შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის ჩემშია!


29-05-2016, 22:04
ავტორი memo
ნანახია 1 728

მზის სხივებმა პირდაპირ ჩემს სახეზე გადაწყვიტეს მოკალათება. ისევ დამავიწყდა ფარდების გადაფარება! გამეღიმა, უჩვეულოდ დამტრიალებდა ღიმილი სახეზე. ამას მეთვითონ ვგრძნობდი. ლოგინზე წამოვჯექი, საკმაოდ ბედნიერი ვიყავი, ჩემი ბედნიერების მიზეზი რა იყო ვერ მივხვდი, მაგრამ უცბად გამახსენდა რომ დღეს ჩემი დაბადების დღე იყო. ბალიშის ქვეშიდან ტელეფონი გამოვაძვრინე, 16 გამოტოვებული ზარი ქეთასგან, 7 გამოტოვებული ზარი ზუკასგან, 9 გამოტოვებული ზარი გიორგისგან, გამოვშტერდი ისტერიული სიცილი ამიტყდა რატომ მეთვითონ არ ვიცი. ჯერ მხოლოდ 12საათი იყო, კიდევ კარგი ყოველთვის ვუთიშავ ხმას ტელეფონს სანამ დავიძინებ. ქეთას გადავურეკე ხმის ამოღება არ მაცალა : - ქეთა, ბოდიში. (გამაწყვეტინა საუბარი) : - გაგიჟდი ალე? ამდენიხანია შენთან დაკავშირებას ვცდილობ, გასაგებია რომ გვიანობამდე გიყვარს ძილი, მაგრამ ცოტა ყურადღებით მაინც იყავი. დროზე ადექი! გილოცავ დაბადების დღეს, მინდა რომ სულ ცოტა ჭკუა მაინც მოგემატოს, იცი რაც ხარ ჩემთვის და ყველაფერი იცი უაზრო ბანალურობას არ მივეცემი. დროზე ადექი წასასვლელები ვართ!
- მადლობა ქეთა, დიდი მადლობა! მეც მიყვარხარ და შენც იცი ყველაფერი. სად მივდივართ? ჯერ ბინაა მისახედი, წყნეთის საქმეს ზუკამ მიხედა, ნეტა იცოდე რა მონდომებით მუშაობდა მთელი სამი დღე. (ზუკა იყო ერთადერთი მამრობითი სქესის მქონე ადამიანი რომელიც ახლოს მოვუშვი, ის ჩემი ძმა იყო, ძმა მყავდა, გარდამეცვალა ჯერ კიდევ მაშინ როცა 14ის გავხდი. ეს სულ რაღაც 3წლის წინ იყო, ზუსტად ამ დღეს. იმის მერე ჩემი დაბადების დღის ხსენება აღარ მინდოდა, ძალიან გამიჭირდა. ის ჩემგან მაშინ წავიდა როცა მე ის ყველაზე მეტად მჭირდებოდა, მაგრამ გამოჩნდა ზუკა,ვერ გეტყვით ალექსანდრე ჩამინაცვლათქო, მაგრამ ზუსტად მაშინ გამოჩნდა როცა ყველაზე მეტად მტკიოდა. ზუკა და ქეთა ჩემი მეორე ოჯახია).
-ზუკა კარგი ბიჭია კი. (იცინოდა ქეთა, ნეტა რა აცინებდა მე ხომ როგორც 2X2 ისე ვიცოდი რომ მათ ერთმანეთი ძალიან მოსწონდათ, მაგრამ ჩემს გამო თავს იკავებდნენ, საქმე ცუდად რომ წავიდეს იციან რომ ვერ გადავიტან, იციან რომ ვერცერთის დაკარგვას გავუძლებ ასერომ არ ჩქარობენ. ნუ ზოგადად ასეც ხდება ირევა ურთიერთობები და შემდეგ ერთმანეთის დანახვაც აღარ უნდათ.)
- კარგი ქეთა არ გინდა ჰაჰა, მისმინე არა ჯერ შოპინგზე წავიდეთ, მოგწერ 20წუთში ანდაც ნახევარ საათში სახლთან მოგაკითხავ.
- კარგი, ალე.
გამითიშა ტელეფონი. გიორგის გადავურეკე გიორგი ჩემი მეგობარია შეიძლება ითქვას რომ მოვწონვარ, მაგრამ ვის არ მოვწონვარ შევეჩვიე უკვე.
-ხო გიო, რა გინდოდა?
-ჩემო სილამაზევ. როგორ ხაარ? გილოცავ, მიყვარხარ ძალიან!
-კარგი,კარგი გიო მეც ძაან ნუ გამიბავ საათნახევრიანს. მეჩქარება წავედი, ქეთა მელოდება. მოგვიანებით წყნეთში შევხვდებით. ტელეფონი გავუთიშე, უხეშად გამომივიდა, მაგრამ არაუშავს ყველა შეჩვეულია. სანამ გავაგრძელებ ცოტას ჩემზეც მოგიყვებით ნუ საკმაოდ ფულიანი დედიკო და მამიკო მყავს, მაგრამ ძალიან საყვარლები და თბილები, არ მიეკუთვნებიან ადამიანების იმ კატეგორიას რომლებიც, ფულის გამო ყველაფრის გამკეთებლები არიან, და მათი გამოხდვა ყოველთვის ამაზრზენია. მაგრამ არა ჩემი მშობლების შემთხვევაში, თავისი შრომით მიაღწიეს ყველაფერს. დიახ, და ზუსტად ამიტომ არიან ახლა მთელს ქვეყანას და ნახევარ ევროპას მოდებულები, აგარაკები, სახლები, მანქანები არ გვაკლია, ჩემები ძირითადად არ არიან ხოლმე საქართველოში, მაგრამ მზრუნველობა მაინც არ მაკლია, უსაყვარლესი ლეილა მყავს, ლელია ერთი სიტყვით ჩემი "მომვლელია", მაგრამ არა სისულელეა უკვე გავიზარდე იმისთვის რომ ვინმეს მოსავლელი ვიყო. ჩემი ყველაზე მეტად ლეილას ჯერა, მისგან იმხელა მხარდაჭერა მაქვს რომ არასდროს არაფერზე უკან არ ვიხევ. გათამამებული გოგო არ გეგონოთ, არც თავქარიანი ვარ, ვსწავლობ 55-ე საჯარო სკოლაში მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ვარ. საკმაოდ კარგი მოსწავლე ვარ. ახლა გარეგნულობაა.. ოპაა აქ ღმერთმა დიდი ჯილდო მიბოძა, მართლა საკმაოდ ლამაზი ვარ, ფირუზის ფერი თვალები მაქვს, მუქი შავი თმა, წელამდე მიწევს, ვგიჟდები გრძელ თმებზე. საკმაოდ გრძელ ფეხებზე ვდგავარ ჰაჰა ისე გამოდის თითქოს ვტრაბახომ, არა არა მართლა არა! რაც არის იმას ვაბობ, არ დავიწყებ ახლა ვითომ თავმდაბლურ იდიოტიზმს. ხო მკერდიც და უკანალიც თავის ადგილას არის, პატარა კურნოსა ცხვირ მაქვს, სქელი წარბები და გრძელი წამწამები, ოდნავ ჭორფლებიც მაქვს. თაყვანისმცემლებბის მთელი არმია მყავს, საერთოდაც მთელი სკოლა ხო მე დამდევს, ყველა მე მეტენება. გავგიჟდები მალე რატომ თვლიან რო გარეგნობაა ყველაფერი, ახლოს არავის არ ვუშვებ აი ზუკა, ქეთა და გიო არიან ამჟამად ჩემს ცხოვრებაში. ან ფული უნდათ ჩემგან ან უბრალოდ ის რომ ჩემთან ერთად გაიარონ და პრესტიჟი აიმაღლონ, მაგრამ გულუბრყვილო დიდიხანია აღარ ვარ.
სწრაფად წამოვდექი ფეხზე და ჩაცმა დავიწყე, ღმერთმა გარეგნობა კი მომცა მაგრამ ჭკუა არა! არასდროს მიყვარდა და არც ეხლა მიყვარს ჩემი გარგნობის გამოკვეთა, კაბებზე დიდად არ ვგიჟდები, მაგრამ დღეს ისეთ განწყობაზე ვარ უეჭველად ფურორი უნდა მოვახდინო, წყნეთის სახლიც ხო გავსებული იქნება კაი ტიპებით და ჩემი ათასი "მეგობრით" წვეულება ყველასთვის იყო უკლებლივ, ნაცნობებისთვის და უცნობებისთვის.
გამოვაღე კარადა ჩემი შავი შორტი და ტოპი კი ეს მინდა! ჩავიცვი ფეზე ჟივენშის კედები ამოვიცვი, თმები გავიშალე და სუნამო "ჰიპნოზი" დავიხსი, დიახ ეს კაცის სუნამოა, მაგრამ ვგიჟდები მის სუნზე. ავიღე ყველა საჭირო ნივთი. დავქოქე მანქანა და ქეთასთან წავედი.



№1 სტუმარი Sali

Cudi ara ubralod bevri daido aq msgavsi shinarsis da rame sxva varianti iyos cota saintereso gaxade:) 10qulidan temas vafaseb 5qulit

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent