შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძვირფასო ქმარო! (სრულად)


31-05-2016, 01:13
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 11 383

სოფლის ორღობეში მიმავალს ჩამესმოდა თუ როგორ ჭორაობდნენ ჩემზე სოფლის ბიჭები, განა რაიმე ცუდს ამბობდნენ პირიქით მაქებდნენ.. იმ მამაკაცისადმი შურს გამოხატავდნენ ვისი ცოლიც მე გავხდებოდი... ერთერთი ამბობდა
-ამას უსათუოდ ქალაქელი ქმარი ეყოლება მხოლოდ განათლებულ და ჭკვიან კაცს იმსახურებს ცხოვრების თანამგზავრადო.
მეორემაც კვერი დაუკრა..
-მართალი ხარ მხოლოდ ქალაქელი თუ დააფასებს მის სილამაზეს და გაუფრთხილდებაო.
არც მესამე ჩამორჩა.
-ცოდოა ესეთი ლამაზი და ჭკვიანი გოგო სოფელში ცზოვრებისთვის და სოფლის მძიმე საქმისთვისო.
მოვშორდი ბიჭებს გულს უხაროდა ასე რომ მაქებდნენ და ჩემზე ღელავდნენ... სახში მისულს კი მამა ახლი ამბავი დამახვედრა.
-შვილო ხვალ შენი ხელის სათხოვნელად მოვლენ.
-ვინ მამა? მე ხომ ჯერ სკოლაც არ დამიმთავრებია ვოცნებობდი რომ წარმატებული ადვოკატი გავხდებოდი.
-შვილო კარგი ბიჭია შენი საქმრო ქალაქელია, განათლებული თავისი ბიზნესი აქვს იქნებ შენც მოგცეს სწავლის უფლება.
-დედა მხოლოდ ამის თქმა შეგიძლია?
გაბრაზებული, არა უფრო გაცოფებული შევვარდი ოთახში და ფიქრი დავიწყე ჩემს მომავალზე… "ქორწინება?" ყოველთვის ვფიქრობდი რომ ჩემი ქორწინება სიყვარულით იქნებოდა გაჟღენთილი, ჩემი ქმარი კი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი მამაკაცი გახდებოდა... ალბათ უფრო მარტივი იქნებოდა ცხოვრება ამ მოძველებული ტრადიციების სოფელში რომ არ ვცხოვრობდე ჯერ მხოლოდ 18 წლის ვარ სკოლას ეხლა ვამთავრებ ვოცნებობდი რომ ვისწავლიდი მაგრამ ოჯახმა გადაწყვიტა რომ დროა ის უღელი დავიდგა რასაც "ოჯახი" ქვია.... მე კესარია ვარ 18 წლის სკოლას ეხლა ვამთავრებ, წარჩინებული მოსწავლე ვარ, ოჯახში რიგით მესამე ქალიშვილი ვარ, ჩემი ორი დაც გარიგებით გათხოვდა, მათ გაუმართლათ და ბედნიერი ოჯახი აქვთ მზრუნველი ქმრები ყავთ.... მე ჯერ მხოლოდ ის ვიცი რომ ჩემი ქმარი განათლებული ქალაქელი ბიჭია, ვხვდები რომ რაღაც რიგზე ვერ არის რადგან ქალაქელი, განათლებული მამაკაცი როგორ დათანხმდა რომ ცოლი გარიგებით მოიყვანოს თან სოფლელი, პატარა, გაუნათლებელი გოგონა...(მიყვარს საკუთარი თავის კრიტიკა) ალბათ ჩემმა სილამაზემ მოხიბლა, სოფლის ყველა ბიჭს ვუყვარდი მაგრამ მე არცერთი მათგანისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, განა რამე ჭირდათ ჩემი დასაწუნი? არა მე მხოლოდ სწავლაზე ვფიქრობდი... ბებიას და ბაბუას ფოტო ავიღე და საბანში ჩავძვერი, ცრემლებმა გზა თავისით იპოვნეს, ზუსტად ვიცი ბაბუა რომ ცოცხალი ყოფილიყო მამა ვერ გამათხოვებდა და სწავლის გაგრძელებასაც შევძლებდი. ოთახის კარი ჩემმა უფროსმა დამ შემოაღო.
-კესო ვიცი რომ არ გძინავს გინდა ვილაპარაკოთ?
-თამრიი, მოდი რა ჩამეხუტე.
-კესო მითხარი რა გაწუხებს.
-ჩემი ქორწინება.
-კესო იქნებ კარგი ბიჭია და მასთან ბედნიერი იყო, წინასწარ რა გატირებს.
-თამრი როგორ უნდა ვიყო ბედნიერი მამაკაცთან რომელსაც არც კი ვიცნობ სიყვარულზე კი ლაპატაკიც ზედმეტია.
-გაიცნობ კესო და შეგიყვარდება ვახო კარგი ბიჭია, ჯერ ის უნდა ნახო როგორი სიმპათიურია.
-არ მაინტრესებს, მაგის ხილვის ბედნიერება ხვალაც მეღირსება.
ჩემი დის ოთახიდან გასვლის შემდეგ კიდევ დიდხანს ვტიროდი ბოლოს წიგნის კითხვა დავიწყე რომელიც ჩემმა მეგობარმა მათხოვა "ყურბან საიდის ალი და ნინო" ალის და ნინოს სიყვარულის ისტორიაზე ისევ ჩემი მომავალი ქპრწინება გამახსენდა და ცრემლები წამომივიდა... სკოლიდან ჩვეულ დროს დავბრუნდი... ჩემს ოჯახში დიდი ფუსფუსი იყო, ჩემი ეგრედ წოდებული ქმარი და მისი ოჯახი მოდიოდა, მე კიდე არავინ და არაფერი მადარდებდა.
-კესო მოემზადე სირცხვილია.
-მზად ვარ.
ქერა თმა გავიშალე, ისე ჩავიცვი როგორც ჩვეულებრივ დღეს ვიცვამდი ხოლმე, არაფერი განსაკუთრებული ჯინსის შარვალი და ჩვეულებრივი მაისური... სტუმრებს თვალი მოვავლე ჩემი საქმრო საკმაოდ სიმპატიური ჩანდა მაგრამ არ იღიმოდა, ამან მეც გამიფუჭა ხასიათი, სახლიდან გამოვედი და მინდორზე ჩამოვჯექი, ფიქრებში ვიყავი გართული რომ ვიღაც გვერდით მომიჯდა.
-კესარია არც მე ვარ ამ ქორწინებით დიდათ აღფრთოვანებული.
-მაშინ რატომ დათანხმდით ბატონო ვახტანგ?
-მოდი ესე ვთქვათ მე და შენ დავდებთ შეთანხმებას.
-და რა შეთანხმებას?
-შენ ჩემი ცოლი იქნები ჩვენი საძინებლის გარეთ, ბედნიერ წყვილს ვითამაშებთ.
-და მე ეს რაში მაწყობს ბატონო ვახტანგ?
-მე შენს სწავლას დავაფინანსებ, საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტში, შენც ეს არ გინდა?
-ბატონო ვახტანგ რატომ მირთავთ ცოლად?
-ეს ჩემი საქმეა კესარია... ხო და კიდევ ბატონო მოაშორე შენ ხომ ჩემი საცოლე ხარ.
-მეც მეხება ეს ქორწინება ვახტანგ, მე უნდა ვიცოდე რა მოხდება მომავალში?
-თუ ჭკვიანად მოიქცევი იქნებ სამუდამოდ დარჩე ჩემი ცოლი.
ვახტანგმა ცინიკურად გამიღმა და სახლში შევიდა... მე კი ისევ მინდორზე ვიჯექი და მის ნათქვამზე ვფიქრობდი, ნაწილობრივ ვბრაზდებოდი მის სიტყვებზე მაგრამ ის მახარებდა რომ ვისწავლიდი და შევძლებდი წარმატებული ქალი ვყოფილიყავი. ვახტანგი ამისთვის საუკეთესო ვარიანტი იყო იქნებ სულაც არ არის ისეთი ცუდი როგორიც მე მეგონა და მასთან მართლაც ბედნიერი ვიყო მაგრამ შეთანხმების მიხედვით მე მხოლოდ საზოგადოების და ოჯახის წევრების თვალში ვარ მისი ცოლი... ჩემთვის ასეც არის უკეთესი იქნებ მომავალში როცა ვახტანგი ამ ფარსს დაასრულებს მეც ვიპოვო ნამდვილი სიყვარული და ბედნიერი ოჯახი შავქმანა მანამდე კი მომიწევს ვიცხოვრო, ვახტანგთან ერთად და ვითამაშო ბედნიერი ცოლის როლი რომელიც გიჟდება თავის "ძვირფას ქმარზე"...
ოთახში დავბრუნდი და სტუმრებს თბილად გავუღიმე გავიგე რომ ვხტანგს ერთი და და მამა ყავს ხოლო ქალი რომელიც მე დედამისი მეგონა თურმე ბებია ყოფილა... ვახტანგის მამა ბატონი უჩა ძალიან თბილი ადამიანი აღმოჩნდა და მივხვდი ადვილი იქნებოდა მასთან ურთიერთობა, ბებიაც ძალიან თბილი და საყვარელი ქალია, აი სალიტა კი ვახოს და უსაყვარლესი გოგო იყო ისე თბილად გადამეხვია თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვყოფილიყავით სალი ჩემზე მხოლოდ ერთი წლით უფროსი იყო, მივხვდი მალე მე და სალი საუკეთესო მეგობრები გავხდებოდით.
-მიხარია რომ თქვენი ქალიშვილიც ბედნიერია ამ ქორწინებით. პირობას გაძლევთ რომ ჩვენს ოჯახში ისე მივხედავთ როგორც სალოს დღეიდან კესარიაც ჩემი ქალიშვილია, იმედია მენდობით?
-რას ბრძანებთ ბატონო უჩა როგორ შეიძლება არ გენდოთ.
-ვახო ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილა მინდოდა დიდი ქორწილი გადამეხადა მისთვის მაგრამ ვახოს ურჩევნია რომ მშვიდი ქორწილი გადავიხადოთ ვიწრო წრეში.
-როგორც თქვენ გადაწყვეტთ ჩვენთვის მთავარი ჩვენი გოგონას ბედნიერებაა.
-მერწმუნეთ ბედნიერი იქნება არაფერში არ შევზღუდავთ ის აუცილებლად გააგრძელებს სწავლას.
-მე გენდობით ბატონო უჩა.
-ვახოს სურს რომ ქორწილი მას შემდეგ გადავიხადოთ რაც თქვენი ქალიშვილის გამოსაშვები და ეროვნული გამოცდები ჩაივლის არ გვსურს რომ სწავლაში ხელი შეეშალოს.
-როგორ თქვენ გინდათ ყველაფერი ისე იქნება.
ვახტანგი აივანზე გავიდა, მეც უკან ავდევნე.
-მშვიდი გარემოა არა? არ გავს ქალაქის ხმაურს.
-ხო მშვიდი გარემოა... მიყვარს სიმშვიდე.
-კარგია შენზე უკვე ის ვიცი რომ სიმშვიდე გიყვარს.
-კესო შენ რა ჩემი უკეთ გაცნობა გინდა?
-რატომაც არა ხომ შეიძლება ვიცნობდე ჩემს მომავალ ქმარს?
-მკითხე რაც გაინტერესებს.
-ყოველთვის ასეთი უხასიათო ხარ? და ასე ცოტას ლაპარაკობ?
-ხო და წინააღმდეგი ხარ ჩემი სერიოზულობის?
-არა არ ვარ წინააღმდეგი... უბრალოდ მეშინია შენი სერიოზულობა უჟმურობაში არ გადაიზარდოს.
-მერე?
-მერე არაფერი იქნები ეგეთი უჟმური და ყველა გაგეგცევა.
-შენც?
-მე? ალბათ პირველი ვიქნები ვინც შენგან გაიქცევა.
-ვნახოთ თუ შეძლებ.
........
სწავლაზე ვიყავი ორიენტირებული საერთოდ არ მაინტერესებდა ჩემი ქორწილის სამზადისი ყველა ფუსფუსებდა მე კი საგამოცდო ორომტრიალი მქონდა.. მხოლოდ იმას ვცდილობდი რომ დაფინანსება მომეპოვებინა და ვახოზე არ ვყოფილიყავი დამოკიდებული... გამოცდები დასრულდა ვიცი რომ კარგად დავწერე მაგრამ მაინც მეშინია იმის რომ დაფინანსებას ვერ მოვიპოვებ და მომიწევს ვიყო ვახოზე დამოკიდებული... სალომ დამირეკა შემატყობინა რომ ხვალ ის და ვახო ჩამომაკითხავენ კაბა უნდა ავარჩიო...
-კესო შვილო გაიღვიძე ვახო მალე ჩამოვა და მზად უნდა დახვდე.
-კაი ხუთი წუთიც და მზად ვიქნები.
-შენი კაბა აქ დევს, ის ცისფერი კაბა შეგირჩიე ძალიან რომ გიხდება.
-დედააა არ მინდა კაბა შარვალს ჩავიცმევ უფრო კომფორტულია.
-კესარია ნუ მეწინააღმდეგები.
-ხო კარგი, კარგი.
ბუზღუნით შევედი სააბაზანოში და თავი მოვიწესრიგე ეს ცისფერი ტანში გამოყვანილი კაბა მართლაც ძალიან მიხდებოდა, ჩემს მწვანე თვალებს და ქერა თმას საოცრად უხდებოდა. ქერა თმა მხრებზე ჩამოვიშალე და სარკეში ჩემი თავი კიდევ ერთხელ შევათვალიერე ამ კაბაში მართლაც რომ ქალს ვგავდი ჩემი ბავშვურობა სადღაც გამქრალიყო... ვახო და სალი მოვიდნენ, სალიმ როგორც ყოველთვის კომპლიმენტებით ამავსო აი ვახოს სახეზე კი ვერცერთი ემოცია ვერ ამოვიკითხე ვერ გავიგე მოვეწონე თუ არა ან საერთოდ რა აზრი აქვს მოვეწონები თუ არა? ჩვენ ხომ მხოლოდ საზოგადოებისთვის ვიქნებით ცოლ-ქმარი?
-კესო შენ აქ დაჯექი ვახოს გვერდით მე კი უკანა სავარძელზე დავჯდები.
-არა სალო რატომ უნდა შეგაწუხო?
-კესარია ეს დღეიდან შენი ადგილია და ჩემს დას ნუ ეწინააღმდეგები.
ვახტანგის მკაცრმა ხმამ სხეულში ყინვასავით გაატანა... დავთანხმდი და დავჯექი მის გვერდით მაგრამ აშკარად უკმაყოფილო იყო... თბილისამდე ისე ჩავედით ჩვენი ქორწილით აღტაცებული მხოლოდ სალომე ლაპარაკობდა ჩვენ კი ვუსმენდით, როგორც იქნა მივედით საპატარძლო კაბების მაღაზიაში ვახტანგმა იქ დაგვტოვა და წავიდა.
-სალომე ვახო რატომ წავიდა? მინდოდა ჩოხა მოეზომებინა.
-მერე გამოგივლით... გაიცანით ეს ჩემი სარძლოა კესარია.
-მართლაც ძალიან ლამაზი გოგონაა...
ძალიან გამეხარდა როცა ვახომ ჩემთან გადაწყვიტა ჩოხის და შენი საპატარძლო კაბის ყიდვა, რადგან თანამედროვე გოგოების უმეტესობა ნაციონალური ელემენტებით გაწყობილ კაბაზე უარს ამბობენ.
-ხო ნანი დეიდა ჩვენც ძაან გაგვიხარდა როცა ვახომ გვითხრა რომ ის და კესო შეთანხმდნენ ნაციონალურ სამოსზე.
-აბა შვილო შენ როგორი კაბა გინდა.
-იცით მე ესე არ მიფიქრია როგორი იქნებნოდა ჩემი კაბა, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ არ მინდა რაიმე ზედმეტად გადატვირთული, რაც შეიძლება სადა და ნაზი კაბა უნდა იყოს.
-ვახო მართალი იყო როცა თქვა რაიმე სადას მოითხოვსო.
-და ხომ არ შეურჩევია თვითონ?
-კი შვილო ერთი მოეწონა მაგრამ.
-რა მაგრამ? ფიქრობთ რომ არ მომეწონება?
-მოდი მოიზომე.
გასახდელში შევედი კაბა მართლაც კარგი იყო სადა ქართული ნაციონალური სამოსის ელემენტებით გაწყობილი ჩემი სხეულის ფორმებს საოცარი თანმიმდევრობით გამოკვეთავდა. გარეთ გამოსულს კი ჩემი უფროსი დები და ბებიაც იქ დამხვდნენ. ყველას გამომეტყველება ერთნაირი იყო, მეგონა არ მოეწონათ.
-არ მოგეწონეთ?
-არა პირიქით შვილო ისეთი ლამაზი ხარ რომ რა ვთქვათ არ ვიცით.
-კარგით რა ბებია.
-წამოდი შვილოდანარჩენი კაბებიც მოიზომე.
-არა ნანი დეიდა მე ეს კაბა მომწონს და ამას ვიცმევ.
-კესო იქნებ მოიზომოო.
-არა სალო ეს კაბა მინდა.
-სალო შვილო ეს კაბა იმიტომ უნდა რომ ვახოს მოეწონა.
-გასაგებია მაშინ ეხლა ჩვენ დებსაც შეგვირჩიეთ რაიმე.
ჩემი დებიც კარგად ერთობოდნენ სალოსთან ერთად მე კი შორს ვიჯექი და მათ ვაკვირდებოდი.
-შენ უკვე შეარჩიე კაბა?
-კი პირველივე კაბა ავირჩიე ხომ იცით ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს კაბას.
-ნუ თუ საერთოდ არ გადარდებს, მე შენს მომავალ ქმარს მომეწონება თუ არა შენი ტანისამოსი.
-არ მადარდებს ბატონო ვახტანგ.
-კესო ბატონო არა მიდი გაიმეორე ვა-ხო.
-ვა…ხო. ვთქვი და ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე, მის ღიმილზე რაღაც უცნაურმა ჟრუანტელმა დამიარა სხეულში, მისი ესეთი სითბო გამიკვირდა მაგრამ დავინახე ბებია რომელიც ჩვენსკენ მოდიოდა.
-რაზე ლაპარაკობდით?
-ჩვენს მომავალ ქორწილზე.
-კარგი მაშინ ილაპარაკეთ ხელს არ შეგიშლით, მაგრამ ვახო ჩოხა უნდა მოიზომო.
ვახო ჩოხაში იმდენად სიმპათიური იყო რომ წამით დამავიწყდა კიდეც რომ ის მხოლოდ ფარსი იყო და არა ნამდვილი ქორწინება... სოფელში დავბრუნდით მე და ჩემი დები.
-კესო კარგად გიცნობ რა ხდება რამეს გვიმალავ? ნიშნობის დღეს ვახოზე საზიზღრობებს ამბობდი დღეს კი ის კაბა ჩაიცვი რომელიც მას მოწონს რა ხდება?
-არაფერი არ ხდება თამარ უბრალოდ მივხვდი რომ უნდა ვცადო ბედს შევეგუო და ვახო შევიყვარო, თან არ არის ურიგო ვარიანტი რადგან...
-სწავლის საშუალებას გაძლევს არა?
-მართალია თამრი.
-კესო ისე საუბრობ შენს ქორწინებაზე თითქოს საქმიანი გარიგება და არა შენი პირადი ცხოვრება.
-თამარ დამიჯერე კარგად ვიცი რომ ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა და არა გარიგება.
..............
დღეს ჩემი და კესარიას ქორწილის დღეა რატომ შევარჩიე ცოლად კესო? რომ ვთქვა მიყვარს ან მომწონს მეთქი მოვიტყუები რადგან მე ბავშვები არ მომწონს აი კესარია კი ნამდვილი ბავშვია დიდი ბავშვი რომელიც ყოველთვის ცდილობს რომ გამამწაროს და ნერვები დამაგლიჯოს.... უბრალოდ მამას და ბებიას არჩევანს მივენდე მაგრამ კესო პირველივე წუთიდან გავაფრთხილე რომ ეს ქორწინება ჩემთვის მხოლოდ საქმიანი გარიგებაა ისიც ჭკვიანი აღმოჩნდა და არ უთქმია უარი ქორწინებაზე, რადგან იცი რომ ეს ქორწინება მას ოცნებას აუსრულებს და წარმატებული ადვოკატი გახდება.... გზა კესოს სახლამდე ძალიან გაიწელა მთავარი ინტრიგა კი ის იყო რომ სალომ მითხრა კესოს კაბას რომ ნახავ გაოცდებიო. მართლაც ასე მოხდა გამაოცა იმან რომ კესარიას ჩემი შერჩეული კაბა ეცვა არა და მითხრა რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა როგორი კაბა ეცმეოდა... ქორწილმა მხიარულად ჩაიარა როცა ვხედავდი როგორ ცეკვავდა კესარია სხვა მამაკაცთან თუნდაც ეს მამაკაცი ჩემი მეგობარი ყოფილიყო მინდოდა რომ მივსულიყავი და კესო გამომეგლიჯა ხელებიდან.
-ვახტანგ ნუ უყურებ ეგეთი სახით ბექას და კესოს ხომ იცი რომ როგოც შენს ცოლს ისე ეცეკვება.
-მოკეტე რა ტიტე.
-ვახო მან ხომ სიმართლე არ იცის.
-და რომ იცოდეს კესარიას აქვე დაუწყებდა შებმას და ხელების ფათურს მიდი რა შენ ეცეკვე ტიტე.
-არა ვახო ის შენი ცოლია მოგწონს შენ ეს თუ არა გაიგე?
-მერე ტიტე მე მივიდე?
-რათქმაუნდა ვახო უნდა მიხვიდე კესოსთან და უნდა ეცეკვო... სანამ შენი ცოლია თუნდაც ფურცელზე უნდა დაიცვა ყველა კაცისგან.
-მართლა ტიტე?
-კი ვახო ყველაზე უფრო კი საკუთარი თავისგან უნდა დაიცვა, ბავშვი არ შეაშინო და არ უყვირო ის შენი მსახური არ არის შენი ცოლია გესმის?
-კარგი ტიტე მაგაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ.
-ვახო შთააგონე შენს თავს რომ ის შენი ცოლია.
-კარგი.
...........
ჩემი ქორწილის დღე ყველაზე ამაღელვებელი წარმომედგინა მეგონა რომ ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი დამივლიდა და მუცელში პეპლები ამიფრინდებოდა მისი დანახვისას მაგრამ არაფერი მიგრძვნია თითქოს ვიღაც სხვის ქორწილში ვიყავი და ეს ყველაფერი ჩემი არ იყო.... ნამდვილი ტრადიციული ქორწილი თავის ჯვრისწერით, ხელისმოწერის ცერემონიით, მამაპაპური ყანწებით და გაუთავებელი სადღეგრძელოებით მე კი მორთულ-მოკაზმულ კუთხეში ვიდექი თოჯინასავით და ვიღიმოდი... ყველა ბედნიერი იყო ჩვენს გარდა რადგან ჩვენთვის ეს ქორწილი უბრალო გარგება იყო თანაც სარფიანი... ჩემი ქორწინების ღამე კი წარმომედგინა ვნებითა და სიყვარულით გაჯერებული სხეულებისა და სულის გაერთიანებად. საგულდაგულოდ რომანტიულად მორთული ოთახის კარი როგორც კი მიიხურა ვახოს თბილი მზერა სადღაც გაქრა და ერთბაშად გადაიქცა ტირანად.
-კესარია შენ დივანზე დაიძინებ.
-არც არაფერი მაქვს საპრობლემო.
-თუ გინდ გქონდეს მე შენი აზრი არ მაინტერესებს.
-სად მიდიხარ?
კართან მისული ჩემს სიტყვებზე შეჩერდა და შემომხედა.
-რა იყო ანგარიში უნდა ჩაგაბარო?
-არა უბრალოდ ხალხს გაუკვირდება რომ ქორწინების პირველივე ღამეს მარტო დამტოვებ საძინებელში.
-ყოჩაღ კარგია ესეიგი ეგ პატარა ტვინი გიმუშავებს.
-გაგიკვირდებათ და ჩემი ტვინი საკმაოდ კარგად მუშაობს.... ხო მართლა ერთ კომპლიმენტს ხომ მაინც ვიმსახურებდი თქვენგან.
-მართლა იმსახურებდი?
-ბატონო ვახტანგ უბრალოდ ჯენტლმენობის გამო მაინც გეთქვათ რომ ეს კაბა მიხდებოდა, მაგრამ თქვენ ხომ ბევრი საუბარი არ გიყვართ და ჩემზე ფუჭად რატომ უნდა დახარჯოთ თქვენი ძვირფასი სიტყვები.
-კესარია კარგად გამოგდის ჩემი ნერვების აშლა..… იქნებ გაჩუმდე და დაიძინო.
-როგორც თქვენ მიბრძანებთ ჩემო ძვირფასო ქმარო.
-კესარიააა...
-რაა? რამე დავაშავე?
-კი აღარასოდეს გაიგე? აღარასოდეს მომმართო ეგრე.
-და როგორ? ჩემო ძვირფასო ქმარო?
-აი ეგრე.
-კარგით.
ვახოს ეძინა მე კი გეგმებს ვაწყობდი როგორ ვუქცევდი ცხოვრებას კოშმარად ჩემს ძვირფას ქმარს... აუცილებლად მასზე ადრე უნდა ავმდგარიყავი და უნდა გამემწარებინა ბატონი ვახტანგი.... დილით როგორც ყოველთვის ადრიანად გამეღვიძა მაგრამ ადგომა არ ვიჩქარე ველოდი როდის გაიღვიძებდა ჩემი ძვირფასი ქმარი. როგორც იქნა ვახომ გაიღვიძა როგორც კი სააბაზანოსკენ წავიდა კართან დავხვდი.
-მე შევალ სააბაზანოში პირველი.
-კესარია სამსახურში მაგვიანდება შენ კი სახლში უნდა იყო.
-მერე რა მე პირველი მივედი კართან.
-კესარია მე შევალ გაიგეე?
-არა მე შევალ თქო.
-მე შევალ ბატონო ვახტანგ.
-ჩემი სახლია და მე შევალ.
-ცდებით ეს სახლი ჩვენია ბატონო ვახტანგ.
-ხო და ჩვენს სახლში წადი და სხვა სააბაზანოში იბანავე.
-კარგით მე წავალ მაგრამ თქვენს ოჯახს როგორ აუხსნით რომ თქვენი ცოლი სხვა სააბაზანოში ბანაობს.
-ხო კარგი შედი დროზე და მალე გამოდი რომ არ დამაგვიანდეს.
სააბაზანოში დიდხანს ვნებივრობდი ვიცოდი ვახოს მალე დააგვიანდებოდა და რომ გამოვიდოდი გაბრაზებული დამხვდებოდა... ჩავიცვი და გამოვედი.
-სად იყავი აქამდე?
-ვბანაობდი ჩემო ძვირფასო ქმარო.
-კესარია ხომ გითხარი ეგრე აღარასდროს მომმართო.
-როგორც თქვენ მიბრძანებთ ბატონო ვახტანგ.
-შენ მე გამაგიჟებ.
მომაძახა და სააბაზანოში შევიდა. მე კი ჩემთვის ჩავილაპარაკე:
-ჯერ სად ხარ ყველაფერი ახლა იწყება.
.............
-მოემზადე დღეს კორპორატიულ საღამოზე მივდივართ.
-და ვინ იქნება იქ?
-ჩემი თანამშრომლები, პარტნიორები და მეგობრები.
-კარგი მოვემზადები...
კარადასთან მივედი და ორი კაბა ავიღე ერთი შავი იყო და მოკლე მეორე კი ცისფერი და გრძელი, ვერ გადამეწყვტა რომელი ჩამეცვა.
-ცისფერი უხდება შენს თვალებს.
-კარგი ცისფერს ჩავიცმევ.
-დამჯერი როცა ხარ მაშინ უფრო კარგი ხარ.
-როცა მშვიდად ხარ შენც კარგი ხარ.
კარზე სალომემ დააკაკუნა.
-შემოდი.
-მაპატიეთ ხელი ხომ არ შეგიშალეთ?
-კი სხვათაშორის... ვიგრძენი როგორ მომხვია ვახომ წელზე ხელი და სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.
-მაპატიე მაგრამ ჩემი რძალი უნდა წავიყვანო კაბა უნდა შევარჩიო საღამოსთვის.
ერთთვიანი თანაცხოვრების მანძილზე ვახო საზოგადოების თვალში ყოველთვის მზრუნველი და თავაზიანი ქმარი იყო. არ მესმოდა როგორ შეეძლო ერთდროულად ასეთი თბილი და ამავდროულად ყინულივით ცივი ყოფილიყო...
-აი რა კარგია ქმარი მე უკვე შევურჩიე კაბა შენს რძალს.
-აბა რომელი?
-აი ეს... კაბა სალომეს გავუწოდე.
-მის უძირო და დამატყვევებელ ზღვისფერ თვალებს უხდება არა?
-მართალია ძალიან უხდება.
ვახომ ეშმაკურად გამიღიმა და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა, ამ ხერხს ხშირად მიმართავდა და მაბნევდა ხოლმე.
სალომე ხან ერთ კაბას მოიზომებდა ხან მეორეს უნდოდა თვალის მომჭრელი ყოფილიყო უნდოდა ვახოს ერთერთი მეგობრისთვის ჯანოსთვის თავი მოეწონებინა..
-ამაღამ გაიცნობ ჯანოს იცი რა სიმპატიურია?
-ჩვენს ქორწილზე არ იყო?
-არა ჩამოსვლა ვერ მოახერხა ის და ტიტე ჩემი ძმის საუკეთესო მეგობრები არიან.
-მართლა?
-ხო მიხარია რომ ჩამოვიდა.
-კარგია აი ეს წითელი კაბა ძალიან მოგიხდება.
-ასე ფიქრობ?
-აჰაამ.
მეც გავემზადე და დაველოდე როდის დამიძახებდა ვახო.
..........
ოთახში შესულს კესო უკვე მზად დამხვდა სადად აკრული ქერა თმა ძალიან უხდებოდა მაგრამ მე გაშლილი უფრო მომწონდა... იმ კაბაში კი ისეთი ლამაზი იყო რომ არ ვიცოდი რა მეთქვა ახლა ოთახში კიდევ ვინმე რომ ყოფილიყო აუცილებლად რამე თბილს ვეტყოდი კესარია ჩემსკენ წამოვიდა და ხელები კისერზე შემომხვია.
-არ შეიმჩნიო ღია კარში ბებია გვიყურებს.
-როგორ არა, ისე ძალიან მომეწონე რომ სიტყვებს ვერ ვპოულობ მაგრამ რაღაც მინდა გთხოვო.
-რაა?
-ჩემი აზრით მხრებზე უსწორმასწოროდ დაყრილი უფრო გიხდება ეს შენი ლამაზი ქერა თმა.
-როგორც შენ იტყვი ხომ იცი ჩემთვის მთავარი შენი აზრია.
კესო მომშორდა და თმა გაიშალა.
-ასე?
-ხო აი ასე ძალიან ლამაზი ხარ აღფრთოვანებული ვარ შენი სილამაზით.
-დაასრულე ეს ფარსი წავიდა უკვე.
-რა გესლიანი ხარ კესარია.
-არც შენ ჩამომრჩები ვახტანგ.
-ხოო?
........
ნიშნის მოგებით გავუღიმე და გარეთ გავედით... წამით მომეჩვენა რომ ვახოს სიტყვები არ იყო ყალბი და მართლა მოვეწონე... მძღოლმა დანიშნულების ადგილზე მიგვიყვანა და წამოვიდა ვახტანგს ხელკავი გამოვდე და რესტორანში ერთად შევედით ეს ჩვენი პირველი ერთად გამოჩენა იყო ფართო საზოგადოებაში, ბევრი ადამიანი გვაკვირდებოდა ყველა ჩვენ მოგვშტერებოდა გავიგონე როგორ გადაულაპარაკა ერთმა მამაკაცმა მეორე.. "ახლა მესმის ასე საგულდაგულოდ რატომ მალავდა ბატონი ვახტანგი თავის ცოლს მართლაც ნამდვილი ქალღმერთია." ჩვენსკენ ტიტესთან ერთად სასიამოვნო გარეგნობის ბიჭი მოდიოდა როგორც კი მოგვიახლოვდა თბილად გაგვიღიმა.
-ოოხ ვახტანგ ამას მიმალავდი ბიჭო?
-შენ არ ჩამოხვედი თორემ მე არ დამიმალავს არავინ.
-ეხლა ხომ აქ ვარ ახლა მაინც გამაცანი ჩემი რძალი.
-კესო გაიცანი ეს ჯანოა ჩემი მეგობარი.
-ვაიმე ვახო რა უემოციო ხარ ცოლს როგორ მიმართავ?
-კესოთი. რა არ მოგეწონა ჯანო?
-რა და საყვარელ ცოლს უნდა მიმართო სიტყვებით ძვირფასო, საყვარელო, ჩემო ძვირფასო ცოლო დაუძახე ესიამოვნება. (აშკარა იყო ჯანომ ყველაფერი იცოდა და მომენტით სარგებლობდა შანს არ უშვებდა რომ ვახო გაემწარებინა)
-სასიამოვნოა ჯანო შენი გეცნობა.
-ჩემთვისაც მართლაც ძალიან ლამაზი ყოფილხარ ნამდვილი ფერია ხარ.
ვახო დაიხარა და ყურთან ჩუმად მითხრა.
-ფერია კი არა ნამდვილი მოსიარულე პრობლემა ხარ... მეც არ დავაყოვნე და ხმამაღლა ყველას გასაგონად ვუთხარი.
-მადლობა კომპლიმენტისთვის ჩემო ძვირფასო ქმარო... ჩემს სიტყვებზე ტიტეს და ჯანოს გაეცინათ ვახომ არ შეიმჩნია მაგრამ გაბრაზდა.. დადგა სალომესთვის ნანატრი მომენტი ჯანომ შენიშნა.
-სალომე ეს შენ ხარ?
-ხოო.
-ვაუუ როგორ გაზრდილხარ და გალამზებულხარ.
-მადლობა, აღარ ვარ ესეიგი მახინჯი იხვის ჭუკი.
-ჯანო გახსოვს გეუბნებოდი როგორც იხვის ჭუკი გადაიქცა გედად სალომეც ისე გადაიქცევა თქო მაგრამ არ მიჯერებდი.
-კარგი ტიტე ვაღიარებ შეცდომას.
ტიტესთან და ჯანოსთან კარგ დროს ვატარებდი... ბექამ ცეკვა მთხოვა მე ვახოს შევხედე მან თვალებით მანიშნა რომ არ გავყოლოდი.
-გვაპატიე ბექა მაგრამ მე შენზე ადრე ვთხოვე.
-კარგი ჯანო შენ კონკურენციას ვერ გაგიწევ.<
მე და ჯანო საცეკვაოდ გავედით ჯანო მიყურებდა და იღიმოდა.
-რა ხდება ჯანო?
-დებილია ჩემი მეგობარი.
-რატომ?
-რომ ვერ გამჩნევს.
-იქნებ არ მამჩნევს.
-მართალი ხარ.
-ნახე ჩვენსკენ მოდის შენი მეგობარი.
-ალბათ შენთან უნდა ცეკვა.
-მეეჭვება ჯანო იმას უფრო დავიჯერებ რომ შენთან უნდა ცეკვა.
ვახო მოგვიახლოვდა ჯანომ თავაზიანად გამიშვა ხელი და ვახოს ჩამაბარა.
-ტანგო იცი?
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე... მისი ყოველი მოძრაობა ყოველი ვნებიანი შეხება ერთიანად მაცლიდა ძალას სხეულიდან ისე დათარეშობდნენ მისი ხელები ჩემს სხეულზე თითქოს უკანასკნელად მეფერებოდა, ცეკვის დასასრულს ვახომ ხელი თმებში შემიცურა და შეუბლით შუბლზე მომეყრდნო თვალებში ვუყურებდი და ვხვდებოდი რასაც გეგმავდა მაგრამ არ მეშინოდა ვიცოდი ამას მხოლოდ საზოგადოებისათვის აკეთებდა და ეს კოცნა არაფერს შეცვლიდა მაგრამ ჩემს სხეულში ნამდვილი ქარიშხალი დააყენა ყველაფერი აირი მეგონა რომ მალე მის ხელებში დავკარგავდი გონებას მაგრამ არა ძლიერი აღმოვჩნდი, იქ მყოფ საზოგადოებაზე მეტად გაოცება ტიტეს, ნაინას და ჯანოს სახეზე აღიბეჭდა ყველა ფიქრობდა თუ რას აკეთებდა ვახო მაგრამ ეს ყველაფერი ყველზე მეტად მე მიკვირდა და მაფორიაქებდა. ვახომ ხელი ჩამკიდა და ისევ ჩვენს მაგიდასთან დავბრუნდით.
-ერთი იდეა მაქვს ოღონდ ყველა უნდა დამთანხმდეთ.(ჯანო)
-რა იდეა ჯანო.(ვახო)
-საგურამო.(ჯანო)
-ეხლა?(ტიტე)
-ხო ეხლა აი აქედან ავდგეთ და წავიდეთ არაყი და რაღაცაები მანქანაში მაქვს.
-შენ მზად ყოფილხარ(ნაინა)
-ანუ მივდივართ?(ჯანო)
-კი მივდივართ..
მე და ვახო ჯანოს მანქანაში ვიჯექით უკანა სავარძელზე სალომე კი წინ იჯდა ვუყურებდი ვახოს და ვცდილობდი გამომეცნო რას გეგმავდა... მალე ყველა საგურამოში ვიყავით ჩვენს სახლში... სალომე მანქანაშივე ჩაეძინა ამიტომ ვახომ საწოლში დააწვინა და უკან დაბრუნდა ეზოში... მხრებზე მისი პიჯაკი მომაფარა.
-მადლობა ვახო მაგრამ აქ არ არის საჭირო მზრუნველი ქმრის როლის თამაში სიმართლე ყველამ იცის.
-იქნებ არ ვთამაშობ და მინდა ვიყო მზრუნველი ქმარი.
-ვერ ვხვდები რის მიღწევას ცდილობ, ჯერ ის ცეკვა მერე კოცნა ახლა ეს პიჯაკის მოფარება.
-მე შენი ქმარი ვარ მომწონს ეს მე თუ არა და შენ ჩემი ცოლი ძვირფასო ცოლო.
-მართალი ხარ ძვირფასო ქმარო.
-მე რა გთხოვე.
-შენ არ გითხოვია მიბრძანე.
-კარგი გვეყო ტიტე, ნაინა და ჯანო მოდიან.
გვარანად იყვნენ ბიჭები შემთვრალი როცა ჯანო სახლში შევიდა და უკან გიტარით დავრუნდა.
-ვახტანგ ნახე.
-არა ჯანო შანსი არაა.
-კარგი რა ვახო გთხოვთ.
-მხოლოდ ერთხელ.
-ხო კარგით და რა?
-თვალებს დაგიკოცნი. (ჩემდაუნებურად წამომცდა)
ვახომ გიტარის სიმებს ხელი შეახო თუ არა ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.
სიმღერიდან მხოლოდ რაღაც ნაწყვეტები მესმოდა რომელთა სიმღერის დროს ჩემდა უნებურად ვყვებოდი ვახოს.
"უშენობა თითქოს ხელბს შემომხვევს და მებრძვის"
"ერთხელ ჩამეხუტე მხოლოდ მერე სადაც გინდა წადი!"
"თვალებს დაგიკოცნი ისევ
ვნების მომერევა ცეცხლი,
თუმცა ეგ ტუჩები მიწვევს,
გრძნობას ჩემებურად ვებრძვი!
ყურში ჩაგჩურჩულებ სიტყვებს
თმებსაც ჩამოგიშლი ალბათ,
მერე გადავუფრენ ხევებს,
თავს რომ დავიგულებ კარგად.
გულს კი აერია რითმი,
ვერა მოვუხერხე ფიქრებს.
ვეძებ ცისარტყელი ფერებს,
მოდი წაგიყვანო ქალო!
ვახოს თვალებში ვუყურებდი და რაღაც ამოუცნობს ვხედავდი ვერ ვხვდებოდი სად გაქრა ის ცივი და უხეში ვახო მე რომ ვიცნობ... მის თვალებში მხოლოდ სითბო იყო მის ნამღერ ყოველ სიტყვაში იმდენი სითბო იყოო, არ ვიცი რა გრძნობა დამეუფლა მაგრამ ჩვენი ეს გაურკვეველი მდგომარეობა არც ტიტეს გამოჰპარვია და არც ჯანოს... სიტუაციის განსამუცტად ჯანომ დაიწყო საუბარი.
-მაპატიეთ რძლებო მაგრამ ამაღამ ჩემი მეგობრები და მე ვათენებთ თქვენ შეგიძლიათ დაიძინოთ.
მე და ნაინა ფეხზე წამოვდექით სანამ სახში შევიდოდი ვახოს თავის პიჯაკი დავუბრუნე და ფეხსაცმელი გავიხადე.
-კესო რას აკეთებ არ გაცივდე.
-არ ინერვიულო შეჩვეული ვარ ხომ არ დაგავიწყდა რომ სოფელში გავიზარდე ჩემო ძვირფასო ქმარო. ჩემს სიტყვებზე ვახოს მოლოდ გაეღიმა მაგრამ ეს არ იყო სიბრაზის ღიმილი. მე და ნაინამ სალომეს კარადაში ვიპოვეთ ტანსაცმელები გამოვიცვალეთ, ვერანდაზე გავედით და საქანელაზე ჩამოვჯექით.
-კესო არ გინდა ვილაპარაკოთ? შეგიძლია მენდო.
-შენ ერთადერთი ხარ ვინც სიმართლე იცის.
-რა ხდება კესო თქვენს შორის.
-ნაინა არ ვიცი რა გითხრა საიდან დავიწყო.
-ქორწინებიდან კესო რატომ დათანხმდი.
-რატომ დავთანხმდი?ვახო ჩემთვის კარგი პერსპექტივა იყო ჩემი ოცნების ასახდენათ თუ მას არ გავყვებოდი მამა სხვას გამოყოლებდა, არ ვიცოდი ის სხვა მომცემდა თუ არა უფლებას რომ მესწავლა.
-ანუ ვახო არ მოგწონებია?
-სიმართლე გითხრა არც კი შემიხედავს როგორი იყო, მერე კი პირველივე შეხვედრისას ისე უხეშად მელაპარაკა სურვილი დამეკარგა რომ მისთვის როგორც მამაკაცისთვის შემეხედა.
-როგორც მამაკაცი არ მოგწონს?
-კარგი რა ნაინა ვახო რომ არ მოგეწონოს თავისი ვიზუალით მაშინ ბრმა უნდა იყო ადამიანი.
-ესეიგი სიმპათიურია?
-ნუ რათქმაუნდა... მაგრამ ისე უხეშად მექცევა რომ მისი სიმათიურობა არაფრად მიღირს.
-დღეს რაც მოხდა ის?
-არ ვიცი რა ვთქვა ჯერ ის ცისფერი კაბა ამირჩია ეს ჩაიცვიო, მერე თმა გამაშლევინა ასე უფრო გიხდებაო, ბექასთან ერთად ცეკვის უფლება არ მომცა, მერე ის ტანგო და კოცნა, მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ ჩვენ ვიყავით ეზოში თავისი პიჯაკი მომახურა მხრებზე, ან ეს სიმღერა და ის არ გაცივდეო რას ნიშნავდა დაინახე ძვირფასო ქმარო რომ ვუწოდე არ გაბრაზდა და მხოლოდ გამიღიმა... მე ესეთ ვახოს არ ვიცნობ ის ჩემთან ყოველთვის უხეშია კარგად არასოდეს მექცევა ყოველთვის პოულობს მიზეზს რომ მეჩხუბოს.
-აი მე კი პირიქით ძალიან თბილ და მხიარულ ვახოს ვიცნობ.
-ნეტა მე გავიცნობ ოდესმე?
-მე გაგაცნობ.
-როგორ?
-იცი ტიტეს მშობლები ჩვენი ქორწინების წინააღმდეგი იყვნენ მამამისმა ქონებაც კი წაართვა ტიტეს მე კიდე არავინ მყავდა ბავშთა სახლიდან ახალ წამოსული ვიყავი 20 წლამდეც იმიტომ დამტოვეს რომ ბავშვის აღზრდაში ვეხმარებოდი... როცა ორივე მარტო დავრჩით და არსად წასასვლელი აღარ გვქონდა, როცა არავინ გვყავდა ვახომ მაშინ გამოიჩინა ყველაზე დიდი სიკეთე ბინა სადაც დღეს მე და ტიტე ვცხოვრობთ ვახომ გვიყიდა, ტიტეს სამსახურიც მიცა და მე სწავლის გაგრძელების საშუალება... იცი როგორი კეთილია მაგრამ სიყვარულის გამოხატვა არ შეუძლია... ოჯახი მისთვის ყველაფერია სალომეს გამო ყველაფერს ჩაიდენს ალბათ ამიტომ ეშინია ჯანოს თავისი გრძნობების გამხელისა.
-რა ჯანოს სალომე?
-აუუ წამომცდა არ უნდა მეთქვა.
-ეხლავე მე მომიყევი.
-ეს ტიტესთვისაც კი არ მითქვია.
-მე მითხარი ეხლა დროზე.
-ჯანოს პატარაობიდანვე უყვარს სალომე მის დასავიწყებლად წავიდა ამერიკაში მაგრამ.
-დღეს მეც შევნიშნე როგორ უყურებდა.
-სალომესთან არ წამოგცდეს.
-როგორ არ ვუთხრა სალომეს რომ ჯანოსაც უყვარს იცი როგორი სევდიანი სახით მიყვებოდა რომ ჯანოს ის ყოველთვის ბავშვად მიაჩნდა.
-რა სალომესაც უყვარს?
-ხო ამერიკაში რომ მიდიოდა შორიდან უყურებდა და ტიროდა.
-ესეიგი ჯანოს არ მოჩვენებია და სალომე აეროპორტში იყო.
-ეხლა მე და შენ ეგენი უნდა დავაჯახოთ.
-აბა რააა, მაგრამ ჯანოს როგორ ვუთხრა რომ საიდუმლო ვერ შევუნახე?
-ჯანო თვითონ მომიყვება მალე ყველაფერს.
..........
-ვახო რა ხდება?
-რა ხდება ჯანო?
-ეს ყველაფერი რას ნიშნავს?
-რა ყველაფერი!
-ვახო თავს ნუ ისულელებ აი ახლაც კი ჩვენ შენ გელაპარაკებით შენ კი მას უყურებ სახში როგორ შევა მის სიტყვებზეც კი არ გაბრაზებულხარ.
-კარგი რა ჯანო არაფერიც არ ხდება და საერთოდაც ეს თქვენ არ გეხებათ.
-ვახო შენ რა კესო შეგიყვარდა?
-არა.
-ვახო კარგად გიცნობთ.
-არა თქო ჯანო არა.
-ვახო კესარიასთვის როგორც ქალისთვის შეგიხედავს ოდესმე?
-თითქმის ყოველთვის.
-ანუ ვახო კესო მოგწონს?
-ხოო მაგრამ ვერ მივცემ ჩემს თავს მასთან ყოფნის უფლებას მე მისი ღირსი არ ვარ.
-შენ მასთან ხარ ვახო ის რაც დღეს გააკეთე.
-ხო ვიცი სასმელმა მძლია და თავი ვერ შევიკავე.
-რას აპირებ?
-ვეცდები ჩვენს შორის რაც შეიძლება დიდი კედელი აღვმართო.
-შენ რა გაგიჟდი?
-არა ჯანო ასე აჯობებს მისთვისაც და ჩემთვისაც.
ტიტე მხოლოდ უსმენდა მეგობრებს მაგრამ მოთმინება დაკარგა.
-როგორ მოექცევი ვახო ისევ ცივად ყოველთვის იპოვი მიზეზს რომ ეჩხუბო და უყვირო.
-და შენ საიდან?
-ვახო ნაინას ელაპარაკებოდა და მოვისმინე... ეხლაც ვერ იძინებს შენს გამო და ვერანდაზე მარტო ზის იქედან გიყურებს, აჩვენე ამ გოგოს ცოტა სითბო და იქნებ თვითონაც შეუყვარდე.
-არა ტიტე მას არც კი მოვწონვარ.
-მოექეცი თბილათ გააცანი ნამდვილი ვახო და მოეწონები დამიჯერე.
...........
ბიჭები კიდევ დიდხანს სვამდნენ ნაინამ დაიძინა მე კი ვიჯექი ვერანდაზე და ვერ ვიძინებდი ვფიქრობდი ყველაფერზე რაც მოხდა ამ დროის მანძილზე ჩემს ცხოვრებაში თუ როგორ შეიცვალა ყველაფერი ეხლა ისე მინდოდა ვინმეს ჩახუტება მინდოდა ჩემს ბალიშში ჩამერგო თავი და მეტირა მაგრამ ის ჩემი აღარ იყო მე უკვე სხვა სახლი მქონდა და სხვა ოჯახი მყავდა საქანელას საზურგეს თავი მივადე და ნელა ვქანაობდი როდის ჩამეძინა არ მახსოვს მაგრამ დილით საწოლში გამეღვიძა.... ოთახში მარტო ვიყავი ნეტა ვინ შემიყვანა საძინებელში ვახომ? თუ სხვა ვინმემ? არ ვიცი მაგრამ ეს გაურკვევლობა ბოლოს მომიღებს... ოთახში ვახო შემოვიდა, ცუდად გამოიყურებოდა.
-ვახო როგორ ხარ?
-ცუდად პახმელიაზე ვარ.
-წავალ მინერალურ წყალს მოგიტან.
-მადლობა.
-ვახო ოთახში შენ შემომიყვანე?
-ხო, არც ისეთი უგულო ვარ რომ გარეთ დამეტოვებინე.
-მადლობა.. წავალ მინერალურ წყალს და გამაყუჩებელს მოგიტან.
ქვევით ტიტე, ნაინა, ჯანო და სალომე საუზმობდნენ.
-დილა მშვიდობის.
-ვახო როგორ არის?
-ცუდად, პახმელიაზეა.
-აუუ ჯერ სვამს მერე კიდე სულ ეგრეა რაა.
-მე მივხედავ.
-აბა რა შენი ქმარია და უნდა მიხედო ჩვენ კიდე გავისეირნებთ.
-კარგი როგორც გინდათ.
ვახოს წვნიანი გავუმზადე და საუზმე ოთახში ავუტანე... მაგრამ ოთახში არ იყო ვერანდაზე იჯდა და უსასრულობას მიშტერებოდა.
-ვახო საუზმე მოგიტანე.
-მადლობა მაგრამ არ მშია.
-ვახო ეს პახმელიას მოგიხსნის და კარგად გახდები.
-შენ გააკეთე?
-მე გავაკეთე.
-სხვები სად არიან?
-სასეირნოდ წავიდნენ.
-კარგი ვისაუზმებ და ჩვენც გავყვეთ.
-არა ვახო ცუდად ხარ და უნდა დაისვენო.
-კარგად ვარ.
-არა ვახო ჯერ ისაუზმე,მერე წამალი დალიე და დაისვენე.
-კარგი როგორც შენ იტყვი.
..............
როცა ზემოთ ავედი კესოს ვერანდაზე საქანელაზე ჩასძინებოდა ხელში ავიყვანე და საწოლში დავაწვინე საწოლზე ჩამოვუჯექი და ვუყურებდი მის სახეს რომელსაც სახეზე მთვარის შუქი ეფინებოდა ასეთი ლამაზი სახის ნაკვთები არავის არ ქონდა ნუთუ ამდენი ხანი ვერ შევნიშნე მაგრამ არ მაქვს უფლება მის გვერდით ვიყო ის მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს, მე მას ვერ მივცემ ისეთ სიყვარულს როგორსაც იმსახურებს.... მისმა მზრუნველობამ თავბრუ დამახვია... იმის გამოსასწორებლად რაც წუხელ ჩავიდინე გადავწყვიტე დავლაპარაკებოდი კესოს.
-კესო გუშინ აქ მოსვლის მერე რა მოხდა?
-არ გახსოვს?
-არა არაფერი არ მახსოვს.
-ხო ისეთი არაფერი გიტარაზე დაუკარი და იმღერე.
-მხოლოდ ვიმღერე მეტი არაფერი?
-არა მერე მე და ნაინა წამოვედით და შენ როდის ამოხვედი აღარ მახსოვს.
-რომ ამოვედი უკვე გამოფხიზლებული ვიყავი.
-აააა კაი მიდი დაიძინე მე ამას დავალაგებ.
..............
იცხოვრო ოთხი თვე იმ ადამიანის გვერდით რომელიც შენდამი უბრალო სითბოსაც არ გამოხატავს და უბრალო რამეზეც კი გიყვირის აუტანელია, მაგრამ ადამიანი ყვრლაფერს გაუძლებსო ნათქვამია მეც ვახოს ყოველ უაზრო გამოხტომას და გაბრაზებას დუმილით და ცრემლების ღვრით ვიტანდი თავიდან ვეცადე წყობიდან გამომეყვანა და განქორწინება თვითონ მოეთხოვა მაგრამ...
-ეს რა არის?
-რა?
-რამდენჯერ გითხარი ჩემს საბუთებს არ შეეხო მეთქი.
-ვახო მეტკინა.(უკვე ცრემლები მახრჩობდა მართლა ძაან მტკენდა მკლავები რომლებზეც ვახო ძლიერად მიჭერდა თითებს)
-რატომ შეეხე ჩემს საბუთებს როდესმე შეუშვებ მაგ თავში რომ არ გაქვს უფლება ჩემს ნივთებს შეეხო?
-მამაშენმა მთხოვა მათი მიტანა.
-ჯერ ჩემთვის უნდა გეკითხა.
-ჩემს ზარებს რომ პასუხობდე გაიგებდი რომ ვაპირებდი კითხვას.
-შეხვედრაზე ვიყავი.
-შენს თანაშემწესთან ერთად კაფეშიი?
-ეს შენ არ გეხება.
-ვახტანგ მეხება იმიტომ რომ არ მინდა მოტყუებული ქალის როლში ყოფნა გაიგე?<br -მოტყუებულის?
-ხო საზოგადოების თვალში მე შენი საყვარელი ცოლი ვარ რომელსაც ისევ იგივე საზოგადოების თვალწინ ღალატობ.
-შენ რა გული გეტკინა?
-სულაც არა ძვირფასო ქმარო თუ გინდა შუა ქუჩაში გქონია სექსი იმ მეძავთან მე მაგაზე არ მეტკინება გული... (უცებ ისევ გაბრაზდა ვახო)
-რამდენჯერ გითხარი არსოდეს მომმართო ეგრე მეთქი.
-როგორ ძვირფასო ქმარო.
-გაჩუმდი თორემ...
-თორემ რა გამაგდებ სახლიდან? მიდი გამეყარე.
-არსოდეს გაიგე ჩემგან ამას ვერ ეღირსები განქორწინებას შენ მოითხოვ.
-ვნახოთ ვის უფრო მყარი ფსიქიკა აქვს.
-მოსიარულე პრობლემა ხარ.
-შენ კი ჩემი ძვირფასი ქმარი.
ვახოს საძინებელში დაბრუნებამდე დავწექი და ჩამეძინა არ მახსოვს როდის დაბრუნდა ოთახში.
............
ოთხი თვე მხოლოდ ჩხუბსა და კამათში..... ვცდილობ რაც შეიძლება უხეში ვიყო მასთან ხშირად ზედმეტიც მომდის და ვნანობ კიდეც ჩემს საქციელს მაგრამ თუ სითბოს ვაჩვენებ მეშინა რომ დამიახლოვდება არ მესმის რატომ მტკენს ასე გულს მისი ცრემლები... ჩხუბის შემდეგ მის ცრემლებს ვერ გავუძელი და ოთახიდან გავიქეცი რაღაც მომენტში მომეჩვენა კიდეც რომ იეჭვიანა და სადღაც გულის სიღრმეში მესიამოვნა, არ ვიცი რატომ მაგრამ მიჭირს მასთან მიახლოება არა და ნებისმიერი კაცი ბედნიერი იქნებოდა მის გვერდით, შესანიშნავი ქალია ყოველდღე ვხედავ თუ როგორ ზრუნავს ოჯახზე მამას და ბებიას ყოველთვის თავის დროზე ასმევს წამლებს და ცდილობს თავი კომფორტულად აგრძნობინოს მსახურებსაც კი თბილად ექცევა ისე თითქოს მისი ოჯახის წევრები იყვნენ... ზოგჯერ მართლა მიკვირს ჩემი თავის ის ხომ ყველას გულს გაალხვობს მაგრამ რა სჭირს ჩემს გულს, რატომ ვერ მომილბო ოთხი თვის მანძილზე... რაღაც მომენტში მეწყინა კიდეც რომ მე ვერ ვუფინანსებ სწავლას და თავისით მოიპოვა სახელმწიფო დაფინანსება... ხშირად ვაკითხავ უნივერსიტეტში და ვაკვირდები როგორი ურთიერთობა აქვს კურსელებთან იმისთვის რომ მათთან ერთად კაფეში წასულიყო ნებართვა ჩემგან აიღო ამის გამო დავცინე მაგრამ გულის სიღრმეში მესიამოვნა რომ დაუკითხავად არსად არ წავიდა და ჩემი აზრით დაინტერესდა, გათხოვილი ქალის როლი კარგად მოირგო... ფიქრებისგან დამძიმებული ოთახში რომ დავბრუნდი კესოს უკვე ეძინა. დივანზე ემბრიონის პოზაში ეძინა და ეტყობა რაღაც ცუდს ხედავდა სახეს ხშირად შმუშნიდა ყრუდ გავიგონე მისი ნათქვამი სიტყვები:
-მეტკინა... ნუ მიჭერ გთხოვ მეტკინა... მხოლოდ ეხლა დავხედე მის ხელს და დავინახე თუ როგორ ჩალურჯებოდა ის ადგილი სადაც მე ვუჭერდი იმ წამს რომ შემძლებოდა წარსულის დაბრუნება ნამდვილად არ მოვექცეოდი ასე, ყველა მომენტმა გამირბინა თვალწინ თუ ყოველი ჩემი შეხების შემდეგ როგორ იფარავდა ხელებს ეხლა მიხვხვდი რამდენად ვტკენდი ეხლა თავი ყველაზე ცუდ კაცად ვიგრძენი სიკვდილი ვინატრე მაგრამ მივხვდი ეს ტკივილს ვერ შემიმსუბუქებდა... ვიჯექი მის წინ და ვტიროდი ჩუმად პატიებას ვთხოვდი მაგრამ მას არ ესმოდა ალბათ რომც ენეხა ვერ დაიჯერებდა იმას რომ მე ვიტირე... ხელში ფრთხილად ავიყვანე და საწოლში დავაწვინე მიუხედავად იმისა რომ უკვე გვიანი იყო ტიტეს დავურეკე და წყნეთში ამოსვლა ვთხოვე.
-ვახო რამდენხანს იჯდები ესე ჩუმად ვხვდები რაღაც ცუდი მოხდა რაღაც ისეთი რომ შენს თავს ვერ პატიობ.
-ვატკინე ტიტე ძალიან ვატკინე.
-ვახო რა დაუშავე იმ გოგოს შენ რა...
-კარგი რა ტიტე არა მასზე ძალა არ მიხმარია მხოლოდ ეგ არ გამიკეთებია...
ოთხი თვეა მონასავით ვექცევი... ვეჩხუბები, ვუყვირი ის კი ყველაფერს იტანს იცი წეღან ძილში რას ამბობდა? -მეტკინა ნუ მიჭერო გესმის?
-შენ მოუჭირე და ატკინე?
-ხო მე ვატკინე ის ადგილი სადაც ვუჭერდი ჩალურჯებოდა გესმის? ხვდები რა ნაძირალა ვარ?
-ვახო როდის გახდი ასეთი?
-როგორი?
-აი ასეთი როგორც კესოსთან ხარ დაუნდობელი, ცხოვრებამ კესოს სახით საუკეთესო საჩუქარი გიბოძა, ყველა კაცს შეშურდებოდა შენი არასოდეს შეგიმჩნევია კორპორატიულ საღამოებზე როგორი შურით აღსავსე თვალებით გიყურებდნენ მამაკაცები ყველა ოცნებობდა შენს ადგილას ყოფნას შენ კი რას აკეთებ ვახო?
-არ ვიცი ტიტე არ მესმის რა მჭირს.
-გეშინია ვახო გეშინია არ შეგიყვარდეს... მაგრამ ეს უკვე მოხდა შენ კესარია შეგიყვარდა და ამას ვერ დამალავ შენ ის პირველივე ნახვისას შეგიყვარდა გახსოვს შენი ქორწილის დღე? ბექაზე რომ იეჭვიანე? გუშინ შენთან რომ მოვედი მისი და იყო სტუმრად მათ დიალოგს ყური მოვკარი.
-რაო მერე?
-მისმა დამ კითხა ბედნიერია თუ არა მან კი იცი რა უპასუხა?
-რა?
-უპასუხა რომ ბედნიერი-კი არა უბედნიერესია შენთან, რომ შენ ყველაზე თბილი და საყვარელი ქმარი ხარ, რომ ყველაზე მზრუნველი ხარ, უთხრა რომ მისი ტკივილი შენ უფრო მეტად გტკენ რომ არ შეგიძლია უყურო მის ცრემლებს და მზად ხარ მისი ღიმილისთვის ყველაფერი გააკეთო.
-მაგრამ ყველაფერი პირიქითაა.
-მართალია ის შენ გიცავს მიუხედავად იმისა რომ შენ მას ტკენ, ხვდები როგორ უჭირს? მას არავინ ყავს ვის მხარზეც იტირებს, ვისაც სიმართლეს უამბობს.
-კი მაგრამ რატომ შემახვედრა უფალმა მე ასეთი კარგი გოგო რომელსაც ვერ ვაფასებ?
-უნდა ისწავლო ვახო თუ როგორ დააფასო ის იფიქრე გთხოვ... წავალ ეხლა თორემ თენდება უკვე და ნაინა ინერვიულებს.
-ხო შენგან ბევრი რამის სწავლა მომიწევს რომ საუკეთესო ქმარი გავხდე.
-მხოლოდ სიყვარულის გამოხატვა უნდა ისწავლო.
.........
დილით საწოლში გამეღვიძა საათს რომ დავხედე უკვე თერთმეტი იყო ვახო არსად ჩანდა არა და შაბათსაც კი არ მასვენებდა... საწოლში როდის ან როგორ აღმოვჩნდი? ვახომ დამაწვინა? მაშინ თვითონ სადაა? სააბაზანოდან რომ გამოვედი მხოლოდ ახლა შევნიშნე რომ დივანზე წერილი იყო საბუთებთან ერთად... წერილი გავხსენი და დივანზე ჩამოვჯექი თან ფეხები ავიკეცე.
" კესარია! კესო! ამ სიტყვის დაწერაც კი მიჭირს და როგორ ვთქვა არ ვიცი, შენ მართლაც საუკეთესო ხარ, ვიცი მე ყველაზე ცუდი ქმარი ვარ მსოფლიოში და თავს არც ვიმართლებ, ვერ გთხოვ რომ არ გძულდე ამის ბევრი მიზეზი გაქვს, შეგიძლია შემიზიზღო ოღონდ არ შემიყვარო რომ გიყვარდე ეს უფრო მეტად დამტანჯავს ვიცი, ტიტე მართალი იმდენად შემეშინდა შენი სიყვარულის რომ ურჩხულად ვიქეცი, ჩემთვის შენთვის ტკენა და მერე ამის გამო მთელი ღამე ტანჯვა უფრო ადვილი აღმოჩნდა ვიდრე შენი მოფერება... ერთხელ ვთქვი რომ ვერცერთი ქალი ვერ შეძლებდა ჩემში ყველაფერი შეეცვალა, ერთხელ მითხარი რომ ჩვენ მოლოდ ერთი რამ გვაქვს საერთო და ეს ოჯახის წევრების სიყვარულია, მართალი იყავი როცა ჩემს ნათქვამზე მიპასუხე რომ ჩვენ ერთნაირები არასდროს ვიქნებით რადგან მე გულით ვწყვეტ ყველაფერს შენ კი გონებითო... არ მინდა შენ ჩემნაირი გახდე მინდა რომ ყოველთვის ისეთი თბილი და ლაღი იყო როგორიც ხარ.. მინდა შენი დილა მზის სხივებით და სითბოთი იწყებოდეს და არა ისე როგორც ამ ოთხი თვის მანძილზე, ხო კიდე თხოვნა მაქვს ყოველთვის იღიღინე რადგან შენ კი არ ღიღინებ ბულბულივით გალობ არ ვიცი შენი ღიღინის გარეშე დილით როგორ გავიღვიძებ ალბათ შენი დაძახებული "ძვირფასო ქმაროც" მომენატრება... მაგრამ კესარია განთავისუფლებ ამ ტყვეობიდან ახლა ჩვენი ოჯახი (ეს ხმამაღლა ნათქვამია) შენს ხელშია, განქორწინების საბუთებს ხელს თუ მოაწერ არ დაგაკავებ მაგრამ თუ მაპატიებ და შანსს მომცემ ვეცდები გავხვდე ისეთი ქმარი როგორც შენ დამახასიათე.... ბოლო გადაწტვეტილება შენზეა... ყველაზე მთავარი სიტყვები კი არ მითქმია პირველ რიგში:
-მაპატიე
და
-მიყვარხარ."
წერილი რამოდენიმეჯერ გადავიკითხე... ვერ ვხვდებოდი ეს ცრემლები სიხარულის იყო თუ ტკივილის განქორწინების საბუთები ხელში ავიღე ხელი არც ვახოს ქონდა მოწერილი ოთახის კარზე სალომემ დააკაკუნა და მითხრა რომ ჯანო მოვიდა, ცრემლები შევიმშრალე ტანსაცმელი ჩავიცვი და გარეთ გამოვედი.
-როგორ ხარ ჯანო რა ხდება?
-ვახოს საბუთები და წერილი დარჩა ოთახში და მთხოვა რომ ოფისში მივიტანო.
-მართლა? გამომყევი ითახში და გაგატან.
-კარგი.
ჯანო ოთახში შემოვიდა მე საწოლზე ვიჯექი და ვანიშნე რომ ჩემს წინ ჩამომჯდარიყო.
-თვითონ სად არის ტელეფონი რატომ აქვს გამორთული?
-ვახო და ტიტე შვედეთში წავიდნენ ოფისის საქმეზე.
-მართლა? და ჩემი გაფრთხილება საჭიროდ არ ჩათვალა ხომ?
-ეს მე არ მეხება კესო ეს შენი და ვახოს საქმეა.
-ვახოს ყვალაზე კარგად გაქცევა ეხერხება ხომ ასეა?
-კი კესო ასეა.
-ვიცი ჩემს ზარს არ უპასუხებს და არც თვითონ დამირეკავს.
-რას აპირებ.
-მინდა ვახოს უთხრა რომ დაგაგვიანდა და მისი წერილის წაკითხვა მოვასწარი... რაც შეეხება განქორწინების საბუთებს..
-ხელი მოაწერე?
-ეს მე მეხება ის ჩემთან დარჩება რადგან ჯერ არაფერი გადამიწყვეტია….
ჯანო კართან იყო უკვე მისული როცა დავუძახე.
-ჯანოოო!
-გისმენ.
-შენს მეგობარს უთხარი რომ საპატიებელი არაფერია რადგან ვიცი ასე რატომაც იქცეოდა და გუშინ მართალი იყო თავის თანაშემწეზე.
ჯანოსთან ძლიერი და ამაყი ვიყავი მაგრამ როგორც კი წავიდა ოთახის კარი გადავკეტე და ვახოს კარადა გამოვაღე. ვუყურებდი მის ყველა ნივთს და ვხვდებოდი თუ როგორ მაკლდა უკვე. ისე როგორ წავიდა რომ არ დამემშვიდობა, ნუთუ საერთოდ არ უნდოდა ჩემი ჩახუტება? როგორ არა უნდოდა მაგრამ შეეშინდა ჩემი უარის შეეშინდა ნუთუ ტირანი ვახო ესეთი სუსტია არ უნდა აღიაროს რომ ჩემს გარეში ვერ ძლებს და მე? ჩემზე რატომ არ იფიქრა იქნებ ვერც მე გავძლებ მის გარეშე იქნებ მეც მომენატრება. მისი მაისური ავიღე და ვახოს სურნელი შევისუნთქე მინდოდა ახლა ოთახის კარი შემოეღო თუნდაც მოსიარულე პრობლემა ეწოდებინა და ეყვირა ჩემთვის იმის გამო რომ მისი მაისური ავიღე ოღონდ არ გამქცეოდა... მხოლოდ ახლა წავიდა და უკვე ძალიან მაკლდა და მენატრებოდა ყველაფერი მისი სურნელით იყო გაჟღენთილი...
-კესო შეიძლება შემოვიდე?
-კარი გავაღე და ნაინა დავინახე.
-შემოდი რა ჩქარა.
-იცი სახლში არავინ იყო მსახურმა ჯანოს დაურეკა და უთხრა რომ ისე დაღამდა ოთახიდან არ გამოსულხარ ჯანოს შეეშინდა და მე დამირეკა....
-კარგად ვარ ნაინა არ ინერვიულო.
-არ ხარ კარგად ასე ვახოს გამო ხარ? რამე დაგიშავა?
-არა ნაინა არაფერი დაუშავებია.
-ვერ გავიგე ჯერ შუაღამისას ტიტე წყნეთში დაიბარა მერე დილით დაურეკა მეც მოვდივარ შვედეთშიო რა ხდება?
-აი ეს წაიკითხე. ნაინამ წერილი წაიკითხა და შემომხედა.
-რას აპირებ გაშორდები?
-არ შემიძლია მის გარეშე სუნთქვა გამიჭირდება.
-ანუ ვახო გიყვარს და რჩები მასთან?
-კი მაგრამ ის აქ არ არის და როგორ გაიგებს ჩემს პასუხს?
-დაურეკე.
-არ ვიცი სად არის? რომელ სასტუმროში კარგად არის თუ არა? არც ნომერი ვიცი.
ვახოს დავურეკე მაგრამ ტელეფონს არ უპასუხა... მერე ნაინამ დაურეკა ტიტეს და ტელეფონი დიკტოფონზე ჩართო.
-როგორ ხარ პატარავ?
-კარგად ტიტე შენ? როგორ იმგზავრეთ? კარგად ჩაფრინდით?
-კი კარგად ჩავფრინდით დღეს დავისვენებთ და ხვალ შეხვედრა გვაქვს.
-ტიტე ვახომ რამე გითხრა?
-არაფერი არ უთქვამს მთელი გზა ჩუმად უყო ახლაც თავის ნომერშია... ჯანოს ელაპარაკა და უფრო დასევდიანდა წავალ ვნახავ და ცოტახანში სკაიპში დაგირეკავ.
-კარგი დაგელოდები.
...........
-გისმენ ჯანო რა ქენი?
-ვერ მოვასწარი.
-როგორ იყო სევდიანი იყო?
-არა, როცა მელაპარაკებოდა წარბიც არ შეუხრია... არ უთქვამს განქორწინების საბუთებს ხელი მოაწერა თუ არა.
-ესეიგი არ ადრდებს ის ამბავი რომ ვერ მნახავს.
-ხო კიდევ მითხრა რაღაც.
-რა?
-რომ საპატიებელი არაფერია შენი ესმის და კიდევ გუშინ მის თანაშემწეზე მართალი იყოო.
-კარგი ჯანო მადლობა.
-ხო კიდე შენმა მსახურმა დამირეკა რომ სახლში ჩემი და ქალბატონი კესოს მეტი არავინააო ქალბატონი კესო კი თქვენი წასვლის შემდეგ ოთახიდან არ გამოსულაო მე ნაინა გავუშვი კესოსთან.
-კარგი თუ რამეს გაიგებ შემეხმიანე ტიტე მოვიდა.
-ვახო რა ხდება? რამეს მიმალავ?
-შემოდი და გეტყვი.
-მე მზად ვარ მოგისმინო.
-ტიტე გუშინ წყნეთიდან წამოსვლის შემდეგ კესოს წერილი დავუტოვე სადაც ყვბელაფერი ავუხსენი და პატიება ვთხოვე წერილთან ერთად საბუთებიც დავუტოვე და არჩევანი მას მივანდე.
-პასუხი მიიღე?
-არა ჯანოსთვის არ უთქვამს რას აპირებს მსახურმა ჯანოს უთხრა რომ მთელი დღე ოთახში გაატარა ნაინა იყო მასთან იქნებ..
-დავურეკო და ვკითხო როგორაა? და თვითონ რატყომ არ ურეკავ იქნებ ისიც ელოდება შენს ზარს.
-კესომ დამირეკა მაგრამ ვერ ვუპასუხე.
-რატომ?
-უარის შემეშინდა.
-სკაიპი ჩართე და დავურეკოთ ნაინას.
მოუთმენლად ველოდი როდის უპასუხებდა ნაინა ტიტეს ზარს... რაღაც მომენტში მეშინოდა კიდეც რომ ნაინა მეტყოდა კესოს არ უყვარხარ და მიდისო...
-ტიტე! ვახო?
-ნაინა კესო...
-კარგად არის თუ ამას კარგად ყოფნა ქვია.
-რა სჭირს?
-გული ტკივა ვახო რომ არ დაემშვიდობე ჯერ ერთი დღეც არ გასულა და უკვე უშენობა უჭირს მე რომ დავტოვე შენს მაისურზე ჩახუტებულს ეძინა.
-ესეიგი არ მიმატოვებს?
-არა ვახო არ აპირებს შენს მიტოვებას იცი რა თქვა მის გარეშე სუნთქვა გამიჭიდებაო.
-ვენატრები?
-კი ენატრები სალომეს ვთხოვე რომ ყურადღება მიაქციოს მე დილით მივალ, იქნებ დაურეკო ვახო.
-კარგი დავურეკავ.
ტიტე გავაცილე თავის ნომერში და ბედნიერი წამოვწექი საწოლზე მაგრამ რაღაც არ მასვენებდა კესოს ხმის გაგონება დამამშვიდებდა ტელეფონი ავიღე და დავრეკე...
-ვახოო!
-.........
-ვახო რატომ ხარ ჩუმად?
-........
-კარგი მეც გავჩუმდები.
არ ვიცი რამდენი ხანი ვუსმენდით მე და კესო ერთმანეთის სუნთქვას მაგრამ ეს დუმილი უფრო მეტის მთქმელი იყო ვიდრე ბანალური სიტყვები მთავარი ის იყო რომ კესოს სიახლოვეს ვგრძნობდი... ღამით რამოდენიმეჯერ გამომეღვიძა და დივანს გავხედე იქ კესო რომ ვერ დავინახე გული მეტკინა, დილით კესოს ღიღინმა რომ არ გამაღვიძა მივხვდი თუ როგორ მივეჩვიე მას.. პარტნიორების ლაპარაკი არ მესმოდა ჩემი გონება კესოს დატრიალებდა შეხვედრიდან ისე დავბრუნდი სასტუმროში რომ მხოლოდ კესო მახსოვდა... ტელეფონი ავიღე და დავურეკე
-გისმენ ვახო როგორ ხარ?
-კარგად კესარია შენ?
-მეც კარგად შენი საქმე როგორ მიდის?
-კესო ალბათ ორი კვირა ვერ ჩამოვალთ.
-ვახო მთავარია შენი საქმეები იყოს კარგად თორემ ეს ორი კვირა მალე გავა.
-კესო შენ ხომ დამელოდები?
-მთელი ცხოვრება.
-უნივერსიტეტში იყავი?
-კი ვახო ვიყავი.
თითქმის ყოველდღე ველაპარაკებოდი კესოს მაგრამ ერთმანეთისთვის არ გვითქვამს რომ გვიყვარდა და გვენატრებოდა... კესო მეუბნენბოდა რომ კარგად იყო მაგრამ ვგრძნობდი რომ რაღაც უჭირდა.
...........
დრო! რა ნელა გადის როცა წამებსაც კი ითვლი, რთულია ვიღაც ძალიან გენატრებოდეს და ამას ვერ ეუბნებოდე, რთულია მოატყუო საყვარელი ადამიანი რომ კარგად ხარ როცა უმისობა საოცრად გიჭირს, მისი ყველა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა რომ გაბედნიერებს, სხეულსა და სახლში მის გარეშე სიცარიელეა... მისი ხმის გაგონება არ არის საკმარისი და ეს უფრო გტკენს სულს გიღრღნის ის აზრი რომ შეიძლება კიდევ დიდი ხანი ვერ ნახო... ვიღაცისთვის ორი კვირა ცოტა დროა მაგრამ ჩემთვის ეს საოცრად მტანჯველი ორი კვირა იყო.... ოჯახის წევრები და მეგობრები ცდილობდნენ რომ გავემხიარულებინე მაგრამ მე ვახოს ნივთებთან ერთად ჩემს ოთახში ვიჯექი.... ვახოს ზარები დღითიდღე უფრო მცირდებოდა ბოლო სამი დღე ისე გავიდა რომ არც დაურეკავს და არც ჩემს ზარს არ პასუხობდა... ჯანოს ტელეფონი მისაღებში დარჩა თვითონ კი სალომესთან ერთად ეზოში იყო.. ზარის ხმა რომ გავიგე ვაპირებდი მისთვის ტელეფონი მიმეტანა მაგრამ როცა დავინახე რომ ვახო ურეკავდა ვერ მოვითმინე და ვუპასუხე.
-ჯანო კესო როგორ არის? ისევ დეპრესიაშია კიდევ არ გამოსულა თავისი ოთახიდან? ისევ არ დადის უნივერსიტეტში? მეც მიჭირს მაგრამ ჩემი მხოლოდ ხმის გაგონება უფრო დაასევდიანებს... მენატრება მის გარეშე მეც ვერ ვძლებ ყველგან მის სახეს ვხედავ ასე ძლიერ თუ ვინმე შემიყვარდებოდა არ მეგონა უთხარი რომ თავს გაუფრთხილდეს ის თუ ცუდად იქნება კარგად არც მე ვიქნები მეც ისევე დავიტანჯები როგროც ის.ღამით მეღვიძება და მგონია რომ სადღაც აქ იყო ჩემს გვერდით, დილით მისი ღიღინი რომ არ მაღვიძებს ცუდად ვარ, მასთან ჩხუბიც კი მენატრება.... მისი მზრუნველი და თბილი მზერის გარეშე კი ძალიან მიჭირს. ( ცრემლებს ვერ ვაჩერებდო მაგრამ ველოდი როდის დაასრულებდა ვახოს საუბარს ) ჯანო რა ხდება ხმას რატომ არ იღებ?
-ვახოოო! ეს ყველაფერი თვითონ რომ გეთქვა ჩემთვის, თვითონ რომ გეთქვა რომ გენატრებოდი იქნებ ძალა მომცემოდა გპირდები დღეიდან საკუთარ თავს გავამხნევებ და კარგად ვიქნები ოღონდ შენი ხმა მაინც გავიგონო გთხოვ.
-კესო მაპატიე მაგრამ მეგონა რომ სწორად ვიქცეოდი.
-ვახო გთხოვ პატიებას ნუ მთხოვ... ჩემზე არ ინერვიულო კარგად გავხდები მეც ყველგან შენ გხედავ და მენატრები მაგრამ მთავარი ისაა რომ ჩემზე არ ინერვიულო და საქმეს გული დაუდო, მალე დაასრულო და დაბრუნდე.
-კესო კიდევ რამოდენიმე დღე ვერ დავბრუნდები.
-მაინც რამდენი?
-მინიმუმ ხუთი, მაქსიმუმ ერთი კვირა.
-კარგი ვახო მშვიდად იმუშავე.
ტელეფონი გავუთიშე და ოთახში შევბრუნდი აბაზანაში ცხელი წყალი მოვუშვი და დიდხანს ვნებივრობდი.... ვახო ვერ ჩმოვა ჩემს მეცხრამმეტე დაბადებიდ დღეზე აქ არ ინება მინიმუმ ხუთ დღეში ჩამოვალო ჩემი დაბადების დღე კი ორ დღეშია... აბაზანიდან გამოვედი და თავი მოვიწესრიგე მეორე დღეს უნივერსიტეტიდან დაბრუნებულს მამა და ბებია სოფელში დამხვდნენ წასულები ბებიას და ცუდად იყო... სალომემაც ჯანოსთან ერთად საგურამოში გადაწყვიტა წასვლა არც ნაინა იყო ქალაქში ოფისის საქმეებზე გაუშვეს მივლინებაში... არავის ადარდებდა ის რომ ხვალ დაბადების დღე მქონდა.... მსახურმაც ნება მთხოვა და უარი ვერ ვუთხარი სახლში სულ მარტო დამტოვეს ვერც ვახოს ვერ ვუკავშირდებოდი ტელეფონზე ავტომოპასუხე ირთვებოდა.... ნოემბრის სიცივეს სულ ახლავს გაუთავებელი და თავსხმა წვიმები. წვიმის და ჭექაქუხილის არ მეშინოდა პირიქით ძლიერ მიყვარდა იმ სცენის ყურება როცა ელვა ცას ანათებდა... რა ჯობია წვიმაში მოგიზგიზე ბუხრის წინ წიგნის კითხვას... სააათს შევხედე პიველის ხუთი წუთი იყო.... უკვე ჩემი დაბადების დღე იყო მაგრამ არავი მილოცავდა კარზე ზარის ხმა იყო გამიკვიდა ასეთ დროს ვინ შეიძლება ყოფილიყო გზას კარიკენ ნელა და ფეხ აკრეფით გავუყევი.. არ ვიცი რა ვიგრძენი სანამ კარს გავაღებდი ალბათ ყველა ვუდი შეგრძნება ერთად დამეუფლა მაგრამ კარის გაღების შემდეგ საკუთარ თავს გადავაჭარბე, ყველა მორიდება დამავიწყდა როცა ზღურბლის მეორე მხარეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი იდგა, სახლში შემოსვლაც კი არ ვაცადე ისე შემოვხვიე ხელები კისერზე და ფეხები წელზე... ყველა სიყტვა ზედმეტი იყო როცა მის ხელებს ვგრძნობდი სხეულზე.
-კესო იქნებ სახლში შევიდეთ.. შეგცივდება. (ჩამოსვლას ვაპირებდი როცა) კესოოო მაცადე მე თვითონ შეგიყვან სახლში.
-კარგი როგორც შენ იტყვი.
-ვაიმე როგორ მიყვარხარ ესეთი მორჩილი.
-მეც მიყვარხარ ჩემო ძვირფასო ქმარო... ვახო გშია?
-აუუ კი თუ შენ მომიმზადებ.
-კარგი გამოიცვალე და ჩამოდი სამზარეულოში.
-გამოვიცვლი მაგრამ აქ შევჭამ რა ბუხართან.
-კარგი.
ვახოს არ მოულოცია ნუთუ არ იცის რომ დაბადებისდღე მაქვს... მაგრამ ის ხომ ჩამოვიდა ეს არის მთავარი... შავ მაისურსა და ჯინსის შარვალში ვახო საოცრად სიმპატიური იყო, კლასიკური ჩაცმულობაც კი უხდება მაგრამ ესეთ ფორმაში როცა შავ მაისურში მისი სხეულის ფორმები გამოკვეთილია არ შემიძლია ყურადღება არ მივაქციო.
-უგემრიელესია.
-ხო?
-შენ რაღაც ძაან გათამამებულხარ.
-აბა არ მოდიოდი რამოდენიმე დღე?
-რავი საქმეები დავასრულე და ვერ მოვითმინე რომ არ მენახე. (ეშმაკურად გამიღიმა)
-კარგი ერთი ესე ძლიერ მოგენატრე?
-არც ისე, ეს შენ მოგენატრე.
-სულაც არა, კარგი იყო მშვიდად ყოფნა.
-ამ მასურთან ერთად იძინებდი?
-ეგ საიდან იცი?
-მე ყველაფერი ვიცი.
-ყველაფერი არ იცი.
-მაშინ მასწავლე.
-მე შენ გასწავლო?
-ხო... მაგალითად რა არ ვიცი?
-როგორ მოეფერო საყვარელ ადამიანს.
-მოდი აბა ახლოს და გაჩვენებ თუ არ ვიცი.
-არა თვითონ მოდი და მომეფერე თუ გინდა.
-შენ რა დაჭერობანას თამაში გინდა?
-არა რას ამბობ... მოდუნებული ხარ და უნდა გამოგაფხიზლო.
-თუ დაგიჭირე ინამებ იცოდე.
-თუ დამიჭირე რათქმაუნდა.
მთელს სახლში ჩვენი სიცილის ხმა ისმოდა არ გვადარდებდა ის რომ უკვე შუა ღამე იყო, ესეთი ლაღი და ბედნიერი ვახო არასოდეს მენახა, მისი ღიმილი მეც მახარებდა...
-კარგი ვნებდები კესო მოდი რა დავიღალე.
-სულ ეს ხარ?
სავარძელში მჯდარ ვახოს თავზე წამოვადექი.. ვახო ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა, ინსტიქტურად უკან დავიხიე.
-შენ რა გეშინია?...... რატომ დუმხარ კესო?..... ფრთხილად კედელია ვერსად ვეღარ წახვალ....
-ვახოოო!
-რა?
-გიყვარვარ?
-არა.
-რა?
-ძალიან მიყვარხარ სულელო.
-რა მიწოდე?
-სულელი... გეწყინა?
-კი და გაგებუტე.
-რომ გაკოცო შემირიგდები?
-არა.
-მოდი ვცადოთ.
ვახომ ერთი ხელი თმებში შემიცურა მეორე კი წელზე მომხვია...
-"თვალებს დაგიკოცნი ისევ,
ვნების მომერევა ცეცხლი,
თუმცა ეგ ტუჩემი მიწვევს,
გრძნობას ჩემებურად ვებრძვი.”
არა ვტყუი ვერ ვებრძვი ჩემს გრძნობებს... ისეთი ტკბილი იყო საყვარელი ადამიანის ბაგეები თითქოს უკანასკნელი კოცნა ყოფილიყო, მაგრამ ეს ხომ პირველი იყო ახალი ცხოვრების დასაწყისი ჩემი და ვახოს საერთო თანაცხოვრების დასაწყისი... ინსტიქტურად ამიყვანა ვახომ ხელში და ჩვენი საძინებლის გზას გაუყვა... საწოლზე დამაწვინა ისე რომ ჩემს ბაგეებს არ შორდებოდა...
-კესარია არაფერს არ გაიძულებ თუ არ გსურს გავჩერდები. ხმა არ ამომიღია უბრალოდ ხელები მჭიდროს შემოვხვიე ზურგზე... წვიმის წვეთების ხმას თან ერთვოდა ჩვენი ვნებით გაჟღენთილი ხმები... ვგრძნობდი რომ ერთი მთლიანობა გავხდით, ერთ დიდ ნაწილად ვიქეცით მხოლოდ ახლა გავიაზრე სიტყვა მეორე ნახევრის მნიშვნელობა... ყველაზე მშვიდი ის ღამეა რომელსაც საყვარელი ადამიანის მკლავებში ათენებ დილით გაღვიძებული კი მის მაისურს იცმევ...
-სად მიიპარები ჩემს მაისურში გამოწყობილი?
-სააბაზანოში.
-მერე მარტო?
-აბა?
-შენ ფიცი დადე რომ ყოველთვის და ყველგან ჩემთან იქნებოდი.
-ამ ფიცში სააბაზანო არსად არ იყო ნახსენები?
-ჩემს ფიცში იყო.
-ანუ?
-მოვდივარ.
-გთხოვ ნუ დატანტალებ ამ ოთახში საცვლების ამარა თორემ...
-თორემ რა ქალბატონო?
-შეიძლება ძალადობის მსხვერპლი გახდეთ ბატონო ვახტანგ.
-მე თანახმა ვარ თუ თქვენნაირი ლამაზი ქალი იძალადებს ჩემზე.
ვახოს ხელი ვკარი და საწოლზე დავაგდე, წამებში კი ზემოდან მოვექეცი.
-ოხ რა ძლიერი ყოფილხარ ძვირფასო ცოლო.
-შენ ჯერ არ მიცნობ ძვირფასო ქმარო... მე საშინელი მესაკუთრე ვარ.
-მართლა?
-დაიმახსოვრე ამ წამიდან მხოლოდ ჩემი ხარ და სხვა არავისი.
-არც მსურს სხვისი ვიყო.
-რომც გსურდეს ვერ იქნები.
...........
-ხო მართლა სხვები სად არიან?
-მამა და ბებია სოფელში, სალომე მეგობრებთან.
-მე რომ არ ჩამოვსულიყავი მარტო უნდა ყოფილიყავი?
-ხო.
-არ შეგეშინდებოდა მარტო ყოფნის?
-არა მე მხოლოდ უშენობის მეშინია.
-საღამოს შეხვედრაა რვისთვის გამოგივლი, ეხლა კი ოფისში მივდივარ, ეს საკრედიტო ბარათია კაბა იყიდე.
-რად მინდა ბევრი მაქვს რომელიმეს ავარჩევ.
-კესარია ხომ იცი რა ფერის კაბაც უნდა გეცვას?
-ხო კარგი ვიყიდი ცისფერ კაბას.
-აუცილებლად მოკლე და ტანზე მოდგული ჩემო საყვარელო.
-როგორც თქვენ მიბრძანებთ ძვირფასო ქმარო.
-ოოხ კესარია, კესარია.
მთელი დღე მაღაზიებში დავდიოდი არც ნაინა მყავდა და არც სალომე, კაბა შევარჩიე სახლში დავბრუნდი და გავემზადე ყველაზე მეტად ის მიკვირდა რომ მშობლებმა და დებმაც არ მომილოცეს დაბადების დღე, უკვე რვის ნახევარი იყო როცა კარზე ზარი დარეკეს კარი მსახურმა გააღო ქვევით ჩამოსულს კი ვახოს ნაცვლად ჯანო დამხვდა.
-ჯანო ვახო სად არის?
-ვახოს მოუწია ინვესტორებს დახვედროდა და მათთან ერთად წასულიყო რესტორანში.
-და შენ მიმიყვან?
-თქვენს განკარგულებაში ვარ დედოფალო.
-ოხ ჯანო, ჯანოო... ხო მართლა სალომე სად წაიყვანე?
-სალომე საგურამოშია იქ მიგიყვან და მეც წავალ.
-კარგი, ტიტე არ ჩამოსულა?
-კი ტიტე ჩამოვიდა, მერე ნაინას ჩააკითხა და მეორე თაფლობისთვე აქვთ.
-მე კიდე არ მაცადეს თაფლობისთვით ტკბობა.
-ხომ არ მომესმა?
-რა?
-რაც წეღან თქვი.
-არა.
-ოხ ვახოს შეხედე რა ეშმაკი ყოფილა.... აი მოვედით.
მანქნიდან გადმოვედი და რესტორანში შევედი, როგორც კი ფეხი შევდგი და შუქი ჩაქრა მივხვდი რაც ხდებოდა, ხელზე თბილი ხელი შემეხო.
-აბა პატარავ მზად ხარ გზა ჩემთან ერთად გააგრძელო?
-შენთან ერთად ჯოჯოხეთშიც კი წამოვალ ვახო.
-ასეთ ბედნიერ დღეს ჯოჯოხეთზე ნუ ლაპარაკობ.
-რა ხდება დღეს?
-მალე გაიგებ.
რესტორნის შუაგულში რომ მივედით შუქი ჩაირთო, ყველას ვინც კი ჩემთვის ძვირფასი იყო ერთად მოეყარა თავი და დაბადების დღის მისალოც სიმღერას მიმღეროდნენ.
-ვახოოო.
-რა?
-შენ საუკეთესო ქმარი ხარ.
-ეგ ვიცი რამე ახალი მითხარი.
ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე იყო ჩემს ცხოვრებაში ვახოს სიურპრიზმა მოლოდინს გადააჭარბა.
-ვახო ეს ყველაფერი როდის დაგეგემე?
-ოოო ეს დიდი ხანი არაა რაც დავგეგმე.
-მადლობა აღფრთოვანებული ვარ.
-ჯერ ყველაფერი ახლა იწყება.
-კიდევ რა არის?
-ოოო გახსოვს საგურამო?
-არააა.
ვახომ ჯანოს ანიშნა რაღაც, მალე ისევ ჩაქრა რესტორანში შუქი და მხოლოდ ვახოს და მე გვენათებოდა, ვახომ გიტარის სიმებს ჩამოკრა თუ არა თითები იგივე გრძნობა დამეუფლა რაც საგურამოში, მისი ხავერდოვანი ხმა სასიამოვნო ჟრუანტელს მგვრიდა სხეულში, ვიდექი ვახოს წინ და ცრემლები თავისით იკვლევდა გზას მაგრამ ეს არ გავდა იმ ცრემლებს რაც ოთხი თვის მანძილზე დავღვარე ეს ბედნიერების და სიხარულის ცრემლები იყო... როდის იყო ბედნიერება დიდხანს გრძელდებოდა, ბედნიერების მხოლოდ წამები არსებობს.... ყველა უბედურებას ბედნიერება ცვლის ხოლო ბედნიერებას ისევ უბედურება.... მაშინ ხარ ყველაზე ძლიერი როცა ყველა წინაღობას თავაწეული ხვდები და თავს არ უხრი.
..................
ვახო.
რა არის იმაზე დიდი ბედნიერება როცა ხვდები რომ მშობლის არჩევანი რომელიც შენს სასიკეთოდ გააკეთა, შენ დღეს ცხოვრების საუკეთესო და უბედნიერეს წამებს გჩუქნის, გილამაზებს ცხოვრებას, გაჩვენებს თუ რა არის ნამდვილი ბედნიერება, ყოველი დილა მისი ჩახუტებით იწყება და ყოველი ღამე მისი მოფერებით მთავრდება, რა უნდა იყოს იმაზე დიდი ბედნიერება როცა იცი რომ სახლში მისულს იქ შენი მეორე ნახევარი გელოდება და მხოლოდ მასთან ერთად ხდები სრულყოფილი.....
დღეს რაღაც ვერ ვისვენებ დილით კესოსმ მითხრა რომ საღამოს უნდა გელაპარაკო და ცოტა მალე მოდიო მე კი ამ ოფისის საქმეებისა და ჯანოს და სალოს ქორწილის გამო მას ყურედღებაც კი ვერ მივაქციე ეს ბოლო ხანებია უმეტესად ეძინება და სულ დაღლილია გზად მისი საყვარელი მინდვრის ყვავილები ვიყიდე და სახლში წავედი, ეზოში შესულს ის გამიკვირდა რომ კესო კარებში არ შემომეგება და მისი მწვანე თვალები არ შემომანათა.
-კესოოო მოვედიიიი!
ხმა რომ არავინ გამცა გეზი ჩემი საძინებლისკენ ავიღე ვიფიქრე ალბათ კესო ჯერ არ მოსულა უნივერსიტეტიდან მეთქი, ოთახში რომ შევედი და კესოს ჩანთა და ტელეფონი საწოლზე დამხვდა ცოტა გამიკვირდა სააბაზანოს კარის გაღება ვცადე მაგრამ შიგნიდან იყო ჩაკეტილი.
-კესო, სააბაზანოში ხარ? კარგად ხაარ?
პასუხს რომ არ მცემდა შემეშინდა და კარები შევამტვრიე სააბაზონს იატაკზე გონ წასული კესო რომ დავინახე გული გამისკდა, ხელში ავიყვანე საწოლზე დავაწვინე და სააბაზანოში შევბრუნდი წყლის გამოსატანად, რაღაცას ფეხი გავარი ამიტომ მის ასაღებად დავიხარე........ თვალებს ვერ ვუჯერებდი ეს ნიშნავდა რომ მალე მამა გავხდებოდი, ერთინად მომიცვა ბედნიერებამ ჩემი სხეულის ყველა ნაწილს, ყველა უჯრედს ერთიანად დაუარა სიხარულის და ბედნიერების ტალღამ, ნოშადურის სპირტი ავიღე და კესოსკენ წავედი.
...............
კესო
რა უნდა იყოს ქალისთვის იმაზე დიდი ბედნიერება რომ გამოსცადოს დედობის ბედნიერება, ყველაზე მაგარი გრძნობაა როცა აცნობიერებ რომ შენში ახალი სიცოცხლე იწყებს არსებობას, ხვდები და გრძნობ რომ შენი და მისი ნაწილი მალე დაიწყებს გაზრდას შენში და დღითიდღე უფრო მეტად გაიზრდება ბოლოს კი მის ტირილს გაიგონებ გულზე დაიწვენ და იგრძნობ... ჯერ კიდევ არ ვიყავი კარგად გარკვეული თუ რა ხდებოდა ჩემს თავს როცა სიმძიმე ვიგრძენი და გონება დავკარგე... გონს ცუდმა სუნმა მომიყვანა რომელზედაც გული ამერია და სააბაზანოში წავედი ისევ, მხოლოდ უკან დაბრუნების შემდეგ შევნიშნე რომ ვახო გაბადრული სახით მიყურებდა.
-ბატონო ვახტანგ რა ხდება?
-არ ვიცი, მე პასუხს შენგან ველოდები.
-არაფერია ისეთი უბრალოდ გადაღლილობისგან გონება დავკარგე.
-მე ყვავილები მოგიტანე, მინდვრის შენ რომ გიყვარს.
-ფუუუ! რა სუნი აქვს გაიტანე.
-კესარია რა ხდებაა?
-არაფერი უბრალოდ ჩვენი პატარა საკმაოდ ჭირვეულია.
-ვაიმე კესარია, ესეთი უემოციო და უხასიათო როდის გახდი? ჩვენ ხომ ბავშვს ველოდებით, ჩვენი სიყვარულის ნაყოფს, შენ რა ეს ბავშვი არ გინდა? არ გიხარია?
ვახოსკენ წავედი საწოლზე მის გვერდით ჩამოვჯექი და მისი ხელი ჩემს პატარა ხელში მოვიქციე.
-აი აქ ვახო, მალე ჩვენი სიყვარულის ნაყოფი დაიწყებს გაზრდას, ის ჩემი და შენი ნაწილი იქნება თანაბრად, იცი შენს მოსვლამდე ბედნიერებისგან რამდენი ვიტირე? შენი გაბადრული სახე როგორცკი დავინახე მივხვდი ყველაფერი იცოდი და მინდოდა ცოტახანს გენერვიულა, მაგრამ ისეთი სახით შემომხედე რომ ვერ გავძელი, როგორ შეიძლება არ მიხაროდეს და არ ვიყო ბედნიერი როცა უფალმა ამ ქვეყნად ყველაზე დიდი საჩუქარი გამიკეთა და დედობის უფლების ღირსი ვხდები..
-კესო მინდა ვირბინო, ვიცეკვო, ვიყვირო, მინდა ყველამ იცოდეს რა ბედნიერი ვარ.
-იცი რა არ მესმის ისეთი ტირანი როგორ შემიყვარდი?
-არც მე მესმის როგორ შეგყვარდი... ახლავე უნდა ვითხრა ყველას.
-ვახო! გთხოვ ხვალამდე მოითმინე, მამას სიურპრიზი გავუკეთოდ და დაბადების დღეზე ვახაროთ ეს ამბავი.
-კი მაგრამ მე რომ ვერ ვითმენ.
-მხოლოდ ტიტეს და ნაინას.
-ოოოო და ჯანომ რა დააშავაა??
-მაშინ არავის.
-რატომ გაგაქვს ყოველთვის შენი?
-ვაიმე ვახო მაგ ყვავილებზე არ მიხუმრია გთხოვ გაიტანე ცუდად ვარ.
............
ვახო
მამას არასდროს უყვარდა დიდი სუფრები დაბადების დღესაც ყოველთვის ვიწრო წრეში აღნიშნავდა წელს კი მოინდომა მხოლოდ ჩვენ ოჯახის წევრები ვყოფილიყავით, ოჯახის წევრებში ჯანო, ტიტე და ნაინაც იგულისხმებოდნენ, ტიტეს და ნაინას ბარბარე რომ გაჩნდა მამაჩემი სიხარულისგან დაფრინავდა შვილიშვილი შემეძინაო, ნაინაც ისე მიიღო როგორც ქალიშვილი და ტიტეს ყოველთვის ეუბნებოდა ჩემის ქალიშვილს თუ გაანაწყენებ არ გაპატიებო.
ყველანი მისაღებში ვიჯექით მამას როგორც ყოველთვის ბარბარე კალთაში ესვა და ეთამაშებოდა ისე თბილად ჟღეტდა მისი ნათქვამი სიტყვები „ბაბუას სიხარულიო“ რომ თითქოს გული ამიჩუყდა, ჩემი ცოლია ფეხმძიმედ თუ მე ვერ გამიგია რა სენტიმენტალური გავხდი... მამას საჩუქრების ჯერიც მოვიდა მართლა არ ვიცოდი რას გეგმავდა კესო მაგრამ ის ვიცოდი რომ ჩვენ საჩუქარი ბოლოს უნდა მიგვეცა... ჩვენი ჯერი რომ მოვიდა კესომ მანიშნა მოდიო მეც დავემორჩილე და მის გვერდით დავდექი, ლაპარაკი ისევ კესომ ითავა.
-მამა, ვიცი გიკვირთ ამ პატარა ყუთში რა უნდა იყოს ისეთი ახლა რომ გული სიხარულით და ბედნიერებით აგივსოთ მაგრამ მე მჯერა რომ ეს ყველაზე მაგრი საჩუქარი იქნება... იცით სანამ გაგიცნობდით არ მესმოდა იმ გოგოების რომლებიც დედამთილს-დედას ეძახდნენ და მამამთილს-მამას, მიკვირდა როგორ შეიძლებოდა შენთვის უცნობი ადამიანისთვის მამა დაგეძახა, პირველივე შეხვედრისას ისე თბილად მომექეცით და გულში ისე ჩამიხუტედ რომ ჩემ და უნებურად მომინდა თქვენთვის მამა დამეძახებინა.
ვუყურებდი როგორ დაიმუხლა ტახტზე მჯდომი მამაჩემის წინ კესო და როგორ მოეხვია არც მამა ჩამორჩა და გულში ჩაიკრა... ყველას აინტერესებდა თუ რა იდო იმ ყუთში ისეთი ყუთი იყო მეც კი ვიფიქრე რომ იქ საათი იყო... მამამ ყუთი გახსნა და ნანახმა მეც დამადუმა, ყუთში საწოვარა და ჩემი პატარას პირველი ფოტო იყოო, ახლა უკვე შემეძლო მეყვირა და მეცკვა მაგრამ ერთ ადგილზე გავშეშდი.
-კესარია, ჩემო გოგო შენ მე ამ ქვეყნად ყველზე ბედნიერი დაბადების დღე მაჩუქე, მინდა მადლობა გადაგიხადო იმისთვის რომ ჩემი შვილებისთვის, ჩემთვის და დედაჩემისთვის ყველაფერს აკეთებდ, რომ მაძლევ იმის საშუალებას რომ ჩემი ვახოს ნაწილმა ბაბუა დამიძახო.
ყველა ჩუმად ვიყავით და არ ვიცოდით რა გაკვეკეთებინა ალბათ ასეთ ემოციურ დაბადების დღეს არავინ ელოდა ტიტეც კი აღარ იყო ოხუნჯობის ხასიათზე... სიჩუმე ყრუდგასმენილმა ბარბარეს პირველმა სიტყვამ დაარღვია.
-ბაბუა...
¬-რა თქვი დედიკო?
-ბაბუაა... ახლა უკვე ამაყად გაიმეორა ბარბარემ მისი პირველი სიტყვა, აი აქ კი კლდესავით მაგარ მამაჩემს გულმა ვერ გაუძლო და პირველად შევნიშნე მის თვალზე ცრემლი რომლის დამალვა არც კი უცდია.
...............
-აუუ ვახოოო.
-რა ხდებაა?
-მიყვარხაარ.
-მეც, მე მეგონა რომ კიდევ მოგშივდა.
-შენი გოგონას გადამკიდე მალე ალბათ ვეღარ გავივლი, თან საშინელი ტოქსიკოზი მაქვს.
-ჯერ მხოლოდ ხუთი თვის ხარ და უკვე ძალიან წუწუნებ კესო.
-კიდევ კარგი ჯანომ და სალომემ მაინ გადადეს ქორწილი თორემ ხომ არ შემერგებოდა.
-ჩემი გოგო, მამასი იქნება ხშირად მოვუყვები ძღაპრებს პრინცესებზე.
-მართლაა?
-ხო და მოყოლას ახლავე დავიწყებ...
ვახომ თავი მუცელზე მიმადო და ბავშვთან ლაპარაკი დაიწყო:
„იყო და არა იყო რა, იყო ერთი ჩვეულებრივი სიყვარულით შექმნილი ოჯახი, ამ ოჯახს ბედნიერებისთვის მხოლოდ შვილი აკლდათ, ქალიც მალე დარჩა ფეხმძიმედ და მალე ვაჟიც გაუჩნდა... ვიჭს ბაბუას სახელი ვახტანგი დაარქვეს... ბიჭის მესამე დაბადების დღეზე მამა-შვილმა წერილი იპოვენს სადაც დედა წერდა რომ, ოჯახობანას თამაში მობეზრდა და სახლიდან წავიდა, მამამ ბევრი ეძება მაგრამ ვერსად იპოვა, მაშინ უთხრა თავის მშობლებს რომ ისინი მართალი იყვნენ, მალე მამამ მეორე ცოლი მოიყვანა დედინაცვალი ისეთი თბილი და მზრუნველი აღმოჩნდა რომ ვახოს რომელიც იქამდე არ ლაპარაკობდა გული გაულხვო და იმ ქალს დედაც კი დაუძახა, ვახო იზრდებოდა და ანასტასიას წყალობით სწავლობდა სიყვარულს და პატივისცემას ქალის მიმართ მაგრამ ნდობას ვერა, როცა ვახოს მშობლებმა უთხრეს რომ მალე და ან ძმა ეყოლებოდა მან იეჭვიანა და ოთახში ჩაიკეტა, იმ ერთადერთი ქალის ნდობაც კი დაკარგა რომელსაც დედას უწოდებდა, ეგონა თუ იმ ქალს თავისი შვილი ეყოლებოდა ის უფრო მეტად ეყვარებოდა, მაგრამ ვახო შეცდა დედას ის და პრინცესა სალომე ერთნაირად უყვარდა... წლები გავიდა და დედა ზეცაში გაფრინდა ანგელოზებთან, ვახოს ყველაზე მეტად ეტკინა რადგან დედა მეორედ დაკრგა, მამას პირობა მისცა რომ მის შეცდომას არ გაიმეორებდა და სიყვარულს არ მიცემდა იმის საშუალებას რომ დაებრმავებინა... ერთ დღესაც მამამ ვახოს განუცხადა რომ მისთვის საცოლე იპოვა, მიუხედავად იმისა რომ ვახომ უარი თქვა საცოლის ფოტოს ნახვაზე და მამას უთხრა რომ ენდობოდა, ყვაწვილურმა ჟინმა და ცნობისმაყვარეობამ სძლია... ჩავიდა სოფელში და სოფლის ორ ღობეში მომავალ გოგონას უთვალთვალება ეს გოგონა მოეწონა თითქოს გული შეუფრთხიალდა და იმის გარკვევა დაიწყო თუ რა მოწონდა და რა ოცნება ქონდა, გოგონას სუსტი წერტილი უპოვნა და იმით რომ დაპირდა განათლებას მიაღებინებდა, გოგონა ქორწინებაზე დაიყოლია, მეორედ გული მაშინ შეუფრთხილდა როცა ცისფრ კაბაში მოფარფატე დაინახა, არ შეიმჩნია შეუვალი უნდოდა ყოფილიყო მთელი გზა თითქოს უკმაყოფილო აკვირდებოდა გოგონას, მაგრამ სინამდვილეში მის საოცარ ნაკვთებს სწავლობდა.... გოგონა და ბიჭი დაქორწინდნენ, ბიჭი ხედავდა თუ როგორ ყურადღებიანი იყო გოგონა ამ ბიჭის და მისი ოჯახის მიმართ ეს გოგონა მას დედას ახსანებდა,ის ზუსტად ისეთი იყო როგორც ანასტასია, გული ულხვებოდა ვახოს და გოგონა სიგიჟემდე უყვარდებოდა, მაგრამ საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა, იმის დასაფარად რომ ძალიან უყვარდა მასსა და გოგონას შორის დიდი და ცივი კედელი აღმართა მარამ გოგონა ისეთი თბილი იყო ეს კედელი გაალხვო და ბიჭი მთლიანად შეცვალა, ის ასწავლა რაც ანასტასიამაც კი ვერ ასწავლა ეს იყო ნდობა, სითბოს გამოხატვა და რაც მთავარია საყვარელი ადამიანების დაფასება იქამდე სანამ ისინი ცოცხლები იყვნენ.... ბიჭი და გოგონა ერთ მთლიანობად იქცნენ და მალე პატარა პრინცესას ელოდებიან...“
-„ ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად “.
ახლა უკვე ნათლად მესმოდა ვახოსი და მესმოდა რა იყო მისი ასეთი სიცივის მიზაზი, მაგრამ ის რომ ვახოს ქორწინებამდე მოვწონდი ეს ჩემთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო.
-ჩვენი პატარა გაინძრა კესო ნიშანი მომცა რომ მეც აქ ვარო.
...............
მაპატიეთ საიტზე შემოსვლას ვერ ვახერხებდი და ამისგამო ვერ დავდე ბოლო ნაწილი ამიტომ ახლა სრულ ვერსიას გთავაზობთ.



№1  offline მოდერი zia-maria

საოცარი ისტორიაა და ბოლოში კი მატირა კიდეც.არაჩვეულებრივი ხარ,ძალიან მომეწონა.

 


№2  offline წევრი ნინა❤

Aseti kargi motxroba kargaxania agar wamikitxavs..bravo shen namdvilad gexerxeba istoris ise gadmocema rom yvelasastvis gulshi chamwvdominiyos..ubralod es motxroba saocreba iyo❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№3  offline მოდერი Maiaabuladze

zia-maria
საოცარი ისტორიაა და ბოლოში კი მატირა კიდეც.არაჩვეულებრივი ხარ,ძალიან მომეწონა.

მადლობააა <3

ნინა❤
Aseti kargi motxroba kargaxania agar wamikitxavs..bravo shen namdvilad gexerxeba istoris ise gadmocema rom yvelasastvis gulshi chamwvdominiyos..ubralod es motxroba saocreba iyo❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

მადლობაა <3

 


№4  offline წევრი Svani12

ძალიან მაგარია.. ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი.გამათბო.

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

dzaan kargi iyoo

 


№6  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Ramdenii velode gadamavicxda kidecc .... Momeconaa Kali Ohio

 


№7 სტუმარი Guest მარი

არაჩვეულებრივი მოთხრობაა გულში ჩამწვდომი სიტყვებით ყოჩაღ ავტორს

 


№8  offline წევრი In ga

Memgoni marto me ar davrchi agfrtovanebuli
Grdznoba damaklda, mindoda ufro meti emocia,
Ver vityvi rom cudi iyo
Kargia magram banaluri confused

 


№9  offline მოდერი Maiaabuladze

Svani12
ძალიან მაგარია.. ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი.გამათბო.

მადლობა ❤

uchveulo
dzaan kargi iyoo

მადლობა ❤
Guest მარი
არაჩვეულებრივი მოთხრობაა გულში ჩამწვდომი სიტყვებით ყოჩაღ ავტორს

მადლობა ❤

 


№10 სტუმარი კოკო

კარგი მოთხრობაა,,,შეასწორე გრამატიკული შეცდომები – "სახლში" და არა "სახში"....წარმატებებს გისურვებ.

 


№11  offline მოდერი Maiaabuladze

კოკო
კარგი მოთხრობაა,,,შეასწორე გრამატიკული შეცდომები – "სახლში" და არა "სახში"....წარმატებებს გისურვებ.

მადლობა ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent