შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

One and Only (5)


30-05-2016, 22:41
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 206

იმ წამს ისეთი ბედნიერი ვიყავი,რომ ყველაფერზე წავიდოდი ამ წამების შესანარჩუნებლად, რა ტკბილი ყოფილა სიყვარული,ახლა მე უსაზღვრო ბედნიერაბს ვგრძნობდი,ეს ისეთი საოცარი რამაა რასაც ენით ვერ გადმოსცემ,გიყვარს,გიყვარს და კიდევ მილიონჯერ უსაზღვროდ გიყვარს და გინდა რომ ეს წამი არასოდეს დამთავრდეს.ახლა მხოლოდ ჩვენ ორნი ვარსებობდით დედამიწაზე,მისი ერთი შეხება და ჩემი ბედნიერება ერთი იყო.
-მია,ჩაგეძინა?-თმებზე მეფერებოდა გოცირიძე,თვალები დახუჭული მქონდა და თავის მის მკერდზე მედო
-არა,მღვიძავს-თვალდახუჭულმა გავეცი პასუხი
-არ წავიდეთ?ალბათ გელოდებიან-ოდნავ წამოიწია
-შენ გინდა რომ წავიდეთ?-ისე განვიცადე თვალები ცრემლით ამევსო
-მია ნუ ტირი რა,მაგიტო არ მითქვამს,ხო იცი რო არ მინდა წასვლა,უბრალოდ ძალიან გვიანია და არ მინდა სახლში გაგიბრაზდნენ-გამიღიმა და მეც გულზე მომეშვა,ის ჩემზე ზრუნავდა და მე კიდევ მართლა პატარა ბავშვივით ვიქცეოდი
-კარგი წავიდეთ-წამოვიწიე და ჩემს საცვალსა და ბიუსჰალტერს დავწვდი,ცოტა მომერიდა მისი,სრულიად შიშველი ხომ არასოდეს ვყავარ მამაკაცს დანახული,ის კი პირველი იყო და ოდნავ მეუხერხულა
-ნუ გრცხვენია,არ გიყურებ-სიცილით მითხრა და ჯინსი ამოიცვა
მეც გამეცინა და სწრაფად ჩავიცვი,იატაკზე მიგდებ სარაფანს დავწვდი და გადავიცვი,ის წელზემოთ შიშველი იდგა და სიგარეტს ეწეოდა,ფანჯრის რაფას მიეყრდნო და თვალებში ჩამაშტერდა
-რა? რას მიყურებ?-გამეცინა ოდნავ დარცხვენილს და ენა გამოვუყავი
-მოდი ჩემთან-სიგარეტი პირი ჩაიდო ხელები გაშალა და მანიშნა თავით მოდიო,მეც გაკრეჭილი წავედი მისკენ და გულზე ავეკარი.ჰოი საოცრებავ,განმეორდა ისევ ნეტარი წუთები,არ მყოფნიდა იმდენად მიყვარდა მინდოდა სულ ასე ჩახუტებულები ვყოფილიყავით,წამიტაც კი აღარ მინდოდა მისგან შორს ყოფნა.მისგარეშე წამიც კი საუკუნოდ მეჩვენებოდა.
-ჩემი ცეცხლოვანი,ვნებიანი გოგო-ყელში ხმაურით მაკოცა და გაეცინა
-მასე ნუ მეუბნები
-რატო პაწუ?-ენა მომიჩლიფა
-ოოო,კარგი რა ნიკა,მართლა პატარა ბავშვი ხომ არ ვარ?-გაბრაზებულმა დავცხე მკერდზე მუშტი
-აბა რა ხარ გოგო? შენ ჩემი პატარა გოგო ხარ-ცხვირზე მაკოცა და ისევ ზედ ავეკარი
-ალბათ დედა ჩამოვიდა,დროა წავიდეთ ნიკა-ოდნავ მოვშორდი,მგონი საღად აზროვნება დავიწყე
-ჰო დინა ნამდვილად გაგიბრაზდება-გაეცინა
-იცნობ დედას?
-რა თქმა უნდა ვიცნობ,მეზობლებს ყველას ვიცნობ-თვალი ჩამიკრა
გამეცინა,დაბლა ჩამოვედით,ზურგზე შემომისვა და ასე ჩამოვირბინეთ კიბეები. 20 წუთში ჩემის სახლის წინ ვიდექით ჭიშკართან
-შედი მიდი-მოტოციკლი დაქოქა და მეც დავემშვიდობე
სახლი ჩუმად შევედი,გვიანი იყო არ მინდოდა დედა ან ლენა გამეღვიძებინა,ფეხაკრეფით შევიძურწე ჩემს ოთახში და სააბაზანოში შევედი,გამახსენდა ის ტკბილი წუთები და ბედნიერებისგან გამეღიმა
-მია,მია მოხვედი? სად ხარ დედიკო?-დინას ხმა მომესმა ოთახიდან,სწრაფად მოვიცვი ხალათი და ოთახში გავედი
-ჰო დედა აქ ვარ-გავეკრიჭე,ხალათის ქამარი ისე შემოვიჭირე კინაღამ გავიგუდე
-ამ დრომდე სად იყავი?
-ბავშვებთან ერთად ვიყავი მანჩოს შეყვარებულის სახლში-სწრაფად ვუპასუხე
-ამ დრომდე მია? იცი რომელი საათია? ხომ იცი ლევანმა რომ გაიგოს ეს ამბავი არ მოეწონება
-ვიცი დედა,გპირდები ეს ბოლოა-გავუღიმე და მოვეხვიე დინას,მასაც გაეღიმა და მომეხვია,იმ საღამოს დედა ჩემთან დაწვა.დილით ჩვეულებრივსაებრ მოვემზადე უნივერსიტეტში წასასვლელად,გარეთ გამოვედი მძღოლს ვლოდებოდი,ამასობაში ჩემმა ნიკუშამ გამოიარა მოტოციკლეტით,მეც პატარა ბავშვივით ხტუნვა დავიწყე ჩემი შემხვედვარე კვდებოდა სიცილით
-დღეს მე წავიყვან ბატონო გია-მძოლს უთხრა და მანიშნა უკან მომიჯექიო
თავი დავუქნიე ჩაფხუტი გავიკეთე და მის უკან დავსკუპდი.ხელები მაგრად შემოვხვიე მუცელზე,თავი ზურგზე მივადე და გავიტრუნე ნეტარებისგან.ცოტახანი მივვდი რომ უნივერსიტეტის გზას გავცდით,ვერაფერი ვუთხარი ისეთ ხმაურში და ძრავის ზუზუნში მაინც ვერაფერს გაიგებდა.გეზი ისევ იმ ბინისკენ აიღო,როგორც იქნა გააჩერა მოტოციკლეტი გადმოვიდა თუ არა ჩაფხუტი მომხადა და ტუჩებში მეცა
-როგორ მინდიხარ ვერც კი წარმოიდგენ-ხელში ამიტაცა
-გაჩერდი,რასაკეთებ?-სწრაფად გამოვეცალე და უხეშად მოვიშორე
-რა იყო გუშინ მოგწონდა?თვითონ არ დამეტაკე?
-რა?-სიმწრისგან გამეცინა
-რა რა? მინდიხართქო რა არის გაუგებარი? თუ უკვე გადაგიყვარდი?
-რანაირად მელაპარაკები?-ხმა ამიკანკალდა ლამის ადგილზე მოვკვდი როცა გაავცნობიერე რა უნდოდა ჩემგან
-რა იყო? რა გეუცხოვა? გუშინ მოგწონდა დღეს რა შეიცვალა? შენ არ მეუბენბოდი ვგიჟდები შენზეო?
-მომშორდი!-თვალები ცრემლით ამევსო ცოტაც და ბღავილს დავიწყებდი
-აუუ,იმენა პატარა ბავშვი ხარ რა!ხელი აიქნია და მოტოციკლეტს დასცხო
-ანუ შენ მხოლოდ სექსი გინდოდა ჩემთან და მეტი არაფერი ხომ?-უკვე თავის კონტროლი მიჭირდა,ვეღარც ცრემლებს ვიკავებდი,ერთიანად ამაკანკალა
-ხო აბა რა გეგონა სხვა? შემიყვარდებოდი და ცოლად მოგიყვანდი?-გაეცინა-იმენა პატარა ბავშვი ხარ რა-არ წყვეტდა სიცილს
-რა თქვი? ფუ რა ნაგავი ხარ! არაკაცი! ნაგავი!-გავყვიროდი მთელ ხმაზე
-მია,მია კარგად ხარ? გაიღვიძე დედიკო-ბუნდოვნად ჩამესმოდა დინას ხმა და ამდროს გამომეღვიძა,გაოფლილს და გულაჩქარებულს
-რა იყო?
-რა დაგესიზმრაა ასეთი,ისეთ სიტყვებს იძახდი,კარგად ხარ?
-კი,კი კარგად ვარ-შუბლზე ხელი გადავისვი და გამეღიმა კიდევ კარგი სიზმარი იყო და არა რეალობა.
-უნივერსიტეტში გაგვიანდება ადექი და წყალი გადაივლე დე
სწრაფად შევედი სააბაზანოში და წამებში მოვემზადე.ისევ სიმარზე ვფიქრობდი,გარეთ გამოვედი თუმცა არსაც ჩანდა,მროლიც მალევე მოვიდა.30 წუთში უკვე აუდიტორიაში მანჩოს გვერდით ვიჯექი.
-რა გჭირს?
-არაფერი,რა იყო?
-რა სახით ზიხარ,წუხელ სად გაქრით?
-ვინები?-ვითომ ვერ მივხვდი რაზე მკითხა ან ვიზე
-შენ და ნიკა-თვალები დაიბრიალა
-თავის ბინაში წავედით
-რა?-პირი დააღო
-ხო და სექსი გვქონდა-ისე ვუთხარი გეგონა ერთად ნაყინი ვჭამეთ ან პიცა
-რა თქვი?-იმხელა ხმაზე მოივიდა ლექტორმა ორივე გამოგვაგდო აუდიტორიიდან
-რა გაყვირებს გოგო-გამეცინა და პირზე ხელი ავაფარე
-შენს სულ გააფრინე ხო?-მკველელი თვალებით მიყურებდა
-ვიცი რომ გავაფრინე,მაგრამ არ მინდოდა ეს შენთვის დამემალა
-ვაიმე რა დებილია ეს გოგო-შუბლზე ხელი შემოირტყა-არ გაგაფრთხილე მე შენ მაგისგან თავი შორს დაიჭირეთქო? შენ კიდე რა ქენი გოგო? მასთან დაწექი? დებილი ხარ მია! კრეტინი!-კბილებში გამოსცრა მანჩომ
-მიყვარს მანჩო,რატო ვარ დებილი? აზრზე არ ხარ რა არის სიყვარული!
-სიყვარული კი არა სრული დაშტერებაა რაც შენ გჭირსროდის მოასწარი ასე მწარედ შეყვარება რომ ლოგინში ჩაუგორდი? დღეში შეგიყვარდა ასე ძალიან? შე შტერო!-არ ცხრებოდა მანანა
ამაზე ორივეს გაგვეცინა
-ნუ მიცინი მაინც არ გაპატიებ რაც გააკეთე შე პატარა ძუკნა!-ისევ გაგვეცინა-მითხარი როგორი იყო? გეტკინა?-ტუჩი მოიკვნიტა და ინტერესით დამაკვირდა.
-კი მეტკინა,მაგრამ ეგ არაფერი როცა გიყვარს მაგასაც აიტან,ლუკასთან ჯერ არ გქონია?
-რომ მქონოდა არ მოგიყვებოდი?
-რას ელოდებით მერე?-მოვუღიტინე და ორვეს გაგვეცინა
კიდევ დიდხანს ვილაპარაკეთ მე და მანჩომ ამ თემაზე.ყველაფერი დეტალებში გამომკითხა,ნუ რა თქმა უნდა მთლად დეტალებში არ მომიყოლია მაგრამ...
შუადღე იყო სახლში რომ დავბრუნდი,სევ არ ჩანდა ნიკა,არც მისი ნომერი მქონდა რომ დამერეკა.უხასიათოდ ვიყავი მთელი დღე,არც დედა იყო სახლში.ტელევიზორი ჩავრთე და არხებს ისე სწრაფად ვრთავდი ლენას ნერვები მოეშალა
-დადე ეგ პულტი მია რა უბედურებაა?
-ჰოო ბოდიში,ბოდიში-დივანზე მვაგდე პულტი
-რა გჭირს შენ?
-არაფერი,რა უნდა მჭორდეს?
-მოწყენილი მეჩვენები
-გეჩვენები ლენა
-მია! ნუ უხეშობ
-სადაა დინა?
-სამსახურშია,სად იქნება?
-ჰო,რა თქმა უნდა-თავი გავაქნიე
ცოტახანში კარებზე ზარის ხმა გაისმა,აუჩქარებლად წავიდა კარის გასაღებად ლენა
-მია,შენთან არიან
ფეხშიშველი გავტანტალდი შემოსასვლეში და ჰოი საოცრებავ ჩემი ნიკუშა იდგა კარის ზღურბლთან
-შენ აქ რასაკეთებ?-კუკლუცურად გავუღიმე და კარებს მივეყრდენი
-მომენატრე და მოვედი,წავიდეთ?
-სად?
-სადმე
-მაინც?
-სადაც შენ გინდა-გაეცინა,სწრაფად მოვემზადე და გავყევი.კუს ტბაზე ავედით,მინდორზე ვისხედით,კალთაში ჩავუსკუპდა და ხელები კისერზე მოვხვიე.
-წუხელ შენ დამესიზმრე-სიჩუმე მე დავარღვიე
-მართლა?-გაეცინა
-ჰო,ვითომ ჩემთან მხოლოდ სექსი გინდოდა-ტუცები გამოვბურცე
-აუ რეები გესიზმრება შენ-ისევ ეცინებოდა-ხო იცი რო ეგრე არაა?
-ვიცი ნიკა,ვიცი
-ეგ არასოდეს იფიქრო,შენ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენე,ოღონდ კარგი გაგებით-შუბლზე მაკოცა
-მაგრამ არ მეუბნები რომ გიყვარვარ
-შენ გგონია გიყვარვარ? იცი საერთოდ რა არის სიყვარული?
-მაგით რისი თქმა გინდა?
-ოღონდ ახლა არ იტირო,შენთან არაჩვეულებრივად ვგრნობ თავს მია,რაც მოხდა ჩვენს შორის საოცრება იყო,წარმოუდგენლად მაგარი რამ,მაგრამ შენ მე არ მიცნობ არ იცი ჩემი ცხოვრების სტილი თანაც ჩემზე 9 წლით პატარა ხარ
-მერე რა? ეგ რამეს წყვეტს?
-მამაშენი მია
-რა მამაჩემი? რა შუაშია საერთოდ?
-კარგი დაივიწყე,მოდი აქ და მაკოცე-გაეცინა და ტუცებში მეცა
სულ დამავიწყდა მისი სიტყვები,ჩემი ანტიდეპრესანტი იყო ეს ბიჭი.
-წავიდეთ ჩემთან?-უკანალზე მაკრად მომიჭირა ხელები
თავი დავუქნიე და მალევე ის ბინაში ვიყავით,ვერც ვიგრძენი ისე შემომაცალა ტანსაცმელი და სრუალიან შიშველი დავრჩი მის წინაშე.ტკივილის ნაცვლად ძალიან დიდი სიამოვნება განვიცადე,საოცრება იყო,ამაზე უფრო დიდი სიამოვნება არ არსებობს
-მიყვარხარ მია-ყურში ჩამჩურჩულა ვნებისგან გაგიჟებულმა,ამან იმდენად გამაბედნიერა რომ ვერც კი ავღწერ. სიამოვნებამ პიკს რომ მიაღწია,მოვეშვით ორივენი და გულაღმა ვიწექით საწოლზე.
-ეს რა იყო-ძლივს მოვახერხე ხმის ამოღება
-მოგეწონა?-გაეცინა ნიკას და ჩემსკენ გადმოტრიალდა
-საოცრება იყო-თავი გავაქნიე სიცილით
-როგორ მიყვარხარ!-ცხვირზე მაკოცა
-რა? რა თქვი?-თვალები ვჭყიტე ბედნიერებისგან გამაკანკალა
-მიყვარხართქო
-როგორ გიყვარვარ?
-ძაან მაგრად გოგო-ისევ გაეცინა და მომეხვია








№1  offline წევრი ketia

:) დზალიან საკვარელია რაგაც.... გელოდები გაგრძელებით

 


№2  offline წევრი ketia

რატო დაგვივიცკე რატო აგარ დებ???

 


№3  offline წევრი ketia

მალე დადებ გაგრზელებას?

 


№4  offline წევრი ketia

აღარ აპირებ გაგრძელებას?

 


№5  offline წევრი ketia

დაგვადე ხო?/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent