პირველი სიყვარული-უკვდავი გრძნობა თუ უკვდავი მოგონება? (სრულად)
-ყავისფერ ფანქარს მათხოვებ?-ჩემს მერხთან მორიდებით მოვიდა თანაკლასელი. -აიღე-მივაწოდე და ხატვა განვაგრძე.რაღაც უცნაურობას ვხატავდით,როგორც მახსოვს,პირველ კლასში ხომ სულ ზღაპრის გმირებს გვავალებდნენ,კონკია დახატეთ,ფიფქრია დახატეთ,შვიდი ჯუჯა არ გამოგრჩეთო. იმ დღეს სახლში ჩვეულებრივ დედამ წამიყვანა.მახსოვს,იმ დღესაც ჩვეულებრივ ვჭამე სუპი დიდი ფიალით,იმ დღესაც ჩვეულებრივ დავჯექი სამეცადინოდ,თუმცა განსხვავება ის იყო,რომ ჩემს ყავისფერ ფანქარზე ვდარდობდი,იმ ბიჭმა ხომ მითხრა,სხვას მივეციო,მიმანიშნა კიდეც იმ სხვაზე,თუმცა მას არ აღმოაჩნდა,ვიფიქრე,დამეკარგა-მეთქი და ხეებს ვეღარ დავხტავ-მეთქი,ამიტომ მომიწია,დედასთვის მეთქვა. -დე,ფანქარი დავკარგე... ეს სიტყვები საკმარისი იყო იმისთვის,რომ დედაჩემი მისულიყო სკოლაში,მისულიყო და მოეძიებინა ჩემი ფანქარი.ის ასეც მოიქცა,სცადა,ჩემი ყავისფერი ფანქარის დაბრუნება,თუმცა ამაოდ,მას არ აღმოაჩნდა ჩემი ფანქარი,თუმცა დედაჩემი მაინც კმაყოფილი დამხვდა სახლში,ეგ ბიჭი როგორი ზრდილობიანი ყოფილა,თავისი „პენალი“ გახსნა,ჩემს ფანქარს მივცემო. სწორედ ასე გავიცანი ის,თუმცა მაშინ ჩემთვის რიგითი კლასელი იყო,მეტი არაფერი...თმცა დრომ რაღაც შეცვალა,სწრაფად გავიდა სამი წელი,გავხდი მესამე კლასელი,გავიზარდე,ჩამოვყალიბდი და მივხვდი,რომ ის ბიჭი რაღაცნაირად მაინტერესებდა,რაღაცნაირად მომწონს,ვხვდებოდი,რომ მისი მზერა მათბობდა,მისი სიტყვების გაგონება მსიამოვნებდა.... დიახ,იმ დღეს მივხვდი,რომ ეს სიყვარული თუ არა,დიდი გატაცება მაინც იყო,მაგრამ ამ დღით არ დასრულებულა ყველაფერი... მახსოვს,მესამე კლასში ვიყავი,როცა რაღაც ზეიმი გვქონდა,სიტყვით გამოვდიოდით და ბავშებს სიტყვები გვქონდა გადანაწილებული.როგორ მახსოვს,“ვეფხისტყაოსნის“ ნიუჟეტებს ვდგამდით. პირველი რიგის ბოლოში ვიჯექი,ეგეც მახსოვს.ჩემს გვერდით ერთი გოგონა იჯდა,ქეთი ერქვა და ძალიან ლამაზი ფერის ფლომასტერები ჰქონდა. ისიც მახსოვს,რომ ის ბიჭი მეორე რიგში იჯდა,ისიც ბოლოში,ხელი რომ გამეწვდინა,შემეძლო,ჩამეჭიდებინა მისთვის და აღარ გამეშვა. იმ დღეს,როცა ჩემი რიგი დასრულდა,მახსოვს,იმ ბიჭის ადგილი დავიკავე,რადგან ჩემი დაკავებული იყო და ძალიან უხერხულად ვიყავი,მალე მორჩება სიტყვას და რა მეშველება-მეთქი.მაშინ პირველად ვიგრძელი მსგავსი რამ... და მას შემდეგ უფრო გაძლიერდა ბავშვური აღტაცება,რომელსაც მისი კლასში შემოსვლა იწვევდა,მისი საუბარი,მიხრა-მოხრა...და საერთოდ ყველაფერი. ვაღიარებ,მიკვირდა,რატომ ხდება-მეთქი ასე,რატომ ვარ-მეთქი ასეთი შეყვარებული და თან უძლური-მეთქი,თუმცა პასუხს ვერ ვპოულობდი და ან არსებობდა იგი?! „ბავშვი ვარ არ მეყვარება,არ მიყვარს,უბრალოდ მომწონს...“-ამ ფიქრებით თენდებოდა და შემდეგ ღამდებოდა... და მე უბრალოდ არ მესმოდა,როგორ შეიძლებოდა,მყვარებოდა,უბრალოდ არ მესმოდა,რატომ ხდებოდა ასე....რატომ ღამდებოდა მასზე ფიქრებით და რატომ თენდებოდა მასზე ფიქრებით.... და დრო გადიოდა,ჩვენ ვიზრდებოდით,სამყაროს ახლოდან ვხედავდი,ვარდისფერ სათვალეს ზემოდან ქვემოთ ვამოძრავებდით... ის სხვანაირი იყო,ჩემგან განსხვავდებოდა,ჩემთვის მთავარი სწავლა და ნიშნები იყო,ის კი აკეთებდა იმას,რაც მოსწონდა,რაც სიამოვნებდა...ის უბრალოდ ბედნიერებისთვის ცხოვრობდა... ინფორმატიკის გაკვეთილი მიყვარდა ხოლმე,მახსოვს,როგორ ველოდი პარასკევ დღეს,რადგან ერთი სული მქონდა,როდის დავჯდებოდი მის გვერდით,როდის აგდავულაპარაკებდი რამეს,როდის გავაბრაზებდი... მართალია,ის ყოველთვის არ იჯდა ხოლმე ჩემთან ახლოს,მაგრამ ეს იშვითადაც კი საკმარისი იყო ღიმილისთვის,ღიმილის მიზეზისთვის... -დებილი ხარ!-ეს სიტყვა ძალიან შევაჩვიე მახსოვს.მართლა კი არ ვფიქრობდი ასე,უბრალოდ მომწონდა,როცა მის ყურადღებას ვიქცევდი,ვგიჟებოდი,როცა ვხედავდი მის აჭარხლეულ სახეს.... რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,ის არ ბრაზდებოდა,ამყვებოდა ხოლმე და სიცილსაც აყოლებდა ჩემს ნათქვამს. -მარი,რას აკეთებ?-მკითხა და ჩემს მონიტორს ჩახედა. -„ფეთ სოსაიეტს“ ვთამაშობ-ვუპასყხე და გამეღიმა,მისი ერთი სიტყვაც ხომ გულზე მალამოსავით მედებოდა. -ვიცი,ეგ თამაში,მე მეორე კატაც მყავს...-და ასე გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა,თუმცა მეშვიდე კლასში მოგვიხსნენ ინფორმატიკის გაკვეთილი და ჩვენი საუბრებიც შემცირდა. საუბრები შემცირდა,თუმცა მისი სიახლოვე ისევ მწვავდა და ჩემი ფიქრები ისევ ძლიერდებოდა,მძაფრდებოდა..თავი მხურვალე ქურა მეგონა,რომელიც აფეთქებას ლამობდა.... რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს,მისი ხელის ერთი შეხებაც კი მწვავდა,მისი ოდნავი სიახლოვეც კი მავიწყებდა ყველაფერს....ზოგ მომენტებში მეგონა,რომ ის მთელ მსოფლიოსაც კი მერჩივნა,მაგრამ განა ის ფიქრობდა ასე?! მახსოვს,როცა მეექვსე კლასში გამოცდები მქონდა,სულ მასზე ვფიქრობდი,აი,მე მიყურებს-მეთქი,არადა ეს უბრალოდ დამთხვევა იყო ალბათ,მის უკან ხომ მისი მეგობრები ისხდნენ....დიახ,მე,ბავშვური სიყვარულით აღტინებულს,მეგონა,რომ ისიც იმავეს გრძნობდა.. მაგრამ მოლოდინი რეალობას როდი ჰგავს..... -დე,ის ბიჭი საკონტროლოს წერის დროს ხეს მიშლიდა ... -მას,ის მიშლიდა ხელს.... იმ დღეს,როცა საკონტროლოზე მაქსიმალური ქულა ვერ მივიღე,მას გადავაბრალე. -დე,გადასვან რა,გაიშოტება ხოლმე- მისი სიახლოვე რომ მაბნევდა,განა მისი ბრალი იყო?! ერთ დღეს,როცა ლექსის სწავლსი თავისუფლება მოგვცა ქართულის მასწავლებელმა,რაღაც უხამსობა წავიკითხე და რატომ ვერ ვხვდებოდი.ალბათ,იმიტომ.რომ მისი ყურადღების მიქცევა მინდოდა....და ტაშს რომ მიკრვადა იცით რა ბედნიერი ვიყავი? მთელი სამყარო ჩემი მეგობა,მუცელში ფერიები მიფრინავდნენ და ლამის იყო სამოთხეში გადავვარდნილიყავი.... ეს იყო შეუცნობელი,გაუგებარი...ვიციდი,რომ არასდროს მექნებოდა გამბედაობა იმისა,რომ მას სიყვარულში გამოვტყდომოდი,თუმცა მაინც მიხაროდა,უბრალოდ ისიც კი მაბედნიერებდა,რომ მას ვხედავდი,მაბედნიერებდა ის,რომ ის ჩემთან ახლოს იყო,მაბედნიერევდა,რომ ზოგჯერ გამომელაპარაკებოდა. ის იყო ადამიანი,რომელმაც გეოგრაფიის საკონტროლოები შემაყვარა,ამ საგნის შემაჯამებელზე ის ხომ გადაწერის მიზნით ჩემს გვერდითა მერხზე იჯდა და ზოგჯერ ჩვენი ტანსაცმლის სახელოები ერთმანეთს ეხებოდა,ჩვენი მაჯები ერთმანეთს მიუახლოვდებოდა ხოლმე და სულ არ ვცდილობდი,რომ გავწეულიყავი შორს.როცა ზამთავარი იყო და თბილი ქურთუკი ეცვა,მაშინაც კი მსიამოვნებდა მიხი შეხება... ერთხელ გაკვეთილზე,როცა რაღაც დავალება გვქონდა დასაწერი,მას ცოტა ზრდილობიანი შეურაცყოფაც კი მივაყენე,თუმცა მას ცუდი არაფერი უთქვამს,თუმცა ეწყინა ალბათ.... და მას შემდეგ ჩვენი ურთერთობა უფრო დაიძაბა....თუმცა ფიქრები თავს არ მანებებდა..მასზე ფიქრები მეხმარებოდა დაძინებაში,თვალის დახუჭვაში და შემდეგ გახელაში... სიზმრებიც ისევ გრძელდებოდა და ისევ ვგრძნობდი,რომ გრძნობა,რომელიც მასთან მაკავშირებდა,მუდამ ძლიერდებოდა.... და იცით რას ვგრძნობდი? ვგრძნობდი,რომ ღრმაზე ღრმა მორევში ვიჩეხებოდი... დროსთან ერთად ვხვდებოდი,რომ ეს გრძნობა არ იყო ჩემთვის გამოსადეგი...სულ რომ არაფერი,დიდი შანსი იყო იმისა,რომ მას საერთოდ არ ვაინტერესებდი,იქნებ მისთვის მხოლოდ გაფუჭებული მაგნიტაფონი ვიყავი,რომელიც პატრონს სარდაფში უპატრონოდ უგდია... ერთ ზაფხულს არ ვიცი რომელმა ქარმა გადმომაგდო ქობულეთში,თუმცა ერთ სამოთახიან ბინაში კი ამოვყავი თავი.ერთმა ჩემმა მეგობარმა დაიჟინა,წამოდი,დაისვენე ჩემთანო,მეც ვერ ვუთხარი უარი.ვაღიარებ,როცა თინამ ეს შემომთავაზა,მაშინვე მასზე გავიფიქრე.ვიცოდი,რომ ქობულეთში ჰქონდა ბინა. იმ დილას წვიმდა,მაგრამ ზღვაზე მაინც გავედი,უკვე გადაიღო-მეთქი,თინა არ გამომყვა და მეც მარტო გავუყევი გზას,რომელიც სანაპიროსკენ მიდიოდა.მახსოვს წინ ქუჩა იყო,რომელიც უნდა გადამეკვეთა და შემდეგ ჩიხში უნდა შევმძვრალიყავი,რის შემდეგაც ჩნდებოდა ზღვა,ზღვა,რომელიც მისი წარბებივით მრისხანე იყო. ზღვა ხომ მუდამ მის მუქსა და მკაცრს მზერას მახსენებდა,რომელიც მას წლების წინ ჯგუფური სამუშაოს დროს ჰქონდა. ტანზე გავიხადე და ნაპირთან დავჯექი,ზღვაში შესვლას ვერ ვბედავდი და ტალღების შხეფების შეხებით ვკმაყოფილდებოდი,როცა ის გამოჩნდა.თავიდან ვიფიქრე,ხომ არ ვცდები-მეთქი,მაგრამ შემდეგ თვალებმა მიმახვდრეს სიმართლეს,ეს ის იყო! მოდიოდა გაღიმებული,გაბადრული,თუმცა დამინახა თუ არა შეცბა,ხმა არ გაუცია,მართლა არ გაუცია...უბრალოდ გასცურა,სწრაფად და ძლიერად.....მერე ამოვიდა,თანმხლებლებისკენ წავიდა და რუჯის მისაღებად დაწვა.მახსოვს,ჩუმად ვაპარებდი მისკენ თვალს,ვაკვირდებოდი მის გარუჯულ ზურგს,რომელიც ძალიან მამაკაცური მეჩვენებოდა. მეორე დღეს წავიდნენ.ვუყურებდი,როგორ ჩამოდიოდნენ ჩემს წინა კორპუსიდან,სამარშრუტო ტაქსში სხდებოდნენ..სხდებოდნენ ისე,ოფიციალურად,ჩემთვის ხომ მხოლოდ ერთ ადამიანზე ჩერდებოდა მზერა და ეს ის იყო,ის,ის,რომელმაც გამომაშტერა,გამომადებილა,ის,რომელმაც იდიოტად მაქცია.... -გიხდება რუჯი-ერთ-ერთმა პედაგოგმა ამოიკითხა თუ არა ჩემი გვარი,მაშინვე შენიშნა-ზღვაზე იყავი,მარიამ? -დიახ,მასწავლებელო,ქობულეთში. ქალმა თავი ჩარგო,გააგრძელა საქმე და გვერდიდან მკვეთრი ხმა მომესმა. -ჰო გითხარი ვნახე-მეთქი..-ეს ის იყო,ძმაკაცს ეუბნებოდა,თუმცა მეც მესმოდა... „მნახა? ნუთუ ასეთი გასაკვირი იყო,რომ მნახა?! ანუ დავაინტერესდი?! ჩემზე საუბრობს და....“-ფიქრები თავისთვის მიერეკებოდა გზას. დრო ისევ მიდიოდა,ისევ გრძელდებოდა რუტინული,მოსაბეზრებელი დღეები,დღეები,რომელსაც ბოლო ძლივს უჩანდა.ჩვენ საერთოდ გავუცხოვდით...ჰო,ასე იყო და მე ვიცოდი,რომ ქობულეთმა ამაში დიდი როლი ითამაშა. დროსთან ერთად ვიზრდებოდი,უფრო ვეფლებოდი სწავლაში.ვინაიდან ოქროს მედლის კანდიდატი ვიყავი,არ შემეძლო მოდუნება,მუდამ სწავლაში ვიყავი ჩაძირული და სხვა არაფრისთვის დრო არ მრჩებოდა... ვააანალიზებდი,რომ მასზე აღარ ვფიქრობდი,აღარც მესიზმრებოდა ის და თანდათან შვებას ვგრძნობდი.. საკმაო ხნის შემდეგ ერთი ადამიანით მოვიხიბლე და რაღაც-რაღაცები შეიცვალა,შეიცვალა ჩემი ფიქრის საგანი.საკუთარ თავს გამოვუტყვდი,რომ წინა გრძნობები დასრულდა და ახლლა სხვა მიყვარდა...ამისდა მიუხედავად,მაინც ვგრძნობდი ზემოთდასახელებული პიროვნებისადმი უხერხულობას. მახსოვს,იმ დღეს რეპეტიციაზე მივდიოდი,თანამედროვე ცეკვებში კონცერტი მქონდა და მას შევხვდი.მახსოვს,პირველად მე მივესალმე,ისიც მომესალმა და ჩამიარა.. საკმაო ხანი გავიდა,ბევრმა წყალმა ჩაიარა...მეგონა,დავივიწყე ბავშვობის სიყვარული,მასზე საერთოდ არ ვფიქრობდი,არც კლასში ვაქცეკვდი ყურადღებას მის სიტყვებს,გამოხედვას და ძველ გრძნობებს წარმავლად მივიჩნევდი... მახსოვს,ერთხელ,როცა ჩემი პირველი ნაწარმოების შესახებ დამრიგებლის მეშვეობის მთელმა კლასმა გაიგო,მან მკითხა,შენ დაწერე სულო,მე დავეთანხმე,თუმცა მისთვის თვალი არ გამისწორებია. ვფიქრობდი,ეტყობა,მისმა ძმაკაცმა,რომელმაც წაიკითხა ჩემი მოთხრობა,მოუყვა თავისი შთაბეჭდილება-მეთქი,თუმცა გულის სიღრმეში მინდოდა,რომ თავად ჰქონოდა წაკითხული...... თუმცა რეალობა წარმოსახვას როდი ჰგავს... ბოლო წელს სკოლაში თითქმის არ მინახავს,იშვიათად მოდიოდა ხოლმე.სიმართლე ვთქვა,საერთოდ არ მქონდა უკმარისობის გრძნობა,რომ მისი მერხი ცარიელი იყო. გამოცდები ისე მოახლოვდა,საერთოდ არ მინახავს.როცა ვხვდებოდით,მხოლოდ გამარჯობას ვეუბნებოდი,უფრო სწორედ,ერთხელ ვუთხარი,რადგან საერთოდ არ მაქცევდა ყურადღებას,იქცეოდა ისე,როგორც მე. ყველას გადავკოცნიდი ხოლმე მის გარდა,არ შემეძლო იმ უხერხულობის წინააღმდეგ წასვლა,რომელსაც ვგრძნობდი,უბრალოდ არ შემეძლო....და თან არ მინდოდა,რადგან მას ფეხებზე ვეკიდე. ისტორიის გამოცდაზე მედალოსნების გვერდით გეგმავდა დაჯდომას,ჩემს გვერდით დაჯექითო,გვეუბნებოდა მე და ჩემს კლასელს.ეტყობოდა,ძალიან ეშინოდა,მეც ვეღარ მოვითმინე და ვკითხე,საერთოდ არაფერი იცი-მეთქი,არ ვსხლავო-მიპასუხა და გაეღიმა... როცა გავიგე,ჩაავარაო,მინდოდა,გადავხვეოდი,თუმცა მალევე გადავიფიქრე,ძალიან უცნაურად გამოვჩნდებოდი,ვიცოდი. ბოლო ზარის შემდეგ ექსკურსიაზე წავედით,სადაც ჩვეულად ვიქცეოდით,არც ერთი ვუყურებდით ერთმანეთს,იმისდა მიუხედავად,რომ ჩემთან ახლოს იჯდა,არ შემეძლო უხერხულობის დაძლევა.... მახსოვს,მთვრალი იყო და მალევე წავიდა,თუმცა მანამდე შემოვიდა და ყველას გადვემშვიდობა,ოღონდ „თ“-თი,ყველას გკოცნითო. რაღაცნაირად გული დამწყდა,რომ წავიდა,თუმცა არ შევიმჩნიე და გართობა განვაგრძე. მერე მახსოვს,ჩემს ოდნავ ირონიულ პოსტზე დამიკომენტარა ირონიული რამ,რაც მეწყინა.ასე ვთქვათ,დუელში ავყევი,თუმცა შემდეგ გავჩერდი,რადგან აღარ შემეძლო,არ შემეძლო,მეთქვა,რატომ ვიყავი უკარება,ცივი მასთან,არ შემეძლო,რომ ძველი გრძნობებისთვის ამეხადა ფარდა. სიმართლე ვთქვა,იმ დღეს გამიკვირდა ჩემი რეაქცია მის კომენტარებზე,იმ ღამეს ხომ ძლივს დავიძინე და საშინელ ხასიათზე ვიყავი. იმ დღის შემდეგ ვფიქრობდი,რატომ ხდებოდა ასე...ვხვდებოდი,რომ რაღაც გრძნობა ისევ იყო დარჩენილი,იმ დღის შემდეგ უცნაურმა ფიქრებმა შემიპყრო... ბანკეტის დღეს ჩემთვის ყურადღება არ მოუქცია,მეც მოვარიდე მზერა და გოგონებს შევუერთდი.მთელი დღეს შესანიშნავად გავატარეთ,ჯერ ფოტოსესია გვქონდა შატოში,შემდეგ კი რესტორანში წავედით,თავიდან მე და ჩემმა მეწყვილემ გავხსენთ ცეკვის სერია,შემდეგ სხვებიც შემოგვერთდნენ.მშვენიერ დროს ვატარებდით,უბრალოდ ზოგჯერ მასზე მეფიქრებოდა,არ მიყურებს-მეთქი,ვფიქრობდი და იდუმალად გავხედავდი ხოლმე. გვიან ღამით,ტორტის გაჭრის შემდეგ,დიჯეის დრო დადგა,კლუბულ ცეკვებზე გადავედით,ჩემს გარდა თითქმის ყველამ გამოიცვალა ფეხსაცმელი,თუმცა მე ისევ 12-სანტიმეტრებიანით ვიყავი,შეჩვეული ვარ-მეთქი. ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა,ვერთბოდით,ვცეკვავდით,ვმღეროდით.....თითქმის არავის დაგვილევია,ბოლომდე გვინდოდა გართობა... ერთ მომენტში,როცა ფერადმა შუქებმა თავბრუ დამახვია და ნორმალურად ვერ ვარჩევდი ვერავის,მხარზე ძლიერი ხელი ვიგრძენი,გამიკვირდა,როცა დავინახე,რომ ეს ის იყო,მეუხერხულა,მაგრამ მეც მოვხვიე ხელი და ცეკვაში ავყევი...ეს რამდენიმე ცოტა ხანს გაგრძელდა,მუსიკა შეიცვალა,ხელი გამიშვა და მეც სასწრაფოდ შევიცვალე ადგილი... საკუთარ თავთან არ მინდოდა აღიარება,რომ მისი ეს მოქმედება მესიამოვნა,შემდეგ მის მაგიდასთან გადავჯექი ჩემს მეგობართან,რომელიც ყავას გამწარებით სვამდა. უხერხულად ვაპარებდი ბიჭისკენ,რომელიც მაგიდის მეორე ბოლოში იჯდა თვალს და,რომელიც ასე მაფორიაქებდა,შემდეგ ავდექი და ორ მიმტგან ბიჭს უშაქრო ყავის მოტანა ვთხოვე,თუმცა,თანხმობის მიუხედავად,საერთოდ არ გაახსენდა არც ერთს ჩემი უშაქრო ყავა,მეც ავდექი და ცეკვა განვაგრძე. სამი საათი ხდებოდა,როცა დედაჩემის თხოვნით ბავშევს დავემშვიდობე და დარბაზი დავტოვე.მანქანაში როცა ვსხდებოდით,ის ბიჭიც იყო გამოსული მეგობართან ერთად,მგონი,თავის საბარგულში რაღაცას ეძებდა.ისევ გავიფიქრე,დამშვიდობება უნდა-მეთქი,თუმცა,როცა ასე აღარ მოხდა,თავი დავიმშიდე,ჩემი ნახვა უნდოდა,იქნებ ვეღარ ვნახოო. მეორე დღესაც შევხვდით,საათზე მეტ ხანს ჩემთან ახლოს იჯდა,მერე კიდევ კარგი ადგა „ფლეისთეიშენის“ სათამაშოდ,თორემ ძალიან უხერხულად ვიყავი. იმ დღეს,სანამ ყველა გოგო არ წავიდა,მეც არ დამიტოვებია იქაურობა,შუაღამემდე ვიყავი,რადგან მინდოდა დამშვიდობებოდა ან მე დავმშვიდობებოდი,თუმცა ის უბრალოდ იჯდა,ჩემკენ არც კი ყურებოდა,მის გარდა ყველა გადავკოცნე და გასასვლელთან დავდექი,ასე ვიყავი საკმაო ხანს,იქნებ მოვიდეს-მეთქი,თუმცა ასე არ მოხდა და უბრალოდ წავედი.... ვიცოდი,რომ,შესაძლო იყო,იგი ამის შემდეგ არასდროს მენახა,მაგრამ მაინც წავედი,არაფერი ვუთხარი და წავედი....მე ხომ მისგან მინდოდა ინიციატივის დანახვა... მე წავედი,წავედი ისე,რომ არ ვიცოდი ეს უკვდავი გრძნობა იყო თუ უკვდავი მოგონება.....არ ვიცოდი,ვგრძნობდი თუ არა რამეს,მახსენდებოდა წინა ღამის სიზმარი,როცა მას ყველაფერი მოვუყევი და გადავეხვიე,თუმცა,ვიცოდი,რომ ეს რეალობისგან შორს იყო.... ვიცოდი,რომ ეს,შესაძლოა,უარესიც კი ყოფილიყო....ვიცოდი და უბრალოდ წავედი.... ძილის წინ თავზე საბანი დავიმხე და ცრემლები ჩამომცვივდა....არ მინდოდა მეღიარებინა ისე,როგორც 10 წლის წინ,ისე ახლაც ვფიქრობდი მასზე,ისევ მქონდა გრძნობები..... და გაჩნდა კითხვა:პირველი სიყვარული უკვდავი გრძნობაა თუ უბრალოდ უკვდავი მოგონება..... ____ ცოტა გავერთე წერით,მთლად უწეროდაც არ შემიძლია,გამოცდებს მივახრჩობ მაგრად და მერე დაგიბრუნდებათ ჩემი სახით წერაზე შეყვარებული ადამიანი. მიყვარხართ ყველა! გკოცნით ბევრს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.