შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვილი(სრულად)


11-06-2016, 15:10
ავტორი Annabel
ნანახია 2 324

ვიდექი,დავცქეროდი ჩემს შავ შესამოსელს და ვფიქრობდი . ამ ბოლო დროს ზედმეტად ბევრს ვფიქრობ. არ არის გამართლებული ჩემი საქციელი,ნამდვილად ვიცი ,მცდარე ვარ მაგრამ რა ვქნა თუ ცოდვების მორევში აღმოვჩნდი ? განა ჩემი სურვილი იყო ეს ? ვინ იცის.
ახლა უნდა ვლოცულობდე და არა ამაო ფიქრებით ვიყო გართული. ღმერთო გონება გამინათე.
ყველაფერი ხუთიოდე წლის წინ დაიწყო.სულ რაღაც ჩვიდმეტი წლის ვიყავი . ის რომ დავინახე სწორედ მაშინ მოხდა დიდი გადატრიალება. სულ შემთხვევით,ძალზედ სპონტანურად გავიცანი . ფეხბურთის შეჯიბრზე ვიყავი ,როგორც ფანკლუბის ერთ-ერთი წევრი . თავიდანვე მიიქცია ჩემი ყურადღება,მაგრამ იმ დღესვე ვიჩხუბეთ და ჩვენი გაცნობა ჰეფი ენდით არ დასრულდა
იცით როგორი იყო ? სხვანაირი. გარეგნობას ეხამებოდა მისი სიჯიუტე და გასაოცარ ელფერს სძენდა.
ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება ! თამამად შემიძლია ვთქვა,რომ დანახვისთანავე შემიყვარდა გაგიჟებით.
ნეტავ მაშინ მცოდნოდა რამენი პრობლემა მელოდა წინ ,როგორ დაიმსხვრეოდა ჩემი ყველა ოცნება . ალექსანდრე იყო როგორც ბედნიერების,ისე უბედურების ,სათავე და ბოლო.
ხშირად ვხვდებოდით ფეხბურთის მატჩებზე. ძალიან ბედნიერი ვიყავი თუნდაც იმით რომ ვუყურებდი . ის რომ იმარჯვებდა გულის სიღრმეში ყოველივე ეს ჩემს გამარჯვებასაც ნიშნავდა.
-ალექსანდრე ხომ იცი რომ ყველაზე მაგარი ხარ? ვკითხე დიდი სიხარულით.
-რავიცი ანნაბელ ვარ კი ? პირველი ტაიმის მარცხს დიდად ემოქმედა მასზე.
-რათქმაუნდა ხარ ! მე ხომ იცი მჯერა შენი . ირწმუნე საკუთარი თავის ალექსანდრე. ყველაფერი გამოვა დამიჯერე . მხარზე ხელი ძმაკაცურად დავადე და შემდეგ კვლავ ჩემს ადგილს დავუბრუნდი . მასზე მეტად მე ვნერვიულობდი . მეორე ტაიმში ალექსანდრე გააქტიურდა და ორი გოლის ავტორიც გახდა. ის რომ ბედნიერი იყო მეც მიხაროდა . მე ხომმას ვგრძნობდი .მთელი სულით ვგრძნობდი .
-ალექსანდრე გილოცავ ! ვუთხარი აღფრთოვანებულმა და ჩავეხუტე.
-მადლობა . შენ რომ არა არაფერი გამომივიდოდა . შენი დამსახურებაა დღევანდელი ჩვენი გამარჯვება .
-არა რას ამბობ მე არაფერი გამიკეთებია.
-ჩემი სტიმული ხარ ანნაბელ . ეს სიტყვები მხიარული მელოდიასავით გაისმა და მეც ბედნიერებამ გამიტაცა.
-წავედი ანნაბელ.შეგეხმიანები ხოლმე .
-ნახვამდის. და ბოლოს კვლავაც ნაზი ღიმილი .
ერთ-ერთი ყველაზე დასამახსრებელი დღის ამბავიც მინდა მოგიყვეთ. მინდა გაგიზიაროთ ის წუთები,როდესაც მართლა ბედნიერი ვიყავი . მეგობრის დაბადების დღეზე სრულიად შემთხვევით აღმოვნდით ერთად .ის უკვე საკმაოდ ნასვამი იყო ,როდესაც მე მივედი. დიდი სიხარულით მოვიკითხეთ ერთმანეთი და მთელი საღამო ერთად გავატარეთ. თმაზე მეთამაშებოდა ,ცდილობდა სულ ახლოს ვყოფილიყავით.
-ანნაბელ პოეზია გიყვარს?
-ვგიჟდები! ხანდახან ჩემთვის ვჯღაპნი რაღაცებს .
-მეც ვწერ იცი ?! მითხრა ბედნიერმა.
-ალბათ მუზაც გყავს ...
-მყავდა კიდევაც .
