შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ გგავს სიყვარული (1)


4-06-2016, 02:12
ავტორი anuki-ano
ნანახია 1 801

.ძალიან რთულია დატოვო ის ადგილი სადაც გაიზარდე,სადაც ის ადამიანები დატოვე რომელთაც ასე უანგაროდ უყვარდი..ამ ფიქრებიდან რეალობაში დამაბრუნა ხმამ..
-გთხოვთ შეიკრათ უსაფრთხოების ღვედები.დაშვებას ვახორციელებთ.
ვგრძნობდი როგორ ამიჩქარდა გულისცემა..
ესეიგი მე ვარ ნინა ბერიძე 20 წლის..15 წლის ვიყავი როდესაც მომიწია საქართველოს დატოვება და ჩემს მშობლებთან ერთად ამერიკაში გადავედი საცხოვრებლად და აი 5 წლის განშორების შემდეგ დადგა დრო ჩემი სამშობლოში დაბრუნების..ჩემმა მშობლებმა ვერ მოახხერხეს წამოსვლა სამსახურიდან გამომდინარე,ამიტომ მომიწია მარტო დაბრუნება..გადაწყვეტილი მქონდა ზაფხულის გატარება საქართველოში..ყველაზე მეტად ის მახარებდა რომ ვიცოდი აქ ჩემი უსაყვარლესი მეგობრები მელოდებოდნენ.განსაკუთრებით თათა.ის ჩემი საუკეთესო მეგობარია მიუხედავად მანძილის..არავისთვის მითქვამს ჩემი დაბრუნების ამბავი მინდოდა ჩემი გოგოს დაბადებისდღეზე მასთან ვყოფილიყავი...
აეროპორტიდან მოვდიოდი და ვგრძნობდი როგორ მომნატრებია თბილისის თითოეული ქუჩა..როგორც იქნა სახლამდე მივარწიე და კარის გაღებასთან ერთად უამრავი მოგონება ამომიტივდა თავში.სახლში შესვლის შემდეგ ვგრძნობდი როგორ მიღუტუნებდა ცხვირში ჩემი სახლის სურნელი..ცოტა ხანში გონს მოვეგე და ფრენისგან დაღლილმა ხელები გავშალე და ჩემს საწოლზე გადავეშვი...
საღამოს 6 საათი იყო,რომ გამომეღვიძა მაშინვე მოვძებნე მობილური და თათას მივულოცე დიდი ტექსტით იუბილე და თან მოვუბოდიშე ისევ ჩემს გარეშე რომ უწევდა მის დაბადებისდღეზე ყოფნა..პასუხმაც არ დააყოვნა.ამით ვისარგებლე და გამოვკითხე სად აპირებდა წასვლას..
ამოვალაგე ჩემი ჩემოდანი და ამ დღისთვის საგანგებოდ შეძენილი წითელი მოკლე კაბა ჩავიცვი.ფეხზე შავი ფეხსაცმელი,მაკიაჟი გავიკეთე და სახლიდან გავედი..
გარეგნობას რაც შეეხება.გრძელი შავი თმა მაქვს ცისფერი თვალები და სიმაღლეში 173 ვარ..
ფრთხილად შევედი ბარში თათას,რომ არ დავენახე და დაველოდე როდის გადასცემდნენ საჩუქარს..
-თათა რომელი ხართ?
-მე,რა ხდება?
-ეს საჩუქარი თქვენთვისაა..
თათას პატარა კოლოფი გადასცა..
ფრთხილად გახსნა ყუთი..
-შანსი არააა..მითხარით,რომ მეჩვენება და ეხა ეს მანქანის გასაღები არაა..
თათას ძალიან უნდოდა მანქანა და ერთად ვარჩევდით ხოლმე და რომელიც ყველაზე მეტად უნდოდა ის მანქანა ვაყიდინე ახლობელს და გასაღები დამახვედრა..
-გარეთ გაბრძანდით.თქვენი საჩუქარი აქ არის..
-აუ არ არსებობს..ვის უნდა ეჩუქებინა..
გარეთ რომ გამოვიდა მანქანასთან დავხვდი მე ბუშტებით..ცოტა ხანს გაოგნებული სახით მიყურებდა ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა და მოულოდნელად ტირილი დაიწყო და ჩაიკეცა..სიტყვებით რთულია იმ გრძნობის გადმოცემა რასაც განიცდი ხუთი წლის უნახავი მეგობრის ნახვისას..ჩავეხუტე და ორივე ერთ ხმაში ვტიროდით..
-ჩემო პატარა გილოცავ დაბადებისდღეს!!შენ უველაზე ბედნიერი უნდა მყავდე.
-ნინ,კიდევ ვერ ვიჯერბ რომ ახლა შენ გეხები ჩემო საყვარელო როგორ გამახარე..ძალიან მიყვარხაარ ძალიან..
-მეც ჩემო სიყვარულო..ადექი გოგო ახლა იუბილარი ხსარ გაიმართე წელში და შეგვიპატიჟე შიგნით..
ორივე პატარა ბავშვებივით ვიცინოდით..ამასობაში ყურადღება ვერავის მივაქციე და ამიტომ ისევ ნიკუშა მოვიდა ჩემთან...ნიკუშა არის თათას ძმა,თუმცა არამხოლოდ თათასი ის ჩემი ძმაც არის..
-ნინაა როგორ დაქალებულხარ.
-გაეთრიე იდიოტო..გავუცინე
-მოდი ჩაგეხუტო.როგორ მომენატრა შენი ჯუჯღუნიც კი..
საღამომ ზუსტად ისე ჩაიარა როგორც მე ველოდი..ყველაფერი ძალიან მაგრად დასრულდა...
-აუ ნინა ეხა არ იჯუჯღუნო და წამოდი რა ჩემთან დარჩი და სახლში გავაგრძელოთ დალევა..ლაშაც წამოვა და მე,შენ,ლა$ამ და ნიკუშამ გავაგრძელოთ..ისე მართლა გაიცანი ეს არის ლაშა ნიკუშას ძმაკაცი..ლაშა ეს კიდევ ნინაა ჩემი ყველაზე ძვირფასი..
ლაშა...ისეთი სიმპატიური იყო..ვიფიქრე ეს ბიჭი ამდრომდე რატომ ვერ შევამჩნიეთქო,მაგრამ მთელი საღამო თათასთან ტლიკინში გავატარე და რას შევამჩნევდი..სახლში ავედით მე და თათამ "ვიქალეთ" და სუფრა გავაწყეთ..კიდევ დავლიეთ და როცა მივხვდით,რომ უკკვე დრო იყო დაგვეძინა ავედით საძინებელში,თუმცა ძილის რამოგახსენოთ მალევე გამომეღვიძა ჯერ კიდევ არეული მქო და ძილის დრო..თავი მტკიოდა საშინლად დასამზარეულოში ჩავედი ყავის გაასაკეთებლად...
-აუ ყავა მეც გამიკეთეე რა..(ლაშა)
ისე შემოვიდა სამზარეულოში ვერ გავიგე და მისი ხმის გაგონებაზე ცოტა შევხტი..
-არ არის პრობლემა..თბილად გავუღიმე..ისეთი განადგურბული სახე მქონდა რამდენად თბილი ღიმილი გამომივიდა არ ვიცი,მაგრამ ვეცადე..
ყავის გაკეთების შემდეგ ტერასაზე გავედით..ვიფიქრეთ ჰაერი ცოტას მაინც გვიშველიდა..
-ისე მე ფოტოებიდან გიცნობდი,მაგრამ არ მეგონა ასეთი ლამაზი თუ იქნებოდი..(ლაშა)
-უკაცრავაად..ეს ერთგვარი კომპლიმენტია?
ცოტა ვიუკადრისე..
-ცუდად არ მითქვამს მე..საოცრად ლამაზი თვალები გაქვს..
მივხვდი,რომ საქმე კარგად გამოცდილ მოფლირტავესთან მქონდა და მეც თავის დაფასება გადავწყვიტე..(თუმცა საოცრად მომწონს რაღაცნაირი მამაკაცურია)
-ვიცი.პირველი არ ხარ ვინც ეს შეამჩნია..
დავინახე როგორ არ ესიამოვნა ეს პასუხი,თუმცა არაფერი დავამატე..
-შეიძლება,მაგრამ გპირდები პირველი ვიქნები ვისაც შეამჩნევ.
მივხვდი,რომ დრო იყო ხელიდან დავსხლეტოდი და მოვიმიზეზე,რომ მეძი ებოდა და საძინებელში ავირბინე..
დავწექი და სიამოვნების ღიმილი დამთამაშებდა სახეზე..ღამის დიდი ნაწილი ლაშაზე ფიქრებმა მომპარა,თუმცა ამის მიუხედავად თავს ვაჯერებდი,რომ არ მომეწონა..არ შეიძლებოდა ვინმე შემყვარებოდა,რადგან 3თვეში უკან უნდა დავბრუნებულიყავი..დილით ჩემი გოგოს კოცნამ გამაღვიძა..
-ფისუნია გაიღვიძე მე საუზმე მოგიმზადე და ჩამოდი..
-ჩემო გოგო.როგორ მენატრებოდა შენი გემრიელობები შენ ვერ წარმოიდგენ..
ავდექი..თმაა ზემოთ ავიწიე თათას მოკლე შორტი ამოვიცვი,მაისურიც გადავიცვი და კიბეზე ხმაურით ჩავირბინე..
-დილამშვიდობის თქვენო უდიდებულესობავ.ინეებეთ გაღვიძება?(ლაშა)
-ვერ მივხხვდი ლაშას ამ ტონის აზრს,ამიტომ ირონიულად გავუღიმე და სამზარეულოში შევედი..

გამარჯობათ.ეს ჩემი ახალი ისტორია სა ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ღირს თუ არა გაგრძელება? <3



№1 სტუმარი ცაmeti

არსადროს არ მიყვარდა გაკრიტიკება ამიტომ პირდაპირ გეტყვი მე ძალიან მომწონს და შენ როგორც გინდა ისე გააგრძელე შემდეგი თავები...<3

 


№2 სტუმარი manana

Gaagrdzele da male dade xo

 


№3  offline წევრი anuki-ano

dzalian gamixarrda tu mogewonat...male mogawvdit shemdeg tavs ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent