შურისძიება
წყევლა გამარჯობა!მე მარი ვარ,18 წლის, საქართველოდან.საქართველოდან იმიტომ ვაზუსტებ რომ ვცხოვრობ ამერიკაში და აქვე ვსწავლობ.სკოლა დავამთავრე და კოლეჯში მიმიღეს.ოკვუდ ფოლსი ასე ქვია. წელს მას 200 წელი შეუსრულდება დაარსებიდან და ერთადერთი უდიდესი და უმაგრესი კოლეჯია.ვიმედოვნებ კოლეჯის ელიტაში მოვხვდები და საძმოშიც მიმიღებენ.ამერიკაში კოლეჯში ისევე როგორც სკოლაში ბავშვები იყოფიან სოციალური ფენების მიხედვით.თუ შენი ოჯახის შემოსავალი საშუალო ან მასზე დაბალია შენ არაფერს წარმოადგენ და ელიტაში არაფერი გესაქმება.საბედნიეროდ ფულთან პრობლემა არ მაქვს მაგრამ მთავარია საძმოში მინიღონ. ყველა კოლეჯს ყავს საძმოები რომლებიც წლობით არსებობენ და მასში შემავალი წევრები დებად აღიქვავენ ერთმანეთს. საძმო როგორც გოგოებისთვის ასევე ბიჭებისთვისაა და კამპუსის ტერიტორიაზე საკუთარი სახლები გააჩნიათ სადაც ყველა საძმოს წევრი ცხოვრობს.ის ვინც საძმოში არ შედის კამპუსის საერთო საცხოვრებელშია. მე არ ვაპირებ უიღბლო,ღარიბ,უნიჭო დაუნებთან საერთო საცხოვრებელში დარჩენას.მე ყველაზე პოპულარულ და ყველაზე ძველ საძმოში რომელსაც “ქეთ ქრუ” ჰქვია და რადგან ინგლისურად cat crew იწერება შემოკლებით მას CC (სისი) ეძახიან.აქ ყველაზე მდიდარი გოგონები არიან და მალე მეც შევუერთდები. პირველი დილა გათენდა კოლეჯის.ავდექი,შხაპი მივიღე,დიზაინერის მიერ შეკერილი ღია ფირუზისფერი მოკლე კაბა,ვერცხლისფერი ქუსლიანები და კაბის შესაფერისი თავის აქსესუარი მოვირგე(პირველად ყურადღებას ჩაცმულობა იქცევს რა თქმა უნდა) და ადრიანად გავემართე “ქეთ ქრუ-ში”. კარი ვარდისფერ მოკლე კაბაში გამოწყობილმა შავგვრემანმა გამიღო. -რით შემიძლია დაგეხმაროთ? -მე კანდიდატი ვარ. -ოუ შენ ეშლისთან ხარ ესეიგი წამომყევი. გოგონა შემიძღვა უზარმაზარ სახლში,დიდი ჭაღებით,ანტიკვარული ჭაღებითა და მორთულობით და უზარმაზარი ვიტრაჟებით რომლებსაც ბოლომდე ბარხატის ფარდა ჩამოჰფარებოდა.იგრძნობოდა პარფიუმის სუნი.საბოლოოდ შევჩერდით დიდ კარებთან. -ეშლი ჯესიკა ვარ. -შემოდი გოგონამ რომელმაც ახლახან საკუთარ თავს ჯესიკა უწიდა კარი გააღო და დიდ ოთახში შემიძღვა. ეს იყო საძმოს პრეზიდენტის ოთახი.ორ სართულიანი ოთახის პირველი სართული სულ ტანსაცმლის ღია კარადებით იყო სავსე რომლებიც ყოველი მხრიდან ეკრა ოთახს და საიდანაც ამაყად იყურებოდნენ:გუჩი,შანელი,დიორი,პრადა,დოლჩე გაბანა… პირი დავაღე და მივაშტერდი.ამ დროს კიბეებზე ჩამომავალი სილუეტი შევნიშნე და მივიხედე.რა თქმა უნდა აი ისიც გავიფიქრე.ლამაზი,გამხდარი,ელეგანტური,დახვეწილი მიხვრა-მოხვრითა და მიმიკებით.ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომაფხიზლა. -შენ ახალი ხარ ვატყობ -მე მარი ვარ და… -საუბრის უფლება არ მომიცია -ბოდი... -კიდევ! დაიყვირა მან. ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ადგილს მივეყინე.ის ჩემთან მოვიდა და გარშემო შემომიარა თან ჩემს ჩაცმულობას აკვირდებოდა. -გემოვნება გქონია.ვისი კაბაა? მე არ ვიცოდი ხმა ამომეღო თუ არა -ახლა შეგიძლია მიპასუხო. -ბოდ… -და კიდევ ყველაფერზე ბოდიშს ნუ მიხდი ამაზე ნერვები მეშლება. -ჩემმა პირადმა დიზაინერმა შეკერა. -პირადი დიზაინერი?! საინტერესოა.კარგი ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს და ეგრევე გეტყვი ხვალიდან დაიწყება ჯოჯოხეთური კვირა თუ გადარჩები შენც ჩვენი და გახდები თუ არადა მოგიწევს ღარიბ უიღბლოებთან ცხოვრება.ახლა კი ჯესიკა ამოდი ზევით და მანიკურის გაკეთებაში დამეხმარე. ჯესიკა უსიტყვოდ აყვა კიბეებზე ეშლის. მე დავრჩი ასე ცოტა ხანი.შემდეგ აზრზე მოვედი და სახლში დავბრუნდი.აულ ჯოჯოხეთურ კვირაზე ვფიქრობდი.ამ კვირაში საძმოს წევრები აწყობენ მართლაც ჯოჯოხეთურ გამოცდებს კანდიდატებისთვის და ვინც გადარჩება მას მიიღებენ თავის რიგებში.ეს რაღაც საომარი წვრთნასავითაა.მეორე დღეს გავემზადე თუმცა ამ ჯერად შარვალი ჩავიცვი და მოსახერხებელი ბალეტკები ფეხზე რადგან ჯოჯოხეთურ კვირაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს ამიტომ ჯობს სპორტულად ვიყო გამოწყობილი. როცა ყველა კანდიდატი შევიკრიბეთ სახლის ეზოში მხოლოდ მაშინ გამოვიდა ეშლი. მას გრძელი ვარდისფერი კაბა ეცვა და თავზე დიადემას მსგავსი ყვავილებიანი თმისამაგრი ეკეთა. კანდიდატებს რომ გადავხედე მიბხვდი რომ შანსი მოხვედრის მხოლოდ მე მქონდა რადგან ყველა უგემოვნო და უტვინო ბარბის გავდა. -მოგესალმებით კანდიდატებო.თქვენი ჯოჯოხეთური კვირა დღეს დაიწყება და პირველი გამოცდა ასეთია.მთელი დღე და ღამე ოკვუდის სასაფლაოზე უნდა გაატაროთ. ამის გაგონებაზე ყველა შეკრთა და შეეშინდათ.მათ შორის მეც. -თქვენი გამოცდა დაიწყება...ახლავე! დაიყვირა მან და ყველა დამფრთხალი გაიქცა სასაფლაოსკენ.მე კი სწრაფი ნაბიჯით გავყევი მათ.დილით სასაფლაოზე საშიში არაფერი იყო თუმცა ღამით სულისშემძვრელი ხმები ისმოდა გარშემო რაც ქალის კივილს გავდა. ლუსი-გოგოებო ეს ალბათ სინდის სულია. მარია-ღმერთო ჩემო ნამდვილად ისაა. -ვინ? ვინაა სინდი? კლერი-შენ რა არ იცი?სისი-ს პირველი არაამერიკელი პრეზიდენტი რომელიც მოკლეს და მას მერე მისი სული თუ მოჩვენება ასე ღმუის ყოველ ღამით. -საიდან მეცოდინებოდა.ანუ იმიტომ მოკლეს რო ის ამერიკელი არ იყო? ჯენიფერი-ზუსტადაც.საძმოს წევრებმა გადაწყვიტეს ის მოეკლათ და კიბეზე დააგორეს ვითომ ინციდენტის სახე რომ მიეცათ და დეკანმაც ხელი დააფარა ამ მკვლელობას რადგან თავადაც არ მოსწონდა სინდი. -და თქვენ გჯერათ რომ მისი სული შურის საძიებლად დახეტიალობს? კლერი-10 წლის წინ სისი-ს ყველა ამერიკელი წევრი დაიღუპა შენი აზრით ეს დამთხვევაა? -უკვე ძალიან შემეშინდა. ამ დროს რაღაც ფაჩუნის ხმა გაისმა. ჯენუფერი-გოგოებო წვიმა დაიწყო? -არა საიდან მოიტანე? ჯენიფერი-თავზე წვეთი დამეცა. მან თავზე ხელი მოისვა,მერე მაღლა აიხედა და საშინელი კივილი მორთო რადგან მის თავზე ხის ტოტებზე გვამი ესვენა რომლისგანაც სისხლი წვეთავდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.