სულ გაგიჟდა ეს ახალი თაობა!!! (თავი მეშვიდე)
-რამეს მიმალავ?-შეპარვით ვკითხე ჩოხელს და მის მკერდზე უფრო კომფორტულად მოვეწყვე, ფეხები მის ფეხებში ავხლართე და ისე მოვეწყვე რომ თან თვალებში მეყურებინა, არაფრის მთქმელი იყო მისი შავი თვალები, ვუყურებდი და ვერ ვფიქრობდი რას გრძნობდა, ერთადერთი რაც მიმტკიცებდა რომ ნამდვილად ვუყვარდი ეს მისი მუდმივად თბილი დამოკიდებულება იყო ჩემდამი და ჩემს შეხებაზე დავლილი ჟრუანტელი. -საიდან მოიტანე რომ რამეს ვმალავ?-გაოცებით გადმომხედა და ცერა თითით ლოყაზე ნაზად მომეფერა -გუშინ, თქვენ რომ ჩხუბობდით რაღაცეები გავიგე...-ვუთხარი ჩუმად და თვალი ავარიდე, თავი მკერდზე დავადე და უსასრულობაში დავიწყე ყურება. -მაინც რა გაიგე?-სუსხიანი, ცივი და მაინც სასიამოვნო, ჩენთვის საყვარელი ბარიტონი ჰქონდა მას. -არ მაინტერესებს რა ხდება, უბრალოდ იცოდე, ვერ ვიტან მატყუარა ხალხს, მირჩევნია მომიყვე და გაგიგო რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, არ მინდა სხვიდან გავიგო და ასმაგად უფრო მეტკინოს-ვუთხარი და თან ხმა მიკანკალებდა, თვალიდან კი ობოლი ცრემლი მოვიშორე -ჩემი პატარა, დამიჯერე მე უფრო არ მინდა გატკინო-ამოიხავლა მან და თავზე მაკოცა -მომიყვები?-იმედიანი თვალები მივანათე მას -ვეცდები-ამოიგმინა მან. -გისმენ-გავუცინე და ლოყაზე ვაკოცე -პოლიცია მეძებს-თვალები გადაატრიალა მან და როდესაც გაოცებულმა ავხედე და წამოდგომა ვცადე მკერდზე უფრო ძლიერ ამიკრა -რას ქვია პოლიცია გეძებს? რა ჩაიდინე? ამიტომ გავექეცით იმ დღეს პოლიციას?-ერთიანად მივაყარე გაოცებულმა და გულნატკენმა, არ მინდოდა მეფიქრა რომ მან რაღაც საშინელება ჩაიდინა, ან თუნდაც ცივსისხლიანი მკვლელი იყო. -არა, ეგ უბრალოდ თამაში იყო, მათ რომც დავეჭირე ვერაფერს მიხვდებოდნენ, გარეგნობა ისევე როგორც სახელი შეცვლილი მაქვს-ამოიოხრა მან -შენ რა მეღადავები?-აღარ მივაქციე გაღიზიანებულმა მის ხელებს ყურადღება რომელიც ჩემს წელზე შემოხვევულიყვნენ და ავფართხალდი, ხელები გავაშვებინე და ჰამაკიდან გადმოსვლა ვცადე თუმცა ანერვიულებულმა ვეღარ განვსაზღვრე რომ ჰამაკი შეიძლება ამობრუნებულიყო და ისე აღმოვჩნდით ორივე ძირს გაწოლილები -კარგად ხარ?-მკითხა შეშინებულმა ერეკლემ და სწრაფად წამოდგა ფეხზე, შემდეგ კი მეც წამომაყენა -რატომ გეძებს პოლიცია? მომიყევი ყველაფერი-მისი კითხვა დავაიგნორე და კითვები მივაყარე -სახლში შევიდეთ და მოგიყვები-სახლისკენ გამიძღვა, საბოლოოდ სამზარეულოში ამოვყავით თავი, იქვე სკამზე დავჯექი, ის კი ონკანთან მივიდა, ჭიქაში წყალი ჩაასხა და გამომიწოდა -არმინდა - ვუთხარი და უკან გავწიე წლით სავსსე ჭიქა, ხმა არ ამოუღია ისე აიღო და ბოლომდე ჩაცალა, შემდეგ კი ჩემს წინ დაჯდა და თვალებში მომაშტერდა -წარმოშობით რუსი ვარ, მამა მყავს რუსი, დედა კი ქართველი მყავს, ამიტომაც ვიცი ქართული ასე კარგად-ამოილაპარაკა და ჩემი ხელი მისაში მოიქცია -ჩემი სახელი და გვარი ივან ალიევია-ამოიბურტუნა მან და თვალებში მომაშტერდა -რატომ მიმალავდი ამას ამდენ ხანს?-ვკითხე და შევეცადე წამოსული ცრემლები შემეკავებინა -არ მინდოდა გაგეგო, არ მინდოდა ჩემი წარსული გცოდნოდა, უბრალოდ ის ისეთი საზარელია ხანდახან მინდა დავივიწყო და უბრალოდ გადავიკარგო ჩემი ოჯახისგან შორს-მხრები აიჩეჩა მან და სწრაფად მომაშორა თვალებიდან ცრემლები -და, ვიღაც საცოლეს ახსენებდი?-ამომიტივტივდა მათი გუშინდელი საუბარი ტვინში და სახე მომექუფრა -ადრე ვხვდებოდი, „პროსტა“ მომწონდა, მერე მშობლებმა გაიგეს და ისე მოეწონათ, დედაჩემს მითუმეტეს ქართველი რომ იყო, მეჩიჩინებოდნენ ცოლად მომეყვანა, თუმცა არ ვაპირებდი და არც ვაპირებ, მაგის შანსი 0%-ია-მხრები აიჩეჩა მან -და მას შენ არ დაშორებიხარ?-წარბები ჰაერში ავწიე -თითქმის ერთი წელია არც მინახია და არც შევხმიანებივარ, ასე რომ რომ არც დავშორებოდი ის უკვე სხვასთან ერთობა ალბათ, ამიტომაც ეს ამბავი დიდად არც მაწუხებს-ჩაიცინა მან -მერე ჩემზეც ეგრე მოუყვები სხვებს ალბათ-ცხვირი ავიბზუე და მისი ხელებისგან ჩემი ხელები სწრაფად გავითავისუფლე -კარგი რა, ელე, არ მინდა ესე იფიქრო, არ ვაპირებ შენს მიტოვებას, მითუმეტეს სხვასთან წასვლას, ამ მოკლე დროში ისე შეგეჩვიე და შემიყვარდი რომ ვეღარ დაგთმობ-ამოიბუზღუნა და მის მკლავებში მომაქცია, ტუჩზე ნაზად მაკოცა და კალთაში ჩამისვა -შენ ახლა შეგიყვარდი როდესაც სიმართლე გავიგე, მანამდე ეს არ გითქვამს-ახლა მე დავიწყე ბუზღუნი -კარგი რა, მიყვარხარ და მორჩა, ამაზე არაფერს იტყვი, არც პასუხი მინდა, უბრალოდ მითხარი კიდევ რამე თუ გაინტერესებს, შემდეგ კი დავიძინოთ დამღამდა უკვე-ყელში მაკოცა მან -რატომ ემალები პოლიციას?-კვლავ მივუბრუნდი ჩემთვის საინტერესო საკითხს -კაცი დავჭერი სასიკვდილოდ, გადარჩა მაგრამ კომაშია-ამოიოხრა მან-რუსეთის პოლიცია ყველგან მეძებს თუმცა აქ ჯერ ვერ მომაგნებენ უახლოესი 3-4 წელი მაინც ალბათ, მაგიტომაც ვცხოვრობ სხვა სახელით და გვარით -გარეგნობა შევიცვალეო, მართლა?-გაკვირვებულმა შევათვალიერე ის -ხო, ქერა თმა შავად გადავიღებე და თვალებში ლინზები მაქვს, ცისფერი თვალები მაქვს როგორც ჩვეულებრივ რუსს-მხრები აიჩეჩა მან -მაჩვენებ?-ვკითხე და თვალებში მივაშტერდი -შენ ხომ ასეთი გიყვარვარ და რა საჭიროა-თვალი ჩამიკრა მან -ძველი სურათი მაჩვენე მაშინ-არ ვწყნარდებოდი მე -კარგი, იცოდე რომ გაიცინო გცემ-წარბები ამიწია მან და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, სურათებში შევიდა და ძველი ფოტოებიდან რომელიღაც გახსნა, ფოტოზე ერეკლე თუ ივანი,( უკვე ვეღარს კი ვხვდები რა დავუძახო) იყო გამოსახული, ქერა ოდნავ გრძელი თმა ერთ მხარეს ჰქონდა გადმოყრილი, ცისფერი თვალები მზეზე საოცრად უელავდა, იცინოდა და ქათქათა კბილებს აჩენდა, თეთრი მაისური ეცვა, შავი ჯინსის შარვალი და თეთრი ადიდასის ბოტასები, საოცრად მიმზიდველი ჩანდა, თუმცა აშკარად ასაკით პატარა იყო ახლანდელთან შედარებით -კარგად გამოიყურები, თუმცა შავი გადაპარსული თმა და შავი თვალები უფრო გიხდება-თვალი ჩავუკარი და კვლავ სურათს დავაშტერდი -აქ 20 წლის ვარ. უკვე 3 წელია რუსეთში არ ვყოფილვარ-შუბლშეკრულმა თქვა და ტელეფონი წამართვა -მშობლებს ნახულობ?-ინტერესის სფეროს დაკმაყოფილებას ვცდილობდი მე -დედა რამოდენიმეჯერ ვნახე და მამა მხოლოდ ორჯერ-გამიღიმა მან -და პოლიციას დიდხანს უნდა ემალო? -არვიცი, გააჩნია როგორ წავა საქმე-მხრები აიჩეჩა მან-გეყოს ეხლა, საკმარისი ინფორმაცია იყო მგონი, წავედით ახლა დავიძინოთ -არ მეძინება, ბავშვი ხოარვარ 11 საათზე რომ მაძინებ-ამოვიბუზღუნე უკმაყოფილომ -ჩემი ჭირვეული ბავშვი ხარ, ნეტავ როდის გაიზრდები?-მომეხუტა და ჩემს ყელში ჩარგო თავი, რამოდენიმეჯერ მაკოცა, შემდეგ კი სწრაფად ამიტაცა ხელში და სირბილით და სიცილით მივედით ოთახამდე, ჯერ მე დამაგდო ლოგინზე და შემდეგ თვითონ მომიწვა გვერდით -ამ ზაფხულის მერე შენთვის არ მეცლება-ენას ვუყოფ და ტანზე ვეკვრები -რატომ?-იკვირვებს ის -გამოცდები მაქვს და ბევრი სამეცადინო, აუ გამოცდები-ვოხრავ როდესაც მახსენდება რა მომელის. -ჩემი ჭკვიანი ხარ, აუცილებლად ჩააბარებ, მიდი ახლა დაიძინე და ხვალ დილას ტყეში გავიდეთ პიკნიკზე-შუბლზე მაკოცა მან და მეც უმალ დავხუჭე თვალები, მალევე კი მორფეოსის სამყაროში გადავეშვი........... დიდი თავი არაა მაგრამ მიჭირს წერა, ინტერნეტი არმაქ და დაქალის კომპიუტერით გიდებთ, მადლობა ვინც კითხულობთ, სიყვარულით ვოვა ჩუმაკი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.