შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნება სიზმარში..


26-05-2016, 12:23
ავტორი Hickie
ნანახია 1 696

მეძინა. ზოგადად თუ მესიზმრება რამე, ან ბანალური ან ძალიან ფენტეზია.
ეს სიზმარი კი სასწაული იყო.
ზუსტად არვიცი სად ვიყავი, დიდი ვაგონივით იყო, სადაც მე, ჩემი მეგობარი, ჩემი 'ოცნება' და კიდევ მისი ძმაკაცები იყვნენ. მიმართულება საით იყო არც ეგ მახსოვს. სანამ ეს 'ვაგონი' მთლიანად აივსებოდა კარებში ვიდექი და ვუყურებდი. რათქმაუნდა მარტივი მისახვედრია ვისაც. იცინოდა, მისი ღიმილი ხომ სასწაული აქვს.
დროის გასვლის მერე მომიახლოვდა.
- გამატარებ? - მითხრა უარაფროდ. უსულოდ გამოვეცალე. სულ უკან კარის მოპირდაპირედ დაიკავა ადგილი. გვერძე ცოცხალი თავით არავინ მიისვა. დანარჩენები წინ გადანაწილდნენ. მე დაქალთან ერთად შუაში ვიჯექი. პირდაპირ ვუყურებდი, ჯერ როგორ თამაშობდა ტელეფონზე. შემდეგ როგორ მიადო თავი მინას და გამოსახულებებს აკვირდებოდა. ნელნელა თვალები მინაბა. კარგად მოეწყო და დაიძინა.
მძინარე არაჩვეულებრივი იყო.
ქვეცნობიერი არ მასვენებდა, თითქოს გონზე მომიყვანა რომ ეს სიზმარი იყო.
მეც დავიჯერე. მოვტვინე, მე ხომ ჩემი ოცნება სიზმარში მიხდებოდა.
გაღვიძებას ვაპირებდი, მაგრამ თავს ძალა დავატანე
"აქ მაინც ვიყო ბედნიერი"
ვთქვი და მძინარე 'მზეთუნახავის' ყურება გავაგრძელე..
დრო საშინლად იწელებოდა, კარებთან დაკიდული საათის ისრები ზედმეტად ჩქარა მოძრაობდნენ. მისი ძმაკაცები იცინოდნენ. მხიარულობდნენ, სვავდნენ. მას ეძინა. გამოთიშული იყო სამყაროსგან.
"იქნებ ახლა სიზმარს ხედავს"
"იქნებ ახლა ვესიზმრები"
ვფიქრობდი საკუთარ სიზმარშივე და მეცინებოდა, იმაზე რომ ეს სიზმარი იყო.
ჩანთაში გავიქექე და თხილი ვიპოვე.
გემრიელად შევუდექი ჭამას, რათქმაუნდა დაქალსაც გავუნაწილე და ყველა მის ძმაკაცს, ზრდილობის გამო..
ზოგმა გამომართვა, ზოგმაც მტკიცე უარი განაცხადა.
მინდოდა მასთან მივსულიავი და შემეთავაზებინა. მაგრამ მეშინოდა. პატარა მუჭაში თხილს ვათამაშებდი და ღრმად ვსუნთქავდი.
"მიდი გარისკე, ეს სიზმარია, არაფერი დაშავდება" შემომძახა რაღაცამ. თავი ავწიე და დავინახე, უცვლელ პოზიციაში თვალებ მოჭუტული როგორ მიყურებდა.
ვაიდა მე გავაღვიძე? - ვიფიქრე და გარშემო მიმოვიხედე. ყველა წასულიყო. ჩემი მეგობარიც კი არ ჩანდა არსად. ცოტა შევშინდი.
თვალი თვალში გავუყარე თუ არა წამოდგა. ჩამეცინა, რადგან ჩემი საყვარელი ნაცრისფერი ზედა ეცვა.
სერიოზული სახით მოიწევდა, და მაშინ როცა უკვე ერთი ნაბიჯის სიახლოვეზე მედგა თავი ჩავხარე
- არვიცი შემოგთავაზო თუ არა - ჩავილაპარაე და ჩაშავებულ თვალებში შევხედე. ახლა ტუჩის კუთხეებში ღიმილი დასთამაშებდა.
- რაც გინდა ის გააკეთე, მე აქ ვარ. - მითხრა თავისი ხმით და ბოლო სიტყვები თითქოს დამარცვლით წარმოთქვა
მოულოდნელად თხილი ხელიდან გავყარე
"სიზმარია, მიდი გაამთელე დამსხვრეული ოცნება" ისევ ჩამძახა ხმამ.
დაუყოვნებლივ მივიწიე მისკენ და ხელები მოვხვიე. თავი მკერდზე მივაბჯინე. თითქოს გავფერადდი, თითქოს წამის მეასედებში სიცოცხლით ავივსე. მას სხეული უმალვე გაეყინა..მერე ისევ გაუთბა, ხელები შემომხვია და ცრემლები წამომივიდა. არ მინდოდა გაწევა, არ მინდოდა ხელი გამეშვა. არც ვუშვებდი, მინდოდა სამუდამოდ ჩემი ყოფილიყო. მარტო ჩემი.
- რა სწრაფად გიცემს გული - მითხრა ჩურჩულით და უფრო მჭიდროდ მიმიკრა გახურებულ სხეულზე.
ხმას ვერ ვიღებდი. ვტკბებოდი იმით, რაც ვიცოდი რომ აღარასდროს მოხდებოდა, აღარასდროს განმეორდებოდა.
ეს იყო პირველი და უკანასკნელი. ეს იყო ჩემი გამთელებული ოცნება. მისი სითბოს შეგრძნება, მისი გულში ჩაკვრა.
მერე რა რომ ვიცოდი ეს სიზმარი იყო.
ჩემიმ ნება რომ ყოფილიყო არასდროს გავიღვიძებდი და ასე დავლევდი ჩემს ცხოვრებას, მასთან ერთად. სისხლ-შეხორცებული. სამუდამოდ!



№1  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent