შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

One and Only (3)


25-05-2016, 18:05
ავტორი Anye-Any
ნანახია 1 867

დარწმუებული ვიყავი,რომ ეს ნიკა იყო,არც მეტი და არც ნაკლები,ბიჭი წუხანდელი წვეულებიდან,მაგრამ მე? მე როგორ აღმოვჩნდი მისი მანქანის უკანა სავარძელზე თანაც ასეთ პოზაში?ღმერთო რა სირცხვილია! რას ფიქრობს ნეტავ ამ წუთას ჩემზე? არა თუმცა ახლა ისე მიყურებს უეჭველად მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ვგონივარ.თვალებში მინდოდა ჩამეხედა,თუმცა განათება ისეთი იყო,რომ მის თვალებს კი არა მხოლოდ კონტურს ვარჩევდი,კიდევ ერთხელ ომახიანად ვკითხე,პირველად დასმულ შეკითხვაზე,რომ ვერ მივიღე პასუხი ძალიან გავბრაზდი.
-აქ რატომ ვარ?-ალბათ ფიქრობს ეს უმადური გიჟი ვინარისო,თუმცა მართლა მაინტერესებდა რას ვაკეთებდი აქ და სად იყვნენ ჩემი მეგობრები
-ბევრი დალიე და ძილი მოგინდა მერე-ისევ ეს ირონია და გვერდული ჩაღიმება!
-დანარჩენები სადარიან?-პირი მიშრებოდა,ახლა ალბათ 10 ლიტრ წყალს მაინც დავლევდი,ერთიანად მოვიყუდებდი,თუმცა ამისთვის ახლა წყალი რომ მეთხოვა აზრი არ ჰქონდა ისედაც დავალებული ვიყავი მისგან,თანაც არამგონია წყალი ჰქონოდა მანქანაში
-შიგნით არიან ისევ,ცუდად ხოარხარ?-ოდნავ გადმოიხარა ჩემსკენ
-არა,კარგად ვარ,მადლობა ყურადღებისთვის-გადასვლა დავაპირე თუმცა მისკენ მომქაჩა და ისევ ადგილზე დამაბრუნა
-სად მიდიხარ?-კითხვისნიშნებით სავსე ლურჯი თვალები მომაპყრო
-სამტრედიაში,სად უნდა მივდიოდე? რა თქმა უნდა სახლში-თავი მაღლა ავწიე და მაქსიმალურად ვცდილობდი არ შემემეჩნია რომ ისევ მთვრალი ვიყავი,ნუ ისე ძალიან არა,მაგრამ სწორ ხაზზე სიარული ისევ მიჭირდა და თვალებზე იევ ბაცი ბინდი გადამკროდა.
-ასეთ მდგომარებაში გინდა ლევანთან ახვიდე?-გაეცინა
-მერე რა? თანაც უკვე გამოვფხიზლდი-ისევ ვცადე მანქანიდან გადმოსვლა, თუმცა ამჯერად არ შევუჩერებივარ და ისიც გადმომყვა
-სწორ ხაზზე გავლას შეძლებ?-ხელები გადაიჯვარედინა და მანქანას აეყუდა
-ტაქსს გავაჩერებ და წავალ-დარწმუნებულმა გავეცი პასუხი,თუმცა ეს ფეხსაცმელები ისე მტკენდა მეგონა ეკალბარდებზე დავდიდოდი ფეხშიშველი
-რა გჭირს?-ოდნავ წავბორძიკდი,თუმცა ამჯერად სიმთვრალის კი არა ამ ჯოჯოხეთური ფეხსაცმელების ბრალი იყო.ხელი მომაშველა რომ არ წავქცეულიყავი
-კარგად ვარ,კარგად-ხელები მაღლა ავწიე და გამოვეცალე-ძალიან მწყურია,შემთხვევით ხომ არ გაქვს წყალი?-ტუჩების კვნეტით ვკითხე
-არა,მაგრამ აქვე მაღაზია და შემიძლია მოგიტანო,თუ დამპირდები რომ მანქანაში დამელოდები
-მაგდენხანს ვრ მოვიცდი,ძალიან მწყურია,მეც გამოგყვები-ხელკავი გავუკეთე და მაღაზიისკენ ავიღეთ გეზი. სადღეღამისო ვისოლის სუპერმარკეტში შევედით,გამაგრილებელი სასმელების დახლისკენ დავიძარი,ერთი სული მქონდა წყალი დამელია,როგორც იქნა დავავლე ბაკურიანის პატარა ბოთლს ხელი და სწრაფად მოვიყუდე,ეს იმდენად სასიამოვნო შეგრძნება იყო ნეტარებისგან თვალები დავხუჭე და შედეგ გახელა დიდ ძალისხმევად დამიჯდა.ისევ მეძინებოდა,ბოთლი თითქმის მთლიანად ჩავცალე
-ისე ჯერ მოლარესთან რო მიგვეტანა ბოთლი კარგი იქნებოდა-სიცილით მითხრა ნიკამ და დახლიდან კიდევ 2 ბოთლი წყალი, რედბული აიღო და სალაროსთან მივედით.საფულიდან 50 ლარიანი ამოაძრო და მოლარეს მიაწოდა,მანაც სწრაფად დაუბრუნა ხურდა
-რამე გინდა კიდევ?-მკითხა მან
-არა,არაფერი,მხოლოდ წყალი-სწრაფად გავეცი პასუხი და მაღაზია დავტოვეთ
-დალიე-რედბული მომაწოდა
-არა,არ მიყვარს ენერგეტიკული სასმელი-უარის ნიშნად თავი გავაქნიე და წყალი გამოვართვი
-გამოგიყვანს დამიჯერე,გაგისწორდება-მეორე ქილას თავი მოხსნა და მოიყუდა
უარის ნიშნად ისევ თავი გავაქნიე და წყალი დავლიე.ხელი მომკიდა და მანქანაში ჩავსხედით
-უკეთ ხარ?-შუბლზე ხელი მომადო და გამიღიმა
-კი-მეც გავუღიმე
-ამდენი აღარ დალიო თორე სულ მე ხო არ გეყოლები მანდ?-გაეცინა
-პირველად დავლიე-თავი გავაქნიე და გამეცინა
-17-ის ხარ ხო?
-კი და შენ??
-ოო,მე დიდი ვარ-გაეცინა და ნიკაპი მოისრისა-ბიძია უნდა დამიძახო-თვალი ჩამიკრა და საჭეს მიაშტერდა
-მართლა? და მაინც რამდენის ხარ?-არ მოვეშვი
-26 წლის ვარ-გაეღიმა
-მოიცა გამოვიანგარიშო-თვალები მოვჭუტე სიცილით-ანუ ჩემზე 9 წლის დიდი ხარ?-ისე შევიცხადე ეს ამბავი გეგონებათ რამე სასწაული მოხდაო
-ხო გითხარი-კისერი მოიქექა და ჩემს რეაქციაზე გაეცინა
-ნუ მთლად ბიძად არ მეკუთვნი-ამაზე ორივეს გაგვეცინა-შეგიძლია სახლში წამიყვანო?-ტუჩი მოვიკვნიტე და საცოდავი კნუტის თვალებით გავხედე
-ძაან გეჩქარება?-გაეცინა-როგორც ვიცი ლევანმა მთელი ღამით გამოგიშვა
-არა,არ მეჩქარება,მაგრამ ეს ჩემი ფეხსაცმელები,ისეთი საშინელებაა რომ ყოველ ამოსუნთქვას მიმწარებს-საცოდავად ამოვიოხრე და ფეხსაცმელებზე დავიხედე
-გაიხადე მერე რატო იკლავ თავს? გაიძრე და ვსიო ეგაა რა-გაეცინა
თავი დავიქნიე დ აფეხზე სწრაფად გავიძრე,ისეთი შვება ვიგძენი ნეტარებისგან ხმა გავიკმინდე.
-კაია ხო?-ხმადაბლა გაიცინა პირდამუწულმა
-უუფ,ნეტარებაა-თვალები მივლულე და გამეცინა
-რა უცებ გადის დრო,5 წლის ინა მახსოვს ბავშვებთან ერთად უბანში დარბოდი,ყველა შენ გეფერებოდა,ულამაზესი ბავშვი იყავი,დიდი თვალები გქონდა და ქერა კულულები,ახლა კი უკვე ქალი ხარ,თანაც ძალიან ძალიან დახვეწილი და უფრო მეტად გალამაზებული
-მადლობა ამდენი კომპლიმენტისთვის ნიკა-წინ ჩამოყრილი თმები უკან გადავიყარე და გვერდზე გავიხედე-მე არ მახსოვხარ
-დარწმუნებული ვარ რო არ გახსოვარ-ორივეს გაგვეცინა-აბა მე რა დასამახსოვრებელი ვარ
-ეგ რა შუაშია? ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობდი ხომ?
-კი მანდ ვცხოვრობდი,ეხლა იქ დედაჩემი,ჩემი ძმა და ძმიშვილები ცხოვრობენ
-გოცირიძეები? მოიცა ნინის ქმარი გოცირიძეა,ანუ გამოდის ნინი დონაძე შენი რძალია?
-ჰო ეგრეა-გაეცინა
-და მანანა დეიდა დედაშენი?-პირი დავაღე ანუ შენ ის ნიკა ხარ? მოიცა მოიცა სულ ამერია ახლა ყველაფერი-მართლა დავიბენი,გამოდის რომ მის ოჯახს ვიცნობ,ვიცნობ კი არა მათთან ვმეგობრობ კიდეც!
-ანუ მათ უკვე იცნობ-გაეცინა
-რა თქმა უნდა ვიცნობ,მახსოვს შენი წასვლა როგორ განიცადა მანანა დეიდან,როგორც ამბობდნენ საცოლესთან ერთად წახვედი ხომ?
-ხო რა ეგეთ პონტში?
-და ახლა სადარის ის გოგო?
-არვიცი
-რა?-პირი დავაღე
-ხო,აი ასე არ ვიცი-მხრები აიჩეჩა და გაეცინა
-რა გამოდის დაშორდით?
-კი დავშორდით,მოდი შენზე ვილაპარაკოთ კარგი?-ნიკაპზე მომკიდა ხელი და გამიცინა
-მე,მე ჩვეულებრივად ვცხოვრობ,ალბათ იცი ჩემი მშობლების ცხოვრების სტილი და მე ყველანაირად ვცდილობ მათ ჩრდილში ვიცხოვრო,უნივერსიტეტში დავდივარ და მეტი არაფერი,შენზე რას იტყვი? რატომ ჩამოხვედი?
-მომენატრა აქაურობა,თავიდან გგონია რომ იქ წლები იცხოვრებ და აქეთ აღარ გამოიხედები,მაგრამ დამიჯერე საკუტარ სახლს და გარემოს არაფერი ჯობს.
-ნუ ეგ რა თქმა უნდა,არც მე მაქვს სხვაგან ცხოვრების სურვილი,ნიკა მგონი ძალიან გვიანია,ხვალ უნივერსიტეტში უნდა წავიდე,შეგიძლია სახლი წამიყვანო?
-რა თქმა უნდა-თვალი ჩამიკრა და მანქანა ადგილს სწრაფად მოსწყვიტა
15 წუთსშუ უკვე ჩემს საწოლში ვიწექი,მამას ეძინა,ისე მეძინებოდა დილადე თვალები აღარ გამიხელია.





_________________________
პატარაა,თუმცა მეტის დადება ვეღარ მოვახერხე,მიყვართ და მომენატრეთ ბავშვებო <3



№1 სტუმარი lanu

Kai gogo xar rom mainc dade axali tavi.momewona dzn.rogorc yoveltvis arachveulebrivi xar.veli axal tavs

 


№2 სტუმარი ემი

კარგი გოგო ხარ შენ love

 


№3  offline მოდერი Anye-Any

მადლობა ჩემო კარგებოო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent