შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანი (თავი 2) ultrix


5-06-2016, 16:49
ავტორი tatia27
ნანახია 5 423

ანა X კლასს ამთავრებდა, როცა მამა გარდაეცვალა. დედის ძმა, დავითი 40 წელს გადაცილებული, უცოლო მამაკაცი, მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და საკმაოდ მდიდარიც გახლდათ. სიძის სიკვდილის შემდეგ დას შესთავაზა,- ანას ჩემთან წავიყვან, ცოლი მე არ მყავს და შვილი; სკოლის დამთავრებამდე 1 წელი დარჩა, თბილისში ვასწავლი, თან მოვამზადებ, რომ პირველსავე წელს ჩაირიცხოს და ყველანაირად ხელს შევუწყობო.
გადაწყდა, რომ ანა ბიძასთან წავიდოდა, შინ კი ნინო და დედა დარჩებოდნენ. დავითი ვერაზე ცხოვრობდა და გოგონა სკოლაშიც იქვე მიიყვანა. კარის მეზობელ ოჯახს ანას ტოლი გოგონა ჰყავდა და კაცმა "კონსულტაცია" იმის შესახებ, თუ რომელ სკოლაში სჯობდა მისი მიყვანა, მათგან მიიღო. ჰოდა, ანა ლანას კლასში ჩაირიცხა. ლანამ სკოლის დაწყებამდე აუწყა თანაკლასელებს, რომ მათ კლასში ახალი- სვანეთიდან ჩასული გოგო უნდა მისულიყო.
ვერელ და ვაკელ ბავშვებს მეტი ხომ არ უნდოდათ?!- სახალისო და საღადაო მოგვეცაო,- ფიქრობდნენ და სასწავლო წლის დაწყებას მოუთმენლად ელოდნენ, რომ სოფლელ გოგონაზე შაყირით გართულიყვნენ.
ანამ და ლანამ, ცხადია, ერთმანეთი მანამდე გაიცნეს, ვიდრე სწავლა დაიწყებოდა. როდესაც სკოლისთვის ახალი ტანისამოსის ყიდვის დრო დადგა, დავითმა ანას ფული მისცა და უთხრა:
- მე კი გამოგყვებოდი, მაგრამ ჯობია, ლანა წაიყვანო, თბილისში გაზრდილი გოგოა, უკეთ იცის, მოდაში რა არის, ის დაგეხმარება ტანისამოსოს შერჩევაში.
მეორე დღეს გოგონებმა მაღაზიები ჩამოიარეს. ლანამ ბოროტად გახუმრება გადაწყვიტა და ისეთი ტანისამოსი შეარჩევინა, რომელიც არც ანას მოსწონდა და ყველას მხიარულებასაც გამოიწვევდა, მაგრამ ანას უმტკიცებდა, ასეთი კაბაა მოდაში, ასეთი ფეხსაცმელი და ბლუზა და შენ თუ არ მოგწონს, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მოდაში არ არის; თუ გინდა, ეფექტი მოახდინო, ეს უნდა ჩაიცვაო. ანამ ხათრი ვეღარ გაუტეხა და რაზეც ლანამ ხელი დაადო, ის იყიდა.
შინ მისულმა ახალი ტანისამოსი ჩაიცვა და სარკეში ჩაიხედა. კოჭებამდე სიგრძის, ყავისფერი, წელში "აზბორილი", გვერდებში შეხსნილი ქვედაბოლო, ცისფერი, გრძელსახელოიანი ბლუზა, რომელიც ღამის პერანგს უფრო მოგაგონებდათ, ვიდრე ბლუზას, და სქელლანჩიანი, თასმებიანი ფეხსაცმელი, რომელსაც მამაკაცი უფრო სიამოვნებით ჩაიცვამდა, სულაც არ უხდებოდა და 50 წლის დედაკაცის იერს აძლევდა. კარგა ხანს უყურა საკუთარ გამოსახულებას, მერე თავი გადააქნია, სამოსი სწრაფად გაიძრო, ცელოფანის პარკში ჩაყარა და გარეთ გასულმა თან გაიყოლა. ისევ იმ მაღაზიას მიადგა, სადაც ორიოდე საათის წინ ლანასთან ერთად იყო. იქ დიდი სიამოვნებით გადაუცვალეს სხვა ტანისამოსში, რომელიც თვითონ შეარჩია.
- თქვენ გაცილებით უკეთესი გემოვნება გაქვთ, იმ გოგონასთვის არ უნდა დაგეჯერებინათ,- ღიმილით უთხრა გამყიდველმა.
- არა უშავს, მეგობარია და ხომ ვერ ვეტყოდი, უგემოვნო ხერ-მეთქი?! ამიტომ ვამჯობინე, მისთვის გული არ მეტკინა და მოგვიანებით გამომესწორებინა მეგობრის შეცდომა.
სკოლის დაწყების პირველ დღეს თანაკლასელებმა ლანა "შეჭამეს",- სადაა ის "სოფლელი",
რატომ არ მოიყვანეო?
ლანაც ტკბებოდა იმის წარმოდგენით, თუ როგორი "გამოპრანჭული" მოვიდოდა ანა და 1 თვე მაინც ეყოფოდათ ბავშვებს სახალისოდ.
ახალი მოსწავლე კლასს დირექტორმა წარუდგინა. გაკვეთილი უკვე დაწყებული იყო, როდესაც საკლასო ოთახის კარი გაიღო და ჯერ დირექტორი შევიდა, შემდეგ- ანა მიჰყვა და კართან მორიდებით გაჩერდა. შავი, მოკლე, დაპლისული ქვედაბოლო და დაბალქუსლიანი, ბაფთიანი, ლაკის ფეხსაცმელი მის ისედაც ჩამოქნილ და გრძელ ფეხებს უფრო მიმზიდველს აჩენდა. თეთრი, ტანზე მომდგარი, გულამოჭრილი ბლუზა აფუებულ მკერდზე ასკდებოდა. შავი, გრძელი თმა კეფაზე ჰქონდა შეკრული, "ჩოლკის" ქვემოდან კი მწვანე თვალები ანათებდა.

- ოჰო!- რამდენიმე ბიჭმა ერთად დაიძახა.
- ესაა სოფლელი?!.- "ბანი მისცა" ერთ-ერთმა.
ანამ თვალებით ლანა მოძებნა. გოგონა ბრაზისა და მოულოდნელობისგან გამწვანებულიყო. ასეთ რამეს ნამდვილად არ მოელოდა. ანა ყელმოღერებული იდგა და ელოდა, როდის გამოუძებნიდა ადგილს მასწავლებელი. როდესაც კლასის დამრიგებელმა მიუთითა, თუ სად უნდა დამჯდარიყო, იქითკენ ნელა წავიდა, თან დანარჩენებს ათვალიერებდა. ვისაც თავისი მომნუსხველი მზერით შეხედავდა, ყველა თვალებს ხრიდა. მედიდური იერით დაჯდა მერხზე, ჩანთა წინ დაიდო და მასწავლებელს ისეთი თვალებით შეხედა, რომ ქალმა იგრძნო, არცთუ იოლი იქნებოდა ამ გოგონასთან ურთიერთობა და მისი მორჯულება...
რამდენიმე კვირის შემდეგ, სკოლის უფროსკლასელი ბიჭების ნახევარზე მეტი ანაზე იყო შეყვარებული და უკან ლამის გუნდად დაჰყვებოდნენ.
თანაკლასელები პატივისცემით, მოწიწებითაც კი ექცეოდნენ ახალ მოსწავლეს. ცდილობდნენ, მის შესახებ ყველაფერი გაეგოთ, მაგრამ ანა გულს არავის უხსნიდა. წლის ბოლოს თითქმის ყელასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, განსაკუთრებით კი ერთ-ერთ თანაკლასელ გოგონას დაუახლოვდა, რომელიც მართალია, მასზე დაბალი იყო, მაგრამ სილამაზით ტოლს არ უდებდა. მაიკოც სამედიცინოზე აბარებდა და რეპეტიტორებთანაც ერთად დადიოდნენ.
იმ წელს ანა სტუდენტი გახდა, მაიკო კი ვერ ჩაირიცხა და იმედგაცრუებული, მალევე გათხოვდა.

სწორედ მისმა გათხოვებამ მოახდინა დიდი გავლენა ანას ცხოვრებაზე. გოგონები მეგობრობას აგრძელებდნენ. ანა ხშირად სტუმრობდა ახალდაქორწინებულ წყვილს. მაიკო და მახო ცალკე ცხოვრობდნენ და მათთან გამუდმებით მეგობრები ირეოდნენ. ზოგი მიდიოდა, ზოგი მოდიოდა და იყო ერთი ამბავი.
ერთ დღეს ანას მახოს მეგობარი, ლევანი გააცნეს. ლევანს მაშინვე მოეწონა ანა. გოგოსაც მის დანახვაზე გულში სითბო ჩაეღვარა.
ლევანი 27 წლის, მაღალი და ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა იყო. ამასთან, ანას ტოლი ბიჭებისგან განსხვავებით, გალანტურიც. იცოდა, როგორ უნდა მოჰქცეოდა ქალს, რომ მოწონება დაემსახურებინა. თუმცა საამისოდ დიდი ძალისხმევაც არ სჭირდებოდა, რადგან სუსტი სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას, მთავარ როლს მაინც მისი მშვენიერი გარეგნობა თამაშობდა.
- ნახე, რა ბიჭია!- ჩასჩურჩულა მაიკომ.
- მართლაც ლამაზია,- გაიცინა ანამ და ლევანს ქვეშ-ქვეშ გახედა.
- ლამაზი კი არა- "დაცემაა"! თუ იმასაც მოეწონე, გაგიმართლა და ეგაა.
ლევანმა პირველი დანახვისთანავე გადაწყვიტა, რომ ანა მისი გახდებოდა. თუმცა... თუმცა არსებობდა ერთი რამ, რაც ამაში ხელს შეუშლიდა- მას ცოლი ჰყავდა. 4 წლის წინ დაქორწინდა, მაგრამ შვილი არ უჩნდებოდათ და როდესაც ანა გაიცნო, იმ დროსითვის მისი ცოლი 3 თვის ფეხმძიმე გახლდათ.
გადაწყვიტა, თავიდან ყველაფერი საიდუმლოდ შეენახა. მახოს მაშინვე სთხოვა, მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ ანასთვის არაფერი ეთქვა; მაიკომ კი ისედაც არ იცოდა, რადგან მანაც იმ დღეს გაიცნო...
ანასა და ლევანის ურთიერთობა თავბრუდამხვევი სიჩქარით განვითარდა. ბიჭი ამოსუნთქვის საშუალებასა და გასაქანს არ აძლევდა, გოგოს ერთი წუთითაც არ სცილდებოდა, მარტოს არ ტოვებდა, შიშობდა, სხვას არ წაერთმია. ლევანს მართლა, მთელი გულით შეუყვარდა. ანას გარეშე ვერ ძლებდა. როცა ერთად არ იყვნენ, თვალწინ მისი სახე ედგა. ჩაფიქრებული, ხანდახან ამ სახეს გაუღიმებდა... "ჩემი ანა, ჩემი სიხარული!"- გაიფიქრებდა ამ დროს და გულში რაღაც თბილად ეღვრებოდა, მაგრამ მერე, უეცრად გაახსენდებოდა, რომ წინ ძალზე მაღალი, გადაულახავი ბარიერი ეღობებოდა და სახე მოექუფრებოდა... "რაღა ახლა დაფეხმძიმდა?! ამდენი წელი შვილი არ გვყავდა და თითქოს ჩემს ჯიბრზე აჩენს ახლა... ღმერთო, ჯანმრთელი გააჩინე ჩემი პატარა!"- გაიფირებდა ხოლმე და ახსენდებოდა, თუ როგორი სიხარულით შეხვდა პირველად ცნობას ცოლის ფეხმძიმობის შესახებ. ქალის სხეულში ჩასახლებული პაწაწინა არსება უზომოდ უყვარდა და ერთი სული ჰქონდა, როდის მოევლინებოდა ქვეყანას, რომ ხელში აეყვანა...

ახლა კი... ახლა ისევ ისე უყვარდა ჯერ კიდევ მუცლადმყოფი შვილი, მაგრამ... ცოლი შეიძულა... მისი დანახვაც კი აღარ შეეძლო. შინ ძალზე ცოტა დროს ატარებდა, რის გამოც, საყვედურებს იღებდა. იცოდა, რომ საყვედური სამართლიანი იყო, მაგრამ მაინც აღიზიანებდა. ჩხუბისა და აყალ-მაყალისგან მხოლოდ იმის გამო იკავებდა თავს, რომ ფეხმძიმე ცოლს რაიმე არ გართულებოდა.
ანა კი ბედნიერი იყო. მან არ იცოდა, რომ მის გულწრფელ სიყვარულს საფრთხე ელოდა... უზომოდ უყვარდა ლევანი და ოცნებობდა იმ დღეზე, როდესაც თეთრ კაბას ჩაიცვამდა და მასთან ერთად მივიდოდა საკურთხეველთან.
ერთი რამ კი უკვირდა: მიუხედავად იმისა, რომ წყვილი მთელ დღეებს ერთად ატარებდა და იმის საშუალებაც ბევრჯერ ჰქონია, რომ ვაჟს ეკოცნა, ლევანი მასთან ახლოს მისვლას არც კი ცდილობდა.

მარტოდ დარჩენილი ანა ხშირად ხუჭავდა თვალებს და წარმოიდგენდა მამაკაცის ტუჩებს... ამ დროს მისი შეხებისა და კოცნის დაუოკებელი სურვილი უჩნდებოდა. გულში გადაწყვეტდა- რადგან ლევანი არ იჩენდა ინიციატივას, მომდევნო შეხვედრისას თვითონ აკოცებდა. მაგრამ "მომდევნო შეხვედრისას" ამის გაკეთებას ვერ ბედავდა და ისევ მომდევნო შეხვედრისთვის გადადებდა ხოლმე...
ამასობაში რამდენიმე თვე გავიდა. ერთ დღეს, მორიგი გასეირნების შემდეგ, ლევანმა გოგონა შინ მიიყვანა. მანქანა, როგორც ყოველთვის, სახლის უკან, ქუჩის მხარეს გააჩერა. ანა დამშვდიბებისას ლიყაზე კოცნიდა ხოლმე. ამჯერად გოგონამ გამბედაობა მოიკრიბა და როდესაც საკოცნელად გადაიხარა, მამაკაცს ტუჩებზე დააკვდა.
ლევანს მოულოდნელობისგან სუნთქვა შეეკრა, გოგონას წელზე ხელი მოხვია და მკერდზე მიიკრა. მთელი გრძნობით კოცნიდა...
ის ხომ ამდენი თვეა, ამაზე ოცნებობდა, მაგრამ უნდოდა, საკუთარ თავთან პირნათელი ყოფილიყო... ან იქნებ იმას ფიქრობდა, რომ სიმართლის გამჟღავნების შემთხვევაში გოგონა ვერაფერზე უსაყვედურებდა?.. საბაბი არ ექნებოდა და იმიტომ...
კარგა ხანს კოცნიდნენ ერთმანეთს ჩახვეულები. მერე ანამ თავი მკერდზე მიადო და გაირინდა.
- ანა, სალაპარაკო გვაქვს,- ძლივს ამოღერღა მამაკაცმა.
- კი, გვაქვს,- ანას სუნთქვა შეეკრა, რადგან თავისი ბავშვური ჭკუით ფიქრობდა- როდესაც პირველად ერთმანეთს აკოცებდნენ, მამაკაცი იმ დღეს ხელს სთხოვდა.

ლევანმა მანქანა დაქოქა და ადგილიდან მოწყვიტა. გეზი მამა დავითის ეკლესიისკენ აიღო.
უკვე საკმაოდ გვიანი იყო და მამადავითზე არავინ დახვედრიათ... ეკლესიაში რამდენიმე სანთელი ენთო. როგორც ჩანს, მწუხრის ლოცვა წაეკითხა მღვდელს... ლევანი ხატს ემთხვია და პირჯვარი გადაიწერა. ანა მდუმარედ ადევნებდა თვალს...
გონება ეუბნებოდა, რომ ახლა რაღაც კარგი და სასიამოვნო უნდა გაეგო, მაგრამ გული ეკუმშებოდა... გული ცუდს უგრძნობდა...
ლევანი მისკენ მობრუნდა, მის ფეხებთან დაიჩოქა და ქვემოდან ახედა...
- მიყვარხარ, ანა... ამ წმინდა ადგილზე, წმინდანების წინაშე გეუბნები, რომ ყველასა და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ... უშენოდ მოვკვდები და ვერ ვიცოცხლებ. შენ ჩემი ჰაერი ხარ... ჰაერი რომ "გადაუკეტო" ადამიანს და სუნთქვის საშუალება არ მისცე, ხომ მოკვდება? ისე მოვკვდები მეც...
- ეგ სიტყვები შენ ადრეც მითხარი. ადექი, ამდენი სიწმინდეა ირგვლივ და ჩემ წინაშე მუხლებზე დგომა მკრეხელობაა... ამის უფლება არ გაქვს. მუხლი მხოლოდ მათ წინაშე უნდა მოიყარო,- ხმა გაუცივდა გოგონას.
ეკლესიის ეზოში კარგა ხანს იდგნენ. ლევანმა ვერ გაბედა იმ საღამოს სიმართლის გამხელა. ანას კი გულში ეჭვის ჭია შეუჩნდა. მიხვდა გოგონა, რომ მამაკაცს მხოლოდ სიყვარულის ასახსნელად არ წაუყვანია იქ.
ამ ამბიდან 4 თვის მერე, ანა უნივერსიტეტიდან ბრუნდებოდა. გაზაფხული იყო და რადგან სახლამდე დიდი მანძილი არ ჰქონდა გასავლელი, გზას ფეხით მიუყვებოდა. ფილარმონიას გასცდა და ბეჟანიშვილის ქუჩის კუთხეში ლევანის მანქანა შენიშნა. ის იყო, მისვლას აპირებდა, რომ ადგილზე გაშეშდა. ლევნმა მარჯვენა კარი გამოაღო და ახალგაზრდა, ლამაზ ქალს გზა დაუთმო. მერე, იქვე მდგარ, მეორე, შუახნის ქალს, რომელსაც ხელში პლედში გახვეული ჩვილი ეჭირა, ბავშვი გამოართვა, სავარძელზე მოკალათებულ ქალს მიაწოდა, კარი მიუხურა, თვითონ საჭეს მიუჯდა და მანქანა დაძრა. ლევანმა ვერც გოგონა შენიშნა და ვერც მისი "წაშლილი" სახე.
ანას ყბა უკანკალებდა და გაოგნებული ადგილიდან ვერ იძვროდა. მერე ტაქსი გააჩერა და ლევანს უკან მიჰყვა.
"ალბათ ნათესავია... და იქნება, ლევანს ხომ და ჰყავს. არ უთქვამს, რომ დისშვილი შეეძინა, მაგრამ მერე რა? ის ხომ თავის ნათესავებზე თითქმის არ ლაპარაკობდა...- სწორედ მაშინ გაახსენდა მამა დავითზე მომხდარი ამბავი.- იქნებ სწორედ ამის თქმას აპირებდა?"- ფიქრობდა გოგონა, მაგრამ ათას კითხვაზე არც ერთი პასუხი არ ჰქონდა.
ლევანის მანქანა კი ამ დროს სახლისკენ მიმავალ გზას მიუყვებოდა.
ტაქსის მძღოლს სთხოვა, ისე გაჩერებულიყო, რომ სადარბაზოსთან გაჩერებული ლევანის მანქანა კარგად გამოჩენილიყო.
ლევანმა ქალს ბავშვი გამოართვა და სადარბაზოში გაუჩინარდა. ქალები უან მიჰყვნენ. ანამ ეზო მოათვალიერა, გვერდით სადარბაზოსთან ქალები ისხდნენ. ტაქსის მძღოლს სთხოვა, მანქანა მათთან მიეყენებინა.
- უკაცრავად, ლევან მათურელს ვეძებ, სად ცხოვრობს?- ნახევრად ჩამოწეული მინის შიგნიდან ჰკითხა.
- აგერ, გვერდით სადარბაზოში,- მიასწავლა ერთ-ერთმა.
- სადარბაზოში რომ შევიდა ახლა, ისაა?- მიამიტურად იკითხა გოგონამ.
- დიახ, ისაა.
- ის ქალი, თან რომ ახლდა, დაა?- იმედს ჩაებღაუჭა, მაინც...
- არა, გენაცვალე, ცოლია, ახლახან შეეძინათ შვილი. თქვენ ვინ ხართ?- ჩაეკითხა ქალი.
- მე? მე არავინ, მე ნაცნობი ვარ... წავედით,- ხელი აუქნია ტაქსის მძღოლს და სავარძლის საზურგეს მიესვენა.
- ცუდად ხომ არ ხარ?- შეშფოთდა მძღოლი, როდესაც ანას გაფითრებულ სახეს შეხედა.
- არა, ცუდად არ ვარ... ძალიან ცუდად ვარ...
- რა ვქნა, გავაჩერო?- გულწრფელად შეეცოდა მამაკაცს.
- არა, სადაც ჩავჯექი იქ დამაბრუნე,- ძლივს თქვა გოგონამ.
სახე გაქვავებული ჰქონდა. ცრემლი არ წამოსვლია. იჯდა და გაყინული მზერით სადღაც, შორს იყურებოდა.
- მოვედით,- ტაქსის მძღოლის ხმამ გამოაფხიზლა.
ანამ ფული გადაუხადა და ისევ ფეხით გაუყვა გზას. ასეთი იმედგაცრუება და ტკივილი არასოდეს განუცდია. გამოსავალს ვერ პოულობდა, გზას ვერ ხედავდა. არ იცოდა, როგორ უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება...
დავითი შინ დახვდა, მაგრამ მასთან ლაპარაკის თავი არ ჰქონდა. თავის ოთახში შევიდა, საწოლზე გულაღმა დაეგდო და თვალი ჭერს გაუშტერა. ტელეფონის ზარის ხმაზე ისე შეხტა, თითქოს ბომბის ჩამოვარდნის ხმა გაიგონაო. ერთი ზარის მეტი არ შემოსულა. მიხვდა, ბიძამისმა უპასუხა.
- ანა, აიღე ყურმილი,- დაუძახა დავითმა.
იცოდა, ლევანი იქნებოდა. დარწმუნებული იყო... მისი ხმის გაგონება არ უნდოდა, მაგრამ მაინც უპასუხა.
- ჩემი ანა რას აკეთებს?- ყურმილიდან სითბო იღვრებოდა.
ანას მამაკაცის ხმა სხვანაირად მოესმა. აღარ იყო ეს ხმა ისეთი ახლობელი, როგორც რამდენიმე საათის წინ... ისეთივე სასურველი და მონატრებული იყო, მაგრამ ახლობელი- არა!
- არაფერს,- სცადა, ხმაზე არაფერი შეტყობოდა.
- გამოხვალ? რამდენ ხანში მოგაკითხო?
- 5 წუთში.
- კარგი, 5 წუთში მანდ ვარ.
ანამ მანქანის კარი რომ გამოაღო, გაახსენდა, რომ ამ სავარძელზე რამდენიმე საათის წინ "ის" იჯდა და ცოტა ხანს შეყოვნდა. თითქოს გველი დაინახაო, ისეთი სახე გაუხდა.
- რა გჭირს?- ლევანს შეუმჩნეველი არ დარჩენია მისი უჩვეულო გამომეტყველება და საქციელი.
- არაფერი,- უეცრად მიიღო გადაწყვეტილება და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.
- სად წავიდეთ?- მამაკაცმა, როგორც ყოველთვის, არჩევანი მას მიანდო.
- სადმე.
- რა მოხდა, ვერ ხარ ხასიათზე...
- არა, კარგად ვარ, შენ რომ დარეკე, მეძინა და მგონი, ჯერ ისევ მძინავს,- ნაძალადევად გაუღიმა გოგონამ.
- კარგი, მაშინ ქალაქგარეთ გავიდეთ და გავისეირნოთ.
- არა, რესტორანში წავიდეთ და აღვნიშნოთ.
- რა აღვნიშნოთ?
- მაგას იქ გეტყვი, მერე...
- კარგი, თანახმა ვარ, შენთან ერთად ჯოჯოხეთშიც წამოვალ...

