შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამარჯობა პატარავ!-სრულად


26-05-2016, 12:09
ავტორი AnaNo123
ნანახია 4 550

გამარჯობა მე ვარ ანანო 10 კლასელი. მაღალი, ღია ყავისფერი თმებით და შავი თვალებით. ვცხოვრობ თბილისში და ვსწავლობ ერთ პატარა სკოლაში სადაც ყველა ყველას იცნობს და ემეგობრება. მყავს კლასელი-საუკეთესო მეგობარი დიანა,რომელთანაც გართობა ყველაფერს მირჩევნია. ვსწავლობ საკმაოდ კარგად განსაკუთრებით კი მათემატიკას და მაქვს გადაწყვეტილი ჩავაბარო ბიზნესზე.დიანას რაც შეეხება მას სამედიცინოზე ჩაბარება უნდა მაგრამ მე ამის წინააღმდეგი ვარ რადგან, წარმოიდგინეთ, შუა ღამეა, გათიშულს გძინავთ და ამ დროს გირეკავენ ტელეფონზე და გეუბნებიან რომ სასწრაფოდ უნდა მიხვიდე საავადმყოფოში და ჩაატარო ოპერაცია.თანაც ოპერაცია საპასუხისმგებლოა, რადგან იცი რომ იმ ვიღაცის სიცოცხლე შენს ხელშია და თუ ერთ პატარა შეცდომას მაინც დაუშვებ შეიძლება ეს ყველაფერი სავალალოდ დასრულდეს. ასეა თუ ისე დიანას მაინც უნდა ჩაბარება და მე აღარ ვერევი მის საქმეში. ან ჯერ რა გვადარდებს წინ კიდევ ორი წელი გვაქვს დრო.
სკოლაში ყოფნისას ძალიან ნელა გადის დრო. ისეთი არც არაფერი არ ხდება. ეს ყველაფერი ძალიან მოსაბეზრებელია მაგრამ კლასიდან ზოგ-ზოგიერთი მაინც ახერხებს სკოლაში ყოფნის დროის გახალისებას. წლის ბოლოა და უკვე ძალიან დაღლილები ვართ ყველა, ერთი სული გვაქვს როდის დამთავრდება ეს ჯოჯოხეთი და დაიწყება ზაფხულის არდადეგები. ერთი რამ კი ძალიან გვახალისებს-ექსკურსია. ჯერ არ გადაგვიწყვეტია სად მივდივართ მაგრამ მთელ კლასს გვინდა სადმე შორს ორ დღიანზე.
დასვენებებზე მე და დია ყოველთვის ვცდილობთ გავხალისდეთ და ხან რას ვთამაშობთ ხან რას. ერთხელ ჯეირანს ვთამაშობდით სამამდე სურვილებზე და დიას მოვუგე. 1 სურვილი უნდა შეესრულებინა და ჩემი სურვილი იყო, რომ მათემატიკის მასწი დაებატიჟებინა პაემანზე. პ.ს. კაცია :დ ნუ რა თქმა უნდა მან ეს არ შეასრულა და სურვილის არ შესრულების შემთხვევაში მას უნდა გაეკეთწბინა 100 პრესი და 100 ბუქნი რაც მისთვისვე სასიკეთო იყო იმიტომ რომ სულ წუწუნებდა ვითომდა მსუქანი ვარო არადა სინამდვილეში ძალიან გამხდარი იყო.
დიდი წვალებით მან ეს შეასრულა ეს დავალება.
კიდე ჩვევად გვქონდა დასვენებებზე მთელი სკოლის შემოვლა. სულ 3 სართულია და დავეხეტებოდით სართულ-სართულ. მესამე ესე ვთქვათ მაღალკლასელების სართულია და ძირითადად სულ მესამეზე ვართ ხოლმე.
დიამ ერთ მეთორმეტე კლასელს დაადგა თვალი და ესე მეუბნება მესაყვარლაოო :დ და იმის მერე სულ იმ ბიჭს დავზდევთ.
ჩვენი კლასი ინგლისურის გაკვეთილზე ორ განაყოფადაა დაყოფილი. ერთი განაყოფი კლასში რჩება, ხოლო მეორე სხვა კლასში მიდის და გვასწავლიან სხვადასხვა მასწავლებლები. ასეა სხვა კლასებშიც. მე და დიანა დიდად ყველას არ ვიცნობდით სკოლაში მაგრამ ბევრი მეგობარიც გვყავდა.
ჩვენს კლასში ბოდიალისას ფანჯრის რაფაზე და კედლებზე იყო ამოფხეკილი სახელი და გვარი- თორნიკე ჯალაღონია.
მერე ეს გვარი ამოვიჩემეთ და მეგრული კილოთი დავიწყეთ გაჯავრება :დ გავიდა რამდენიმე დღე და ეს გვარი სულ ენის წვერზე მედგა და დასვენებაზე კლასის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში მდგარ დიანას მეგრული კილოთი დავუყვირე "ჯალაღონია" და გავსკდით სიცილით.
არადა არც ვიცნობდით იმ პირობნებას რომლის სახელი და გვარიც იყო თორნიკე ჯალაღონია.
ერთხელ დიანა ამოვიდა ჩემთან სახლში და როცა არ ვიცოდით რა გვეკეთებიდა და ფეისბუქზე უაზროდ დავძრომიალობდით, მოწყენყენილმა დიამ მითხრა:
-გოგო მთელი სკოლის გასაგებად რო ვყვირივართ ამ ჯალაღონიას გავიგოთ მაინც ვინაა :3
-კაიი...დაიცა ჩავწერ საძიებელში-ვთქვი და ოდნავ გავიცინე-თორნიკე ხო??
-აჰამ..
ჩავწერეთ და პირველივე ამოაგდო ჩვენი სკოლის მოსწავლე.
მე და დიას გვყავდა რამდენჯერმე ნანახი ეს ბიჭი მესამე სართულზე და საკმაოდ სიმპატიური იყო. სხვათაშორის რამდენჯერაც ვნახე იმდენჯერ ვიფიქრე რა საყვარელია-მეთქი :დ მარა დიანამ არ იცოდა რომ მე ეს მესაყვარლა :დ
სპორტსმენი იყო.
რათქმაუნდა დავიწყეთ ძრომიალი მის თაიმლაინზე და გავარკვიეთ რომ არის მეთერთმეტე კლასელი.
ისე სხვათაშორის თორნიკე და მისი რამდენიმე კლასელი ხშირად შემოდიოდნენ ჩვენი სპორტის გაკვეთილზე და ყველა ფრენბურთს ვთამაშობდით. მეც მიყვარდა ფრენბურთი და რაღათქმაუნდა ვერთვებოდი ამ თამაშში. რატომ არ ვიცი მარა სულ ვცდილობდი რომ თორნიკეს გუნდში ვყოფილიყავი.ალბათ იმიტომ რომ საყვარელი იყო ჩემთვის :დ
თამაშების დროს ისეთი არაფერი ხდებოდა. წინა ხაზზე ანუ ბადესთან ყოველთვის მე ჯალაღონია და მისი ერთი კლასელი ბიჭი იდგა უკან კი კიდევ ორი კლასელი და შუაში დიანა. ასე ვთამაშობდით ყოველთვის. სულ ერთი და იგივე ბავშვები ვიყავით გუნდებში და საბოლოოდ გადაწყდა ყველას თავისი ადგილი ჰქონოდა ხაზთან.
ფრენბურთის თამაში კარგად გამომდის,თანაც მაღალი ვარ და ამიტომ დამაყენეს ბადესთან.
თორნიკე მეუბნება ხოლმე ბურთი როცა შენთან მოვა ამიგდე და მე დავარტყავო, რასაც ვასრულებდი.
ერთ-ერთი თამაშის დასრულებისას, როცა ბოლო ბურთი იყო გადამწყვეტი, ბურთი ჩემსკენ გადმოაგდეს, მეც ავუგდე თორნიკეს, მან კი დაარტყა და ჩააგდო. ჩვენ გუნდს ძალიან გაეხარდა მე და დიანამ როგორც გოგოებს სჩვევიათ ხტუნაობა დავიწყეთ :დ და მერე როცა დაღლილები იქვე დავენარცხეთ სკამზე.
თორნიკე იდგა ჩვენთან ახლოს და გავხედე ღიმილიანმა, მერე კი მან თვალი ჩამიკრა რასაც ჩემი გაცინება მოჰყვა. შემდეგ კი წყლით სავსე ბოთლისკენ წაიწია დასალევად.
გადიოდა დღეები, ისეთი არაფერი არ მომხდარა. ყველაფერი ჩვეულ რიტმში იყო.
სახლი-სკოლა, სახლი-სკოლა-მასწავლებლები.
24 მაისი იყო. სკოლაში დავბოდიალობდით მე და დიანა მესამე სართულზე რომ ის პიროვნება გვენახა, რომელიც დიას ესაყვარლა :დ
სამწუხაროდ ვერ ვიპოვეთ და ბევრი ბოდიალის მერე შევედით კლასში, ავიღეთ ჩანთები.
შემდეგი გაკვეთილი ქიმია გვქონა და ქიმიის კაბინეტში უნდა შევსულიყავით.
დიანას ვსთხოვე რომ მეორეზე ჩავსულიყავით წყლის დასალევად და ისიც გამომყვა. სიცილით ჩავუყევით კიბეებს. იქვე შევუხვიეთ და წყლის სმას შევუდექი :დ როცა გული ორივე ვიჯერეთ, ჩანთებ-აკიდებულები ისევ ავუყევით კიბეებს რომლებსაც მესამეზე ავყავდით. ასვლისას დავინახე ჯალაღონია იდგა კიბეების თავში, მის გვერდით ძმაკაცი იდგა და იცინოდა. ყურადღება არ მიმიქცევია მისთვის.
როცა ბოლომდე ავედი კიბეებზე და თორნიკესთვის გვერდი უნდა ჩამევლო, ის შემობრუნდა და გასვლას აპირებდა.მე ქიმიის კაბინეტში რომ შევსულიყავი მისთვის გზა უნდა გადამეჭრა, ამიტომ რომ არ შევჯახებოდი ნაბუჯებს ავუჩქარე.
მანაც ალბათ იგივე გაიფიქრა და სწრაფად დგამდა ნაბიჯებს.
ბოლოს ისე აღმოჩნდა, რომ მე მის წინ ვიდექი, ის კი უკან. ირგვლივ ბევრი ბავშვი იყო.
უცბად ვიღაცამ ხელი ჰკრა შემთხვევით ჯალაღონიას და ჩემს უკან მდგომი ბატონი თორნიკე დამეჯახა.
მეც წავბარბაცდი და რომ არ წავქცეულიყავი მან მკლავში ხელი ჩამავლო და დამიჭირა.
-ბოდიში პატარავ... არ მინდოდა შემთხვევით დაგეჯახე...-მითხრა და თან თვალებში მიყურებდა.
-არაუშავს დაივიწყე-ვუთხარი ღიმილით.
კაბინეტამდე ცოტაღა მაკლდა. თან მივდიოდი და თან ვუყურებდი მიმავალ თორნიკეს, რომელიც ასევე თან მიდიოდა და თან მიყურებდა.
რაღაცნაირი გრძნობა იყო, მზერას ვერ ვაცილებდით ერთმანეთს.
და რადგან მე მორცხვი გოგო ვარ განსაკუთრებით კი ბიჭებთან, პირველმა მე ავარიდე მას მზერა და შევტოპე კაბინეტში.
დიანა მთელი ამ დროის მანძილზე ჩემს წინ მიდიოდა და როცა ვუთხარი ესე ესე მოხდა მეთქი ამ წამს, თავში ხელები შემოირტყა და თქვა:
-სად ვიყავი მაგ დროოს?? სად მქონდა ან თვალები ან ყურებიი?-თქვა გაოცებულმა
-აუუ მერავიციი მარა თოკო კი ძაან საყვარელი იყო :დ-ვთქვი და გავიცინე
-ოოო, ახალი რომეო და ჯულიეტა...საინტერესოა-თქვა ვითომ ჩაფიქრებულმა
-ბოდიში პატარავ...-ვთქვი ნაზად და ხელები გულზე მივიდე :დდ
-ვსიო დაიწყო ეხლა. ტვინს შემიჭამ მთელი დღე მე რომ ვიცი შენი ამბები-თქვა დიამ მობეზრებულად
-აუფ-ვთქვი და ხელები მაღლა ავწიე
-კაი კაი ვსიო მოვრჩით-თქვა სიცილით
-კაიი
ამ დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა. სახლში ძალიან დაღლილი მივედი. გამოვიცვალე ტანსაცმელი, ვჭამე, საწოლზე წამოვგორდი და დავიწყე სიმღერების მოსმენა.
საღამოზე დიანამ დამირეკა. უაზროდ ვლაპარაკობდით რაღაცეებზე და მერე გამახსენდა, რომ მეორე დღეს ბოლო ზარი იყო:
-ვაიმეე!! -ვთქვი გაოგნებულმა
-რა იყო გოგო რას ღრიალებ
-რა და ხვალ 25 მაისიაა...
-მერე რა
-რას ქვია მერე რაა- ვთქვი წყნარად
-ვაიმეეე!!!-ახლა მან შემომიტია
-რა იყოო
-ზეგ 26 მაისია მაზეგ კიდე 27 -თქვა მობეზრებულად
-აუუ ვერა ხარ შეენ. ხვალ ბოლო ზარია დებილოო და მოგიწევს გამოემშვიდობო შენს გვრიტს
-აუუუ არ მახსოვდააა.აუფ რა ვქნაა. ანანო დავსწროთ რაა გეხვეწებიი-მითხრა მუდარით
-კაი კაი დავესწროთ და დავაწეროთ რაღაცეები-ვთქვი სიცილით
-კაი წავედი ეხლა მე არ მცალია უნდა ვიფიქრო რა დავაწერო
-ოხ-ავხარხარდი-კაი მიდი ხვალამდე
-პაკაა.
დილით ძლივსღა გავიღვიძე.არ ვაპირებდი სკოლაში წასვლას სანამ არ გამახსენდა რომ დღეს ბოლო ზარია.
ჩავიცვი მუქი დახეული ჯინსები, საროჩკა, თმები კი აფრიკული ნაწნავები მქონდა გაკეთებული და გავიშალე.
იმ დღეს სულ 5 გაკვეთილი ჩაგვიტარდა იმიტომ რომ მერე მასწავლებლები უნდა დასწრებოდნენ ბოლო ზარს და არ ეცლებოდათ.
დაირეკე ზარი და ყველა დერეფანში გავედით, სადაც უნდა ჩატარებულიყო.
დიანამ დაინახა თუ არა თავისი რომეო ეგრევე მისკენ გაიქცა, და ღიმილიანმა უთხრა შეიძლება დაგაწეროო?
ბიჭიც რათქმაუნდა დასთანხმდა და მარკერი გაუწოდა.დიამ მოძებნა თავისუფალი ადგილი და მიაწერა გილოცავ და გულებიც მიახატა.
ცოტა ხანში გაუშვეს ვიდეო რომელიც მეთორმეტეებმა გააკეთეს ბოლო ზარისთვის. ძალიან სახალისო იყო, რადგან ბერვი საერთო მასწავლებელი გვყავდა და ყველა გააჯავრეს ძალიან სასაცილოდ.
მე და დიანა ბოლოში ვიდექით და ვერაფერს ვერ ვხედავდით. ამიტომ უკეთ რომ დაგვენახა წინ წავიწიეთ.
დავინახეთ თოკოც იქვე დაბოდიალობდა სიცილით და ბოლოს ამ ბოდიალში ჩემს უკან აღმოჩნდა.
მე რათქმაუნდა არ შევიმჩნიე და მშვიდად განვაგეძე ყურება, როცა ვიგრძენი, უკნიდან ვიღაცამ ხელი დამადო, მივხვდი რომ ჯალაღონია იქნებოდა და უკან გავიხედე. თითქოს ავნერვიულდი და გულმე სწრაფად დაიწყო ფეთქვა. ალბათ გავწითლდი კიდევაც.
-პრივეტ პატარავ!-თქვა სიცილით
-ოხ... გაგიმარჯოს დიდო-ვთქვი და ტუჩები დავპრუწე :დ
-დიდო?-გაიცინა-მე თორნიკე მქვია
-ანანო-ვუთხარი ღიმილით
-სასიამოვნოა ანუშკი
-ჩემთვისაც
-ხვალ გაქვს ხომ სპორტი?
-კი რა იყო?
-არაფერი ისე...შემოვალ და ვითამაშოთ ისევ ფრენბურთი
-კაიი დიდი სიამოვნებიით-ვუთხარი სიცილით
-კაი მაშინ ხვალამდე პატარავ -მითხრა და თვალი ჩამიკრა
-კარგად
ბოლო ზარიც დამავრდა. ძალიან სახალისო იყო მაგრამ ბოლოს დიანა ატირდა გამიფრინდა გვრიტიოო ეხლა რაღა ვქნაო.
მე კი მის ასეთ ქცევაზე მეცონებოდა :დ
როგორც თოკომ თქვა, მეორე დღეს სპორტი მეხუთე მქონდა და შემოვიდა ფრენბურთის სათამაშოდ.ყველამ თავისი პოზიცია დაიკავა და დაიწყო თამაში.შუა თამაშში მოწინააღმდებე აწოდებდა ბურთს და ისე ძლიერად დაარტყა ჩემი მიმართულებით, რომ ტავში მომხვდა და იქვე წავიქეცი.გავიგე დიანას სიცილი, მაგრამ სულ რამოდენიმე წამში ჯალაღონია, დიანა და ის ბიჭი ვინც გამარტყა ბურთი ჩემთან დადგნენ.
დიამ მკითხა კარგად ხარო? მე კი ვუპასუხე ალბათ მეთქი :დ
მერე რაღაცა გადაილაპარაკეს თორნიკემ და დიანამ, რა ვერ გავიგე, მაგრამ მერე თოკომ ხელებში ამიყვანა 5 წლის მძინარე ბავშვისავით და სკოლის ექიმთან მიმიყვანა.იქვე მიმაწვინა და გვერდით მომიჯდა.
ექიმს აუხსნა როგორც მოხდა ყველაფერი, მერე კი ექიმმა ბინტში გაახვია ყინულები და მისცა თორნიკეს მიადე თავზე და გეჭიროს 10 წუთი მაინც, მე კი უნდა გავიდე და 15 წუთში აქ ვიქნებიო.
ჯალაღონიასაც მეტი რა უნდოდა და მტკივან თავზე დამადო ყინულები.
-ძალიან გტკივა?-მკითხა მზრუნველი ტონით
-აღარ
-კარგი ცოტა ხანიც იწექი და სახლში წაგიყვან
-არ მინდა მადლობა მეთვითონ წავალ აქვე ვცხოვრობ
-კაი ეხლა არ დაიწყო რა. მე გაგაცილებ და მორჩა
-კაი არ მაქვს ეხლა კამათის თავი-ვუთხარი მშვიდად
-კაი-გაიცინა.
-მომეცი ყინულები და მეთვითონ მივიდებ
-კაი აჰა დაიჭირე, ფრთხილად ოღონდ
-კარგი
ამ დროს ექიმიც მოვიდა. თორნიკემ უთხრა ჩვენ წავალთ საშვი დაგვიწერე სახლამდე მივაცილებო.
ექიმმაც დაუწერა და გავუდექით გზას.
გზაში ორივე ჩუმად ვიყავით, მაგრამ მერე სიჩუმე თორნიკემ დაარღვია
-ისე...ძალიან ლამაზი ხარ-თქვა ცოტა ყოყმანით
-მადლობა-ვუთხარი ღიმილით-ერთი კითხვა მაქვს შენთან..
-აბა გისმენ
-რატომ ზრუნავ ჩემზე?-ვუთხარი ღიმილით
-შეიძლება იმიტომ, რომ ძალიან კეთილი ვარ, ან იმიტომ, რომ მომწონხარ
-და მაინც... რატომ?ალბათ ძალიან კეთილი რომ ხარ იმიტომ, თორე შენ მე არ მიცნობ
თორნიკეს აღარაფერი უთქვამს. სახლამდე მიმაცილა და დამემშვიდობა.
სახლში რომ მივედი დედას ვუთხარი ბურთი მომხვდა მეთქი. ის არ მითქვამს რომ ბიჭმა გამოგაცილა, თორე გამოკითხვას მომიწყობდა.
იმ ღამეს არ მძინებია. მთელი ღამე თორნიკე ჯალაღონიაზე ვფიქრობდი.
მეორე დღეს თორნიკე როცა ვნახე მომიკითხა როგორ ხარო, თავმა ხომ გაგიარა და ეგეთები. მეც რათქმაუნდა ვუთხარი კარგად ვარ მეთქი.
ეს დღეები არაფერი არ მომხდარა. როცა ვნახულობდი გამარჯობათი და როგორ ხარ-ით შემოვიფარგკებიდით.სპორტზეც ჩამოდიოდა სათამაშოდ.
დიანას ვუთხარი რომ მიმაცილა სახლამდე და ბოლო ხმაზე წამოიყვირა ვსიო შეყვარებულები ხართო :დ
მერე თორნიკემ მეგობრობის მოთხოვნა გამომიგზავნა ფეისბუქზე და დავიმატე.
პირველად მომწერა როგორ ხარ რას შვებიო...მერე საუბარი გაგვიგრძელდა.
ასე გრძელდებოდა სკოლის დამთავრებამდე. მე და თორნიკე ახლო მეგობრები გავხდით თუ შეიძლება რომ ასე ითქვას.
სკოლის ბოლო დღე იყო... არც დიანა იყო სკოლაში და არც თორნიკე.
საეჭვოდ მომეჩვენა ეს ყველაფერი მარა მერე ყურადღება არც მიმიქცვია.
ალბათ დამთხვევაა მეთქი.
ძალიან ნელა იწელებოდა გაკვეთილები, მიუხედავად იმისა რომ არც ტარდებოდა, რადგან ბოლო დღე იყო და ყველა რასაც გვინდოდა იმას ვაკეთებდით. ბოლო გაკვეთილი როცა დამთავრდა უცებ ჩემი ტელეფონი აბზუილდა.
რომ დავხედე თოკო მირეკავდა.
-გისმენ-ვუთხარი მოწყენილად
-როგორ ხარ პატარავ?-ეს მიმართვა ისევ შენარჩუნებული ჰქონდა
-რავი მოვიწყინე
-სად ხარ?
-ეხლა გამოვდივარ სკოლიდან
-კაი ეხლა მისმინე, გამოდი ცოტა მალე გარეთ დაგხვდები და ერთად წავიდეთ,
-რატომ არ იყავი დღეს
-საქმეები მქონდა პატარა.გამოხვალ?
-კი კი გამოვდივარ ეხლავეე
-კაი მიდი
გაიმიკვირდა მისი ასეთი ქცევა. ჩანთა უცებ ავიკიდე და სირბილით გავვარდი გარეთ. როცა გავედი დავინახე უსიმპატიურესი თორნიკე წითელი ვარდებით და შოკოლადით ხელში, მომღიმარი.
მივუახლოვდი მას და სიცილით ვკითხე:
-რა დღეში ხარ :დ რა ხდება
-ეს შენ-მითხრა ყურებამდე ღიმილით
-რა ხდებაა-გავოცდი
-მოკლედ, წამოდი თან ვისეირნოთ და თან მოგიყვები რა...
-კაი
თავიდან ორივე ჩუმად ვიყავით. მერე ვთქვი
-ჰა ეხლა იტყვი?
-აუ ანანო როგორ გითხრა არც ვიცი რა...
-დაიწყე ეხლა რაა
-გახსოვს შენ რომ მკითხე მაშინ რატომ ზრუნავ ჩემზეო... ორი ვარიანტი იყო: ან კეთილი ვარ ან მომწონხარ-თქვა და გაეცინა
-კი მაგას რა დამავიწყებს-ავკისკისდი მეც
-ხოდა მომწონხარ რა უკვე ძალიან დიდი ხანია
მერე ხმას არ ვიღებდი...არ ვიცოდი რა მეთქვა. ერთ ადგაილას გავჩერდი. სიტყვებს ქმედება ვარჩიე და ძალიან მაგრად ჩავეხუტე.
-არა არა! არ მომწონხარ... მე შენ ძალიან მაგრად მიყვარხარ ანანო! ყველაზე მეტად!!!-თქვა მხიარულად
-მეც-ვთქვი ძლივს გასაგონად, მაგრამ მან ეს მაინც გაიგო და ძალიან გაეხარდა.
-ანუ ეხლა მარტო ჩემი პატარა ხარ?
-კი! მარტო შენი-ვთქვი სიცილით
-მიყვარხარ!
-მეც- ვუთხარი და გავუღიმე
დიანამ თურმე ეს ყველაფერი იცოდა და ვარდები და შოკოლადებიც მან აარჩია და ამიტომ არ ყოფილა სკოლაში-მაღაზიაში დაეხეტებოდა გოგო :3
დადგა ზაფხულიც. მე და თორნიკე უბედნიერესი წყვილი ვიყავით. ყოველ დღე ერთად ვიყავით. მერე მშობლებსაც გავაცანი და ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.
თოკომ სკოლა დაამთავრა, ატესტატი აიღო.ჩააბარა მანაც ბიზნესზე, მუშაობა დაიწყო.
მერე დამპატიჟა რესტორანში, სადაც ხელი მთხოვა.
მერე მოვიდა ქორწილი. ერთად გადავედით საცხოვრებლად როცა უკვე მეც და ისიც მოვრჩით უნივერსიტეტს.1 წელიწადში კი ჩვენს ცხოვრებაში გაჩნდა პატარა სანდრო, რომელმაც მთელი ცხოვრება გაგვიხალისა.



№1  offline წევრი ალექსისი

კარგია ასე გააგრძელე ❤❤

 


№2  offline წევრი AnaNo123

ალექსისი
კარგია ასე გააგრძელე ❤❤

მადლობა დიდიი <3

 


№3  offline წევრი მოლურჯო

ბანალური სიყვარულის ისტორიაა მეტი არაფერი
ერთფეროვნებაა რაც არ მიყვარს
იმედია უკეთესი გამოგივა შემდეგი
წარმატებები
--------------------
მარიამი

 


№4  offline წევრი მოიისფრო

შეიძლება ვიკითხო რა საჭიროა აქ "სმაილის" ინიციალები? ისტორიას წერ თუ დაქალს ემესიჯები?
P.S. სხვა დარჩენს უბრალოდ არ ავღნიშნავ!

 


№5  offline წევრი tatalia

emocia
grdznobebi ai ai saertod araferi chanda.
chemi rchevaa am skolis sikvarulze nugar dawer kelshi amovida ukve ... mokmedebac ertferovnuli iko ganuvitarebeli
Me ar momewona

 


№6  offline წევრი laurita

Sasiamovno wasakitxi ikotqo ver vitkvi....gechkareboda damtavreba aranairi emocia da grdznobebi ar iko ak. Ak rom ufro dageintrrigebina ragaceebi jobda. Es yvelaferi ararealuricaa ragac mxriv ragac mxriv realuric... tkvi universiteti daamtavreso ananom da tokomo da universitetobis periodic cota mainc rom chagerto jobda...da zogadad skolis sasikvarulo istoriebi tan meate klaselis dzalian cudia radgan ak merve mecxre klaselebic shemodian da kitxuloben da rom naxaven amas analogiurs gaimereben da ar aewkoba ise rogorc ak....ase rom shegidzlia da cota daxvewe :d :** ❤❤❤❤

 


№7 სტუმარი nino

Gecxovrot mud am siyvarulit da urtirtgage it

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent