ცივი ჟრუანტელი ( 3თავი)
დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს. უკმაყოფილოდ გავახილე თვალები და ფეხზე წამოვდექი, რადგან საათი უკვე ათს უჩვენებდა. ახლა უკეთ შევძელი ოთახის დათვალიერება და ნამდვილად ყმაყოფილი დავრჩი. შავი და მუქი მწვანე ფერები ერთმანეთს იდეალურად ერწყმოდა. ტუმბოზე დადებულ სურათს დავწვდი, სადაც ალექსანდრე იყო გამოსახული. აჰა, ესეიგი ალექსანდრეს ოთახია. საინტერესოა რატომ დამითმო? მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. სულელურ ფიქრებს მოვეშვი და კარადა გამოვაღე, რომელიც სავსე იყო ტანსაცმელებით. ერთ-ერთი კაბა ავარჩიე, თმა კოსად შევიკარი და მისაღებში გავედი. -ალბათ ალექსანდრეს ჯერ კიდევ სძინავს-გავიფიქრე და მისი ოთახისკენ წასვლა გადავწყვიტე როდესაც სამზარეულოდან ალექსმა გამოყო თავი. -გაიღვიძე?-მკითხა ოდნავ დაბოხებული ხმით. -ჰო, არ მეგონა ასე ადრე თუ დგებოდი-სამზარეულოში შევედი და კმაყოფილმა ჩემი აღფრთოვანება ვერ დავმალე როცა გაწყობილი მაგიდა დავინახე-და ასე კარგად თუ ამზადებდი. -ნუცა მასწავლიდა ხოლმე რაღაც-რაღაცეებს. ახლა კი ცოლს ვაწონებ თავს რომ არ გამშორდეს-ხუმრობით თქვა მაგრამ მე მისი სიტყვები არ მესიამოვნა. ეტყობა სახეზე ეს ყველაფერი დამეტყო რადგან ალექსანდრეც სწრაფად დასერიოზულდა. -სწრაფად ვისაუზმოთ და თუ გინდა აქაურობას დაგათვალიერებინებ-სკამი გამომიწია და მანიშნა დავმჯდარიყავი. -კარგი, როგორც გინდა. საუზმის შემდეგ მართლაც წამიყვანა ალექსმა სასეირნოდ. ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა. ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთი ლამაზი ადგილები თუ იქნებოდა ამ მხარეში. -ალექსანდრე, რა ლამაზი იყო. ნახე რა კარგი ფოტოები გამოვიდა. ლიკას გავუგზავნი, ძალიან მოეწონება-სახლში მისული ემოციებს ვერ ვმალავდი და პატარა ბავშვივით გაუჩერებლად ვტიტინებდი. ისიც მორჩილად ისმენდა ჩემს ლაქლაქს. -არ მინდა განწყობა გაგიფუჭო მაგრამ , მგონი ჯობია რომ ახლა გითხრა-დაიწყო და მე გამომხედა, თითქოს გასაგრძელებლად თანხმობას ელოდებაო. მეც უხმოდ დავუქნიე თავი-ლიზას ექიმს ველაპარაკე, ყველაფერი მზადაა, მაგრამ თავად ამბობს უარს გაფრენაზე. -ხო, მეც ბევრჯერ ველაპარაკე ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ეშინია რომ მერე იმედები გაუცრუვდება- დაღლილმა ჩავილაპარაკე, თუმცა მაინც კმაყოფილი ვიყავი იმით რომ სულ ცოტა შანსი მაინც იყო იმისა რომ ლიზას კიდევ გაევლო. -ყველაფერი ჩემი ბრალია-ვთქვი და თავი ჩავღუნე, მართლაც მე რომ არ გამეშვა იქ, ასეთი რამ არ მოხდებოდა. -ელე, თავს ნუ იდანაშაულებ, შენ არაფერ შუაში ხარ. გეყოფა, არ გიხდება მოწყენა-ჩმეს გვერდით დაჯდა და ჩამიხუტა. მისი პირველი სიტყვის მეტი არაფერი გამიგია, პირველად დამიძახა ასე. საღამომდე დრო სწრაფად გავიდა. ფილმს ვუყურეთ, ბაღში ვისეირნეთ და ცოტა ვილაპარაკეთ. -ალექს, მომიყევი რამე შენს შესახებ-ვუთხარი ჰამაკში კომფორტულად მოკალათებულმა. -მოსაყოლი არაფერია. მყავს და-ლიკა, მამა-დათა და და-ნუცა, რომელიც ძსლიან მიყვარს-მოკლედ ჩამოაყალიბა და ისევ გამაქანავა. -ეგ ხომ მეც ვიცი, სხვა რამე მომიყევი, მეგობრებზე, შენს საქმიანობაზე.... -კარგი, ბევრი მეგობარი არ მყავს. უფროსწორად მყავს მაგრამ მათგან მხოლოდ ორთან მაქვს მჭიდრო კავშირი გიორგისთან და საბასთან. ბავშვობიდან მინდოდა კალათბურთელი გამოვსულიყავი, მაგრამ როცა გავიზარდე გონება სულ ამერია. სწავლას შევეშვი, ცუდი საქმეები დავიწყე. მერე ოჯახში პრობლემები შეიქმნა ჩემს ამ საქციელებთან დაკავშირებით და სახლიდან წავედი. ახლა კი ისევ დავბრუნდი. კიდევ ბევრი ვისაუბრეთ, ძალიან ბევრი. გავიხსენეთ ბავშვობა, სწავლა, სასაცილო ამბები და სხვა უამრავი რამ... იმ საღამოს ორივეს ტკბილად გვეძინა. დაწოლამდე როგორც გუშინ დღესაც დავიმსახურე ალექსანდრესგან შუბლზე კოცნა და ტკბილი ძილი. ******************** -ელენ, ელე გაიღვიძე-მესმის დილით ხმა და მეც უკმაყოფილოდ ვახელ თვალებს. -რა იყო?-გაკვირვებული წამოივჯექი საწოლში და ალექსანდრეს მზერა გავუსწორე. -სავარჯიშოდ მივდივარ და არ წამოხვალ? -გაგიჟდი?-ეს რომ გავიგო ალექსანდრეს მოკვლა მომინდა, უფრო რეალური მიზეზი ვერ ნახა იმისთვის რომ დილის ხუთ საათზე გავეღვიძებინე? -ვიფიქრე სახლში მარტო დარჩენა არ ენდომებათქო. -რაა, დამელოდე მეც მოვდივარ-ეს რომ თქვა მაშინვე ფეხზე წამოვარდი და წინ ავესვეტე. -როგორც გინდა, ოღონდ ჯერ ჩაიცვი კარგი?-კმაყოფილმა ამათვალიერა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. მხოლოდ მას შემდეგ დავიხედე ტანხე და სირცხვილისგან ლოყები ამიწითლდა როცა გავაცნობიერე რომ მის წინ მხოლოდ მოკლე მაისურითა და ტრუსით ვიყავი. მაშინვე დავწვდი აგდასაფარებელს და სხეულზე ავიფარე. -ალექსანდრე გადი-ვთქვი დარცხვენილმა. -კარგი რა ელე, ბოლო-ბოლო ჩემი ცოლი ხარ-ჩემთან მოვიდა და შუბლზე მაკოცა-მიდი ჩაიცვი, მე გარეთ დაგელოდები-თქვა და ოთახი დატოვა. ჩემს თავზე გაბრაზებულმა დავიწყე მზადება და მალე ორივენი ტყეში დავრბოდით. კიდევ ორი დღე გავატარეთ მე და ალექსანდრემ იქ. შემდეგ კი თბილისში დავბრუნდით და თან წამოვიღეთ უამრავი მოგონება. როგორც ველოდით ყველა ალექსის და ახლა უკვე ჩემს სახლში იყო შეკრებილი. იმ საღამოს ალექსანდრეს სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და ღამე შინ არ ყოფილა, წასვლის წინ დამიბარა რომ დილით დაბრუნდებოდა და არ მენერვიულა. გამიჭირდა მისი კოცნის გარეშე დაძინება. ვერაფრით მოვისვენე საწოლში ამიტომაც გადავწყვიტე ნუცასთან ერთად დავწოლილიყავი. -ნუც შეიძლება-მისი ოთახის კარი შევაღე და საწოლზე წამოწოლილ ნუცას შევხედე. -კი, კი მოდი-მაშინვე ფეხზე წამოდგა და ჩემტან მოვიდა. -შენი ძმა დღეს სახლში არ არაა, და შეიძლება შენთან ერთად დავიძინო? -რათქმაუნდა. ******************** დილით ტელევიზორის ხმამ გამაღვიზა. საინფორმაციო იყო ჩართული. -დღეს დილით ავტოავარია მოხდა თბილისში. დაშავებულია ახალგაზრდა მამაკაცი, როგორც ექიმები ამბობენ მისი მდგომარეობა მძიმეა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.