შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უფს... (2)


8-06-2016, 23:42
ავტორი ანიი
ნანახია 2 147

ნინი მეორე დღეს უნივერსიტეტში წავიდა. ქორწილის შემდეგ დაღლილს სწავლის თავი არ ჰქონდა. აუდიტორიაში მეგობრებს შორის უცხო სახე დაინახა, რომელიც მეტად მოეწონა და ეცნო, მაგრამ ვერ იხსენებდა სად ენახა.
- ნათი, ვინ არის ის ბიჭი?
- ახალია, რაღაცნაირი ტიპია
- ხო, ეტყობა;
- რა გჭირს შენ?
- გუშინ ქორწილში ვიყავი და ძალიან დავიღალე.
ლექცია მალევე დაიწყო. ბიჭი ნინისთან ახლოს დაჯდა და მას მზერას არ აშორებდა. ნინი კი ამ მზერას გრძნობდა და წითლდებოდა, თავს უხერხულად გრძნოდბა.
ლექციის დასრულების შემდეგ მიხვდა რომ ის იმ უცნობს გავდა გუშინ რომ ეცეკვა. თავში ათასი აზრი მოსდიოდა. დაბნეული იყო. ლექციებს არ უსმენდა, უცნობზე ფიქრობდა, მის ნაკვთებს იხსენებდა, თან ამსგავსებდა, ხან ვერა. ბოლოს ამ შედარებებითაც დაიღალა და გადაწყვიტა რომ ეს ის ბიჭი არ იყო;
სახლში დაღლილი დაბრუნდა. ცოტახანში სალომემ დაურეკა:
- ჩემთან მოდი, ვაგრძელებთ ქეიფს;
- არა რა, დაღლილი ვარ
- კაი რა გთხოვ მოდი რა
- კარგი ხო, პატარძალს როგორ ვაწყენინეებ, გავემზადები და მოვალ. ბევრი ხალხი გყავს?
- კი, ერთი ამბავია. მოდი აუცილებლად, გელოდები
ნინი გაემზადა, შვი კომბინიზონი და მაღლები ჩაიცვა, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, თმები გაიშალა და სალომესთან წავიდა.სახლი სტუმრებით იყო სავსე. ნინი ყველას მიესალმა და ადგილი დაიკავა. მოპირდაპირე მხარეს უსიმპატიურესი ბიჭი ეჯდა და მას გამომწვევი სახით უყურებდა, ნინიმ თავი უხერხულად იგრძნო, არ იყურებოდა წინ, გვერდით მჯდომებს ესაუბრებოდა.
- უკაცრავად, მარილი მომაწოდეთ თუ შეიძლება. გაისმა ცინიკური ხმა. ნინის თითქოსდა ეცნო, "ვითომ თვითონ ვერ მიწვდებოდა"- გაიფიქრა და მარილი მიაწოდა, ძალაუნებურად გახედა ბიჭს და ელდა ეცა. მისი ახალი ჯგუფელი იყო, რომელიც ძალიან გავდა იმ ბიჭს, რომელმაც მასთან ერთად იცეკვა. ნინი ძალიან დაიბნა, ვეღარაფერი გაიგო, ათას რაღაცას ფიქრობდა და აზრებს ვერ აწყობდა. ბიჭმა ირონიულად გაუცინა. დაბნეული ნინი მალევე ადგა სუფრიდან და აივანზე გავიდა, აქეთ-იქით დადიოდა და ხმამაღლა საუბრობდა:
- ის ბიჭია, ახალი სტუდენტი, კი ეგ არის, მაგრამ იმას გავს,თუ არა? არა როგორ არ გავს, მაგრამ თუ ისაა რატო არ გამომელაპარა აუდიტორიაში ან მიმახვედრა რომ ის იყო? ან ასე რატომ გამიღიმა ახლა? ოხ, სულ დავიბენი.
ამასობაში ის ბიჭი გამოვიდა აივანზე და სიგარეტს მოუკიდა. ნინი ზურგით იდგა.
- მოწევ?
ნინის დააჟრიალა. ისევ ის ხმა იყო, ისევ ის სიტყვები, ისევ აივანზე. ხმა ძლივს ამოიღო, უარით უპასუხა და სამზარეულოში გავიდა, სადაც სალომე დახვდა.
- რა გჭირს გოგო? გაფითრებული ხარ.
- ხო, დაღლილობის ბრალია, წყალი დამალევინე რა
- წამალი ხომ არ გინდა? ჰაერზე მაინც გადი
- ვიყავი აივანზე, ნუ გეშინია, მომივა ფერი.
ნინიმ წყალი დალია, მოსულიერდა და სუფრაზე დაბრუნდა, ბიჭი ისევ წინ ეჯდა, მაქსიმალურად ცდილობდა ნინი რომ არ შეეხედა, ისევ გვერდით მჯდომს ესაუბრებოდა. უცნობმა რამოდენიმეჯერ დაარტყა ფეხი ნინის. იგი ყურადღებას მაინც არ აქცევდა მას. ბოლოს დააბიჯა. ნინიმ გაბრაზებულმა გახედა.
- უფს... ბიჭმა თვალი ჩაუკრა და ისე ირონიულად გაუცინა.
ნინი გაფითრდა,გული აუჩქარდა, ყველაფერი გაახსენდა, ფიქრობდა რა გაეკეთებინა. ცოტახანი არ იმჩნევდა არაფერს, შემდეგ სუფრიდან ადგა, ყველას დაემშვიდობა, სალომეს უთხრა რომ თავს ცუდად გრძნობდა და სახლისკენ წავიდა. კარების ბოლომდე მის მზერას გრძნობდა.
სახლში მისული ოთახში ჩაიკეტა, უცნობზე ფიქრობდა, მასთან ცეკვა და მისი კოცნა მოუნდა, დააჟრიალა, ბოლოს წიგნებს მიუჯდა, მაგრამ კონცენტრაცია ვერანაირად მოახერხა, ყველაფრის დავიწყება გადაწყვიტა და დასაძინებლად წავიდა, მაგრამ ისევ და ისევ მასზე ფიქრობდა.



№1  offline წევრი ketia

მომწონს რაგაცნაირა და ეს გოგოც.. მოკლედ წარმატებები და ველი გაგრძელებას

 


№2  offline წევრი isterichka123

კაია გაგღძელე მაგრა მმეტი დიალოგი კაი იქნება

 


№3 სტუმარი ani

აუ ხო რა ცოტა ბევრი დიალოგები იყოოოსს <3 მალე დადე რა

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

უბერე შენ როგორც გინდა ანუ წერე ისე როგორც "გეკომფორტულება":))). მარტივად წასაკითხი ისტორიაა.

 


№5  offline წევრი მოლურჯო

როგორც შენ გინდა რომ უბერო
და სხვებიც რჩევას გაძლევენ საშინელს
ეგრე წერას ვერასდროს ისწავლი
თუ ოდესმე გინდა რომ მწერალი გერქვას
უშეცდომოდ არავინ წერს მაგრამ...
პროგრესი უნდა ჩანდეს ყველა თავში
კრიტიკა იმისთვის არის რომ თუ ჯანსაღია გაითვალისწინო
მაგრამ გათვალისწინებულს მეორე თავში ვერაფერს ვხედავ
ამდენი დიალოგი ულამაზოა
ჰაერში ნასროლი სიტყვებით ულამაზოა
არაფერ შუაში რომ არაა
უფს რა უბედურებაა? ვერ ვხვდები
ან სათაურში რატომაა ან ისტორიაში გამოყენებული.
პროგრესი მჭირდება
--------------------
მარიამი

 


№6  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

გაგრძწლწბას არ გვაღირსებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent