შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალობა (თავი 1)


26-05-2016, 14:46
ავტორი nicol
ნანახია 16 005

-გამორიცხულია ვახო, გა-მო-რი-ცხუ-ლი! აღარც კი მივუბრუნდეთ მაგ თემას.
-მივუბრუნდეთ კი არა, არც კი დაგვიმთავრებია. გეუბნები, იდეალური გამოსავალია.
-რა არის იდეალური? ორმოცდაათ ქალში ჩავჯდე შაჰივით და მთელი პროექტის მანძილზე ვიფიქრო რომელი მომწონს? გამოსავალი კი არა, ჭაობში უფრო მეტად ჩაფლობაა ეგ.
-პროდიუსერი მე ვარ თუ შენ?
-პროდიუსერი კი არა, ის ვახუჩი არ ხარ შენ ჩემთან ერთად რომ დარბოდი ტრუსიკით ბლის და ალუჩის მოსაპარად?
-არა, ბრძენი კაცი იყო ბაბუაშენი სპირიდონი, რომ ამბობდა: „თქვენ თუ ერთად იქნებით სიცოცხლის ბოლომდე, სხვადასხვა პროფესია მაინც აირჩიეთ, თვარა ღლიცინის მეტს არაფერს აკეთებთ ერთად და არცერთს არაფერი გამოგივათო.“
-კი იყო ბრძენი კაცი, მეც მახსოვს, მაგრამ ისევ ღლიცინი ჯობია და მოდი შეეშვი მაგ პროექტს.
-მიშო, დამიჯერე რა. გეუბნები ერთადერთი გამოსავალია. ხომ ხედავ ხალხი ვერაფრით გპატიობს იმ როლს და თან ძველი იმიჯის დაბრუნება ჰაერივით გჭირდება. თავიდანვე გეუბნებოდი, არ დათანხმდე მაგ როლს, დაანებე თავი-თქო, მაგრამ გაიგიჟე თავი, ჰოლივუდიო და აჰა...
-იცი რას ვერ ვხვდები? რას ითხოვს ხალხი? კარგი, ვითამაშე არატრადიციული ორიენტაციის მქონე მამაკაცის როლი, მაგრამ ეს ხომ ჰოლივუდი იყო? ამაზე არავის არაფერი დაუწერია, მარტო ის დაინახეს, როგორი ნაზი მანერები მქონია. დავჯერო ჩემში მარტო მაგარ ბიჭს ხედავენ? მეტი გასაქანი არ მაქვს? მარტო შეყვარებული და „ზეძლიერი“ პერსონაჟი უნდა ვითამაშო? ჰოლივუდში მზად ვიყავი ბუჩქის როლიც კი მეთამაშა.
-ჰოოო, ბუჩქის როლი საინტერესო იქნებოდა. მაგ შემთხვევაში მხოლოდ ფეხაწეული ძაღლი შეიძლება გამოგკიდებოდა. აქ კიდევ კაცი მოგსდევდა, თანაც საკმაოდ საეჭვო მიზნით.
დიდი ხანი იკავებდა მიშო სიცილს, მაგრამ ვერ შეძლო და ბოლოს მთელი ძალით ამოხეთქა.
-შენთან სერიოზულად ლაპარაკი შეუძლებელია. ეეჰ, წამო რამე დავლიოთ, დღეს გონების დაკარგვამდე უნდა გავილეშო.
-გაილეშო კი არა, ხვალ შოუს პროდიუსერებთან გაქვს შეხვედრა და ადამიანის იერი უნდა გქონდეს და არა გაურკვეველი ტროლის.
-აი, გიყურებ და ვერააფრით ვიხსენებ, - თვალებში ჩააშტერდა მიშო მეგობარს. - როდის გამომეპარა, სად დავუშვი შეცდომა, როდიდან გახდი ასეთი მუდო?
-ამ მუდოს წყალობითაა დღეს ასეთი წარმატებული მსახიობი რომ ხარ.
-შენი დამსახურებაა ვითომ ეგ? - თვალები მოჭუტა და ისე გადახედა მეგობარს მიშომ. - დავიჯერო ჩემი ნიჭი არაფერ შუაშია?
-მოკლედ, მოვრჩეთ მართლა. ხვალ საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს და შენებური ცანცარი არ დაიწყო.
-მთელი ყურადღები გისმენ, შეფ. - სკამზე მოხერხებულად მოთავსდა და ინტერესიანი მზერა შეავლო ვახოს.
-გუშინ სატელეფონო საუბარი მქონდა მთავარ პროდუსერთან. საკმაოდ რეიტინგული პროექტი იქნება ჩემი აზრით, ნუ ცოტა პიარს შენს ხარჯზეც აპირებენ, ამას თავიდანვე მივხვდი. წესები გამაცნეს, თავიდან თვითონ შეარჩევენ 25 გოგოს, რომლებსაც შენც გაიცნობ, უკვე კამერების წინ და პირველივე დღეს ამ ოცდახუთიდან შოუში დატოვებ მხოლოდ ათს. მერე წავა სპეციალურად დაგეგმილი პაემნები, შენი მოვალეობაა ყველა გოგონა გაიცნო ახლოს. ყოველი კვირის ბოლოს ერთი მონაწილე დატოვებს პროექტს და ასე მანამ, სანამ ის ერთადერთი და განუმეორებელი არ შეგრჩება ხელში.
-ეგ ყველაფერი გადასარევი, მაგრამ მერე იმ ერთადერთს რა უნდა ვუყო?
-რა უნდა უყო და კაკაო და „ბულკი“ აჭამო! - ცოტა ტონს აუწია ვახომ. - გადამრევ შენ მე, ვეღარ გცნობ, მართლა რა გიქნეს იმ ჰოლივუდში?
-ბოდიში! უბრალოდ ვიკითხე, ბატონო. - ცოტა ყოყმანის შემდეგ დაამატა. - ჩაგეძიებით, თუ შეიძლება. ანუ, ცოლად უნდა მოვიყვანო?
-ცოლად მოიყვანო არა, შვილები მოუწყო კიდევ უმაღლესში. - თავი გაადაქნია ვახომ. - ნუ ახლა თუ შეგიყვარდება და გადაირევი მასზე, არც ეგ გეკრძალება. აქ მე გავიხარებ და ზეცაში ბაბუა სპირიდონი.
-და არცერთი გოგო რომ არ მომეწონოს? - ბოლო იმედს ებღაუჭებოდა მიშო.
-მაშინ, აარჩიე ისეთი გოგო, რომელიც შედარებით საღად იაზროვნებს და განშორებისას ისტერიკებს არ მოგიწყობს. ხალხის თვალის ასახვევად ითამაშე სიყვარული ერთი-ორი თვე და მერე უთხარი, ბოდიში, შემეშალა, არ ყოფილა ეს სიყვარული და მოდი მეგობრებად დავრჩეთ-თქო. ამასობაში ხალხიც დაგიჯერებს, რომ ისევ ის გულთამპყრობელი მიშო ხარ და გეშველება. თავის მხრივ, არც ის გოგო დარჩება წაგებული. მთელი ქვეყნის მასშტაბით გადასარევ პიარს გაიკეთებს. მასეთი ტიპის შოუებში გოგონები ძირითადად ამისთვის მიდიან.
-ყველაფერი მათემატიკური სიზუსტით გქონია გათვლილი, ძმაო. არგუმენტები ამომეწურა. გნებდები.
-კონტრაქტსაც გადავხედე, არაფერ განსაკუთრებულს არ ითხოვენ. მხოლოდ ცენზურის დაცვას, ზრდილობას თავისთავად, გოგოებს არ უნდა დაერიო და ითამაშო მაქსიმალურად სასურველი მამაკაცი, ანუ შოუ თავიდან ბოლომდე ამაზეა აგებული. სასურველი მამაკაცი, გადასარევი მანერებით ქალთა გულთამპყრობელი უნდა იყო. მაგი კი გაქვს ბლომად, რაღაც ამ ბოლო დროს არ გიჯერებს ხალხი თორემ... მოკლედ კაზანოვა მიშო უნდა წამოწიო წინა პლანზე. არ გაგიჭირდება მაგი შენ.
-რა თმქა უნდა, სპირიდონის გენები თავისას შვება.
-მთხოვეს, წინასწარ გავაფრთხილო რაიმე სპეციალური მოთხოვნა თუ გვექნება.
-კი მაქვს ერთი მოთხოვნა, დილაობით ფეხისგულის მასაჟი მინდა.
ვახოს სიცილი აუტყდა.
-კონტრაქტში შევატანინებ ცალკე მუხლად. - უთხრა, როგორც კი სულის მოთქმა შეძლო.

****
ყოველთვის უნდოდა მსახიობობა. ბავშვობიდან იცოდა რომ მხოლოდ ამ პროფესიას აირჩევდა. უფრო თეატრი იზიდავდა. სკოლიდან გამოსული, სპეციალურად ერთ გაჩერებას ფეხით გადიოდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თეატრის წინ ჩაევლო და კიდევ ერთხელ გადაევლო თვალი, თითქმის უკვე დაზეპირებული აფიშებისთვის. მშობლებიც ხედავდნენ მის ამ გატაცებას და ხშირად დაჰყავდათ სპექტაკლებზე. თითოეული როლი ზეპირად იცოდა, მისთვის საყვარელ ეპიზოდებს ჩუმად მსახიობებთან ერთადაც კი იმეორებდა. ასე ჩუმად უამრავი როლი ჰქონდა ნათამაშები - აზდაკი, მეფე ლირი, ჰამლეტი, ანტიგონე და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი... ყოველთვის პირველ რიგებში იჯდა. უნდოდა მაქსილამურად ახლოდან დაენახა ყველაფერი. ცდილობდა, გარდა ნათამაშევი როლისა, მსახიობის შინგანი ემოციაც დაეჭირა. სპექტაკლის დასრულებისას ყველაზე ბოლოს გადიოდა დარბაზიდან, თითქოს უნდოდა ენახა ხალხის გარეშე როგორ გამოიყურებოდა სცენა, სპექტაკლის მერე რა ხდებოდა. კულისებისკენაც აპარებდა ხშირად თვალს. რაღაც იდუმალი და საოცრად მისტიური ადგილი იყო. შეიძლება ითქვას მისთვის ცხოვრების მიზანიც კი გამხდარიყო იქ მოხვედრა.
მოხვდა კიდეც. მარტო სურვილი კი არ ჰქონდა მიშოს, ნიჭიც არ აკლდა. ამას ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ხვდებოდა ყველა. ერთხელ კინაღამ ჭკუიდან გადაიყვანა რუსულის მასწავლებელი სვეტლანა პავლოვნა.
მაშინ მერვე კლასის მოსწავლე იყო. წინა დღით ერთად იყვნენ გვიანობამდე ის და ვახო და არცერთი გაკვეთილისთვის არ იყვნენ მზად. საკმაოდ მკაცრი ქალი იყო სვეტლანა პავლოვნა, შეიძლება ითქვას მთელი სკოლის რისხვა. მის გაკვეთილზე ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა. ერთადერთი გაკვეთილი იყო, როცა ის და ვახო ერთად არ ისხდნენ. - ეს ორი ერთად მოსიარულე კატასტროფააო, - განაცხადა და სხვადასხვა მერხზე გადასვა. ჰოდა სწორედ ამ გაკვეთილზე, წინა ღამის უძილო ვახოს ჩაეძინა, თან ისე ღრმად, რომ ცოტაც და ხვრინვას ამოუშვედა. ბედი არ გინდა? სწორედ მაშინ გადაწყვიტა სვეტლანამაც ვახო გამოეძახა გაკვეთილის მოსაყოლად. წამის მეასედში გაიაზრა მიშომ, რამხელა რისხვა დაატყდებოდა მეგობარს და ვერც კი მიხვდა, როდის გადაწყვიტა, მაგრამ ფაქტი ერთია: თვალები გადაატრიალა და საკმაოდ ბუნებრივად დაენარცხა იატაკს. ვერავინ გაიაზრა რა მოხდა. სვეტლანა პავლოვნამ ერთი შეკივლა და მისკენ გამოიქცა. კივილზე ვახოსაც გაეღვიძა და ვერც ის მოვიდა აზრზე. მეგობარს გადახედა, რომელიც იატაკზე ეგდო და მთელი ტანით ცახცახებდა. საშინელი სანახავი იყო კრუნჩხვებში ჩავარდნილი მიშო. ვახო ერთ ადგილზე მიეყინა და განძრევასაც ვერ ახერხებდა.
სასწრაფო გამოიძახეს და მალევე გაირკვა, რომ მიშომ ავადმყოფის როლი უბრალოდ იდეალურად ითამაშა. ახლაც ყურებში ჩაესმის სვეტლანა პავლოვნას გამწარებული ხმა, რომელიც ხულიგანს, აფერისტს და არტისტს უწოდებდა. მიშომ ეს ყველაფერი კომპლიმენტად მიიღო.
თქვენ წარმოიდგინეთ აპატიეს ეს საქციელი, თვითონ სვეტლანა პავლოვნამ გადაწყვიტა ძალიან მკაცრად არ დაესაჯათ, მხოლოდ სკოლის კედლების გაწმენდა „მიუსაჯეს“. ამაშიც მთელი კლასი ეხმარებოდა, საკუთარი ინიციატივით. ზუსტად იმ დღეს უთხრა ქალბატონმა სვეტლანამ მიშოს: დარწმუნებული ვარ შენგან მართლაც დიდი არტისტი დადგება, და მოვითხოვ შენს პირველ სპექტაკლზე ბილეთი პირდად გამომიგზავნოო.
არ დავიწყებია მიშოს დაპირება და სვეტლანა პავლოვნას ბედნიერება უნდა გენახათ, ერთ დღესაც ფოსტით სპექტაკლის ბილეთი რომ მიიღო წერილთან ერთად.
„არ დამვიწყებია სვეტლანა მას, თქვენი ვალი რომ მაქვს. იმედი მაქვს მაშინდელზე უკეთ ვითამაშებ.“
საოცარი სითბო იგრძნო სპექტაკლის ბოლოს, „პაკლონზე“ გამოსულმა პირველ რიგში მჯდარი სვეტლანა პავლოვნას სიამაყით აღვსილ თვალებს რომ გადააწყდა. ყველაზე ძვირფასი შეფასება იყო მისთვის.
მერე იყო ბევრი ისეთი როლი, რომელმაც უამრავი თაყვანისმცემელი შესძინა, მათი უმრავლესობა ახალგაზრდა გოგონები იყვნენ. ბევრი სიყვარულსაც ეფიცებოდა, თუმცა ეს ყველაფერი ყალბი იყო. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით სძულდა თავი. რაღაც ნივთად აღიქვამდა საკუთარ სხეულს. ბევრად ერჩივნა მისი ნიჭი შეეფასებინათ, ვიდრე სხეული. სწორედ ამიტომ დათანხმდა იმ როლს ჰოლივუდში. უნდოდა ხალხს მის შესრულებაზე ელაპარაკა და არა მის კუნთებზე. სასიკეთო აქედანაც ვერაფერი მიიღო. ახლა მის ორიენტაციაში შეიტანეს ეჭვი. ბევრმა გაკიცხა, ბევრმა სინანულით გადააქნია თავი, მაგრამ არც ერთი სიტყვა არ თქმულა თვითონ როლზე. მხოლოდ საკმაოდ ხმამაღალი სათაურები ჟღერდა ყველგან. თითქმის მთელი მასმედია მას უთმობდა დროს, თითქოს ყველამ მისთვის მოიცალა. უნდოდა ყველას გასაგონად ეყვირა: „ხალხო, დაიჯერეთ? - ესე იგი ჩემი მისია შესრუებულია, ესე იგი კარგად ვითამაშე!“ მაგრამ ხვდებოდა რომ არ ღირდა. იმასაც კარგად ხვდებოდა, რომ როცა მსახიობის პროფესია აირჩია ამისთვის თავიდანვე უნდა ყოფილიყო მზად. ჰოდა ეგუებოდა, თითქოს დინებას მიყვებოდა. ხვდებოდა რომ თვითონაც ამ საზოგადოების ნაწილი იყო, ესე იგი პატივი უნდა ეცა მისი აზრისთვის, ესე იგი თვითონაც უნდა აჰყოლოდა მის რიტმს. ჰყვებოდა კიდეც, მაგრამ იმედს მაინც არ კარგავდა, რომ ერთხელაც შეიძლება ეპოვნა ისეთი ადამიანი, რომელიც მას დაინახავდა და არა მის როლებს.


****
აი, ახლაც, იჯდა პროდუსერების წინ და ხვდებოდა, რომ თავისი კარიერის ყველაზე დიდ ავანტურას თანხმდებოდა. ხვდებოდა, რომ შეიძლება საბოლოოდ დაესამარებინა ის მიშო, რომლის წარმოჩენასაც ამდენი ხანი ცდილობდა. ის მიშო, რომელიც უნდოდა რომ ხალხს დაენახა. მაგრამ იჯდა და არაფერს აკეთებდა, მხოლოდ გულისყურით უსმენდა მის წინ მჯდომ ახალგაზრდა გოგოს და ფიქრობდა, ნეტავ, სკოლა მაინც თუ აქვს დამთავრებულიო.
-ბატონო მიშო, ჩვენთვის დიდი პატივია რომ დაგვთანხმდით. პირველი სეზონია და ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი იდეალურად იყოს. შემდეგი სეზონების წარმატება ნაწილობრივ ამაზეა დამოკიდებული. უნდა გამოგიტყდეთ და თქვენს გარდა კანდიდატურაც კი არ გვყავდა. უბრალოდ არც კი ვიცოდით ვინ შეიძლება შეგვერჩია. თქვენ ყველაზე ხმამაღალი სახელი გაქვთ საქართველოში.
-ბოდიში, ლიზა ხო? - მოულოდნელად გააწყვეტინა მიშომ.
-დიახ. - თავაზიანად გაუღიმა.
-რამდენი წლის ხარ?
-24-ის - ცოტა დაიბნა ლიზა.
ვახომ მეგობარს გადახედა. ხვდებოდა, რომ არც ისე მოსწონდა შექმნილი ვითარება.
-მე 28-ის და ჯობია შენობითზე გადავიდეთ უკვე, თორემ თავი პენსიაზე გასული პოლიტიკოსი მგონია.
-რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. - სახეზე ისევ ღიმილი გადაეფინა ლიზას. - როგორც იცით - ამჯერად უკვე ორივეს გადახედა, უნებურად წამოცდენილი მრავლობითი რიცხვი რომ გაემართლებინა. - ამ პროექტს აქვს უცხოური ანალოგი. ჩემი თხოვნაა, გადახედო. რა თქმა უნდა ჩვენი პროექტი ქართულ რეალობას იქნება მორგებული, მაგრამ ძირითად პრნციპს მაინც იქიდან ავიღებთ.
-ეგ ყველაფერი ძალიან კარგია, ჩემო ლიზიკო, მაგრამ რა იცი რომ გამომივა? იქნებ რეალობაში სულაც არ ვარ ისეთი იდეალური მამაკაცი, როგორიც გჭირდებათ? რა გარანტია გაქვს, რომ გოგონებს მოვეწონები? იქნებ ვერ მოვაწონო თავი?
-მაგაში ცოტა ეჭვი მეპარება, მაგრამ თუ ასე მოხდა, ესეც შოუს ნაწილი იქნება. მთავარია ჩვენ ცოტა შევალამაზოთ რეალობა და ისე დავანახოთ მაყურებელს როგორც ამას თვითონ მოითხოვს. თან შენ პირადი პროდუსერი გეყოლება, რომელთან კონტაქტი შოუს ჩაწერის დროსაც კი გექნება. ასე ვთქვათ თითოეულ სცენას დააკვირდება და თუ მიხვდება რომ სცენა ჩავარდა, ან რაღაც ისე ვერ მიდის, დაგეხმარება, მითითებებს მოგცემს.
-ანუ სცენარი გექნებათ და ამ სცენარის მიხედვით ვიმოქმედებ? მარტივად რომ ვთქვათ მხოლოდ რიგით როლს მთავაზობ.
-შეიძლება ასეც ითქვას, თუმცა უფრო მეტი თავისუფლება გექნება, ვიდრე ახლა გგონია. პროდუსერს, მხოლოდ შენი შეცდომების გამოსწორება დაევალება, თუმცა შენი ნება იქნება დუჯერებ თუ არა.
-გადაღებები როდის იწყება და რამდენი ხანი გაგრძელდება?
-დაახლოებით ერთ თვეში დავიწყებთ და სავარაუდოდ ორი თვე გაგრძელდება, ან ცოტა მეტი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. შოუს გადაღებები სხვადასხვა ადგილას გაიმართება. ჩვენი გენერალური სპონსორი ტურისტული სააგენტოა და საკმაოდ საინტერესო მარშრუტი გვაქვს დაგეგმილი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შოუ.
-გისმენ ჩემო ლიზიკო და თავი კონკია მგონია, რა სამწუხაროა ეს ყველაფერი სამ თვეში რომ დასრულდება და დავრჩები, მხოლოდ გოგრით ხელში. - ზედმეტად პათეტიკურად წარმოსთქვა მიშომ და მეტი დამაჯერებლობისთვის ღრმად ამოიხვნეშა.
ვახო მიხვდა რომ მიშოს უკვე ცინიზმზე გადადიოდა. ყოველთვის ასე იყო, როცა ისეთ სიტუაციაში იყო, რომელიც არ მოსწონდა ან ზედმეტად აქებდა ვინმე. ვახომ ხელი მაგიდაზე დადო და თითები აათამაშა. მიშოს ჩაეღიმა. იცოდა ეს რასაც ნიშნავდა. ახსოვს პირველი მათი შეხვედრა რეჟისორთან, მაშინ ვახო პირველად იყო მიშოს როდუსერის ამპლუაში და შეხვედრის წინ მკაცრად გააფრთხილა მეგობარი:
-მომხედე, არ დაიწყო ახლა იქ შენებურები. ისედაც ყველამ ვიცით როგორი გონებამახვილი ბიჭი ხარ. ირონიისგან ხომ საერთოდ თავი შეიკავე. გესმის? - წარბი აწია და მეგობარს დაყენებული სიმკაცრი გადახედა.
-შენ ძმობას ვფიცავარ, თუ ვხვდებოდე როდის გადავდივარ ცინიზმზე. როცა რაღაც არ მომწონს თავისთავად გამომდის ასე.
-მაშინ, ჩემს თითებს უყურე. ხელს თავიდანვე მაგიდაზე დავდებ და როგორც კი ზედმეტებში გადახვალ თითებს ავათამაშებ, ხოდა აი, მანდ შეჩერდი.
მიშო სიცილისგან გადაბჟირდა.
-და ბუზი რომ დაგაჯდეს და იმას აუქნიო? შეიძლება მე ამ დროს მაგარ ჭკვიანურს ვბაზრობდე და რომ გავჩერდე უარესია. - სულს ძლივს იბრუნებდა.
ვახომ ზეცაში აღაპყრო ხელები და შეჰღაღადა:
-რა ბრძენი კაცი იყავი ბაბუა სპირიდონ. შენ მანდ უნდა იყო და ეს კიდევ აქ მიწამლავდეს ნერვებს?
ასე იყო თუ ისე ეს ჟესტი უკვე მათი ჩვეულება იყო, ახლაც უყურებდა მიშო ათამაშებულ თითებს და ხვდებოდა რომ ზედმეტი მოსდიოდა.
-ლიზა, - საუბარში ვახო ჩაერია. - ჩვენთვის ყველაფერი ნათელია, თუ მზად გაქვთ უკვე შეგვიძლია კონტრაქტს გადავხედოთ და მერე ხელსაც მოვაწერთ.

