ზამთარაძის საცოლე (სრულად)
ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი. არც არავინ არ დაიჯერებდა. მთელი ზემო ვერა ჩვენზე ლაპარაკობდა. იმ დღეს ჩემს სახლთან ორი სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა. დედაჩემს გულის შეტევა ჰქონდა. დეიდაჩემს – ინსულტი. ყველა ერთადერთ ფრაზას იძახდა: ეს როგორ გააკეთა, ოჯახი დაღუპაო. სად ვიყავი ამ დროს მე?! რაზე ვფიქრობდი, ან ვისთან ერთად მივდიოდი, რას ვაკეთებდი და საერთოდ რა მოხდა, 2007 წლის სექტემბრის ბოლო კვირას, შუადღის 2 საათზე, ჩემი ჯვრისწერის დღეს, დღეს, როდესაც, დათუნა ონიანის ცოლი ვხდებოდი. .. ლიკლიკაძეების ოჯახში მე ერთადერთი შვილი ვარ. მეც 3 წელი მელოდებოდნენ და რომ გავჩნდი, მამა მას მერე შეიშალა ჩემზე: დედას მერსედესის ბოლო მოდელი უყიდა, თვითონ კი ზუსტად 1 კვირა აღნიშნავდა ამ საოცარ მოვლენას. მას მერე დაიწყო- საუკეთესო სათამაშოები – მე ზამთარ-ზაფხულს საზღვარგარეთ დასვენება – მე საუკეთესო სკოლა – მე ინგლისური, გერმანული, ფრანგული – მე ცეკვა, ცურვა, ჩოგბურთი – მე ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო – მე დეიდა, ბებია, ორი ძიძა და ერთი პირადი ექიმი მხოლოდდამხოლოდ ჩემთვის არსებობდნენ. 12 წლის ვიყავი, როდესაც მამა საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს. დედაჩემი მაშინ ყველაზე ბედნიერი იყო, მე კი ცხოვრება არ მინდოდა, როცა დაცვა ამიყვანეს და საერთოდ მომისპეს ყველანაირი თავისუფლება. ზამთარაძეები სევასტოპოლზე გაზაფხულზე გადმოვიდნენ და მას მერე აირ-დაირია უბანში ყველაფერი. “პირველი კონფლიქტი” პირველი კონფლიქტი ჩემით დაიწყო. მეათე კლასში ვიყავი, როდესაც დათუნა ონიანმა ეზოში, “წრეში – ბურთის” თამაშის დროს გამწუწა. მე დათუნას ქვა ვესროლე, მაგრამ გაიქცა და ვერ მოვახვედრე. ღამე დათუნა ონიანის დედა მოვიდა ჩვენს სახლში ისტერიკით: ესაა მთავრობა და არისტოკრატია? დამიღუპეთ შვილი, თქვენ როგორ უნდა გაიხაროთ, რას ერჩოდით ბავშვს?! ახლა ადგეს ჩემი ქმარი და სამაგიერო გადაგიხადოთ? ოჯახებით არ ვახლობლოდეთ მაინც, იწუწავა ბავშვმა, რამე ხომ არ დააშავა სხვაო… დედა გაოგნებული იდგა, არ იცოდა რა ეპასუხა: -რას ლაპარაკობ მაია, ჩვენ რა შუაში ვართ, რას მეუბნები, ვინ ცემა დათუნა? -თქვენი ხელი ურევია ყველაფერში, სულ თქვენი ტუტუცი თიკას ბრალია – ტიროდა მაიკო -დაწყნარდი, გეხვეწები, მეზობლები არ ვართ? სანდრო ამას როგორ იზამდა, რას ლაპარაკობ, რაღაც გაუგებრობაა.. -მეზობლები კი არა, სისხლისმსმელები ხართ თქვენ, გგონიათ, რადგან ძალაუფლება გაქვთ, ყველაფერი გეპატიებათ? არც ჩემი შვილია უპატრონო, მაგრამ ამდენს როგორ ვიკადრებთ. ღმერთი მაღალია, ბოროტება ბოროტებით დაგიბრუნდებათ – თქვა გამწარებულმა და კარი გაიჯახუნა. მამამ ძლივს შემოირიგა ონიანები. ძლივს დაიყოლია და დაარწმუნა, რომ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ეს ამბავი ყველამ დაივიწყა, ჩემი და დათუნას გარდა. მას მერე დიდი დრო კი გავიდა, თუმცა ბოლომდე ვერ გაირკვა, ვინ ცემა დათუნა ონიანი. და ვერავინ ვერაფერს ვერც გაიგებდა, რომ არა… “ჩაშლილი ბანკეტი” დათუნას სკოლის დამთავრების აღსანიშნავად, მშობლებმა ახალი მანქანა აჩუქეს. ქალაქში ყველაზე ძვირფასი რესტორანი “თავადური” დათუნა ონიანის მამის,პეტრე ონიანის იყო. ადგილი, სადაც თვითონ პრეზიდენტი დადიოდა დროის სატარებლად. ჩვენი ბანკეტიც იქ ჩატარდა. თან მეტად პომპეზურ ვითარებაში. შუა ბანკეტზე კარი გაიღო და ერთი უშველებელი თაიგული შემოიტანა პატარა ბიჭმა. იგი მშვიდად მივიდა ჩვენი კლასის დამრიგებელთან და რაღაც უთხრა ყურში. ჩემმა დამრიგებელმა დაბნეულად გადმომხედა და დამიძახა, მეც არანაკლებ გაოცებული ავდექი და მივედი. დათუნა ონიანმა დასალევად აღებული ჭიქა ტუჩთან გაიჩერა და გადმომხედა. მე ფერი დავკარგე… უცნობმა გამიცინა: -თიკა ლიკლიკაძე? -დიახ – დაბნეულად გამეღიმა მე -ეს თქვენ – მითხრა მან და თაიგული ჩამახუტა. -მეე? – გამოვშტერდი – ვისგან? -არ ვიცი – მხრები აიჩეჩა ბიჭმა -არც მე ვიც.. სიტყვა არ მქონდა დამთავრებული, რომ დათუნამ ჭიქა იატაკს დაალეწა და გამომენთო, მე ყვავილები დავყარე და ინსტიქტურად მის გასაჩერებლად გავემართე -კარგად ვერ გავიგე, ვისგან არისო? – დაიღრიალა მან რესტორანში ჩოჩქოლი ატყდა. -არავისგან, შეეშალათ – შევეცადე დამეწყნარებინა მე -რა არავისგან.? ვინ გამოაგზავნათქო? – აფეთქდა ონიანი.. -დათუნა, შეეშალათ, გესმის?! – ტონს ავუწიე მე – დაწყნარდი! მომაბეზრე უკვე თავი! კერესელიძემ, ლიპარტელიანმა და ცერცვაძემ გაკოჭეს ონიანი და ძალით დასვეს სუფრასთან. მე კი მამაჩემის დაცვა დამადგა თავზე და დედაჩემის ისტერიული მოთხოვნით სახლში წამომათრიეს. .. ეგეც ჩემი ბანკეტი.. 2 კვირა არკვევდნენ ვინ იყო რესტორანში დატოვებული ყვავილების ავტორი, 2 კვირა. სულ ტყუილად.. ვერც ის ბიჭი იპოვნეს, ვერც კურიერი და ვერც ის მაღაზია, სადაც ეს თაიგული იქნა შეკვეთილი. მამამ ჩემს დაცვას – გელას, სულ მუშტი ურტყა მაგიდაზე: იმ ბიჭს ყვავილებში ასაფეთქებელი ნივთიერება რომ ჰქონოდა, სად მიდიოდი, შენ შვილი როგორ უნდა განდოო? გელა გაუშვეს სამსახურიდან. “ … ” მაკო რომ შემოვიდა, ჩემს ოთახში ვიწექი: -დეიდაშენმა მითხრა, რომ არაფერს არ ჭამ მთელი დღე, მართალია? – სიგარეტს კმაცრად გაუკიდა და თმა ნერვიულად გაისწორა მან ხმა არ ამომიღია.. -ეს ერთგვარი პროტესტის ნიშანია ხმას რომ არ იღებ, თუ რა ხდება? მე ისევ ჩუმად ვარ -დედიკო – დაშაქრდა მაკო – მეც ძალიან მწყინს, რომ ასე მოხდა შენს ბანკეტზე, მაგრამ… ონიანის გადარევის შემეშინდა.. ხომ იცი, მამაშენის ამბავი, ვიცოდი, ამას რაც მოყვებოდა… შენ კი ერთადერთი მყავხარ. და მაინც რა მოხდა იქ, არ მეტყვი? ხმას ისევ არ ვიღებ -თიკა, მითხარი, ეჭვი მაინც არ გაქვს, ვის შეიძლებოდა გამოეგზავნა ის წყეული ყვავილები? – ნერვიულად ეწეოდა დედაჩემი -არა! – ვთქვი მშვიდად -მითხარი და არავის არ ვეტყვი, შენს თავს ვფიცავარ, არც მამაშენს.. -არ ვიცი! – ვთქვი და ფანჯრისკენ გადავბრუნდი. -გადამრევს ეს ბავშვი! – აღმოხდა მაკოს და ოთახიდან გავიდა. “უცნობი მეზობელი” ზამთარაძე სევასტოპოლზე რომ გადმოვიდა 22 წლის იყო. გადმოვიდა და მაშინვე მთელი უბანი აალაპარაკა. ყველა ბიჭს მისი სახელი ეკერა პირზე. -ზამთარაძის ახალი მანქანა ნახეთ? -ზამთარაძემ ბიჭებისთვის რესტორანი დახურა. -ზამთარაძის სამეგობრო დაეხმარა ჩვენს მეზობელს, მოპარული მანქანის დაბრუნებაში -აუ, ზამთარაძეს რა სამეგობრო ჰყოლია! -კაი ტიპია ზამთარაძე, ოღონდ ხანდახან დაუნდობელი -რა ვიცი, მაგ ზამთარაძეზე იმდენს ლაპარაკობენ და.. ერთი სიმპათიური ქალაქელი ბიჭია, რა, დიდი არაფერი. -ჩვენს უბანში ეკლესია რომ შენდება, ზამთარაძე აშენებსო -საიდან აქვს ამ ლაწირაკს ამდენი საქმის თავიო -ვინაა მისი “კრიშა” გაიგეთ? როგორ, სულ უპატრონოაო? -ზამთარაძე.. ზამთარაძე.. ზამთარაძე… სსად ვიყავი მე ამ დროს? არ ვიცი, ალბათ ინგლისურზე, ან გერმანულზე, ან ფრანგულზე.. სიმღერაზე ან ცეკვაზე.. არაფერი არ ვიცოდი, გარეთ რა ხდებოდა, რა ამინდი იყო, ვინ ვისთან დადიოდა, ვემზადებოდი მისაღები გამოცდებისთვის და ჩაბარების გარდა არაფერი მაინტერესებდა, თუმცა… “პირველად…” ჩემი უახლოესი მეგობარი სალომე ერისთავი 40 კაციან დაბადებისდღეს სახლში იხდიდა. სუფრაზე მე ორ ჩემს საყვარელ კლასელთან – ზუკა თევზაძე და კაკი ბენდელიანთან ერთად ვიჯექი. (უი, სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ ბავშვობიდან ვერ ვიტან ქალების გარემოს და ყველგან, ახლობლებშიც და სკოლაშიც 80% ბიჭი მეგობრები მყავს) ახლაც ისე, როგორც ყოველთვის, ვჭორაობდით ნატა ზედგენიძეზე, რომელიც წინ გვეჯდა, მაგრამ არაფრის აზრზე არ იყო და სულელივით იცინოდა. 10 საათზე სალომეს ძმა, ლევან ერისთავი და მისი მეგობრები მოვიდნენ. ორი ვიცანი, ერთი ვერ – შავგვრემანი იყო, სიმპათიური, ლამაზი ღიმილი და ლოყაზე “შრამი” ჰქონდა. ამ სამიდან მე, პირადად, “შრამიანი” მომეწონა ყველაზე მეტად : ) დავინახე თუ არა, ზუკა თევზაძეს ვუთხარი: ზუ, ნახე, რა კაი ბიჭია-თქო. ზუკამ გამიღიმა და კბილებში გამოსცრა: ყურში თუ არ ჩაჰკივლებ, უკეთესი იქნება, ბიძად გეკუთვნის და ზოოპარკში თუ გაგასეინებს, თორემ მეეჭვება, შენი საბავშვო-ბაღი აინტერესებდესო. ამის საპასუხოდ, ისეთი მუჯლუგუნი მიიღო ზუკა თევზაძემ, სიმწრისგან გაწითლდა: “გოგოს გარდა ყველაფერი ხარ, რა!” – წამისისინა ყურში და ზურგიí შემაქცია. მე ჩავბჟირდი. ლევანს სახე გაებადრა ჩემს დანახვაზე -რა გოგო, თან დაცვის გარეშე? – სიხარულით წამოიძახა მან -დაცვა ქვემოთაა, ლევან:) როგორ ხარ? – ჩავეხუტე მას -აუ, როგორ გაზრდილხარ. არ გინდა, რომ ცოლად გამომყვე? – მითხრა გამომწვევად:) ორივეს გაგვეცინა -უი, სალი, ძალიან მაგარი საჩუქარი გვაქვს შენთვის – ეშმაკურად გადახედა ლევანმა დას. ყველანი გავჩუმდით, სალომემ კითხვის ნიშნის სახით შეხედა ლევანს, ლევანმა ჯიბიდან პატარა, მალინისფერი “ბრელოკი” ამოიღო და სალომეს გაუწოდა. სუფრაზე კივილი ატყდა, მე დავუსტვინე, სალი სიხარულისგან ატირდა, “.. შვილი.. ვიყო..” – აღმოხდა ზუკა თევზაძეს და ხელი გამკრა. – ეს ნიკუშასგან – გაიღიმა ლევანმა მთელმა სუფრამ ლევანს გახედა, მე სახეზე კითხვის ნიშანი დამეხატა: “ჩემს თავს გაფიცებ, ნიკუშა ვინაა?” – ყურში წავჩურჩულე ზუკა თევზაძეს. ზუკამ მხრები აიჩეჩა. უცბად სალომე ადგა, გამოექანა და მთელი ძალით ჩაეხუტა “შრამიანს”. “შრამიანს” გაეცინა: -კაი რა, სალი, დიდი ამბავი, უკეთესიც შეიძლებოდა -ნიკუშ, ეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, მართლა! -ვიცი, გაგიხარდებოდა. სულ ახალია და რაც მთავარია 4 წლიანი გარანტია აქვს, ასე რომ, იარე რამდენიც გინდა, მართვის მოწმობა ხომ გაქვს? ხოდა მორჩა.. -აი, რა მეგობრები ჰყავს ჩემს ძმას! – ამაყად გადმოგვხედა სალომემ. “შრამიანი” უხერხულად შეიშმუშნა, სალის ლოყაზე მოეფერა, ერთი უცნაურად შემომხედა და ოთახიდან გავიდა. -თიკ, იცნობ ამ ტიპს? – მკითხა, პირღია ზუკამ -პირველად ვხედავ – თავი გავაქნიე მე -აბა, რა პონტში შემოგხედა? – არ ისვენებდა ზუკა -აზრზე არ ვარ – მხრები ავიჩეჩე მე -კიდე კაი, შენი დაცვა არ იყო აქ, თორემ, “მიგაპანკისებდნენ” აქედან – მოკვდა სიცილით ზუკა. მეც გამეღიმა, ოღონდ, ზუკას ნათქვამზე ნამდვილად არა. “მეორედ” ვერ ვიტან ხალხმრავლობას. დედაჩემი გიჟდება. ჭკუა ეკეტება პუბლიკაზე. აისხავს თავის ოქრო-ბრილიანტს, ჩაიცმევს ყველაზე ძვირფას სამოსს და დადის. ქვეყანას უვლის წრეს. რა მაწანწალაა ეს ქალი, ვგიჟდები:) ოღონდ სადმე წააწანწალე. მე ამ პომპეზური ვახშმების თავი არ მაქვს და არსად არ დავყვები. მაგას მე პირადად, ზუკა თევზაძესთან წრეში-ბურთის თამაში მირჩევნია, ან ჩოგბურთის თამაში. ისედაც ხომ სულ მეუბნება დედაჩემი: შენ ჩემი შვილი არ ხარო:) არადა, მაკოს “კოპია ვარ”, ფიზიკურად, ხასიათით, ქცევით. იმიტომაც ვხოცავთ ერთმანეთს:) მუხედავად იმისა, რომ არანაირი სურვილი არ მქონდა არსად წასვლის, მაკოს ისტერიული და დაჟინებული მოთხოვნით, 21 ოქტომბერს მაინც დამიყოლიეს და ჩვენი ახლობელის ქორწილში წამათრიეს. – არანაირი „კეტები“ და შეკრული თმა. არანაირი ჯინსი, თუნდაც ულამაზესი, არ შემარყიო იცოდე, წადი, რამე ადამიანური კაბა იყიდე და ის ჩაიცვი – მმოძღვრავდა მაკო. მე ცალი ყურით ვუსმენდი და თან კომპიუტერზე ვთამაშობდი. -და საერთოდ, დავიღალე ამ დარიგებებით, რამდენი წლის ხარ? მოეშვი ამ სულელურ თამაშებს, მისმენ? თიკა! მისმენ-თქო? დათუნასთან აღარ მეგობრობ? -რა გინდა, დედა? – ვკითხე კითხვისგან გაღიზიანებულმა -არაფერი, უბრალოდ მაინტერესებს მეგობრობთ, თუ არა. -ისე რა -ეგ რას ნიშნავს? მშვენიერი ბიჭია, დალაგებული, საქმიანი, წესიერი, მშვიდი. -კი, როგორ არა, მაგარი “მშვიდია” დათუნა ონიანი – შევიცხადე მე და ჩემი ბანკეტი გამახსენდა. -ნუ, ცოტა ფიცხია, მართალია, მაგრამ.. მე მაინც ძალიან მომწონს.. კარგი ოჯახისშვილია – დაბნეულად განაგრძო მაკომ -დედა, კაი რა! -რა კაი, რა, რას ერჩი? მთელი ცხოვრებაა უყვარხარ, ბიჭი ჭკუაზე არაა, აღარ იცის, რითი გასიამოვნოს -დედა! -დიახ, დიახ, მომწონს და ძალიან მინდა, რომ ერთად იყოთ! -იმიტომ მოგწონს, რომ პეტრე ონიანი ყველაზე დიდი ფულის პატრონია ქალაქში, შენთვის კი ეგ, ამოსავალი წერტილია. მაკომ ისეთი სახით გადმომხედა, მეგონა თავზე დამალეწავდა კლავიატურას. -რამდენს მიბედავ? – აუწია ტონს მან – თავი ვინ გგონია? ადექი და შენს ოთახში შებრძანდი, დანახვა არ მინდა შენი, ამისთვის გელოდებოდი 3 წელი? – თქვა და თვალები აემღვრა. მე შემრცხვა და ავდექი. ყველაზე რთულია იმის გაცნობიერება, რომ საშინლად იქცევი. იმ ღამეს მე საშინლად მოვიქეცი და მივხვდი, რომ ძალიან ვაწყენინე მაკოს. მაგრამ ხანდახან ისეთებს მეუბნება, რომ.. თავს ვეღარ ვიკავებ ხოლმე. და მაინც, რა მატრაკვეცა დედა მყავს, შეიძლება გადაირიო. :) …. 21 ოქტომბერს სოფო სურმავას და დიტო ასლანიკაშვილის ქორწილზე ისეთი ლამაზი ვიყავი, რომ მაკო სერიოზულად დაფიქრდა, რომ დაცვაც შემოეყვანა დარბაზში და ჩემს გვერდზე დაესვა, მაგრამ გავაპროტესტე: აქ ისედაც შენი ხათრით ვარ წამოსული და იცოდე, მართლა წავალ აქედან, სულ არ გადამრიო-თქო. დედას შეეშინდა და კარგიო – დამითმო. ქორწილი იყო 300 კაციანი, იყვნენ სულ მინისტრები და გუბერნატორები, მთელი მამაჩემის სამეგობრო, ოჯახებით. მოკლედ, ჩემთვის ერთობ მოსაწყენი და სულელური სიტუაცია. ხოდა, მეც სხვა გზა არ მქონდა, რამით უნდა გამერთო თავი, თორემ დარდი გადამიყოლებდა. სიძეს კარგად ვიცნობდი, მამას მეგობრის ბიჭი იყო – დიტო, ბავშვობაში ზუკა თევზაძეს ჰყავს ორჯერ ნაცემი, მაგრამ მაინც კარგი ბიჭი იყო.. დაიხვეწა რაც გაიზარდა. პატარძალსაც არაუშავდა, ცოტა გოიმური კაბა რომ არ სცმოდა, კარგი იქნებოდა. მაგრამ…:) ნუ, რას იზამ, ისე სიმპათიური გოგო კი იყო. კარგი, ახლა პატარძლის მეჯვარე… რომ შევხედე, თვალები დავაელამე, ცოტა ნატა ზედგენიძეს ჰგავდა “პროსტა”, კიდევ უფრო კოშმარი! ეს რომ გამახსენდა, ჩავბჟირდი სიცილით. მაკო ამ დროს ფინეთის ელჩს ესაუბრებოდა და ისეთი უკმაყოფილო სახით გადმომხედა, შემეშინდა და გავჩუმდი. “შემჭამს ახლა რა: ასე ნუ იცინი, ისე ნუ ზიხარ” – გავიფიქრე ჩემთვის და ამოვიოხრე. ხოდა.. რაზე გავჩერდით?.. პატარძლის მეჯვარეზე… კაბა ეცვა მალინისფერი.. ოფიციალური ჰისტერია, აი ცოცხს რომ ტომარა დაამხო – დაახლოებით ასეთი ეფექტი ჰქონდა. არა რა, სიძე აშკარად ჯობია გოგოს, ნუ რა უბედურებაა! უი, მართლა, სიძის მეჯვარის ადგილი ცარიელია. საინტერესოა ვინ არის და სად არის. დიტოს ვინ უნდა ჰყავდეს მეჯვარე? ალბათ მთვრალი გდია სადმე, რომელიმე გოგოს კალთაში. ეს სურათი რომ წარმოვიდგინე, ისევ ისტერიულად გამეცინა. მაკომ ისე მიჩქმიტა, სისხლი გამეყინა ტვინში და მსუბუქად ამოვიკვნესე. თუ ასე გავაგრძელე, ქორწილის ბოლოს დედაჩემის წყალობით, აფხაზეთიდან დაბრუნებული მეომარივით დასახიჩრებული ვიქნები – გავიფიქრე სიმწრით. მაკო დგება და ვიღაც უცნობ ხალხს ეხუტება, ეფერება, მერე მეძახის, მაცნობს.. მე მთქნარება მიტყდება და მაქსიმალურად ვიკავებ თავს.. იდიოტივით ვიღიმი და “ძალიან სასიამოვნოას“ ვიმეორებ თუთიყუშივით.. როგორ ვერ ვიტან ამ კრეტინულ მდგომარეობას! მარტო კაკი ბენდელიანმა და ზუკა თევზაძემ იციან, ამ დროს რა მემართება;) ღმერთო!!! ვსვამ მე-6 ჭიქა “მარტინის” და ვცდილობ, რაიმე სასიამოვნოზე ვიფიქრო… “მალიბუს” პლაჟი მახსენდება, ესპანელი ბარმენი და ბუნგალოები, სიამოვნებით წავიდოდი, ისევ იქ, ოღონდ მაკოს, დაცვის, ექიმის და მსგავსი ხალხის გარეშე. ანდა.. ფიქრი იქით იყოს, ავდგები და დავთვრები, აბა ამათ ფხიზელი ჩემმა მტერმა უყურა. უცბად რესტორნის კარი გაიღო და დარბაზში ბიჭი შემოვიდა, შავგვრემანი, სიმპათიური, გამოპრანჭული, პიჯაკით, შარვლით, საიდანღაც მეცნობა.. ვერ ვიხსენებ საიდან.. მაგიდასთან მიდის, ვიღაც ბიჭს ელაპარაკება.. ის ბიჭი დგება, ჰკოცნის, პიჯაკიანი იცინის.. მერე ბრუნდება და ჩვენს მაგიდისკენ მოემართება.. თვალს არ ვაშორებ, არც ის “ღმერთო, საიდან მეცნობა” მომიახლოვდა და.. სუნთქვა შემეკრა.. “შრამი”.. ლევან ერისთავის მეგობარი.. რა ერქვა?! მგონი .. არა.. ეგ არა.. აუ, არ მახსოვს! 2 წლის წინ სალის მანქანა რომ აჩუქა დაბადების დღეზე.. ხო, ხო, ეგაა.. აქ საიდან, კი მარა? არადა, ლევანი არც მინახავს.. და ვისთანაა, ნეტა..” “შრამიანმა” ჩამიარა, მივიდა ნეფე-პატარძლის მაგიდასთან და სიძეს მიუჯდა, მე ლიმონათი გადამცდა და ხველება ამიტყდა, “ესეც, დიტოს მეჯვარე.. რა პატარაა ეს თბილისი.. გადაირევი.. მშვენიერია… აზრი მიეცა უკვე ქორწილს, ობიექტიც მოვნახე”..:) “შრამიანმა” დიტოს რაღაც უთხრა, დიტომ დარბაზს თვალი მოავლო და ვიღაცას დაუწყო ძებნა, მე გამეცინა და ისევ ლომონათი მოვსვი.. სიძემ თვალი გამისწორა და ხელი დამიქნია, როგორ ხარო – მკითხა. მე გავუღიმე და კარგად – თქო ვუთხარი. დიტომ მეჯვარეს მხარზე ხელი მიარტყა და მე მანიშნა მოდიო. ცხვარი რომ მიყავთ დასაკლავად, აი იმ სახით ავდექი და სიძისკენ წავედი. მაკომ თვალი გამომაყოლა, მაგრამ დიტო რომ დაინახა, ლიტვის ატაშესთან საუბარი განაგრძო.. -რას შვები, თიკა? – ჩამეხუტა დიტო – ერთობი? -კი, ძალიან კარგი სიტუაციაა – ისეთი ტყუილი ვთქვი, შემეშინდა, მეხი არ დამცემოდა. -მოგწონს? – გაუხარდა დიტოს -ძალიან – გავუღიმე მე – ცოლი სადაა? -აი, მამაშენს ეცეკვება – დამანახა მან სურათმა, რომელიც დავინახე კინაღამ სკამიდან გადმომაგდო. პატარძალმა მამას ფეხები დაალეწა. მამაჩემთან კი არა, მამაჩემზე იცეკვა:):) საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩემგან განსხვავებით, არაფერს იმჩნევდა, მაგრამ შევატყვე, რომ ერთი სული ჰქონდა, მუსიკა დამთავრებულიყო. -ძალიან კარგი გოგოა – ვთქვი მე და ძლივს შევიკავე სიცილი -მიხარია, რომ მოგწონს – გაიბადრა დიტო.. – შენ რას შვები? -არაფერს! -ხო, მართლა სულ დამავიწყდა მეთქვა, გაიცანი, ეს ჩემი მეჯვარეა, ნიკუშა სახეზე დაბნეულობა რომ არ შემტყობოდა, გავიღიმე.. “შრამიანი” მომიახლოვდა და ხელი ნაზად ჩამომართვა -თიკა! – ვთქვი ამაყად -სასიამოვნოა, ნიკუშა! – გამიღიმა შრამიანმა. -ჩემთვისაც, -სადღაც მყავხარ მგონი ნანახი – თვალები დაიწვრილა მან -ჟურნალებში, ალბათ – ჩაერია საუბარში სიძე – თიკა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის შვილია – თქვა სიხარულით დიტომ. მე სახე მომერყა, რა გოიმობაა, არ მესმის. რა მნიშვნელობა აქვს, ვისი შვილი ვარ, დედა ვინ მყავს, სად ვცხოვრობ, რა მანქანით დავდივარ მოკლედ, რა.. “შრამიანი” მიხვდა რაზეც გავბრაზდი და გამიღიმა: -მართლა? – გაიკვირვა მან – ჟურნალებს, სამწუხაროდ არ ვკითხულობ.. არა, სადღაც სხვაგან მყავს ნანახი – არ მომეშვა ის -რა ვიცი, აშკარად, პირველად გხედავ – თავი გავიშტერე მე ნიკუშამ ორაზროვნად გამიცინა, თვალებში აშკარად სხვა რაღაც წავიკითხე ამ დროს მაკოს აღტაცებული საუბარი მომესმა, უკან გავიხედე და… გავფითრდი… დედაჩემი საკმაოდ ნასვამ დათუნა ონიანს ელაპარაკებოდა. ნიკუშამ თვალი გააყოლა ჩემს მზერას და წაუსტვინა. -შენთან ხომ არ არიან? – მკითხა ღიმილით მან და დათუნაზე მიმითითა -ხო – სახეზე გაბრაზება დამეტყო – მაპატიე რა, უნდა მივიდე. -მიდი, მიდი – მშვიდად მითხრა “შრამიანმა”. შემოვბრუნდი და მკაცრი ნაბიჯით მივუახლოვდი დათუნას.. – რა ლამაზი ხარ! – აღტაცება ვერ დამალა დათუნამ. -როგორც მახსოვს, მოსვლას არ აპირებდი! – კომპლიმენტი შევიფერე მე. -გადავიფიქრე, არ გაგიხარდა? – მითხრა ონიანმა -კი, გავგიჟდი სიხარულისგან – ვთქვი მე მეხის დაცემის მოლოდინში. დათუნა წამოდგა, დიტო ასლანიკაშვილთან მივიდა და მიულოცა, მერე “შრამიანს” ხელი ჩამოართვა და სიძესთან ლაპარაკი განაგრძო. ნიკას მზერამ მარჯვენა მხარე საგრძნობლად გამიხურა:) მაკოს გაბადრულმა სახემ ნერვები მომიშალა და გაბრაზებულზე ისე დავეჯღანე, მაკოს თვალები დაუწვრილდა და თავი გააქნია უკაყოფილოდ. დათუნას გამოცხადება იმაზე მეტად არ მესიამოვნა, ვიდრე საერთოდ ხდებოდა, … ჩემი წინათგრძნობა მალევე გამართლდა. დათუნა და დიტო ისევ განაგრძობდნენ საუბარს, როდესაც მხარზე ვიღაცამ ხელი დამადო და ვიცეკვოთო შემომთავაზა, მოვტრიალდი და შრამიანი რომ დავინახე, თავბრუ დამეხვა.მაკომ უკმაყოფილოდ გადმომხედა:მამაშენი მოგკლავსო – მანიშნა მე წარბი ავწიე: დედა, გეხვეწები, ქორწილში ვართ და ცეკვას როგორ მიშლით-თქო. “ამ ავადმყოფის მეგობრის მეჯვარეა, თან კიდევ კარგი” – გავიფიქრე ჩემთვის – მადლობა ღმერთს, იცნობენ ერთმანეთს. საკმაოდ ნასვამზეც კი გადასარევად ვიგრძენი, რომ ნამეტანს ვშვებოდი, მაგრამ ნასვამზე ხომ ყველაფერი მარტივია? ხოდა მეც გამეღიმა და უპარაშუტოდ გადავხტი.. ეს იყო მსოფლიო დონის ცეკვა. ასეთი თავისუფალი და ლაღი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. და მთვრალი – რაც მთავარია, სულ დამავიწყდა:) -ვერ მიცანი, ხო? – მკითხა შრამიანმა.. -ვერა – გამეცინა მე -იტყუები! -არ ვიტყუები! -კი, კი, იტყუები – თვალი თვალში გამიყარა მან – გამორიცხულია, უნდა გახსოვდე. -არ მახსოვხარ, მართლა და რა გავაკეთო?! – სიცილით გავაქნიე თავი მე -თიკა ლიკლიკაძე, 19 წლის, ცხოვრობ სევასტოპოლზე, დასაწყისში, კერძო, დაცვიან და მწვანე კრამიტიან სახლში, დედისერთა ხარ, სალომესთან მეგობრობ, ერისთავებთან. უბანში შენ ყველა გიცნობს, შენ – არავის, კიდევ რა გაინტერესებს? – გამიღიმა ბოლოს მე თვალებგაფართოებული ვუსმენ “შრამიანს” და ვცდილობ, ძალიან მთვრალზეც ცოტა გავერკვე სიტუაციაში. ის ძალიან უდარდელად მიცინის და უფრო თავისუფლად ცეკვავს. -რა იყო, უშიშროებაში მუშაობ? – ვიკითხე მშვიდად -არა, რასაც ვხედავ, იმას ვამბობ – გამიღიმა მან და ისე დამაბზრიალა, მეგონა იქვე ჩავიკეცებოდი. -საიდან ხედავ, მითვალთვალებ? – ვკითხე სიცილით მე. -ბონდ, ჯეიმზ ბონდ! – მითხრა მან და ჩამეხუტა. ორივეს გავგვეცინა. მერე, უცბად, აღარაფერი მახსოვს, დათუნა ონიანის გამხეცებული სახის გარდა. რესტორანში ჩოჩქოლი ატყდა. ყველაფერი ერთმანეთში აირია… მაკოს კივილი შორიდან ჩამესმა ყურში.. ონიანმა “შრამიანს” გვერდში ჩაარტყა სუფრიდან აღებული დანა, ნიკამ ხელი მოიქნია და დათუნა სიძის სუფრას შეალეწა… მერე მახსოვს, .. მამას ყვირილი…. მერე დაცვამ გამომიყვანა და მანქანაში ჩამსვა.. .. მერე… აღარაფერი აღარ მახსოვს.. ….. დათუნა ონიანი ქალაქის მთავარ საავადმყოფოში იწვა 6 ჭრილობით მუცლის არეში.. მამა გაცოფებული იყო. ხმას არავინ მცემდა ოჯახში. მაკო სულ ტიროდა. მე გაოგნებული ვიყავი. აღარ ვიცოდი, რაზე მეფიქრა. ვიხსენებდი ქორწილის თითოეულ მონაკვეთს. ვერაფრით ვერ ვხსნიდი მომხდარს. მთელი დღე ლოგინში ვიწექი და ტელევიზორს ვუყურებდი. გვიან ჩემთან კაკი ბენდელიანი და ზუკა თევზაძე მოვიდნენ. დეიდაჩემმა რომ მითხრა, სტუმრები გყავსო, ისე გამიხარდა, პერანგის ამარა წამოვხტი და კარი გავაღე. ბიჭები ჩუმად შემოვიდნენ და დასხდნენ. “რამე ხომ არ არის ახალი?” – ჰკითხა თვალებდაწითლებულმა მაკომ ბიჭებს. ბიჭებმა თავი უარყოფის ნიშნად გადააქნიეს. მაკომ კარი გაიკეტა და გავიდა. -თიკა, შენ ხომ არ აფრენ? – მითხრა გაცეცხლებულმა კაკიმ როგორც კი გავიდა დედაჩემი ოთახიდან. -მე, რაზე? – გავიკვირვე მე -რა რაზე? თავში ჭკუა არ გაქვს, გოგო? ვის ეტლიკინები, რომ ეტლიკინები? -შენ ხომ არ გაგიჟდი, რა გინდა? – აღვშფოთდი მე – დათუნა ავადმყოფი იყოს, რა ჩემი ბრალია? -დათუნა, ხო? – ხმა აუკანკალდა კაკის -ხო, რა იყო? აბა, მე ავტეხე იქ აყალ-მაყალი? -მე გავყევი ვიღაც რეციდივისტს და მკვლელს საცეკვაოდ? -ვიის? – გამოვშტერდი მე -რაც გაიგე! -ვის გავყევი? შენ ხომ არ აფრენ? ლევან ერისთავისა და დიტო ასლანიკაშვილის მეგობარია, რეებს ბოდავ, რა მკვლელი? -ვინაა ეგ ბიჭი, იცი? – ამოიხავლა კაკიმ -ვინ? -ვინ, ვინ, ხო, ეგ ბიჭი, ვინაა, იცი? -ვიღაც ნიკუშაა, ძალიან მაგრად ცეკვავს – მხრები ავიჩეჩე მე კაკის სახეზე მელნისფერი დაედო, ნელა მომიახლოვდა და ყურში მთელი ხმით ჩამკივლა: -ეგ საყვარელი ბიჭი, ძალიან მაგრად რომ ცეკვავს, ნიკუშაა ზამთარაძე! იცი? მე საგრძნობლად გავფითრდი. -ღადაობთ? – ვიკითხე და სახე მომერყა -არა! – მითხრა ფერწასულმა ზუკამ -არ არსებობს! – არ დავიჯერე მე -რა არ არსებობს? მთელი უბანი შენზე ლაპარაკობს, “არა”- რას ნიშნავს? ასეთი უტვინო როგორ ხარ? ბიჭს მთელი ქორწილი ვერ მოშორდი და მისი გვარიც არ იცი. -იმედია, ეგ არც მამაჩემმა იცის – ამოვიკნავლე საცოდავად -მეც მაგის იმედი მაქვს – თქვა კაკიმ – თორემ საგარეო საქმეთა მინისტრის გოგოს გულისთვის მართლა რომ “გააგოროს” იმ “კილერმა” ონიანი, მერე ნახე რა მოხდება. -გაგიჟდი? – გული გამისკდა მე – რაღა უნდა მოკლას, ნაკუწებად დაჩეხა, ნუთუ, არ კმარა? რაღაც გული მაქვს ცუდად – მუხლებში სისუსტე ვიგრძენი. მივხვდი, ვიკეცებოდი. კაკი ადგა და ლოგინში ისეთი სისწრაფით ჩამახეთქა, ეგრევე გონზე მოვედი. -რა ნაზი ხარ, ღმერთო ჩემო – გამეცინა მე -კიდევ ღადაობის ხასიათზე როა, ნახე, რა! – აღშფოთებით გადახედა კაკიმ ზუკას. სამივეს გაგვეცინა. ამ დროს მაკო შემოვიდა და ყველანი დაგვცოფა: -არ ხართ თქვენ ნორმალურები რა, ის ბავშვი სიკვდილს ებრძვის და თქვენ აქ კვდებით სიცილით, როგორ არ გრცხვენიათ! -”სიკვდილს ებრძვის” ღმერთო, დედა, როგორ გიყვარს, ტრაგედიები – გამეცინა მე, სიკვდილს კი არ ებრძვის, წევს და ისვენებს, ცოტა ხანი მოუხდება, იქნებ ჭკუაზე მოვიდეს – ვთქვი ამაყად. -ხო, მაკრიტიკე, ყველაზე ჭკვიანი რომ გგონია თავი, ხანდახან იმაზეც იფიქრე, შენნაირი სულელი შვილის გადამკიდე, რა დღეშია ჩვენი ოჯახი და რა გრძნობაა ის, რომ შენი გოგოს გამო ვიღაც, სხვისი შვილი დაფლეთილი წევს საავადმყოფოში მარტო იმიტომ, რომ შენ საქციელს ჭკუა არ დაატანე. -დედა! გეყოფა რა, აღარ შემიძლია! რას ნიშნავს საქციელს ჭკუა არ დაატანე, რადგან სიძის მეჯვარესთან ვიცეკვე? რა დავაშავე ასეთი? ქორწილში უნდა იჯდე იდიოტივით? თუ რა ჩავიდინე? დათუნა ონიანი ავად იყოს, რა ჩემი ბრალია?! -ტონს დაუწიე და წესიერად მელაპარაკე, მე შენი მეგობარი არ ვარ და დაფიქრდი, სანამ რამეს იტყვი. რა შენი ტოლი და სწორია ის ქუჩის ბიჭი, უკულტურო და უდონო? -უკულტურო და უდონო იმიტომაა, რომ დათუნა ონიანი მაგრად ცემა, თუ იმიტომ, რომ ბევრი ფული არ აქვს? მაკო გააფითრდა.. -მრცხვენია, ასეთი თავხედი შვილი რომ მყავს! – თქვა და კარი გაიკეტა. -სულელი ხარ რა, ლიკლიკაძე! – მითხრა ბენდელიანმა – როგორ ელაპარაკები დედაშენს! -კიდევ მე ვარ სულელი? – გადავირიე მე, – კარგი რა კაკი, აღარ შემიძლია უკვე რა, მაკოს არავინ არ მოსწონს ამქვეყნად. -დედაა და ნერვიულობს, რა გჭირს, დედისერთა ხარ და ყველა მარტო შენზე ფიქრობს. რა არის ამაში ცუდი? ნეტა, მეც ეგრე ვიყო. -ყელში ამოგივიდოდა, დამიჯერე. შემჭამეს ცოცხლად! მერე იტყვიან, ნახე, მინისტრის ოჯახია, ამათ პრობლემები არ აქვთო. -კარგი, დალაგდებით – გაიცინა კაკიმ – მარა ლიკლიკაძე, რა ქალი ხარ პროსტა, როგორ არ იცოდი, ვისთან ერთად ცეკვავდი, შტერო! -აბა! – შიშნარევი ღიმილი გადამეკრა სახეზე -და მაინც, თიკა შენ რა შარი ხარ, რა..:) “პიტერ პენი” ძალიან ფხიზელი ძილი მაქვს. იმდენად ფხიზელი, რომ აბსოლუტურად ყველანაირ ხმაზე მეღვიძება.. ჩვევა მაქვს ღია კარებში მძინავს, დახურული სივრცის შიში მაქვს ბავშვობიდან. იმ ღამით მაკოს თავი ტკიოდა და ადრე დაწვა. გვიანობამდე ვუყურებდი ჩემს უსაყვარლეს ფილმებს და 4 – ის ნახევარზე ჩამეძინა. 5 საათზე რაღაც უცნაურმა ხმამ და სიცივემ გამაღვიძა. თვალები რომ გავახილე, აივნის კარი ღია დამხვდა. ლოგინზე წამოვჯექი და ოთახი მოვათვალიერე. საოცარი გრძნობაა, როცა ხვდები, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს.. თან მინდა, რომ ავდგე, თან მეშინია. ვიფიქრე, დაცვას დავუძახებ-თქო, მაგრამ ტყუილი ისტერიკა და მაკოს გულის წამლების თავი არ მქონდა. კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი იქაურობას.. ქარი არ იყო, აივნის კარი კი ასე მარტივად არ იხსნება.. აშკარად ვიგრძენი, რომ მარტო არ ვიყავი ოთახში.. -არა რა, დაცვა ნამდვილად არ გივარგათ, ისე გავიტან მთელ თქვენს სახლს, ვერავინ ვერაფერს გაიგებს – დამელაპარაკა ზურგიდან ნაცნობი ხმა.შემოვბრუნდი და ერთბაშად გამომაფხიზლა შემდეგმა სურათმა: “შრამიანი” თავთან მედგა და მიღიმოდა. მე გაოგნებისგან ენა ჩამივარდა -აქ რა გინდა? ვინ ამოგიშვა? – შეშინებულმა კითხვები დავაყარე მე. -თუ ისტერიკაში არ ჩავარდები აგიხსნი, კაი? – მითხრა უემოციოდ ნიკუშამ. -რა თავხედი ხარ, ღმერთო ჩემო, ისტერიკას კი არ მოვაწყობ, ახლავე დაცვას დავუძახებ, იცოდე! – დავემუქრე მე -რა საჭიროა, ვერ ვხვდები – მითხრა შრამიანმა მშვიდად – ჩემსა და შენს ურთიერთობაში დაცვა, პოლიცია და სხვა ხალხი რატომ უნდა ჩარიო? -ერთი წუთით, რა! – შევაწყვეტინე მე – რა ხდება იქნებ ამიხსნა, რა უფლებით მოდიხარ, ღამის 5 საათზე, ჩუმად, მალვით, ჩემს საკუთარ სახლში, თავზე მადგები მძინარეს, ნახევრად შიშველს და კიდევ პრეტენზიას გამოთქვამ, რომ არავინ არ ჩაერიოს ამ ამბავში? თან მომესმა თუ ჩემი და შენი ურთიერთობა ახსენე? ერთხელ ცეკვა ჩემი და შენი ურთიერთობაა? – ხმადაბლა თუ არ ილაპარაკებ, მაკოს გაეღვიძება, და მეეჭვება გინდოდეს – აღნიშნა შრამიანმა, მერე ნელა მომიახლოვდა, ყოველგვარი კითხვის გარეშე ჩამომიჯდა თავთან და ძალიან მშვიდად განაგრძო – რავიცი, იქნებ ის მაინც გეკითხა, იმ ქორწილის მერე, შენს გამო კინაღამ რომ შევაკვდი იმ “სვანს” როგორ ვგრძნობ თავს, ან ჭრილობა როგორ მაქვს ან რავიცი, რამე. მე ცოტა შემრცხვა და იდიოტივით გამეცინა -როგორ ხარ? – ვიკითხე ცოტა დარცხვენილმა -კარგად – გაეცინა ”შრამიანს” -ჭრილობ როგორ გაქვს? -ხორცდება, მადლობთ, გინდა, განახო? მე თავი დავუქნიე, შრამიანი ადგა, მაისური გვერდულად აიწია და საკუთარი თვალით დავითვალე 7-ვე ნაკერი. უსიამოვნებისგან სახე მომერყა. -არ გტკივა? – ვკითხე დანანებით -არა – გამიღიმა შრამიანმა -და მაინც, რა მოხდა იმ დღეს ვერ გავიგე. -არ ვიცი – მხრები აიჩეჩა შრამიანმა და უცნაურად გაეცინა -მე კი მგონია, რომ იცი -მართლა არ ვიცი – ისევ გაეღიმა მას -როგორ მომაგენი? -მარტივად. -მაინც? -მარ-ტივ-ად – დამიმარცვლა მან -დაცვა? -რა დაცვა? – კითხვა დამიბრუნა მან -ქვემოთ, დაცვაა! – გამოვშტერდი მე -ქვემოთ? ხოოო, დაცვაა – თავი დამიქნია შრამიანმა -მერე? -რა მერე? -კითხვას, კითხვითვე რატომ მიბრუნებ? -მე გიბრუნებ? – გაიკვირვა შრამიანმა -აი, კიდევ – სიცილი ამიტყდა მე -არ ვიცი – მხრები აიჩეჩა მან -და როგორ ამოხვედი? აივნიდან? – ვიკითხე ინტერესით -არა, – მითხრა მშვიდად -აბა, როგორ? -შენ სულ ამდენს ლაპარაკობ? – მკითხა შეწუხებულმა – ამდენი კითხვა რა ამბავია, თავი დავით აქუბარდიას სტუდიაში მგონია, ჟურნალისტი ხარ? -არა – გამეცინა მე – უბრალოდ მაინტერესებს -ზემოდან მოვედი! -სახურავიდან? -ხო, -”კარლსონივით”? – ამიტყდა სიცილი -არა, “პიტერ პენივით” – გაეღიმა შრამიანს -ეგ ვინაა? -რა იყო, ბავშვობა არ გქონია? არ გაქვს ეგ მულტფილმი ნანახი? -არა – ისევ მოვკვდი სიცილით მე -რაო, ონიანმა? – უცბად ლაპარაკის თემა შეცვალა მან -არაფერი – დავსერიოზულდი მეც – წევს და არის -არ ნახულობ? – მკითხა შრამიანმა ისე, რომ არც შეუხედავს ჩემთვის -ერთხელ ვიყავით მე და ბიჭები -მერე? -მერე არაფერი.. -გიყვარს? -ვინ? -ვინ.. მიხეილ სააკაშვილი! – გაეცინა მას -ონიანი?… არა! – ვთქვი ორაზროვნად -აბა, საიდან ამდენი “ბლატები” ტო, ვინ ეკითხება ამდენს რომ აბედინებთ? მე გავჩუმდი, არ ვიცოდი, რა მეპასუხა. – ეგრე რატომ მიყურებ? – ვკითხე შრამიანს – როგორ? – მკითხა ისე, რომ თვალი არ მოუშორებია -უცნაურად – დავიბენი მე -მართლა? არ შემიმჩნევია – მიპასუხა მშვიდად -მართლა, -არ ვიცი,… -… -იცი, რა მემართება როცა გხედავ? -რა? – მის დაჟინებულ მზერას ვეღარ გავუძელი და სახე მოვაშორე -დაცვას აღარ ეძახი, აღარ გეშინია ჩემი? – დასერიოზულდა შრამიანი -ნერვებს მიშლი, რა! – გავბრაზდი მე -რა ვიცი, რომ დამინახე, იარაღი გადატენე, გეგონება არ ოცნებობდი ჩემს ნახვაზე… -რა ნაგლი ხარ! – თავი ვეღარ შევიკავე მე -ნაგლი მე ვარ? – გაუკვირდა შრამიანს – მთელი უბანი, ჩემზე ლაპარაკობს შენი დამსახურებით და შენ ერთი არ მოგიკითხივარ, კიდევ მე ვარ ნაგლი? -დიახ, ხარ.. არ გიცნობდი და სად მომენახე? – არ დავუთმე მე -დაგღუპავს ეგ სიჯიუტე, იცოდე.. -მე ძალიან მომწონს ჩემი სიჯიუტე – ვთქვი ამაყად -საუბედუროდ, მარტო შენ მოგწონს – გამიღიმა შრამიანმა -შენ კიდევ თავხედი ხარ! – ვუთხარი გულღიად -მეც ძალიან მომწონს ეს სითავხედე -მარტო შენ მოგწონს – გავიმეორე შრამიანის სიტყვები -არა, შენც ძალიან მოგწონს ჩემი სითავხედე, ხომ მართალია? – მითხრა ნიშნისმოგებით შრამიანმა – ხოდა, რას გეუბნებოდი.. რა მემართება რომ გხედავ, იცი? -არა და ძალიან მაინტერესებს! – ვთქვი ძალიან გამომწვევად -ნამდვილად საინტერესოა – მითხრა შრამიანმა, მერე საათს დახედა და უკმაყოფილოდ გადააქნია თავი – მაგრამ სხვა დროს მოგიყვები რაც მემართება, უკვე ძალიან გვიანია, უნდა წავიდე, სანამ მინისტრის ოჯახის ძარცვაში დამდეს ბრალი. მე სახეზე უკმაყოფილება დამეტყო.. შრამიანს გაეცინა. -უბრალოდ მოვედი და დაგხედე -რატომ, მოგენატრე? – წავისისინე მე -არა, მაინტერესებდა, შენი სახურავის კრამიტის ხარისხი – გაეცინა შრამიანს -მერე, მოგეწონა? – არ დავიბენი მე -არის, დიდი ვერაფერია, უფრო ხარისხიანს ველოდი – მერე შემომხედა, და ისევ გაიცინა – ცოტა თბილი საბანი დაიფარე, არ გამიცივდე.. მეც გამეცინა და სანამ რამის თქმას მოვასწრებდი, მან აივნის კარი გააღო და სიბნელეში გაუჩინარდა. “სვანი” საავადმყოფოში 7-ის ნახევარზე მივედი. დამპალი ზუკა თევზაძე არ წამომყვა, ვარჯიში ჰქონდა და ცოცხალი თავით ვერ გავაცდენინე. პალატის შესასვლელთან დათუნა ონიანის დედა – მაია შემხვდა. ჩემს დანახვაზე, მივხვდი, რაღაცის თქმა უნდოდა და შეგნებულად შეიკავა თავი. – შედი, მარტოა – მითხრა მაიამ ორაზრივნად. მე წვენებით სავსე უზარმაზარი პარკი იქვე დავდე და ოთახში შევედი. მიტკლისფერი იწვა დათუნა ონიანი. ცხოვრებაში პირველად შემეცოდა … – დათუნა, გესმის ჩემი? – ხელი შევახე მკლავზე დათუნამ თვალები გაახილა და რომ დამინახა ისევ დახუჭა. – როგორ ხარ? – ვკითხე ფრთხილად – შენ როგორ ხარ, შე რეციდივისტის მეგობარო? – მკითხა დათუნამ მშვიდი ხმით – აქაც გინდა, რომ ვიჩხუბოთ? – ვკითხე უკმაყოფილოდ – რატომ მოხვედი? – მოგიკითხე – ახლა შეგაწუხა სინდისმა? – მკითხა გამომწვევად – რაზე უნდა გელაპარაკო, პროსტა, რა! – გავბრაზდი მე – დადიხართ უკვე? – არ ჩუმდებოდა დათუნა.. – რა გინდა, ამიხსნი? – ბრაზი შემეპარა ხმაში – შენი კარგად ყოფნა. – ვხედავ! – ვუთხარი ნიშნისმოგებით – მგონი, კითხვა დაგისვი – არ გპასუხობ – ვთქვი ნაწყენმა – ესე იგი, დადიხართ – კბილებში გამოსცრა ონიანმა – როგორ აფრენ, ღმერთო! – ზამთარაძე გყავს დალაგებული, “ზატო”, ერთი მაგის კარგიც.. – მართლა ავად ხარ – თავი გადავაქნიე მე – რას ვიზამთ, სად შევედრები ცაზე მაღლებს – განაგრძო ონიანმა – გეყოფა რა! – რატომ, გწყინს? მინისტრმა იცის, ვისთან მეგობრობს მისი ერთადერთი ქალიშვილი? – დათუნა! – სახე შემეცვალა მე – რა პრობლემაა, გაიგებს! – და კაი ბიჭი ხარ? – ვკითხე გაბრაზებულმა – ის კაი ბიჭია, ვით რომ იქცევა? – ჩემთან ცეკვა, ბაა? – ხმას ავუწიე მე – ბაა ის, რაც გააკეთა. – ცემა მორევაზეა! – თავი ვეღარ შევიკავე მე ონიანი სიმწრისგან გაწითლდა. – ვინ გგონია შენი თავი, შენზე ჯვარი კი არ მაქვს დაწერილი? რამდენს ბედავ.? – გავცოფდი მე – შენა და.. მაკოს მოსწონს შენი მეგობარი? – დამანებე რა, თავი! – ვის უნდა მოსწონდეს, ქურდი და ქუჩის ბიჭი – ტყუილა ამბობენ შენზე, ცუდად არისო, მშვენივრად ხარ, სხეულის დასახიჩრების ნაცვლად, ენა ამოეჭრა შენთვის – გამიხარდებოდა.. – თიკა, ცეცხლს ნუ ეთამაშები და წესიერად მოიქეცი იცოდე, თორე, აქ მიკერებული კი არ ვარ, თვის ბოლოს ავდგები და მერე.. – ნუ მემუქრები, დათუნა რა, საერთოდ ნუ დამაკარგვინებ პატივისცემას – სანამ ცოცხალი ვარ, ეგ ამბავი არ გამოვა, იცოდე – მითხრა სიამაყით – მეგობრობას ვერავისთან დამიშლი! – ვთქვი მკაცრად – ეგ ამბავი არ გამოვა-თქო გითხარი! – მშვიდად, მაგრამ მკაცრად გამიმეორა მან – ნუ გამაბრაზებ, გეხვეწები – ვთხოვე დათუნას – არ მაინტერესებს შენი გაბრაზება, ვიღაც ს გამო 6 ჭრილობა რომ გქონდეს მუცლის არეში მშვიდად ვერ ისაუბრებდი, დამიჯერე. – შენ ხარ კონფლიქტური და პათოლოგი, ვისი რა ბრალია? – არაუშავს, მეც კარგად გავუყარე, დიდ ხანს ემახსოვრება – კმაყოფილი სახით თქვა ონიანმა – ბოროტი ხარ, დათუნა, ძალიან ბოროტი და დაუნდობელი. – ის ხომ კეთილია, რა! – მიკბინა ისევ მან. – მორჩა, წავედი, აღარ მინდა შენთან ლაპარაკი – ავდექი მე – წადი, წადი, არ ალოდინო! – იდიოტი ხარ, ან შენ ვინ გეკითხება საერთოდ – ნუ შემეკითხები კაცო, რა პრობლემაა, ისე დავასრულებ მაგ ამბავს, ვერაფერსაც ვერ გაიგებ. – რა უნდა გელაპარაკო, ხისთავიანი ხარ, შეუგნებელი, სვანი! – ვთქვი მე და კარი გავიჯახუნე. მაიამ თვალი გამომაყოლა და მერე თავისთვის ჩაილაპარაკა: “ნუთუ ამ გამოშტერებულ გოგოს ეწირება ჩემი ბიჭის მომავალი”.. “ადრე” .. მახსოვს ბავშვობაში, ძალიან პატარა რომ ვიყავი დათუნა ონიანმა რაღაც ოქროს ყელსაბამი მაჩუქა ბალერინის გამოსახულებით. მაკომ ეს რომ დამინახა, მაიას დაურეკა და მართლაც მისი აღმოჩნდა, ნივთი პატრონს დაუბრუნეს.. მე მთელი დღე ვტიროდი ისე მეწყინა. დათუნას კი კარგად მოხვდა უზნეობისთვის. 15 წლის რომ გავხდი, დაბადებისდღეზე ყველაზე ლამაზად შეფუთული საჩუქარი დათუნა ონიანმა მომიტანა. რომ გავხსენი, გული ისე გამითბა, კინაღამ ვიტირე, ლამაზად შეფუთული – ოქროს ბალერინა იყო… ონიანს ბავშვობიდან ვუყვარდი.. ყველამ იცოდა, იმიტომ, რომ ამას არც არავისთან არ მალავდა. ერთადერთი მაიკო ვერ ეგუებოდა ამ ფაქტს, რაღაც ეგოისტური მომენტი ჰქონდა, ისე, როგორც სჩვევიათ დედებს, რომლებასაც ერთადერთი ბიჭი ჰყავთ.. ჩემი ოჯახის წევრებს ძალიან მოსწონდათ ონიანები, დედა სულ აქებდა და ადიდებდა მათ ოჯახს. მამაც ძალიან მეგობრობდა პეტრესთან. მოკლედ… დათუნა ყველას უნდოდა.. .. უნდოდათ ყველანაირი გაგებით .. “მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი იქნები..” “ისე გაგზარდეთ, უბრალო ოჯახში ვერ შეგიშვებთ” “ნახე, რა კარგი ბიჭია” “რას ერჩი, რას?” “წადი, და მონახე ონიანზე უკეთესი” – ცოცხლად მჭამდა დედაჩემი ბოლოს ისე მომაბეზრა თავი, რომ ეგ გვარი საერთოდ შემძულდა.. ბანკეტის ამბებმა, მაკო ცოტა შეაფიქრიანა. მას მერე, რაც თავისი თვალით ნახა, რომ მთლად დალაგებული არ იყო დათუნა და სიმთვრალის დროს უსაქციელობა ემართებოდა. თუმცა, ამანაც მალე გადაუარა. მაკოს დაბადების დღეზე დათუნამ 1000 ცალი ვარდი მიართვა და დედაჩემიც საბოლოოდ მოიხიბლა ონიანით. “ალექსანდრე ლიკლიკაძე” მამა კაბინეტში იყო, როცა მაკომ ზრდილობის გამო დააკაკუნა და კარი შეაღო.. – მარტო ხარ? – ჰკითხა ქმარს მამამ თავი დაუქნია – შემოდი – უთხრა ცოლს მაკო შევიდა. მამა იჯდა და ფურცლების მთელ არმიაში ცდილობდა ერთი დოკუმენტი მოეძებნა. – ამჯერად რა ხდება? – იკითხა ისე, რომ არც ამოუხედავს დედასთვის. – არ ვიცი სანდრო, გადამიყოლებს ეს ბავშვი მამამ ფურცლები გვერდზე გადადო და დედას კითხვის ნიშნით სავსე თვალებით შეხედა – რა ხდება? – მეჩვენება მგონი უკვე.დააფიქსირე, რომ ყოველ საღამოს, 9 საათამდე თიკა სამეცადინოდ დადის სალომე ერისთავთან? მამამ ჩაახველა – მერე? – იკითხა მან – მერე, დღეს სალომეს დედა შემხვდა და გავარკვიე, რომ სალომე ერისთავი უკვე 2 კვირა ამერიკაშია. მამამ თვალები დაიწვრილა და ღრმად ამოისუნთქა. – რა ვქნა, ვის მოვაკვლევინო ის ძაღლიშვილი რომ დაანებოს ჩემს შვილს თავი ?! მაკოს ცარცისფერი დაედო. – ვინ სანდრო? სანდრომ პირველი უჯრა გამოაღო და უშველებელი გრაგნილი დაუდო წინ ცოლს – აი, დეტალური მონაცემი, ვინ ურეკავს შენს შვილს დღეში ორი ათასჯერ. საუბრის ხანგრძლივობაც ნახე, მინიმუმ 30 წუთია… მაკოს თვალები აემღვრა – სანდრო ვინაა, მითხარი, რა? – ვინ ჩაშალა ასლანიკაშვილების ქორწილი? მაკო გაშრა.. – ღმერთო, შენ დამიფარე! ზამთარაძე?! – ხო, ეგ არის, აღარ ვიცი, რა გავაკეთო.. ბიჭებმა მითხრეს, უყვარსო.. სიყვარული როგორ დავუშალო.. თან არაფრის არ ეშინია, ეგ ვინ ყოფილა კაცო! …. მერე ლევანს ვაკითხინე, ლევანმაც იგივე მითხრა. ყველა ერთსა და იმავეს მეუბნება: “ვაჟკაცი ბიჭია, უბრალოდ, არასასურველი წარსულით.” რაღაც საქმეებიც ჰქონია, სასმლის ბიზნესი, მაგრამ სავარაუდოდ, არაოფიციალური. მოკლედ, რა! გავგიჟდი.. მოსვენება მაქვს დაკარგული.. იმის ნაცვლად, რომ “ევროკავშირზე” ვიფიქრო, ამ მაიმუნი ბავშვის ვიღაც კრიმინალურ ხალხს ვარკვევ! – მე რატომ უნდა ვიგებდე ყოველთვის,Yყველაფერს, ყველაზე გვიან? – ცრემლები მოერია მაკოს – კაი ახლა რა, გეხვეწები – ეწყინა სანდროს, მაკოსთან მივიდა და მოეფერა- არ მინდა ყველაფერზე განერვიულო, დამშვიდდი! – გული მიგრძნობდა, თიკა გახდა იცი, თან ძალიან, ვერ ატყობ? ვვარჯიშობ და მაგის ბრალიაო – მეუბნებოდა, მერე, საერთოდ ყველაფრის ინტერესი დაკარგა.. უხასიათო გახდა, არაფერი აღარ უნდოდა.. რა სულელი ვარ.. როგორ ვერ მივხვდი.. ახლა? Aახლა.. რა უნდა ვქნათ სანდრო? – იკითხა შეშინებულმა ცოლმა – ახლა, აი, ბილეთი და აი, მოწვევა – დაანახა სანდრომ ცოლს. ლონდონში ვუშვებ 2 წლით, ხოდა იმედია, ცოტა გადაუვლის.. – რომ არ მოინდომოს წასვლა? – არ მაინტერესებს, მაგის ჭკუაზე ვერ ივლის მთელი მსოფლიო, გავთავდი კაცი, აღარ შემიძლია! – მუშტი მაგიდაზე დააბრახუნა მინისტრმა. – და ასე დაშორდებიან გგონია? ისიც რომ გაყვეს? – არ მშვიდდებოდა მაკო – ვერ გაყვება! – გაბრაზდა სანდრო – ის ძაღლიშვილი თავდებით არის გამოშვებული და ქვეყანას ვერ დატოვებს! – დაიღრიალა მან. მაკო კიდევ ერთხელ გაფითრდა – რაზე იყო დაჭერილი? – იკითხა საცოდავად სანდრომ სიგარეტს მოუკიდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა – განძრახ მკვლელობაზე – თქვა მან მოკლე პაუზის მერე – ცოტახანს კიდევ ვუყურებ და მერე, საერთოდ გავაქრობ მაგ საცოდავს! “L ოთახში რომ შევედი მაკო დივანზე იწვა ბუხართან.. – ცუდად ხარ, დე? – ვიკითხე დაბნეულმა – ხო – მაკო ტიროდა – რა მოხდა? – ვიკითხე კიდევ უფრო შეშენებულმა მაკომ გაზეთი მომაწოდა. მუქი შრიფტით მთელ გვერდზე სტატია იყო გაშლილი რომლის სათაურმა სუნთქვა შემიკრა: “სად გაქრა 2 მილიონი საგარეო საქმეთა მინისტის ბანკიდან” – ეს რა არის, დე? – გამოვშტერდი მე – გუშინ გაძარცვეს, არავინ არაფერი არ იცის. მთელი ამბავია ატეხილი. მამაშენი გიჟს ჰგავს. ეს ამბავი ასე არ დამთავრდება.. და.. აღარ მინდა ამდენი ცოდვა და უბედურება. საკმარისია! ამდენის ატანა უკვე მეტისმეტია. მაკოს ისტერიკა ჰქონდა. მე ძალიან შემეცოდა, ჩავეხუტე და ბევრი ვეფერე, ალბათ, პირველად ცხოვრებაში. .. მერე ექიმი მოვიდა.. მაკოს დამაწყნარებლები დაალევინა და მაკომაც დაიძინა.. დაცვა დაამატეს სახლთან და სახლშიც. ციხეს დაამსგავსეს მთელი შენობა. გვიანობამდე წვიმდა. მე ავდექი, ფანჯარასთან მივედი.. და დაორთქლილ მინაზე, კუთხეში, ისე, რომ არავის არ დაენახა დავწერე ერთი, ამ ქვეყნად ჩემთვის ყველაზე საყვარელი გვარი: “ზამთარაძე!” “მესამედ” ნამტირალევი ჩავჯექი მანქანაში – მომენატრე – გამიღიმა შრამიანმა და სიგარეტს მოუკიდა მე ღრმად ამოვისუნთქე და მანქანის ფანჯარა ავწიე, ვინმეს რომ არ დავენახე.. – მეც მენატრები – ვთქვი საცოდავად.. – ასე აღარ მინდა.. გესმის? – მესმის – ვთქვი უფრო დაბნეულად – კიდევ ერთი წელი უკვე ნამეტანია.. მოდი, დავამთავროთ რა, არ დაიღალე? ჩაალაგე და წავედით – სად? – თვალები გამიფართოვდა მე – სადაც შენ გინდა – მითხრა შრამიანმა – მოგკიდებ ხელს და წაგიყვან. მერე ბევრს მოგეფერები და შენ არასდროს აღარ შეგეშინდება სახლში დაგვიანების. მე ჩუმად ვარ, ხმას არ ვიღებ. „შრამიანს“ არ მოეწონა ჩემი სიჩუმე – რა მოხდა, თიკა? – მკითხა გაკვირვებულმა – რა გჭირს? – არაფერ. – მაინც? – ლონდონში მიშვებენ 2 წლით – ძლივს გასაგონად ვთქვი მე – რაა? – თვალები მოჭუტა შრამიანმა – ხო – სისულელე! – მართლა – არ წახვალ არსად! – გადაჭრით თქვა შრამიანმა – წავალ – ვთქვი პაუზის მერე – რაა? – გამოშტერდა შრამიანი – უნდა წავიდე.. – არსად არ წახვალ! – ნიკუშ.. უნდა ვისწავლო.. აქ, ასე ვერ დავრჩები.. – ხვდები, რას ამბობ? – ხმა გაებზარა ზამთარაძეს – ….. – გეკითხები! ვინ აგირია გონება? ოჯახმა, ხო? – ხომ იცი, რომ მაინც წავალ.. შრამიანმა გაკვირვებით შემომხედა და მშვიდად Mმითხრა: – არ ვიცი.. – იცი.. – ანუ, მშორდები – ღრმად ამოისუნთქა და ჰორიზონტს გააყოლა თვალი შრამიანმა. – დამელოდე და მალე ჩამოვალ – შევეცადე სიტუაცია გამომესწორებინა – ორი წელი ძალიან “მალეა”.. – რა ვქნა, უნდა ვისწავლო.. – ააა, ხოო, უნდა ისწავლო – თავი გადააქნია უკმაყოფილოდ შრამიანმა – ნერვებს ნუ მიშლი, რა! – ვუთხარი მოწყენილმა – აა, მე გიშლი ნერვებს? არ ვიცოდი.. – ნიკუშ! – ვთქვი კიდევ უფრო მოწყენილმა.. ნიკუშა მობრუნდა, ჩემი სახე ორივე ხელში მოიქცია და თვალი გამისწორა – შეგეკითხები, კაი? – მკითხე! – ვთქვი და ტირილი მომინდა – გიყვარვარ? – ხომ იცი, რომ მიყვარხარ – ხმა ამიკანკალდა მე – მაგრამ მამა უფრო გიყვარს, ხო? – ….. – მიპასუხე! – რა შუაშია? – ვკითხე გაღიზიანებულმა – თავშია! ნიკუშას ტონი იმის მომასწავლებელი იყო, რომ მალე აფეთქდებოდა – მამაშენმა უნდა გიკარნახოს ყოველთვის ყველაფერი? – რას ამბობ? – გავბრაზდი მე – რას ვამბობ? შენ რას მეუბნები? – … – უჩემოდ წყვეტ ყველაფერს, მერე მოდიხარ მშვიდი სახით და მეუბნები, რომ 2 წლით მიბრძანდები და მე გინდა, ამ ყველაფერს მშვიდად შევხვდე? – წყობიდან გამოვიდა შრამიანი – ნუ მეჩხუბები – ხმაში ცრემლი შემეპარა მე – არ ხარ საჩხუბარი?! – არ წყნარდებოდა ის – ვარ..… – მერე? – ნუ მიყვირი! – შენ არავინ არ გიყვარს, ვიყო.. – მიყვარხარ.. – არავინ არ გიყვარს.. – მეორე ღერს მოუკიდა შრამიანმა – ….. – არ წახვიდე, გეხვეწები.. დაიკიდე ეგენი.. წამოდი, წავიდეთ რა.. დაგვაშორებენ, იცოდე და იქნება ერთი ამბავი.. კაროჩე, რა.. სანდრომ გამიჩალიჩა, ვიყო, გაიგო და გამიჩალიჩა, რა ვქნა მართლა ხომ არ მოვკლავ.. – ნიკუშ! – დავუყვირე მე – რამდენს ბედავ! მამაჩემია! – ტონს დაუწიე და ისე მელაპარაკე – მშვიდად მითხრა შრამიანმა – არ დავუწევ! სულ გათავხედდი.. და საერთოდ გიკრძალავ ჩემს ოჯახზე ასე ლაპარაკს, გაიგე? – სიკმაცრე გადამეფარა სახეზე – მე ვერავინ, ვერაფერს, ვერასდროს, ვერ ამიკრძალავს და ყოველთვის იმას ვიტყვი, რასაც ვთვლი საჭიროდ რომ ვთქვა, გასაგებია? კიდევ ერთხელ ეგეთი გონორით დამელაპარაკები და ვეღარასოდეს ვეღარ მნახავ საერთოდ, ესეც ხომ კარგად გაიგე? – წადი შენიც! – წყობიდან გამოვედი მეც და მანქანიდან გადმოსვლას შევეცადე, მაგრამ კარები ჩაკეტილი დამხვდა. – მგონი საუბარი ჯერ არ დამიმთავრებია, – მითხრა შრამიანმა მშვიდად.. – მე დავამთავრე! – მოვუჭერი მე და კარის სახელურს ჯაჯგური დავუწყე.. – დაწყნარდი – ხელი მომკიდა ნიკუშამ – არ შემეხო – ტონს ისევ ავუწიე მე – დაწყნარდი-თქო – მანაც აუწია ტონს მე კარის სახელურს ხელი გავუშვი და გავჩუმდი. – საბოლოოდ გეუბნები, დარჩი და გამომყევი ცოლად, გავარტყი ვინ რას იტყვის, მე ყოველთვის მაგრად ვიქნები, როცა ვიცი, რომ გიყვარვარ.. ჩუმად ვიჯექი და ხმას არ ვიღებდი – ეგ რას ნიშნავს? – მკითხა შრამიანმა და მესამე ღერს მოუკიდა – თიკა! – რა გინდა? – რაც გითხარი! – … – გამცემ პასუხს ოდესმე? ამდენი დრო არ მაქვს.. – აა, ამდენი დრო არ გაქვს? მაინც სად გეჩქარება? ვინმე უნდა დააღრჩო, თუ უნდა ცემო.. აა.. გამახსენდა.. იქნებ უნდა მოკლა?არასდროს რომ არ ლაპარაკობ შენს საქმეებზე, იქნებ სამხარაძეც შენი მოკლულია, მის გამო არ ხარ თავდებით გამოპარული? ზამთარაძე სიმწრისგან გაწითლდა და ყელთან ძარღვი გამოებერა… და მე მივხვდი, რომ საშინელებები ვილაპარაკე.. და უცბად ძალიან შემრცხვა, მაგრამ სინანული ვეღარაფერს შეცვლიდა.. სხვა რომ ყოფილიყო, ზუსტად ვიცი მოკლავდა.. მაგრამ, ალბათ, ვერაფრით ვერ მოიფიქრა, რა უნდა ექნა ჩემს შემთხვევაში.. უცბად მხრებზე ხელები ვიგრძენი.. შრამიანმა ისე შემანჯღრია, საკუთარი სახელი დამავიწყდა: – გინდა, რომ გული გამისკდეს და მოვკვდე, ხო? – თვალები აემღვრა მას – გეკითხები, გინდა? მიდი, მოიფიქრე კიდევ რამე საშინელება და თქვი.. შენც დაისვენებ, მეც და მთელი ქალაქიც! – დაწყნარდი – შევეცადე დამემშვიდებინა – ხმა! ხმა აღარ ამოიღო! – დამიღრიალა შრამიანმა – ნიკუშ, კაი, ზედმეტი მომივიდა, მაპატიე, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ.. ასე მოხდა უბრალოდ, რა არის 2 წელი?.. არაფერია.. მალე გაირბენს.. კარიერას მივხედავ .. ჩემებიც კმაყოფილები იქნებიან.. და .. მერე.. ჩამოვალ და ისევ.. ერთად… – იცი რა მაინტერესებს? მე ს როლი რატომ მაქვს ამ ამბავში? – ….. – გეკითხები! – ხომ გითხარი? – რომ ზეგ მიდიხარ? ხომ არ გაკლია? – რა ვქნა, მეც ახლა გავიგე.. – არ მაინტერესებს! ან დარჩები და ჩემთან იქნები….. – ან? – ვიკითხე წარბაწეულმა – ან … შეგიძლია აღარც ჩამოხვიდე საერთოდ – მომიჭრა შრამიანმა – ეგ როგორ გავიგო? – გავბრაზდი მე – პირდაპირ! შენ თუ მიდიხარ და ფეხებზე გკიდია ჩვენი ურთიერთობა, მეც დავიკიდებ! – არ ! – მაგრამ მამას უარს ვერ ეუბნები და მიკიდებ. – არ გიკიდებ, უბრალოდ ასე მოხდა და ვერაფერს ვერ ვცვლი.. – მე მაგას დაკიდებას ვეძახი! – თქვა ნიკუშამ – …. – კარიერაში უნდა გამცვალო, გოგო? – მკითხა მან – …. – ცხოვრებაში ერთხელ მოიქეცი ისე, როგორც შენ გინდა და სანდროს უთხარი, რომ რჩები – მთხოვა შრამიანმა – ვერ ვიზამ – ვთქვი ჩუმად – და მეუბნები, მიყვარხარო – თავი გადააქნია შრამიანმა.. – …. – შენ არავინ არ გიყვარს… და მაგარი მშიშარა ხარ.. ყველაფრის გეშინია.. გითხრეს და შენც უსიტყვოდ ასრულებ.. მარიონეტი ხარ.. გესმის? შენი აზრი არ გაგაჩნია.. არ იტირო, იცოდე! ვერ ვიტან შენს ტირილს! მე არაფერი არ მესმოდა.. და არაფერი არ მინდოდა.. ხმას ვერ ვიღებდი… – მტოვებ, ხო? – შრამიანის ხმამ სიმტკიცე დაკარგა – ხო! – არ დარჩები? მე უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე – სანდროს ვერ ეტყვი უარს, ხო? მე ისევ გავაქნიე თავი – კარგად იყავი! – ისე მითხრა, არც შემოუხედავს ჩემთვის… – ჩაგეხუტები? – არაა საჭირო, წავედი! ნამტირალევი გადმოვედი მანქანიდან.. ნიკუშამ ისეთი კი სისწრაფით დაძრა მანქანა, მეგონა, პირველივე ხეს შეასკდებიოდა…. .. ღამე დასამშვიდობებლად კაკი ბენდელიანი მოვიდა ჩემთან… – როგორ ხარ? – ჩავეხუტე მას კაკიმ რაღაც უცნაურად გამიღიმა და ოთახში შევიდეთო თვალით მანიშნა.. – ხვალ მიფრინავ? – მან კარი მიხურა და გასაღებით გადაკეტა – ხო, რა იყო? – ვუთხარი უხალისოდ – დავისვენებ – კმაყოფილმა მითხრა მან – რა ხდება? – რაღა უნდა მოხდეს? გვექცევა თავზე ქვეყნიერება – არ მაქვს შენი ხუმრობის თავი, რა! – ვთქვი შეწუხებულმა – რატომ? რა გჭირს, ხომ არ იჩხუბეთ? – დავშორდი – თვალები ამემღვრა მე – ძალიანაც კარგი – შიშმა გადაუარა სახეზე ბენდელიანს – რა ხდება? – ვიკითხე გაოცებულმა მე – ძალიან კარგი რომ მიდიხარ და ამ აურზაურში არ იქნები – მეტყვი, თუ არა? – გავბრაზდი მე კაკი დივანზე ჩამოჯდა და სულელივით სიცილი დაიწყო… – მგონი კაიფი დაიწყე, ხო იცი! – ვთქვი მისი ქცევით გაოცებულმა – რატომ წაგიყვანე სალომე ერისთავის დაბადებისდღეზე, რა მინდოდა? – დაიწყო მშვიდად ბენდელიანმა – დამეჯერებინა შენთვის….. ვენები გადავიჭერი სანამ სახლიდან ძალით არ გამოგათრიე.. რას გერჩოდი.. ერისთავებთან რომ არ ავსულიყავით, ხომ ვერც ვერასდროს გაიცნობდი – ამოილუღლუღა მან – რას ბოდავ? – შევწუხდი მე – ვეღარ გიტან ლიკლიკაძე.. დავიღალე შენზე ფიქრით – სერიოზული სახით მითხრა კაკიმ. – რას ფიქრობ მერე, რა გინდა? – აღვშფოთდი მე – წადი.. დროზე წადი.. სანამ მართლა სისხლი არ დაღვრილა.. – რაზე მეუბნები? – გაოგნებულმა ვიკითხე მე კაკი მომიახლოვდა, ჩამეხუტა და ყურში, ისე, რომ ამქვეყნად ჩემს მეტს არავის გაეგო, მითხრა ერთი საკმაოდ გასაგები წინადადება: – გაინტერესებს, გუშინწინ ვინ გააქრო 2 მილიონი საგარეო საქმეთა მინისტრის ბანკიდან? – ზამთარაძემ! ”ისტორია….. 1″ ზამთარაძემ რომ შემამჩნია 16 წლის ვიყავი.. ის 22-ის.. მე საერთოდ არ ვიცოდი მისი არსებობის შესახებ, მან კი ყველაფერი იცოდა ჩემზე.. ერთხელაც ეზოში დამინახა და.. ასე დაიწყო.. არავინ არ იცოდა, ვისთან მეგობრობდა ზამთარაძე. სევასტოპოლზე იშვიათად ჩნდებოდა, სხვადასხვა მანქანით დადიოდა და ჩემზე ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი იცოდა.. მთელი უბანი არწმუნებდა მას, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ერთადერთი გოგოს შეყვარება, არ იყო კარგი იდეა, მაგრამ ნიკუშა არავის აზრს არ ითვალისწინებდა… აი, ასე .. შეუყვარდა და მორჩა… დათუნა ონიანი ჩემი გაწუწვისთვის ზამთარაძის მეგობრებმა ცემეს. საბედისწერო თაიგული, რომელსაც ჩემი არშემდგარი ბანკეტი შეეწირა, ასევე მისი ავტორობით იყო. დიტო ასლანიკაშვილის ქორწილში კი საბოლოოდ გადაწყდა ჩემი მომავალი. – დიტო, ერთი გოგო დავინახე, ჩვენს წინ მაგიდაზე ზის, კრემისფერი კაბა აცვია, ოღონდ ეგრევე არ გახედო, მიხვდება. ძალიან ლამაზია და შემთხვევით თიკა ხომ არაა, ლიკლიკაძე? დიტომ დარბაზს თვალი მოავლო და მე რომ დამინახა, გაეცინა – ხო, სანდრო ლიკლიკაძის გოგოა, გაგაცნო გინდა? – ჰკითხა გამომცდელად მეჯვარეს – მიდი, რა – გაიცინა შრამიანმა – იცი როგორ მომწონს ეგ ბავშვი? ვგიჟდები. “ისტორია … 2″ – გაუმარჯოს! – უცნობმა მანქანა ცხვირწინ გაუჩერა ონიანს ონიანი შემობრუნდა და მძღოლი არ ეცნო: – გამარჯობა? – დათუნა ხარ, ონიანი? – იკითხა შრამიანმა – მერე? – მერე და ნიკუშა ვარ ზამთარაძე – მერე რა, რომ ნიკუშა ხარ ზამთარაძე? – მერე ის, რომ შენზე გავიგე, თიკა ლიკლიკაძეს ახლოს იცნობსო – გაიღიმა შრამიანმა – რაო? – კისერი დაიგრძელა ონიანმა შრამიანმა კიდევ ერთხელ გაიღიმა, სიგარეტს მოუკიდა და მშვიდზე მშვიდი სახით გააბოლა: – ჩამიჯექი ერთი, სალაპარაკო მაქვს – უთხრა ონიანს ისე, რომ არც შეუხედავს მისთვის იმ დღის მერე ონიანი მოსაკლავად გადაეკიდა ზამთარაძეს. – წამებით ამოგხდი სულს – დაემუქრა ნაცემი ონიანი ზამთარაძეს – აბა შენ იცი, გელოდები – უპასუხა მშვიდად „შრამიანმა“. “ისტორია .. 3″ – დიტო, ამას აქ რა უნდა? – შრამიანმა სიძეს კარებთან გაბღენძილი დათუნა ონიანი დაანახა. – აზრზე არ ვარ – მხრები აიჩეჩა დიტომ – ხედავ, რა “ჯიგრულად” შემხვდა ეს ? – სიცილით უთხრა შრამიანმა სიძეს. დიტო ასლანიკაშვილმა მუდარით შეხედა ზამთარაძეს: – ძმობას გაფიცებ, აქ ერთი ამბავი არ ატეხო, რა… ისედაც ყველას თვალში ხვდები და ცოტა ადამიანურად მოიქეცი. – ერთი ცეკვისთვის არაფერი არ ხდება – გაიცინა შრამიანმა – იდიოტი უნდა იყოს, ამისთვის რომ ჩაგიშალოს ქორწილი – ნიკუშ, ძმურად რა! – გული ცუდს უგრძნობდა ასლანიკაშვილს – ონიანი აფრენს რომ თვრება. – ჩემზე გიჟი ვერ იქნება – გაეცინა შრამიანს – შეაშინოს ბებიამისი. – ნიკუშ! – ერთს ვეცეკვები და ეგაა რა, ჩემს თავს გაფიცებ, ნუ იძაბები…. “2 წელი” არც ერთი ზარი.. არც ერთი დათრობა და “გადარევა”.. არც ერთი ” მენატრები “… და ” სად ხარ? “ არც ერთი ” მიყვარხარ” და საერთოდ.. არაფერი.. – ნახულობდი? – ვკითხე სალომე ერისთავს. – არა – წყალი გადამასხა მან – რატომ? – რა ვიცი, ლევანი გერმანიაშია უკვე 1 წელია და ნიკუშაც აღარ მინახავს. – … – მეგონა უშენოდ გადაირეოდა, მაგის ამბავი რომ ვიცი. – მეც ეგრე მეგონა – ვთქვი მოწყენილმა – მაგრამ.. – მაგრამ ძალიან თავმოყვარეა. – მეც ეგრე მოვიქცეოდი! – ვაღიარე მე – რომ გყვარებოდა არ მოიქცეოდი.. – … – ფეხით არ ჩახვიდოდი? აბა რას იზამდი, ძალიან უზნეო ბიჭია რა… დაივიწყე.. მორჩა.. შენი ღირსი არაა, თან, კიდევ კარგი დაშორდით, რა შენი ოჯახის შესაფერისია?@ სალომე ერისთავი უახლოესი მეგობარია ჩემი, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ ისიც ზუსტად ისეთია, როგორც ყველა დიდი ფულის პატრონი – ცოტა ქედმაღალი. რომ მელაპარაკება, მგონია, რომ მაკო მარიგებს ჭკუას და ძალიან ვბრაზდები. .. ნეტა, ახლა სადაა და რაზე ფიქრობს.. რაზე.. “ჩემი დაბადების დღე” ვგიჟდები ჩემს დაბადების დღეზე. მსოფლიოში ყველა დღეს მირჩევნია. მაგრამ იმ წელს საერთოდ არ მინდოდა ამ თარიღის აღნიშვნა. არ მქონდა განწყობა. ჩემს ჩამოსვლასთან დაკავშირებით მამამ და დედამ ძალიან ლამაზი საჩუქარი გამიკეთეს – ჩემი ყველაზე საყვარელი მეგობრები დამიპატიჟეს და დიდი დაბადების დღე გადამიხადეს. უემოციოდ ვიჯექი მისღებ ოთახში და ნაძალადევი ღიმილით ვცდილობდი დამეფერა მოწყენილობა. .უცბად კარი გაიღო და ისე დავიბენი, რომ კინაღამ ჭიქა გამივარდა ხელიდან. დათუნა ონიანი ვერ ვიცანი, ისეთი შეცვლილი იყო. ისეთი დასერიოზულებული. მოვიდა და ისე ჩამეხუტა გული გამითბა. – როგორ ხარ? – გამიღიმა მან – უფრო გალამაზებულხარ. – შენ? ვერ გიცანი – გავიპრანჭე მე – ასე რამ შეგცვალა? – არ ვიცი – გამიღიმა მან – მომენატრე – მეც მომენატრე – ვუთხარი მეგობრულად – ცოლი არ მოგიყვანია? – არა, შენ გელოდები! მე გამეცინა.. – კიდევ მელოდები? – ისევ გავიპრანჭე მე – შენ დაგელოდები სულ – მითხრა ონიანმა და შამპანიურით სავსე ბოკალი მომიჭახუნა – გაგიმარჯოს, ჩემთვის პირველი ხარ და უკანასკნელი. მე პირღია ვუყურებდი ამ სცენას. არ ვიცოდი, რა მეფიქრა. ძალიან თავშეკავებული იყო ისე, რომ ვერ ვცნობდი. ისეთი მშვიდი და უპრობლემო. ცოტას ლაპარაკობდა.. ბევრს იცინოდა.. ყველას ეფერებოდა.. ღამის 2 საათზე თითქმის ყველა დაიშალა. ძალიან დავიღალე. ცოტახნით გოგოებს დავუტოვე სტუმრები და ოთახში ავედი. კარზე კაკუნი შემომესმა, სალი მეგონა და – შემოდი-თქო დავიძახე.. კარი ონიანმა შემომიღო. – ხელი შეგიშალე? – მკითხა მორიდებით – არაა – ცოტა დავიბენი მე – შენი ნახვა მინდოდა მარტოს. უხერხულობის დასაფარად სულელივით გავიღიმე. – იცი, თიკა – მშვიდად დაიწყო დათუნამ – ორი წელი ძალიან დიდი დრო აღმოჩნდა ჩემთვის და.. მივხვდი, რომ მხოლოდ შენ ხარ ის, ვისაც მინდა მომავალი დავუკავშირო. მე ბევრი.. მართლა ძალიან ბევრი შემეშალა და.. მინდა იცოდე, რომ ძალიან ვნანობ ყველაფერს. უბრალოდ, მინდა, რომ შენს ცხოვრებაში პატარა, თუნდაც უმნიშვნელო ადგილი მქონდეს.. ისე, ჩემთვის.. ხომ ხვდები.. აი ეს – მითხრა მან და შეფუთული კოლოფი ამოაძვრინა ჯიბიდან – შენთვის ვიყიდე ასეთი მარტო შენ გექნება. მე გამეღიმა – ძალიან საყვარელი ხარ, დიდი მადლობა. ფრთხილად გავხსენი კოლოფი და ულამაზესი საყურეები რომ დავინახე, გავგიჟდი.. – არ იყო ამდენი საჭირო – ვუსაყვედურე მას – კაი, რა – გაიცინა დათუნამ – მე მიხარია ის, რომ შენ რაღაცით გასიამოვნე.. კაი, წავედი.. დაისვენე… – კარი მიიხურა დათუნამ. “განაჩენი..” ონიანმა მოუხშირა ჩვენთან სიარულს. ყველა კმაყოფილი იყო.. დედა სულ კარგ ხასიათზე დადიოდა და აღარ იცოდა, როგორ მომფერებოდა. მამამ ჩემი სატელეფონო ზარები გადაამოწმა და რომ დარწმუნდა, ზამთარაძე აღარ არსებობდა ჩემს ცხოვრებაში, დამშვიდდა. მე?… რა მჭირდა მე? არ ვიცი.. მართლა, წარმოდგენა არ მაქვს .. ალბათ ბავშვობამ იჭარბა ჩემში.. ან მონატრებამ.. მისმა მონატრებამ ან სხვისმა მონატრებამ.. ქალის ამბავი ხომ იცი.. ზამთარაძე ისე დამშორდა.. აღარც გამოჩენილა… არც ერთი სიტყვა.. თან კარგად ვიცნობდი.. თან მაინც ვბრაზდებოდი.. თან სადღაც, მესმოდა.. ვერ მაპატია.. მართლა ვერ მაპატია.. და წავიდა.. ვერ აიტანდა.. ან იქნებ, უნდა აეტანა ჩემი სიყვარულისთვის? .. ან.. ძალიან სწორი ქნა ის, რომ ჩემი ტუტუცური საქციელი არ გამატანინა ბოლომდე.. დავიღალეო – ხომ სულ მეუბნებოდა.. როდემდე შეიძლება ვმალო ის, რომ შენ გნახულობო.. მაგრამ, მაინც.. ბოლომდე კაცურად რატომ არ მოიქცა? ჩამოსულიყო ლონდონში.. (მოვინდომე ყველაფერი, ხო?:) მერე .. საერთოდ დამანება თავი.. დავიჯერო, არ ვუყვარდი და იმიტომ? არვიცი.. ალბათ არ ვუყვარდი.. მაგრამ, როგორ დავიჯერო.. რაღა გამოდის, არაფერი არ არსებობს? სულ, სულ აღარაფერი? – ვიწექი და ვფიქრობდი .. სალის შემოსვლა ოთახში ვერ ვიგრძენი. სალი მომიახლოვდა, ჩემს ლოგინზე ჩამოჯდა და მომაშტერდა. – რა ხდება, მეტყვი? – მკითხა პატარა პაუზის მერე. – რაზე? – ვერ მივხვდი მე – ვიზე! – შემისწორა მან.. – აა, ხოო.. არაფერი – გავუღიმე მე – ვმეგობრობთ.. – კაი, რა! – გამებუტა სალომე – არ გჯერა? – გავიკვირვე მე – მართლა… ძალიან შეცვლილი და საყვარელია.. – ხომ არ მოგწონს? – მკითხა გამომცდელად – დათუნა? – ხო! – არა! – გამეცინა მე – ზუსტად იცი? – კი, უბრალოდ.. ბავშვობაა ჩემი, მთელი ცხოვრება ვუყვარვარ და ძალიან ვაფასებ. – მთელი ცხოვრებაა სისხლს გიშრობს – კიდევ შემისწორა მან – იმიტომ, რომ ვუყვარვარ – ვუთხარი მე და გამეღიმა.. – მგონი, გააფრინე ლიკლიკაძე! – დიაგნოზი დამისვა მან.. ….. – სანდრო, სალაპარაკო მაქვს – მაკო ხალათით შეფრიალდა მინისტრის ოთახში. – მოდი – მშვიდად მიიღო მინისტრმა – დაიღალე? – შეწუხებულმა ჰკითხა ქმარს – ისე, რა – გაიღიმა მინისტრმა – იცი რას ვფიქრობ.. – ვიცი! – ისევ გაიღიმა მან მაკომ გაოცებით შეხედა სანდროს – პეტრე ონიანი იყო ჩემთან დილით მოსული.. – მართლა, .. მერე? – დათუნაზე მელაპარაკა – მერე? – შენ ვიცი, რომ გინდა – შენ არ გინდა? – გაიკვირვა მაკომ მინისტრი ჩაფიქრდა. – სანდრო.. სანამ გავაფრინე ამდენი ფიქრით, სჯობია გათხოვდეს. 22 წლისაა.. თან, გული მისკდება უკვე, აღარ შემიძლია რა, მართლა! .. ჯერ იყო და.. სულელი უბნელები, მერე ის კრიმინალი და ნაჯიბგირალი, ახლა კიდევ, ყველას აინტერესებს ვინმე თუ არის სერიოზული, მამიდაშენი დღეში 9-ჯერ მირეკავს და სასიძოების ვარიანტებს მთავაზობს. თან თიკა, ხომ იცი, არაა იოლად დასამორჩილებელი. – მე მგავს – სიამაყით წარმოთქვა მინისტრმა – კარგ რამეში დაგმსგავსებოდა – აღშფოთდა მაკო – სანდრო, შენ რას ფიქრობ? – არ ვიცი….. პეტრეს ოჯახს დიდი ხანია ვიცნობ.. დათუნაც კარგი ბიჭია.. ცოტას ურევდა ბავშვობაში, მაგრამ ახლა რაც ვნახე, მან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.. თავისი საქმე აქვს.. დაღვინდა.. დასერიოზულდა.. აღარაა პატარა… – ხო, რა ვიცი – მაკოს დაბნეულობა ეტყობოდა – ამას კიდევ უყვარს “ის”? – იკითხა მინისტრმა.. – მე საიდან უნდა ვიცოდე? – დედა მე ვარ თუ შენ? – ვის ჰგავს მე, თუ შენ? მე მეტყვის რამეს? – გაბრაზდა მაკო – არ ვიცი, რამენაირად მოაწონე ახლა თიკას ეს ბიჭი – თქვა მინისტრმა – შემჭამეთ ლიკლიკაძებმა რა, თუ მამამ, თუ შვილმა – გაეცინა მაკოს. მერე მივიდა და ქმარს ჩაეხუტა – შენც მომეხმარე რა, სანდრო, ერთხელ და სამუდამოდ ჩავაბაროთ ეს ბავშვი პატრონს. . . . დათუნამ ახალი მანქანა ჩამოიყვანა და მაჩუქა. მაკო უბედნიერესი იყო. მე კი ის უფრო გამიხრდა, რომ დამოუკიდებლად დავდიოდი სადაც მინდოდა, როგორც მინდოდა და როცა მინდოდა. არაფერზე არ ვფიქრობდი და უბრალოდ იმ დღით ვცხოვრობდი. …. კაკიმ და ზუკამ რომ გამომიარეს, ვიცოდი, რა საქმეც ჰქონდათ. მშვიდად ჩავიცვი კეტები, სპორტულები და გარეთ გავედი. მანქანაში ჩავჯექი უკან და შეტევისთვის მოვემზადე. – გოგო, მართალია? – მშვიდად მკითხა კაკი ბენდელიანმა და სიგარეტს გაუკიდა. მე გავჩუმდი.ცხოვრებაში პირველად სიტყვებს ვერ ვპოულობდი.. – მართალია – თქო გეკითხები? – ხო! – გააფრინე? – რატომ? – რატომ და ა ეგ შენი ონიანი. – წესიერად! – გავბრაზდი მე – რაა? – გამოშტერდა ზუკა თევზაძე – თიკა, არ ხარ მართალი შენს თავს ვფიცავარ, რა გჭირს, ტო? – ეჭვით მკითხა კაკი ბენდელიანმა. – ….. – რატომ მიყვები, როცა არ გიყვარს? – მიყვარს, კარგი ბიჭია ბენდელიანმა თვალებში შემხედა და ძალიან მკაცრად მითხრა: – არ გინდა, რა, ჩემს თავს გაფიცებ.. ხომ ვიცი, მაკო აგირევდა ჭკუას.. მე ჩუმად ვარ, ხმას არ ვიღებ.. ან რა უნდა ვთქვა.. – ონიანს არაფერი არ აინტერესებს სანდრო ლიკლიკაძის ქონების გარდა. – კაი რა, კაკი, ფული სულ ჰქონდათ ონიანებს, რას მეუბნები? – გეუბნები, ეგრეა – თქო! ერთადერთი, ვისაც შენი ფული ფეხებზე ეკიდა და მაგრა უყვარდი, ზამთარაძე იყო. – ვუყვარდი – წარსულში, მერე წავიდა და აღარც გამოჩენილა – ცრემლები მომადგა თვალებზე მე – ეგრე არ შეიძლება, არ დამელოდა და დამტოვა. მე კიდევ ქალი ვარ.. გვერდში დგომა და მოვლა მინდა.. – 3 წლის ურთიერთობა კარიერაზე არ უნდა გაგეცვალა და არ დაგშორდებოდა – მითხრა კაკიმ – მეზიზღება ზამთარაძე! – თვალები ამემღვრა მე – ისევ გიყვარს! – არ მიყვარს – ხმაში ბზარი შემეპარა – ზამთარაძე გიყვარს და ონიანს როგორ მიყვები, ტო? რა მანქანა გიყიდა ასეთი, რომ მიყვები? – გადაამეტა კაკიმ – როგორ არ გრცხვენია? – ავტირდი მე კაკი ძალიან დაიბნა, ჩემი ტირილი მას კი არა, მაკოსაც კი არ ჰქონდა ნანახი და იმდენად უჩვეულო იყო თვითონ ეს ფაქტი, რომ ძალიან შეწუხდა. – კაი, თიკა, მაპატიე – ჩამეხუტა ის – და ხარ ჩემი, უბრალოდ არ იქცევი ნორმალურად.. ვის მიყვები, ტო? ონიანს როგორ მიყვები? რაც ზამთარაძემ ონიანის გამო სისხლი ღვარა .. რა მოხდა, იმ ლონდონში სხვა ტვინი გადაგინერგეს? – თიკა, – ზუკა ჩაერია საუბარში – ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ, ზამთარაძემ ჩვენ ყველას იმდენი სიკეთე გაგვიკეთა და ისე გვედგა მხარში, აი, მარტო ძმა რომ დაგიდგება.. კაცია ზამთარაძე .. ონიანი გოთვერანია! ზამთარაძე ყველასთვის კაი ტიპია, ადამაინი არ დადის, მასზე ცუდი რომ თქვას. – მე ვარ ეგ ადამიანი! – ვთქვი მშვიდად და აღარ მინდა მაგაზე ლაპარაკი. ქურდია და თაღლითი ეგ თქვენი ზამთარაძე, მეზიზღება! ონიანი ისეთი შეცვლილია, ისეთი ტკბილი, მშვიდი.. კარგად ვარ მასთან.. – კუზიანს მხოლოდ სამარე ასწორებს, კარგი, რა, შენ მაინც როგორ დაიჯერე, მაგას რა გამოცვლიდა? – თქვენ ვინც გინდა, ის მოიყვანეთ ცოლად, მე თავი დამანებეთ.. – ესე იგი, არ გინდა მოსმენა? – თქვა ბენდელიანმა – არა! – სისულელეს აკეთებ თიკა, იცოდე.. დედაშენია, მაგრამ ყველაფერში მართალი არ არის მაკო, ონიანი ბოლოს მოგიღებთ ყველას.. – წავედი რა! – დავიღალე ნოტაციის მოსმენით – ქორწილშიც არ მოხვალთ? ზუკა და კაკი დუმდნენ. მერე ისევ თევზაძემ დაიწყო: – თიკ, დასავით გვყვავხარ იცი, მაგრამ ამ ამბავში ვერ გავიჩითებით რა, არ გეწყინოს.. ვერ დავდგები და ვერ გიყურებ, იმ სირთან როგორ არ ხარ ბედნიერი.. … – ნება თქვენია – ვთქვი პატარა პაუზის შემდეგ. – კარგად იფიქრე, იცოდე. – ვიცი, რასაც ვაკეთებ. – კაროჩე, რა.. ზამთარაძეც სულ მაგაზე არ გეჩხუბებოდა, გაგღუპავს ეგ სიჯიუტე.. – ხოდა დავიღუპები! ყველა დაისვენებს! – ვთქვი ნაწყენმა და მანქანიდან გადმოვედი. კაკიმ თვალი გამომაყოლა ამოიოხრა: – ზუკა, რა სჭირს? – არ ვიცი, შენს ძმობას ვფიცავარ, ვაფშე ვეღარ ვცნობ.. – სანდროს ჭკუა ვატირე რა, ვის დააშორა და ვიზე ათხოვებს. *** მახსოვს, მძღოლს თავი სალომე ერისთავის სახლამდე მივაყვანინე და მერე ზამთარაძეს გადავუჯექი.. ძალიან ლამაზი საღამო იყო.. – გინდა მანქანის ტარება გასწავლო? – მკითხა ღიმილით შრამიანმა – გაგიჟდი? დაგლეწავ – ვიუარე მე – და მერე ყველა გაიგებს, რომ შეყვარებულები ვართ – შენ რომელი ამბავი უფრო გეწყინება? – მკითხა შრამიანმა. – პირველი – ვთქვი დაუფიქრებლად შრამიანმა გაიცინა და თავზე მაკოცა, ასე ვისწავლე მანქანის ტარება და იმ დღის მერე სულ მე ვმართავდი ნიკუშას მანქანას .. – ძალიან რომ მიყვარხარ, იცი? – მე უფრო! – მე! – არა მე.. და შენს გამო დავთმობ ყველაფერს – მეც – გავუღიმე მე – და სულ მეყვარები, რაც არ უნდა მოხდეს, სულ .. გესმის? – მეც, სულ, სულ მეყვარები.. ორივეს გაგვეცინა.. – ონიანი არ გამოჩენილა? – ნიკუშ! – გეკითხები! – წარბი ამიწია შრამიანმა – იმ დღეს იყო მოსული, ბიჭებთან ერთად.. – მერე? – არაფერი, ცოტა ხანი მელაპარაკა. – რაზე? – დაიძაბა „შრამიანი“ – არაფერზე – გავბრაზდი მე – ჩემი ბავშვობის მეგობარია და რა გავაკეთო? – უნდა მოვკლა ეგ , რა – ხმამაღლა იფიქრა ზამთარაძემ – ნიკუშ! თავი დაანებე, ისიც ეყოფა, რომ შენი შეყვარებული ვარ… შრამიანმა გამიღიმა და ჩამეხუტა.. მერე დიდხანს, ძალიან დიდხანს მიყურა თვალებში და უცბად მითხრა: – შენ ჩემი ცოლი გახდები, თან ძალიან მალე, აი, ნახავ. “სექტემბრის ბოლო კვირა დღე..” ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მე და დათუნამ ჯვრისწერის წინა დღით ვიჩხუბეთ. ონიანის დედა ზედმეტად ერეოდა ორგანიზატორულ საქმეებში და ძალიან მიშლიდა ნერვებს. ჩემს სახლში საგიჟეთი იყო, მაკო ათას მეერთე კაბას იზომავდა და წუწუნებდა: – თიკა, ვერაფრით ვერ გადავწყვიტე, “დიორი” ჩავიცვა თუ “ვერსაჩე” და შენ რას მირჩევ? – არ ვიცი, დედა, სანდროს ჰკითხე – ვთქვი უხალისოდ – რა მოხდა, თიკა? – მკითხა გაკვირვებულმა მაკომ – არაფერი, მეძინება – ადრე დაწექი ხვალ გამოუძინებელი სახით ხომ არ იქნები. დათუნა რას შვება? – ეს მაჩუქა – ხელი გავუწოდე მაკოს და შავი ბრილიანტის ბეჭედი ვაჩვენე. მაკო გადაირია.. – ხომ მათხოვებ, დედი? – ასეთი მილიარდი არ გაქვს? – გადავირიე მე – ეგეთი არ მაქვს – გამებუტა მაკო. მე გამეცინა … გვიანობამდე არ დამეძინა. დათუნამ დამირეკა 29 ათასჯერ. ურეაქციოდ ველაპარაკე. კაკისა და ზუკაზე ვფიქრობდი გამუდმებით. მთელი ცხოვრება ერთად ვართ და ახლა… ისინი ჩემს ქორწილში არ მოდიოდნენ. რა კოშმარები მითხრეს, რა უნდოდათ, სულ ავირიე ამ ჯვრისწერის წინ, იქნებ მართლა სისულელეს ვშვები?… არადა.. გადაყოლილია ონიანი ჩემზე, მეტი რა უნდა მონდოდეს? ნათქვამი არ მაქვს, რომ მისრულებს. .. ღამით საშინელი სიზმარი ვნახე, ვითომ დათუნას ნაჩუქარი საქორწინო ბეჭედი დავკარგე. 6 საათზე გამეღვიძა, გამეღვიძა და ვიტირე.. ბევრი ვიტირე ძალიან.. რა მატირებდა, არ ვიცოდი. ან ვიცოდი და არ მინდოდა მეფიქრა .. ან… “გათენდა”… დილის 11 საათია. მე თმადავარცხნილი და დამაკიაჟებული სარკესთან ვდგავარ, მაკო 15 წუთში ერთხელ შემოდის ოთახში და მეფერება. მე ვთხოვ, რომ სანამ კაბას არ ჩავიცმევ, აღარ შემოვიდეს. საოცარი განცდა ყოფილა, რა სასაცილოა, ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ ნაბიჯს ოდესმე გადავგამდი. ერთი, ორი, სამი, არ ვინერვიულებ-მეთქი და.. მაინც მენერვიულება.. კაბას ვიცმევ….. ახლა, ვცდილობ შევიკრა.. ვერ ვიკრავ.. საშინელი შესაკრავი აქვს ღმერთო, არ მეკვრება! გაიჭედა მგონი – ხომ არ დაგეხმარო? – გავიგე ზურგს უკან ძალიან ნაცნობი ხმა მოვტრიალდი.. ნიკუშა ზამთარაძე ძალიან უმეტყველო სახით იდგა ჩემს წინ.. მერე.. .. მერე მსუბუქი თავბრუსხვევა ვიგრძენი.. .. ყველაფერი დატრიალდა.. და იასანმისფერ ბურუსში გაეხვია.. .. მერე .. .. აღარაფერი მახსოვს.. მერე, ვიგრძენი როგორ ამეწვა მარჯვენა ლოყა და უცბად განათდა.. – უკეთ ხარ? – მკითხა მშვიდი სახით ზამთარაძემ და ფრთხილად წამომაყენა – თავბრუ მეხვევა – ვთქვი საცოდავად – ეს რა იყო, რა სცენა გაითამაშე, თუ დღევანდელი ნერვიულობის ბრალია? – მკითხა „შრამიანმა“ ხმას ვერ ვიღებ.. გაშტერებული ვუყურებ.. ზამთარაძე ადგა, კარებთან მივიდა და გადაკეტა, დალაპარაკება მინდა და ხმას ვერ ვიღებ.. გულისცემას საფეთქელთან ვგრძნობ.. ….. სხეულის ყველა ნაწილი დაბუჟებული მაქვს.. იქნებ ესეც მესიზმრება? ღრმად ამოვისუნთქე.. ზამთარაძე ჩემთან ახლოს, ლოგინზე ჩამოჯდა… მიყურებს,თვალს არ მაშორებს… მე ვდგავარ… ნახევრად შიშველი… ვერ ვინძრევი. და გონზე ვერ მოვდივარ. ყველაფერი ერთმანეთში მერევა. მეშინია! პირველად ცხოვრებაში, ვხვდები, რომ ზამთარაძის მეშინია და ახლა მესმის იმ ხალხის, ნიკუშას სახელის ხსენებაზე გული რომ უსკდებოდათ – როგორ ხარ, თიკა? – მკითხა შრამიანმა მშვიდი სახით და სიგარეტს მოუკიდა – …. – თამამად, თამამად, ნუ დაიბენი.. – შენ….. აქ.. რა.. გინდა? – როგორც იქნა ამოვღერღე – მეც მიხარია შენი დანახვა – თავი გამოიშტერა შრამიანმა – რატომ მოხვედი? – კითხვა შევცვალე მე – მაინტერესებდა თეთრი კაბა გიხდებოდა, თუ არა – ღრმა ნაფაზი დაარტყა ზამთარაძემ. – მერე? – არაფერი, გნახე.. – მე სულ არ მინდოდა შენი ნახვა.. – შენი აზრი არ მაინტერესებს – თქვა ზამთარაძემ და იარაღი იქვე, ლოგინზე მიაგდო.. მე სუნთქვა შემეკვრა.. – .. – რა ქენი, მოიწყვე კარიერა? – დამცინავი ფონი შეემატა მის ხმას – დიახ, – ვთქვი ამაყად – ხოო? იმისთვის წახვედი ლონდონში და იმისთვის ისწავლე, რომ მერე ონიანს გაჰყოლოდი? – ვინც ჩემი ღირსია, იმას მივყვები! ზამთარაძემ წარბი ასწია გაოცებისგან და მეორე ღერს მოუკიდა – მერე, რაღა ონიანი, ტო? – მოწყენით თქვა მან – რაღა მაინცდამაინც ეგ? მე ისევ სუნთქვა შემეკვრა და მივხვდი, როგორ მეტკინა მარცხნივ – მფეთქავი ორგანო…. – რა გინდა… არ დამანებებ თავს? – ძლივს ვიკავებ ტირილს – კანკალებ?… რატომ კანკალებ? – ფრთხილად მომიახლოვდა ზამთარაძე მოწყენილი იყო.. გამხდარი, უძინარი და მთვრალი.. მე – დაბნეული, არეული და შეშინებული.. – მეშინია.. – რისი? – ჩემსკენ გამოიწია იგი – შენი.. არ მომეკარო! – რატომ? შეგჭამ?.. – არ მომეკარო! – ვთქვი და მივხვდი, არანაირი აზრი არ ჰქონდა თხოვნას.. – გიყვარს? – გაჩერდა და ტუჩები თვალთან მომიტანა ნიკუშამ მე სახე შევაბრუნე და გავჩუმდი.. – გიყვარს? – სახე შემომატრიალებინა მან – მომკლავ, ხო? – ვკითხე შეშინებულმა – არა – დაუფიქრებლად მითხრა ზამთარაძემ – რომ გიყვარდეს მოვკლავდი, ამჯერად – მომიწევს.. – დაცვას დავუძახებ – სერიოზული სახე მივიღე მე.. ნიკუშას გაეცინა: – მიდი.. – არ მომიახლოვდე, იცოდე – ვთხოვე მას ნიკუშას ბინდი გადაეკრა თვალებზე.. სახე აემღვრა და მშვიდად დაიწყო: – რაც შენ დაგშორდი მე არავინ არ მყოლია.. გესმის?.. რაც შენ წახვედი, ყოველდღე მარტო შენზე ვფიქრობდი, ხვდები? და.. რომ მითხრეს, ონიანიო, იმ დღეს მოვკვდი! რატომ, ტო? .. ასე როგორ შეიძლება, შენ, ჩემი საცოლე.. და უცბად, ონიანის ცოლი? რა შუაშია? შენც გადაგიბირეს და იმათი სისხლი გადაგისხეს? ონიანი, ტო? ეგ არაკაცი? ! რატომ? – წყობიდან გამოვიდა ზამთარაძე – გაჩუმდი! – ტუჩებზე ხელი მივაფარე მე – არ გავჩუმდები! – ტონს აუწია ზამთარაძემ – გთხოვ.. – ნუ მთხოვ! – გეხვეწები – თვალი გავუსწორე მას – მითხარი.. რატომ?! – თავი დამანებე – მითხარი!!! – არ მეშვებოდა ის – … – იცი, თიკა რატომ მიყვარდი? – თვალები დაიწვრილა შრამიანმა – იმიტომ რომ მამაშენი ქვეყანაში მესამე კაცია, მაგრამ შენ ჩემნაირი იყავი, არ გაინტერესებდა ფული, ჯინსები გეცვა და შენი აზრი გქონდა ყოველთვის, ამპარტავანი არასდროს ყოფილხარ, არც ქედმაღალი, სუფთა იყავი, გესმის? მე სხვანაირს არც შევიყვარებდი. ერთად არ დავცინოდით ნატა ზედგენიძეს, ფულის გამო რომ გაყვა ტატო ბაქრაძეს? რატომ არის, რომ ცხოვრებაში უღირსები უყვარდებათ და ღირსეულებს ვერ აფასებენ, ამიხსნი? გონება უბნელდებათ, ტირიან, ყველას და ყველაფერს კარგავენ იმის გამო, ვისაც საბოლოო ჯამში, არც აინტერესებს ამდენი მსხვერპლის გაღება და არც ესმის, თუ რამდენს თმობენ მათთვის. მაგდენი შეგნებაც არ აქვთ, ხომ ხვდები? თუ ვეღარც ხვდები? – მითხრა დანანებით ნიკუშამ – არ ვიცი.. ასე რატომ აგვერია, ვინ შეგიბრუნა გონება? მე… მე მართლა არაფერ შუაში არ ვარ, ღმერთია მოწამე, საკუთარ თავზე მეტად მიყვარდი და შენ? ონიანი, ტო? ონიანზე შენით როგორ იფიქრე, „ვაფშე“? – შენ? შენ რა გააკეთე, როგორ დამშორდი, რისი გულისთვის? – თავი ძლივს შევიკავე, რომ არ მეყვირა – შენი ამბიციის გულისთვის,”დედიკოს” გულისთვის და “მამიკოს” გულისთვის, იმისთვის, რომ ფუფუნებაზე გამცვალე. რა ჯანდაბად გაგიცანი საერთოდ, რა მინდოდა! – მიტკლისფერმა გადაკრა ზამთარაძეს. – ნიკუშ, ძალიან მთვრალი ხარ! შრამიანი ცოტახნით ჩაფიქრდა, თვალებში შემხედა და მშვიდად მკითხა: – რითი გიყიდა, მითხარი! – წადი! – თვალები ცრემლით ამევსო მე – არა! – თავი გააქნია შრამიანმა – ეს გახსოვს? შრამიანმა მაისური ოდნავ აიწია და მარცხენა მხარეს, 7 ნაკერიანი „შრამი“ დამანახა.. მე გულის დიაფრაგმა მეტკინა, კუთხეში კედელთან ჩავიკეცე და ავტირდი. – გთხოვ.. წადი.. გემუდარები! – ვუთხარი ისე, რომ სახე არც ამიწევია – არ წავალ! მაშინაც რომ გაგიშვი, სისულელე გავაკეთე. – ნიკუშ, დამანებე თავი! – ტირილს მოვუმატე მე – არ დაგანებებ! – მითხრა ზამთარაძემ და ჩამეხუტა. – … – არ მოგენატრე? – … – გამორიცხულია.. ასე რამ გამოგცვალა..? – … – შემომხედე, თიკა! შემომხედე! .. გახსოვს, როგორ გიყვარდი? – წადი, ყველაფერ წმინდას გაფიცებ, რაც კი გაქვს, გეხვეწები, რა! – შევეცადე თავიდან მომეშორებინა. – ყველაზე წმინდა შენ ხარ ჩემთვის, მაგრამ არ წავალ, მაპატიე… ეგ ორი წელი მაპატიე. ორჯერ 365 დღე და მაგდენივე ღამე, ის, რომ გაგიშვი და ძალით არ დაგტოვე. – სად იყავი მერე, სად? – ვერ გაპატიე, რომ წახვედი. – ახლა რაღა გინდა? – ვტიროდი მე – რომ არ მენახე, გამისკდებოდა გული! – … – წადი! სიგიჟეა!.. – დაგაქვრივებ იცოდე, 10 წუთის ჯვარდაწერილს ქმარს მოგიკლავ და ხელიც არ ამიკანკალდება, იცი! – აღარ მინდა შენზე ფიქრი, ოდესმე ხომ უნდა დამთავრდეს! – არ დამთავრდება არასდრო იმიტომ, რომ არც ერთს არ გვინდა, ახლა ჯიბრის დრო აღარ არის თიკა – მამაჩემის ბანკი შენ გაიტანე? – ცრემლები მოვიწმინდე ხელით მე – ხო – მშვიდად მიპასუხა ზამთარაძემ – გამომყევი და სანდროს ფულს დავუბრუნებ, მართლა ფული კი არ მინდოდა, სპეციალურად ვანერვიულე ჩვენი დაშორებისთვის – არ ხარ ნორმალური! – თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე მე – არ ვარ – მითხრა სერიოზულად მან და ისევ სიგარეტს მოუკიდა – თიკააა!!! – ქვემოდან მომესმა მაკოს ხმა – დაგეძინა? – ჩამოვალ 10წუთში, მაცადე – დავიძახე მე – ახლა მაკო შემოვა და ატყდება ერთი ამბავი, წადი! – შევახსენე შრამიანს – მოვიდეს, მერე – ნერვი არ შეტოკებია მას – რომ არ გავთხოვილიყავი, არ მნახავდი? – ალბათ, გნახავდი.. – როდის? – ჩვენი გაცნობის დღეს, – 21 ოქტომბერს – ვთქვი დაუფიქრებლად – სისულელე არ გააკეთო რა, გეხვეწები, არ გიყვარს შენ ონიანი – წამომაყენა ზამთარაძემ – მიყვარს! – ვხედავ – გაეღიმა ზამთარაძეს – ისე გიყვარს, რომ ჩემს დანახვაზე გული მიგდის? მე კიდე, ისე მეშინოდა.. – რისი? – ჩემს დანახვას შენი პულსაცია რომ არ აეჩქარებინა.ასე რომ მომხდარიყო, წავიდოდი, მართლა წავიდოდი და თავს დაგანებებდი, მაგრამ მივხვდი, რომ არაფერი არ შეცვლილა, ეს 2 წელი არც ყოფილა და იცი, თიკა, სიყვარული არ ქრება, გიყვარდება და მორჩა. შენშია ეს გრძნობა. და თუ იცი, რომ ისიც იგივეს გრძნობს.. და მე ვიცი, რომ ასეა.. – საიდან იცი? – წავისისინე მე – არ ხარ ბედნიერი! – მომიჭრა მან – ბედნიერი ვარ! – კაი, რაა! – გაეცინა და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია შრამიანმა – თიკააა! – კიბეზე მაკო ამოდიოდა – წადი! – მუდარით შევხედე ზამთარაძეს – სად იწერ ჯვარს? – მშვიდი სახით მკითხა ზამთარაძემ – ჩვენთან, სევასტოპოლზე, პატარა ეკლესიაში, 2 საათზე… ნიკუშამ საათს დახედა: – 1 საათში, კაკი ბენდელიანის სახლის კუთხეში, პარკთან დაგელოდები. მე სახე შემეცვალა.. – რას გულისხმობ? – გავოგნდი მე – რაც გგონია! – … – 1 საათში – შემახსენა ზამთარაძემ – შენ თუ არ მოხვალ, მე მოვალ! – რას აკეთებ ამდენ ხანს? – “დიორის” კაბაში გამოკვანწული შემოფრიალდა მაკო – რა ვიცი – ვთქვი ორაზროვნად .. და კაბის შეკვრა განვაგრძე – რა კვამლია, სიგარეტი მოწიე? – გამოშტერდა დედაჩემი.. – ხო, მოვწიე, ძალიან ვნერვიულობ – ვთქვი მშვიდად და მეხის დაცემას დაველოდე. – კაი, მეტი აღარ მოწიო, გეხვეწები! – დაიბნა მაკო.. მალე მოწესრიგდი.. მე მივდივარ, შენ მძღოლი პირდაპირ ეკლესიაში მოგიყვანს.. არ დააგვიანო, არ შემარყიო, იცოდე! – არა – გავიღიმე მე – 1 საათში ეკლესიში ვიქნები. მაკომ საჰაერო კოცნა გამომიგზავნა და კარი მიიკეტა. “ჯვრისწერა სევასტოპოლზე” 45 წუთი მელოდა დათუნა ონიანი ეკლესიასთან… ლევანიკო ურუშაძემ – ჩვენმა პატარა მეზობელმა, ველოსიპედით ეკლესიასთან ჩამოიქროლა, ხმაურიანად დაამუხრუჭა და დათუნა ონიანს გასძახა: – “სვანი”! ზამთარაძემ შემოგითვალა: ცოლი აგეხა, მაგრამ თუ კარგად მოიქცევი, შეიძლება ქორწილში დაგპატიჟოო.. სექტემბერი იყო.. ბოლო კვირა დღე და არემარეს ცეცხლისფერი ემოსა… თბილისი, 30/09/08 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.