შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ადამიანები [2]


6-06-2016, 01:38
ავტორი მოი’ის’ფრო
ნანახია 1 760

ჰო, პირველივე დღეს ხელებში ჩავუვარდი ბიჭს,
რომელსაც ვხვდებოდი.
ჩვენი სახეები ძალიან ახლოს აღმოჩნდა ერთმანეთთან.
ვიგრძენი როგორ დამიარა მთელ სხეულში სიმხურვალემ, თითქოს ფეხის თითებიდან დაიწყო და ნელ-ნელა სახისკენ მოიწევდა. ვგრძნობდი, როგორ გამიხურდა სახეც და თითქმის ნათლად წარმოვიდგინე რა წითელი ვიქნებოდი იმ წამს. ძალიან შემრცხვა.
სანდროც, თითქოს ჯინაზე თვალს არ მაცილებდა, თან ვხედავდი, როგორ ეღიმებოდა ტუჩის კუთხეში.
მიუხედავად იმისა, რომ საშინლად უხერხულ მდგომარეობაში ვიყავი, მიწის გასკდომას და შიგ ჩაძრომას ვნატრობდი, მაინც არ შევიმჩნიე, სწრაფად გავსწორდი და სანდროს გავუღიმე.
- გმადლობ, გადამარჩინე.
- არაფრის, ყოველთვის ვეცდები, როგორც შემეძლება.
- სად წავიდეთ?
- ვინაიდან შენი გემოვნება არ ვიცი, ვიფიქრე Linville-ში წავსულიყავით. ძალიან ლამაზი გარემოა, გემრიელი საჭმელი.. რას იტყვი?
- მეხუმრები? ჩემი უსაყვარლესი კაფეა.
ოდნავ დაწინაურდა და მანქანის კარი გამიღო.
- გთხოვთ, მილედი.
მშვენიერი ღიმილი აქვს ამ ბიჭს, რას ვერჩოდი ნეტავ.
შეიძლება არც ქონდეს თავში ავარდნილი, მე კიდევ განაჩენი გამოვუტანე.
ძალიან შემრცხვა ჩემი თავის.
იქნებ, ინტელექტის ნაკლებობამ შემაწუხოს?
რა გინდა ელენე? არა, რა ეტყობა გაუნათლებლის?
ამ ფიქრებში ვიყავი ”ლინვილს” რომ მივადექით.
კარი გამიღო და შემატარა.
მესიამოვნა.
აღმოჩნდა, რომ ორივეს ერთი და იგივე ადგილზე გვიყვარდა ამ კაფეში ჯდომა - ფანჯარასთან.
ლამაზი ხედი იყო. ოდნავ ნაცრისფერშეპარული ცა და
ბევრი, ბევრი ოქროსფერი ფოთოლი.
ოდესმე გქონიათ ისეთი შეგრძნება, თითქოს მეორე თქვენნაირი იპოვეთ?
მე ასეთი შეგრძნება დამეუფლა იმ საღამოს.
ერთნაირი გემოვნება წიგნებში, ფილმებში, ერთნაირი შეხედულებები ცხოვრებაზე, თუმცა ბევრი რამითაც განვსხვავდებოდით და ალბათ ეს აუცილებელიცაა.
ყველაზე მეტად ის მიხაროდა, რომ ამ საოცარ ბიჭს ოდნავადაც არ ქონდა თავის თავზე დიდი წარმოდგენა, ინტელექტის ნაკლებობაზე რომ ვფიქრობდი, ახლა მრცხვენია, იმდენად განათლებული და ჭკვიანი იყო.
- როგორც მივხვდი, მარჯანიშვილში თამაშობ.
- ჰო, ბავშობიდან ვოცნებობდი ამ თეატრზე და აი, ამიხდა.
- დიდი ხანია?
- ორი წელია.
- ახლა რას დგამთ?
- ”ანტიგონეს.”
ცერა თითი ასწია მოწონების ნიშნად და გამიღიმა.
- შენ ისმენე ხარ?
- არა, ანტიგონე.
- მართლა? არ ველოდი.
საშინლად არ მესიამოვნა, ნუთუ ჰგონია, რომ ვერ ვითამაშებ?
- რატომ?
როგორც შემეძლო მშვიდად ვთქვი, თუმცა ხმა მაინც გამებზარა.
- რამდენადაც მახსოვს, ისმენე ანტიგონეზე ლამაზია. თუ ანტიგონე შენ ხარ, შენზე
ლამაზი გოგო სად იპოვეს?
მესიამოვნა, გამეცინა, ავჟიტირდი.
მუცელში ფარფატით დამიარა რაღაცამ.
ისევ ეს სიმხურვალე, ისევ გავწითლდი.
- ელი, სულ ასე წითლდები შენ?
”ელი”.
ხასიათი წამში შემეცვალა, ალბათ სახეზეც შემეტყო,
რადგან სანდროსაც შევამჩნიე, რომ დაიძაბა.
- რამე... რამე მოხდა ელენე? რამე არასწორად ვთქვი?
- არა სანდრო, არაფერია. უბრალოდ მამა მეძახდა ელის მხოლოდ.
- გეძახდა?
- ჰო, აღარაა.
- მაპატიე, ბოდიში რა.
უხერხულობისგან აღარ იცოდა რა ექნა. ცრემლები ჯანდაბაში გავაბრუნე და გავუღიმე.
- არაფერია, სანდრო.
- ისე, როგორ ფიქრობ, სწორად მოიქცა ანტიგონე?
სასწრაფოდ შეცვალა სასაუბრო თემა.
- ჰმმ, რთული კითხვაა. გახსოვს ბოლოს რას ამბობს? ”ნეტავ ვიცოდე, რისთვის
ვკვდები” - ო. მთელი ცხოვრება ჩასჩიჩინებდნენ, რომ მაღალი იდეალებისთვის ბრძოლა კაცების საქმე იყო, რომ თვითონ მხოლოდ ცოლობა, დედობა ევალებოდა. ანტიგონემ იცოდა, რომ მოკლავდნენ, ეგონა უსამართლობას ებრძოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ თვით კრეონმაც კი არ იცოდა რომელი ძმა დამარხა და რომელი - არა. ასე რომ, არ ვიცი... ნეტავ ვიცოდე, რისთვის ვკვდები...
ბოლო ფრაზა ჩურჩულით, უფრო ჩემთვის ვთქვი.
- შენ იდეალური ანტიგონე იქნები, ელე. და მე, პრემიერის დღეს, უზომოდ ვიამაყებ შენით.
ვერაფერი ვთქვი. იმდენად ვიყავი ემოციებით სავსე, სიტყვას ვერ ვძრავდი.
ვგრძნობდი, რა კარგი ადამიანი შევიძინე მისი სახით და მიხაროდა.
- დიდი მადლობა ფერადი საღამოსთვის, ელენე.
- შენც, ძალიან დიდი მადლობა.
- რომ ახვალ მომწერე.
- კარგი . - ყურებამდე გავეკრიჭე და ფაცხაფუცხით ავირბინე კიბეები.
იმ ღამეს მამა მესიზმრა. მიღიმოდა, ანუ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
ძილშიც კი მივხვდი, რომ რაღაც ახალი იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში.
რაღაც, რაც ძალიან დიდ ძვრებს გამოიწვევდა და ჯერ კიდევ არ ვიცოდი სადამდე მიმიყვანდა ეს ცვლილებები.

”შემთხვევით ხომ არ სცალია ელეს? ვიფიქრე ლანჩზე ერთად გავალთ-მეთქი."
სანდრო მწერდა. .
საბედნიეროდ რეპეტიციებს შორის 2 საათი მქონდა შუალედი და სიამოვნებით დავთანხმდი.
ჯერ ერთი საშინლად მშიოდა, მეორეც - სანდროსნაირ კომპანიონს ვერც ინატრებდი ადამიანი.
სანამ ტელეფონი დარეკავდა, ჩემ თავს ვაკვირდებოდი სარკეში.
ფერმკრთალი ანარეკლი გაღიმებული შემომყურებდა, უცნაურად აციმციმებული თვალებით. გრძელი, წითური თმა ჰაეროვნად ეფინებოდა ლამაზად გამოკვეთილ ლავიწებს. ტელეფონის ზარმა შემაკრთო. აქ იყო.
ლანჩის დროს ძირითადად თეატრზე ვლაპარაკობდით, ჩემს საოცნებო როლებზე,
მიზნებზე, გეგმებზე. მიხაროდა, რომ ასე დავახლოვდით, რომ მასთან ნებისმიერ თემაზე შემეძლო მესაუბრა.
- დღეს რომელზე თავისუფლდები?
- 7 ზე, რა იყო?
- რა ვ'იყო და.. - გაეცინა - გამოგივლი და ფეხით გავისეირნოთ, კარგი ამინდია, რას იტყვი?
- რას ვიტყვი და ჰო-ს, მშვენიერი იდეაა.
- რა ლამაზი ხარ, იცი?
- კი, ვიცი.
- ოჰ, თავმდაბალიც.
- ჰო. გამეცინა.
- არა, მართლა, შენი კანის და თმის ფერი მომწონს.
- მეფლირტავები?
- არა, იმას ვუსვამ ხაზს, რაც ისედაც ცხადია.
- კარგი, კარგი - დანებების ნიშნად ორივე ხელი ავწიე.
დღე ისე გაფრინდა ვერც გავიგე, 7-ს ნახევარი იყო რეპეტიციას რომ მოვრჩით.
სანამ მოვწესრიგდი შვიდიც გახდა.
სანდროს აღარ დაურეკავს, ისედაც ვიცოდი შვიდზე თეატრთან რომ იქნებოდა.
ამჯერად გრაციოზული ფისოს როლის თამაში აღარ დამიწყია, მეშინოდა ისევ არ ავყირავებულიყავი კიბეზე.

- ”ტანგოს” ცეკვა იცი?
მკითხა გასვლისთანავე.
- რა?
გავოგნდი.
- ტანგოს ცეკვა იცი-მეთქი?
- კი, მაგრამ... რატომ მეკითხები?
- მასწავლე რა, გთხოვ.
ორი თითით გამოწია ყელი, თხოვნის ნიშნად.
- მართლა გინდა? ავხედე გაოცებულმა.
- ჰო, რა იყო? გაეცინა და თმა აიჩეჩა.
- კარგი, ახლავე?
- მოდი, ახლავე.
აი ასე ვასწავლიდი სანდროს ტანგოს ცეკვას შუა მარჯანიშვილზე.
შემოდგომა თავის მუსიკას უკრავდა, მხოლოდ ჩვენთვის.
ხელი ჩემს წელზე ჰქონდა შემოხვეული, მე მის კისერზე, ერთმანეთს ვუყურებდით თვალებში და არც არავინ არსებობდა გარშემო სხვა.
სხეულის ენით ვსაუბრობდით და ვერ იარსებებდა ამაზე დიდი ვნება ჩვენს შორის.
ჰო, არსებობენ სულის ადამიანები, რომლების პოვნაც ძალიან ძნელია,
მაგრამ თუ იპოვი, არ უნდა გაუშვა და თუ გაუშვებ, შეიძლება მთელი ცხოვრება ინანო.
არ აქვს მნიშვნელობა რას არქმევ ადამიანს, გრძნობას იმ კონკრეტულ მომენტში.
მეგობრობას თუ ლტოლვას. შეიძლება ამ ლტოლვას მეგობრობითაც ნიღბავ,
ეს არაა არსებითი. მთავარი ისაა, რომ არსებობდა რაღაც დიდი,
ძალიან ძლიერი მაგნიტური ველი, რომელიც საშუალებას არ მოგვცემდა ერთმანეთი გაგვეშვა.
ალბათ გავიდოდა ძალიან დიდი დრო და იქვე მდგარი მოხუცი,
რომელიც ამ ყველაფერს შეესწრო, ღიმილით გაიხსენებდა შემოდგომის თბილ საღამოს, ოქროსფერში გახვეულ წყვილს, ორ მონათესავე სულს და ტანგოში დაფარულ ვნებას,
რომელიც კაცმა არ იცის როდის იფეთქებდა.



№1  offline წევრი შამხათი

არ ვიცოდი ეს ისტორია, პირველად ვკითხულობ. ძალიან მომწონს, ისეთია, რაღაცნაირი, თბილი. მინიმალურად გადმოცემულ ემოციებში უფრო მეტი სიღრმე იგრძნობა და ძალიან მომწონს.სამყაროსხელა სიმპათიები ჩემგან! love

 


№2  offline წევრი Salo me

მომწონს ძალიან, რაღაცნაირად მარტივი და საინტერესო, არც ზედმეტი ემოციები, მსუბუქი საკითხავია რაც ძალიან სასიამოვნოა. გააგრძელე კარგია ♥
--------------------
Sally

 


№3  offline წევრი მოი’ის’ფრო

okay
მომწონხარ რაა!
კარგად აღწერ ემოციებს და სიუჟეტიც საინტერესოა.
სიმართლე გითხრა, სულის ადამიანების პოვნა ძალიან რთულია.
ასეთი ადამიანი შეიძლება ნათესავის, მეგობრის სახით მოგევლინოს. მაგრამ იშვიათად ხდება ასე.
ვერ პოულობ.
ვერ ვპოულობთ.
და ეს დანაკლისი საშინელებაა.
საინტერესო თემაზე წერ, არ გაქვს უფლება კარგი არ გამოგივიდეს.
დიდი სურვილი მაქვს ეს ისტორია ტრაგიკული დასასრულით ვიხილო.
აბა შენ იცი.
ველოდები მომდევნო თავს


რამხელა სტიმულია ეს სიტყვები, რომ იცოდე!!
ჰო, ვერ ვპოულობთ ხოლმე.
ხანდახან ისეც ხდება, რომ გვგონია, ვიპოვეთ, მაგრამ..

Salo me
მომწონს ძალიან, რაღაცნაირად მარტივი და საინტერესო, არც ზედმეტი ემოციები, მსუბუქი საკითხავია რაც ძალიან სასიამოვნოა. გააგრძელე კარგია ♥

მადლობა <3

შამხათი
არ ვიცოდი ეს ისტორია, პირველად ვკითხულობ. ძალიან მომწონს, ისეთია, რაღაცნაირი, თბილი. მინიმალურად გადმოცემულ ემოციებში უფრო მეტი სიღრმე იგრძნობა და ძალიან მომწონს.სამყაროსხელა სიმპათიები ჩემგან! love

სამყაროსხელა მადლობა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent