შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული მეორედაც მოდის (15 თავი)


7-06-2016, 19:40
ავტორი zia-maria
ნანახია 3 500

სწარაფად გაირბილნა სამმა დღემ და ჟანეტი თვალცრემლიანი დაემშვიდობა სამ უსაყვარლეს ადამიანს.
---მეც მალე ჩამოვალ არ ინერვიულო, აეროპორტში დაგხვდებიან. საბუთების გადმოგზავნამდე დაისვენე, მოეწყვე, შეეჩვიე სახლს და სახლში მყოფებს.-გულში იხუტებდა შვილს და არ ეთმობოდა სხვა ქვყანაში გასაშვებად, მაიმგრამ მაინც იყო ბევრი მაგრამ- სტუმრად არ იგრძნო თავი, ის სახლი შენია შვილო. როგორც კი ჩახვალ დამირეკე და ხმა გამაგონე. ნადიას უკვე დაvურეკე და ეს დასვენების დღეები გამოიყენე ექიმთან მიგიყვანს. აბა შენი წასვლის დროა უკვე. მალე შევხვდებით საყვარელო! არ ეთმობოდა შვილი მაგრამ დამშვიდობების დრო იყო.
---ლილუ არ მოიწყინო. შენც წაგიყვანდი მაგრამ, აქ მაღაზიას შენს გარდა ვერავინ ვერ მიხედავს ისე როგორც საჭიროა. ბიჭებს მიაქციე ყურადღება, რომ წავალ კონვერტები გადაეცი და სიტყვიერადაც უთხარი ყველას ბოდიში.-ჯერ მეგობარს გადაეხვია,მერე კი ცრემლმორეულ გულიკო ბებოს- გულიკო ბებო მადლობა იმ სითბოსთვის რასაც ჩემთვის იმეტებდი მთელი ეს დრო. მიყვარხართ ყველანი და ვიცი რომ ძალიან მომენატრებით! -გულიკო ბებომაც ჩაიხუტა გულში და დალოცა გზაზე მიმავალი. გამოეცალა ქალის დანაოჭებულ ხელებს და აცრემლიანებული თვალებით დატოვა სამი ერთმანეთზე აკრული ადამიანი.
საღამო იყო როცა, დამქანცველი და დამღლელი დღის შემდეგ ბარში გადაწყვიტეს შესვლა და ცოტა განტვირთვა. შეკვეთა მისცეს და ელოდებოდნენ თან საუბრობდნენ რომ გუგას ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა დახედა ნომერს და თბილად გაეღიმა.
---რა უცნაური შეიქნა ამ ბოლო დროს, ნუთუ ორსულობა ყველა ქალს ასე ცვლის? ჟანეტია რა უნდა ახლა ნეტა რომ წაუღო აბა ვნახოთ. -ღიმილით უთხრა ბიჭებს და მესიჯი გახსნა რომ, სახეზე გაფითრდა და შეშლილს დაემსგავსა. ბიჭებმა მისი შეშლილი სახეს რომ შეხედეს შეეშინდათ და ყველამ ერთხმად შეეკითხა;
---რა ხდება გუგა ხო მშივიდობაა?- გუგამ ნიკას გადახედა და ცრემლიც ვეღარ დამალა. ეტკინა, ძალიან ეტკინა ჟანეტისგან შორს ყოფნა. დათო რომელიც მის გვერდით იჯდა ტელეფონი დაუკითხავად აართვა და ხმამაღლა წაიკითხა.
---..მაპატიე გუგა, რაც უნდა მოხდეს იცოდე არ შეიცვალო და გახსოვდეს რომ, შენ ჩემი ბავშობის ძალიან ძვირფასი და ლამაზი მოგონება ხარ. მიყვარხარ და უაზროდ მომენატრები. მაპატიე ასე რომ მოგექეცი მაგრამ, მე მეტი გზა და გამოსავალი არ მქონდა. გპირდები დავბრუნდები, არ ვიცი როდის მაგრამ, აუცილებლად დავბრუნდები. ბიჭებს ბოდიში გადაეცი და უთხარი რომ ყველანი უსაზღვრო სიყვარულით მიყვარს. ჩემი შვილი მის მამას ვერ ნახავს ვერასდროს მაგრამ, დათოს როცა უნდა და რა დროსაც უნდა მაშინ მოვიდეს. მამის სითბოს თუ არა, ბიძის სითბოს მაინც შეიგრძნობს ჩემი შვილი. დროებით გუგა და გკოცნი გემრიელად ყელში. ლილუს არ წაეჩხუბო, ეს ჩემი სურვილი იყო ასეთი, რაღაც დავტოვე იქ თქვენთვის და ლილუ გადმოგცემთ!“
სიჩუმე ჩამოვარდა და ყველას დაეკარგა ხალისი. ნიკა უთქმელად ადგა და დატოვა საძმო. ყველა წამოდგა და წავიდნენ ლილუსთან, იცოდნენ ეხლა მასაც ძალიან უჭირდა ჟანეტის გარეშე. მოწყენილი შევიდნენ სახლში, ლილუ ისედაც განადგურებული დახვდა გუგას და არ ღირდა საყვედურის თქმა. უფრო გაანადგურებდა მისი საყვედურებით. ნოდარი მიხვდა ბიჭების გულის ტკივილს და მოწყენილობას, მიზეზის კითხვაც ზედმეტად ჩათვალა და მხოლოდ ეს თქვა;
---ასე ჯობდა მათი ჯამრთელობისთვის. დაბრუნდება, აუცილებლად დაბრუნდება. ნუ მთხოვ გითხრა სად არის გუგა, მან უნდა დაისვენოს და გპირდები რომ ისინი ორივე კარგად იქნებიან. ლილუ მიეცი შვილო რაც დაგიტოვა ჟანეტმა-!წამოდგა ლილუ და ორი კონვერტი გამოიტანა და მიცა გუგასაც და ბიჭებსაც
გუგამ აკანკალებული ხელით გახსნა წერილი და კითხვისას თვალები ცრემლით ევსებოდა.
---გუგა ჩემო საყვარელო ძამიკო, ვიცი ძნელია წერილით დაემშვიდობო საყვარელ ადამიანს, მას ვინც მართლა ძალიან გიყვარს. მაგრამ დღეს ჩვენი ნაცნობობის 16 წლის მეგობრობას გადავხედე და რაოდენ დიდი სიყვარული და ერთგულება დევს თითეული დღის უკან. ხუთი წლიდან გიცნობ და დღემდე უფრო და უფრო გაიზარდა ჩვენი სიყვარული. გულწრფელად გითხრა არ მჯერა თუ ოდესმე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი და შენგან შორს ცხოვრება მომიწევდა მაგრამ, როგორც ხედავ ეს რეალობაა და მოხდა. მაპატიე რომ ვერ გაგიწიე ისეთი მეგობრობა, როგორსაც შენ იმსახურებდი. ჩემი ლამაზი სამყარო დაინგრა გუგა, სიმართლე გითხრა მეშინია, არ ვიცი რა, როგორ იქნება ანდა როგორ ვიქნები უშენოდ, როგორ ვიქნები ლილუს გარეშე. თქვენ ორნი ერთადერთი მუდმივი და საიმედო ადამიანები იყავით ჩემს ცხოვრებაში. დრო ძალიან სწრაფად გარბის, შენს თავს ვფიცავარ დავბრუნდები და დავბრუნდები ისეთი ჟანეტი რომ შენ იამაყებ ჩემით და ჩემი შვილით. ისე ჯილდო გეკუთნის შენ ჩემი გაძლებისთვის. ვიცი ამ ბოლო დროს უჟმური გავხდი, იმიტომ რომ ჩემი შეცდომა ძალიან გვიან გავაანალიზე და ვნანობ რომ ამდენი ტანჯვა მოგაყენე. დროებით გუგა და ძალიან, ძალიან მიყვარხარ. ლილუს მიხედე, დაიცავი და გაუფრთხილდი. ძალიან მომენატრები. გკოცნი მიყვარხარ ეს არასდროს არ დაგავიწყდეს!
---ჩემი გიჟი ხარ შენ. ასე როგორ მომექეცი !- თქვა და ცრემლები შეიმშრალა. ჩახლეჩილი ხმით. ნოდარს შეეკითხა.
--როდის დაბრუნდება ან დაბრუნდება საერთოდ?
---დაბრუნდება გუგა მაგრამ ჯერ არა. ის დაბრუნდება და ძალიან ბევრი ინანებს მის დაკარგვას. ამას მე გპირდები რომ, ეს ასე იქნება!-მტკიცედ გაიჟღერა ბოლო სიტყვებმა და დატოვა იქაურობა. ვერცერთმა ვერ ამოიღო ხმა რადგან, სრული სიმართლე იყო რასაც ამბობდა. ჟანეტი ნოდარის შვილია რომ დაეშალა ყველასთვის ჟანეტის ხსენება და იქ მისვლა, ვერავინი ვერაფერს ვერ ეტყოდა. რადგან მამაა და ეტკინა მის შვილს ასე მწარედ რომ მოექცნენ. დათომ გახსნა კონვერტი და წაიკითხა ხმამაღლა.
---ჩემო საყვარელო მეგობრებო მე მზად ვარ თქვენს გამო ქვეყნის დასალიერშიც კი გავიდე. მხოლოდ ცოტა დრო მჭირდება ჩემი შვილი მოვავლინო ქვეყნად ჯამრთელი. იცით რომ თვითეული თქვენთაგანი ჩემი ღამის კოშმარად რომ იქეცით? ჯერ არ წამოვსულვარ და მონატრება იმდენად შემოიჭრა ჩემში რომ ლამისაა გავგიჟდე. თქვენი ხმა და გულიანი ხარხარი მელანდება, უკვე ძლიერ მენატრებით. თქვენ შესანიშნავი მეგობრები ხართ. არ მიწყინოთ, ვიცი და დარწმუნებული ვარ არაფერს არ გამიჭირვებდით და სულ ჩემს გვერდით იქნებოდით მაგრამ, მე ჩემი პრინციპები მაქვს. ის სითბო, ის სიკეთე რასაც თქვენ ჩემს მიმართ იჩენდით ეს ჩემთვის ყველაზე ლამაზ მოგონებად იქცა. ვერც კი წარმომიდგენია უთქვენოდ როგორ უნდა ვიყო. ჩემი ცხოვრება თქვენს გარეშე წარმოუდგენელია მაგრამ ალბათ მივეჩვევი მე აქ და თქვენ მანდ. ყოველთვის თქვენს გვერდით მიგულეთ, მთელი გულით უყვარხართ ჟანეტს და გთხოვთ არ დაივიწყოთ თქვენი ,,შრამიანი დაიკო''.
სიჩუმე მეფობდა ირგვლივ და მათი სიმყუდროვე ტელეფონის ზარმა დაარღვია. ძია ნოდარის ტელეფონი რეკავდა რომელიც იქ დარჩენოდა მაგიდაზე. უცებ ჩქარი ნაბიჯით მიუახლოვდა მათ და ზარს რომ დახედა თბილად გაეღიმა ეს მისი სახლის ნომერი იყო მოსკოვიდან.
---როგორ ხარ შვილო, როგორ იმგზავრე, ხომ დაგხვდენ, ყველაფერი კარგადაა?
---კარგად ვარ მამა მაგრამ, უკვე მენატრები!
--გაუძელი ცოტა და მე მალე ჩამოვალ! -ესმოდა ყველას ჟანეტის წკრიალა ხმას სევდა რომ შეპარვოდა.
---მამა გუგა ხომ არ გინახავს? ძალიან ვნერვიულობ მასზე და ბიჭებზე. მიაქციე რა ყურადღება ძალიან გთხოვ, ჩემი უყურადღებობით რამე არ მოიწიოს. ვიცი ცუდად მოვექეცი ყველას, ერთის გამო ყველას ვკარი ხელი მაგრამ, არ მქონდა სხვა გზა!
---ნუ ნერვიულობ. ყველანი კარგადაა. მართალია ცოტა ყურებ ჩამოყრილნი არიან მაგრამ კარგად თუ დაფიქრდებიან მიხვდებიან თავად რომ ასე ჯობდა ამ ეტაპზე შენთვის და შენი პატარასთვის. თქვენ კარგად იყავით და ყველას ჩამოგიყვან მანდ როცა დრო მოვა!- ბოლო სიტყვები სიცილით უთხრა.- აქ არიან და გუგას დაელაპარაკე სადაცაა გასკდება!-გუგას მიცა ტელეფონი და გუგას ჟანეტის ხშირი სუნთქვა ესმოდა და ჩუმი სლუკინი.
---ეხლა რომ შემეძლოს გცემდი მაგრამ, რა ვქნა რომ ძალიან შორს ხარ უკვე. ერთი სიტყვა გეთქვა მხოლოდ და მცოდნოდა რას აპირებდი. ეხლა უკვე რა აზრი აქვს მაგრამ მომისმინე ჟანეტ, მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდა, როგორ დაეცი და რამდენი დრო გავიდა დაცემიდან. შენ უნიკალური ხარ და შენს ადგილს ჩემს ანუ ჩვენს გულებში ვერავინი ვერ დაიკავებს. ღმერთს უყვარხარ და მასთან ერთად ჩვენც. იცოდე მთელი სამეგობრო იმ თბილი გულით გელოდება როგორიც გაჩუქეთ თავიდანვე. უარი თქვი სისუსტეზე დაიკო რადგან შენ ღმერთს სუსტი არ შეუქმნიხარ, მან ძლიერება ჩადო შენში. მტკივნეულია ის ყველაფერი რაც შენ გამოარე, მტკივნეულია თავიდან დაიწყო ყველაფერი მაგრამ, ხომ იცი რომ ჩვენ ადამიანებს ტკივილი გვაძლიერებს. უბრალოდ შენში ჩადევი და თქვი რომ, უნდა იყო ძლიერი. ასეთი ძლიერი ჭირდები მაგ პატარას იცოდე და არა სუსტი და უძლური. აიწყვე შენი საქმე, შენი მიზნები მე, ჩვენ გვჯერა შენი და შენი წარმატებების. მე გელოდები ჟანუ, ჩვენ გელოდებით. აქ რა სიყვარულიც დატოვე ყველას გულში, შენ ეს სიყვარული გაათმაგებული კი არა, გაასმაგებული დაგხვდება. თავს მიხედე და ყოველ დღე სკაიპში შემეხმიანე. გელოდები ჩემო ბურთო. მიყვარხარ ჟანუ ეს არც შენ დაგავიწყდეს!-ტელეფონი გუგას დათომ გამოართვა და დიდი თავშეკავებით თბილად უთხრა ჟანეტს.
---ახლოს რომ გნახავ იცოდე მაგრადაც ჩაგეხუტები და საყვედურსაც ბევრს გეტყვი, ბევრ მიყვარხარს გეტვი და ბევრ ბოდიშსაც მოგიხდი. იცოდე რომ ჰეფი ენდი არსებობს. გწამდეს რომ ცხოვრება მშვენიერია და არასოდეს არ დაკარგო იმედი. ის ადამიანები ვისაც უყვარხარ ბოლომდე შენს გვერდით იქნებიან, ესე იგი ჩვენ ბოლომდე შენთან ვართ. ჩვენი განსაკუთრებული მეგობრობა ისტორიას უნდა შემორჩეს ჟანეტ. გეგმები გაქვს სწავლის, წინსვლის ახალი ცხოვრების და ეს უცხო გარემო დროებით შეგცვლის ამიტომ არ დაიგრუზო და გარეთ ხშირად გადი, ნუ ჩაიკეტები გესმის? აქ არაფერი არ შეიცვლება ჩვენ ისევ ისეთები დაგხვდებით და გულით გელოდებით. ჩვენზე არ იდარდო დაიკო, შენს თავს და ბავშვს მიხედე. გაკოცე უამრავი!- კმაყოფილები დარჩნენ ჟანეტის ხმა რომ გაიგონეს, საერთოდ აუკრძალა ყველას ნიკას ხსენება. და ასე ნელა ნელა დავიწყებას შეძლებდა. მალე გავიდა დრო და სასწავლებელშიც დაიწყო სიარული. თანდათან იბერებოდა და გუგა ყოველი თვის დასაწყოსში ფოტოს უღებდა სკაიპში და მის ოთახში კედელზე აკრავდა. სიშორემ და დრომ მონატრება უფრო გაამძაფრა და გულით ატარებდა მონატრებით გამოწვეულ დარდს, მაგრამ ადამიანი ყველაფერს ეჩვევი და ხდები მგელი. გადაულახავი პრობლემა არ არსებობს როცა, ასეთი მეგობრები გყავს. თუნდაც შორს და იცი სადღაც ძლიერი კედელი გყავს.
ერთ საღამოს როცა დამღლელი დღის შემდეგ ყველამ მოიყარა ერთად თავი ჟანეტმაც დარეკა და ძალიან გაუხარდა სამეგობროს ნახვა.
---ვააახ გაბერილო როგორ ხარ? როგორ მიხვდი ყველა აქ რომ ვიყავით? -მხიარულად მიაძახა რეზიმ. ჟანეტიმ კი მოწყენილად უპასუხა;
---დღეს ექიმთან ვიყავი!
---მერე? პრობლემაა რამე?- შეშინებული ხმა ქონდა დათოს. ყველა დიდი მოლოდინით უსმენდა რას ეტყოდა მათ ჟანეტი.
---შოკოლადი მიიღე ბევრი და ბავშვს მხიარული და გახსნილი ხასიათი ექნებაო!-თქვა სიცილით.
---აი რა გეკუთნის ახლა ჟანეტ. სანამ რამეს იტყოდი გავთავდი ადამიანი!-უთხრა დათომ გაბრაზებულმა.
---ხომარ ჩაგიფისავს დათუნა?- სიცილით უთხრა კაკიმ რასაც ბიჭების შეუცვლელი ხარხარი მოყვა.
---ასე მითხრა მართლა კიდე ხშირად მიიღე თევზიო, რომელიც მე არ მიყვარს!
---თევზი რატო ჟანუკ? შეეკითხა ლილუ.
---რათაო და ძალიან ჭკვიანი და აზრიანი იქნებაო!
---ძიას თუ დაემსგავსა კი იქნება აზრიანი!- თქვა სიამაყით გუგამ.
---მე დამემსგავსება შენ კიარა!-შეუღრინა დათომ.
---დაიცა ჟანეტ უკვე გაიგე სქესი? გვითხარი რა? -შეეხვეწა ყველა ერთად.
---არ გეტყვით!- ძალიან გაამხიარულდა ჟანეტი.
---ჟანუკი აი მე ხომ მიყვარხარ რა? მეც ძალიან მიყვარხარ და მითხარი რა? მესიჯით მომწერე რა გთხოვ!-შეეხვეწა ლულუ. ჟანეტმა მესიჯი დაწერა და გაუგზავნა ლილუს. ლილუს ტელეფონი კი კაკის ქონდა რომ გახსნა მესიჯი და ხმამაღლა თქვა.
---რას მიყიდით სამახარობლოს მითხარით და გეტყვით!
---რა უნდოდა შენს ტელეფონს მის ხელში!- უსაყვედურა გუგამ ლილუს.
---მაშ ასე სულ რამოდენიმე თვეც და ჩვენ ხელში ავიყვანთ კიკინებიან თოჯინააას. გოგოა, გოგოოოო!
---ვააახ რა მაგარია. აქეთ ხომ ჩამოიყვან რომ წამოიზრდება ჟანეტ!
---ჯერ სწავლა დავასრულო და მაგისტრატურა და მერე დაფიქრდები მაგ საკითხზე.ჩამოსვლით ჩამოვალ მაგრამ, უნდა შეეგუოთ იმ აზრს რომ ცოტა დამაგვიანდება. უნდა დამელოდოთ და ერთიანად არ მოგინდეთ ყველას დაქორწინება!
---უშენოდ ქორწილი არ იქნება ჟანეტ!- უთხრა კაკიმ.
--ახლა წავედი. კარგია თქვენთან ერთად მაგრამ, უნდა დავიძინო. მიყვარხართ ყველანი! -ყველას კოცნა გაუგზავნა.
ნოდარი უკვე მოსკოვში იყო და იქედან უძღვებოდა თავის ბიზნესს რომლის სათავეში გუგა ჩააყენა თბილიში და იქედან ასწავლიდა ყველაფერს. ნოდარს ერჩია მისი შვილის გვერდით ყოფილიყო, უფრო მშვიდად გრძნობდა თავს. ჟანეტი დასაწოლად ემზადებოდა მამამ რომ შემოაღო კარი და თბილად მოიკითხა შვილი და შვილიშვილი.
---აბა როგორაა ჩემი ბჟღარტები?
---ჩვენ კარგად ვართ მაგრამ, უფრო კარგად ვიქნებოდით შო.....!- არ ქონდა სიტყვა დამთავრებული შოკოლადით სავსე ცელოფანი რომ ჩაუდო კალთაში.
--- როგორ გამახარეეეე!- თვალებგაბრწყინებულმა უთხრა მამას.
---მიხარია ასე ბედნიერს რომ გხედავ, აბა რა ხდება?
---არაფერი მოწყენილი ვიყავი და გიჟებს ველაპარაკე და ძალიან ვიმხიარულეთ, ხასიათიც გამომიკეთდა მაგრამ მე ახლა შენთან მაქვს სალაპარაკო!
--რა მოხდა შვილო რამე გაწუხებს?-შეეშინდა ნოდარს.
--კი მაწუხებს და ეს ბოლო დროა ამ თემაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ. გული მტკივა და თან ძალიან!
--ღმერთო ჩემო რა ხდება აღარ მეტყვი? -ნამდვილად შეშფოთებული სახე ქონდა ნოდარს.
---შენზე, შენზე ვდარდობ მამა ძალიან!
--ჩემზე? რატომ შვილო? მე ძალიან კარგად ვარ!- უთხრა და გვერდით მიუჯდა შვილს.
--ვიცი რომ ძნელია მამიკო საყვარელი ადამიანის დაკარგვა მაგრამ, კარგი იქნებოდა შენს პირად ცხოვრებაზეც რომ გეფიქრა ცოტა!- გაუკვირდა ჟანეტისგან ასეთი წინადადების წამოყენება მაგრამ, სადღაც გულის მიყრუებულ კუნჭულში კიც გაუხარდა, რომ შვილი მასზეც ფიქრობდა და უნდოდა მისი სიკეთე.
---შვილო იცი როგორ შემაშინე? რა დროს ჩემი პირადი ცხოვრებაა, დედაშენმა თანვე წაიღო ყველაფერი!
----არასდროს არაა გვიან მამა. ცხოვრება იწყება და მთავრდება იქ სადაც, ჩვენ გვინდა დამთავრდეს. შენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ, ჯერ კიდევ წინ გაქვს ბევრი დრო. ყველაფერი გაქვს ბედნიერებისთვის, მხოლოდ ერთი ვიღაც გაკლია, ვინც გაგილამაზებს შენი სიცოცხლის დღეებს. ეს დედასაც გაახარებს, არც მას გაუხარდებოდა ასე ეულად, მარტო რომ ენახე. ჩემზე ნუ ფიქრობ და ნუ გერიდება მამა, ჩემთვის ისიც ძალიან ბევრს ნიშნავს რომ ამ ასაკში ბედნიერს შეგხედო ჩემო ტკბილო მამიკო. უნდა გახსოვდეს ერთი და მნიშვნელოვანი რომ, ცხოვრება არც ჩერდება და ჩვენდა დაუკითხავად გარბის და არც ბრუნდება უკან არაფერი! ჩაფიქრებული უსმენდა შვილის სიტყვებს და უთხრა.
---როგორ ვიფიქრო ჩემს ბედნიერებაზე შვილო შენისთანა ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე, ცხოვრებაზე ხელჩაქნეული გოგო მიზის სახლში და დაკარგული აქვს მომავლის იმედი. მე მეუბნები ვიყო ბედნიერი? შენ? შენს თავზე რას მეტყვი შვილო!
---ცხოვრება რომელიც ჩემმა გულმა აირჩია ეს უფრო შემეფერება მამა. ოდესღაც გაცრუებულმა იმედმა და საყვარელი ადამიანიდან ხელის კვრამ, სიყვარულის უარყოფამ ყველაზე ნდობა დამაკარგვინა და ასე ჯობია ვიყო მანამ, სანამ ჩემი გული ნამდვილ და წრფელ სიყვარულს არ მოძებნის. სანამ თავად გული არ მიხვდება რომ მისთვის სიცოცხლესაც კი დავთმობ, რა ასაკშიც არ უნდა ვიყო, უარს არ ვიტყვი სიყვარულზე და ბედნიერებაზე მამა. შენს თავს გეფიცები ვეცდები რომ, მეც ვპოვო ბედნიერება და ვიყო ბედნიერი მასთან, ვინც ჩემს შვილს შვილად მიიღებს!
---მპირდები?- გახარებულმა ჩაიხუტა მამამ შვილი გულში.
---გპირდები, ჯერ ეს მოევლინოს კარგად ქვეყანას და მერე თავის დრო აქვს ყველაფერს!
---გვიახლოვდება ნოემბერიც ხო?
---ხო უკვე 7 თვის გავხდი. ორ თვეში ბაბუა გახდები!
---შენთვის სიურპრიზი მაქვს და სამ დღეში გეტყვი. ეს იმიტომ გითხარი რომ დაელოდო მოლოდინით!
---კარგი რომ გეხვეწო მაინც არ მეტყვი და დაგელოდები შენი სიურპრიზიანად! უთხრა და წაგვანგვალდა დასაძინებლად.
მოლოდინით ელოდა სიურპრიზის და ჩქარობდა ამ სამი დღის გასვლას ,არ იცოდა რას უმზადებდნენ.დილით სასწავლებელში წასასვლელად ემზადებოდა რომ ძლიერი წელის ტკივილი იგრძნო, რამაც ძალიან შეაშინა. ასევე ქონდა მოვლითი მუცლის ტკივილი და გაიფიქრა ,,დროა ექიმს შევეხმიანოო''.დაურეკა და აუხსნა ყველაფერი, რომელმაც უთხრა სასწრაფოს ახლავეს გამოვგზავნი და მზად დახვდიო. შეეშინდა, შიშის განცდა დაეუფლა და მამას დაურეკა. შეეშინდა ვაითუ მეც დედასავეთ დამემართოსო მაგრამ, საავადმყოფოში მისვლისთანავე დაეწყო მშობიარობის ტკივილები.
ბავშვის დაბადება ეს ნამდვილი საოცრებაა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ხდება. ბავშვის ჩასახვა, ლოდინი, დაბადება. ამ ყველაფერს შეუძლია მშობლები უბედნიერესები გახადოს. მშობიარობის ტკივილები ძალიან გაგრძელდა და ყოველ ახალი შემოტევითი ტკივილი უფრო და უფრო ძლიერი იყო.
---ისუნთქე, ღრმად ისუნთქე. ბავშვის დაბადება ქალის ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი შემთხვევაა. ისუნთქე საყვარელო და მოგვეცი საშუალება ჩვენც დაგეხმაროთ! თითქმის თხოვდა ექიმი ჟანეტის და თან ტკბილად ესაუბრებოდა. გარეთ ვერ უძლებდა შვილის გაუსაძლისს ტკივილს ნოდარი და ფოიეში ნერვიულად დააბოტებდა. ხმაური შემოესმა და როგორი ძლიერი გახდა უცებ და გასწორდა ბეჭებში ეს საყვარელი და ნაცნობი სახეები რომ დაინახა. ელოდა, იმედი ჰქონდა, სჯეროდა მათი, მათი მეგობრობის სწამდა, მათი ძლიერი მეგობრობის...



№1  offline წევრი isterichka123

ვაუ რამაგარი იყო ძალიან მომეწონა მაგარია გაგრძელე

 


№2  offline წევრი nigita

უმაგრესი თავი იყო love ჟანეტი კი ძალიან ძლიერი ქალია love

 


№3  offline მოდერი zia-maria

love love მადლობა ყველას.

 


№4  offline წევრი kora

ალბათ არ უნდავამბობდე იმას რასაც ვფიქრობ, მაგრამ, ვფიქრობ, ნიკას ახსნის უფლება უნდა მისცემოდა. მითუმეტეს არ ვეთანხმები იმას, რომ ბავშვი მამას არასოდეს დაანახონ. კი, ძლიერია ჟანეტი,ამაში ეჭვი არ მეპარება. მაგრამ რატომღაც იმ ბავშვებისთვის (ვფიქრობ ჟანეტის სიურპრიზი ეგაა), სხვა მამა რატომღაც მაინც არ მინდა...
--------------------
kira.G

 


№5  offline მოდერი zia-maria

ჩემო კორა მადლობა რომ კითხულობ და მომყვები ფეხ და ფეხ.ვიცი ასეთი ძლიერი სიყვარულის დავიწყება ასე უცებ ძალიან ძნელია,მაგრამ რამოდენიმეჯერ შეეკითხა ჟანეტიმ არ მომატყუილო თორემ სინანული გვიან დაგრჩებაო.თვალებში უყურებდა და ატყუილებდა აი ეს არის ჟანეტის დიდი ტკივილი და ამ ტყუილს ვერ პატიობს.ვნახოთ შემდეგი თავი.

 


№6 სტუმარი დალი 01.06 2016წ

ძალიან კარგი და საინტერესო თემაა აღებული , რომელიც მართლა კარგად გამოადგება ჩვენს ახალგაზრდებს ... ლამაზი მეგობრობა , ერთგულება , სიყვარული , გულწრფელობა , პატიოსნება . ასეთ თემებზე შეიძლება ფილმის გადაღებაც ... განა უცხო ქვეყნის სერიალებზე ნაკლები ისტორიაა გადმოცემული . ქალბატონ მზიას მინდა ვუსურვო წარმატებები და წინსვლა.

 


№7  offline მოდერი zia-maria

დალი 01.06 2016წ
ძალიან კარგი და საინტერესო თემაა აღებული , რომელიც მართლა კარგად გამოადგება ჩვენს ახალგაზრდებს ... ლამაზი მეგობრობა , ერთგულება , სიყვარული , გულწრფელობა , პატიოსნება . ასეთ თემებზე შეიძლება ფილმის გადაღებაც ... განა უცხო ქვეყნის სერიალებზე ნაკლები ისტორიაა გადმოცემული . ქალბატონ მზიას მინდა ვუსურვო წარმატებები და წინსვლა.

love მადლობა დალი დეიდა გაიხარეთ.

 


№8  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Patara modiissss

Patara qalmodis

 


№9 სტუმარი milena

kora
ალბათ არ უნდავამბობდე იმას რასაც ვფიქრობ, მაგრამ, ვფიქრობ, ნიკას ახსნის უფლება უნდა მისცემოდა. მითუმეტეს არ ვეთანხმები იმას, რომ ბავშვი მამას არასოდეს დაანახონ. კი, ძლიერია ჟანეტი,ამაში ეჭვი არ მეპარება. მაგრამ რატომღაც იმ ბავშვებისთვის (ვფიქრობ ჟანეტის სიურპრიზი ეგაა), სხვა მამა რატომღაც მაინც არ მინდა...

მე არ გეტანხმები.ნიკამ ხომ უღალატა თან დაამცირა თუ შრამი არ მოწონდა თავის დროზე რატომ შეხედა ჟანეტს,არანაირი გამართლება არ აქვს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent