შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემს ვენებში [2]


4-06-2016, 00:00
ავტორი Nude
ნანახია 3 006

დილით თავი ძლივს ასწია, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა გარდა იმისა, რომ საიდანღაც ენერგია მოეკრიბა. თავის ძალიან ლამაზ და კომფორტულ დროებით ოთახს თვალი მოავლო და ყურებამდე გაიღიმა. ჰიგიენის ჩანთას ხელი დაავლო მას შემდეგ, რაც თხელი ხალათი მოიცვა და სააბაზანოსკენ აიღო გეზი. პატარა საკიდზე დაკიდა უკვე გახსნილი ჩანთა და კბილის ჯაგრისი თავისი პასტით ამოიღო, კბილების გახეხვის შემდეგ კი ისევ უკან, ჩანთაში დააბრუნა.
კიდევ კარგი, რომ ზუსტად ოთახის წინ აქვს სააბაზანო, თორემ გაბრიელის გამოჩენა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა. სწრაფად ჩაიცვა, ოთახი მოაწესრიგა და მისაღებში გავიდა, მაგრამ ვერც ლილე დაინახა და ვერც გაბრიელი. გაკვირვებულმა მოავლო თვალი იქაურობას, თუმცა რა შიეცვლებოდა?! თელეფონი ნაჩქარევად მოიძია და ლილეს დაურეკა.
– გაიღვიძე? – სიცილით ჩასძახა ყურმილში ლილემ. – რაო, ხო არ შეგეშინდა სახლში რომ არ დაგვხვდით არცერთი?
– ოო, კარგი, რა! გული კინაღამ გამისკდა!
– არაუშავს, გადაიტან როგორმე. – ისევ გაიცინა ქალმა. – ჩვენ სამსახურში ვართ და საღამოს მოვალთ. შენ მანამდე, რაც გინდა ის ქენი, თუ გინდა გაისეირნე, ან ლეპტოპი აიღე, მისაღებში იდება სადმე.
– არა, იყოს, ჩემი ლეპტოპიც წამოვიღე. Gასეირნება კი კარგი იდეაა და ძალიანაც მინდა, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, სად შეიძლება წასვლა. – დაიჩივლა მოულოდნელად ცუდ ხასიათზე დამდგარმა. – აუ, არადა, არ მინდოდა მთელი დღე სახლში გამეტარებინა, მაგრამ თუ სხვა გზა არ არის...
– მაშინ, იცი რა ქენი? ტაქსს გამოვიძახებ შენთვის, ფული სამზარეულოს უჯრაშია და გამოიყენე.
– მაქვს ფული მეც. სად მივდივარ? – დაინტერესდა უმალ.
– მთაწმინდაზე ადი, ძალიან ლამაზია იქაურობა.
– კარგი, ეგრე ვიზამ. მაშინ, მოვემზარები ახლა.
– კაი.
ბევრი არ უფიქრია ტანისამოსსზე, ზოგადად ასეთია. ეზიზღება პირდაპირი მნიშვნელობით ფიქრი, ამიტომ არის რომ სულ სწრაფად, მარტივად და დაუფიქრებლად იღებს ამათუიმ გადაწყვეტილებას. ზოგჯერ ეხმარება ეს, ზოგჯერ არა. მოწესრიგდა თუ არა, ზუსტად იმ დროს დარეკა ლილემ, ტაქსი მოვიდაო.
– გასაღებს, რა ვუყო?
– გასაღები... გასაღები... ლიფტის კარების თავზე დადე. – გაიცინა უცბად.
– კარგი, ეგრე ვიზამ. – აჰყვა სიცილში ანაბელიც.
პატარა ჩანთა მხარზე გადაიკიდა, კარები დაკეტა, გასაღები მართლაც ლიფტის კარების თავზე, ხეზე დადო და სწრაფად ჩავიდა დაბლა. ტაქსში გახარებული ჩახტა და წინასწარ გადაუხადა ფული შუა ხნის მძღოლს. თავი, როგორც ყოველთვის, მინას მიადო, ყურსასმენები ამოაძვრინა ჩანთიდან და თვალები დახუჭა მანამდე, სანამ დანიშნულების ადგილამდე არ მივიდნენ.

* * *
ისეთი ლამაზი იყო იქაურობა, ისეთი, რომ წამოსვლა არ უნდოდა ანაბელს და, არც წამოვიდოდა, დიდი ხანი, რომ არა ლიზას ზარი და შემდგომში განვითარებული მოვლენები. დიახ, დიახ. არც მეტი, არც ნაკლები, სწორედ ის ლიზა ბაქრაძე გამოვიდა კავშირზე. არ ელოდა? რა თქმა უნდა, არანაირად არ ელოდა ანაბელი, მეტიც, ვერც წარმოიდგენდა, თუ ნამდვილად მოისურვებდა ის გოგონა ანაბელთან იმ ურთიერთობის გაგრძელებას, რომელიც ფაქტობრივად, არც დაწყებულა, ჯერ.
– ლიზა? – გაოცება ნამდვილად არ დაუფარავს გოგონას. – ხომ კარგად ხარ? – გაიცინა საყვარლად. რა ჰქნას, მოსწონს ეს პოზიტიური გოგო.
– ისუნთქე, ანაბელ, ისუნთქე! – გამოაჯავრა ტუჩებ აბზუებულმა ლიზამ, თუმცა, რა თქმა უნდა, ხუმრობით იყო ეს სიტყვები ნათქვამი.
– რამ შეგაწუხა?
– ან გამარჯობა მითხარი, ან როგორ ხარ, რომ დამეტაკე ეგრევე, რა იყო?
– ნუ მაიმუნებ, თუ ძმა ხარ, რა!
– რამ შემაწუხა და წამოდი, სადმე, რომელიმე კაფეში დავსხდეთ, თან შეიძლება ჩემი მეგობრებიც მოვიდნენ, გაგაცნობ, გპირდები. – ისე სასაცილოდ გაიცინა ლიზამ, რომ ვერც ანაბელმა შეიკავა ხარხარი.
– მითხარი, სად და აუცილებლად მოვალ. ოღონდ, წარმოდგენა არ მაქვს თბილისის ქუჩებზე, ამიტომ დეტალურად უნდა ამიხსნა ტერიტორიულად სად იქნება.
– ხო, რა თქმა უნდა.
კაფის სახელიც და ტერიტორიული მდებარეობაც აუხსნა და გაუთიშა. ტაქსი გააჩერა. ლილეს, ყოველი შემთხვევისთვის, გააგებინა თავისი ადგილსამყოფელი და ძალზედ დამშვიდებულმა განაგრძო გზა.
– ბარო, ბაროოო! – ხელი სასაცილოდ აუწია ლიზამ გოგონას და თბილად ჩაეხუტა.
– თენგოიას, ვინ ხარ?! – გაიკრიჭა ანაბელი დამ ის მოპირდაპირე მხარეს დასკუპდა.
– რა შევუკვეთოთ?
– რაც შენ, ის – მე.
– ოუუუ. – წარბები ეშმაკურად აუთამაშა ლიზამ. – ეჰ, – სახე ხელოვნურად მოღუშა, – მეც შესაჭმელი მაქვს ის, რასაც შევუკვეთავთ, თორემ ხომ გაგიმასპინძლდებოდი ,,მშვენიერობებით...’’
– რა მაიმუნი ხარ, შენ! – კოპები შეკრა ბელსმა.
– არა ბიჭოს! – გველურად გაიღიმა და შეკვეთა მისცა მომსახურე პერსონალს.
– ვინმე აპირებს მოსვლას?
– არ ვიცი, მგონი არა.
მთელი საღამო მარტოებმა გაატარეს, სიმართლე ითქვას და ასეც კი ერჩივნა ანაბელს, რადგან ცოტა ეუხერხულებოდა ლიზას მეგობრებთან ყოფნის, მითუმეტეს, როცა ჯერ წესიერად ლიზასაც კი არ იცნობს. ისაუბრეს ყველაფერზე, რაც კი შესაძლებელი იყო.
– ფეხით გავისეირნოთ, რა. – სთხოვა ლიზამ და ზედ შეაფრინდა, რასაც ჰქვია, ანაბელს. – გთხოვ, გთხოვ, გთხოოვ!
– არ ვიცი, ლიზ... უკვე დაბნელდა და, ნუ, ხომ ხვდები? სტუმრად ვარ აქ, თან არ მინდა გაბრიელმა და ლილემ ინერვიულონ. – თადარიგი დაიჭირა ბელსმა.
არ იყო ლამაზი სახლში გვიან მისვლა, თან პირველივე დღეს. ესეც რომ არ იყოს, თვითონაც არ სიამოვნებს ღამე ქუჩაში ბოდიალი, მერე რა, რომ მარტო არ იქნება? მიუხედავად ამ, რიგი მიზეზებისა, მაინც ვერ უთხრა უარი სურვილით აღვსილ მეგობარს და დათანხმდა. პრინციპში, სხვა გზა მაინც არ ჰქონდა.
– რა მითხარი, მყავს შეყვარებული, თუ არაო? – შეაპარა სიცილით ლიზამ შეკითხვა.
– მე ვთქვი?
– დიახ. ზუსტად მახსოვს.
– გეშლება, დაია, რაცხა.
– რას ამბობ? ზუსტად მახსოვს.
– ნწ, მსგავსი არაფერი მითქვამს. – ღიმილით აწვალებდა გაბრაზებაზე მისულ ლიზას.
– ოო, კარგი, ჰო, გეყოფა. მითხარი, გყავს, თუ არა?
– არ მყავს, არა. – გაიცინა გოგონამ. – სად ვართ? – თვალი დაკვირვებით მოავლო უცხო გარემოს, რა თქმა უნდა, უცხოს.
– მალე მივალთ, ალბათ, 15–20 წუთში. არ გყოლია, ხო? – გაიღიმა გოგონამ.
– არა. საიდან მიხვდი?
– მივხვდი. უბრალოდ, მივხვდი, ნუ მომაქცევ ყურადღებას.
– ვაიმე, ლიზა! – შეჰკივლა უცბად ანაბელმა და შურდულივით გავარდა გოგონასთვის გაურკვეველ ადგილას.
– რა ხდება? – უკან აედევნა მეგობარს ლიზა, მაგრამ ადგილზე მისვლის თანავე მიხვდა ყველაფერს. – სასწრაფოში ვრეკავ. – გააფრთხილა ანაბელი და მასთან ერთად ჩაიცუცქა გონდაკარგულ ბიჭთან.
შეშინებული უსვამდა თმებზე ბიჭს ნაზ და გრძელ თითებს. მისი თავი მუხლებზე დაიდო და გაუაზრებლად ჩამოუგორდა რამდენიმე ცრემლი თვალებიდან. რთულია, მართლა ძალიან რთულია, როცა შენ თვალწინ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება, ამავდროულად კი, არანაირად არ შეგიძლია დაეხმარო. ერთადერთი, რაც იმჟამინდელ მდგომარეობაში შენ შესაძლებლობებს ესადაგება, არის – ლოდინი. მაგრამ, ეს იმდენად რთულია, იმდენად დამთრგუნველი და საშინელი, ყველაფერს ჯობს. ამ შემთხვევაში, ლოდინი არის ყველაზე საშინელი რამ, რაც კი შეიძლება იყოს.
– ღმერთო ჩემო! დუჟი სდის. – კივილამდე სულ ცოტა აკლდა მის ხმის ტემბრს.
– მიზეზი?
– ინტოქსიკაცია, ანუ გადაჭარბებული დოზა, სასმლის, ან ნარკოტიკული საშუალებისგან. სავარაუდოდ, ნარკოტიგისგან მიიღო.
– მოვიდნენ!

* * *
– ვინ ბრძანდებით კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ბიჭის? – წაბრ აწეულმა, ძალზედ მკაცრი სახის ნაკვთებით იკითხა ექთანმა.
– ჩვენ... ქუჩაში ვიპოვეთ გულწასული. არ ვიცნობთ. – გასცა პასუხი ანაბელმა.
– კარგით.
იქვე, მოსაცდელში, ერთ–ერთ სკამზე დასხდნენ ორივე. Aნაბელი იმდენად ნერვიულობდა, ტუჩები დამსკდარი ჰქონდა წვალებისაგან. ხელები იმდენად უკანკალებდა ტელეფონი წესიერად ხელში ვერ დაიჭირა. ლიზას დახმარებით უპასუხა ზარს.
– ლილე, ახლა ვაპირებდი შენთან დარეკვას. – ყველანარიად შეეცადა ხმაზე არაფერი დატყობოდა, თუმცა დაქალის მოტყუება ძალიან რთულია. – მე დღეს ჩემ მეგობართან ვრჩები, პრობლემა ხომ არ იქნება? – ესიკვდილებოდა ახლა მისი მოტყუება, მაგრამ ასე უპატრონოდ ვერ დატოვებდა იმ ბიჭს.
– არა, რა პრობლემა უნდა იყოს. გაერთე. რამე ხომ არ გჭრიდება? – ინტერესით და საოცრად თბილად ჰკითხა ლილემ, ამით კი პირდაპირ ანაბელის ნამუსზე იმოქმედა.
– არა, არაფერი. გმადლობ.
ყურმილი გათიშა, ჯიბეში ჩაიდო მობილური და გაკვირვებულ ლიზას შეხედა, რომელსაც ვერ გაეგო, თუ რატომ იცრუა ანაბელმა.
– მარტო ვერ დავტოვებ... – მოკლედ აუხსნა და რეანიმაციის კარს ამღვრეული თვალებით შეხედა.
– ვაიმე, ანაბელ, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მე წასვლა მომიწევს. დედაჩემი გაგიჟდება, ხო მოგიყევი უკვე რანაირია. მაპატიე რა... თუ რამე დაგჭირდება, დამირეკე, როგორმე შევძლებ სახლიდან ჩუმად წამოსვლას და შენ დახმარებას.
– ნუ ღელავ, ლიზა და ნურც მებოდიშები. – გაუღიმა მეგობარს გოგონამ. – აქ, მაინც არ არის საჭირო ორი ადამიანი. ასე რომ, შეგიძლია დამშვიდებული წახვიდე სახლში.
– ძალიან დიდი მადლობა! – ლოყები დაუკოცნა აფორიაქებულმა და ფეხზე წამოხტა. – დაგიკავშირდები! აუცილებლად! – მოაძახა და სწრაფად დატოვა ტერიტორია.

* * *
ძილ–ბურანიდან ექიმის ხმამ გამოიყვანა. დაფეთებული წამოხტა ფეხზე, მაგრამ როცა რამდენიმე წამის შემდეგ გაიაზრა, სად იყო, რისთვის და რატომ, დამშვიდდა. კითხვის ნიშნით აღსავსე მზერით შეხედა ექიმს. თვალები წამიერად დახუჭა. გულში ლოცულობდა, ოღონდ ცუდი ამბავი არ ეთქვა ექიმს და ყველაფერს იზამდა, ოღონდ ცუდი არაფერი ეთქვა.
– მდგომარეობა სტაბილურად დამაკმაყოფილებელია! – ტყვიასავით გაისმა ექიმის სიტყვები და ანაბელის ღრმა ამოსუნთქვაც გამოიწვია.
– გმადლობთ! – გაბადრულმა შეხედა ასევე მომღიმარ ექიმს.
– სახლში წაბრძანდებით?
– არანაირ შემთხვევაში! აქ ვიქნები მანამდე, სანამ არ გამოიღვიძებს. – კატეგორიულად განაცხადა და უდრეკი მზერით შეხედა მას.
– გასაგებია. მაშინ, ხვალ დილამდე დაცდა მოგიწევთ. – ექიმის ხმაში, თითქოს ანაბელის გადარწმუნების მცდელობა ჩანდა.
– არსად მეჩქარება!

* * *
Oh you're in my veins
And I cannot get you out
Oh you're all I taste
At night inside of my mouth
Oh you run away
Cause I am not what you found
Oh you're in my veins
And I cannot get you out.



№1  offline წევრი მოლურჯო

როგორც მგონია
ისე რომ გაგრძელდეს
კითხვის სურვილს დავკარგავ ალბად
გრამატიკული შეცდომებია ძალიან ბევრი
--------------------
მარიამი

 


№2  offline მოდერი Nude

მე ზუსტად ვიცი, როგორ არის სწორი, მაგრამ არ ვტვირთავ ისტორიას გამართულობით, რადგან უფრო მარტივად წასაკითხიაო, მითხრეს.
--------------------
bailey

 


№3  offline წევრი isterichka123

კარგია კარგი გაგრძელე

 


№4  offline მოდერი sopiko

საინტერესო სიუჟეტია! მომწონს!
დიდი ხანია შენს პროფაილზე არ შემომივლია და აი, ისევ შენ გვერდით ვარ feel
ანაბელის პერსონაჟი ძალიან საყვარელია, თბილი და პოზიტიური. ლიზის გაცნობაში რომ რაღაც ინტრიგა იდო, მაგას თავიდანვე მივხვდი. ახლა დაახლოებით ვხვდები ვინც აღმოჩნდება ამ ისტორიის ეპიცენტრში და მოუთმენლად ველოდები მოვლენების განვითარებას.
ბელსმა რომ ლილე მოატყუა, ეს არ მომეწონა. ბოლოს და ბოლოს პასუხისმგებლობა აქვს აღებული მასზე და თუ რამე მოუვა, ლილემ და გაბრიელმა უნდა აგონ პასუხი.'
შეცდომები არის... გრამატიკული, თუმცა ისეთი არა, რომ კითხვას უსიამოვნოს ხდიდეს და თანაც ზუსტად ვიცი, რომ მართებული ფორმა კარგად იცი, უბრალოდ მექანიკურად მოგივიდა.
რაც შეეხება ''კაის'', მგონი მართლა არ ღირდა ამხელა ამბის ატეხვა. ეს მე არ მომწონს ''კაი'' ''მარა'' და ა.შ., თორემ თავისუფლად შემიძლია ვიხმარო დიალოგებში, რადგან ამას მე კი არ ვამბობ, პერსონაჟები ამბობენ. სიუჟეტიც უფრო რეალური იქნება, რადგან ურთიერთობებში მეც ''ეხლას'' ვხმარობ და ხშირად ''რა ვიცი''-საც ვამახინჯებ ''რავის'' სახით. ასე რომ, ამაზე შენიშვნის მიცემა არა მგონია მართებული იყოს.
წარმატებები!
და არ დაიგვიანო love

 


№5  offline მოდერი Nude

ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება, გარჩევას აღარ დაექვემდებაროს ეს თემა. არ არის საჭირო. მე, არ ვრეაგირებ კრიტიკაზე უარყოფითად, თუმცა კრიტიკის ტონსაც გააჩნია, მაგრამ არაუშავს. იმედი მაქვს, ასეთი რამ, მეორედ აღარ განმეორდება. winked love
--------------------
bailey

 


№6  offline მოდერი Eleniko13

ჩემო საყვარელო,
გინდ კაი იყოს ნაწერი
და გინდ კარგი,
მაინც მაგარია და
შენც მაგარი ხარ.
ახლა ჩავუჯექი ერთიანად და,
ისე მომნატრებიხარ რომ...

Okay, ანას ნუ 'გაუსწორებ' შეცდომებს გთხოვ :დდ
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent