შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსიქიატრიულში


9-06-2016, 23:18
ავტორი მავეკასტრა
ნანახია 1 298

წარმოუდგენელი და ყველასთვის გულის მომკვლელი და მოკლედ რომ ვთქვა არანორმანული საქციელის გამო აღმოვჩნდი ამაწლის 2016-ის 25 მაის ბეატრისის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, შუაღამე იყო როდესაც მომასვენეს და გაურკვეველ სიტუაციაში სამი უცნობი ტაბლეტი მაყლაპეს ეგრევე. ბევრი კითხვა არც დაუსვამთ, ერთ-ერთი გიჟთაგანი ვეგონე ალბათ, ნუ არც ტყუოდნენ ჩემი ტიტლიკანა სირბილი ქუჩაში ლოცვანით სხვა დიაგნოზს არც დასვამდა. ეს ცალკე ისტორიაა და ილუზიებით არ მინდა მოგითხროთ ის, რაც დანამდვილებით არ ვიცი რამ გამოიწვია. უბრალოდ აქაურ სიტუაციას მოგახსენებთ, როგორც “გაქაჩავს" ჩემი წერის ტექნიკა.
ფიქრის თავი არ მქონდა, ეგრევე გავითიშე, დილას ერთმა უცნობმა სახემ გამაღვიძა, საკმაოდ თავაზიანად. პირსახოცი და საცვლები მომაწოდა და აბაზანისკენ მიბიძგა.დაბნეული ვიყავი, თუმცა როგორღაც უცებ ავუღე ალღო სიტუაციას, წყალი გადავივლე და ერთჯერადი საცვლითაც შევიმოსე, ასე დავარქვი, რადგან საშინლად შეკერილი და გაუბედურებული მატერიისგან გახლდათ გამოყვანილი ყოველი მისი ფორმა. გავაღე აბაზანის კარები და ეგრევე რიგში ამოვყავი თავი, საჭმლის ყოფილა. დაახლოებით პირდაპირ ჩემი ოთახის წინ მდებარეობს სასადილო. დიახაც, ზუსტად იქ მოვხვდი სადაც ნამდვილად სჭირდება ადამიანს დახმარება.
ზომბების რიგი უფრო ეთქმოდა, ყველა გათანგული და ძალა გამოცლილი ჩანდა, ჩემი ჩათვლით.თავი სასწაულად მიბრუოდა, თითქოს კვამლშია ტვინი გახვეულიო. როგორც იქნა მივახწიე ჩემს მაგიდამდე, სადაც ფოდნოსზე დასვენებული ერთი პურის ნაჭერი, ჩაი ჭიქით და... მოკლედ ვისაუზმეთ და ისევ სამი ტაბლეტით დავჯილდოვდი. უჰ როგორ გამაბრუა, მოსაწევი მონაგონია, მივბობღდი საწოლამდე, გამიმართლა რომ ახლოს არის სასადილო ჩემს კაბინეტთან. ისევ გამაღვიძეს და სადილზე მიმიპატიჟეს და მსგავსად განმეორდა, თუმცა საზიზღრობა მოგვართვეს, გახსენებაც არ მინდა, ერთი სუპი დავხვრიპე, ორი ტაბლეტი დავაყოლე და კვლავ ლოგინისკენ გავემართე.
პირველი დღე ისე გამოვიდა ლოგინს და სასადილოს შევალიე, არაფერი საინტერესო არ მომხდარა, უბრალოდ დავისვენე და კარგადაც გამოვიდა, ნამდვილად მჭირდებოდა იმ ყველაფრის მერე რაც ჩემმა გონებამ და სხეულმა გადაიტანა.
მეორე დილაც გაღვიძებით დაიწყო, თუმცაღა უკეთესი ენერგიით, რა თქმა უნდა სრულ აღდგენამდე ბევრი მაკლდა, თუმცა საუზმის მერე ლოგინისკენ არ გამიწევია, კოლეგების გაცნობას და სიტუაციის აღქმა დავიწყე, ჩემი ოთახის მეზობელი, რატომღაც დაემთხვა და ჩემი ქუჩელი აღმოჩნდა.ამარუ ერქვა. ფიზიკური ნაკლი ჰქონდა, აშკარად დაბადებიდან თანდაყოლილი, მაგრამ გონებრივად ჩოულებრივი ადამიანი გახლდა, ბევრი ვერაფერი შევიტყვე მის შესახებ, რადგან პორტუგალიურ ენაში არც ისე ძლიერი გახლავართ,თუმცა მთლად გაუნათლებელიც არ ვარ, ერთ წელიწადში მოკლე საუბრისთვის საკმაოდ ბევრი მაქვს შესწავლილი, თან ეს გაბრუებული თავიც არ მაძლევდა საშუალებას მთელი შესაძლებლობები გამომეყენებინა. გაგიკვირდებათ გონებრივად კარგად გამოიყურებოდა ამარუ თქო რომ ვთქვი, საიდან მივხვდი. საქმე ჩემს სამუშაოს ეხება, ვინაიდან აქ მოსვლამდე ერთ წელი ქუჩაში გავატარე, ჩემს ოჯახს ვეხმარებოდი, ტურისტისთვის გათვლილ სუვენირებით ვაჭრობაში. რა ადამიანს არ შევხვედრილვარ და დრომ და გამოცდილებამ საშუალება მომცა უცებ აღვიქვა ადამიანის ხასიათი. ამასთან ერთად ჩემს მოსაზრებას ისაც ამტკიცებს რომ ჩემი მისვლიდან მეორე დღეს ამარუ გაწერეს არაჭკუათმყოფელთა დაწესებულებიდან.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent