სულის ადამიანები [3]
კვირა დღე საუკეთესოა, საუკეთესოთა შორის!!! გვიანობამდე ვინებივრე საწოლში და გასტრონომიული მოთხოვნილებები რომ არა, ალბათ არც ავდგებოდი. ერთი გემრიელად გავიზმორე და სასწრაფოდ აბაზანას მივაშურე. უკვე მოწესრიგებული, ჩაფიქრებული ვიდექი მაცივართან და ვფიქრობდი რა მეჭამა. უფრო სწორად, რითი დამეწყო. ამ ფიქრებში ვიყავი ზარის ხმა რომ გაისმა კარზე. ანა და ნინა ერთმანეთის მიყოლებით შემოლაგდნენ. - მშვიდობაა? რა გეცათ ამ დილაადრიან? - ჯერ ერთი, დილა კი არა უკვე შუადღეა, მეორეც, ამ შტერს რამე უშველე, თორემ მოვკლავ! ნინაზე მიმითითა ხელით და დაჯდა. - რა ხდება, რატომ სკანდირებს ეს? მივუტრიალდი ნინას. - მე რა ვიცი, ვერაა კარგად. - მე ვერ ვარ? - წამოხტა ანა - ჰოდა, იჯექი და აღვარღვარე ცრემლები. ნეტავ რა თავს ვიკლავ. უმადური. - მოიცა, ხალხო, ვინ რას და რატომ აღვარღვარებს? ვერაფერი გავიგე, ვიდექი დაბნეული და ხან ერთს ვუყურებდი, ხან - მეორეს. - რა და, ამ ქალბატონს ნიკა უყვარს, მაგრამ აქაოდა ჩემი ძმის ძმაკაციაო, როგორ შეიძლებაო, ერთად გავიზარდეთო. ზის და ბღავის ორი დღეა. ვინაა ეს მთვარიდან ჩამოფრენილი! - არ მიყვარს, მომწონს! შეეპასუხა ნინა. ასე იყო, თუ ისე, დავგეგმეთ, რომ უფრო ხშირად შევკრებილიყავით, თან ერთმანეთს ვნახავდით, თან ნიკას და ნინასაც ეშველებოდათ. გეგმის შესრულებას იმ საღამოსვე შევუდექით. ბოლომდე, წვეთს არ ვტოვებთ! _ ბოლო ხმაზე ხაოდა აკო. ნინა უკვე ისეთი გათიშული იყო, არაფრით ჩამოუვარდებოდა თავის ძმას. ანა ილიას ეყუდებოდა და რაღაცაზე ცრემლებამდე იცინოდნენ. ნიკა ცდილობდა სასმელი დაესხა ჭიქებში, მაგრამ რაღაც ვერ გამოსდიოდა მთლად წარმატებით. მე და სანდრომ ერთმანეთს გადავხედეთ და თავში შემოვირტყით ხელი. - ამათ უყურე, რა! _ ხელის აწევით და სლოკინით წარმოთქვა აკომ. _ როგორ დაგვცინიან. რაო, არ მოგვეკიდაო? ისე, წინა შეხვედრასთან შედარებით ნამეტანი დამეგობრებულხართ. - ჭორიკანა. სიცილით ავუჩეჩე თმა და ჩავეხუტე. - არა, მე წინააღმდეგი კი არ ვარ _ გამეკრიჭა. _ უბრალოდ, მაინტერესებს, როდის მოასწარით. - აკო, კარგი რა. - მმე მგონი, მხოლოდ დამეგობრება არა, ჰა? ჰაა? _ ეშმაკური სახით და ენის ბორძიკით წამოიძახა ნინამ. - დაანებეთ თავი ჩემ დაქალს! _ დამიცვა ანამ. - შენი დაქალი ჩემიცაა! _ არ დაუთმო ნინამ. - ეი! სტოპ! მისმინეთ ახლა. რა რთული წარმოსადგენიც არ უნდა იყოს, არსებობს ამ ქვეყნად მეგობრობის ცნება და საერთოდ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მე და სანდროც ვმეგობრობთ. მნიშვნელობა არ აქვს იმას, რა დროა გასული გაცნობიდან. მთავარი ისაა, რომ ერთმანეთის იდეალურად გვესმის, ვენდობით და გვიყვარს. აკო, შენი სახლით ხომ არ იწყება და მთავრდება სამყარო, სხვაგანაც შეიძლება შეხვედრა. სიტყვით გამოვდიოდი მე. ყველა გაჩუმდა, სანდროს სიამაყით გადავხედე. მანაც ხელი მომხვია და ლოყაზე მაკოცა. ვინაიდან ადგილი აღარ იყო, ერთ სავარძელში მოგვიწია დაჯდომა. ცოტა ვიწროდ კი ვისხედით, ზედმეტად ახლოს ერთმანეთთან, მაგრამ დისკომფორტი არც ერთს შეგვქმნია. გადავწყვიტეთ "მე არასოდეს" გვეთამაშა. რამაც ჩვენი საკმაოდ შეზარხოშება და დანარჩენების კიდევ უფრო დათრობა გამოიწვია. - მე არასოდეს ჩამიცვამს ქალის საცვალი! - სიამაყით წამოიძახა ილიამ და გოგოებს გამარჯვებული სახით გადმოგვხედა, მაგრამ ნიკას სიბრაზით გაწითლებულ სახეს რომ გადააწყდა, წამში შეეცვალა სიამაყე გაკვირვებით. აკო სიცილით ბჟირდებოდა, ნიკას კი ნელ-ნელა მიჰქონდა ჭიქა ტუჩებისკენ. - არაფერი მკითხოთ! _ წამოიძახა როგორც კი ჭიქა დაცალა. - გეი ხარ ? _ იკითხა გაოცებულმა ილომ. ნინას წვენი გადასცდა. მე და ანას სიცილის ახალი ტალღა მოგვაწვა ნინას შემხედვარე. - არა, ბიჭო, ტრანსგენდერია. _ შეუსწორა სანდრომ. - ვაიმე, მუცელი! _ იჭაჭებოდა აკო. _ მოდი ჩემთან, გაგტყიპო, მოდი ფისო, მიაააუუუ! - გაგტყიპავ ახლა თუ მოვედი მანდ! _ დაიღრინა ნიკამ,მერე ღრმად ამოისუნთქა და მოყოლა დაიწყო. - მე და ეს დებილი დავნიძლავდით რაღაცაზე ადრე. _ აკოსკენ გაიშვირა ხელი. _ ჰო და წაგებულს ქალის საცვალი უნდა ჩაეცვა და ასე ევლო მთელი დღე. _ დაამთავრა და ღრმად ამოისუნთქა. - თქვენ უნდა გენახათ, რა გრაციოზულად მიიქნევდა ერთ ადგილს! _ არ ჩერდებოდა აკო. საკმაოდ გვიანი იყო წასვლა რომ გადავწყვიტე. ანა რჩებოდა აკოსთან და ნინასთან, ბიჭები ცალკე წავიდნენ. ვინაიდან სანდრო მთვრალი იყო, გადავწყვიტეთ ტაქსით წამოვსულიყავით. თავი მის მხარზე მედო, ხმას არ ვიღებდით არც ერთი. არ ვიცი ის რაზე ფიქრობდა, მაგრამ მე მისი სურნელი მიღიტინებდა ცხვირში სასიამოვნოდ და საოცარი სურვილი მქონდა უფრო კარგად შემეგრძნო. ამიტომ ცხვირი კისერში ჩავუყავი და ღრმად ჩავისუნთქე. ვიგრძენი, როგორ გააჟრიალა, თმაში შემიცურა თითები და თავი ამაწევინა. უცებ ძალიან ახლოს აღმოჩნდა ჩვენი სახეები ერთმანეთთან. მისი სუნთქვა სახეზე მელამუნებოდა. ნელა მომიახლოვდა და ცხვირზე მაკოცა, შემდეგ შუბლზე. - როგორ გიყვარს მაგ პატარა და ლამაზი ცხვირის ჩაყოფა ყველგან.. მათ შორის ჩემს კისერშიც. _ ჩაიცინა ჩუმად. - იცი რას ვერ ვხვდები? რატომ აკერებს ეს ხალხი ყველაფერს იარლიყს? ჩავილაპარაკე ჩემთვის. - რატომ გაინტერესებს სხვისი აზრი? - ჩვენი მეგობრები არიან და იმიტომ. კორპუსამდე უთქმელად მივედით. ვიდექი და ვუყურებდი, ვიკარგებოდი ღამესავით შავ თვალებში და არც მინდოდა, რომ ვეპოვე ვინმეს. ნელა, ძალიან ნელა მომიახლოვდა და ოდნავ შემეხო ლავიწზე ტუჩებით. ლურჯ ოცნებას გავდა ეს ყველაფერი. ნაპოვნ სულს და მისივე დაკარგვის საშიშროებას. იმ ღამეს ისევ მესიზმრა მამა. პრემიერამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩებოდა, შესაბამისად ნერვიულობა იმატებდა. დღე და ღამე თეატრში ვიყავით. 4 სცენა, გადასვლები და მორჩა! ცოტაც, ცოტაც უნდა მოგვეთმინა. წინასაპრემიერო დაძაბულობა თავისას შვრებოდა და ისე ვიყავი გაღიზიანებული, ყველა მერიდებოდა. არც კი ვიცი ოდესმე მივეჩვევი თუ არა იმ შეგრძნებას, სცენაზე გასვლის წინ რომ მეუფლება. თუმცა, ალბათ ამ შეგრძნების გარეშე არ ექნებოდა აზრი იმას, რასაც ვაკეთებ. დამღლელი, მაგრამ ნაყოფიერი დღე იყო. კარგად ვიმუშავეთ ყველამ. სულ უფრო მეტად ვიხსნებოდით, პერსონაჟის ხასიათის შტრიხებსაც უკეთ ვეცნობოდით და საერთო ჯამში უკეთ მიგვქონდა სათქმელი მაყურებლამდე. დილის 9-ზე დაწყებული რეპეტიცია საღამოს 9-ზე დამთავრდა. სანდროს ველოდებოდი, დაიჟინა მე მიგიყვან სახლამდეო. დათქმულ დროს დაბარებულივით აისვეტა თეატრის კართან. - როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ? მკითხა, როგორც კი მანქანაში ჩავჯექი. - ძალიან კარგად, მაგრამ ისე დავიღალე, ორად მეჩვენები რომ გიყურებ. - კარგი, მაშინ ახლა პირდაპირ სახლში მიგიყვან. მინდოდა ჩაი დაგველია სადმე, მაგრამ რახან ასეთი დაღლილი ხარ, აღარ გაწვალებ. - მოდი, ჩემთან ავიდეთ, კექსი გამოვაცხვე გუშინ, ნიგვზით და კაკაოთი. გემრიელია, ჩაი დავლიოთ, კექსი ვჭამოთ და ვილაპარაკოთ. - კარგი, იყოს შენთან... და ჰო არ მოვიწამლები? - ვერ მაფასებ სათანადოდ. არაფერი უთქვამს, მხოლოდ გამომხედა და იმ ღიმილით გამიღიმა, მე რომ მიყვარდა. ჩაი ავადუღე და დიდ, ფერად ჭიქებში ჩამოვასხი. რამდენიმე ჟასმინის ყვავილიც ჩავაგდე ჭიქაში - ჩაის უხდება. კექსი დავჭერი და სანდროს დავუძახე, რომელიც სახლის თვალიერებით იყო გართული. - რა ლამაზი სახლი გაქვს, ელე. - ჰო. აქ მამას გემოვნებითაა მოწყობილი ყველაფერი. პრინციპში, ემთხვეოდა ჩემი და მამას გემოვნება ერთმანეთს. - ძალიან გენატრება? მკითხა გაუბედავად. - ძალიან.. ვერ წარმოიდგენ, როგორ. იცი, დღემდე არ მჯერა, რომ აღარაა. სულ მგონია, რომ სადღაცაა წასული და უნდა დაბრუნდეს. ყველაზე ცუდი სიცარიელის შეგრძნებაა, დილას პირველ გრძნობად რომ მოდის და ახლად თვალგახელილს უცებ რომ შეგახსენებს მომავალი დღის უაზრობას. რა გინდა რომ ქნა? მეგობრები ნახო? წერო? იკითხო? მუსიკას უსმინო? ეს ყველაფერი ხომ მეასედითაც ვერ გაათბობს იმ აუტანელ სიცივეს, ეს სიცარიელე რომ ტოვებს ჩვენში. ამ სიცარიელის გამომწვევ მიზეზებზე რომ დაფიქრდე, შეიძლება ჭკუიდან შეიშალო. _ თვალები ცრემლებით ამევსო. _ ჰოდა, ზოგჯერ მგონია, რომ ვეღარც გავუძლებ. _ დავასრულე ჩურჩულით. - ელე, იტირე, თუ გინდა. მე შენთან ვარ. იცოდე, ასე იქნება მუდამ, გესმის? - ეგ აღარ მითხრა, რა. გთხოვ... - რატომ? - როგორ გითხრა.. ცრემლები მუჭით მოვიწმინდე. - ასე მეგონა მამაზეც. მეგონა, რომ სულ ჩემთან იქნებოდა. ერთ ადამიანზეც, რომლისგანაც პირველად და უკანასკნელად მოვისმინე ეს სიტყვები, მაგრამ ისიც წავიდა. - ელენე, მისმინე. მე არ გკითხავ ვინ იყო ის ადამიანი, ვინც ასე გატკინა, არც იმას გკითხავ რა მოხდა თქვენს შორის. მე უბრალოდ... მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს სიტყვებზე. თქვა და მომეხვია. - მეც ძალიან მატკინეს ოდესღაც, თუმცა ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს. დაასრულა ჩუმად. - სან, მადლობა.. - რისი? - რომ გამოჩნდი, რომ გესმის ჩემი, რომ შემიძლია აი, ასე ჩაგეხუტო და თუ მეტირება - ვიტირო კიდეც. - ელენე, შენ მე ისე მაფერადებ, მადლობები არ უნდა გჭირდებოდეს. მეორედ აღარ ქნა ეგ. თითი სასაცილოდ დამიქნია და თმა აიჩეჩა. ვგიჟდებოდი მის ამ ჟესტზე. დედაც მალევე მოვიდა. დედა, დედა სულ სხვა თემა იყო. ვერსად იპოვიდით მისნაირ ბავშურ, მიმნდობ და გულუბრყვილო ქალს. ზოგჯერ მეგონა მე ვიყავი დედა და ის შვილი. დიდად ახლოს არასოდეს ვყოფილვართ, მამას ვგავდი მთლიანად და მამასვე ვუგებდი იდეალურად. ძალიან უყვარდა დედაჩემს მამაჩემი. მისი სიკვდილის მერე, დედის თვალებში დანახული სევდა თითქოს უფრო მაშორებდა მასთან. ვერ ვუძლებდი. სანდრო გავაცანი, შესაშურად კარგად გაუგეს ერთმანეთს. იმდენად კარგად, რომ მოგვიანებით, როცა უკვე დაწოლას ვაპირებდი და დედასთან ტკბილი ძილის სასურვებლად მივედი, ეშმაკური ღიმილით დაიწყო. - ელ, რა კარგი ბიჭია სანდრო. - ჰო, დე. - მხოლოდ მეგობრები? - რა თქმა უნდა, დედა. - ჰმ.. ჩუმად ჩაახველა, უფრო სიცილის დასაფარად და შებრუნდა. - რა გაცინებს? - ტკბილი ძილი, დედი. - კარგი რა დედა, კარგი რა! _ მეც გამეცინა. - ტკბილი ძილი. სანდროსაც მივწერე, მშვიდობიანი ღამე ვუსურვე და საპასუხო Sms-ის მოლოდინში ჩამეძინა. ესეც მესამე, ფერადებო <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.