დღე პირველი - გაცნობა
-პინგვინს ვგავარ, აუცილებელია ეს სმოკინგი? - უკვე მერამდენედ იწყებდა მიშო.
-პინგვინი კი არა თეთრგულა მერცხალი ხარ. - ვახომ ხელი ლოყაზე შემოიდო და თვალებიდან არარსებული ცრემლი მოიწმინდა. - მომესწრო ბარტყი.
-ეს ბარტყი იქნება ახლა ძვალრბილს რომ გაგიერთიანებს.
-გეყოფა, დაიმშვიდე ნერვები, მაინცდამაინც ყველას ნუ გააგებინებ რა ვეშაპიც ხარ?
გადაღებების პირველ დღეს იმაზე მეტად ნერვიულობდა, ვიდრე წარმოედგინა. ყველაფერი აღიზიანებდა. თვითონაც უკვირდა, ცდილობდა ამ ყველაფერს პროფესიული კუთხით შეეხედა. თითქმის დაარწმუნა კიდეც თავი, რომ მხოლოდ და მხოლოდ მორიგ როლს თამაშობდა.
-ღელავ ხო. - უკნიდან ლიზას ხმა მოესმა.
-მისაღებ გამოცდებზე არ მინერვიულია ამდენი. - საწყლად გაიღიმა მოშომ.
-მეც ლამის გული წამივიდეს. - გამოტყდა გოგონა. - ჩემთვისაც პირველია ამხელა მასშტაბის პროექტი.
-მადლობა ლიზა, დამამშვიდე. - ნერვიულობაც ვერაფერს აკლებდა მის იუმორს.
-არა... ეგ არ მიგულისხმია... უბრალოდ... რა ვიცი... - დაიბნა გოგონა.
-დამშვიდდი ლიზა, ვიხუმრე.
-ოდესმე ალბათ შევეჩვევი შენს იუმორს. - გაიღიმა და მინი ყურსასმენი გაუწოდა. - აი ეს გაიკეთე, დარწმუნებული ვარ ეგ ნამდვილად არ ღელავს.
-ვინ ეგ? - იკითხა მიშომ და თან ყურსასმენი მოირგო ყურზე.
-გამარჯობა მიშო, - ცოტა შეაკრთო კიდეც არსაიდან გაგონილმა ხმამ. - კარგად გესმის ჩემი? - აშკარად ყურსასმენიდან ესაუბრებოდნენ.
სანამ უპასუხებდა ლიზამ დაასწრო.
-შოუს ერთ-ერთი პროდუსერია, ასე ვთქვათ შენი დამხმარე. მთელი გადაღების პროცესში პირდაპირ კავშირზე იქნება შენთან. - უთხრა და ჩქარი ნაბიჯით გაეცალა.
-გამარჯობა შენი, ჰორტონ. შენ გესმის ჩემი? - ახლა საკუთარ ყურში მჯდომ არსებას მიუბრუნდა მიშო.
-რა დამიძახე? - კისკისი ჩაესმა მიშოს ყურში.
-ჰორტონი. არ იცი, მულტფილმის პერსონაჟია ასეთი. - შეეცადა აეხსნა.
-მულტფილმი როგორ არ ვიცი, მაგრამ რაღა მაინცდამაინც სპილოს შემადარე? - არ ცხრებოდა „ჰორტონი“ და ახლა უფრო ხმამაღლა განაგრძობდა სიცლს.
-თემატურად მოუხდა ძალიან. ჰორტონმაც ხომ მტვრის ბუსუსზე აღმოაჩინა ხალხი და ცდილობდა დახმარებოდა. შენც ასე ხარ, სადღაც ზევით ზიხარ და წესებს მკარნახობ. ჰორტონი ხარ რა?! - გაეღიმა მიშოს და მიხვდა რომ თანდათან ეხსნებოდა დაძაბულობა. - ისე რა გქვია?
-მაო.
-მაო... მაია?
-არა, მაო ძედუნი. - ისევ გულიანად აკისკისდა გოგონა.
ამჯერად მიშოც აჰყვა.
-როგორ მოგმართო ის მაინც მითხარი. - სიცილით რომ გული იჯერა ისევ წამოიწყო მიშომ.
-ჰორტონი იყოს, მე მომეწონა.
-კარგი იყოს ჰორტონი. ჰორტონ, გოგო ხარ თუ ბიჭი? - იმდენად ჩვეულებრივად იკითხა, რომ გოგონას ენაც კი დაება.
-გოგო... - ძლივს ამოილუღლუღა და მერეღა გააცნობიერა, რომ მიშო ისევ ხუმრობდა.
-უჰ, დამამშვიდე. - გაიღიმა ბიჭმა.
-დამავიწყდა, როგორი ენამოსწრებული ბიჭი ხარ. - თვითონაც გაეცინა.
-მარტო ენამოსწრებული?
-ღიმილსაც არა უშავს.
-მოიცა, მხედავ კიდეც? - წელში გასწორდა მიშო.
-კი, თან ყველა რაკურსით. აქ ბევრი მონიტორია და ყველა კამერას ვადევნებ თვალს.
-მერე ვერ გამაფრთხილეთ - ხმამაღლა გასძახა სივრცეს მიშომ. - ტრუსიკით რომ ვდგავარ აქ?
ჰორტონი ჯერ აფხუკუნდა და მერე ხმამაღლა აკისკისდა.
-არა, კი მსმენოდა თქვენს იუმორზე, მაგრამ ცოცხლად მაინც სულ სხვაა. - როგორც იქნა სული მოითქვა. - ვატყობ ზუსტად ისეთი სამუშაო მაქვს, როგორზეც ვოცნებობდი.
-როგორ სამუშაოზე ოცნებობდი?
-პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და ორწლიანი პრაქტიკა მაქვს პაციენტებთან ურთიერთობის. მივხვდი რომ საკმაოდ რთული ყოფილა ყველას პრობლემის გათავისება. თან ზოგი ისეთი მოდიოდა, უბრალოდ სხვა საქმე რომ არ ჰქონდა და ძალით იქმნიდა პრობლემებს. მოკლედ იმასთან შედარებით ასეთი დასაწყისი იდეალურია.
-რამე სხვას ელოდი?
-უნდა გამოვტყდე, ცოტა ვარსკვლავური სინდრომით დაავადებულ მსახიობს ველოდი.
-დავიჯერო ასეთ შთაბეჭდილებას ვტოვებ ხალხში?
-ნუ... სულ ცოტა, ჰოლივუდი მაინც უნდა აგვარდნოდა თავში.
-ააა, ეგ კი ამივარდა, მაგრამ არ მაცადეს, ისეთები დაწერეს, რომ ჩემი ნებით ჩამოვბობღდი მიწაზე.
კიდევ დიდხანს შეყვებოდნენ საუბარს. მე მგონი მიშოს საერთოდ დაავიწყდა სად იყო და რა მიზნით, რომ რეჟისორის ხმამ გამოაფხიზლა:
-ყველანი ადგილებზე! ვიწყებთ!
მიშო წელში გასწორდა და შოუს წამყვანმა დაიწყო წინასწარ მომზადებული ტექსტი. თან საუბრობდა, თან ნელი ნაბიჯით მიშოს უახლოვდებიდა.
-და მინდა შოუს მთავარი გმირი, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობი, მიშო კიკნაძე წარმოგიდგინოთ. მიშო, თავს როგორ გრძნობ?
-ვღელავ.
-მესმის, წინ საოცარი თავგადასავალი გელის. არ შემიძლია არ გკითხო რას ელი ამ პროექტიდან და საერთოდ რატომ დათანხმდი მონაწილეობას?
ცოტა შეყოვნდა მიშო, სულ ერთი წამით, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ მთელი ტანით დაძაბულიყო კადრს მიღმა მდგარი ვახო. „ოღონდ ახლა შენებურები არ დაიწყო...“ - გაიფიქრა, მაგრამ მისდა გასაკვირად მიშო დაწერილ სცენარს მიჰყვა და თითქმის ათი წუთი შეუჩერებლად ლაპარაკობდა იმაზე, რაოდენ დიდი გზა გამოიარა და როგორ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მის ცხოვრებაში დადგა დრო, როცა პირადი ცხოვრებისთვის უნდა მიეხედა. როგორ გრძნობდა რომ მას უკვე სიყვარული სჭირდებოდა და როგორ ეძებდა ცხოვრების თანამგზავრს. იმდენად შევიდა როლში, რომ კიდევ დიდხანს ილაპარაკებდა, რეჟისორს რომ არ დაეძახა გადაღებულიაო.

****
-ჰე, გოგოებო, გეირჭვეთ ახლა „პეროები“, რა იცით იქნებ მართლა გაგიღიმოთ ბედმა და ქე იშოვოთ კაი ქმარი. - ქოთქოთით შემოვარდა ოთახში შუახნის ქალი და ქარიშხალივით შემოუარა მართლაც რომ „პეროგარჭობილ“ გოგებს. - მე ნაზი მქვია, თქვენი კოორდინატორი ვარ. გოგო, - მიუბრუნდა ერთ-ერთს, - მაგი პომადა რომ წაგისვია ცხვირისწვერამდე, ზომა-წონა არ იცი? მოდი ნუცა, მოხედე ერთი ამას თორემ გაგვექცევა ის პატიოსანი ადამიანი აქედან. შენ, - ახლა სხვა გოგოზე გადავიდა. - მოდი ერთი აქეთ, მაგი კაბა წინაუკანა გაცვია თუ რა უბედურებაა ამხელა დეკოლტე? გქონდეს მაინც რამე გამოსაჩენი?!
ასე ჩამოუარა სათითაოდ, ზოგს ვარცხნილობა დაუწუნა, ზოგს დგომა, ზოგსაც გამომეტყველება. საბოლოოდ ერთი განაჩენი გამოუტანა ყველას - „თქვენ რა გაგათხოვებთო“ და ოთახი დატოვა.
საოცარ კონტრასტს ჰქმნიდა ქალბატონი ნაზი გადასაღებ მოედანზე დანარჩენ ყველაფერთან. ვერავინ გეტყოდათ, რატომ მუშაობდა ის ასეთი ტიპის შოუში, თუმცა იმას ყველა აღიარებდა, რომ ქალბატონი ნაზი ყველაზე სტაჟიანი მუშაკი იყო და ამდენწლიან გამოცდილებას უკვალოდ ნამდვილად არ ჩაევლო. ყველა პროექტი, რომელსაც ქალბატონი ნაზი მოკიდებდა ხელს, აუცილებლად წარმატებული იყო. მის პროფესიონალიზმზე არავინ დაობდა, წარსულიც საკმაოდ მდიდარი ჰქონდა. მისი ოსტანკინოზე სტუმრობის ამბავი უკვე ყველამ ალილუიასავით იცოდა. ისიც ყველამ იცოდა, როგორ დაიბარეს მოსკოვში და მადლობა გამოუცხადეს ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მოკლედ, ქალბატონი ნაზი საკმაოდ დაფასებული ადამიანი გახლდათ ტელევიზიაში. დაკვირვებული თვალი იმასაც შეამჩნევდა, რომ ცოტა უფრთხოდნენ კიდეც. არ უყვარდა ზედმეტი ცერემონიები და მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი, ყველას ყველაფერს პირში მიახლიდა ხოლმე და მერე კიდეც ამაყობდა ამით. თქვენ წარმოიდგინეთ, იმასაც კი ამბობდნენ, ერთხელ თათბირზე, ყოფილ გენერალურ დირექოტრსაც კი შეესიტყვა და არც მასთან დაუშურებია თავისი ესოდენ მდიდარი ლექსიკაო, ყველაფერი პირში მიახალა რასაც ფიქრობდა და ადგილზე გააშეშა კაციო. ამის მერე ყველა იმას ფიქრობდა, დასრულდა ქალბატონი ნაზის კარიერა ტელევიზიაშიო, მაგრამ უნდა გენახათ მათი გაკვირვება, როცა მეორე დღეს ნაზი ისევ სამსახურში გამოცხადდა, ვითომც აქ არაფერიო და ერთი თვის შემდეგ, თვითონ გენერალურმა დირექტორმა დატოვა სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე. მიზეზად საზღვარგარეთ მკურნალობა დაასახელა. ჩვენს დროში ამის აღარავის სჯერა და ამის მერე უფრო მეტ შიშს და კრძალვას იწვევდა ქალბატონი ნაზი კოლეგებში. იმასაც ყველა მიეჩვია, რომ მისგან ყოველთვის მწარე სიმართლეს ისმენდნენ.
აი, ახლაც, როცა ამხელა მასშტაბის პროექტი იგეგმებოდა, ბუნებრივია მასაც შესთავაზეს თანამშრომლობა. ამ საქმესაც სერიოზულად მოეკიდა ქალბატონი ნაზი და შეიძლება ითქვას მთელი სული და გული ჩადო მასში. მანამდე ძირითადად შემეცნებით ან პოლიტიკურ გადაცემებზე მუშაობდა ახლა, როცა ასეთი ტიპის შოუზე მუშაობა შესთავაზეს, თავიდან არც დაიჯერა და მის კაბინეტში შემოსულ და კარებთან საწყლად აწურულ ლიზიკოს სათვალის ზემოდან გადმოხედა და ცალყბად მიუგო:
-შეგეშალა გენაცვალე, გატყლარჭული ნაზიკიას კაბინეტი ერთი სართულით ქვემოთაა. - და თავი ისევ ქაღალდებში ჩაყო.
კარებთან აწურულმა ლიზამ მთელი ძალა მოიკრიბა და ძლივს ამოიკნავლა:
-არა, ქალბატონო ნაზი, თქვენთან მაქვს ასეთი შემოთავაზება. ახალი პროექტის კოორდინატორობა მინდა გთხოვოთ. ჩემთვის ამხელა პროექტი პირველია და „სტაფში“ თქვენნაირი გამოცდილი კადრი მჭირდება... თუ წინააღმდეგი არ ხართ...
ნაზიმ ისევ ასწია თავი ქაღალდებიდან და ამჯერად სათვალე საერთოდ მოიხსნა.
-რა გქვია დედი შენ? - სათვალის ყური ტუჩებთან მიიტანა გამომცდელი მზერა მიაპყრო ლიზას.
-ლიზა...
-ჰოდა, ლიზა, დედიკო, რავა ცხენის უკანა ფეხივით ცახცახებ?
-ცხენიის?! - თვალები გაუფართოვდა ლიზას.
-ჰო, ცხენის, ბუზებს რომ იგერიებს, ზუსტად მასე აცახცახებს ფეხს. - ისევ ისეთი სერიოზული სახით უყურებდა, ბოლოს სათვალე გაიკეთა და ხელი გაუწოდა კიდევ უფრო დაბნეულ გოგოს. - მანახე ერთი რა პროექტია.
ლიზამ გაუბედავდ დაუდო საქაღალდე მაგიდაზე და ისე რომ არც დალოდებია პასუხს, სასწრაფოდ დატოვა კაბინეტი.
მთელი დღე აჩრდილივით დადიოდა ლიზა შენობაში, ყველგან ნაზი და მისი ქარცეცხლი ელანდებოდა, მაგრამ მისდა გასაკვირად საღამოს პირდაპირ ოთახში მიაკითხა. კარი რომ გაიღო და ნაზი შემოვიდა, ლიზა ფეხზე წამოხტა.
-შეიძლება ახლოს მოვიდე? - ნაზის კითხვამ საწყალი გოგო სულ შოკში ჩააგდო. ხმა ვერ ამოიღო, უბრალოდ ოდნავშესამჩნევად დაუქნია თავი. - რა ვიცი გენაცვალე, სამ მეტრზე ვდგავარ და ლამისაა გული წაგივიდეს და ახლოს რომ მოვალ, არაფერი დაგემართოს თუ ქალი ხარ.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ შედგა ქალბატონი ნაზის და ლიზას თანამშრომლობა. კაცმა რომ თქვას არც ასეთი საშიში იყო ნაზი, უბრალოდ ლიზიკო იყო გამოუცდელი. ქალბატონი ნაზი პირშიმთქმელი ქალი იყო, არ დაგიდევდათ უფროს-უმცროსს და ამიტომ ჰქონდა ასეთი იმიჯი. ლიზიკო კი ჭკვიანი, შრომისმოყვარე და ყველაფერში დამჯერი გოგო იყო, ნაზის მასთან საპრეტენზიო არაფერი ჰქონდა. ჰოდა შედგა მათი ტანდემი. ლიზიკოსთვის გარკვეულწილად ავტორიტეტადაც კი იქცა ნაზი.

****
პირველი დღე ყველაზე რთული იყო. უნდა დაეძლია თითქმის დაუძლეველი ეიფორია და ოცდახუთივე გაეცნო. ერთადერთი რასაც საკუთარ თავს გონებაში ყოველწამს უმეორებდა, - „თუ ძმა ხარ, ოღონდაც სახელები არ აგერიოსო“. ერთი შეხედვით რა არის ამაში რთული მამაკაცისთვის, რომელმაც ოცდახუთიდან ათი უნდა აარჩიოს? ალბათ არაფერი, მაგრამ დამერწმუნეთ ზუსტად იმათი დასახელება გაუჭირდა მიშოს, ვინც უნდა დაეტოვებინა. ვერაფრით ხვდებოდა, რით იყო უკეთესი ქერა გამხდარი გოგო, იმ წაბლისფერთმიან და წითელპომადიანზე. ან რატომ უნდა დარჩენილიყო შოუში კუთხეში მიმჯდარი დაბალი ქალიშვილი...
დამერწმუნეთ ბევრი იფიქრა, თითოეულ მათგანს გაესაუბრა, ყველასთან მივიდა და ბოლოს გადაწყვიტა დაეტოვებინა ის გოგოები, რომლებიც რაღაცით მაინც დაამახსოვრდა. მაშ ასე, თუ სწორად ახსოვს:
მაკა - 27 წლის იურისტი, საკმაოდ პრაგმატულად მოაზროვნე გოგონა. იყო გათხოვილი და ჰყავს ერთი შვილი.
ნინა - მოდელი და მსახიობი (თუ დავუჯერებთ, პროექტის გამო უარი თქვა საკმაოდ კარგ როლზე და არჩია ბედი აქ ეცადა.)
სოფო - 26 წლის, ეკონომისტი. ერთ დღეს უბრალოდ გაიღვიძა და გადაწყვიტა რეალითი შოუში მიეღო მონაწილეობა.
ლიკა - 24 წლის დაამთავრა კულინარიული სასწავლებელი და ფიქრობს რომ მზადაა ოჯახის შესაქმნელად.
მაშო (გულიკო) - სტუდენტი, ასევე იყო გათხოვილი, შვილი არ ჰყავს.
ელენე - ბანკის თანამშრომელი.
კიდევ ეთო, მარი, ხატია და სალომე...
მოკლედ, დასრულდა პირველი დღე, გადაიარა ღელვამ. შეეძლო შვებით ამოესუნთქა. უკვე საკმაოდ გვიანი იყო. სპეციალურად გადაღებებისთვის დაქირავებული სახლის აივანზე იჯდა სავარძელში და ცდილობდა გაეაზრებინა რამხელა პასუხისმგებლობა აიღო თავზე, ამ შოუში მონაწილეობას რომ დათანხმდა. ხვდებოდა რომ უნდა ეთამაშა. ახლა, როცა პირველი დღე უკან მოიტოვა, უფრო ნათლად ხედავდა, რომ შეუძლებელია კამერის წინ საკუთარი გრძნობები გააშიშვლო. მიშოს არასდროს იზიდავდა ერთჯერადი ურთიერთობები. არასდროს ეძებდა ისეთ პარტნიორს, რომელთანაც საერთო არაფერი ჰქონდა. არა, იმის მტკიცება, რომ ასეთი ურთიერთობა არასდროს ჰქონია, სისულელეა, მაგრამ, დიდხანსაც არ დამახსოვრებია.
-ჰორტონ აქ ხარ? - აბეზარი ფიქრების თავიდან მოშორება უნდოდა. ხვდებოდა, რომ რაც უფრო მეტს იფიქრებდა, უფრო მეტად გაბრაზდებოდა საკუთარ თავზე.
-კი, აქ ვარ. - გაისმა ყურში.
-მოიცა, შენ რა ღამეც უნდა მისმინო?
-მომიწევს. - ამოიხვნეშა გოგნამ. - იმედი მაქვს არ ხვრინავ.
-კი ვხვრინავ, ოღონდ საკაოდ რომანტიულად. ჰოლივუდში მასწავლეს.
ორივეს სიცილი აუტყდა.
-მართლა, როდემდე აპირებ ხაზზე ყოფნას?
-წესით გადაღებასთან ერთად მთავრდება ჩემი სამუშაო დღეც. მაგრამ რატომღაც არ გავედი ხაზიდან.
-რატომ?
-გულწრფელად?
-იმედი მაქვს.
-ვხვდებოდი, რომ საუბარი მოგინდებოდა. რთული აღმოჩნდა პირველი დღე არა?
-ურთულესი. თავი 17 წლის ლაწირაკი მგონია, რომელმაც ცხოვრებაში ისიც კი არ იცის რა უნდა. მართლა ვერ ვხვდები რა უნდა ვაკეთო. ისიც კი არ იცი ხვალ რომ გავიღვიძებ თავი როგორ დავიჭირო. იმაზე ბევრად რთული აღმოჩნდა ყველაფერი ვიდრე წარმომედგინა.
-რომ გითხრა, ყველაფერი მოგვარდება-თქო, ბანალური პასუხი იქნება და არ დამიჯერებ ხო?
-შენ ალბათ დაგიჯერებ.
-რით დავიმსახურე ამხელა ნდობა? - გაეღიმა ჰორტონს.
-მთელი დღეა თვალს ადევნებ ყველა ჩემს ნაბიჯს და სწორ გზას მკარნახობ. გეფიცები ხანდახან ღმერთი მგონიხარ. მე კიდევ ღმერთის მჯერა.
-არც ისე ცუდად ყოფილა საქმე, იუმორის გრძნობა შემოგვრჩენია, ესე იგი მართლა ყველაფერი კარგად იქნება. ძილი ნებისა მიშო.
-ძილი ნებისა ჰორტონ.
-მართლა დასაძინებლად აპირებ წასვლას თუ ისევ ვარსკვლავების თვლით აპირებ დროის გაყვანას?
-არა, ჯერ წავალ ვახოს ძვალ-რბილს გავუერთიანებ და მერე ტკბილად დავიძინებ.
ხმამაღლა გადაიკისკისა ჰორტონმა.
-მართლა წავედი მე, თორემ მეყოფა ამდენი იუმორი დღეს. ზოგი ხვალისთვის შემოვინახოთ.
-ტკბილი ძილი.
-ღამე მშვიდობის.



№1  offline ადმინი შამანი

როგორ ველოდიიი.... ♥
აუცილებლად წავიკითხავ ამ ისტორიას!
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline წევრი nini namicheishvili

აუ ძალიან მომეწონა და იმედი მაქვს გააგრძელებ წერას love

 


№3  offline მოდერი nicol

შამანი
როგორ ველოდიიი.... ♥
აუცილებლად წავიკითხავ ამ ისტორიას!

როგორ გამიხარდა ჩემო გოგო love

nini namicheishvili
აუ ძალიან მომეწონა და იმედი მაქვს გააგრძელებ წერას love

კი, აუცილებლად გავაგრძელებ და ყოველდღე დავდებ ახალ თავს love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№4  offline წევრი •ნინე•

ვაიჰ.ძალიან მომეწონა.ველი შემდეგ თავს ^^

 


№5 სტუმარი ემი

ვაუუ, ნიკოლ... როგორც იქნა, დაგვიბრუნდი... love

ძალიან, ძააალიან მომეწონა... winked

სიუჟეტი ორიგინალურია... განსხვავებულია... თბილია...და ეჭვი მაქვს ეს გიჟი -გადარეული ბიჭი თავის ჰორტონთან ერთად ძალიან სახალისო სურპრიზებს შემოგვთავაზებს.. request

შენს იუმორზე ხომ ვგიჟდები... და რატომღაც, ძალიან იშვიათად იყენებ შენს ისტორიებში... წინა ისტორიით ისე დავიგრუზე, იმედია ამ ისტორიაში აღარ გამეორდება იგივე....

რატომღაც შენს ისტორიებში, ქალები უფრო ძლიერები არიან, ვიდრე კაცები... ხოდა არ დამიჩაგრო ეხლა ეს ბიჭი, კოსტა რომ დამიჩაგრე ისე. (რო იცოდე კოსტა, დღემდე მახსოვს და ვერცერთმა აქაურმა ბიჭმა ვერ ჩაანაცვლა)... recourse

მოკლედ, გელოდებით... იმედია ჩვეული მსუყე თავებით გაგვანებივრებ და არ გვალოდინებ love

 


№6  offline მოდერი nicol

ემი
ვაუუ, ნიკოლ... როგორც იქნა, დაგვიბრუნდი... love

ძალიან, ძააალიან მომეწონა... winked

სიუჟეტი ორიგინალურია... განსხვავებულია... თბილია...და ეჭვი მაქვს ეს გიჟი -გადარეული ბიჭი თავის ჰორტონთან ერთად ძალიან სახალისო სურპრიზებს შემოგვთავაზებს.. request

შენს იუმორზე ხომ ვგიჟდები... და რატომღაც, ძალიან იშვიათად იყენებ შენს ისტორიებში... წინა ისტორიით ისე დავიგრუზე, იმედია ამ ისტორიაში აღარ გამეორდება იგივე....

რატომღაც შენს ისტორიებში, ქალები უფრო ძლიერები არიან, ვიდრე კაცები... ხოდა არ დამიჩაგრო ეხლა ეს ბიჭი, კოსტა რომ დამიჩაგრე ისე. (რო იცოდე კოსტა, დღემდე მახსოვს და ვერცერთმა აქაურმა ბიჭმა ვერ ჩაანაცვლა)... recourse

მოკლედ, გელოდებით... იმედია ჩვეული მსუყე თავებით გაგვანებივრებ და არ გვალოდინებ love

მადლობა ემი ♥♥♥
ყველანაირად ვეცდები ეს ისტორია დრამასთან ერთად იუმორითაც გავაჯერო.
იმედი მაქვს კოსტაზე მეტად მოგეწონება ეს პერსონაჟი. (უნდა ვაღიარო მე ეს უფრო მომწონს). ჰო და რა თქმა უნდა მსუყე თავები იქნება ♥

კიბო
холостяк ? საკმაოდ საინტერესოა როგორ განავითარებ მოვლენებს :3 მოუთმენლად ველი

მართალი ხარ. :-D ძირითადი ხაზი მაგ პროექტიდან ავიღე. რომ გადავწყვიტე დამეწერა ჩავუჯექი და ყველა სეზონს ვუყურე. ცოტა ამერიკულ ვარიანტშიც შევიჭყიტე, თუმცა ყველანაირად ვეცადე გავლენა ნაკლები ყოფილიყო. რამდენად გამომივიდა თქვენ განსაჯეთ ♥♥♥
--------------------
თინა ნიკოლ

 


№7  offline წევრი მოლურჯო

ვაიმე ჩემი თინა დაბრუნდა
არ მჯერა
ისე გელოდებოდი
ისე გამიხარდა
არ ვიცი რა ვთქვა
იმდენად კარგი ისტორიები გაქვს
იმედია მალე დადებ არ მეყო!
--------------------
მარიამი

 


№8  offline მოდერი Eleniko13

რამდენადაც ვიცი,
საიტზე ასეთი არაფერი დაწერილა.
და რომც დაწერილიყო,
მაინც არ დაწერილა,
იმიტომ რომ შენ ნაწერთან სხვა...
ნუ, არ ვიცი.
შენ ხარ ძალიან კარგი.
მიხარია, რომ დაბრუნდი.

ისტორიას არაუშავს,
მაგრამ შენგან მაინც სხვანაირებს ვარ მიჩვეული...
ეგ არაფერი, იმედია ამ ჟანრსაც შენებურად,
მაგრად მოერგები.
დასაწყისი ხომ არის და არის,
წარმომიდგენია,
მერე რა იქნება.
ამიტომ, ჩემო თინანო,
ვგიჟდები შენზე.
და შენს იუმორზე ხომ საერთოდ.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№9  offline წევრი სალომე09

პირველად ვკითხულობ ასეთ ისტორიას. დდდდ დდდდმმმმმმ: დაძაბულიმომენტისმელოდია:
მართალი რომ გითხრა. .... ....................ძააააააააააალიააააააააააააან. ძააააააალიიიააააააან. მომეწონა!
უფრო ძალიან ვიდრე ჩემი დაწერილი "ძაააააალიიიიააანაა"
მოკლედ, ყოველი ასო, სიტყვა მომეწონა შენს ისტორიაში.
ფანტაზიასაც არ გიწუნებ
მოკლედ რა, ახალი იდელია გამომიჩმდა და მიხარია.
მადლობა შენ და შენს იუმორის გრძნობას!

 


№10  offline მოდერი ლილიანა

ემოციის შადრევანი ხარ❤❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№11  offline აქტიური მკითხველი lalita

მიხარია რომ დაბრუნდი, საინტერესო დასაწყოსია გამსხვავებული და ორიგინალური.

 


№12  offline მოდერი chica sol

ვაიჰ, ეს.. ეს რა კარგი "რაღაც" იყო ჩემო გოგო... როგორი განსხვავებული და რაღაცნაირად ორიგინალური...მსგავსი საიტზე არ მახსოვს მე...
რაც შეეხება იუმორს... შენ ხომ იცი როგორ მიყვარს შენში ეს გრძნობა და ძალიან მიხარია, რომ იატორიაშიც გადმოგაქვს...
ჩემო უსაყვარლესო გოგო, მოუთმენლად ცელი ახალ თავს და დიდი მადლობა რომ დაპირებისამებს თვის ბოლოს მომაგებე ისტორია... გამაბედნიერე...
პ.ს. და რაღა თქმა უნდა...
უყვარს შენს მარიკუნას თავისი ნიკოლი❤❤❤❤

 


№13  offline მოდერი წითური გოგონა

მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი
ეს
ისტორია შენი ჟანრიდან გადახვეული იქნებოდა,
მაინც გამიკვირდა.
ყველაფრის მიუხედავად,
მე, ვეცდები, შეგეჩვიო და მოგერგო,
იმიტომ რომ ასპარესზე ახლა შენ ხარ.
და ამ საქმეში
წარმატებები
მართლა გჭირდება!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№14  offline წევრი Gone With Dreams

ლოდინი ამად ღირდა :)
--------------------
...

 


№15  offline წევრი kketti

მართლა არ მეგონა the bachelor-ს მე და ჩემი დაქალის გარდა თუ კიდევ ვინმე უყურებდა???? ძალიან გავერთე, გაღიმებული ვკითხულობდი და მადლობა შენ ამისთვის❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent