შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალბატონო, სანთებელა ხომ არ გექნებათ?


8-06-2016, 21:42
ავტორი UglyBetty
ნანახია 1 956

ისევ მაღვიძარა.. საბნიდან ხელი გადავყავი და მაღვიძარა გამოვრთე, ნელი ტემპით ავდექი და ნიცას ოთახში გავედი.
-დე, გაიღვიძე რა.. ნიცუუ ჩემო პატარა ბაღში დავაგვიანებთ..
ნიცა იშმუშნება და ნელა ახელს თვალებს.
-დე ალ მინდა ბაგში ლა.
-არა დედი უნდა წავიდეთ ეხლა ჩვენ ავდგეთ, ჩავიცვათ, ვისაუზმოთ და მამიკო წაგიყანს.
-კალქი, საბუკას მაინჩ ვნახავ.
-ხო დედი აბა ეწყინება საბუკას.
ნიცას ვაცმევ, საუზმეს ვუმზადებ და სამზარეულოში ვტოვებ. მე კი საძინებელში გავდივარ.
-დათი ადექი რა! მზადაა ბავში. დათიიი!
ვუყვირი ხმამაღლა. ისიც შეშინებული ხტება და გაოგნებული მიყურებს.
-რა ხდება თეა? რა გაყვირებს?
-რა ხდება და გელოდება ბავშვი.
-ეგრე უნდა იკივლო მერე? გამისკდა კაცს გული.
საწოლიდან დგება, მკოცნის და აბაზანაში გადის. ისიც მალე ემზადება და კარებთან ვაცილებ შვილს და ქმარს.
- დედა გვიკალქალლ!
- მეც ჩემო საყვარელო.
კარს მშვიდად ვიხურავ, ეხლა კი ამ არეულ სახლს უნდა ვუშველო. დღემდე ვერ ვხვდები როგორ ახერხებენ ესე ორ წამში აურიონ მთელი სახლი. სახლის დალაგების შემდეგ ყავას ვიმზადებ და დაღლილი ვჯდები ფანჯარასთან, სიგარეტსაც ვიღებ და ღრმა ნაპასს ვურტყავ. როგორი ერთფეროვანია ყოველი დღე. როგორ მღლის... ისევ ფიქრებში მივდივარ, რა გამაძლებინებდა ნიცას გარეშე ამდენი ხანი. არადა რას არ აკეთებს დათი რომ ესეთს არ მიყუროს. იცის როგორ მოქმედებს ეს ჩემზე. რთულია როცა არ გაქვს პროფესია და შენი საქმე მხოლოდ ოჯახის მოვლაა. ფიქრებიდან ტელეფონის ზარს გამოვყავარ.
-ხო ლენკა
-თე, რას შვები? გოგო ეხლა ველაპარაკე ჩემს უფროსს და ძლივს დავითახმე შვებულებაზე!!
-აუ არაა? მაგას ეგ როგორ მოუვიდა? გილოცავ! ესეიგი ამ ზაფხულში მაინც ისვენებ ხო? სად აპირებ წასვლას?
-გოგო არვიცი რა, ზღვაზე მინდა. ოღონდ უშენოდ შანსი არაა არწავალ, და ეს ზაფხულიც თბილისში რო გავატარო შენი ბრალი იქნება.
-კარგი რა ლენკ, დათი აგვისტოს ბოლომდე შვებულებას ვერ იღებს. მარტო დავტოვო?
-კარგი რამოხდა მერე. დათი ისეთი ჯიგარია ხოიცი იქით გეტყვის წადიო.
-ხო მაგრამ ცოდოა რა მარტო.
-თეა! დაელაპარაკე დღეს და ჩალაგება დაიწყე არ გამაგიჟო!
-შეუგნებელი ხარ რა! მეცინება და ღიმილით ვდებ ტელეფონს. ჩემი ნება რომ იყოს ლენკა ასათიანს დღესვე ოფიციალურ გიჟად გამოვაცხადებდი. მაგრამ ეგ გიჟი რომ არ მყავდეს მართლა არ ვიცი რა მეშვებოდა. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ლენკას გარეშე არ მახსოვს არაფერი. 31 წლის ვართ უკვე მაგრამ ასაკს არ ვიმჩნევთ. 20 წლის გოგოებს ვგავართ ორივე, არავის ჩვენი ასაკის არ ჯერა.
დათი ალბათ მართლა მეტყვის წადიო მაგრამ ხო ვოცო აქ როგორ გაუჭირდება, საჭმელი, სარეცხი. რომ მოვა უნდა დაველაპარაკო. ამ დროდ ისევ ჩემი ტელეფონი რეკავს, ამჯერად მამა.
-ხო მა? როგორ ხარ?
-კარგად თეაკო შენ როგორ ხარ? ჩემი პრინცესა სად არის?
-ბაღში გავუშვი, დათიმ წაიყვანა.
-დათის ველაპარაკე ხო, რაც მჭირდებოდა მაღაზიისთვის მიყიდა ყველაფერი, გამოგიგიგზავნი ხვალვეო. არ ვიცი რა მამი, ეგეთი ბიჭი მე არვიცი. სიძეში რო გამიმართლა ისე არაფერში არ გამმართლებია ცხოვრებაში.
მე მწარედ მეღიმება.
-ხო მამი, დათი მართლა კარგი ბიჭია. მამი უნდა წავიდე გაზზე საჭმელი დამრჩა მგონი.
-მიდი მა გკოცნი, აკოცე ნიცუცასაც.
ტელეფონს მაგიდაზე ვდებ და უცებ ვეშვები დივანზე. ცრემლები თავისით მომდის. მართლა როგორი კარგი ბიჭია დათი, როგორ ვერ ვუფასებ. რა ვქნა, არ მიყვარს. ამდენი წელია ვცდილობ მხოლოდ ოჯახის გამო ვიყო ესე. დათისთან მე მე არვარ, ძალიან მიჭირს ესე. მთელი ბავშვობა ვოცნებობდი სიყვარულზე, მაგრამ მშობლება უცებ მიპოვეს საქმრო, კარგი ოჯახის, ზრდილობიანი და საქმიანი ადამიანი. ყველანაირად ეცადნენ რო დათისთამ ვყოფილიყავი და საბოლოოდ დავთანხმდი კიდეც. არმქონდა იმდენად ხმამაღალი ხმა ოჯახში რომ, ყველას წინააღმეგ წავსულიყავი. დათის კიდევ როგორ ვუყვარვარ... ეს ყველაფერი შინაგანად მჭამს და მგონია უკვე გულის მსგავსი აღარაფერი მაქვს.


----
ჩემი პირველი ისტორიაა, ძაანაც ნუ გამაკრიტიკებთ. ველოდები ყველა თქვენთაგანის აზრს. ღირს გაგრძელება?



№1 სტუმარი vera™

კარგია, განაგრძე

 


№2  offline წევრი Smiling girl

საინტერესოა ვნახოთ როგორ გაგრძელდება wink love

 


№3  offline წევრი მოლურჯო

შეიძლება ეს განსხვავებული ისტორიაა
ბევრისგან
მაგრამ...
ბევრ ისტორიას ჯობია ანუ პირველი თავით თუ ვისმჯელებთ
გრამატიკულად
მაგრამ ბევრ ისტორიას არა
პირველი რადგან არის
ველოდები უფრო კარგ და დიდ თავს
უფრო გამართულს
უფრო საინტერესოს
და რა თქმა უნდა პროგრესს
უფრო დაბლა და დაბლა ნუ ჩამოხვალ
მაღლა უნდა ახვიდე
--------------------
მარიამი

 


№4  offline წევრი mimimimo

ეხლა - არა, ახლა.
ვაცმევ - არა, ვაცვამ.
ვურტყავ - არა, ვურტყამ.
რო - არა, რომ.

არა უშავს.
ველი შემდეგ თავს.
წარმატებები!

 


№5 სტუმარი Sally

ცუდი არ უნდა ჩანს, უბრალოდ ძალიან პატარა თავი იყო

 


№6  offline წევრი marikuna (1)

კარგია პატარა იყო ოღონდ <3 ველი შემდეგს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent