ გამოიტანოთ განაჩენი! დარბაზი ახმაურდა, აჩოჩქოლდა. --დარბაზს სიწყნარისკენ მოუწოდებ, აბა რა სამხილია და რატომ არ გამოაჩინეთ აქმდე, მთელი ეს დრო! ---ქ.მოსამართლევ, ბ.მართლმსაჯულებო და ძ.საზოგადოებავ. ადამიანს რომელსაც ძალიან ბევრი ფული აქვს, ყველაფერი შეუძლია იყიდოს. იყიდოს თავად მთელი განყოფილება რადგან მისი შვილი გადაარჩინოს, მაგრამ ვერ იყიდის ადამიანის სიცოცხლეს რომელიც ემსხვერპლა ამ ავარიას. ამის გამო დაბალი ღობე და სუსტი წერტილი მე მნახენ რათა უნდოდათ ის სასჯელი მომეხადა რომელსაც არ ვიმსახურებ. ეს უნდოდა გამომძიებელ ბ.ალექსანდრე ვაშაყმაძეს რომ ასე ყოფილიყო და როგორ ფიქრობთ ამ სამხილებს, ამ ჩანაწერებს როგორ მემუქრებოდა თავად ვაშაყმაძე მე მას ჩაუგდებდი ხელში? ეს თქვენ უნდა ნახოთ და უნდა მოუსმინოთ თავად გადაწყვიტოთ საბოლოოდ და სამართლიანად ჩემი და ონიანის ბედიც! -შემდეგ ონიანს მიუბრუნდა და მთელი საზოგადოების გასაგონად უთხრა; ---ბ.იოსებ თქვენ მე ქათამი მიწოდეთ და მე დაგპირდით რომ ღირსეულად წარვსდგებოდი სასამართლოს და საზოგადოების წინაშე, ყოველგვარი შიშის გარეშე და მეც აქ ვარ! -ჩანთიდან ვიდეო ჩანაწერი ამოიღო და მოსამართლეს გადასცა ის ჩანაწერებთან ერთად. შემდეგ ონიანთან მისვლა ითხოვა ადვოკატთან ერთად. მივიდა ჩანთიდან 1000$ ამოიღო და პიჯაკის ჯიბეში ჩაუდო. ---შენ მე ამ 1000$ მაჩუმებდი, იმ საწყალ ქალბატონზე არც შენ და არც შენს მამიკოს არ გიფიქრიათ. ეს თანხა ეხლა შენ უფრო გამოგადგება ბ.იოსებ უყურებდა ონიანის გაყინულ თვალებს და გაცრეცილ სახეს. იოტისოდენა ცოდვაც არ უგრძვნია, რადგან ეს ადამიანი სხვისი სიცოცხლის აბუჩად აგდებისთვის უნდა დასჯილიყო. ---სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. შემოვიდა რა ახალი დამამტკიცებელი საბოლოო მტკიცებულებები, სასამართლომ ერთიანი ხმის გადაწყვეტილებით, საბოლოო განაჩენი გამოიტანა და პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან იქნეს განთავისუფლებული სვანიძე ნათია როსტომის ასული. რაც შეეხება მეორე პიროვნებას, მან რამდენიმე დღის წინ თავად ითხოვა რომ დამნაშავე აუცილებლად უნდა მოიძიოს და უნდა დაისაჯოსო სასტიკად. ეს მე პირადად მოვისმინე ბ.იოსებ თქვენი განცხადება ტელევიზიით. ამიტომ ბ.იოსებ ონიანი ადროს ძე პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან იქნეს დაპატიმრებული და მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთის 10 წელი. ხოლო გამომძიებელი ბ.ალექსანდრე ვაშაყმაძე და მაიორი ბ.ვაჟა მეფარიშვილს მიესაჯოს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა დანაშაულის და დამნაშავის ჩაფარცხვის გამო და მოხსნილი იქნან დაკავებული თანამდებობიდან. სასამართლო სხდომას დახურულად ვაცხადებ! ---, ,სამართალმა პური ჭამაააა''. გაჰყვიროდნენ ნათიას მომხრეები და უაღრესად უხაროდათ ნათიას უდანაშაულობის დამტკიცება. ვერანაირი გამართლება ვერ მოუძებნენ ონიანს და მიესაჯა ის რაც სამართლიანად დაიმსახურა. ---დღეს ბარში ვიკრიბებით ყველა!- განაცხადა გაბრიელმა.- ზაზა მადლობა ძმაო, უღრმესი მადლობა მინდა გითხრა. არ ვიცი შენს ამ მონდომებას და ამაგს როგორ გადავიხდი! ---რას ამბობ გაბრიელ. მე გავაკეთე ის, რასაც მოითხოვდა სიმართლე.არ მივცემდი ნათიას სისუსტის უფლებას. მან არ იცის რა ძნელია იმ ჯოჯოხეთის გავლა რაც ელოდა იმ ჩაკეტილ სივრცეში! --- შენ რაღაც ძალიან სევდიანად იგონებ წარსულს, რაც იმას უფრო გავს რომ სულის სიღრმეში დიდი ტკივილი გაქვს!- ზაზას მიუახლოვდა ნათია და მიხვდა ზაზას თვალებიდან წარსულის დიდი ტკივილი უყურებდა. გრძნობდა რომ ეს ადამიანი არ იყო მისთვის სულერთი. ---ნათ შეიძლება ხვალ რომ შეგხვდე? რაღაც მნიშვნელოვანი მინდა რომ გითხრა! ---შევხვდეთ!- საათი დათქვეს და ერთმანეთს დაემშვიდობნენ. საღამოთი კი ყველა ნაცნობ ბარში შეიკრიბა. ---აბა ყველამ თქვას რას დალეეევს? --- მოხიტო მინდა მე!-თქვა ლალიმ. ---მეც იგივეს დავლევ!-თქვა ნათიამ. ---დღეს მოგცემთ თავისუფლების უფლებას რადგან გვაქვს ამის მიზეზი, ამდენ თვიანი დაძაბულობის შემდეგ ერთი კარგად განვიტვირთოთ. ამის შემდეგ კი ამ სასმელს არ გაეკარებით!- უთხრა გიორგიმ გოგოებს. ---ბიჭებო თქვენ რას დალევთ? --მე ბორა-ბორას!- თქვა სერიოზულად ზაზამ. ---ვოოოჰ აქ სერიოზული დალევა მიდის. გოგოებმა მოხიტო მოითხოვეს აბა ჩვენ რა შეუკვეთოთ თუ არა ბორა-ბორა. თავს მიხედეთ და უკონტროლო არ გახდეთ და არ მომაკვლევინოთ აქ ვინმე. ნათია შენს გასაგონად ვამბობ, დამთავრდა სევდიანი დღეები, შენი ნამდვილი სახე გამოაჩინე სესილია! ---არ მოგეწონება გიგილო შენ ეხლა აქ მითუმეტრეს ჩემი ნამდვილი სახე და თუ ასე გინდა ცოტა შუბლს გავიხურებ და დავიწყოთ ჩვენებურები!- ზაზას თითქოს არ აინტერესებდა ნათია რას სვამდა და რას აკეთებდა, მაგრამ ჩუმჩუმად ყურადღების ცენტრში ყავდა და შორიდან ზვერავდა. ---შეხედეთ გიორგიმ ვიღაც ააგდო! ---აცადეთ ცოტა ხანი და ნახეთ რა უქნა!- თქვა ნათიამ. ---ისე ნუ იზამ აქ გამზავებლად დავდგე და მე მომხვდეს თქვენს მაგივრად!- უთხრა გაბრიელმა სიცილით. ---ნათია წამო ვიცეკვოთ! უთხრა ლალიმ. ---რა ვიცეკვოთ ჩვენი ცეკვა?- ღიმილით უთხრა ნათიამ ---ხო, ვიცეკვოდ რა?- წავიდნენ საცეკვაო ადგილისკენ. ნელი ტემპით დაიწყო მოძრაობა ნათიამ და თითქოს მის მოძრაობებში ახალ-ახალ შემოქმედებას ავლენდა. ის ფოტოდან გადმოსულ საოცრებას გავდა, ისე ჰარმონიულად ასრულებდა თითოეულ მოძრაობას და ჩაძირული იყო ცეკვის სტიქიაში, გარშემო კი ვერავის და ვერაფერს ვერ ამჩნევდა. დასრულდა მუსიკა და ნელა-ნელა დაუბრუნდა რეალობას, მის გარშემო შეკრული წრე გაარღვია და მისი ადგილისკენ წავიდა. ---დორბლები მოუყარე მამაკაცთა სქესის წარმომადგენლებს. დაეწებე ეხლა შენს ადგილზე!- დაუღრინა გიორგიმ. ---ერთი სადღეგრძელო უნდა ვთქვა! -გამოვიდა სიტყვით ნათია, თითქოს გიორგის სიტყვები არც გაეგონაო. --- კარგს არაფერს იტყვი შენ და ჯობია საერთოდ არ თქვა არაფერი! ---ათქმევინეთ იქნებ რა უნდა თქვას! -ნათიას მხარე დაიჭირა ზაზამ. ---ეს ეხლა გამომიწვია თორემ ნაღდად არ ვაპირებდი პირველი ჭიქით მისი სადღეგრძელოს თქმას. ჩემო მეგობრებო და მაგიდის წევრებო, ეს სადღეგრძელო ეკუთნის ერთ ძალიან მახინჯ ადამიანს. მახინჯი ეხლა რატომაა. სულ მეჩხუბებოდა და მაღიზიანებდადა აი ეხლა მინდა მისი ერთი საიდუმლო რომ გავამხილო! ---დაგერხა გიორგი!- უთხრა გაბრომ. ნათია თან იცინოდა და თან გიორგის უყურებდა. ---ხომ ვთქვი კარგს არაფერს არ იტყვისთქო! ---ბავშვობაში ისეთი მახინჯი იყავი. სანამ კისერზე ძეხვის არ ჩამოგკიდებდნენ ძაღლიც კი არ გეთამაშებოდა, ასე რომ ჩემო მახინჯო, ეხლა ძეხვი კიარა ძვირფასი ნივთიც არ გჭირდება მაგნიტივიოთ მიიზიდო უჭკუო ქალთა სქესის გოგოები ჩემი გამოკლებით. გიუშინა ჩემო მახინჯო უზომოდ მიყვარხარ!- სიცილით დაასრულა მისი გამოსვლა და სასმელიც მოსვა. ---გიუუუშ ეს რა გითხრა!- მაგიდასთან ახალგაზრდების ხარხარი დიდხანს არ შეწყვეტილა. ---ვიმახსოვრებ საზიზღარო თითოეულ სიტყვას! ---მასე ქენი, არ დაივიწყო კარგად დაიმახსოვრე! მოდი მორიგეობით ვთქვათ სადღეგრძელოები და ზაზადან დავიწყოთ! ---დავიწყოთ! -ზაზა წამოდგა და ძალიან სერიოზული ხმით თქვა. ---ალბად ყველას გგონიათ სიყვარულის სადღეგრძელოს შემოგთავაზებთ მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ. მოდით ბიჭებო ამ სასმისით ხავს მოკიდებულ ეკლესიას, ამ ეკლესიაში დანთებულ სანთელს, ამ სანთლის წინ დაღვრილ ცრემლს და ამ ცრემლში განდობილ საიდუმლოს გაუმარჯოს! სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა. არა მარტო მათ მაგიდაზე, საერთოდ მთელ დარბაზში. ---ნათია ამ ბიჭს რაღაც აწუხებს!- უჩურჩულა ლალიმ ნათიას. ---რაღაც დიდი ტკივილი ბუდობს მასში!-ჩუჩულითვე უპასუხა ნათიამ. ---მე კი იმას ვიტყვი რომ შენი სახით ჩემო ზაზა. იმ კაცს გაუმარჯოს რომელიც ძმობაში დაიშვება და ოჯახში შეიშვება!- გაბრიელმა ბოლომდე დაცალა სასმისი და ზაზა ხელი გულიანად ჩამოართვა. სამადლობელი არაფერია აქ,ნკიდევ გიმეორებ უდანაშაულო ადამიანს ვერ გავწირავდი იმ ცივი კედლებისთვის სადაც ჩაკეტილი სივრცეა და ამ სხვისი ჩადენილი დანაშაულის გამო ცხოვრება უნდა გამრუდებოდა. მე უნდა დაგტოვოთ, მადლობა რომ მეც თქვენს გვერდით ვიყავი დღეს. სასიამოვნო საღამო იყო!ყველას დაემშვიდობა ნათიას თვალებში ჩააშტერდა და ხელის ჩამორთმევისას ხელზე ხელი მოუჭირა. დინჯი და დაფიქრებული ნაბიჯებით გაემართა გასასვლელისკენ. ცოტა ხანში კი ნათიამ ტელეფონზე ვიბრაცია იგრძნო და მიხვდა რომ მესიჯი ზაზასგან მოვიდა, რომელიც წერდა ,,რა პატარაა ბედნიერება და რა დიდ ბრძოლას მოითხოვს მისი შენარჩუნება,. ხვალ იქ გელოდები სადაც პირველად შეგხვდი“! თითქოს აზროვნების უნარი დაკარგა და სასმელს დააბრალა. ---ბიჭებო ჩვენც მივდივართ. ზაზას აპატიეთ დღეს თქვენს გამო წამოვიდა აქ თორე ის 6-7 წელია ასეთ ადგილებში არ დადის. აქვს ამის მიზეზი და ჩემი თხოვნაა გაუგოთ ეს მისი მძიმე ხასიათი! -უთხრა ირაკლიმ მაგიდის წევრებს. ---ვატყობ რომ რაღაც მძიმე აქვს გადატანილი მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება რაიმე უთხრათ ეს მისი პირადი ცხოვრებაა ირაკლი. ისე როგორც ადამიანი ძალიან მომეწონა. იცის ცხოვრება და ამ ცხოვრების დაფასებაც. ----მას ძალიან ბევრი აქვს გამოვლილი გაბრო, ძალიან ბევრი! ---გაბრო წავიდეთ რა სახლში ჩვენც მეძინება უკვე!- გაბომ გამომცდელად გადახედა ჯერ ნათიას, მერე ლუ-ს და მერე თვალი გასასვლელს მიაპყრო. თითქოს ხვდებოდა რომ ზაზასა და ნათიას შორის უხილავი ძაფი იბმებოდა .---წავიდეთ. გიო შენ ლუ-ს გაიყვან? ---ხო აქ ხომარ დავტოვებ. გზას ნუ გაიმრუდებთ ლუ-ს მე გავიყვან, თქვენ წადით! იმ ღამეს ნასვამი იყო მაგრამ მაინც მოუსვენრად იყო, არ დაეძინა. მზე და ცოტა ჩათვლიმა,რომ ძილში ვიღაცის საოცრად სასიამოვნო ცივი ხელი იგრძნო შუბლზე. ჯერ ერთი თვალი გაახილა, მერე მეორე და გაბრო დაინახა მის საწოლზე ჩამომჯდარი. გაუკვირდა და კითხვით სავსე თვალებით შეხედა. ---რა ხდება გაბო ასე ადრე რატომ ადექი? ---ჯერ ერთი 11 საათია, მერე მეორე რამე გაქვს ჩემთვის სათქმელი?-მიხვდა რომ ძმისთვის უნდა ეთქვა. არ უყვარდა როცა გაბროს ატყუებდა ან უმალავდა რაიმეს.ან რა აზრი ქონდა დამალვას ნათია გაბროს თვალში გადაშლილი წიგნი იყო. არ გამეოპარებოდა არც წუხილი ნათიასი და არც სიხარული. ---გაბი, წუხელ ზაზამ მითხრა შემხვდი რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრაო! ---მერე რას უყურებ ადექი და მოემზადე. მან იმდენი გააკეთა შენთვის მოსმენას იმსახურებს ნათია! --შენც წამოხვალ? ---მე რა მინდა თქვენთან ერთად, შე ბატო. იქნებ რა აქვს სათქმელი. ჩავუშალო გეგმები? ადე გაემზადე. ადგა მოწესრიგდა, თმები დაისწორა. შავი კლასიკური შარვალი, სალათისფერი ზედა ტანზე მომდგარი. ასევე შავიქუსლიანი ფეხსაცმელი და გულის ფანცქალით წავიდა დანიშნული ადგილისაკენ. ---მოეშვი და ისე წადი!- გააფრთხილა გაბრიელმა და ცერა თითით ანიშნა რომ კარგად გამოიყურებოდა. ცოტა დაგვიანებული მივიდა ნათია დანიშნულ ადგილზე. შორიდან შეხედა ზაზა ნერვიულად რომ ეწეოდა სიგარეტს. მოულოდნელად შეხედა მისკენ მიმავალ ნათიას. მოეწონა მისი ჩაცმის სტილი. ---გამარჯობა ზაზა. ბოდიში გალოდინე დამაგვინდა! ---არა უშავს მეც ეხლა მოვედი. რა შევუკვეთოთ? ---შენც არ შეგიკვეთავს არაფერი? ---შენ გელოდი! ---მაშინ უბრალოდ ყავა დავლიოთ. მე ტკბილი და ცოტა რძით! ----მეც ჩვეულებრივი, რძის გარეშე და საშუალოდ ტკბილი. აბა როგორ ხარ ნათია? მგონი დროა კარგად გავიცნოთ ერთმანეთი! ---მეც ვფიქრობ რომ დროა! ---ზაზა მესხი 26 წლის წყალტუბოდან! ---ნათია სვანიძე 22 წლის სამტრედიიდან. ვსწავლობ თბილიში უცხო ენებზე და ბათუმში ვარ ხშირად, რადგან დედა მყავს ბათუმიდან. გამონაკლისის შემთხვევაში ლექციებიც წამიკითხავს სტუდენტებისთვის! ---ძალიან კარგი, საინტერესო პროფესიაა უცხო ენები! ---თქვენ? თქვენ როგორ ხართ? ---ნათია პროფესია ჩემი იცი სადაც ვმუშაობ. ჯერ რაღაც მინდა მოგიყვე და პროფესიას თავად მიხვდები თუ რატომ ავირჩიე ძალოვანი სტრუქტურები. ხომ არ გეჩქარება ან სადმე გელოდებიან! ---არა, გაბრომ იცის სადაც ვარ. თუ რამე დამირეკავს! --ნათია ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ტკივილია .გაუსაძლისად მტანჯავს ის რომ ეს სევდიანი ისტორია ჩემს ცხოვრებას შავ ლაქად დააჩნდა. არ გეგონოს ვნანობ იმ ჩადენილს, რაც გულს მიწვავს. საყვარელი ადამიანის გამო, ალბად ეხლაც იგივეს გავაკეთებ. უკან ვერ კი არა, არ დავიხევ და არ შეუშინდები არაფერს. მიუხედავად იმისა, ვიცი წინასწარ რა მოყვება შემდეგში ჩემს ამ ქმედებას. ეხლა შენს წინაშე თავდახრილი რომ ვარ და ვერ გიყურებ სწორად თვალებში, ვფიქრობ და ვერ ამიხსნია რა რეაქცია გექნება ამ ისტორიის მოსმენისას და რა მოხდება მერე შენს გულში. ეს შენი გადასაწყვეტია. მანამდე კი მინდა გითხრა რომ მიუხედავად შენი გესლიანი ენისა, ძალიან მომეწონე. არ მინდა ტყუილში იყო და გადავწყვიტე იცოდე ჩემი ისტორია, თუ რა არის ეს შავი ლაქა ჩემს გულში. 2008 წელში ჩავიდინე დანაშაული, რომელმაც ერთი წელი ციხეში გამატარებინა. ნებისმიერი პატიმრისთვის ციხე ჯოჯოხეთია.ციხე ადამიანის მიერ მოგონილი ყველაზე დიდი ბოროტებაა. თავისუფლების დაკარგვა კი ყველაზე დიდი სასჯელი. რაც არ უნდა კარგად იყოს ციხეში პატიმარი, საღამოს საკნის დაკეტვის მჭახე ხმა მაინც ახსენებს რომ მისი თავისუფლება შეძღუდულია. უფლება აყრილი ადამიანი ხარ. სასჯელი რომელიც მე მოვიხადე, ის ჩავიდინე საყვარელი ადამიანის გამო. რადგან მისი დაკარგვის შიშმა მიბიძგა ეს გამეკეთებინა. 18 წლის და მყავდა ირინა მესხი, რომელსაც მწვავე დაავადება აღმოაჩნდა ,,ლეიკემია''. მე ჩავიდინე დანაშაული მან კი მაინც მიმატოვა, მაღლა უფალთან. დამტოვა, მიმატოვა და დამიტოვა გულში მწარე, მოუშუშებელი ჭრილობა. გაუსაძლისია ახლობლის მონატრება, ეხლაც მენატრება, სიგიჟემდე მივყავარ მის მონატრებას. არ დავიხიე უკან ოღონდ მეშველა და სიცოცხლე შემენარჩუნებინა. ჩემი პირადი ცხოვრების მომავალს არ შევხედე და ეს შავ ლაქად აჩნია ჩემს ავტორიტეტს პატიმრობა ქურდობისთვის! ---ზაზა ძალიან ვწუხვ..............! ---არ შემაჩერო, ეხლა ბოლომდე უნდა დავიცალო! ნათია ბევრნაირი თვალები მინახავს ამ 26 წლის მანძილზე .კეთილი, ბოროტი, ეშმაკური, ცბიერი, ამღვრეული, სასოწარკვეთილიც კი. მაგრამ როდესაც უკანასკნელ წუთებში მის გვერდით ვიყავი, ხელს არ მიშვებდა. გარეთ გასვლას რომ დავაპირებდი შემომხედავდა და მე იმ თვალებში წამეკითხა მთელი მისი ჩემდამი სიყვარული თუ პატივისცემა, რასაც ის იტევდა იმ პატარა გულში 18 წლის მანძილზე. ყოველ გამოხედვაზე ისე მიყურებდა თითქოს ბოლოჯერ მხედავდა და თვალებით მემშვიდობებოდა. დღემდე მახსოვს მისი თვალები ის თვალები, დამყვება ცხოვრების მეგზურად და არ მაძლევს საშუალებას იმისას, რომ ჩემი ჩადენილი დანაშაული ვინანო. როცა ბოლო ქიმიის გასაკეთებელი ფული აღარ გვქონდა და მე ის გავაკეთე, რაც არ უნდა გამეკეთებინა, მარტო იმისთვის ღირდა მისი საბოლოოდ გახარებული თვალები დამენახა. როცა დედას ფული მივეცი მახსოვს როგორ გაბრწყინდა ერთიანად და სიცოცხლის სურვილიც გაუმძაფრდდა. ჩემით ამაყი გახდა, მადლობელიც. ექიმს იმედიანი თვალებით შეხედა. ექიმმაც მიუხვდა და არ უთხრა სიმართლე რომ ქიმია დაგვიანებული იყო. ---იბრძოლე ჩემო გოგოო!- ეს სიტყვები მისთვის იყო ცხოვრების სტიმული. მისთვის მე ყველაფერი ვიყავი, თვით უძლეველი ამირანიც კი. მე მის თვალებში დავინახე სიხარული ნაპერწკალი, საბოლოო სიმშვიდე, რომელიც არასად, არასდროს, არავის თვალებში არ შემიმჩნევია. მე ის მშვიდი და სიყვარულით სავსე თვალები თან დამყვებიან ნათია, რომლებიც ჩემი სინანულიცაა და რწმენაც. ის თვალები მე მაზიარებენ ყოველ დღე მის სულთან, ვგრძნობ რომ ის მუდამ ჩემთანაა, არ დაუტოვებივარ არც ერთი დღე მარტო. აი ესაა ჩემი მძიმე, ტკივილიანი ცხოვრება და გულზე ის შავი ლაქა რაც ეხლა მოისმინე ნათია, ლაქა რომელიც მომავლისკენ მიღობავს გზას! --არ ვიცი ზაზა რა გითხრა მაგრამ ერთს გეტყვი ის შენი ცხოვრების ნაწილია და შავი ლაქად შენში არასდროს არ იქნება. ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, მე გული დამეფლითა და სული გამეყინა. ძალიან ვწუხვარ ირინას გამო. ძალიან ახალგაზრდამ დაგტოვათ ყველა, სიცოცხლით სავსემ. ძალიან გთხოვ რწმენა არასოდეს არ დაკარგო, რწმენა რომ უფალი შენთანაა, ზურგი არ აქციო უფალს და სასოწარკვეთაში არ ჩაგაგდოს განსაცდელის სიმძიმემ. ილოცე და უსმინე უფალის ხმას და მიჰყევი მის გზას. ადამიანი ზაზა სწორედ იმით ფასდება, რამდენად ღირსეულად გადაიტანს განსაცდელს. ეცადე რომ სულით არ დაეცე და იმედით უყურე ყოველ ახალ დილას, ფანჯრიდან შემოვარდნილი იმედის სხივი ის უფლის სინათლეა. ხანდახან უნდა წაიქცე კიდეც, რომ ადგომის ფასი იცოდე. სხვანაირად ადამიანად ვერ იქცევი. არ უნდა შეგაშინოს ზაზა ცხოვრების მწარე ეკლებმა, ეცადე არ გაუფერულდეს შენში შენი ბავშობის ცისარტყელას ფერები. გიყვარდეს მთელი სამყარო და არასოდეს მოითხოვო სიყვარულისთვის- სიყვარული, თავმდაბლბისთვის-შექება, სამსახურისთვის-მადლიერება, ნამდვილი სიყვარული სამაგიეროს არ ითხოვს. უფალმა ჩვენ ნატვრის თვალი გვაჩუქა და ეს ნატვრის თვალი ჩვენს გულშია დამალული! ---ნათია მე შენში მოწონებაზე მეტს ვგრძნობ, მაგრამ მეშინია რომ შენმა მშობლებმა კარი გულისა არ გამიღონ. ისინი ვერ მიმიხვდებიან იმ სიყვარულს თუ როგორ ბობოქრობს ჩემში ჩემი გული და შენსკენ მოისწრაფის. მე შენს წინ წიგნივით გადავიშალე და არ დამიფარავს არაფერი, მე უშენოდ რაც არ უნდა გაგიკვირდეს ნახევარი კაცი ვარ. რომც არ დამთანხმდნენ, მე არ ვნანობ ამ მცირე დროს, რაც შენთან გავატარე. შენ ჩემში მზედ შემოდი და დილის ნამად დარჩი. ჩემი ყოველდღიური ფიქრი და დარდი ხარ. ერთი რამის მეშინია მხოლოდ, ის ხიდჩატეხილობის იდეამ არ იჩინოს ჩვენ ორს შორის თავი, რომელ ხიდზეც მე არ შემეძლება ბოლომდე მისვლა, იქ კი შენ დგეხარ. მაინც არ ვაპირებ დანებებას, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს ჩემი შენს გვერდით ყოფნა და თუ ერთად ყოფნა არ გვიწერია, იცოდე რომ ეს ცხოვრება უსწორ-მასწორო გორაკებია. ამ უსწორ-მასწორო წუთისოფელში მაინც მინდა იმ სახლის კარი შევაღო, სადაც შენი თვალები მელოდებიან! ---მე მადლობას გიხდი იმ ყველა წუთისთვინ ზაზა რაც ეს დრო ვიცნობთ ერთმანეთს. რაც ჩემთვის გააკეთე, მაგრამ მინდა იცოდე მე უსიყვარულოდ არ გავთხოვდები, გავთხოვდები ერთხელ და სიყვარულით! ---გასაგებია. ერთი თხოვნა მაქვს ნათ. ნუ განსჯი ადამიანს წარსულისთვის, რადგან არ იცი შენი მომავალი ხვალ რა იქნება. მე არაფერს გაძალებ, ამის უფლება არც მაქვს. დროს გაძლევ მაგრამ არც ამ დროს გინიშნავ როდემდე. მხოლოდ იცოდე მე დავბრუნდები როცა ამის დრო მოვა, როცა ატმები აყვავილდებიან გაზაფხულზე და გავაშენებთ ჩვენს ვარდისფერ ბაღს ატმებთან ერთად. მხოლოდ არ გავაკეთოთ ისე რომ წლების გასვლა ორივემ ვინანოთ. მე მოვალ შენთან, როცა შენც ამისთვის მზად იქნები! ზაზა ადგა ფული გადაიხადა და წავიდა. ნათია დატოვა გაშეშებული და დაცარიელებული. სულ ცოტა ხანში კი ნათიას მესიჯი მოუვიდა ტელეფონზე; ---ახლა რომ დამიძახო და მითხრა მობრუნდიო მე თავად არ მოვბრუნდები, მაგრამ ეს სამი სიტყვა მუდამ თან გახსოვდეს; ,,მიყვარხარ“ ,, მელოდე“ ,, დავბრუნდები.“ -------------------------ჩემს ლამაზო,თბილო და საყვარელო ნათია გილოცავ დაბადების დღეს.გისურვებ ჯამრთელობას,ბედნიერებას და სიხარულს.მინდა გისურვო ბევრი წარმატება ცხოვრებაში და შენი ცხოვრების ახალი ბილიკები სიკეთით და სიყვარულით შეუცვლელი იყოს სიცოცხლის ბოლომდე.ამ ყველაფერთან ერთად კი უამრავი დაბადების დღე მომელოცოს შენი ლამაზი ღიმილის თანხლებით.დანაპირები შევასრულე საყვარელო,იმედია მოგეწონება.ძალიან დიდი სიყვარულით გილოცავს შენი ,,მზია დეიდა'' ათენიდან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.