ანამ ზიზღით ასწია ტუჩის კუთხე. უნდოდა, პირში მიეხალა, რომ ყველაფერი იცოდა... მამაკაცის თითოეული სიტყვა და ჟესტი ყალბად მიაჩნდა... მისი საქციელი ზიზღს ჰგვრიდა, მაგრამ საოცარი ის იყო, რომ მის მიმართ ისევ სიყვარულს გრძნობდა... ვერ გარკვეულიყო, ეს ორმაგი გრძნობა რას ნიშნავდა... თავისივე შეგრძნებებში გარკვევა უჭირდა.
- დავლიოთ რამე,- თვითონ შესთავაზა მამაკაცს, სუფრასთან მოკალათებულმა.
ეს ლევანის საყვარელი რესტორანი იყო... მყუდრო კუპეში, დაბალი მაგიდის გარშემო სკამების ნაცვლად რამდენიმე დივანი იდგა, რომელზეც უამრავი ბალიში იდო. შეგეძლო, ნებიერად მიწოლილს გეწრუპა კონიაკი და ჟასმინის ჩაი...
მიმტანმა უამრავი საჭმელ-სასმელი მოზიდა, ბოლოს კი ჩილიმიც შემოიტანა, რომელსაც სასიამოვნო სურნელი შემოჰყვა. გახურებული ნახშირისა და ირისის არომატმა სასიამოვნოდ შეუღიტინა ანას...
ერთმა ჭიქა კონიაკმა კი სასიამოვნოდ მოადუნა. დაძაბულობა მოეხსნა... სასმელს მიეძალა...
კონიაკით ტვინდამძიმებული და გაბრუებული ლევანს მიუჯდა...
მამაკაცი ქალს ჩანაფიქრს იოლად მიუხვდა, მაგრამ ინიციატივას არ იჩენდა, გაუჩერებლივ ლაპარაკობდა და ცდილობდა, ანას საქციელისთვის ყურადღება არ მიექცია.
ანა კი სულ ახლოს იჯდა მასთან, სახე მის სახესთან ჰქონდა მიტანილი და მისი ამონასუნთქი ჰაერი ლოყასა და კისერზე ხვდებოდა.
ლევანი თავს არ აბრუნებდა... იცოდა, საკმარისი იყო, მიეხედა, რომ მის ტუჩებს შეეხებოდა.
ანამ ხელი პირზე ააფარა და გააჩუმა. მამაკაცმა ხელისგული დაუკოცნა... გოგოს თვალებში შეხედა. მისმა ტუჩებმა თვითონ მოძებნა ანას ტუჩები და დაეწაფა.
ანა დივანზე გადაწვა და მამაკაციც თან გაიყოლა...
- ცეცხლს ნუ ეთამაშები, ანა,- ხმა უცახცახებდა ჩურჩულის დროს მამაკაცს.
- იქნებ მინდა, რომ ამ ცეცხლმა დამწვას და დამნაცროს?- ჩურჩულითვე უპასუხა გოგონამ.
- ანა, ასე არ შეიძლება,- წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა მამაკაცი, მაგრამ მის ტუჩებს ვერ სწყდებოდა, მისი ხელები კი ქალის სხეულს სწავლობდა... პირველად ეხებოდა საყვარელ არსებას ასე თამამად. პირველად შეიგრძნობდა ხელისგულებით მისი სხეულის მშვენიერებას... თავი ზღაპარში ეგონა.
- ლევან, მიყვარხარ,- ჩურჩულებდა ანა და თვალებიდან ცრემლი უგორდებოდა...
მამაკაცს ეგონა, კონიაკისა და ალერსის ბრალი იყო ცრემლი...
ანამ კი ზუსტად იცოდა, ხვალინდელი დღის გამო ტიროდა... "ხვალეს" სატირალს ტიროდა გოგო... ხვალ ის სულ სხვა ადამიანი იქნებოდა...
ლევანი ერთბაშად გამოერკვა, გოგოს ხელი გაუშვა და წამოჯდა.
იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო, თავი ხელებში ჩარგო.
- ლევან,- მოესმა ზურგს უკან.
მერე ანამ ხელი პერანგის ქვეშ შეუცურა და ზურგზე დაუსვა...
- ანა, არ შეიძლება, გესმის? ეს ჩვენ შორის არ უნდა მოხდეს...
- მე მინდა, რომ მოხდეს,- ჩუმად, მაგრამ მტკიცედ თქვა ანამ.
- არა!
- კი, ლევან, მიყვარხარ და შენთან მინდა... წავიდეთ სადმე, იქ, სადაც ჩემსა და შენ გარდა არავინ იქნება...
მამაკაცი წელმოწყვეტილივით წამოდგა. ქალის სურვილი კლავდა... ისე სურდა ანას ალერსი, როგორც არასდროს, მაგრამ... გული და გონება ებრძოდა ერთმანეთს... სინდისი დუმდა... გულმა იმარჯვა და სასაწორის პინა "ჰოსკენ" გადაწონა. ლევანმა იქვე დაგდებული პიჯაკი მხარზე მოიგდო, ანას ხელი გაუწოდა და წამოაყენა. გოგონა წაბარბაცდა, მაგრამ თავი შეიკავა და ფეხზე დადგა. ლევანმა ანგარიში გაასწორა, ანა მანქანაში ჩასვა და თვითონ კარგა ხნით სადღაც გაუჩინარდა. როგორც იქნა, დაბრუნდა და საჭეს მიუჯდა.
- ანა, შენ ახლა მთვრალი ხარ... არ მინდა ახლა გითხრა ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რამაც შესაძლოა, ბევრი რამ შეცვალოს...
- არა, არაფრის გაგონება არ მინდა... ნუ დამიწყებ შეგონებას,- სიტყვა გააწყვეტინა ქალმა,- მე სწორედ იმიტომ დავთვერი, რომ გამბედაობა მომეკრიბა. მიყვარხარ, შენც გიყვარვარ, ხომ ასეა?- ჩაეკითხა და თვალებში შეხედა.
- სიცოცხლეზე მეტად,- დაუდასტურა ლევნმა.
- ჰოდა, რაღას ველოდოთ? მე არ გეუბნები, რომ დღეს თუ შენთან დავწვები, ხვალ სახლში წამიყვანე და შენს ოჯახს რძლად წარუდგინე ჩემი თავი-მეთქი... მაგის დროც მოვა, ახლა კი უბრალოდ, შენთან მინდა და ეგაა.
ლევანმა მანქანა ადგილიდან მოწყვიტა და რამდენიმე წუთის შემდეგ ერთ-ერთ სატუმროსთან გაჩერდა.
ანა მის მიწვევას არც დალოდებია, მანქანიდან გადავიდა და ჰოლში პირველი შევიდა...
დილის 6 საათზე გაეღვიძა. ლევანი პირქვე იწვა, ცალი ხელი მისთვის ჰქონდა მოხვეული, ლოყით ბალიშს იყო მიხუტებული და მშვიდად სუნთქავდა. ანამ ფრთხილად გაითავისუფლა თავი და წამოდგა. ჩაცმას რამდენიმე წუთი დასჭირდა... მერე დიდი ხნის განმავლობაში გაუნძრევლად იდგა და მძინარე ლევანს დაჰყურებდა... მზერით ეფერებოდა... გონებით ემშვიდობებოდა... თვალს ვერ სწყვეტდა...
მერე თავის საჩვენებელ თითს აკოცა და ლევანს ტუჩზე მიადო... ერთბაშად შებრუნდა და ოთახიდან გავიდა...
გამოღვიძებულ ლევანს მის გვერდით არსებული სიცარიელე ცუდად ენიშნა... რამდენჯერმე დაუძახა ანას, მაგრამ არავინ გაეპასუხა. იქვე, ტუმბოზე დადებული ქაღალდის ნაგლეჯი შენიშნა.
"დამივიწყე"- ეს ერთი სიტყვა ეწერა, მხოლოდ.
გიჟვით წამოხტა, ტანისამოსი თვალის დახამხამებაში გადაიცვა და გარეთ გავარდა...
ანას სახლში ტელეფონს არავინ პასუხობდა. გოგონას ვერც უნივერსიტეტში მიაგნო...
საღამოს, ტელეფონზე დავითმა უპასუხა და უთხრა, რომ ანა შინ არ იყო და კიდევ დიდხანს არ იქნებოდა.
მთელი თვე ელოდა ლევანი ანას გამოჩენას. მერე სვანეთში ჩააკითხა, მაგრამ არც იქ დახვდა. მის ასავალ-დასავალს ვერსად მიაგნო.
ისინი 1 წლის მერე, სრულიად შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, ალექსანდრეს ბაღში.
- ანა, მოდი ჩემთან,- მოესმა ნაცნობი და ძალიან მონატრებული ხმა აჩქარებული ნაბიჯით მიმავალ გოგონას.
მიიხედა... ლევანი ახალფეხადგმული, პატარა გოგონას წინ ჩამუხლულიყო და ბავშვის შესაგებებლად მკლავები გაეშალა...
ანა ადგილზე გაშეშდა, ნაბიჯი ვეღად გადადგა... მხოლოდ ამის მერე შენიშნა ლევანმა და წამოდგა.
ერთხანს მზერით ბურღავდნენ ერთმანეთს.

"შეცვლილა, დაქალებულა",- გაიფიქრა მამაკაცმა...
"ისევ ისეთია",- გაიფიქრა ქალმა...
მერე ლევანი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა.
- გამარჯობა, ანა,- ხელი გაუწოდა მამაკაცმა...
- გაგიმარჯოს,- ძლივს გაითავსუფლა მარჯვენა მამაკაცის თითებისგან.
- ეს ანაა,- გააცნო პატარა.
ანამ ბავშვს თმაზე ხელი გადაუსვა.
- საყვარელი ბავშვია...
- ჩემია...
- ვიცი...
- იცი? საიდან იცი?
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
- მაშინაც იცოდი?- ბოლო შეხვედრა გაახსენა მამაკაცმა.
- ვიცოდი,- თავი დაუქნია ქალმა.
- ჩვენ სალაპარაკო გვაქვს...
- არა მგონია... ყველაფერი დამთავრდა, ყველაფერი წარსულს ჩაჰბარდა და დავიწყებას მიეცა,- გაუღიმა ქალმა და თვალებით მოეფერა.
- არაფერი დამთავრებულა, მე ისევ მიყვარხარ,- თვალი თვალში გაუყარა მამაკაცმა,- ახლა ბავშვს შინ წავიყვან, ძიძას დავუტოვებ და დავბრუნდები. ხომ დამელოდები?- პატარა ბიჭივით აცუნდრუკდა ლევანი,- მითხარი, დამელოდები?
ანა მხოლოდ უღიმოდა.
- ახლავე მოვალ,- ლევანმა ბავშვი ხელში აიყვანა და ბაღიდან გავიდა,- ახლავე, ახლავე მოვალ,- მიაძახა გასვლისას.
უკან დაბრუნებულ ლევანს ანა აღარ დახვედრია. ცოტა ხანს მერხზე ჩამოჯდა და იმედგაცრუებული წავიდა. ანა კი იქვე, მოშორებით იდგა და უყურებდა, როგორ იზრდებოდა მანძილი მათ შორს და სჯეროდა, რომ ეს მათი უკანასკნელი შეხვედრა იყო.-ნინო, დედა თან უნდა წავიყვანოთ, აქ მარტო აღარ დავტოვებ, რას იტყვი?
-არ წამოვა. ხომ იცი, მთელი ცხოვრება აქ აქვს გატარებული. ვერ გაძლებს ეგ სვანეთის გარეშე.
-დილით დაველაპარაკები, -ანამ საბანი წაიფარა და თავი ძილს მისცა.
დილით მზეს დაასწრო ადგომა.
განუმეორებელია მზის ამოსვლა მთაში. ბრმა უნდა იყო, ეს რომ ვერ დაინახო. უმშვენიერესი სანახაობაა, ამ ქვეყნის სამკაული ცისა და მიწის გასაყარზე... ერთგვარი სპექტაკლია... უზარმაზარი, ანთებული სფერო შემოგცქერის, ირგვლივ და გასწვრივ ცა მისი სხივებითაა "შეღებილი". თავზარდამცემი სიდიადე, არამიწიერი ფერების ნაკადი... ეს დაბადებაა... თანდათან ამოდის და გარინდებული მთების წვერზე მოექცევა, ამ გარინდებაში თითქოს მოწიწება და თაყვანისცემაა... ცოტა ხანს მთის წვერზე დაეკიდება, მერე კი ისევ ზევით მიიწევს, რომ დედამიწა გააღვიძოს და დააპუროს...
კარგა ხანს შეჰყურებდა ანა მზის ამოსვლას... სახეს უშვერდა და დილის, ჯერ კიდევ "გაუხურებელი" მზის სხივებში ნებივრობდა...
ამასობაში დედაც ადგა და ბოსლისკენ წავიდა. ხელში თბილი წყლით სავსე ვედრო ეჭირა. ანამ ხალათი მოიცვა, კიბე მსუბუქად ჩაირბინა და დედას მიჰყვა.
ერთმანეთში არეულმა ნაკელისა და რძის სუნმა ბავშვობა გაახსენა. დედა ძროხას მისჯდომოდა და ახალმოწველილი, თბილი რძე ჩხრიალით ჩადიოდა ვედროში.
-დე, მიმიშვი რა, მე მოვწველი...
დედას გაეცინა...
-მიდი, რა, დე...
ანამ ძროხის ცური თითებში მოიმწყვდია და მოქაჩა. რძე ჩხრიალით ჩაიღვარა ვედროში... რიტმულად აამოძარავა თითები... უცებ ჩამოწველა.
-მეორესაც შენ მოწველი? -ჰკითხა დედამ ღიმილით.
-არა, მეორე შენ მოწველე, -ანა პატარა სკამიდან წამოდგა და კუთხეში დაბმული ხბოსკენ წავიდა, რომელიც დედისკენ იწევდა. ხბო დედასთან მიუშვა და სიამოვნებით ადევნებდა თვალს, როგორ წოვდა ძუძუს მოშივებული, თან დროდადრო თავს აარტყამდა ხოლმე, რძე გამოუშვიო...
-დე, თბილისში წამოხვალ? -უეცრად ჰკითხა ანამ.
-კი, წამოვალ, -ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ გაეპასუხა ქალი ისე, რომ თავი არ აუწევია.
-სულ წამოხვალ? -ჩაეკითხა ანა, რადგან არ ელოდა, დედა ასე იოლად თუ დათანხმდებოდა. ეგონა, ხვეწნა დასჭირდებოდა მის დასაყოლიებლად.
-ჰო, სულ წამოვალ, სადაც ჩემი შვილები იქნებიან, მეც იქ ვიქნები... იქ უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ... შენ ამას ისე არ მეტყოდი, უკვე ნაფიქრი გაქვს და რადგან ასე მიიჩნევ საჭიროდ, არ შეგეწინააღმდეგები.
-სახლს და საქონელს ვის დაუტოვებ?
-ვის და -მეზობელს. ნანას დავუტოვებ, -როგორც ჩანს, ქალს უკვე ეფიქრა ამაზე.
-რამდენი ხანი დაგჭირდება, წამოსასვლელად მზად რომ იყო?
-ხვალ დილით უკვე მზად ვიქნები, -ქალი ძროხის მოწველას მორჩა, ორივე ძროხა ჭიშკრის გარეთ გაიყვანა და საძოვარზე გაუშვა. უკან მობრუნებულმა რძე გაწურა, ქვაბში ჩაასხა, ქვაბი ღუმელზე შემოდგა და შეშა შეუკეთა.
-დავიღალე, შვილო, -წამოწყებული საუბარი განაგრძო ქალმა, -ძნელია მარტოხელა ქალისთვის ზამთარში აქ გაძლება. ზაფხულში უფრო იოლია. სვანეთში კი ლამის 7 თვეა ზამთარი. რაც შენ შემომითვალე და ამიკრძალე, მიწას აღარ ვამუშავებ. სხვა რა საქმე მაქვს? ამ
2 ძროხის დარაჯად ვარ და ეგაა. ან ესენი რად მინდა? მე 1 თავი ყველი 1 კვირა
მეყოფა... მაგის საყიდელი ფული სულ მაქვს... უბრალოდ, თავს ვიქცევ... სოფელში ვცხოვრობ და აუცილებელია, რომ საქონელი მყავდეს და ეგაა.
-მაშ, ხვალ დილით მივდივართ, გადაწყვეტილია! -ანა წამოდგა და ნინოს ააკითხა.
-როგორ დაითანხმე დედა? -ჰკითხა ნინომ.
როგორც ჩანს, მას დისა და დედის საუბარი ესმოდა.
-შენ წარმოიდგინე, რომ ძნელი სულაც არ იყო. უარი არ უთქვამს. ის კი არა, მომეჩვენა, რომ გაუხარდა კიდეც, როცა ვუთხარი, წამოდი-მეთქი...
-ჰოდა, ძალიანაც კარგი, ხვალ მივდივართ?
-ჰო.
თბილისში დაბრუნებულ ანას უამრავი საქმე ჰქონდა. რამდენი ახლობელი ჰყავდა მოსანახულებელი, რამდენი საქმე -მოსაგვარებელი... ვახო საბლიანი -მოსაძებნი... ქალაქის ცხოვრებაში კარგად უნდა გარკვეულიყო -ბიზნესის წამოწყებას აპირებდა და უნდა გადაეწყვიტა, სად, რომელ სფეროში ჯობდა ფულის დაბანდება...
ანა გარეგნულად ძალიან ნაზი, ქალური, ჰაეროვანი და ფერიასავით ლამაზი იყო. მანერებიც და ჩაცმის სტილიც ისეთი ჰქონდა, როგორიც ნამდვილ ლედის შეეფერება -დახვეწილი და ელეგანტური, მაგრამ მისი შინაგანი ბუნება გარეგნობასთან სრულ კონტრასტს ქმნიდა -ჯიუტსა და თავნებას ვაჟკაცური თვისებებიც მკვეთრად ჰქონდა გამოხატული. ცხოვრებას არასოდეს უშინდებოდა და თუ საჭირო იყო, მუშტი-კრივშიც კი ჩაებმებოდა... როცა თავისი აზრის დაცვა სჭირდებოდა, სალი კლდესავით შეუვალი ხდებოდა და თუ რამეს ჩაიფიქრებდა, აუცილებლად მიაღწევდა საწადელს... შესაშური ნებისყოფაც ჰქონდა და ამ თვისებებმა მის ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინეს.
მამაკაცები მუდამ ბუზებივით ეხვეოდნენ და ყველგან ყურადღების ცენტრში ექცეოდა... მის მოვლილ და ჩამოქნილ თითებზე კოცნაც კი ბევრს ნატვრად ჰქონდა გადაქცეული.
ანა ამ ყველაფერს მიჩვეული იყო და უჩვეულოდ ის უფრო მიაჩნდა, თუ ახალგაცნობილი მამაკაცი მის შებმას არ დაიწყებდა.
არც ახლა გაჰკვირვებია, როცა ახალნაყიდი მანქანის გადასაფორმებლად რუსთავში მიმავალს, მის გვერდით, სავარძელში, უდარდელად გადაწოლილი მანქანის ძველი პატრონი თვალებით ჭამდა და ათასგვარ სისულელეზე ელაპარაკებოდა, ოღონდ მისი ყურადღება მიეპყრო.
-2 თვის წინ ვაკეში სახლი ვიყიდე, რემონტი უკვე დავამთავრე, ახლა კი დროა, ცოლის მოყვანაზე ვიფიქრო, -ყბედობდა ჯონი, -მანქანაც მყავს, ქონებაც მაქვს და ცხოვრებაც, მარტო ერთი კარგი დედაკაცი მაკლია, რომ ოჯახი ავაწყო.
-კი, მაგრამ აქამდე რატომ არ მოიყვანე ცოლი? -ანამ ჯონის მოზრდილ ღიპსა და ღაბაბს თვალი შეავლო და გაეცინა.
-აქამდე როგორ მოვიყვანდი, ქოხში ხომ არ ვაცხოვრებდი და ავტობუსით ხომ არ ვატარებდი? ჩემს ცოლს არ ეკადრება, გენაცვალე, ასეთი ცხოვრება...
-ჩემო ჯონი, ერთი ის მითხარი, რას მატყობ, რომ დედაკაცი ვარ ან ვინმეს ქონებას დავხარბდები და სიმდიდრის გამო გათხოვებას გადავწყვეტ?
-ა-ა-რრა, როგორ გეკადრება, გენაცვალე, -ჯონი ასეთ პირდაპირობას არ ელოდა და ცოტათი დაიბნა, -ვინ გითხრათ, რომ ვინმეს ქონებას დახარბდებით? მე თქვენ არ მიგულისხმიხართ.
-გინდა თქვა, რომ ამ ყველაფერს, რასაც ახლა ლაპარაკობდი, ჩემს გასაგონად არ ამბობდი?
-აარრა, კკი... არა, არა, თქვენს გასაგონად არ ვამბობდი, -საბოლოო ჯამში გადათქმა ამჯობინა, რომ ქალი არ გაენაწყენებინა და ამით მისკენ მიმავალი გზა სულ არ მოეჭრა.
-კარგი, რადგან ჩემს გასაგონად არ ამბობდი, მაშინ კეთილი ინებე და გაჩუმდი, შენი სამომავლო გეგმები არ მაინტერესებს, -გააჩუმა ანამ.
ჯონი გაბუტული ბავშვივით კუთხეში მიიყუჟა და ხმა აღარ ამოუღია. მხოლოდ ხანდახან გადახედავდა ხოლმე საჭესთან მჯარ ქალს და ეგ იყო...
-ნომერი შეარჩიეთ, ქალბატონო, -მიმართა ოპერატორმა გოგონამ და ხელი ზურგს უკან, თაროებზე განთავსებული სანომრე ნიშნებისკენ გაიშვირა.
-ეგ ნომერი არ მინდა, -მოჭრით თქვა ქალმა.
-აბა, რა ნომერი გნებავთ?
-როგორც ვიცი, ფასიანი ნომრებიც გაქვთ და ნებისმიერი სახელის ნომრად აღება შემიძლია.
-დიახ, თუ დაკავებული არაა, რა თქმა უნდა.
-არა მგონია, რომ დაკავებული იყოს, -რაღაცნაირად, უცნაურად ჩაიცინა ანამ,ultrix მინდა...
-უკაცრავად, როგორ თქვით?
ანამ ფურცელზე დაწერა -ულტრიხ და ოპერატორს მიაწოდა.
-ეს ნომერი 10 ათასი ლარი დაგიჯდებათ, -გაფრთხილებასავით გაისმა ოპერატორის ხმა.
-არა უშავს, დამიჯდეს, მთავარია, რომ გარკვევით ეწროს, -ისევ უცნაურად ჩაიცინა ქალმა.
-სალაროში 10.000-ლარიანი ქვითარი აიღეთ, შემდეგ გარეთ გაბრძანდით, ხელმარჯვნივ, ერთსართულიან შენობაში მიბრძანდით და იქ დაგიმზადებენ...
რამდენიმე წუთის შემდეგ ანას მზა სანომრე ნიშანი ხელში ეჭირა და უცნაურად დაჰყურებდა... ნომრები მანქანაზე იქვე დაუმაგრეს.
ქალმა შორიდან შეხედა თავის წითელ "მერანს" და კმაყოფილი მიუჯდა საჭეს.
-ანა, რას ნიშნავს ეგ სიტყვა, ნომრად რომ აიღე? -ჰკითხა ჯონიმ, როდესაც თბილისისკენ მომავალ ტრასას დაადგნენ...
-ეგ ლათინური სიტყვაა, ცოტა რთული ასახსნელია, -თავი აარიდა პასუხს ანამ.
-უცნაური ქალი ხარ, -თავისი "კომპეტენტური" აზრი გამოთქვა ჯონიმ.
-შეიძლება უცნაური ვარ, მაგრამ იქნებ თქვენ, დანარჩენი ადამიანები ხართ უცნაურები და მე -ჩვეულებრივი?
-შეიძლება, -ცოტა ხნის შემდეგ უპასუხა მამაკაცმა, მაგრამ გულში მის ნათქვამს არ დაეთანხმა, -ისე, სვანები ყველანი უცნაურები ხართ, -დაასკვნა ბოლოს და გაჩუმდა.
ანას მისი ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ჯონი იქ ჩამოსვა, სადაც მამაკაცმა მიუთითა და ვიდრე მანქანას დაძრავდა, აწკრიალებულ ტელეფონს უპასუხა.- დავით, ჩამოხვედი? - ჩასძახა ტელეფონში გახარებულმა.
- ჰო, აეროპორტში ვარ, თუ შეგიძლია, მოდი, შე ქაჯანავ, თუ არა და, ტაქსით წამოვალ, - ბიძამისსაც გაუხარდა დისშვილის ხმის გაგონება.
- მოვალ, დამელოდე, - ტელეფონში ჩასძახა ანამ და გეზი აეროპორტისკენ აიღო. თბილისში ანას ჩამოსვლამდე 2 კვირით ადრე დავითი საქმის გამო პრაღაში გაემგზავრა, ანას კი დაურეკა და ბოდიში მოუხადა, რომ თბილისში ვერ დახვდებოდა.
ბიძა-დისშვილი ერთმანეთს თბილად გადაეხვია... დავითი ანასთვის მამაც იყო, მეგობარიც, ძმაც და ბიძაც. მასზე ახლობლად არავინ მიაჩნდა და თავისი ცხოვრება დავითის გარეშე ვერც წარმოედგინა.

- ვაა, მანქანის ყიდვა უკე მოგისწრია, - დავითმა კმაყოფილებით შეათვალიერა ანას ავტომობილი...
- კი, ჩამოვედი თუ არა, მეორე დღესვე შევიძინე, მოგწონს? - ჰკითხა, გასაღები გადაატრიალა და გვერდით მჯდომ დავითს ღიმილით შეხედა...
- კი, მაგარია, 100 ათასს გადაიხდიდი, ამ "თოჯინაში"...
- არა, მაგდენი არ მიმიცია, 20 ათასით ნაკლები გადავიხადე...
- სამაგიეროდ, ნომრებიანად დაჯდებოდა მაგდენი, - გაეცინა დავითს.
- ნომრებიანად - კი.
- ჯიუტი ხარ, ჩემო პატარავ, - თმა მოუჩეჩა სიყვარულით დავითმა, - შენი მანქანის ნომრით თუ ვიმსჯელებთ, ფიცის გატეხას არ აპირებ...
- არ ვაპირებ, მაგრამ ჯერ მანამდე დრო მაქვს, ბიზნესის წამოწყებას ვაპირებ...
- შეეშვი, რად გინდა, აგერ, ჩვენი საერთო საქმიდან წილი ხომ გაქვს, არც საბანკო ანგარიშებს უჩივი და რაღად გინდა ახალი თავსატეხი?
- ხომ იცი, მე უსაქმოდ ვერ გავჩერდები, რაღაც უნდა ვაკეთო...
- აგერ, ჩაუდექი სათავეში შენს დაარსებულ კომპანიას, მე კი დაგეხმარები და აკეთე საქმე, რამდენიც გინდა...
- არა, დავით, ეგ არაფერია... ბავშვობიდან დიდი კომპანიის ხელმძღვანელობაზე ვოცნებობდი, ძალიან მაგარი ოფისით და ბევრი თანამშრომლით.
- ღმერთმა დიდი შეცდომა დაუშვა, შენ რომ ქალად გაგაჩინა...
- მე კი მიმაჩნია, რომ ძალიანაც კარგად მოიქცა... არ ვნანობ, ქალი რომ ვარ...
დავითმა მხოლოდ თავი გადააქნია...
ამასობაში დავითის სახლთან მივიდნენ და ბარგი ძლივს აათრიეს მეორე სართულზე.
ანას მონატრებოდა ბიძამისის სახლი, სადაც 5 წელი გაატარა და მიაჩნდა, რომ ის მისი სახლიც იყო.
- საჩუქრები ჩამომიტანე? - ანამ უზარმაზარ ჩემოდნებს გადახედა და ისე, როგორც ბავშვობაში, როცა დავითი მივლინებიდან ბრუნდებოდა ხოლმე, ერთი სული ჰქონდა, როდის ჩაძვრებოდა თავდაყირა ამ უზარმაზარ და უძირო ჩემოდნებში, რომ მათი შიგთავსი საფუძვლიანად შეესწავლა. იქ ტკბილეულთან ერთად აუცილებლად რაიმე სიურპრიზიც ელოდა ხოლმე.
- კი, ჩამოგიტანე, მიდი, გაქექე ჩემოდნები, ხომ ვიცი, ერთი სული გაქვს, - გაეცინა დავითს, - მეცოდები, რომ არც ტანისამოსი გაქვს და ტკბილეულიც დიდი ხანია, არ გიჭამია, მე რომ არ გყავდე, რა გეშველებოდა?
ანამ ჩემოდანი დივანზე დადო და საკეტები
ერთმანეთის მიყოლებით, ნელა გახსნა.
მაშინაც ასე იცოდა, იხანგრძლივებდა სიამოვნებას... ნელა ირჯებოდა და ამ დროს იმაზე ფიქრი უყვარდა, გამოიცნობდა თუ არა, რას ჩამოუტანდა საყვარელი ბიძა, მაგრამ როგორც წესი, ვერასოდეს ხვდებოდა წინასწარ.
ამჯერად უამრავი შოკოლადი და 2, ძალიან ლამაზი თოჯინა იდო ჩემოდანში.

- ერთი ნინოსია? - მიხვდა ანა.
- ჰო, - დავითმა თავი დაუქნია.
ანამ ორივე თოჯინა ამოიღო ყუთებიდან, ერთმანეთს შეადარა და რომელიც უფრო მეტად მოეწონა, თავისთვის ის დაიტოვა.
დავითმა და ანამ რესტორანში ისადილეს და საუბარს კარგა ხანს შეჰყვნენ. გვიან საღამოს კი ანა დავითს გამოემშვიდობა.
მას მაიკოსთან და მახოსთან სტუმრობა ჰქონდა გადაწყვეტილი.
მეგობრის ოჯახთან ურთიერთობა მას შემდეგ გაწყვიტა, რაც ლევანს დაშორდა. ამ ადამიანზე ერთი სიტყვის გაგონებაც კი არ უნდოდა და როდესაც მაიკოს ნახულობდა, ძალაუნებურად, ლევნაზე ჩამოაგდებდნენ ხოლმე სიტყვას.
ამიტომ გოგომ მეგობარს გულახდილად უთხრა, რის გამო წყვეტდა მასთან ურთიერთობას და ბოდიშიც მოუხადა...
დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც მაიკო აღარ უნახავს... მეგობრის შესახებ ისიც კი არ იცოდა, შვილი ჰყავდა თუ არა. ამიტომ, მაღაზიაში საჩუქრის საყიდლად შესულმა, ისევ ტბილეულის ყიდვა არჩია და რამდენიმე წუთის შემდეგ მაიკოს სახლის კარს მიადგა.
მაიკო თვალებს არ უჯერებდა, კართან ანა რომ დაინახა. მეგობარს კისერზე ჩამოეკიდა და იმდენი კოცნა, ამოსუნთქვის საშუალებაც არ მისცა.
- შემოდი, შემოდი, - ხელი ჩაავლო და შინ ისე შეიყვანა. თითქოს შიშობდა, რომ ანა უარს ეტყოდა და უკან გაბრუნდებოდა.
ანამ იქაურობას თვალი მოავლო, მაგრამ იქ ნაცნობი და ძველი ვერაფერი აღმოაჩინა.
ბინა გაერემონტებინათ, ავეჯი შეეცვალათ და ყველაფერს მზრუნველი ხელი ეტყობოდა.
- მარტო ხარ? - ირგვლივ მაიკოს გარდა სულიერი ვერ დაინახა ქალმა.
- ჰო, მახო რაიონში მუშაობს, დიდი ობიექტი აქვს აღებული და კვირაში ორჯერ ჩამოდის მხოლოდ.
- ბავშვები?
- შვილი არ მყავს, - სევდიანად თქვა მაიკომ, - თითქმის ყველა ცნობილი ექიმი მოვიარეთ, გვეუბნებიან, რომ ყველაფერი წესრიგში გვაქვს, მაგრამ არ ვფეხმძიმდები...
- ეს ძალიან ცუდია, მე მეგონა, ახლა უკვე მოზრდილი ბავშვები გეყოლებოდა.
- ეჰ, არ გამხადა ღმერთმა დედობის ღირსი, - ამოიოხრა მაიკომ.
- მე ავიღებ მაგას ჩემს თავზე, ამერიკაში გაგიშვებ, იქ ერთი კარგი ექიმია, რომელიც ამ სფეროში სასწაულებს ახდენს და პირობას გაძლევ, რომ მაგ პრობლემას გადავჭრით.
- შენ როგორ ხარ? გავიგე, რომ ამერიკაში წახვედი; დიდი ხანია, რაც დაბრუნდი?
- 4 დღეა, რაც ჩამოვედი...
- ანა, კიდევ უფრო გალამაზებულხარ...
- იჰ, - ხელი ჩაიქნია ანამ, - კარგი, რა... ახალი რა არის, ის მითხარი.
- მნიშვნელოვანი არაფერი, რომ მოსაყოლად ღირდეს.
- კი, მაგრამ ნუთუ, 14 წლის განმავლობაში ისეთი არაფერი მოხდა, რომ მომიყვე? - ანა მიხვდა, რომ მაიკო ლევანზე ლაპარაკს განგებ არიდებდა თავს.
- არა, არაფერი, - ისევ გააქნია თავი.
- ლევანი როგორაა? - პირდაპირ ჰკითხა ქალმა.
- რა უჭირს, არის ძველებურად. ცოლს გაშორდა და შვილს თავად ზრდის, რადგან იმ გოგომ თან არ წაიყვანა. ახლა უკვე 14 წლისაა, დიდი გოგოა და მამაზე ჭკუას კარგავს, ისე უყვარს, - მაიკოს ლაპარაკი ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა.
- ჰო, მახო... კარგად, შენ?.. მეც მომენატრე, - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა მაიკო, - იცი, ჩვენთან ვინაა სტუმრად?.. ანა... ჰო, ის ანა... კარგი, მოგიკითხავ, თვითონაც მოგიკითხა... კიდევ მოვა, ნუ ინერვიულებ... მაშინ ნახავ... ხომ მოხვალ კიდევ, ანა? - ჩაეკითხა მეგობარს.
ანამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- ჰო, მოვალო, მოვალო, - ხმამაღლა გადაიკისკისა მაიკომ და ქმარს დაემშვიდობა.
- ანა, იცი, როგორ მიხარია, რომ დამიბრუნდი? გულის სიღრმეში ყოველთვის მჯეროდა, რომ აუცილებლად მოხვიდოდი, რადგან ჩვენი მეგობრობის ასე გაწყვეტა უსამართლობა იყო. თავიდან მიჭირდა შენთვის ამ ნაბიჯის პატიება, რადგან ლევანის დასავიწყებლად ეს გამოსავალი არ იყო, მაგრამ მერე, დროთა განმავლობაში დავივიწყე წყენა და ძალიან მენატრებოდი ხოლმე... იცი, რამდენჯერ დავრეკე შენთან და ყურმილი ისე დავკიდე, რომ არ დაგელაპარაკე?
- შეყვარებული მამაკაცივით იქცეოდი? - გაიცინა ქალმა.
- ჰო, და ვიცი, რომ შენც ასე იქცეოდი.
- კარგი, რაც იყო, იყო, ახლა თავიდან დავიწყოთ ყველაფერი...
- იცი, მაშინ ძალიან განვიცადე, ბავშვი რომ გარდაიცვალა...
ანას ფერი ეცვალა.
- შენც იცი? - არ ელოდა, რომ მისი და ლევანის შვილის გარდაცვალების ამბავი მაიკოს ყურამდეც მივიდოდა.
- კი, ვიცი და ისიც ვიცი, რომ ამის გამო სვანებთან უკმაყოფილება მოგივიდა.
- ჰო, - თავი დააქნია ანამ, მაგრამ მაიკოს ლაპარაკი აღარ ესმოდა. კედელზე, ერთ ადგილს გაუშტერა თვალი და თითქოს ფილმს უყურებსო, ისე ნათლად დაინახა იმ საშინელი დღეების კადრები.
როგორც კი ანა მიხვდა, რომ ორსულად იყო, ბევრი არ უფიქრია, მაშინვე დავითს გაუმხილა. ბიძამ გაუგო, საყვედურიც კი არ დასცდენია...
მისი ფეხმძიმობა დამალა, მაგრამ ანას ნათესავების (მამის მხრიდან) ყურამდე მაინც მიაღწია ამ ამბავმა.
თბილისში ჩამოსულმა მურთაზმა შემთხვევით მოჰკრა თვალი თითქმის 9 თვის ფეხმძიმეს და დავითს მიუვარდა. მაშინ მურთაზსა და დავითს შორის დიდი შეხლა-შემოხლა მოხდა.

მურთაზი დავითს ბრალს სდებდა, რომ უმამო ბავშვი თავისთან წამოიყვანა და სათანადოდ ვერ მიხედა, ანას კი მოკვლით ემუქრებოდა. დავითი ანას იცავდა და მურთაზს სთხოვდა, რომ გოგონასთვის ხმა არ გაეცა.
მურთაზმა სვანეთიდან თავისი ძმები გამოიძახა. დავითს მაშინ მიუცვივდნენ, როცა ანა შინ არ იყო და სცემეს. შინ დაბრუნებულ ანას ბიძაშვილები ისევ იქ დახვდნენ, დავითის სახლში ჯერ კიდევ ალიაქოთი იყო...
გასისხლიანებული დავითის დანახვაზე გოგონას ისტერიკა დაემართა. იმავე საღამოს ნაადრევი მშობიარობა დეწყო.
დავითი უკვე "სასწრაფოს" ჰყავდა წაყვანილი. ანა მურთაზმა სამშობიაროში ტაქსით წაიყვანა. 3 კვირით ადრე გოგონა გააჩინა. ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო...
3 დღის შემდეგ აცნობეს, რომ ჩვილი გარდაიცვალა...
მძიმედ გადაიტანა ის დღეები ანამ, მაგრამ თავი ხელში აიყვანა და სამშობიაროდან გამოსული იმაზე ფიქრობდა, ნათესავები როგორ დაეშოშმინებინა, რომ ამ სირცხვილის გამო გვარიდან არ მოეკვეთათ.
ფიქრი მაიკომ გააწყვეტინა. ვიდრე ანა თავის წარსულზე ფიქობდა, მას ყავის მოდუღება მოესწრო.
ქაფქაფა, სურნელოვანი სითხით სავსე ფინჯნები ოთახში შემოჰქონდა, როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა.
- გააღე, რაა, მეზობელი იქნება, მაგას ჩემი სტუმარი არ გამოეპარება, - აქოთქოთდა მაიკო, - თუU დაინახა, რომ ვინმე მოვიდა, აუცილებლად შემოვა, რომ "დასმოტროს", ვინაა და რაზეა მოსული.
ანა ღიმილით ადგა, მაგრამ კარი რომ გააღო, ღიმილი სახეზე შეეყინა...
იქ ლევანი იდგა და ქალს მდუმარედ შეჰყურებდა... ხმას ვერც ანა იღებდა. კარგა ხანს იდგნენ ასე, ვიდრე მაიკო არ გამოვიდა.
- ლევან, შენა? - მოულოდნელობისგან იქვე შედგა. - შემოდი, შემოდი, - შემოიპატიჟა შემდეგ.
ლევანი შემოვიდა, ჯერ ანა გადაკოცნა, შემდეგ მაიკო და ოთახში შეაბიჯა.
- თავს დავდებ, რომ ჩემმა ქმარმა დაგირეკა, - მაიკო უკან მიჰყვა.
ანამ ერთი პირობა გადაწყვიტა, უსიტყვოდ წასულიყო, მაგრამ მერე გადაიფიქრა. რა ჰქონდა გასაქცევი? რატომ უნდა აერიდებინა თავი?
თვითონაც ოთახში შევიდა და მამაკაცის პირისპირ, დივანზე დაეშვა.
- ანა, როგორ ხარ? - ლევანმა ოფიციალური სახე მიიღო და ხმასაც ასეთი ტონი მისცა.
- კარგად, თავად?
- მეც არა მიშავს. როდის ჩამოხვედი?
- რამდენიმე დღეა.
- მე მაღაზიაში ჩავალ, - ხმამაღლა თქვა მაიკომ და კარს მიღმა გაუჩინარდა, მაგრამ ეს უწყინარი ტყუილი საჭირო არც იყო... მის გასვლას ვერც ვერავინ შენიშნავდა, წყვილი ისე იყო ერთმანეთის თვალიერებით გართული.
- ისევ ისეთი ლამაზი ხარ, - მამაკაცმა კომპლიმენტი უთხრა.
- შენ კი გაზრდილხარ, გაჭაღარავებულხარ, ასაკი დაგტყობია, - არ დაინდო ქალმა...
- ჰო, უკვე 40-ს გადავაბიჯე, - ჩაიცინა ლევანმა.
მამაკაცი ადგა და ანას მიუახლოვდა. დაიხარა, 2 თითი ნიკაპში ამოსდო და თავი ააწევინა.
- შენ კი ისევ ისეთი პატარა გოგო ხარ, - სახე ახლოს მიუტანა და თვალებში ჩახედა.
- შეხება არ გაბედო, - კბილებში გამოცრა ანამ ისე, რომ თავი არ გაუწევია.
ლევანს წარბიც არ შეუხრია ანას სიტყვებზე. ლამის ცხვირი ცხვირზე მიადო და თვალებში ისე ჩახედა. კარგა ხანს ბურღავდნენ ერთმანეთს თვალებით, შემდეგ მამაკაცი წელში გასწორდა, ჩაიცინა და თავის ადგილს დაუბრუნდა.

- გინდა გითხრა, შენს თვალებში რა დავინახე? - ჰკითხა რაღაცნაირი, ჩამქრალი ხმით.
- შენ ან მკითხაობა დაიწყე, ან ფსიქოლოგობა, - ანამ საუბრის თემის შეცვლა სცადა.
- მე შენს მზერაში წარსულის გამო სინანული და ტკივილი დავინახე. სიყვარული კი - ვეღარ. აქამდე სულ მეგონა, რომ ჩემს დავიწყებას ვერ შეძლებდი, თუნდაც იმიტომ, რომ შენთვის პირველი მამაკაცი ვიყავი, მაგრამ თურმე ვცდებოდი. შენ აღარ გიყვარვარ და ეს შენმა თვალებმა მითხრეს.
- დიდი დრო გავიდა, ლევან...

- მერე რა, ზუსტად იმდენივე დრო გავიდა ჩემთვისაც, მაგრამ მე ისევ მიყვარხარ.
- სისულეებს ნუ მელაპარაკები, რაც იყო, აღარ დაბრუნდება. ჩვენ მხოლოდ მეგობრობა შეგვიძლია. შენ მართალი ხარ, აღარ მიყვარხარ. სისიულელეა იმის მტკიცება, რომ თუ ადამიანი შეგიყვარდა, იმას ვერ გადაიყვარებ და რომ სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის, ცხოვრებაში. ეს პოეტების მიერ გაღმერთებული და გაკულტებული გრძნობაა. სინამდვილეში სიყვარული რამდენჯერმე მოდის და სხვადასხვანაირად. შენ მიყვარდი, არ უარვყოფ, მაგრამ შენს მერე სხვაც მიყვარდა და შენზე ნაკლებად - არა. გინდა, გასწავლო, როგორ უნდა მიხვდე, ადამიანს სიყვარულში გაუმართლა თუ არა?
- ჩემგან განხვავებით, შენ ფილოსოფოსობა დაგიწყია, - ჩაეცინა ლევანს, - მაინტერესებს შენეული "თეორემა".
ამ დროს შემოსასვლელი კარის ხმა გაისმა და ოთახში მაიკო შემოვიდა.

- აბა, როგორ ხართ? ხომ არ მოიწყინეთ? რა ცხვირ-პირი ჩამოგტირით, რა იყო? - ორივეს გადახედა.
- მოდი, მოდი, დაჯექი, საინტერესო თემაზე ვლაპარაკობთ, - ლევანმა დივანზე ხელი დაარტყა.
- ახლა მე თქვენ ორივეს ერთ კითხვას დაგისვამთ და გულახდილად მიპასუხეთ - როგორ გგონიათ, ერთი სიცოცხლეა ცოტა ერთი სიყვარულისთვის თუ ერთი სიყვარულია ცოტა ერთი სიცოცხლისთვის? - ანამ თვალები მოწკურა და ხან ერთს შეხედავდა, ხან მეორეს.
- ერთი სიცოცხლეა ცოტა ერთი სიყვარულისთვის, - დაფიქრების შემდეგ თქვა მაიკომ.

- მე კი პირიქით მგონია, ერთი სიყვარულია ცოტა ერთი სიცოცხლისთვის, - ღიმილით თქვა ლევანმა.
- ჰოდა, მაგას ვამბობდი. ამ კითხვაზე პასუხი საკმარისია საიმისოდ, რომ იმ ადამიანის სიყვარულის "დიაგნოზი" დასვა. მაიკოს გაუმართლა, ცოლად თავის პირველ სიყვარულს გაჰყვა და დღემდე უყვარს. ამიტომაც ეცოტავება მთელი ცხოვრება მახოს სიყვარულისთვის. შენ კი, ჩემო ლევან, რამდენჯერ გიყვარდა?
- სამჯერ, - მოკლედ უპასუხა მამაკაცმა.
- ჰოდა, რაღა თქმა უნდა, რომ კიდევ იქნები სიყვარულის ძიებაში და ერთი სიყვარული გეცოტავება შენი ცხოვრებისთვის. შენ არ გაგიმართლა!
- არ გეთანხმები, მაგრამ დავანებოთ მაგას თავი, შენ როგორ უპასუხებდი ამ კითხვას? - ახლა ლევანმა მოწკურა თვალები.
- შენნაირ პასუხს გავცემდი... როცა შენ მიყვარდი, როცა გოჩა მიყვარდა, მაშინ რომ ეკითხა ვინმეს, რაღა თქმა უნდა, ვეტყოდი, რომ ერთი ცხოვრება მეცოტავება ამ ადამიანის სიყვარულისთვის, მეორე, მესამე და დანარჩენ ცხოვრებაშიც მინდა, რომ მიყვარდეს-მეთქი, მაგრამ ახლა ასე არ ვფიქრობ.
- გოჩა ვინაა? - მიამიტი სახით იკითხა ლევანმა.
- ჩემი პირველი ქმარი.
- შენ რა, მეორეც გყავდა? - თითქმის ერთდროულად იკითხეს მაიკომ და ლევანმა.
ანას გაეცინა, ფეხზე წამოდგა, ყელი მოიღერა და პათოსით წარმოთქვა:
- გაიცანით, საქართველოს დამსახურებული ცოლი, ორგზის ქვრივი, ქალბატონი ანნა კალდერონი! - ხელი გულზე მიიდო და "პუბლიკას" გადახედა.
მაიკომ გადაიკისკისა, ლევანმა ჩაიცინა.
- ანნა როდის აქეთ გახდი? - ჰკითხა ქალს.
- მას შემდეგ, რაც "მამაჩემმა პეტერბურგში წაგიღო და ქართული სულ დაგავიწყდა"... - გაიღიმა და დივანზე დაეშვა.
- ანა, მანქანით ხარ? - ჰკითხა მაიკომ.
- კი.
- ის დიდი, წითელი ჯიპი რომ დგას ჩემს სადარბაზოსთან, შენია, ხომ? ნომრით მივხვდი, რომ შენი იქნებოდა. უცნაური სიტყვა აწერია, ნომრის მაგივრად. მივხვდი, რომ ლათინური სიტყვაა და გამახსენდა, რომ ლათინურს შენ ფლობ სრულად.
- ვაა, 100 ათასიანი "რეინჯ როვერით" ხარ მოსული? მეც შევნიშნე ეგ მანქანა, რომ შემოვდიოდი, კარგა ხანს ვათვალიერე, მისი პატრონის შემშურდა, - გაუკვირდა ლევანს.
- დიახ, მაგით ვარ მოსული.
- ვაა...
- ეგ ჩემი მეორე ქმრის მემკვიდრეობის წყალობაა, - ხელი ჩაიქნია ანამ.
- სარფიანად გათხოვილხარ და დაქვრივებასაც სულზე მოუსწრია, - ირონიული გახდა ლევანი.
ანა მოიღუშა. ცოტა ხანს გაჩუმდა, შემდეგ კი ფეხი ფეხზე გადაიდო და დაიწყო:
- თუ გინდათ, მოგიყვებით იმას, რაც მხოლოდ მე ვიცი... მას შემდეგ, რაც ბავშვი დაიღუპა, - მსმენელთა პასუხს არ დაელოდა ანა, ისე დაიწყო თხრობა.
- ვისი ბავშვი დაიღუპა? - იკითხა ლევანმა.
- ამან არ იცის? - მაიკოს გადახედა ანამ.
- მე არ მითქვამს, - მხრები აიწურა მაიკომ.
- ჩემო ლევან, ჩემი და შენი ანუ ჩვენი პირველი ღამის შემდეგ 2 კვირა რომ გავიდა, ჩემდა სამწუხაროდ, აღმოვაჩინე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, - ლევანი შეკრთა, თითქოს შესცივდაო, ისე შეაკანკალა, - ჰოდა, მას შემდეგ, რაც მუცელი წამომეზარდა, მაიკოსთან ურთიერთობაც გავწყვიტე, რადგან ჯერ ერთი, გარეთ იშვიათად გამოვდიოდი, რომ ჩემი "სამარცხვინო" მუცელი სხვისი გარჩევის საგანი არ გამხდარიყო და თვალში არავის მოხვედროდა და მეორეც - შენ რომ არ გაგეგო ეს ამბავი. ჰოდა, ასე იყო თუ ისე, გოგონა შემეძინა, მაგრამ დრომდე 3 კვირით ადრე ვიმშობიარე და ბავშვის გადარჩენა ვერ მოახერხეს. ახლა ამას თითქოს იოლად ვამბობ, მაგრამ მაშინ ძალიან მძიმე დღეები გადავიტანე... მოკლედ, რამდენიმე ხნის შემდეგ გავიცანი ბიძაჩემის მეგობარი, სვანი ბიჭი, რომელსაც მანამდე იმ მიზეზით არ ვიცნობდი, რომ საქართველოში არ იყო. ეს გახლდათ გოჩა, რომელიც ისე თავდავიწყებოთ შემიყვარდა, რომ საკუთარ სიცოცხლეს მერჩია. ეს, ლევან, ჩვენი ბოლო შეხვედრიდან ორწელნახევრის მერე მოხდა. თუმცა, სვანური, ველური წესჩვეულების გამო, ჩემი ქმარი ქორწილის დღეს მოკლეს - სისხლი აიღეს. 12 საათის გათხოვილი დავქვრივდი... ქმრის საფლავზე დავიფიცე, რომ მის მკვლელს არ შევარჩენდი და სისხლს ავიღებდი აუცილებლად. თუმცა, ამის სისრულეში მოსაყვანად დრო მჭირდებოდა, რადგან მაშინვე რომ ამესრულებინა ჩემი მუქარა, ცხელ კვალზე დამაპატიმრებდნენ, მე კი ციხეში ყოფნის სურვილი არ მქონდა. ჰოდა, ამის მერე 1 წელი სვანეთში ვიყავი და ქმარს ვგლოვობდი. წლისთავზე დავბრუნდი თბილისში და ამერიკაში წასასვლელად დავიწყე მზადება...

მარი ჯაფარიძე



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

ისევ არასწორად იქცევი:))). დიდი აურზაური მხოლოდ შენმა არასწორმა საქციელმა გამოიწვია და არა იმან მწერალი ხარ თუ არამწერალი. ვის რაში აინტერესებს ეგ საერთოდ?! ბოლოს მიუთითე ავტორი და ეგაა. როცა ავტორი არ იცი,იმ ისტორიას რომელსაც აკოპირებ დასაწყისში ან ბოლოში დახედე და ეწერება აუცილებლად:)))). წინა თავის კომენტარებში დაწერე უკვე: ამ რომანს ჰქვია ULTRIX და ავტორიც მითითებული იყო. შენ კი...შეაყარე კედელს ცერცვი გამოგივიდა:)))))))))).

 


№2  offline მოდერი Amalthea

შენ რომ მწერალი იყო, რამდენად გესიამოვნება იმის აღმოჩენა რომ ვიღაც "სხვა" დებს შენს ნაწარმოებს, თან ისე რომ შენი არსებობაც კი შეუმჩნეველია.
ეს არის მარი ჯაფარიძის, ავტორი მაინც მიუწერე ზრდილობის პონტში.
მწერალს თუ მაინც არ სცემ პატივს, ჩვენ გვეცი და ავტორის ვინაობა მიუთითე.
გგონია თუ არ მიაწერ ვინაობას არავინ წაიკითხავს?
ზუსტადაც, დავდექი და დღეს თავიდან ბოლომდე წავიკითხე.
რასაც შენ აკეთებ უსინდისობა და უნამუსობაა.
კარგი იქნებოდა, საიტის ადმინისტაცია ერეოდეს ასეთ საკითხებში :)))
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

grafo
ისევ არასწორად იქცევი:))). დიდი აურზაური მხოლოდ შენმა არასწორმა საქციელმა გამოიწვია და არა იმან მწერალი ხარ თუ არამწერალი. ვის რაში აინტერესებს ეგ საერთოდ?! ბოლოს მიუთითე ავტორი და ეგაა. როცა ავტორი არ იცი,იმ ისტორიას რომელსაც აკოპირებ დასაწყისში ან ბოლოში დახედე და ეწერება აუცილებლად:)))). წინა თავის კომენტარებში დაწერეს უკვე: ამ რომანს ჰქვია ULTRIX და ავტორიც მითითებული იყო. შენ კი...შეაყარე კედელს ცერცვი გამოგივიდა:)))))))))).

 


№4 სტუმარი manana

Arvici visi istoriaa magram rom minda wavikitxo bolomde vuci amitom avtors vtxov ar wamoegos ankess da daweros bolomde. gelodebi dzvirfaso male dade negatiuri azrebi ubralod gaatare.vot.

 


№5 სტუმარი Mariami

Martalia,es mari jafaridzis romania,romelic ramdenime wlis ukan ibechdeboda jurnalshi "gza"..

 


№6  offline მფლობელი goga27

სიახლის ორივე ნაწილს ჩაუმატე ავტორი რაც შეეხება სიახლის ავტორს შემდგომში მიაწერე ნაშრომის ნამდვილი ავტორი როგორც ამას ორივე ნაწილს აქ წინაღმდეგ შემთხვევაში სიახლე წაიშლება.
--------------------
♥ 4Love.Ge

 


№7 სტუმარი Mariami

Dzalian magari romania,mari jafaridze xom saertod super gogo..

 


№8  offline წევრი aNuGi

ძალიან მაგარია <3
ვერ ვხვდები რაღაზე გედავებიან, 2 ნაწილის ბოლოს გარკვევით წერია ავტორის სახელი და გვარი.
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№9  offline წევრი მოლურჯო

მაინც ვერ გამოასწორე
ვერანაირად
შენს დაშვებულ შეცდომას ისევ სხვას აბრალებ
--------------------
მარიამი

 


№10 სტუმარი manana

Mari jafaridze radgan aris avtori am nawarmebus mas aqvssaavtoro ufleba xo sxvebs ra gchirt.me minda am istoriis gagrdzelebis wakutxva da gamovxate chemi azri .me tqveni komentarebi ar mchirdeba.ok

 


№11 სტუმარი nia

მანანაა მოკეტე რა შენ უწერ მხოლოდ რომ საოცარია მის ყველა მოპარულ ისტორიას აქედან გამომდინარე გამოდის რომ თავადვე ხარ უბრალოდ შეცვლილი სახელით..თუ ეგრე გაინტერესებს გადადი გზის საიტზე და წაიკითხე სრულად დევს... აქ დავაა სამართლიანი.... უნდა იყოს დაცული საავტორო უფლება და არ უნდა უცვლიდეს სახელს სხვის ნაშრომს და ღამენათევ ისტორიებს... რა წესია სათაურის შეცვლა ყველას უცვლის მისი დაბალი გემოვნებით

 


№12 სტუმარი manana

Chemtan meoret ase ar ilaprakot gasagebia !!!me momewona istoria da wavikitxe .sxva ar mainteresebs. landzgva xo xelovnebatt aqvt dagaqceuli rac var miweria da sxvebisgan gansxvavebit .

 


№13 სტუმარი Maria

არავის არავინ არ გაულანძღავს, მიუხედავად იმისა რომ ღირსი იყო. წაკითხულის გააზრება უნდა შეგეძლოთ:)))). ამდენი ადამიანი ეუბნება ავტორი მიუთითეო და ვითომ არაფერი.

 


№14  offline წევრი tatia27

Naklebad mainteresebs sxvisi azrebi mit ufro landzgva aucileblad daideba gagrdzeleba mari jafaridze yofila avtori tqvengan gavige, ase ro vinc dainteresdeba caikitxavs :-)

 


№15 სტუმარი Maria

ოჰ, წენ ეტყობა შუბლზე სქელი ტყავი გაქვს გადაკრული დამატებით:)))). აბა, ახლა საიდანაც ამ ისტორიას აკოპირებ ჯერ სათაურს დახედე და იქვე ავტორიც უწერია. შენ ეტყობა კიდევ არ იცი სად ხარ.თავხედობა და ქურდიზმი ამ საიტზე არ გაგივა! ან ვინ გითხრა დადება შეწყვიტეო ისტორიის?! ვინც ისტორუა იცნო სათაურის სწორს სახელს და ავტორის მითითებას მოითხოვდა!

 


№16  offline წევრი tatia27

Maria
ოჰ, წენ ეტყობა შუბლზე სქელი ტყავი გაქვს გადაკრული დამატებით:)))). აბა, ახლა საიდანაც ამ ისტორიას აკოპირებ ჯერ სათაურს დახედე და იქვე ავტორიც უწერია. შენ ეტყობა კიდევ არ იცი სად ხარ.თავხედობა და ქურდიზმი ამ საიტზე არ გაგივა! ან ვინ გითხრა დადება შეწყვიტეო ისტორიის?! ვინც ისტორუა იცნო სათაურის სწორს სახელს და ავტორის მითითებას მოითხოვდა!

მხოლოდ მეცინება თქვენს დაბალ დონეზე მართლა გაუგებარი ხარ :-

 


№17 სტუმარი nia

შენ მოკეტე შეურაცყობა გგონია? სასაცილოა ... შეურაცყოფა თუარ იცი რა არის... შეუგნებელზე მეტი საშინელი ავადმყოფობა არ არსებობს და ეგ გაქვს შენ... ამდენი ახსნის მერე ვერ გებულობ რას ითხოვენ აქ სამართლიანად... კიდევ გაგიმეორებ უნდა დაწეროს ავტორი და ნაშრომს სახელი არ უნდა შეუცვალოს მისი დაბალი გემოვნებით. აქ ოდელია კიარაა ... შენ პირადში რომ გნახო უფრო მეტს გეტყვი ... დადებით დადე არავინ გეუბნება არ დადოო ნუ უცვლი სახელს და ავტორი მიუთითე. შენ ის კატეგორია ხარ შეაყარე კედელს ცერცვი ... ამ საიტმა კიდე შენისთანა პლაგიატები ქურდები და არარაობები უნდა დაბლოკოს და ჯაფარიძემ კარგ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ მინიმუმ უნდა გიჩივლოს მერე ნახავ შენ სამართლიანობას და შეურაწყოფას... სულმდაბლობაა მოიპარო სხვისი ნაშრომი და აქეთ იყო დიდგულზე კიდე... რამდენი ნიკით არ უნდა წერო შენ მაინც ისეთივე იქნები რაც ხარ შენისთანებს არ შველის არაფერი

 


№18  offline წევრი tatia27

არ მიუთითე ადამიანო?
ვინმემ გითხრა მე ვწერო? ვაიჰ მართლა რა კარგად ნახე რა მიწერია რაც მომწონს ვტვირთავ და მწერალი არ ვართქო და კიდე მე ვარ გაუგებარი?

 


№19  offline წევრი Bubuto90

კი მიუთითე მას შემდეგ რაც მოხდა, თორე ისე გააგრძელებდი როგორც წინა ისტორიებზე....

 


№20  offline წევრი tatia27

Abaa gamiskda guli shishisgan da imito miutite:-D tavidanve iyo da morchit ra :-)

 


№21  offline აქტიური მკითხველი grafo

მდააა...ისე მგონი სხვის დონეზე საუბარი ცოტა უხერხულია შენი მხრიდან, მაშინ როცა ისეთ ისტორიას დებ, რომელიც შენი არჩეულია თურმე რადგან მოგწონს, მაგრამ მისი არც სათაური იცი და არც ავტორი:)))))). შავით თეთრზე წერია, რომ საიტის მფლობელმაც კი მოგცა შენიშვნა ქურდობისთვის. არ გაჩერდე რაა. გააგრძელე. მაინტერესებს შენი შესაძლებლობები:)))).

 


№22  offline წევრი tatia27

grafo
მდააა...ისე მგონი სხვის დონეზე საუბარი ცოტა უხერხულია შენი მხრიდან, მაშინ როცა ისეთ ისტორიას დებ, რომელიც შენი არჩეულია თურმე რადგან მოგწონს, მაგრამ მისი არც სათაური იცი და არც ავტორი:)))))). შავით თეთრზე წერია, რომ საიტის მფლობელმაც კი მოგცა შენიშვნა ქურდობისთვის. არ გაჩერდე რაა. გააგრძელე. მაინტერესებს შენი შესაძლებლობები:)))).

Me witelit shavze megona :-) vnaxot :-) me arc qurdi car da arc pretenzia maq :-) mokled davigale xo ceria avtori xoda damshviddit ra ar mogbezrdat??

 


№23 სტუმარი Qeta

Mec maqvs es istoria wakitxuli.ultrix satauria.iq svani araa naxsenebi daa eg sityva shurismaziebels nishnavs.. shenishvna miecit gamoaswora dawynardit awi raiyot es ertmanetis lanzgva aset sasiyvarulo saitze:-) aba viokebt nervebs daa wavidaa kitxvaa ..

 


№24  offline წევრი varduka

Erti kitxva maqvs daa mipasuxet vinmeem.chems prof rom shevdivae da cchem dakomentarebuls vnaxulob romel istoriazea dawerili komentari armichvenebs daa rogorr gavarkvio??

 


№25 სტუმარი manana

ar var sxva da rac miweria is var dawynardit .. Rac gindat iq qenit .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent