შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული სტუმარი და მისი რეალური ისტორია


2-06-2016, 13:13
ავტორი murachashvili
ნანახია 6 235

ჭირვეული სტუმარი და მისი რეალური ისტორია
ვაღიარებ ამხელა გამოხმაურებას ამ ისტორიაზე ნამდვილად არ ველოდი. რაც ძალიან მიხარია და მსიამოვნებს. შემახსენეს საკუთარი დანაპირები, რეალური ვერსია მომეთხრო და პირობას ვასრულებ.
უბრალოდ იმხელა კომენტარი გამოვიდა, ისევ ჩანაწერის ფორმა მივეცი ..
რაც შეეხება ამ ამბის რეალურ ვერსიას, ჩემს და სამწუხაროდ, თურმე საქართველოშიც ხდება ასეთი ამბები, მე ვიცნობდი ორივე ძმასაც და იმ გოგონასაც, მოვლენები 90 -იანი წლებიდან ასე 2000 წლამდე მართლაც ფშავის ხეობაში ვითარდებოდა. ქალიშვილი თბილისელი, საკმაოდ ლამაზი და თანამედროვე გოგონა იყო და არის კიდევაც, სოფელში სტუმრად ჩასული სწრაფად აიტაცეს და შეიყვარეს იქაურებმა, მათ შორის იყო ყველასგან გამორჩეული, სიმპატიური და ქარიზმატილი ჩვენი ლევანიც. თავიდანვე მოვლენები ისე განვითარდა, რომ უმცროს და-ძმასთან მეგობრობდა, უფროსს ძმას რომ უყვარდა ამას ყველა ხვდებოდა, მათ შორის მისი დედ-მამის შვილებიც, თუმცა ბიჭი ამას ხმამაღლა არ აღიარებდა, ქალთა გულთამპყრობელის იმიჯს ვერ ელეოდა.
მანძილის სიშორის გამო ფაქტიურად ზაფხულობით ვითარდებოდა მოვლენები, როცა გოგონა სოფელში ჩადიოდა, ასაკით დიდი იყო ლევანი, ალბათ ასე თერთმეტ წლიანი სხვაობა მაინც იქნებოდა მათ შორის. სულ რაღაც ქარაგმებითა და ალეგორიებით საუბრობდა, თუმცა მის ყოველ მოქმედებაში მიხვდებოდი სიგიჟემდე რომ უყვარდა ჩვენი ქეთი. ბიჭის სახელი არ შემცვლია, აი, გოგონა კი ცოტა შევალამაზე. ასე ნელ-ნელა საბოლოოდ ჩვენი ქეთის პერსონაჟს "ლევანის საცოლეც" დაერქვა. სიმართლე ითქვას გოგონა მეგობრებში კი ამბობდა: - რა სიყვარული, რის სიყვარული, ეს თქვენი მოგონილი ამბავიაო, მაგრამ აშკარად სიმპატიებს გრძნობდა ჩვენი ლევანის მიმართ, თუმცა შეძლებისდაგვარად ცდილობდა თავი ეკონტროლებინა, ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე უნდოდა .... უბრალოდ ელოდა, როდის გადადგავდა პირველ ნაბიჯს ლევანი და ეტყოდა, რომ უყვარდა.
სწორედ ამ დროს გამოჩნდა, უმცროსი ძმაც. ლევანს გამოუცხადა, რომ ქეთი უყვარდა და არც ქალი იყო წინააღმდეგი. თითქოს ქალი თბილისელობის გამო სოფელში გათხოვებას ვერ ბედავდა, ეუბნებოდა, მამაჩემის მეშინიაო და სთხოვდა იქნებ მომიტაცო და ჩემით დავრჩებიო. ამ საუბარს ესწრებოდა მათი საერთო მეგობარიც, რომელიც აქ კობას პერსონაჟითაა ცნობილი. მოტაცების ვერსიის გადამოწმება კობამ ქეთისთან გადაწყვიტა. მართალია ქალს არ უთხრა ვინ უპირებდა მოტაცებას, ის კი ზუსტად გაიგო, რომ ასეთ სისულელეს ქეთი არასოდეს იზავდა, საკმაოდ გაბედული ქალი იყო და თუ ვინმე ეყვარებოდა, როგორმე მამამისსაც გააგებინებდა ამ ამბავს. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ საღამოს კობასთან შეკრებილ ბიჭებთან ლევანმა მის ძმაზე მოსაკლავად გაიწია და გაშველებაში კობას პერსონაჟი დაიჭრა. ჩვენი ქეთი ამ დროს სოფელში იყო. მიუხედავად იმისა, რომ წინა დღით საუბარში კობას ძმები არ უხსენებია, განვითარებული მოვლენებით სულელი უნდა ყოფილიყო რომ ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა[/quote].
გაბრაზდა, ეწყინა, თავი მარიონეტადაც იგრძნო ჩვენმა ქეთიმ, თითქოს სათამაშოს მსგავსად გადასცემდნენ ერთმანეთს სასურველ ქალს. ფაქტიურად ქალიშვილთან დალაპარაკება არც კი უცდია ისე გადგა განზე ლევანი. დაიფიცა, რომ იმ დღიდან მოყოლებული ორივე ძმას დაივიწყებდა და ცხოვრებაში აღარ ნახავდა :D. დაბრუნდა თბილისში, იმ წელს დაამთავრა უნივერსიტეტი და გათხოვდა კიდევაც. არ ვიცი რამდენად იყო მის ქმარზე შეყვარებული, თუმცა ბიჭმა იცოდა ორივე ძმის არსებობის შესახებ, ალბათ ქალის მხრიდან მათ მიმართ სერიოზული გრძნობა ვერ დაინახა და მაინც გარისკა. დღეისდღეობით საკმაოდ ლამაზი ოჯახიც აქვთ.

ორსული ქეთი მეუღლესთან ერთად ქუჩაში მოსეირნე შემთხვევით შეხვდა უმცროს ძმას, რომელსაც ამ დროს თავისმხრივ უკვე ჰყავდა ცოლი მოყვანილი. ძველი წყენა კარგა ხნის დავიწყებული ჰქონდა ქალს და მეუღლეც გააცნო, ბიჭის უცნაური რეაქციით ქმარიც მიხვდა რომ მის ცოლზე შეყვარებული ძმებიდან ერთ-ერთი რომ ედგა წინ....თუმცა არ შეიმჩნია.
ბიჭი სოფელში ჩავიდა და ძმასაც ჩაუტანა ეს "სასიამოვნო" ამბავი, ზუსტად დღემდე ვერ გავიგე რა უნდოდა ამ უმცროს ძმას, რატომ აურია მათი ურთიერთობა, ერთი დაულაგებელი მედროვე ბიჭი იყო და ბოლომდეც ასეთად დარჩა.
რაც შეეხება ლევანს, პროფესიით ექიმი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ხმამაღლა არ აღიარებდა საკმაოდ ბევრს ნერვიულობდა, ამოვარდა კალაპოტიდან, სმა ისედაც უყვარდა და შემდეგ მიზეზიც მიეცა და სადღაც 50 წლის ასაკში ინფაქტით გარდაიცვალა. არც ცოლი დარჩა და არც ოჯახი.
ქეთი საკმაოდ წარმატებული ქალი დადგა, ოჯახთან ერთად ხშირად ჩადის ფშავში ზაფხულობით. მიუხედავად იმისა, რომ მის მეუღლეს იცნობენ, ყველას მაინც "ლევანის საცოლის" სახელით ახსოვს.
დღემდე ამტკიცებს უმცროსი ძმა, რომ ქეთის არ უყვარდა ლევანი და მან მიატოვა, ამდენი წლების შემდეგაც კი არაფრით არ აღიარებს, რომ ის რომ არა ქეთი და ლევანი ერთად იქნენებოდნენ.



№1  offline წევრი nawka

ვაუუ რატო გადადგა ეგეთი ნაბიჯი რა

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

არ მომეწონა რეალური ვერსია რომ გამოამზეურე. კი,რეალობაა მაგრამ...როცა ვიცი რომ წინა ისტორია "ბლეფია" რაღაცნაირად გული დამწყდა და განვიხიბლე კიდეც. რა ვქნა სხვისი პირადი ცხოვრება კარგა ხანია აღარ მაინტერესებს, მაგიტომაც ვარ ჩაციკლული საიტზე "ბულვარნი" რომანებზე. ჩემი აზრით ცუდი იდეა იყო. შენს ისტორიებს რეალურობის ელფერი ზომაზე მეტად ისედაც დაჰკრავს, მაგიტომაც გეწუწუნები ხოლმე მარილიანობაზე.... აი, ისე გამოვიდა თითქოს ვიღაცის პირადი ცხოვრება ძაან გავჭორეთ, რაც კარგა ხანია უკვრ აღარ მართობს და სხვა დაინტერესებულებიც მებრალებიან ხოლმე.
პ.ს. მაგრამ ქეთის აქაც ყოჩაღ:))).

 


№3  offline წევრი Gerko

რეალურმა Iსტორიამ რატომგაც ჩემში ხიბლი დაუკარგა თქვენს ისტორიას,არ უნდა დაგეწერათ რეალური ასე მგონია.ლევანი ლოთი ვერ წარმომედგინა....

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

ოჰჰ...კი ბატონო მკითხველის უმრავლესობა ამ საიტზე განსატვირთად შემოვდივართ და "ზღაპრებს" ვითხოვთ, მაგრამ მკვდრისთვის მეორე შანსის მიცემა უკვე ნამეტანია:)))))).
სხვების არ ვიცი და მე პირადად იმიტომ მომწონხართ როგორც ავტორი, რომ მიუხედავად უმარილიანობისა მგონია მკითხველის შეგონება თქვენზე არ მოქმედებს. და მართლა გამიკვირდა ეს რომ წავიკითხე დღეს.

 


№5 სტუმარი ana

ქეთი თავადვე ამბობდა უმცროსს მოეტაცა და ლევანისგან რაღას ელოდა.. მართლა ამ გოგოს აურევია ბიჭებისთვის თავ-გზა :დ ახლა კია ცხოვრებააწყობილი. ლევანი მეცოდება ყველაზე მეტად სხვა არავინ ! განა იმიტომ რომ მკვდარია,იმიტომ რომ უსამართლოდ მოიქცა მის მიმართ ქეთიც და ის ვიღაც უმცროსიც... შენი ფანტაზიები სჯობს აშკარად ვიდრე რეალური სამყარო :დ

 


№6 სტუმარი ემი

მე კიდე მგონია, რომ ეს ისტორია და რეალური ამბავი ისე განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, როგორც ცა და დედამიწა... ამიტომ გამიხარდა კიდეც, რომ გავიგე რეალურად რა და როგორ მოხდა. გამოვიდა რომ მივიღეთ არა რეალური ისტორია, არამედ ნამდვილად ავტორის ფანტაზია და ალბათ ისეთი, ჩვენ რომ გვინდა, ამ საიტის სტუმრებს - "ჰეპიენდით" და ბედნიერი დასასრულით.

რაც შეეხება ლევანს, რეალურში თუ გამოგონლში, ორივეგან მაინც სუსტ ადამიანად ჩანს, რომელმაც არ ბრძოლა თავისი ბედნიერებისთვის.. ამიტომ მისი ბრალია, რაც დაემართა ორივე შემთხვევაში... ანამ უბრალოდ მაინც არ გაწირა და მანაც თითქმის უბრძოლველად, მზამზარეული მიიღო თავისი ბედნიერება....გვიან, მაგრამ მაინც...

 


№7  offline მოდერი ლილიანა

ჩთვის იგოვე დარჩა ისტორია ,რაც აქამდე_ თბილი,ემოციური და სევდიანი.
როცა გავიგე რეალობა გამოგონილი უფრო შემიყვარდა.იქ მაინც აროან ერთად და ბედნიერები.
პრეტენზია არ მაქვს.პირიქით❤❤❤❤❤ მომწონს , ასე მაინც რომ ალამაზებ ზოგი პერსონაჟის პტოტოტიპის ცხოვრებას
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№8  offline მოდერი Maiaabuladze

ემოციებისგან დატვირთული კი არა გადატვირთული ვარ.... ყველა ერთად წავიკითხე და მივხვდი რომ მე ამ ისტორიის შენეული ამაღელვებელი, ვნებით, სიყვარულით, ტკივილით და ბედნიერებით გაჟღენთილი ვერსია შემიყვარდა <3 ალბათ ასე იმიტომ მომეწონა შენეული ვერსია რომ შენ მათ ის ბედნიერი დასასრული აჩუქე რაც ცხოვრებამ დააკლო <3

 


№9  offline აქტიური მკითხველი grafo

მდააა....აშკარად თამაშ გარე მდგომარეობაში ვარ:))). ამ ისტორიაში კი არა ზოგადად საიტზე ასეთი ისტორიებია, რომ ქალი და მამაკაცი აქ ყველაფერს აღწევენ. რა ვქნა ვერ "ვიკვებები" სხვისი რეალური პირადი ცხოვრებით. უბრალოდ, არ მაინტერესებს. დანარჩენი რაც გიწერიათ ურთიერთობებზე საათობით შემიძლია განვიხილო თქვენთან ერთად, თან დიდი სიამოვნებით, ოღონდ მგონია საიტის ფორმატს გავცდებით. არ მომწონს მე ეს "შეგონებითი" ისტორიები. გასაგებია ქალბატონო ანა თქვენი მოსაზრება და მე პირადად ვეცდები, რომ თქვენს ისტორიასთან დაკავშირებით ჩემი აზრი აღარ გამოვთქვა, შავი ყვავის პოზიცია არ მომწონს, თან მაშინ როცა ზუსტად ვხვდები რომ აანალიზებთ მე რაც ვიგულისხმე,მაგრამ საპირისპიროს ამბობთ. წარმატებები მთელი გულით:*.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent