შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის ჩემშია! 2


31-05-2016, 15:00
ავტორი memo
ნანახია 1 623

ქეთასთან მივედი დავურეკე და რა თქმა უნდა 1საათი ქვევით მალოდინა. დავიღალე, თითქოს ხასიათი მიფუჭდებოდა, მინდოდა დღეს მაინც უბრალოდ ჩემი მეგობრების გამო ვყოფილიყავი ბედნიერი. ტელეფონს დავხედე რემაინდმა ჩემი ძმის ფოტო ამოაგდო. შინაგანად დავითრგუნე მერე რა რომ უკვე 3 წელი გავიდა ეს ძალიან ცოტა იყო იმისთვის რომ ტკივილი განელებულიყო. განელდება კი? არა, არამგონია. ჩემი ალექსანდრე ფიქრებში წავედი.. როგორ მახსოვს ყველა წამი რომელიც მასთან ერთად გავატარე, ის ხომ ჩემზე მხოლოდ 1 წლით დიდი იყო. მახსოვს უბნის ბიჭებს თვალებს როგორ უბრიალებდა როცა რაიმე კომპლიმენტს მეტყოდნენ. ასეთი ბევრი შემთხვევა იყო, ზუსტად ამიტო ალექანდრე სულ დაბღვერილი დადიოდა. ჩვენი ქუჩაში გამოსვლა და ყველას ყურადღება ჩვენზე გადმოდიოდა. ალექსანდრე ძალიან სიმპატიური კარგად აღზრდილი ბიჭი იყო, მე კი პატარა ამპარტავანი ქაჯი. თავიდან დიდი არაფერი ბიზნესები ქონდათ მშობლებს, მაგრამ მე ალექსანდრეს გათამამებული გოგო ვიყავი, მშობლებსაც აიძულებდა რო ყველაფერი გაეკეთებინათ ჩემთვის. რალობაში ზუკას ზარმა დამაბრუნა.
-ზუკ, მინდოდა გადმორეკვა ბოდიში, დიდი ბოდიში. ( თავი მართლა დამნაშავედ ვიგრძენი გიოსაც დავურეკე და ქეთასაც მას არ დავურეკე არადა ის სულ ჩემს გვერდითაა, გამოცდები გვაქვს მალე ის კიდე ჩემ გამო სამი დღეა წყნეთშია გადასული. არ მინდა გული ვატკინო, მაგრამ აშკარად აღარ მინდა დაბადების დღის გადახდა, თან იმ ტრაგიკული დღის მერე პირველი იქნება, არადა დილით მიხაროდა. ზუსტად ვიცი ალექსანდრეს ენდომებოდა რო ბედნიერი ვყოფილიყავი და ასეთ სიტუაციაში რო მხედავდეს მომკლავდა ალბათ.
-ალე! ალეეეე! (ყვიროდა ზუკა მე კი ფიქრებმა გამიტაცა. ყველაფერი ჩემი ბრალი იყო!)
- ხო, ზუკ
- ჯერ ერთი გილოცავ, მერე მეორე რა გჭირს?
- არაფერი, ზუკა
- ალე, მარტო ხარ?
- არა ქეთას ველოდები
- გინდა მოვიდე?
- არა
_ ყველაფერი გადავდოთ, თუ ჯერ არ შეგიძლია
- არა, იყოს. კარგი წავედი ეხლა და მალე გნახავ
- კარგი, ალე
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
საკმაოდ ცუდ გუნებაზე დავდექი. ჩემის ძმის ჩემი ალექსანდრეს სიკვდილი ხო ჩემი ბრალი იყო, ჩემი მშობლებიც კი მაგას მეუბნებოდნენ. იცით რა საშინელი გრძნობაა? იცით როგორი აუტანელი გრძნობაა? ესე ცხოვრება მართლა შეუძლებელია. დიახ ჩემი ბრალი იყო. 26მაისს სამი წლის უკან, ჩემმა დაუდევრობამ ჩემი უსაყვარლესი ძმა შეიწირა. არ ვარ მზად იმისთვის რომ მოვყვე რა და როგორ იყო. ეს ჩემებმაც არ იციან, უბრალოდ უბედურ შემთხვევას მიაწერეს ეს ამბავი. არა ჩემი ბრალი იყო, მშობლები იუარებდნენ ამბობდნენ რომ მე არაფერ შუაში არ ვიყავი, მაგრამ თურმე მამაჩემსაც ჯეროდა რო ჩემ გამო მოკვდა ალექსანდრე. ც ვცადე ერთი წლის თავზე, მაგრამ გადამარჩინეს. ზუსტად იმ ფირმის მანქანას და ზუსტად იმ ადგილას შევუვარდი მანქანას ბორბლების ქვეშ, მაგრამ სულ ტყუილად ჩემი გადარჩენა მაინც შეძლეს. მე მასთან მინდოდა მე მინდოდა რო მისი ჩახუტება, მისი გულის ჩემა ისევ მეგრძნო. მისი ცხელი სუნთქვა ღამე რო მაღვიძებდა ხოლმე, ხო მე ალექსანდრესთან ვიძინებდი ხოლმე, მის გარეშე მეშინოდა დაძინება თავს მხოლოდ მათან ვგრძნობდი დაცულად. ჩემი სამაყე ყოველთვის ჩემი ძმა იყო და ეხლაც ეგრეა ჩემი მისაბაძი მაგალითი იქება ყოველთვის. როგორ უნდა ვაპატიო საკუთარ თავს ჩემი ძმის მკვლელობა? ან ვაპატიებ საერთოდ?
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ქეთა მანქანის კარზე ფეხებს აბრახუნებდა უკვე როცა რეალობაში დავბრუნდი, მისი სიახლოვე ვიგრძენი. თითქოს უკან მედგა და მეხუტებოდა. ცრემლებმა ჩემს სახეზე ჩქარა, მაგრამ სასიამოვნოდ დაიწყეს სიარული. მე ვიგრძენი იმ მომენტში ალექსანდრეს იქ ყოფნა. როგორ არ დავიჯერო იქ რომ არ იყო, თითქოს ნაცრისფერი სამყარო ისევ შეიმოსა ცისარტყელის ფერებით. მეღიმებოდა და თან ვტიროდი, ჩემი ალექსანდრე იქ იყო!
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
-გაგიჟდი ალექსანდრა გამიღე კარი?
-მოდი, ქეთა მოდი
-რა გჭირს? (დამიჯდა გვერდით და ცრემლებს მწმენდდა)
- ალექსანდრე, ალექსანდრე!
- შენ და ალექსანდრე ერთად ყველას და ყველაფერს მოერევით, ყველაფერს გადაიტანთ, თვენ ერთი დიდი ძალა ხართ, ის აქ არის შენთან.
ჩავეხუტე არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. ზუკას დავურეკე და ვუთხარი რომ დაბადების დღე არ გადაედო და ყველაფერი რიგზე იყო. მე და ქეთამ ვიშოპინგეთ, ყველაფერი მოვაგვარეთ, წყნეთისთვის რაც იყო საყიდელი ვიყიდეთ და კაფეში შევედით.
-ქეთა, შენი აზრით შეძლებენ და იპოვნიან მის მკვლელს?
- რისთვის აბარებ იურიდიულზე?
- იმისთვის რომ საქმე თავიდან გავხსნა და ვიპოვო
- ხო და შენი აზრით ვერ შეძლებ ალექსანდრეს მკვლელის პოვნას?
- ხო, მაგრამ თუ ამდენი მცდელობა უიმედო და უაზრო აღმოჩნდა?
- ნუ გაეწყობი ისე თითქოს არაფერი გამოვა, კიდევ ვცადოთ შემდეგ თუ არაფერი გამოვა კიდევ ვცდით.
- იმედი ბოლოს კვდება
(გავუღიმე, აღარ მინდოდა ისიც დამეთრგუნა, უცბად ბოხი თითქოს ნაცნობი ხმა ჩამესმა ყურში და ეგრევე შევტრიალდი ).
- დიახ? (მე)
- უკაცრავდ მე მითხარი რამე? (უცნობი)
- უი, ტელეფონზე საუბრობთ, ბოდიში მე მეგონა მე მეძახდით, ბოდიში.
- რა საჭიროა ამდენი ბოდიში (უცნობი)
- კარგი, ნახვამდის.
ქეთას ხელი მოვკიდე და გამოვედი, ძალიან შემრცხვა უხერხულად ვიგრძენი თავი, ქეთას ვუყურებ და ვხვდები რომ მანაც შეამჩნია მსგავსება ალექსანდრეს და უცნობს შორის.
- ალე დაინახე? (ქეთა)
- კი ქეთა, დავინახე (მე)
- გოგოებო დიდიხანი უნდა მიყუროთ ასე? (უცნობი ისე მოვიდა ჩვენთან ვერც კი შევამჩნიეთ. სადღაც 20 წლის მაინც იქნებოდა მეტის თუ არა, ალექსანდრეს რაღაც არა ამ ქვეყნიურად გავდა, ვუყყრებდი და მეგონდა რომ ჩემს ძმას ვესაუბრებოდი, მაგრამ გაზრდილს)
- აა არა ბოდიში (ქეთა)
- უბრალოდ ვიღაცას მიგამსგავსეთ, ჩემთვის ძალიან საყვარელ ადამიანს. (მე)
- შეყვარებულს? (უცნობი)
- აა...არა არა (მე)
- მე ალექსანდრე ვარ (უცნობის წარმოთქმულმა სიტყვებმა მეც და ქეთაც ადგილზე გაგვაქვავა, ხმას ვერც მე ვერ ვიღებდი ვერც ქეთა, მაგრამ არა ეს ალექსანდრე არ იყო. ჩემი თვალით ვნახე გარდაცვლილი ალექსანდრეს გვამი. არა ეს შეუძლებელი იყო! ეს ჩემი ძმა ვერ იქნებოდა, უბრალოდ მსგავსება იყო დიდი. სხვა თუ არაფერი ჩემს ძმას ესეთი ღიმილი არ ქონია. ჩემ ძმას ასეთი თვალები არ ქონია. მის თვალებში ყოველთვის ამოიკითხავდით რომ ყველაზე ბედნიერი იყო, ეს ეს მისი თვალები კი საკმაოდ ნაღვლიანი იყო, მაგრამ ღიმილი საოცრად მომაჯადოვებელი. ვაიმე ალექსანდრა ბურდულო ხო არ გამოშტერდი რაზე ფიქრობ. სიჩუმე ქეთამ დაარღვია).
- უნდა წავიდეთ, გვეჩქარება (ქეთა)
- ხო მართალია აბა ჩემი წყვეულება ჩემს გარეშე როგორი იქნება (მე)
- შეიძლება მეც მოვიდე? (ალექსანდრე)
- დიდი სიამოვნებით (ქეთამ გაუღიმა)
- ანუ დღეს შენი დაბადების დღეა ალექსანდრა? (ალექსანდრე)
- კი, ჩემი დაბადების დღეა.
- კარგი მოგვეცი ნომერი და მისამართს მოგწერთ (ქეთა)
ალექსანდრე ქეთას ნომერს აწერინებდა როცა მანანას მივუახლოვდი, მართლა ვერ გავიგე რა ხდებოდა. ამ ბიჭმა მთელი ჩემი სხეული დაიკავა, თითქოს ჩასახლდა ჩემს სულში , მაგრამ თან გარდაცვლილ ძმას მაგონებდა. ქეთა ისე ჩაჯდა მანქანაში ვერც კი შევამჩნიე.
- კიდევ რამდენ ხანს უნდა იფიქრო იმ ბიჭზე?
- არ ვფიქრობ მასზე, რა სისულელეა!
- მშვენიერი ბიჭია, ეს გჭირდება ზუსტად!
- არა, როგორცკი გაიგებს ვიცი შვილი ვარ და ვინ ვარ ეგრევე იცი რა თვალითაც შემომხედავს.
- მაოცებ ალე! გაგიჟდი? სუ არ იცოდა ვინ იყავი და ისეთი თვალებით გიყურებდა, ვერ ნახე თვალები როგორ გაუბრწყინდა. ნუთუ ვერ შეამჩნიე ეს საოცარი ღიმილი რომელიც მხოლოდ შენი ღიმილის დანახვაზე რეაგირებდა, ის ნაღვლიანი თვალები რომლებიც მარტო შენ გიღიმოდნენ. რატო გგონია რომ უბედურებაა შენი ხვედრი? რატომ გგონია რომ რახან ალექსანდრემ დაგტოვა ბედნიერებას არ იმსახურებ? რატომ გგონია რომ შენ მოკალი? რატო? რატო აყენებ შენს თავს ტკივილს? ან რატომ ფიქრობ რომ შენი ფულიანი დედიკო და მამიკოა მთავარი. ან რამდენი ხანია მათი დახმარება არ დაგჭირვებია, შენთვითონ კარგად იცი რომ წარმატებული კარიერა გელოდება არა შენი მშობლების დამსახურებით, მთავარი პიროვნებაა! მთავარია რომ შენ ადამიანი ხარ გესმის? რაც შენ გადაიტანე, იმის მერე თვლი რომ ბედნიერებას არ იმსახურებ? რატომ უხურავ ყველას შენი გულის კარს? რატო? თუ არ მოგეწონება თავი დაანებე, მაგრამ ასეთი თვალებით შენ არავინ გიყურებს, შენი კი ასეთი ღიმილით არავის უღიმი! ის ალექსანდრეა! ერთი ალექსანდრე დაკარგე და ახლა აპირებ მეორეც დაკარგო? არ გირჩევ. გაუფრთხილდი თავს! შენ გგონია მოსწონს ალექსანდრეს ამ მდგომარეობაში რომ ხარ? არა ალექსანდრა და სანამ დროა გონზე მოდი!
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
მთელი გზა ხმა არ ამომიღია, ჩუმად ვიჯექი. ვერ შევეწინააღმდეგე ქეთას. ვერ შევძელი. წყნეთში ისე ავედით ხმა არცერთს არ ამოგვიღია.


ვიცი რომ შეცდომები ბევრია, მაგრამ პირველად ვწერ. წინა თავმა მოწონება არ დაიმსახურა კრიტიკაც ბევრი იყო, მაგრამ გადავწყვიტე გავაგრძელო და ცოტა საინტერესო გავხადო. მემგონი წინა თავზე ბევრად საინტერესო გამოვიდა. ველოდები შეფასებებს და იმედი მაქვს რამე გამოვა და წინა თავთან შედარებით მართლა საინტერესოა.



№1 სტუმარი Sali

Dzalian kargia nelnela daixvewebi gagrdzele

 


№2  offline წევრი Ana Imnadze

არვიცი სხვებს რატომ არ მოეწონათ. მე სიუჟეტი მომწონს. სულ მთლად განსხვავებული არაა,მაგრამ მაინც არის რაღაც ახალი ამ მოთხრობაშიც <3
მე სიამოვნებით წავიკითხავ.
პ.ს ვგიჟდები სახელ ალექსანდრეზე ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent