შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

sms 11 თავი


26-05-2016, 00:13
ავტორი ლორელაი
ნანახია 6 752

გაჩერებამდე ისე მივდივარ, არ ვჩერდები. უკან მოხედვისაც მეშინია, პირველივე ავტობუსში ავდივარ და კარებს შუბლით ვეყრდნობი. ეს რა იყო ღმერთო? ვინ იყო იქ? რამდენიმე გაჩერება ვუნდები აღელვებული გულის დამშვიდებას, მერე კი ავტობუსიდან ჩამოვდივარ და ფეხით ვაგრძელებ გზას. ხეტიალისგან ფეხები მტკივდება და სკვერში პირდაპირ ბალახზე ვჯდები, ფეხებს ვიკეცავ და ყურსასმენებს ვიკეთებ. მოდი მოვლენებს თანმიმდევრულად მივყვეთ თეკლა, რაღაც გამომეპარა მგონი. ჯობს ყველაფერი ჩამოვწერო და ერთმანეთს დავუკავშირო.
ჩანთიდან რვეულს და საწერ კალამს ვიღებ და giyo-ს ფონზე ვცდილობ ყველაფერს მოვუძებნო ახსნა. ერთ სვეტში ვწერ სიზმრებს, რაც დამსიზმრებია, მათ გაყოლებაზე, სიზმრის საშუალებით გარკვეულ ინფორმაციას, მეორე სვეტში გამოცხადებას, მერე იმ ამბებს რაც ირაკლის ბინაში მოხდა და რაც მთავარია ნარკოტიკებს და იებს. ამასთან ვწერ მიზეზებს - ამბებს, რომლის შემდეგაც ირაკლის გაფრთხილებები მიმიღია, ან მისი ხმა გამიგია. პირველად ირაკლი მაშინ დამელაპარაკა, როგორც ადამიანი, როცა ხიდიდან გადახტომას ვაპირებდი, მეორედ წუხელ, როდესაც აჩი ვნახე. ორივე შემთხვევაში ირაკლი ადამიანის დაუნდობლობაზე მაფრთხილებდა, ნუთუ ირაკლის სიტყვები აჩის ეხება?
თავში ყველაფერი მერევა, არა, ასე არ გამოვა. დაფიქრდი თეკლა. ირაკლის სიზმრებში გოგოსთან ერთად ვხედავ, ასევე გამოცხადებებში, როგორც დღეს, თავად კი მანიშნებდა, რომ მის ბინაში მივსულიყავი და რისთვის? ორი ვარიანტია, ერთი, რომ იმ გოგოზე გამერკვია რამე, და მეორე - გაფრთხილება უსაფრთხოებაზე. მგონია ეს გოგო, ნარკოტიკი და ირაკლის სიკვდილი ერთმანეთთან კავშირშია. მრჩება აჩი, რომელსაც ამ ყველაფრისგან ვერ გამოვყოფ, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთხელ ვნახე, გიორგის მეგობარია და წარმოდგენა არ მაქვს, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამ ამბავთან. აზრების გორგალი სადღაც მეფანტება და წვერის გამოძრობას გორგალიდან ვერაფრით ვახერხებ. როგორ მინდა ახლა, მაგრად დავთვრე და ყველაფერი დავივიწყო.
თავს ამ ყველაფრისგან გამოფიტულად ვგრძნობ, მაგრამ ინტერესის ადრენალინი მოსვენებას არ მაძლევს. თავს უკან ვწევ ხეს ვეყრდნობი და თვალებს ვხუჭავ.
რამდენიმე წუთიან სიჩუმეს და მყუდროებას ტელეფონის ხმა მირღვევს, გიორგია. სიხარულისგან გული მიჩერდება. ღრმად ვსუნთქავ და ხმადაბლა ვპასუხობ.
- თეკლა, როგორ ხარ? - გიორგის ხმა გუშინდელთან შედარებით დამშვიდებული და აუღელვებელია. ჩემი სახელის წარმოთქმის დროს, მის ინტონაციაში დაუფარავ სითბოს ვიჭერ და ბედნიერებისგან უაზროდ ვიღიმი.
- დალევა მინდა. - ვეუბნები დაუფიქრებლად, მაგრამ ოდნავადაც არ განვიცდი უხერხულობას.
- მოხდა რამე? - გიორგის ხმას სიმკაცრე და ეჭვი ეპარება.
- კომპანიონობას გამიწევ? - მის კითხვას მოხერხებულად ვაიგნორებ და შეტევაზე გადავდივარ.
- სად ხარ? მოვდივარ. - შეუვალია გიორგი.
მისამართს ვკარნახობ და ისევ თვალებდახუჭული ვაგრძელებ მუსიკის მოსმენას. თვალწინ მხოლოდ ირაკლის სახე მიტრიალებს და ვხვდები მალე ვიფეთქებ. არ ვიცი რამდენი ხანი გადის, მააგრამ ვგრძნობ რომ მარტო არ ვარ, დაჟინებული მზერისგან სხეულზე ეკალი მაყრის, თვალებს ფრთხილად ვახელ და ჩემსავით ფეხმოკეცილ, მარჯვენა მკლავშეხვეულ გიორგის ვხედავ, თავი გვერდზე გადაუწევია და შავი წარბების ქვეშიდან თვალებით მიღიმის. მოწოლილ ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ და თვალს ვარიდებ.
- ხომ არ გადაიფიქრე?
- იქნებ შენ გადაიფიქრე? - ვეკითხები გაღიზიანებული.
- სად წავიდეთ?
- ხამაურიანი ადგილი არ იყოს, სხვაგან სადაც გინდა იქ. - გიორგი ფეხზე დგება და ხელს მიწვდის. ჩემს ნივთებს ვაგროვებ და ჩანთაში ვაწყობ, მერე მის ხელს, ხელს ვაგებებ და სკვერიდან გამოვდივართ. მანქანასთან მისული ვჩერდები და წარბს ვწევ.
- ნუ დარდობ, ცალი ხელითაც შემიძლია მართვა. - ჩემს მზერას მაშინვე ხვდება და კარს მიღებს.
- იმის მერე რაც მოხდა, ჯობია მე დავჯდე. - ვჯიუტობ.
- კარგად იცი ის, რაც მოხდა ჩემი ბრალი არ იყო. - გიორგი შეუვალია და მისი ნათქვამი უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს. - ერთ მძინარა გოგოს, მაინცდამაინც მოტოზე მოუნდა გამოძინება.
- საძაგელო. - კბილებშუა ვცრი და ადგილს ვიკავებ. ჩემ გასაკვირად გიორგი მართლაც კარგად უმკლავდება საჭეს მხოლოდ მარცხენა ხელითაც და მეც უკვე დამშვიდბული გავცქერი გზას.
- რას წერდი? - მეკითხება გიორგი და ზღვისკენ უხვევს.
- ყველაფერი ჩამოვწერე რაც კი მომხდარა, რა ინფორმაციასაც ვფლობ. - კონკრეტულ ამბებზე არ ვამახვილებ ყურადღებას.
- ყოჩაღ, ქალბატონო თეკლა. - ღიმილით შემომცქერის გიორგი.
- გმადლობ, ბატონო გიორგი.
მანქანას ზღვის პირას პატარა ბართან აჩერებს, გარედან არაფრით გამორჩეული ბარია, მაგრამ საკმაოდ მომხიბვლელი ინტერიერით. კარისკაცი ღიმილით გვიღებს კარს, გიორგი კი მეგობრულად არტყამს მხარზე ხელს, უღიმის და კარებში მატარებს.
- იცნობ? - ვეკითხები, გიორგი ჩუმად არის და უბრალოდ იღიმის. შიგნით შესულს საოცარი კმაყოფილება მიპყრობს, ირგვლივ ყველაფერი საოცრად საინტერესო და მომხიბვლელია.
- თევზის მენიუ და ლუდი, თუ შეიძლება. - მაგიდასთან მოსულ მიმტანს დაუფიქრებლად აძლევს შეკვეთას გიორგი. წარბებს მაღლა ვწევ, მაგრამ ხმას არ ვიღებ. - ერთი ლუდი.
- მეც მინდა დალევა. - უკმაყოფილოდ ვსისინებ.
- ხო, შენ სვამ. - გაკვირვებული თვალებს ახამხამებს.
- მეგონა, შენც გამიწევდი კამპანიას.
- რა თქმა უნდა, მაგრამ მერე ნასვამი ვერ დავჯდები საჭესთან. ბედისწერას ვერ ვეთამაშები. - სახე უსერიოზულდება, მაგრამ თვალები მაინც უღიმის. - მით უფრო მხოლოდ ერთი ხელით.
- ხო, მართალია. - ნაძალადევად ვიღიმი და უხერხულობის დასაფარად გარეთ ვიყურები, საიდანაც ზღვა და მეორე მხარეს ამწვანებული მდელოები მოჩანს.
- თევზი დიდად არ მიყვარს.
- ნახავ როგორ მოგეწონება. - გიორგი ჩემკენ იხრება და ჩემს თითებს, თითებით ეფერება, ვიტრუნები. მონოტონური შეხება საოცრად მთენთავს, კმაყოფილების გრძნობას კი თვალების დახუჭვისკენ მივყავარ. რას აკეთებ, გაახილე თვალი! ჩემი გონება მოსვენებას არ მაძლევს. მიუხედავად ამისა მიჭირს მას დავუჯერო.
- რაღაცას მიმალავ, ხო? - გიორგის ალერსიანი ხმა აქვს, აი ისეთი, რომლის მეშვეობითაც შეუძლია ადამიანი მოთაფლოს და აალაპარაკოს. ვწითლდები, ხელს სასწრაფოდ ვტაცებ და ვიშმუშნები. არა, მე ეგ ხმა ვერ დამიმორჩილებს, საკმაოდ კარგი ინტუიცია და ფარული აზრების წაკითხვის ნიჭი მაქვს.
- რას უნდა გიმალავდე? - ვცდილობ თვალი გავუსწორო, რომ არაფერი იეჭვოს. გიორგიც არ მაშორებს თვალს.
- მგონია, რომ რაღაცას ბოლომდე არ მეუბნები. - შეკრული წარბები მკაცრ იერს აძლევს, მაგრამ მისი შავი თვალების ელვარებას ღიმილი დაჰკრავს, მხოლოდ გიორგისთვის დამახასითებელი, თვალების ღიმილი.
- არაფერს. - მიმტანის მოსვლა წელში მასწორებს, დაფიქრებისთვის და ამ სიტუაციიდან გამოძრომისთვის ცოტა დრო მაქვს. გიორგი საუბარს აღარ აგრძელებს, მეც თამამად მივირთმევ თევზს. გიორგი მართალი აღმოჩნდა, თევზი საოცრად გემრიელია და ლუდთან კომბინაცია, ხომ უფრო აგემრიელებს. ერთ ბოკალს მეორე მოსდევს, მეორეს მესამე. გიორგი თვალს არ მაშორებს, დაჟინებით, მკაცრად მიმზერს, მაგრამ საკმარისიაო არ მეუბნება, სამაგიეროდ მისი თვალები გამოხატავს უკმაყოფილებას. სასმლისგან გათამამებული თვალს თვალში ვუსწორებ, მაგრამ ალკოჰოლური თრობის პროცესშიც საოცრად მნუსხავს. სასმლის, მსუბუქი მუსიკისა და ზღვის ხედით შექმნილ ატმოსფეროს საოცარი მუხტი ეძლევა.
- წასვლა მინდა. - გიორგი არაფერს ამბობს, შეუმჩნევლად იღიმის და მაგიდიდან დგება, ფულს ტოვებს და ადგომაში მეხმარება. სამი ბოკალი, მეტი არა, მაგრამ ესეც საკმარისია იმისთვის, რომ ნანახი სიზმარს დაემსგავსოვს, თვალები დამებინდოს, ფეხებს ვეღარ ვიმორჩილებდე, და არა მარტო ფეხებს, ენასაც. - ირინა მომკლავს, ასე რომ მნახავს.
მანქანაში როგორ ვჯდები და საერთოდ როგორ ვაგრძელებთ გზას ვერ ვხვდებ, თვალებს ვხუჭავ. არც მძინავს, მაგრამ არც ფხიზელი ვარ.
- რა მალე დათვერი, თეკლა. - მხიარულდება გიორგი. - არასდროს დაგილევია?
- როგორ არა, - ვიჭიმები გაგულისებული, ეგღა მაკლია გიორგიმ დამცინოს. - მაგრამ ამდენი არა. - მაინც ვტყდები, მართალია, ამდენი არასდროს დამილევია.
- გადმოდი, - გიორგი მანქანას აჩერებს და ჩემს მხარეს კარს მიღებს. - ირაკლის ბინაში ავიდეთ, გამოფხიზლდი და სახლში მერე მიგიყვან. ნამდვილად არ მინდა ასე ვინმემ გნახოს, მით უფრო ჩემთან ერთად.
- ირაკლის ბინის მეშინია, - ვლუღლუღებ გიორგის მხარს ქვეშ. - იქ ვიღაც არის.
- მთვრალი ხარ, თეკლა. - გიორგი კარს აღებს და მიუხედავად იმისა, რომ იქ შესვლა არ მინდა, წინააღმდეგობას აღარ ვუწევ. მხოლოდ იმას ვგრძნობ, რომ რბილ ზედაპიზე ვეშვები და კედების თასმებიც მეხსნება.
საოცრად თბილი და სასიამოვნო ჰანგები მაღვიძებს, თვალებს ძლივს ვახელ, თავი გაბრუებული მაქვს. თავიდან აზრზე ვერ მოვდივარ სად ვარ, გარემოს უაზროდ ვათვალიერებ და იდაყვებზე ვიწევი, ნაცნობი ოთახის დანახვაზე მაშინვე ვფხიზლდები და საწოლიდან ვდგები, ირაკლის საწოლზე გეძინა, თეკლა. ცივი იატაკის შეგრძნებაზე დაბლა ვიხედები, ფეხსაცმელი არ მაცვია. ოღონდ ეს არა! არა, არა! რა სირცხვილია, ასე როგორ დავთვერი, ღმერთო. ზურგით ისევ საწოლს ვეხეთქები და თვალებს ვხუჭავ. მუსიკის ხმა ნელ-ნელა ძლიერდება, ამჯერად, ნაზი და სუსტი აღარ არის. საწოლიდან ვდგები და ოთახიდან გავდივარ. ირაკლის დასარტყამ ინსტრუმენტებთან გიორგი ზის, ცალი ხელით უკრავს და საერთოდ არ არის მგონი ამ ქვეყნად. თვალები დაუხუჭავს და ექსტაზშია. კარს ვეყრდნობი და სიამოვნებით ვუყურებ, გასაოცარი სანახავია გიორგი ახლა ცალი ხელითაც რომ შეუძლია მაგრად დაუკრას. მუსიკის რიტმზე თავს აქნევს და ოდნავ მოზრდილი თმებიც ხან აქეთ გადმოეყრება, ხან იქით. მხოლოდ გიორგი კი არა, ახლა არც მე ვეკუთვნი ამ სამყაროს, მეც სადღაც სხვაგან დავფრინავ.
გიორგი თანდათან ანელებს, თვალებს ახელს და დრამის ჯოხებს რამდენიმე წამში ერთხელ, ოდნავ არტყამს თეფშებს და მიღიმის.
- ძალიან მაგარია. - ვერ ვფარავ აღფრთოვანებას და მასთან მივდივარ. - აუ, მასწავლე რააა?
- მოდი, - გიორგი უკან იწევა, სკამზე, მის წინ ადგილს მითავისუფლებს, მე ცოტა არ იყოს მერიდება, მაგრამ მაინც ვჯდები. - ახლა მე რამდენჯერმე დავარტყამ, შენ კი დაითვალე, რამდენი დარტყმა იქნება და ხელი რამდენხნიან პაუზას აკეთებს, ხო და კიდევ ტაქტს ფეხებიც ააყოლე. - გიორგი რამდენჯერმე ურტყამს, მელოდია მარტივია, არც დათვლა მიჭირს და არც ფეხების ბაკუნი მავიწყდება. - ახლა კი ჯოხები დაიჭირე. ნუ დაიძაბები, მოეშვი, უნდა იგრძნო, თითქოს ჯოხები შენი ხელებია, თითებია. - ჯოხებს მაჭერინებს და ხელს ჩემს თითებს ხვევს. - ახლა ერთად გავიმეოროთ ის მონაკვეთი. ითვალე, გულში ითვალე, ოღონდ. თორემ, სხვა შემთხვევაში აგერევა ყველაფერი. მარჯვენა ორი დარტყმა, მარცხენა ერთი.
გაკვეთილი საკმაოდ ხანგრძლივი და ცოტა არ იყოს მტკივნეული გამოგვდის, ხელების ტკივილს ჩემი ნაბახუსევი თავის ტკივილიც ემატება და ერთი სული მაქვს როდის გავჩერდებით, მაგრამ მაინც ვუძლებ, გიორგი უკან მიზის, ასე ახლოს ჩემთან, მის სუნთქვას ყურთან ვგრძნობ და თუნდაც ტკივილით მოვკვდე, მაინც არ გავჩერდები.
გაკვეთილი ძალიან გვიგრძელდება, ბოლოს ისევ გიორგი მაჩერებს, აბა მე იმდენად ვარ გაბრუებული ამ გარემოთი, გიორგის სიახლოვით და იმით რომ დაკვრა გამომდის, სულ აღარ მახსენდება გაჩერება.
- მშვენიერია, ხვალ უკეთ გამოგივა. - მიღიმის გიორგი და ადგომაში მეხმარება.
- ვაიმე, რომელი საათია? - მხოლოდ ახლა მახსენდება, რომ დაღამდა და სახლში მელიან. ჩემს ჩანთას ვიღებ და ტელეფონს ვეძებ, უამრავი გამოტოვებული ზარი მხვდება, ორი ბებიასგან და დანარჩენი სალომესგან. ხელის კანკალით ვკრებ სალომეს ნომერს და ზუმერის გასვლას თითების მტვრევით ველოდები. რამ გამომაშტერა ასე, უკვე პირველი საათია, მე კი არც გამხსენებია ირინას გაფრთხილება.
- სად ხარ, თეკლა? - ისმის სალომეს აღელვებული ხმა და ნამდვილად მცხვენია მისი. - იცი, რამდენი ხანია გირეკავ? ასე როგორ შეიძლება? ძლივს დავაწყნარე ირინა, რა აღარ მოვატყუე, ჰგონია, რომ ჩემთან ხარ.
- მადლობა, სალო. ჩამძინებია და ვერ გავიგე დრო როგორ გავიდა.
- რას ლაპარაკობ? თეკლა, ვისთან ხარ? გიორგისთან ხარ არა? რა გაკეთა მაგ არამზადამ, გეფიცები მოვკლავ. - სალომეს კივილი ყურს მატკიებს და ყურმილს ყურიდან ვიშორებ, გიორგი წარბებსქვეშიდან მიცინის, მასაც ესმის სალომეს ხმა.
- არაფერი, სალო. დამშვიდდი, მადლობა ყველაფრისთვის. იცოდე, რომ დღეს შენთან ვიყავი, ირინამ ასე უნდა იცოდეს.
- თეკლა... იცოდე სოსოს დავურეკავ! - იმუქრება სალომე.
- არ არის საჭირო, მოვალ და მოგიყვები. - გიორგი ისევ იღიმის, შეუძლებელია უყურებდე მის თვალებს და შენც არ გაგეღიმოს.
- უნდა წავიდე, სალომე მელოდება. - ვამბობ და უხერხულად ვუღიმი.
- აქ დარჩი, მგონი სალო წინააღმდეგი არ იქნება? - ისევ ეს ეშმაკური გამოხედვა, არ გაება თეკლა! - მგონი ვიმსახურებ რომ დრო დამითმო, ბოლოსდაბოლოს მთელი დღე გივლიდი.
- მაყვედრი? - გულწრფელად ვიოცებ.
- არა, უბრალოდ სამაგიეროს ვითხოვ. - თვალს მიკრავს, მორჩა გაები! ჩანთას ისევ ადგილზე ვაბრუნებ და ფეხიფეხგადადებული ვჯდები დივანზე.
- მხოლოდ იმ პირობით, რომ რამეს მაჭმევ.
- კარგი, მაშინ ქვემოთ ჩავალ, ხომ არ გეშინია მარტო დარჩენის? - მეკითხება გიორგი და თან გასასვლელისკენ მიდის, უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ, მაგრამ მერე დილანდელი მახსენდება და ცოტა შიში მეპარება გულში. თუმცა შიშს როგორ შევიმჩნევ. გიორგი დაკვირვებით მათვალიერებს, მერე თავს აქნევს და გადის. სალომეს მესიჯს ვწერ, რომ არ მელოდოს და მხოლოდ ახლა ვამჩნევ, რომ მარტო ვარ.
ისევ ის, უცნაური შეგრძნება მპყრობს, ისევ მგონია, რომ ვიღაც მიყურებს, მგონია, რომ სახლში კიდევ ვიღაცაა. გამაგრდი თეკლა, ეს ფსიქოლოგიური მომენტია. აქ არავინ არ არის! დივნიდან ვდგები და ოთახში შევდივარ, კარადას ფრთხილად ვუახლოვდები და კარს ვაღებ, ჯობია მაინც შევამოწმო, ვარწმუნებ თავს. ყველაფერი ისევ ისეა, აქ არავინ არ არის. მაგრამ მოიცა! სად გაქრა ის კაბა? ზუსტად მახსოვს, რომ კაბა ისევ საკიდზე დავაბრუნე, მაგრამ ახლა აქ არ არის. შეშფოთებისა და შიშისგან მუხლები მიკანკალებს, მაგრამ ვცდილობ არ შემემჩნეს. კიდევ ერთი თავსატეხი თეკლა.

- გინდა ფილმს ვუყუროთ? - მთავაზობს გიორგი და მეც რა თქმა უნდა თანახმა ვარ. გიორგი ირაკლის კოლექციიდან ფირფიტას იღებს და დივიდიში ათავსებს. მერე ორივე დივანზე ვსხდებით და ჩაისა და ალუბლის ღვეზელის ფონზე, „ვიკერ პარკს“ ვუყურებთ. ვაღიარებ, რომ ახლა ფილმის გარდა ყველაფერზე ვფიქრობ, კაბაზე, ირაკლიზე, ხილვებზე და რაც მთავარია გიორგიზე. მისი სიახლოვე ისეთი სასიამოვნოა, მზად ვარ ახლავე ჩამოვადო თავი მხარზე და მთელი ცხოვრება ასე გავატარო. მოიცა, ეს კი არ გავიფიქრე, მგონი გავაკეთე. ნამდვილად. მე თავი გიორგის მხარზე მიდევს და ვგრძნობ როგორ იღიმის გიორგი, ვგრძნობ მისი სხეულის სითბოს, მისგან წამოსულ ბედნიერების იმპულსებს.
- წამოდი, დაწექი, დაისვენე. - ბურანში ჩამესმის გიორგის ხმა და ვგრძნობ, რომ ფილმი გამორთო.
- არა, გთხოვ. ოღონდ ირაკლის საწოლში არა. - ხელზე ვექაჩები.
- კარგი, პლედს მოვიტან. - მერე მე გიორგის გვერდით ვწევარ, სახე მის ყელში მაქვს ჩამალული და თვალებდახუჭული მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ეს საუკუნოდ გაგრძელდეს.
- გაგრძელდება, თეკლა. - გიორგი თავზე მკოცნის.

- თეკლა, გაიღვიძე. - ყურთან გიორგის ჩურჩული მესმის. მე გვერდს ვიცვლი, მინდა ძილი გავაგრძელო. - კარს ვიღაც აღებს, თეკლა.
- რაა? - დაფეთებული ვხტები საწოლიდან, გიორგი ასწრებს, რომ პირზე ხელი ამაფაროს და დივნიდან მაგდებს. - ოთახში გადი და სანამ არ გეტყვი, არ გამოხვიდე. - გიორგი ოთახში მიშვებს და უკან ბრუნდება. მე საკუთარ გულისცემას ხან ყელში ვგრძნობ, ხან გულში. მეშინია, ირაკლი.
- ვინ ხარ! - გიორგის მკაცრი ხმა და ვიღაცის შეყვირება უარესად მაშინებს. აქ ვეღარ გავჩერდები. ოთახის კარს ვაღებ და მისაღებში გამოვდივარ. შემოსასვლელში დაბალი, გამხდარი, საოცრად ფერმკრთალი, მაგრამ ამავდროულად მიმზიდველი, ხვეულთმიანი გოგონა დგას. ორივე ხელი ჩანთისთვის ჩაუვლია და აღელვების დაფარვას ცდილობს.
- დადუნა ვარ, გიორგი.



№1  offline წევრი ელე♥

ცუუდად ვაარ ემოოციიეებიისგან მერამდენეედ მატიირეებ მეერაამდენეედ :( აი საოოცრებაა ხაარ რაა love აამდენიი რამიის მიუეხედავაად ახალიი თავიი მაინც დადეე,სუპერ გოოგოო ხარ love
--------------------
Positive ♥ ♥

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ელე♥
ცუუდად ვაარ ემოოციიეებიისგან მერამდენეედ მატიირეებ მეერაამდენეედ :( აი საოოცრებაა ხაარ რაა love აამდენიი რამიის მიუეხედავაად ახალიი თავიი მაინც დადეე,სუპერ გოოგოო ხარ love

მე კიდევ შენი კომენტარი მახარებს,თან პირველი კომენტარი დაბრუნების შემდეგ.♥♥

 


№3  offline წევრი shakala

ძალიან კარგიააააა მალე დადე შემდეგიი რაა :(

 


№4  offline წევრი natka90

Rogor velodebodii da dzalian gamixarda rom davinaxee....sheudarebeli xar..dzalian kargi tavi iyoo..axali male dade da ese agar daagvianoooo :-*

 


№5 სტუმარი Shore shore

Vaimeee ra magaria emociebs ver vikaveb tat Umag resia gogo xar

 


№6  offline მოდერი ლილიანა

როგორ გელოდი,გამახარე ❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№7 სტუმარი sofka

აუ მალე დადე შემდეგიიი,,, ნუ გვაწვალებ :)) პ.ს. ყველაფერი წავიკითხე შენი დაწერილი და უმაგრესი ხარ :)

 


№8  offline აქტიური მკითხველი lalita

როგორც იქნა გამოჩნდა ძალიან ველოდი.

 


№9  offline წევრი გვირილაა

ვაუ... ველი შემდეგ თავს იჩქარე არ გვალოდინოოო :))

 


№10 სტუმარი 777

მალე დადე რა ძალიან მაგარია ....

 


№11  offline წევრი ninaia

კიდევ ერთხელ გეტყვი რომ საოცრება ხარ თათა.სუნთქვაშეკრული ვკითხულობ.ემოციებით ვარ სავსე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent