შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული მეორედაც მოდის (11 თავი)


31-05-2016, 01:36
ავტორი zia-maria
ნანახია 3 786

დილის სისხამ ალიონზე, როცა მზე იწვერება და ალაგ-ალაგ ასხივებს მისი სხივები ამ ლამაზი აისის ქვეშ, იდგა ორი ერთმანეთზე აძგერებული გული და ერთმანეთის კოცნით ტკბებოდნენ რომ,უცებ მამის ხმა გაიგონა ჟანეტიმ და ადგილზე გაქვავდა. მამამ მივიდა თბილად აკოცა შუბლზე და უთხრა.
---გიყვარდეთ ერთმანეთი. გახსოვდეთ რომ გულს ერთი უცნაურობა ახასიათებს. შეიძლება ის არასოდეს არ გაგივარდეს ხელიდან მაგრამ, ის მაინც გატყდეს. აი ამას ერიდეთ, თორემ ძალიან ძნელია გატეხილის შეერთება. თავისუფლად შეგიძლიათ შემოხვიდეთ სახლში ბ.ნიკოლოზ და აივანზე ძრომიალი აღარ დაგჭირდება. არც ისე დაბალია ეს აივანი, ასე რომ მე თავად ვიქნები ფრთხილად რომ შემდეგში აღარ განმეორდეს ეს და რაიმე არ მოიწიო!- დატოვა აივანზე ორივე ენა ჩავარდნილი. ბოლოს ნიკა მოვიდა აზრზე და უთხრა ჟანეტს.
---მიდი მოემზადე, მე წაგიყვან დღეს სასწავლებელში!
უბედნიერეს ადამიანად გრძნობდა თავს. მისი ღიმილი სინაზეს და სიყვარულს გადმოცემდა. თვალები ანათებდა და დაუფარავად გამოხატავდა სიხარულს. დიდი სტიმული მისცა მამის მხარდაჭერამ.
---შენ ჩემი თანამგზავრი ვარსკვლავი ხარ, შენი სუფთა ღიმილი გზას მინათებს და წარმატებებს მომიტანს დღეს ჟანეტ!
---მე ძალიან გამიმართლა შენ რომ გიპოვე ნიკა და გპირდები ჩემს სახეზე მხოლოდ ეს სიხარულის ღიმილი ნახო!
---მიყვარხარ ჟანეტ. მამაკაცის ბედნიერების მწვერვალი, საყვარელი ქალის გაბედნიერებაა. მე შენ გაგაბედნიერებ და ამ ღიმილს შევინარჩუნებ შენს სახეზე, რომ მხოლოდ ჩემთვის იყოს ეს ღიმილი წარმატების მომტანი!
დღე რაღაც მხიარულად დაიწყო, ჟანეტი ფიქრებში იყო და თვალდახუჭული ოცნებებში დაქროდა და ნაცრისფერ ღრუბლებზე გაწვა ნეტარებით, ბედნიერების მწვერვალზე იყო ასული. ნამიანი დილის სუნთქვა, გემრიელი სველი კოცნის დაწყებით. ეს მართლაც უჩვეულო დილაა და საალერსო სიტყვები მოჩუხჩუხე წყაროსავით რომ ჩაგესმის ყურში, უჩვეულოდ დიდი ბედნიერებაა. ბედნიერი ღიმილით დადიოდა აუდიტორიიდან, აუდიტორიაში, არისტოკრატიული სულის და ქალურობის ყველაზე მაღალ მწვერვალზე იდგა. საიდანაც კამკამად ხედავდა ყველაფერს, ეს სიკამკამე კი უმაღლებდა სულიერ განწყობას. ყველაზე მომნუსხველი და დაუპყრობელი ეგონა მისი თავი, მაგრამ შეცდა. ნიკამ უკვე ღრმად გაიდგა მასში ფესვები. ცდილობს გრძნობამ თავი არ დააკარგვინოს და ემოციების დროს თავი აკონტროლოს.
ჟანეტი თანდათან მაღლა და მაღლა მიიწევდა სწავლაში. უნიჭიერესი გოგონა მთელს სასწავლებელში სწავლის უმაღლეს მწვერვალს იპყრობდა, მწვერვალს რომელზეც ასვლის იდუმალ ხერხებს ბევრი ეცადა, მაგრამ ვერ შეძლო. აი ჟანეტი კი მიიწევდა წინ და წინ, ის სიძლიერის ლიდერობის მაგალითი გახდა, რომლის წინაშე ყველა უძლურია. ამ ყველაფერს არავის დახმარების გარეშე აღწევდა და ყოველთვის, თავის თავის იმედით ხვდებოდა ახალ დილას, ახალი იმედებით და შემართებებით. თანდათან დაიხვეწა და გალამაზდა. მთლიანი სტილი რომ შეეცვალა მის აბრეშუმივით შავ თმას არ კიდებდა ხელს, გარდა დასწორებისა რომელიც წელს ქვემოთ ქონდა. ასევე მისი ნაირფეროვანი შარფები, რომლებიც მისი განიყრელი აქსესუარად იქცა. ის ბრილიანტივით ბრჭყინვალებას ასხივებდა ირგვლივ და ის შრამი, რაღაც ქალურს ხდიდა, უფრო ამშვენებდა. ყველა მამაკაცის თვალში დაუვიწყარი ხდებოდა, ყველას უნდოდა მათი გულების დედოფლად ექციათ ჟანეტი, მაგრამ ის მხოლოდ ერთის დედოფალი იყო, რომელიც მომაჯადოებლად შურს იწვევდა გოგოებში და ამით ის თავბრუდამხვევ ღრუბლებში ახვევდა ნებისმიერ მათგანს.
ორი წელი გავიდა ერთმანეთის სიყვარულში და ჟანეტის სიყვარულმა ღრმად გაიდგა ფესვები ნიკას გულში. ნიკას უხაროდა მისი ცხოვრების სტილი, საყვარელი ადამიანი გვერდით. მას ხიბლს და აღმაფრენას მატებდა მის ცხოვრებას, რომელსაც თან სდევდა მისი სურნელი ყოველ ნაბიჯზე. თითქოს ჟანეტი მისთვის უჩვეულო შედევრის ნიმუშია. ბროლივით ბრწყინვალე, როცა მის გვერდით იყო, გრძნობდა მამაკაცების ვნებიან მზერას ჟანეტს ტანზე და უხაროდა რომ ეს ქმნილება მხოლოდ მისი გახდებოდა, სულ მალე. სიძლიერის, ელეგანტურობის და მომხიბვლელობის აუცილებელი შტრიხი. აი რას წარმოადგენდა ჟანეტი ნიკასთვის. რაც უფრო დრო გადიოდა სიყვარული უფრო და უფრო ღრმავდებოდა. არ შეცვლილა არაფერი გარდა იმისა, ნიკას ვერანდაზე ძრომიალი აღარ ჭირდებოდა. თავისუფლად დადიოდნენ სასეირნოდ მთვარის შუქზე.
შესამჩნევი იყო ყველასათვის თუ როგორ უჭირდათ ორივეს მათი გრძნობების დამალვა, არც უცდია ნიკას მისგან შორს მდგარიყო ჟანეტი და სულ ახლოს ყავდა ხელ გადახვეული, რომელიც უკვე მის საკუთრებად მიაჩნდდა.ერთმანეთის დანახვისას მუცელში პეპლები დაფრინავდნენ და გული ფართხალებდა, ერთმანეთის შეხებისას კი ჭიანჭველები დასეირნობდნენ მათ მთლიან სხეულზე.
ერთ შაბათ დღეს ქალაქ გარეთ გადაწყვიტეს გასვლა ერთიანად.
---სანამ ძალიან აცივდებოდეს გავიდეთ სადმე! -თქვა გიორგიმ.
---მართლა გავიდეთ დიდი ხანია ერთმანეთის ნერვები არ გამოგვიცდია!-სიცილით თქვა რეზიმ. ყველას მოეწონა აზრი და დილიდან გავიდნენ.
---მე გამოგივმლი და მზად დამხვდი!- უთხრა ნიკამ.
---და სად მივდივართ არ იტყვით?-იკითხა ჟანეტიმ.
---ეს ჩვენ მოგვანდე, თქვენ კი თავისუფლად ჩაიცვით! -უთხრა გიორგიმ ჟანეტს და ლილუს. დაიშალენ და ადრე წავიდნენ დასაძინებლად. აინტერესებდათ ორივეს სად წაიყვანდნენ ბიჭები. უხაროდათ რომ კიდევ ერთი მეგობრული დღე უნდა გაეტარებინათ ერთად. ფიქრებში ჩაეძინა და დილით მამამ გააღვიძა.
---ჟანეტ ადექი შვილო გელოდებიან ბავშვები, შენს გარდა ყველანი მზადაა!
---ვაიმეეე როგორ დამეძინა ასე გათენებაც კი ვერ გავიგე!- წამოხტა ფეხზე და სულ მცირე დროში უკვე თავადაც მზად იყო. წავიდნენ და ერთ ძალიან ლამაზ ადგილზე გავიდნენ. ირგვლივ ტყეს სიმწვანე კიდევ ქონდა შერჩენილი. ნელა-ნელა იცვლიდა ფერს ფოთლები და სიყვითლეში გადადიოდა. მარცხდებოდა მწვანე ფერი და ყელმოღერებით შემოდიოდა ოქროსფერი შემოდგომა.
---რა სილამაზეა, ვინ იპოვა ეს ადგილი?- აღტაცებულმა იკითხა ჟანეტიმ
---ეს საიდუმლოა, ნუ კითხულობ უბრალოდ დატკბი სილამაზით! -უჩურჩულა ნიკამ.
ჯერ კიდევ სიმწვანე შერჩენილ მოლზე გაშალენ დიდი სუფრა და ზედ დაალაგენ რაც კი ქონდათ წამოღებული სახლიდან. მხიარულებაში და ერთმანეთის ღიზინში შუადღემაც მოაღწია. ნიკას გულზე ყავდა აკრული ჟანეტი და ჩუმად უთხრა.
---მოდი ხვალ ჩვენ თავს ვაჩუქოთ ერთი დღე და გავისეირნოთ, რას იტყვი? მარტო მე და შენ, ჩვენ ორნი და არავინ სხვა. მხოლოდ ჩვენ, ყველას გარეშე!
---გითხარი ყოველდღე რომ უფრო მეტად მიყვარდები? წავიდეთ მხოლოდ ჩვენ ორნი, მე და შენ.- ნიკას თვალბში დაუფარავად ამოიკითხა ჟანეტიმ ყველა ის გრძნობა, რაც მისმა თვალებმა გადმოცა. აღტაცება, სიხარული და ვნება. ძლიერი, დაუოკებელი ვნება.
---ჟანეტ მესამე წელია ერთად ვართ, მე უშენოდ აღარ შემიძლია. მე ვფიქრობ რომ უკვე საჭიროა ერთად რომ ვიცხოვროთ. წამო გავერიდოთ ამათ, არ მინდა დალევა მე შენთან მინდა ყოფნა და გავისეირნოთ!
---გუგას ვეტყვი და გავისეირნოთ!- უთხრა ჟანეტმა, გუგას მიუჩოჩდა და უთხრა.
---გუგა მე და ნიკა გავისეირნებთ და პირდაპირ სახლში წავალთ!
---კარგი პატარა აღარახარ ჟანეტ 20 წლის გოგო ხარ და იცი რა, როგორ უნდა გააკეთო. მალე დაღამდება და ნუ გაჩერდები დიდი ხანი გარეთ ხო?
---მიყვარხარ ძალიან, ძალიან. რაც არ უნდა მოხდეს მე ასეთი მზრუნველი მეყვარები და მემახსოვრები გუგა ყოველთვის!- უთხრა და ჩაეხუტა.
---ეს რაა ეხლა თითქოს დიდი ხნით ვეშვიდობებით ერთმანეთს.
---მე შენი იმედი ყოველთვის მაქვს. რას მიყურებ ასე არ არის?- ახედა ჟანეტმა.
---ჩემი იმედი შენ კიარა გურამას არ აქვს. წადი ეხლა ნუ ალოდინებ პრინცს. ჩუუუ არ მითხრა რამე, ვიცი რომ დაგაგვიანდეს უნდა შეგინახო. მხოლოდ ამ ერთხელ იცოდე!- თითით გააფრთხილა და გაუშვა.
---არ დამაგვიანდება მაგრამ მაინც!- უთხრა და თვალი ჩაუკრა.-წავედით ნიკა.- ნიკამ ხელი გადახვია და თავისი მანქანისაკენ წაიყვანა.
---ერთი ძალიან კარგი ადგილი ვიცი და იქ უნდა წაგიყვანო!
---ნიკა ნახე ამინდი იცვლება, ცას შავი ღრუბელი გადაეკრა და შორს არ წახვიდე რა?
---ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება!- დაამშვიდა ნიკამ.
---იცი რა მაკვირვებს? როცა ჩვენ ორნი გავდივართ სასეირნოდ, ამინდი ყოველთვის გაფუჭდა და წვიმს. თან საშინლად, ვერ ამიხსნია რატომ ხდება ყოველთვის ეს?
---მე ვიცი!- ნიკამ ეშმაკურად გახედა ჟანეტის და თვალებში კი ეშმაკუნები ჩასახლდნენ.
---აბა მითხარი განმანათლე!- ჟანეტიც გაამხიარულა ნიკას მხიარულმა და ეშმაკურმა ღიმილმა.
---იმიტომ რომ, უფრო ახლოს მოხვიდე ჩემთან და თავს მისცე უფლება რომ ჩამეხუტო!
---ნიკა ნახე გაწვიმდა, სად მიდიხარ დავბრუნდეთ. თან ნელი წვიმა არ არის რაღაც გიჟური წვიმაა! -შეშინდა ჟანეტი.
---ნუ გეშინია აი ცოტაც გავიწიოთ მანქანით და მერე ერთი ადგილი ვიცი და იქ შევაფაროთ თავი, ასეთ წვიმაში ვერ დავბრუნდებით უკან. ჩემს თავს არ ვჩივი, შენ არ მოგწიო რამე მეშინია. აქ ჩამოვიდეთ და იქ ხედავ სახლი რომ ჩანს? აი გასაღები და გაიქეცი გააღე კარები და მეც მოვალ. ჩემია ის ქოხი, მარტო ჩვენ ვიქნებით დღეს აქ, უკან გაბრუნების შანსი არ არის. გუგას დავურეკავ სანამ სიმა აქვს ტელეფონს, რომ არ შეეშინდეს. მიდი გადახტი მე მანქანას დავაყენებ შემოსასვლელში. მოიცადე ეს მოიმცვი თორე გაცივდები,- მოსაცმელი გაიხადა და თავისი ხელით მოაცვა ჟენეტს-ჰა გაიქეცი!- მოიცა ესეც- ნიკას უკან სიდენიაზე მისი პიჯაკი ქონდა და ისიც მიაწოდა ჟანეტს. ხედავდა როგორ გაურბოდა წვიმას და ახტებოდა გზაში დამდგარ წყლის ტალახიან გუბურებს და ეცინებოდა ჟანეტის ბავშურ ქცევაზე.
----სად წავიდნენ ისინი ჟანეტის გარეშე ვერ მივალ სახლში!- აწუწუნდა ლილუ.
---ენა წინ გაგირბის და გონება უკან გრჩება. აცადე იმათ გაიარონ და მოვლენ. შენ ჩემთან წამოდი ამაღამ!- უთხრა გუგამ ლილუს.
---სად გაუშვი გუგა რომ არ მოვიდეს? ან ამისთანა ამინდში რა სეირნობა მოუნდათ!
---არ იყო ასეთი წვიმა უცებ შეიცვალა ამინდი!
---გუგააა ლილუს მე წავიყვან რა? ხომ იცი არაფერს არ დაუშავებ!- მუდარის ხმით და თვალებით შეხედა კაკიმ.
---ერთმა ერთი წაიყვანა და ვინ იცის ამაღამ, ეს ცივი ღამე რაში შეუწყობს მათ ხელს. მეორე შენ მიგყავს და შენ იმას თუ ხვდები რომ მე ტრავმატოლოგიურში ვიქნები ხვალ? არა ძმაო არ მინდა დალეწვა!
---მიდი რა გთხოვ, მარტო მინდა რომ ვიყოთ. ისე არ მაძლევ საშუალებას რომ დაველაპარაკო!
---ხო აბა შენ დალაპარაკება მოგინდეს ლილუსთან და სულ კანკალებ ჩემი შიშით აბააა?!
--მიდი რა ძმურად გთხოვ, ნუ ხარ შენ გორილა!
---შენ ეხლა კამეჩები ანგელოზებად მოგეჩვენება,ისეთ დღეში ხარ და მე შეგიწყობ ხელს დაბინდული გონების გასუფთავებაში!- შეუბღვირა გუგამ.
ჟანეტის წინ უჩვეულოდ ლამაზი მიდამო გადაიშალა. ტრიალი პატარა მინდვრის ბოლოში პატარა ვიწრო მდინარე იყო რომელიც ეხლა გაბრაზებული ცდილობდა კალაპოტიდან გადმოსვლას. ამ მდინარეში კი იყო რა ქოხი, რის ქოხი, ულამაზესი სახლი იდგა, სახლი იყო მთლიანად ხის და წინ ულამაზესი ღია აივანი ქონდა. გააღო კარები, სახლში შევიდა და სახლი შიგნით საოცრება იყო, უახლესი დიზაინით მოწყობილი, თანამედროვე სტილში. ისეთი გაოცებული იდგა ვერც კი გაიგო ნიკა როდის შემოვიდა სახლში, უკან ამოუდგა და გულზე მიიკრა. ასე იყვნენ ცოტა ხანს წვიმის ხმას უსმენდნენ. წვიმამ უმატა და უმატა, საშინელი ქარი ამოვარდა და ხეების ტოტების შრიალს ალაგ-ალაგ ტკაცანის ხმაც მოყვება და ამ ხეებს შორის ქარი დაქრის და დაღმუის.. სახლს ორი პატარა საძინებელი აქვს და შესასვლელი და ცალკე უფრო პატარა და მყუდრო სამზარეულო. სახლი მაღალ ბეტონის ბოძებზე დგას წყალში და იატაკის ქვეშ ისმის როგორ მიღრიალებს წყალი შხუილით. ჟანეტმა თავი ცოტა ხნით ჯუნგლების სამყაროში წარმოიდგინა და შიშით გახედა ნიკას. ნიკა ბუხარში ცეცხლს ანთებდა რომ სველი ტანსაცმელი გაეშროთ. ბედნიერი სახე ქონდა ნიკას, ყოველგვარი შიშის გარეშე. საყვარელი ადამიანი გვერდით ყავდა მაგრამ, შორს და მიუწვდომლად. ნიკა კი გულში ფიქრობდა,
---შევძლებთ, ამ დიდი ბარიერის გადალახვას ჟანეტ, აუცილებლად შევძლებთ!
---ნიკა აქ ამ სახლში, სხვა ქალთან ერთადაც ყოფილხარ?- ჩუმად კითხა ჟანეტიმ ნიკას.
---არა, შენ ხარ პირველი. ეს ადგილი და სახლი არც ბიჭებმა არ იციან. ორი წლის ნაყიდი მაქვს, როცა განმარტოება მინდა აქ მოვდივარ და ვთიშავ ყველაფერს რადგან, ქალაქის ხმაურისაგან და საერთოდ ყველასგან დავისვენო. შენამდე სერიოზულად არ შემიხედია არცერთი ქალისთვის, არც შევხვედრივარ არასდროს შენისთანა სუფთა სულის მქონე ადამიანს. რატომ ამირჩიე და რატომ შეგიყვარდი ჟანეტ?
---გულს ვერ უბრძანებ ნიკა. ეს გრძნობა გინდა, არ გინდა მაინც მოდის. იდგამს ღრმად ფესვებს ჩვენში და ბოლოს ისე აკეთებს უერთმანეთოდ გვიჭირს ცხოვრება. შენც სხვანაირი ხარ ნიკა, არ გავხარ სხვებს. ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით ასეა! -ბოლო სიტყვები დაფიქრებულად უთხრა ჟანეტმა. ნიკა თმებზე მოეფერა, ტკბილი ძილი საყვარელო,
---შენ აქ დაწექი ბუხართან მე მეორე ოთახში გავალ!- შუბლზე აკოცა და დატოვა აგიზგიზებულ ბუხართან აგიზგიზებული გული და სული.
---ღამე მშვიდობისა ნიკა!
რა დააძინებდა, მათ ოთახს ერთი სიფრიფანა კედელი ყოფდა და ერთმანეთის სუნთქვაც კი ესმოდათ და ერთმანეთის ძლიერი გულის ფეთქვა. ბუხრის სითბომ მაინც თავისი ქნა და ჟანეტს ჩაეძინა და ძილში ძლიერი რყევა იგრძნო. შეშინებულმა გაახილა თვალები და გარეთ გაიხედა. ქარი არც დაწყნარებულა, დაქროდა და რასაც დაეტაკებოდა ძირს აგდებდა. არყევდა სახლს მაგრამ ვერ შეძლო და ვერ წააქცია მაგრამ ჟანეტი კი ძალიან შეაშინა, ძლიერი ჭექა-ქუხილი და ირგვლივ განათდა ყველაფერი. იქვე ახლოს მეხი დაეცა და უზარმაზარი ხე წააქცია, მისმა ცეცხლმა კი გაანათა ირგვლივ ყველაფერი. ეს ბოლო წვეთი იყო შიშის და ბოლო ხმაზე იკივლა.
---აააააააა ნიკააააა, მეშინიააააა! -ნიკას არ ეძინა და როგორც კი ჟანეტის ხმა გაიგონა წამოხტა ფეხზე და მის საწოლთან გაჩნდდა. გულში ჩაიკრა, ატირებული და შეშინებული გოგო.
---არ დამტოვო, არ წახვიდე, მეშინია ნიკა! -ტიროდა ჟანეტი.
---ჩუუუუ, აქ ვარ ნუ გეშინია. მე მუდამ შენთან ვარ საყვარელო!- გულში იკრავდა თავზე, თმებზე, სახეზე ეფერებოდა და მონოტორულად კოცნიდა ხოლმე.
---შემეშინდა ნიკა, ძალიან შემეშინდა. -სლუკუნებდა და ნიკას ძლიერად ეხუტებოდა, ნიკა კი ამშვიდებდა და ეფერებოდა. ამ ფერებაში ნიკამ ხელი ხერხემალზე ჩამოუსვა ისე რომ თავადაც ვერ გააცნობიერა როგორ მაგრამ, მიხვდა და იგრძნო როგორ გააჟრჟოლა ჟანეტის და თმებიც აებურძგლა. თანდათან ორივეს დაებინდა გონება და ნელა-ნელა ტუჩებმა თავად მოძებნეს ერთმანეთი. ისეთი ვნებიანი კოცნა აჩუქენ ერთმანეთს რომ, მომარაგებული კალორიები დაიფერფლა ერთიანად. წნევის ზრდასთან ერთად გაიზარდა პულსი. გააქტიურდა სისხლში ჰორმონების რაოდენობა, ორგანიზმმა იმდენად დადებითად მიიღო ეს ვნებით სავსე კოცნა რომ, ორივე სხეულში მხოლოდ ბედნიერებას და დიდების შეგრძნებებს გრძნობდნენ. ჟანეტის მაჯის საათმა შეწყვიტა მუშაობა, ის 12 საათზე გაჩერდა და ადგილზე გაიყინა. წინ აღარ წასულა და მხოლოდ ამ საათში გაჩერდა დრო, სამყარომ კი ისევ დაიწყო ჩვეულებრივად დინება. სუნთქვა გაუხდა ორივეს ხშირი და ზედაპირული. არ ყოფნიდათ ჰაერი და ბოლოს პირით დაიწყო სუნთქვა. პირი ოდნავ გახსნილი აქვს და ტუჩები მშრალი. მასში იმატა ოფლიანობამ და იმატა ერთმანმეთის წყურვილმა. თვალები დახუჭა სიამოვნებისაგან რათა მისი სურნელი უფრო კარგად რომ შეიგრძნოს. იმატა ადრენალინმა, აიტანა კანკალმა, მკერდი გაუხდა მკვრივი და ნათლად იგრძნო ძარღვებში სისხლის გამეტებული მოზღვავება
,,ჟანეტი'' .
ღვთისგან მონიჭებულ უდიდეს ნიჭში ჩაწნულია სითბო და სიყვარული, რომელიც ცუნამივით მოეფინა მთელ ორგანიზმს და დადებითად განმუხტა უარყოფითი ემოციები და უდიდესი სიამოვნება მიმაღებინა.
---ჟანეტ მომეხმარე შენც და უმტკივნეულოდ ჩაივლის ეს ღამე, ღამე რომელსაც მხოლოდ ჩვენი ღამე დაერქმევა. ნუ კანკალებ, უკუ აგდე ეს შიში და მომენდე. მოდუნდი და განიცდი ნამდვილ სიამოვნებას. შიშით ვერაფერს ვერ იგრძნობ, მე დამეყრდენი, მე სულ შენთან ვიქნები!- მეჩურჩულებოდა გონება დაბინდული, რომელიც იგივე მდგომარეობაში იყო.
---ნელანელა საუბარში ვიგრძენი ყრუ ტკივილი, ვიგრძენი როგორ შემოვიდა ჩემში და სულში ჩამხედა და გამისისხლხორცდა. მერე ხელები მაგრად ჩამჭიდა და ....., კიდევ ერთხელ ვიგრძენი მისი სიყვარულის ჩაღვრა ჩემს სხეულში. ისე ჩამეხუტა, ისე ძლიერად მეგონა სუნთქვა გამიჩერდებოდა! დაღლილი სხეულები ერთმამეთს მოვშორდით და მხოლოდ ღრმა სუნთქვა არღვევდა ჩვენს ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს და მყუდროებას. ჩემსკენ გადმობრუნდა, გულში ჩამიკრა ჯერ კიდევ შოკში მყოფი, არ ვიყავი იმ ბურუსიდან გამოსული რომ ნიკას ხმამ და ჩურჩულმა დამაბრუნა რეალობაში, რომელმაც მითხრა.
---ისეთი ლამაზი გრძელი ყელი გაქვს როგორც გედს ჟანეტ. შენ ჩემი ხარ, ჩემი ცხოვრება, ჩემი სიცოცხლე. მაბედნიერებ, მე შენით შევივსე, შენ მე შემავსე. მაჩუქე ის დიდი გრძნობა რაც შენში იყო ჩემს მიმართ და გავხდით ერთი მთლიანი, ერთმანეთის ნაწილი.
---სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის. ეს გალაქტიონის სიტყვებია ნიკა. როცა ეს გრძნობა იბადება გულში, მთელ შენს ცხოვრებას, ფიქრებს, აზრებს იპყრობს. მთელი ჩემი ცხოვრება მინდა ამ შენდამი სიყვარულს ვყავდე შეპყრობილი და მთელი ცხოვრება შენთან ვიყო იმ უხილავი ჯაჭვით მოკრული შენზე რომელიც, გასაქანს არ მომცემს არასდროს უშენოდ ყოფნისას. თუმცა ვიცი ისიც რომ ნამდვილი სიყვარული მარადიულია, ის უკვალოდ არ ქრება და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში!
---ცუდზე ნუ ფიქრობ საყვარელო ეს ყველაფერი ახალია შენთვის, სიყვარულისთვის პირველი ცრემლი, პირველი სიხარული, პირველი სითბო, გრძნობით ნაჩუქარი პირველი კოცნა... ეს ყველაფერი შენში და ჩემში დარჩება, მხოლოდ ჩვენი ორის საიდუმლოდ! რატომ არის სიყვარული განსაკუთრებული თემა? რატომ? იმიტომ რომ ლამაზი გრძნობაა, მშვენიერი შეგრძნებაა, ხელოვანის მიერ შექმნილ შედევრს გავს შეყვარებული წყვილის გამოხედვა. ამ ქვეყნად სიყვარული და სამართალი იჩაგრება უსამართლობით. დედამიწა არ არის სამოთხე და ადამიანი ღვთის ხატი, რომელიც თავის თავში მარადისობას ატარებს და თუ პიროვნება სწორი ცხოვრებით ცხოვრობს, მის ირგვლივ ,მოსიყვარულე ხალხი დგას და სიყვარულიც წრფელია მასში, ის დგება კიბის პირველ საფეხურზე და ნელა-ნელა მიიწევს სიმაღლისკენ. მხოლოდ სიყვარულში მარტოობას განაგებს, შეიძლება მოახდინო კიდეც წინსვლა, სიბნელეში აფათურო ხელები, შექმნა ილუზიები, მაგრამ შენი თვალები თუ სიყვარულს არ ასხივებს, ყველა შენი ილუზია, ყველა შენი ოცნება და ის მოპოვებული კარიერაც ფერფლია. მოლოდინი და იმედი ეს კი ღმერთის დიდი სევდის შეცნობაა, სიყვარული კი ღმერთისგან დიდი საჩუქარი.
დრო მიდის და მიუხარია. დროს შეუძლია მოგანიჭოს სიყვარულიც და სიძულვილიც, სიხარულიც და ტკივილიც. ნიკას და ჟანეტის ურთიერთობას სერიოზული სახე მიეცათ. ნიკა სერიოზულად ფიქრობდა ამ თემაზე მაგრამ, შეიცვალა ბოლო დროს. ადვილად ღიზიანდებოდა .აღარ აფრქვევდა იმ გრძელ და ლამაზ სიტყვებს რაც ძალიან უკვირდა ჟანეტს. რამდენჯერმე მისი კურსელი დაინახა ნიკას როგორ ეკეკლუცებოდა. არ ქონდა ამ გოგოსთან ახლო ურთიერთობა მაგრამ, ბოლო დროს ნიკას უყურადღებობა ძალიან ტკიოდა და განიცდიდა. ერთ დღეს ეს გოგონა ჟანეტთან მივიდა და ეუბნება.
---გამარჯობა ჯანეტ. უნდა დაგელაპარაკო ეს აუცილებელია რომ შენ იცოდე!
---მე შენთან რა საქმე უნდა მქონდეს, არც კი გიცნობ! -გაკვირვებული იყო ჟანეტი.
---მაშინ პირდაპირ გეტყვი ძვირფასო ჟანეტ რომ, მინდა იცოდე მე ნიკოლოზ მიქელაძედან შვილს ველოდები. ეს არავინ არ იცის, დიდი ხანია რაც ერთად ვართ. მთხოვა ორსულობის შესახებ არავინისთვის არ მეთქვა არაფერი. არ ვაპატიებ ასეთ მოქცევას და ჩემს მასხრად აგდებას. და გართობას. გავიგე რომ მალე ქორწინდებით და თუ შენ მას გაყვები მე იძულებული გავხდები სახლში მივიდე და დავუჯდე, ვერავინ ვერ შემეხება და ვერ გამომაგდებს გარეთ. თან შენისთანა გოგო არამგონია მისმა ოჯახის წევრებმა რძლად მიგიღონ, ბავშვთა სახლში გაზრდილი ხარ და ნიკას გვერდით შენი ადგილი ნამდვილად რომ არ არის ამას თავადაც უნდა ხვდებოდე. შენი გვერდით დგომა მას ყოველთვის შერცხვება!-



№1  offline წევრი isterichka123

ვაიმე ესრაიყო უმაგრეს ეხლა დაიძAბა სიტუაცია გაგრძელე

 


№2 სტუმარი დალი 01.06 2016წ

ადმინისტრაციას : --- რა საჭიროა , მოთხრობობების , ასე წვრილწვრილ თავებად დაყოფა ... ხომ არ აჯობებდა , რამოდენიმე თავი გაერთიანებულიყო , უფრო საინტერესო და შინაარსიც სრულყოფილი იქნებოდა ... გთხოვთ გაითვალისწინოთ , ჩვენი ( მკითხველების ) დიდი თხოვნა ...

ადმინისტრაციას : --- რა საჭიროა , მოთხრობობების , ასე წვრილწვრილ თავებად დაყოფა ... ხომ არ აჯობებდა , რამოდენიმე თავი გაერთიანებულიყო , უფრო საინტერესო და შინაარსიც სრულყოფილი იქნებოდა ... გთხოვთ გაითვალისწინოთ , ჩვენი ( მკითხველების ) დიდი თხოვნა ...

ადმინისტრაციას : --- რა საჭიროა , მოთხრობობების , ასე წვრილწვრილ თავებად დაყოფა ... ხომ არ აჯობებდა , რამოდენიმე თავი გაერთიანებულიყო , უფრო საინტერესო და შინაარსიც სრულყოფილი იქნებოდა ... გთხოვთ გაითვალისწინოთ , ჩვენი ( მკითხველების ) დიდი თხოვნა ...

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ramxela shecdoma daushva janetma

Ramxrla shecdoma daushva janetma

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent