შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბედურად ბედნიერი..


1-06-2016, 01:07
ავტორი TGS
ნანახია 1 307

დღეს სამშაბათია გარეთ წვიმს...რათქმაუნდა მარტის თვეა ამ დროს კი სულ წვიმს,მიყვარს წვიმა ვზივარ ყავით და კალმით ხელში და ვცდილობ დავწერო ისტორია რომელმაც მთელი ჩემი ცზოვრება თავდაყირა დააყენა,არია და სრული ქაოსი გამოიწვია ჩემს სულში და სხეულში.. დამეთანხმებით რომ ბედისწერას ვერ დავაბრალებთ ყველაფერს იმას რაც ხდება ყოველ შემთხვევაში მე არ ვაბრალებ ხოლმე მე მჯერა რომ ყველა ადამიანი თავის ბედს თვითონ ქმნის... აღარ შეგაწყენთ თავს იმაზე საუბრით რა არსებობს ამ ცხოვრებაში და რა არა..მოკლედ მე სესი დარასელია ვარ 24 წლის... დავიბადე და გავიზარდე ქ.თბილისში...და ვცხოვრობ მარტო... ისტორია რამაც დაწერა და გაზიარება გადამაწყვეტინა ასე დაიწყო..
თვალები რომ გავახილე პირველი რაც ჩემა მზერამ დაინახა ოდნავ მოყვითალო სიგარეტის ბოლით გაბოლილი ჭერი იყო,ირგვლივ სიგარეტის კვამლის, სასმლის და მძაფრი სუნამოს სუნი ტრიალებდა,ეს ნაზავი იმდენად მძაფრად მომხვდა ცხვირში რომ თითქოს თავის დაღწევის მიზნით თავი წამოვწიე,იმდენად დამმძიმებოდა ჩემი თავი თითქოს გირები მეკიდა ოთახს მოვავლე თვალი,სისუფთავით ნამდვილად არ გამორჩეოდა საწოლის პირდაპირ დამტვერილი ტელევიზორი მოიმზირებოდა..მის გვერძე სააბაზანოს კარი იყო...მის დანახვაზე თავს ძალა დავატანე ავმდგარიყავი და როგორმე ამეწია თავი.. სააბაზანოში შევედი მოვათვარიელე იქაურობა ვიცოდი რომ ეს ჩემი აბაზანა დამდვილად არ იყო..სარკეში ჩავიხედე და საკუთარ თავს დავუსვი კითხვები იმ იმედით რომ ადამიანი რომელიც სარკიდან მიყურებდა ჩაწითლებული თვალებით გათხაპნილი მაკიაჟით გაწეწილი თმებით. პასუხს გამცემდა..- სად ვარ და რატომ ვარ აქ?ან რატომ მაცვია ეს პიჟამა ან ვისია.. ამდენი დავლიე რომ არ მახსოვს არაფერი??სარკეში ჯიუტად ვიყურებოდი ვუყურებდი ჩემს სახეს რომელზეც ყველანაირი გრძნობა, ფიქრი მეტყველებდა პასუხებს ვეძებდი ვაიძულებდი ჩემს თავს რამე გამეხსენებინა მაგრამ ჩემი ქვეცნობიერი ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა..დავნებდი ძალა აღარ დავატანე
-გილოცავ ახალწელს ..ვუთხარი სარკიდან გამოსროლილ მზერას და სახეზე წყალი შევისხი ... - თმები რეზინით ავიწიე და იქვე დაყრილ ჩუსტებში ფეხები შევაცურე და სააბაზანოს კარიდან ოთახის დათვარიელება დავიწყე...როცა ამ დროს...-საუზმე მზად არის..ვიღაცამ დაიძახა სამზარეულოდან ინტერესის თვალებით გავიხედე კარისკენ და საათს ავხედე უკვე 11:20 იყო.. -რა დრო გასულა გავიფიქრე, და ნელი ნაბიჯით კარისკენ გავიწიე..
-გამარჯობა სესი გილოცავ ახალწელს როგორ გეძინა?აი საუზმეს ვამზადებ ხომ შეჭამ? გიყვარს კვერცხი?? ჩაის დალევ თუ ყავას??
-გამარჯობა..დაბნეულმა ინსტიქტურად ვუპასუხე..ყავა თუ შეიძლება..
-კარგად გეძინა?
-კი მგონი.. ვერ ვხვდებოდი ვინ იყო ეს პიროვნება პირველად ვხედავდი იმდენი კითხვა მიტრიალებდა თავში, სრული არეულობა სუფევდა...
-შენი ყავა..გამომარკვია ფიქრებიდან იგივე ხმამ
-მადლობა.. იცი?? მაინტერესებს სად ვარ ან შენ ვინ ხარ..?ან ასე რატომ მაცვია ან აქ როგორ მოვხვდი??
-როგორ არაფერი არ გახსოვს??
-მგონი არა..
-კარგი..მე გიორგი მქვია..
-სესი..
-ვიცი რაც გქვია..
-იცი? საიდან?
-კი ვიცი,მიირთვი.. და შემწვარი კვერცხი თეფშით მომიცურა
-მადლობა მაგრამ დილით არ ვჭამ...
-დამცინი? სპეციალურად შენთვის მოვამზადე და შენ მეუბნები არ ვჭამო..ჩემი ხათრით მშიერი ხომ არ იქნები..
-რა მოხდა გუშინ?..მორიდებული ხმით ვკითხე და მივანიშნე ამ კითხვაზე ეპასუხა არა მოკლედ არამედ დაეკონკრეტებინა რომ არა სესი ჩვენ სექსი არ გვქონიაო..
-გუშინ ძველი წელი გავაცილეთ და დღეს 1 იანვარია ახალი წლის პირველი დღე...და კიდევ სექსი არ გვქონია დაწყნარდი...თუ ამასაც გულისხმობ..
-ეგ ვიცი არ გვექნებოდა..მე ხომ არც კი გიცნობ და უცნობებთან არ ვწვები..-
-და უცნობთან დილით რომ იღვიძებ მის პიჟამაში გამოწყობილი და თან არაფერი გახსოვს? უცნობებთან ასე უმისამართოდ რჩები??
არ მესიამოვნა რაც მითხრა მაგრამ მივხვდი რომ ძალიან სულელური პასუხი გავეცი და ის რაც მითხრა ვიმსახურებდი..თუნდაც რომ მოეტყუებინა მე ხომ მართლა არაფერი მახსოვდა...-ხო მართალი ხარ ...დაბალი ხმით დავუბრუნე პასუხი
-გუშინ არ იყავი ასეთი სერიოზული..-ნასვამი უფრო მხიარული ხარ..და ირონიული თვალებით თვალებში შემომხედა..
თითქოს დამაბნია მისმა მზერამ და თავის დაღწევის მიზნით უმისამართოდ გავიხედე ოთახის ბოლოში..
-თავს მარიდებ??
-მე? არა რას ამბობ...
-კარგი..
-სად არის ჩემი ტანსაცმელი??
-ირეცხება...მიპასუხა მოკლედ..
-რას შვრება?
-ძალიან ტალახიანი იყო და იმედია არ გაბრაზდები რომ უნებართვოდ ასე მოვიქეცი ჩემი დია ტანსაცმელი მემგონი მოგერგება კარგად დროებით ისინი ჩაიცვი მანამდე შენებიც გაშრება...
ამ ყველაფერს გაოცებული სახით ვუსმენდი ვერ ვხვდებოდი ასე რატომ იქცეოდა..
-მგონი გაგიკვირდა...
-კი ცოტა
-რატომ შენთვის ტანსაცმელი არავის დაურეცხავს?? (გაეცინა)
-კი კი...უფრო სწორედ სიმართლე გითხრა და არა..
-კაი ნუ დაიბენი..მოდი ჭამე ეხლა შემდეგ აბაზანა მიიღე შემდეგ კი დავსხდეთ და დავილაპარაკოთ...
-არა მინდა ეხლავე გავიგო რა მოხდა გუშინ ....თითქოს მოვიკრიბე ძალა იმისთვის მომესმინა ყველაზე საშინელი ღამის ამბავი ჩემს ცხოვრებაში...იმ მომენტში იმდენად საშინლად დამცირებულად ვგრძნობდი თავს რომ თვალებში შეხედვაც კი მიჭირდა თითქოს მის მიმართ რაიმე დანაშაული მქონდა ჩადენილი..
-გისმენ რა გაინტერესებს..აიღო ფინჯანი და მაგიდასთან წინ სკამზე ჩამომიჯდა ...



№1  offline წევრი ketia

კარგია ძალიან მომეწონა!! ველი გაგრძელება:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent