შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ადამიანები [1]


5-06-2016, 01:03
ავტორი მოი’ის’ფრო
ნანახია 2 385

ხომ არსებობენ “შენი” ადამიანები.
შეხვდები და გრძნობ, სული იპოვე.
სულის ადამიანი ქვია ასეთს.
მიდის და გრძნობ, შენი რაღაც ნაწილი მიყვება.
იცი, კიდევ ნახავ, მაგრამ იმ წუთას ხომ მიდის.
იმ წუთას ხომ პარავს შენს ცისარტყელას რომელიღაც ფერს.
გჭამს სურვილი, რომ დაეწიო, ჩაეხუტო და არსად გაუშვა – არასდროს.
სულის ადამიანები გვაფერადებენ. უყურებ მის ღიმილს, მიმიკებს, მანერებს..
უყურებ და ხვდები – შენია.
სულისაა.
შენშია.
ასეთი აღარ შეგხვდება.
შეიძლება უკეთესიც ნახო, უარესიც…
მაგრამ ასეთი არა.
ასეთი ერთია და იმიტომ.
ის არის, მარტო.
ჰო, არსებობენ სულის ადამიანები, რომელსაც შეხვდები და გრძნობ, რომ იპოვე ის ერთადერთი “უცხოპლანეტელი, რომელიც ამ ჟანგიან დედამიწას მოგაშორებს.”
იცი, მე სიამოვნებით ვიქნებოდი სწორედ ასეთი.
ვისაც შეხვდებოდნენ, შეხედავდნენ და მიხვდებოდნენ, რომ სული იპოვეს.
სიამოვნებით ვიქნებოდი ის, ვისაც ვერასოდეს დათმობდნენ.
ვერასოდეს გაუშვებდნენ.
ვერასოდეს დაივიწყებდნენ.
ჰო, სულის ადამიანი ქვია ასეთს.
და სამწუხაროდ ხშირად არ ხდება ისე, როგორც ჩვენ გვინდა.

მახსოვს, თებერვალი იყო.. ზამთრის სიცივის მიუხედავად, მაინც იგრძნობოდა, როგორ იკრებდა გაზაფხული ძალას. გადაღება მორჩა, რეპეტიციაც არ იყო. მე და ანამ აკოსთან გადავწყვიტეთ წასვლა. აკოსაც ახლა მოუნდა გადაბარგება მაინც და მაინც, არა და როგორ მიყვარდა მისი სახლი, ჩვენი უბანი..
არის რაღაცეები, რაშიც იმდენად ბევრი რამაა შენი, გიჭირს დათმობა.
ალბათ ერთ-ერთი მათგანი იყო ჩვენი უბანიც და აკოს მიერ მისმა
”დათმობამ”, გაგიკვირდებათ და წყენაც გამოიწვია ჩემში.
ძლივს მივაგენით, ჯერ ერთი სულ ერთხელ ვიყავით მის ახალ სახლში ნამყოფები, ისიც აკოს მანქანით. მეორეც, ორიენტაცია არც ერთს გვივარგოდა. როგორ მყავდა მონატრებული ეს სულელი ბიჭი.
რაც თავი მახსოვს აკო სულ იყო. ერთად ვთამაშობდით ომობანას, ფეხბურთს.. ერთად ვთხრიდით გვირაბებს კორპუსის წინ დაყრილ ქვიშაში, ერთად ვატყუებდით მეზობლის ბავშვებს, რომ უცხოპლანეტელები ვიყავით. მაშინაც აკო იყო ჩემთან, გულამოსკვნილი რომ დავტიროდი ხოლმე ჩემს გადაყვლეფილ მუხლებს. მუხლები კი მერწმუნეთ, სულ გადაყვლეფილი მქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ ბიჭებში გავიზარდე და სამეგობროშიც ერთადერთი გოგო ვიყავი.
აკოსთან მისულებს რამდენიმე ბიჭი დაგვხვდა. ერთ-ერთ მათგანს რომ შევხედე ცოტა არ იყოს შემეშინდა. განა იმიტომ, რომ ცუდი იყო, არა. უბრალოდ რაღაცნაირი იყო – მეტისმეტად სერიოზული ჩანდა.
დავსხედით. გვერდით კიდევ ერთი ბიჭი მეჯდა. მოგრძო, მუქი ყავისფერი თმით და მომწვანო-თაფლისფერი თვალებით. პირველზე მითხრეს, რომ ალექსანდრე ერქვა. გვერდით მჯდომს – ნიკა. ყურადღების გამახვილება ვერ მოვასწარი, ამ დროს მათ შორის ყველაზე მაღალმა ხელი გამომიწოდა – მე ილია ვარო. გამეცინა, მგონი უკვე მეხუთედ მეცნობოდა. ისეთი სახით შევხედე აშკარად მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო. მერე დაძაბა გონება და როგორც იქნა გავახსენდი. გაიცინა – გიცანიო.. მალე გავშინაურდი, ვხუმრობდით, ვიცინოდით, მერე აკოს დაც მოვიდა და დაიწყო ბავშვობის ისტორიების გახსენება.
- ელეს ახლა რომ უყურებთ, ხომ გგონიათ ნაზი და ჰაეროვანი, პატარაობაში რა დამრტყმელი ძალა იყო, იცით? ჯერ ერთი სულ ჩვენთან იყო, რა უნდოდა ამ ბიჭებში დღემდე არ ვიცი, მაგრამ პრინციპში თვითონაც შეცდომით იყო გოგოდ დაბადებული. ჰო და რას ვამბობდი, დამრტყმელი ძალა ერთი და თან რა გგონიათ, ასეთი გამხდარი იყო? ”მეტრა ოცი იყო ნახტომში” და პუტკუნა. დაგორავდა. - სიტყვით გამოდიოდა აკო.
მე და ანა მოსასულიერებლები ვიყავით, ნინაც (აკოს და) არ იყო უკეთეს დღეში. ნიკა ჯერ თავს იკავებდა, მაინც "ახალი" გოგო ვიყავი მისთვის და არ უნდოდა დაცინვასავით გამოსვლოდა, მაგრამ ბოლოს ვეღარ გაძლო და ისე გადაიხარხარა სიცილის ახალი ტალღა გამოიწვია ჩვენში, ილია კი ისე აკისკისდა გოგოებსაც გვაჯობა.
ერთი ალექსანდრე იჯდა ჩუმად და ტუჩის კუთხეში ეღიმებოდა.
”უჟმური” - გავიფიქრე და ჩემივე ფიქრებზე გამეცინა.
- ახლა კია ისე "წანწკლა". - ხუმრობას არ წყვეტდა აკო - ისე, ელ, ცოტა ხანში ისეთი პოპულარული იქნები შენ, ამ ძველი სურათების ხარჯზე ავშენდები, რომ იცოდე.
- ჰაა, აკაკი, შანტაჟზე გადადიხარ?
- ჰო გოგო, აბა რა ვქნა, როდემდე ვიყო ასე ჯიბეგაფხეკილი. და აკაკი დაუძახე შენს რეჟისორს!
- შენი ჯიბეგაფხეკილობა არ გაიშვა, ყიფიანი. ჩემს რეჟისორს რაც ქვია, ეგეც ეყოფა.
- ჰა, მოყევი რა ხდება თეატრში.
სულ ასე იყო, ყოველ მისვლაზე დაწვრილებით მაყოლებდა თეატრის ამბებს, არც გადასაღები მოედანი რჩებოდა უყურადღებოდ. ყველაზე მეტად აკოში ის მიყვარდა, რომ გულით უხაროდა ჩემი წარმატებები.
გვიან დავიშალეთ.
სასიამოვნო ემოციები დამიტოვა იმ საღამომ.
ჩემი მეგობრები რომ არა, ჩემს ლურჯ მარტოობას ვერაფერი შემატებდა ფერებს.

გაზაფხული ისე გავიდა, ბიჭები აღარ მინახავს, ეგ კი არა აკოსაც ვეღარ ვნახულობდი ჩემი რეჟიმის გადამკიდე.
თეატრი, გადაღებები - ასე გრძელდებოდა უწყვეტი
ციკლი.
მოვიდა ზაფხული და ცოტა ამოვისუნთქე.
თეატრში სეზონი დამთავრდა და სექტემბრამდე თავისუფალი ვიყავი,
გადაღებებიც აღარ იყო ისე ხშირად და აკოსთან და მის მეგობრებთანაც სულ უფრო მეტ დროს ვატარებდით. რაღაცნაირად გაერთიანდა სამეგობრო თითქოს.
”კანაპეში” ვისხედით მე და ანა ილიამ რომ მომწერა აკოსთან გამოდითო.
გავედით, საქმე მაინც არაფერი გვქონდა, თან ბავშვების ნახვაც გვინდოდა.
"სიმართლე თუ მოქმედება" - ს ვთამაშობდით ზარის ხმა რომ გაისმა კარზე.
- მე გავაღებ! - ფეხზე წამოვხტი.
- დედა, ეს რა ცეცხლი მყავს - გაინაზა აკო.
სანდრო იყო.
არ ვიცი ალკოჰოლმა იმოქმედა თუ უბრალოდ აქამდე არ დავკვირვებივარ, ძალიან სიმპათიური მეჩვენა.
ერთი თავით იყო ჩემზე მაღალი.
ლამაზი ფორმის შავი წარბები, ხშირი, გრძელი წამწამები, სიშავემდე მუქი თვალები, , სწორი, ლამაზი ცხვირი და ლამაზი ფორმის ტუჩები ქონდა.
თეთრი კანი კი საოცარ კონტრასტს ქმნიდა ღამესავით შავ თმასთან.
გავუცინე და გზა დავუთმე, თვითონაც ღიმილით მომესალმა.
მიუხედავად იმისა, რომ სანდროს ამის მიზეზი არ მოუცია, მაინც გამიჩნდა აზრი, რომ თავის თავზე დიდი წარმოდგენა ექნებოდა. შეუძლებელია ასეთი ბიჭი ბევრ გოგოს არ მოსწონდეს, და როცა ამდენს მოსწონხარ, ასევე შეუძლებელია ამან გავლენა არ მოახდინოს შენს თვითშეფასებაზე. ალბათ ამიტომ იყო, რომ ლამის დასაწყისშივე ავუკრძალე თავს მასზე ფიქრი.
სანამ მე სანდროს ნაკვთების შესწავლით ვიყავი დაკავებული, ანიმ შემჭამა წავიდეთო.
ტაქსი გამოვიძახეთ და წამოვედით.
– საყვარელია არა? – სიჩუმე დაარღვია ანიმ.
- ვიზე ამბობ?
- სანდროზე.
– არის რა, არ დავკვირვებივარ.

ზაფხული მიდიოდა.
ბიჭები ხშირად ეთამაშებოდნენ ხოლმე ერთმანეთს კალათბურთს და ჩვენც, უსაქმურებს მეტი რა გვინდოდა, საგულშემატკივროდ დავდიოდით…
სანდროც თამაშობდა, თითქმის არც ერთი თამაში არ გაუცდენია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საერთო მეგობრები გვყავდა, გამარჯობის დონეზეც კი არ გვქონდა ურთიერთობა. არანაირად არ ვაინტერესებდი / არ მაინტერესებდა.
ჯერ სულ ორი კვირის დამთავრებული იყო თეატრალური სეზონი და უკვე ერთი სული მქონდა როდის დაიწყებოდა. ვეღარ ვუძლებდი უსაქმურობას… წიგნებს ვკითხულობდი, ბევრს დავდიოდი, მაგრამ დრო მაინც ნელა მიდიოდა.
ცოტა ხანში ყველანი გავიკრიფეთ დასასვენებლად.

***
ახალი როლები, კიდევ უფრო დატვირთული რეჟიმი, კიდევ უფრო გამხდარი, მაგრამ ბედნიერი მე.
თითქმის ერთი თვე იყო შემოდგომა პირველ აკორდებს იღებდა და მალე ალბათ ოქტომბერიც გაგვხვევდა თავის ოქროსფერ ზღაპარში.
გაზაფხული ხომ სიცოცხლის სეზონად ითვლება, ამ დროს ხომ ყველაფერი იღვიძებს, ადამიანები, ბუნება..
აი, ჩემი "გაზაფხული" შემოდგომა იყო. შემოდგომაზე ვგრძნობდი თავს ადამიანად. შემოდგომაზე ვიღვიძებდი, ვსუნთქავდი. განსაკუთრებით ოქტომბერი მიყვარდა. თანაც ძალიან უხდებოდა ეს თვე ჩემს თაფლისფერ თვალებს და ჩამოცვენილი ფოთლების ფერ თმას.
სასიამოვნოდ დაღლილი გამოვედი მარჯანიშვილის თეატრიდან. მიუხედავად დაღლილობისა, მაინც გადავწყვიტე ცოტა ფეხით გამევლო. აქვე კუთხეში ცხელი შოკოლადი იყიდებოდა, ჰოდა მე რისი მე ვიყავი შოკოლადისთვის გულგრილად ჩამევლო. რიგში ჩავდექი და საფულეში ჩავძვერი, რომ ფული ამომეღო.
მოვდიოდი მარჯანიშვილზე ბედნიერი, შემოდგომისფერი და ხელში ჩემხელა ჭიქით მეჭირა ცხელი შოკოლადი. იმდენად მეჩქარებოდა დალევა, რომ ენა და ტუჩები დავიწვი. ჩემს თავზე მეცინებოდა.
ჰო, მოვდიოდი და ვიცინოდი, თან ჭიქა ერთი ხელიდან მეორეში გადამქონდა, რომ დამწვარი ტუჩებისთვის და ენისთვის თითებიც არ მიმემატებინა.
იმდენად ვიყავი ამ კომიკური სიტუაციით გატაცებული, რომ ვერც შევამჩნიე როგორ ამომიდგა გვერდით ვიღაც.
მარტო მაშინ მივიხედე, ცალი ყურსასმენი რომ მომხსნა X პერსონამ.
მოულოდნელობისგან შევყვირე და ეს ჩემი სიმწრით გაგრილებული შოკოლადი არც მეტი არც ნაკლები სანდროს გადავასხი.
- ვაი, სანდრო.
- ვაი, ელე. .
- დაგწვი?
- ცოტა.
- იტყუები, გრილი იყო.
- უბრალოდ მდუღარე არ იყო, ელი. არის განსხვავება.
ელი-ს გაგონებაზე უკმაყოფილოდ შევიშმუშნე. ასე მარტო
მამა მეძახდა.
მამა...
ვინ რა იცოდა, როგორ მაკლდა.
- ელენე, კარგად ხარ?
ფიქრებში წასული სანდროს ხმამ გამომიყვანა.
- შენი ბრალია, შემაშინე. შევცინე მე.
- უკვე 15 წუთია გვერდით მოგყვები, შენ კი იმდენად იყავი წასული ფიქრებში, არც გამოგიხედავს, რას ამბობდი, ვისი ბრალიაო?
- კარგი, ვაღიარებ... - თავი დამნაშავესავით ჩავხარე და ცალ თვალ მოჭუტულმა ავხედე სანდროს.
- გამოსწორებადია. - ჩაეღიმა.
- მართლა? როგორ?
- მოვიფიქრებთ.
იმ დღეს მეტი არაფერი თქმულა, სახლამდე მიმაცილა და უთქმელად დავიშალეთ.
არანაირი დამშვიდობება, არანაირი "მომავალ შეხვედრამდე..."
არ ვიცი რატომ ვგრძნობდი თავს ასე, თითქოს რაღაც მაკლდა, რაღაც ისე არ მოხდა როგორც უნდა მომხდარიყო. მარტო ერთი ვიცოდი, საკუთარ თავს არასოდეს მივცემდი უფლებას იმ გოგოების რიცხვს შევმატებოდი, სანდროზე რომ აბოდებდნენ.

***
- დღეისთვის საკმარისია, შეგიძლიათ წახვიდეთ. - გაისმა რეჟისორის ხმა. - ელე, შენ დარჩი ცოტა ხანს.
ყველა გაიკრიფა.
ფეხმორთხმით დავჯექი სცენაზე და პარტერში მჯდომ რეჟისორს მივაჩერდი.
- ელე, არ გეგონოს შენ ნიჭს არ ვაფასებდე. რომ არ მომწონდე, მთავარ როლში არ იქნებოდი და არც ამდენ სპექტაკლში ითამაშებდი ასე ახალგაზრდა. უბრალოდ, მინდა უფრო მეტად გაიხსნა. დარწმუნებული ვარ ხვდები, რასაც ვამბობ. გაცილებით მეტი შეგიძლია. მეტი კითხვა დასვი შენს პერსონაჟთან, მეტად ჩაუღრმავდი, მეტად გაიცანი და თამაშიც უფრო გაგიადვილდება. შეგიძლია წახვიდე და შენი იმედი მაქვს, იცოდე. აბა შენ იცი.
- დიახ, ყველაფერი გასაგებია.. გმადლობთ.
- ლეა, მე ვიცი, ახლა ძალიან გიჭირს. ვიცი, ძალიან გენატრება,
მაგრამ დამიჯერე, მას არ ენდომებოდა ასე ენახე.
არაფერი მითქვამს, შეუმჩნევლად მოვიწმინდე ცრემლი და გამოვედი.
საგრიმიოროში ვიყავი ტელეფონმა რომ დაიწრიპინა. სანდრო მწერდა თუ თავისუფალი ხარ სადმე წავიდეთ და რამე გემრიელი ვჭამოთო. თეატრთან რომ მოხვალ მომწერე - მეთქი - თანხმობის ნიშნად ვუპასუხე.
კიდევ ერთხელ შევათვალიერე ჩემი თავი სარკეში და მობილურის ხმამაც მამცნო სანდროს მოსვლა. არც წამიკითხავს შეტყობინება, ვიცოდი, ის იყო.
სწრაფად ჩავირბინე კიბეები, გასასვლელში კიდევ ერთხელ ჩავიჭყიტე სარკეში, თმა უკან გადავიყარე და ვეცადე რაც შეიძლება გრაციოზულად გავსულიყავი გარეთ, თუმცა სად მე და სად გრაცია, ფეხი გადამიბრუნდა კიბეზე და სანდრო რომ არა სახით დავენარცხებოდი თეატრის კიბეს.
ესეც შენი პირველი შეხვედრა.
მშვენიერი დასაწყისია.


***
გამარჯობათ.
ვისაც ეს ისტორია გახსოვთ და გახსოვართ, დავბრუნდი.
ისტორიას აუცილებლად გავაგრძელებ, ამ სახელით.



№1  offline წევრი მოიისფრო

"ნიკმა" დამაინტრიგა (რატომ მიხვდები).
მინდა გითხრა, რომ პოტენციალი ჩანს გარდა ამისა, ვხედავ მოტივირებულ ადამიანს (რაც დღეს იშვიათია აქ).
მომეწონა აღწერები და სიტუაციაში ჩაღრმავების მცდელობები (რამდენად გამოვიდა ეს უკანასკნელი სხვა თემაა, მაგრამ მთავარია მონდომება იყო). თუმცა აშკარად მეტი უნდა იმუშაო, განსაკუთრებით გრამატიკასთან. (სინტაქსი მისახედია, პუნქცუაციაშიც მოიკოჭლებ, მაგრამ განსაკუთრებით მორფოლოგია-ორთოგრაფიასთან გვაქვს უხეში შეხება).
წერე ბევრი და გაითვალისწინე შენიშვნები!
მე ველოდები შემდეგ თავს.
წარმატებები!

 


№2  offline წევრი მოი’ის’ფრო

მოიისფრო
"ნიკმა" დამაინტრიგა (რატომ მიხვდები).
მინდა გითხრა, რომ პოტენციალი ჩანს გარდა ამისა, ვხედავ მოტივირებულ ადამიანს (რაც დღეს იშვიათია აქ).
მომეწონა აღწერები და სიტუაციაში ჩაღრმავების მცდელობები (რამდენად გამოვიდა ეს უკანასკნელი სხვა თემაა, მაგრამ მთავარია მონდომება იყო). თუმცა აშკარად მეტი უნდა იმუშაო, განსაკუთრებით გრამატიკასთან. (სინტაქსი მისახედია, პუნქცუაციაშიც მოიკოჭლებ, მაგრამ განსაკუთრებით მორფოლოგია-ორთოგრაფიასთან გვაქვს უხეში შეხება).
წერე ბევრი და გაითვალისწინე შენიშვნები!
მე ველოდები შემდეგ თავს.
წარმატებები!


მოიისფროვ!
მადლობა :3
კრიტიკა მისაღებია და გავითვალისწინებ.

 


№3  offline წევრი მოი’ის’ფრო

okay
მოკლედ...
იისფერთან ჩემო დამოკიდებულება, ამ გოგოს გარეგნული და სახასიათო მსგავსებები ჩემთან, უიღბლობა და წაქცევები ;დ
ისა და, შენ ჩემი მეორე მე ხარ თუ რა ხდება? :/
ეს ისტორია რომ არ დაამტავრო, ჩათვალე გაგანადგურებ ;დ !
ველი
გელი
მომწონს
მომწონხარ
იისფერი
შემოდგომა


უუუუ დიდი მადლობა!
ჰო, ეს გოგო მეც ძალიან მგავს, ხასიათითაც, ქცევებითაც, პროფესიითაც კი :დ
დავამთავრებ აუცილებლად <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent