შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

45°C


7-06-2016, 00:16
ავტორი მორი-ელი
ნანახია 2 729

ისევ ეს ღამე,ოფლში ვიწურები,ყველაფერი არარეალურია,მაგრამ ყოველი გაღვიძებისას ჩემი სხეული ისევ გრძნობს მის შეხებას,კანის თითოეული უჯრედი მეწვის რომ მახსენდება.ვცახცახებ.მინდა ვიკივლო,მაგრამ ყელი იმდენად გამშრალი მაქ სიცხისგან ერთ ასოსაც კი ვერ ამოვთქვამ.მანიაკივით ვცდილობ,ისევ დავიძინო,ისევ შემეხოს მისი წყეული ხელები და ისევ ვიგრძნო საშინელი წვა სიამოვნების.აღარც კი მანაღვლებს უკვე ერთი კვირაა სიზმარს მივეჯაჭვე,იმ არარსებულ პიროვნებას,რომლის შეხება ჭკუიდან მშლის,ბოლოს მიღებს.უნივერსიტეტშიც ვეღარ დავდივარ,მოუსვენარი ღამის მერე დილით ვეღარ ვიღვიძებ.დედა გიჟს ჰგავს.მამა ჯერ მშვიდადაა.ჩემი კნუტი ზეპე,ჩემს ფეხებთან აღარ წვება,პროტესტის ნიშნად.დილა საშინელებაა,ჩემი ორგანიზმი ნგრევას იწყებს და ვგრძნობ ზედ აღარაფერი მრჩება,ჩონჩხიც კი.ყურს ჩემი გემოვნება დაქვეითებული ძმის საყვარელი მუსიკის ხმა სწვდება და ბალიშს თავზე ვიმხობ.
-ისევ არ აპირებ წასვლას?-მეკითხება საწოლის კიდეზე ჩამომჯდარი დედაჩემი და უიმედოდ შემომცქერის.
-როგორ არა,-ვამშვიდებ და საბანს ვიძრობ ტანიდან
-გონს მოხვედი?-შიშით ეღიმება,ბოლომდე არ იჯერებს რომ დავუბრუნდი ცხოვრებას.
-ვცდილობ,-ვუღიმი მეც მშვიდად და ნელ-ნელა ვხოხდები საწოლიდან,ტუმბოზე დადებულ ტელეფონს ვიღებ და შეტყობინებებს ვამოწმებ.
-მთელი დილაა გაუჩერებლად რეკავს ტელეფონი,ნუთუ არ გესმოდა?-გაკვირვებული მეკითხება.
-გათიშულს მეძინა,-აწურული ვპასუხობ და მესიჯებს ვხსნი.
-ელენე,რა უპასუხისმგებლო გახდი?-მსაყვედურობს შეწუხებული
-ვიცი,-მესიჯების წაკითხვის შემდეგ ძლივს მილაგდება აზრები.
-ჩაიცვი,მამაშენი წაგიყვანს დღეს,-დგება და მტოვებს პირღიას
-ჩემი მანქანა სადაა?-ვეკითხები დაბნეული და გასაღებს უჯრაში ვეძებ
-ბესოს სჭირდება დღეს,-ჩემს ძმას დავახრჩობ,როდის მოასწრო მარიამის მოთაფვლა.
-ავტობუსით წავალ,-კატეგორიული ხმით ვეუბნები და საღამურს ვიხდი
-რა ჯიუტი ხარ ,-გაბრაზებული დგება და ოთახიდან გადის.რა გავაკეთო მეტი,ვცდილობ ვიყო მშვიდი,მაგრამ არავინ მაცდის,გამოვყავარ წყობიდან და აგრესიული ხარ-ო.რატომ უნდა იაროს ბესომ ჩემი მანქანით და მე ავტობუსით,ვიცი რომ ძმაა,მაგრამ მთელი დღე დავდივარ და როცა საკუთარი მანქანით ვმოძრაობ არ ვიღლები,სახლში დაქანცული არ ვბრუნდები,საშინელ ჭ....ტვაში არ ვყვები და კიდევ უმარავ უარყოფითს ვცილდები,თუმცა დღეს ყველაფერი პირიქითაა.მომიწევს გატენილი ავტობუსით მგზავრობა,გაჩერებაზე 15წუთი ლოდინი და კიდევ კაცმა არ იცის რა.
ტელეფონზე საათის ყურებაში ჩავიცვი ტანზე,თმა შევიკარი,წინა ღამით გამზადებული ჩანთა მოვიკიდე და ოთახიდან გავედი.როგორც წესია ყველას ჩამოვუარე,დავემშვიდობე და სახლიდან სწრაფად წავედი.მადლობა ღმერთს,გაჩერება ჩემი კორპუსის წინაა და ბევრი სიარული არ მიწევს,მაგრამ თარსი რომ იქნება ადამიანი,საშინელი წვიმა წამოვიდა,კი სასიამოვნოა,ცხელ სხეულზე გრილი წვეთების შეხება,მაგრამ უნივერსიტეტში ჩამომპალი ტანსაცმლით მისვლა არანორმალურობის ნიშანია,თუმცა მე ხომ მისის “დაიკიდე“ ვარ,ასე რომ დავლპე,სხეულს სიამოვნებს.ღრმად ვსუნთქავ და თითქმის გაჩერებაზე ვარ დიდი სისწრაფით მომავალი მანქანა გუბის წყალს რომ მასხავს,ბედნიერი სახით ვიკრიჭები და თავგამოყოფილ მძღოლს შუა თითს ვუჩვენებ.სულ ასეთი პოზიტიური დილა ჰქონოდეს,მასაც და მეც.ერთიანად გაუბედურებული ვუცდი ავტობუსს და ვკანკალებ.ვინც კი გაივლის მე მიყურებს,მაგრამ ის კითხვა აღარ მაწუხებს,ახლა უკვე ვიცი გაოგნებულები რატომაც მიყურებენ.ძლივს მოსულ ავტობუსში გაჭირვებით ავდივარ,ისეთი სველი ვარ ვინმემ მაისურივით უნდა დამახვიოს და გამწუროს.ჩემს გვერდით ორი სკოლის მოსწავლე დგას,მიყურებენ და ფხუკუნებენ,უკნიდან მოხუცი ქალის წუხილი მესმის,გვერდიდან კონტროლიორის ძახილი.
-ბილეთი აიღე?-მისკენ ვბრუნდები და ბარათს ვაწვდი,სიცილს ისიც ძლივს იკავებს.მესმის,მეც რომ დამენახა ტრანსპორტში წვიმისგან ჩამომპალი და გუბის წყლით გაწუწული ადამიანი ბევრს ვიცინებდი.
-სტუდენტი ხარ?-მეკითხება კონტროლიორი და მათვალიერებს
-არ მეტყობა?-ვეკითხები გაკვირვებული და ბარათს ზედ ბილეთით,ვართმევ.
-სკოლის მოსწავლე მეგონე,-ისევ იკავებს რომ არ ახარხარდეს
-ყველა თქვენისთანა ჟირაფი ვერ იქნება,-არც ცხოველთან შედარებამ გაჭრა,ისევ ის გამომეტყველება ჰქონდა,მაგრამ საპასუხო ქმედებები მგზავრებისგან წამოვიდა.
-უფროსი უმცროსი აღარ იცით ახალგაზრდებმა,-ვითომ თავისთვის ამბობს შუახნის ქალი და ისე მიყურებს ეშმაკი წარმომიდგება.
-პატივს გცემთ და არაფერს ვიტყვი,-ვეუბნები და კართან ვდგები,თითქმის მივსულვარ ჩემს გაჩერებამდე სანამ კონტროლიორთან ვლაყბობდი.კარი გაიღო და ჩემს ჭკუაში ფრთხილად ჩავდგი ფეხი,მაგრამ ამისრიალდა და ტროტუარზე პირდაპირ მუხლებით დავენარცხე,ტელეფონი ხელში მეკავა და ეკრანი სულ ჩაემსხვრა.სიმწრით,ვცდილობ წამოვდგე და გავიარო,მაგრამ მუხლებში საშინელი ტკივილი მივლის და ვიკეცები
-დაგეხმარო?-ვიღაცის,საშინლად ცხელი ხელის გული წელზე მეხება და ვკრთები
-არა,მადლობ,-ვცდილობ გზა გავაგრძელო,მაგრამ ტკივილი უფრო მატულობს,ასე მე შორს ვერ წავალ,ბეტონზე ვჯდები და დაზიანებულ ადგილებს ვითვალიერებ,გარეგნულად არაფერი ემჩნევა,რა იწვევს ასეტ საშინელ ტკივილს ვერ გამიგია.
-შეიძლება ვნახო?-ისევ მოდის ის პიროვნება,თავისი მცხუნვარე ხელით და გვერდით ჯდება
-არაფერი არ მიტკენია,-ვცდილობ მივახვედრო რომ შემაწუხა მისმა გადაჭარბებულმა ყურადღებამ.უცხოსგან ამას მიჩვეული არ ვარ
-თუ გავითვალისწინებთ რომ ავტობუსიდან გადმოვარდით,თანაც მუხლებით დაეცით ასფალტზე შესაძლებელია რომ ძვალი გაგებზარათ,-გაუსინჯავად დასვა დიაგნოზი,რა სასაცილო ვინმეა,კარგია ილაპარაკოს თითქმის გადამიარა ფეხმა.
-თქვენისთანა ექიმი ბევრი გვყავს?-ვეკითხები სერიოზული სახით,ის ახველებს და გვერდული ღიმილით მიყურებს
-ნებას მომცემ შევამოწმო?-ცდილობს ხელი მუხლზე შემახოს,მაგრამ გვერდით ვწევ,-ნუ გეშინია,-მამშვიდებს და ცხელ ხელს მუხლზე მადებს.კიარ მეშინია მის შეხებაზე დენივით მარტყავს.ჩემი სხეულის ანტია.
-კარგი,-ვცდილობ დავმშვიდდე და ღრმად ვიწყებ სუნთქვას,თვალებს ვხუჭავ და ისევ ერთ კვირიანი წამება მიდგება თვალწინ.ზუსტად ისეთ შეგრძნებას მიტოვებს ამ ვითომ ექიმის შეხება,როგორსაც სიზმრის კაცი.უკვე მთელი სხეული მიკანკალებს,ის კი უგულებელჰყოფს ჩემს რეაქციას და აგრძელებს რაღაცების მოსინჯვას.
-უნდა გამომყვეთ,-ასკვნის თამამად
-სად?-გაკვირვებული ვეკითხები და მის ხელს ვიცილებ.ამდენი სად შემიძლია.
-ჩემს საავადმყოფოში,-მპასუხობს და ფეხზე მაყენებს
-თქვენ საავადმყოფოც გაქვთ?-სულელი ქალივით ვეკითხები და ვცდილობ გავიარო,მაგრამ ოდნავი დადგმისას მგონია ყველა ძვალი სათითაოდ მტყდება.
-დიდი ბოდიში,-მეუბნება და სანამ რამის თქმას მოვასწრებ ხელში ავყავარ.მეც არ გამიკვირდა ბოდიშს რაზე იხდიდა?. ტაქსის შტვენით აჩერებს მძღოლი გადმოჰყვას რომ კარი გაგვიღოს და უკანა სავარძელზე მსვავს.გაოგნებისგან ხმას ვეღარ ვიღებ,უბრალოდ არ მესმის სრულიად უცხო ადამიანი ამდენს რატომ აკეთებს ჩემთვის.
ხმას არც ის მცემს,მე უკვე გადართული ვარ გარეთ ყურებაში,აღარც ტელეფონს ვჩივი,ვიცი ყოფილი ატეხავს რეკვებს,მაგრამ როგორ ვუპასუხო,ახლა მიზეზი მაქვს რატოც ვერ ვპასუხობ,სახლში რომ მივალ ბესოსგან მივწერ რომ დამშვიდდეს.
***
-თაბაშირი თუ ოპერაცია?-მეკითხება ექიმი და მე პირს ვაღებ რა თაბაშირი,რა ოპერაცია,გაგიჟდნენ?
-სერიოზულია?-პერანგში ვავლებ მას ხელს და ჩემსკენ ვქაჩავ
-დიახ,-მეუბნება და რენდგენს სახესთან მიფრიალებს
-თაბაშირი მიშველის?-ვეკითხები ისევ და ვართმევ
-არ ვიცი,ცოტა ფრთხილად ვერ ჩამოხვედი?-უკვე მსაყვედურობს კიდეც.წინა ცხოვრებაში ხომარ მიცნობდა ნეტა.
-შევეცადე,-ცინიკურად გავუღიმე
-ახლა რა ვქნათ,დავიწყო თაბაშირი?
-შენ უკეთ იცი,-მივუგე და რენდგენს დავაკვირდი
-ბატონო რატი მალე დაასრულებთ?-ოთახში ცხვირს ჰყოფს წითური ქალი და ხრიწინა ხმით ეკითხება მას.უფრო სწორად ბატონ რატის.
-გადავუხვევ და გავუშვებ,-პასუხობს მშვიდად და თაბაშირს ამზადებს.მე ისევ ვკანკალებ.ხელი შეხებული არ აქვს ეკლები მაყრის,-შენ რა გეშინია?-სიცილი უტყდება და გადახვევას იწყებს
-რისი უნდა მეშინოდეს?-ვეკითხები და ყელს მაღლა ვწევ,მის მოქმედებებს არ ვუყურებ,თუმცა არც მჭირდება ზუსტად ვგრძნობ რას აკეთებს.



პ.ს ხვალ დაიდება ბამბის ნაყინი ტკბილებო. რაც შეეხება ამ ისტორიას ჩემი სტილიდან იქნება ოდნავი გადახვევა და ცოტა შუბლზე კოცნას გასცდება დდ.იმედია მოგეწონებათ.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Imedia male dade xolme da cudad ar daasrulo

 


№2  offline წევრი kora

ჯერ-ჯერობით მომწონს, თან ძალიან და იმედია კიდევ უფრო მეტად მომეწონება love
--------------------
kira.G

 


№3  offline წევრი kiko

მე მომწონს. კარგი ჩანს. ნუ რაცმთავარია ცუდად არ დასრულდება იმედია

 


№4  offline წევრი ketia

კარგიააააა

 


№5 სტუმარი ლ ი კ ა

ძალიან მომწონს . კარგია

 


№6 სტუმარი Uhuu

Auu gtxov es gaagrdzele ra dzaan kaia<3
Da bambis nakins ar deba dgees?

 


№7  offline მოდერი Marry Amm

ძალიან მაგარია :0

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent