შენ ხარ ქარიშხალი ,ჩემს უდაბნოში ( 1 )
ჰამაკში ნებიერად გადავწექი,თავი ერთ მხარეს ავზიდე,ფეხები მეორე მხარეს,წინასწარ დამაგრებულ თოკს დავწვდი და საკუთარი თავი გავარწიე,თვალები მშვიდად მივლულე და ამ სექტემბრის პირველი რიცხვების პაპანაქებაში ,ჩრდილქვეშ სრულ ნეტარებაში გადავვარდი. ვგიჟდები აქაურობაზე.ბავშვობიდან გული მხოლოდ აქეთ მომიწევდა ზაფხულობით,დედულეთში.ამ გადამწვანებულ მთებში ჩაფლულ სოფელ ჭიორაში.მამა გურულია,მისი სოფელიც ძალიან ლამაზია მაგრამ ქუთაისში აუტანელი სიცხეები,რომ დაიწყებოდა მხოლოდ ჩემი ჭიორა მახსენდებოდა მაშინ და არა სუფსა.მგონი მამას წყინდა ხოლმე,მაგრამ უკვე შეეგუა,ახლა მითუმეტეს,როცა გაზაფხულამდე აქ ყოფნა მაქვს გამოწერილი,თამრო ბებოს ავადმყოფობის გამო,სანამ ჩემი ბიძია და ბიცოლა არ ჩამოვლენ ლატვიიდან. დედას დიაბეტი აქვს,ჩემი დაიკო კი ამ საქმისათვის პატარაა,ასე,რომ მიპოვეს მოცლილი და ჯანღონით სავსე და უკვე კვირაზე მეტია აწ გადმოვბარგდი.ჰოდა ახლა ჩვეული,ყოველდღიური რუტინისაგან ვისვენებ და საკუთარ თავს ჰამაკში ვარწევ. ლამის მიმეძინა,რომ სმს ხმამ შემაფხიზლა.ელენე იყო. _ როგორ ხარ პროვინციელო?_ მეტიჩარა,თავად ჭომიდან მწერს და მე ვარ სოფლელი. _ არ მცალია ვთოხნი_ მივწერე. _ რაა? გააფრინე ხატია? _ ელო შენ რომ შემპირდი კიტრის თესლს გომიგზავნე რა_ სულ ვაგიჟებ და აჟიტირებულმა თოკს უფრო მძლავრად მოვქაჩე,მშვენიერია. _ ხატია ჩამოვალ იმ კვირაში და ცოცხალი ვერ გადამირჩები_ წარმოვიდგინე მისი გაკაპასებული სახე და ავცქმუტდი,როგორ მომინდა დამენახა მისი სიგიჟეები.კიდევ უფრო მაგრად მოვზიდე თოკი და ჰამაკი ისე გაქანდა,რომ ლამის ამოვტრიალდი. _ კარგი ვხუმრობ,რომ წამოხვალ ჩემებთან გაიარა გთხოვ და რამოდენიმე წიგნი წამომიღე. _ კარგი,გინდა გაგახარო? უფროსმა ხატიას გადაეცი,როცა დაბრუნდება ისევ ავიყვან შტატშიო. _ მართლა? როგორ გამახარე._ სიხარულისაგან ლამის ვისკუპე ჰამაკიდან. ძალიან დამენანა ჩემი საყვარელი საქმის ბიბლიოთაკარობის მიტოვება,მაგრამ ოჯახი ჩემთვის უპირველესია.ჩემს გამზრდელ ბებოს ვჭირდებოდი და არც კი დავფიქრებულვარ ისე წამოვედი და აგერ კვირაზე მეტია წნევა დარტყმულ ბებოს სასოებით ვუვლი.ელენეს დავემშვიდობე და ტელეფონი სკამზე გადავდე.ახალმა ამბებმა გამამხიარულა,ჰამაკი კი შემინელდა,ისევ დავწვდი თოკს და მთელი ძალით მოვქაჩე,სასწაული იყო,ერთბაშად სიმსუბუქეც და გრილი ნიავიც,მაგრამ წკაპ და თოკი გაწყდა,ზღართანი მოვადინე მიწაზე,საშინლად ამეწვა იდაყვი და მუხლი,წამიერად სუნთქვაც კი შემეკრა ტკივილისაგან,იმდენად,რომ სიმწრისგან ვეღარც ამოვიგმინე.ზლაზვნით ჯერ წამოვჯექი,რაც შემეძლო დავიფერთხე და თან ჩემს თავს ვლანძავდი უნიათობისათვის.მერე სკამის დახმარებით სულ წამოვდექი და ფეხისთრევით სახლისკენ ავიღე გეზი. სახის მანჭვით მოვისუფთავე წლით ნატკენი ადგილები და უჯრაში წამლებს და მალამოს დავუწყე ძებნა,მაგრამ საჩემო არაფერი იყო.აფთიაქში უნდა წავსულიყავი,ნუ აფთიაქი ხმამაღალი ნათქვამია,მაგრამ მაინც სოფლის პირობისთვის საკმარისი იყო. თამრო ბებო რადიოს უსმენდა.ვეცადე არ შეემჩნია ჩემი გმირობა,კარიდანმე გავსძახე. _ ბებიკო მაღაზიაში გავალ პურს მოვიტან შენ ხომ არაფერი გინდა? _ არა შემოგევლოს ბებია_ როგორი თბილი და ტკვილი იყო ჩემი ბებიკო.ასეთ დღეში იყო და მაინც იმაზე ფიქრობდა ზედმეტად არაფერი დაევალებინა. _ კაი ბე მალე მოვალ,მიყვარხარ_ ეზოდან მოვაძახე,თუმცა ბებიას დალოცვა მაინც შემომესმა.ღიმილით გამოვხურე ჭიშკარი და მსუბუქი კოჭლობით გავუყევი შარას. ……. _ ბატონო ონისე ხვალ ამ დროს მობძანდით ისევ,ახლა კლასებს ჩამოვივლი და ყველა ბავშვს შევატყობინებ,ვფიქრობ ბევრი მსურველი აღმოჩნდება,განსაკუთრევით ბიჭებს უყვართ გიტარაზე დაკვრა,ხვალ მოდით და მე სიას დაგახვედრებთ,ჩვენი დარბაზი მთლად კომფორტული არაა მაგრამ სულ არ ქონას სჯობს.შევთანხმდით?_ სველი ხელსახოცი მელოტ თავზე გადაიტარა და გამომხედა.სიმსუქნისაგან ყელზე ქონები ფენებათ ეწყო. _ კარგით ბატონო ნოდარ,ხვალ ამ დროს მოვალ,თანხაზე კი თავად ბავშვებთან მოვრიგდები_ კაბინეტში ისეთი მძიმე სუნი იდგა გაქცევაზე ვიყავი. ფეხზე წამოვდექი და მარჯვენა გავუწოდე,თავადაც შემაგება მარჯვენა და წამოიმართა. ორი სრულდებოდა,სკოლის შენობიდან,რომ გამოვედი,ამ შავ პერანგსა და შარვალში უფრო მეტად მეხუთებოდა სული,მაგრამ სწორედ ეს სულის ხუთვა შვებას მგვრიდა,რომ ვიტანჯებოდი.ღილები ბოლომდე შევიკარი და გეზი ჩემი ნაქირავები სახლისკენ ავიღე.ულამაზესია აქაურობა,სიმწვანე,სისუფთავე და მთები,მაგრამ მე სიწყნარე უფრო მხიბლავდა და ის,რომ აქ ყველა უცხო იყო ჩემთვის,მე კი მათთვის. მაშინ,როდესაც ყველა ჩემს ნათესავს და მეგობარს საზღვარგარეთ ვეგულები გადახვეწილი,მე ისევ სამშობლოში ვარ,სახლიდან ასობით კილომეტში სოფელ ჭიორაში.ვერ შეველიე ჩემს მიწას,მერე რა ,რომ თბილისის არაა,საქართველოში ვარ ისევ.ეს კი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.როცა ჩემი ოჯახის წევრების სურვილი და მონატრება მომივლის შემიძლია მაშინვე ავდგე და წავიდე მათ საფლავებზე,მამა,დედა და ჩემი დაიკო,ნებისმიერ დროს იქ იქნებიან,მიმიღებენ,მაგრამ …… მე ვერ ვბედავ,არ შემიძლია….მაგრამ სამშობლოში ვარ და ასე მაინც ვარ ახლოს მათთან.ისინი კი ჩემთან,მათ მკვლელთან. …… _ ანუ ეს დილით და საღამოს წავისვა_ წამლის ტუბი თითებში შევატრიალე და ციცო დეიდას კიდევ ერთხელ მივუბრუნდი კარიდან_ და შევიხვიო კიდეც? _ კი აბა,როგორ,ჩაგიდე ბინტიც და ბამბაც ხატია_ მარიგებდა.მე ისევ წამლებში ვიქექებოდი და კარსაც გავცდი,ფეხი აივანზე გავდგი,რომელიც ტროტუარს გადაჰყურებდა,იდევ ციცოსკენ მოვბრუნდი_ და ეს წამალი? _ ეგეც დილით და საღამოს და ფრთხილად მოაჯირი არა აქვს_ დამაწია სიტყვა მაგრამ გვიანი იყო,მეორე სართულის აივნიდან ზურგით გადავეშვი,ესღა მაკლდა,სანამ დავეცემოდი ყურს ციცოს კივილი მოწვდა.წამლები ჰაერში ავიფრიალე და სასოწარკვეთილმა ხელები ავაფართხალე,თუმცა შედარებით რბილად დავეცი,გონზე მამაკაცის ყრუ გმინვამ მომიყვანა.სიმწრით გადავგორდი მიწაზე და ჩემს “ იძულებით “ მხსნელისკენ შევბრუნდი.მიწაზე გართხმულს თავი უკან გადაეგდო და თვალდახუჭული სახეს მანჭავდა.ზემოდან კი ციცოს დაფეთებული ხმა მომწვდა. _ ცოცხალი ხარ ხატია? _ მე კი მაგრამ მგონი ეს მოვკალი_ სიმწრით ამოვიკნავლე და მისკენ მივბობღდი,ჩემი ტკივილი სულ გადამავიწყდა.ნელა შევახე ხელიდ და ვუბიძგე. _ კარგად ხარ?_ პასუხის მოლოდინში გავთავდი. _ უკეთესად ვიყავი ,სანამ დამეცემოდი_ თვალდახუჭულმა თქვა და იდაყვებს დაეყრდნო,რომ წამომდგარიყო. _ მაპატიეთ,ძალიან ვწუხვარ,რამე ხომ არ მოიტეხე?_ ახლაღა შევამჩნიე გახეთქილი წარბი და ტუჩი_ ღმერთო ჩემო სისხლი მოგდის,ახლავე მოვიტან წამლებს_ ვთქვი და ფეხზე წამოვხტი მაგრამ ნურას უკაცრავად,არანაკლებ დანგრეული ვიყავი მეც. _ შენ კიდე ეს გინდოდა გოგო? _ საყვედურით მომვადა ციცო და მხარში ამომიდგა,რომ წონასწორობა დამეცვა,ახლომახლოდან ხალხიც წამოვიდა ჩვენკენ. _ თავად მივხედავ ჩემს თავს_ ფეხზე წამოდგა და შარვალი დაიფერთხა,ჩვენსკენ არც კი გამოუხედავს. _ კი მაგრამ,სისხლი…. _ კარგად ბრძანდებოდეთ_ სიტყვის დამთავრება არც კი მაცადა,ისეთი მრისხანე თვალები შემომანათა,რომ ლამის ენა გადავყლაპე,ვერაფერი ვუპასუხე.მან კი ცნობისმოყვარე ხალხი ხელით გაწია და გაგვეცალა. _ ვინაა ციცო დეიდა იცნობ?_ ახლა მას მივუბრუნდი. _ პირველად ვხედავ_ უცნაურად აიბზუა ტუჩები_ მიხედავს მის თავს ,შენ კი წამოდი ჩემთან მოგხედო თორემ მალე ბებიაშენს მიუწვები. სიმწრით გამეცინა და ციცოს მკლავზე ჩამოვეკიდე და აფთიაქისკენ ავბრუნდით,მაგრამ თვალი იმ შავებში ჩაცმული უცნობისკენ გამეპარა,მტკიცე ნაბიჯებით მიიწევდა ეინდა ,თან ტანსაცმელს იფერთხავდა. P.s. ველი თქვენს აზრს ❤❤❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.