-მაშ სად წავიდა შენი მუზა ალექსანდრე?
-უბრალოდ აღარ მიყვარს ,დავიღალე ანნაბელ .
-გასაგებია . ვუთხარი ოდნავ დრამატიზმით. უცებ ალექსანდრე წამოდგა ,დიდად მრავალფეროვნად წარმოთქვა სადღეგრძელო და ლექსიც დაამატა . როდესაც ლექსს ამბობდა თვალი არ მოუცილებია ჩემთვის ,მეც ფრიად თამამად შევცქეროდი მის კუპრივით შავ,უძირო თვალებს . ვგრძნობდი მის ყველა სიტყვას . ის ხომ ჩემში იყო . რა მნიშვნელობა აქვს ვიყავითუ არა მე მის გულში? არანაირი. მთავარია მე ის გავითავისე .
დღე ნორმების გაცვლით დავაგვრგვინეთ და ორივე საკუთარ გზას დავადექით . ხშირად ვწერდით ერთამენთს . მას სკოლა დამთავრებული ჰქონდა და გამოცდებზე დიდად მგულშემატკივრობდა . მისი წყალობით დიდი სტიმული გამაჩნდა .ვიცოდი რომ მის გამო უნდა გამეკეთებინა მაქსიმუმი და მართლაც მე ეს შევძელი ! გავხდი სტუდენტი 100% იანი გრანტით. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა . მაგრამ აფერისტია ბედნიერება ხომ იცით ?
ერთ დღეს ჩვენს კაფეში ვისხედით,როდესაც მოულოდნელად მითხრა
-ვიცი რომ გიყვარვარ . თვალებში შემომხედა . ოჰ,მისი შემოხედვა ყოველთვის მაბნევდა და მაწითლებდა. გულში თითქოს პეპლებმა გაიფრინე.
-მერე რა არის ამაში ცუდი ?
-არაფერი უბრალოდ ერთად ვერ ვიქნებით.
-აუცილებელია ჩვენი ურთიეთობის ჩარჩოებში მოქცევა ?
-არა,მაგრამ ...
-მაგრამ შენ ის ჯერ კიდევ გიყვარს.
-არაა მასე .
-ზუსტად ვიცი . მე შენ ყველაზე უკეთ გიცნობ .
-ახლა რა უნდა ვქნათ?
-შენ რომ ის გიყვარს ,მოელი რაიმეს მისგან ?
-არა ანნაბელ.
-არც მე მოველი შენგან რამეს . უბრალოდ იცოდე მე ვარ სულ შენთან .ვგრძნობ რა გტკივა,რა გიხარია . უბრალოდ იცოდე რომ მე ვიქნები ყოველთვის შენთან და მორჩა სულ ესაა.
-მოიცა,სად მიდიხარ ანნაბელ?
-ნახვამდის ალექანდრე.
-არ წახვიდე .
-უბრალოდ საჭროა ასე.
ამ დღის შემდეგ თავს უნებურად დამცირებულად ვგრძნობდი . ალექსანდრეს აღარ ვწერდი სისტემატიურად . უბრალოდ ყველა დღე მტანჯველი და გაუსაძლისი ხდებოდა ჩემთვის . სწავლაში ვიყავი ჩაფლული და ვცდილობდი ყურადღების გადატანას .
ერთ საღამოს კურსელის დაბადების დღეზე ვიყავი მიწვეული. საკმაოდ დაღლილს რელაქსი ნამდვილად არ მაწყენდა. შევაბიჯე რესტორანში ჩვეული სიამაყით და მარიამისკენ გავეშურე.
-გილოცავ მარიამ ! სულ ასეთი ღიმილიანი ყოფილიყავი.
-მადლობ ანნაბელ.
როგორც კი გარემო მოვათვალიერე მაშინვე შევეჩეხე მის მწველ მზერას. მიყვარს სასიამოვნო დამთხვევები.
განსაკუთრებით ისეთი,გულს რომ მიჩქარებს და შემდგომ საუკუნო ბედნიერებად მიმყვება.
-ანნაბელ მომენატრე.
-სასიამოვნოა ალექსანდრე.
-დაივიწყე ჩვეული სიამაყე და მოდი ჩამეხუტე.
-შენ მოდითქო ვუთხარი და ბავშვურად გავიპრანჭე. მას ჩემს საქციელზე ჩვეულად გაეცინა და მთელი სხეულით ამიკრა .
სწორედ ეს ,,ბედნიერი საღამო" გახდა ყვლაფრის გამანადგურებელი.
უზომოდ ბევრი ალკოჰოლი მივიღეთ. გავგიჟდით,შევიშალეთ,მითოლოგიურღმერთებს გავუთამამდით და გავაფრინეთ . პირველად იმ ღამეს ერთად გავსინჯეთ . ყოველივე ამან თავისი ქნა და საბოლო წერტილიც დაუსვა ჩვენს პარანოის . ვიცინოდით , ერთმანეთს ვეხუტებოდით,ვკოცნიდით და თავს ვეღარ ვაკონტროლებდით . ასეთ მდგომარეობაში რამეზე ფიქრი ძნელია,თუმცა კვლავაც თამამად ვიტყვი რომ იმ წუთებში სამყარო მხოლოდ ჩემი და ალექსანდრესი იყო.დედამიწაზე მხოლოდ ორი ინდივიდი ანნაბელი და ალექსანდრე არსებობდა . მეტი არავინ .
წვიმდა კოკისპირულად . გააფთრებული კოცნით შევედით ალექსანდრეს სახლში და მერე ყველაფერი თავისით ნელ-ნელა განვითარდა . მისი სურნელის,კოცნის გარდა არაფერი მახსოვს .
მეორე დღეს თავის აწევა ვერ მოვახერხე,ყველაფერი მტკიოდა .არ ვიცოდი სად ვიყავი,რა საშინელება გავაკეთე წინა დღეს და რა მელოდა წინ.
გვერდი ვიცვალე თუ არა ალექსანდრეს მოცინარ სახეს გადავაწყდი. ოღონდ ეს არ იყო გულწრფელი ღიმილი. ეს უფრო ირონია ნარევი მანერა გახლდათ.
-შენ რა კარგი ყოფილხარ საწოლშიც. ყველა გოგოს აჯობე.
სიკდილის ზარები ჩამესმა ყურში .
-მასე მე ნუ მელაპარაკები. ვიყვირე გაბრაზებულმა .
-გამაცინე . მოდი გაკოცებ და გაგივლის გაბრაზება პატარა ანნაბელ .
-მე მივდივარ .
-სად მიდიხარ ? საღამოს კიდევ ხომ არ დაგველია .
-ალექსანდრე მასე ნუ მელაპარაკები . თვალები ცრემლით ამევსო . სჯობდა იქვე მოვკვდარიყავი . ნამდვილად სჯობდა დამიჯერეთ.
-და როგორ გელაპარაკები? შენც სხვა გოგოებივით ხარ. ნამდვილად დიდი ხანი დამჭირდა ,მაგრამ ბოლოს მაინც აღმოჩნდი ჩემს საწოლში .
-მეზიზღები ალექსანდრე. ერათხანს ისტერიკული სიცილი აუტყდა ,ხოლო შემდეგ სიგარეტს მოუკიდა . ჩავიცვი და გარეთ გამოვვარდი . სული მეხუთებოდა ,თავს ვერ ვაკონტროლებდი . სიკვდილი მინდოდა .
როგორ შეიძლება ადამიანი,რომელიც მთელი გული გიყვარს ასე უნამუსოდ მოგექცეს ? მე სიყვარული სხვაგვრას მესმის . მისთვის სიცოცხლეს დავთმობ . მისთვის მოვკდები და ის კი ? ის კი მექცევა როგორც თოჯინას ,რომელსაც როცა სურს ნაგავსაყრელზე მოისრვის . ამაოეებაა ეს ცხოვრება .
ანნაბელი გაქრა . ანნაბელი ცოცხლად დამარხეს .
არ ვიცოდი რა უნდა მექნა ,რა უნდა გამეკეთებინა . განა პირველი ვიყავი ვისაც ეს შეცდომა მოუვიდა ? არა ,ვიცოდი არც უკანასკნელი ვიქნებოდი მაგარამ ჩემთვის დიდი ფსიოლოგიური დარტყმა იყო. ნერვული აშლილობა და ფსიქიკური პრობლემები ბოლოს მიღებდა .
და სწორედ აი ასე აღმოვჩნდი ტაძრის გზაზე. უფალმა შემიფარა ,მან მაჩვენა გზა სიმშვიდისაკენ და მეც მივენდე ბოლომდე . სწორედ ასე და ამგვარად აღმოვჩნდიი შუამთის დედებთან . მათ შეძლეს ჩემი გამხნევება ,გამოცოცხლდბა და ხალისი დამიბრუნეს . ამგვარად 20წლის იუბილეზე მორჩილად მაკურთხა მეუფემ . ნამდვილად ბედნიერი ვიყავი . პირველად ვიყავი ასეთი აღტაცებული იმხელა დარდის ,ნერვიულობის შემდეგ.
კვლავაც მინდა გითხრათ და გაგიმეოროთ აფერისტია ბედნიერება და ადამიანის ფსიქოლოგიაუფრო სუსტი!
წირვაზე დიდი სიხარულით შევაბიჯე უსაშველოდ ვიყავი გალობის სურვილით განმსჭვალული . მომლოდინე პატარებს დიდისიყვარულით მოვეფერე და გავეშურე ჩემი ადგილისკენ . გალობისას თვალებს ყოველვის ვხუჭავდი თუმცა რა ძალამ მიბიძგა თვალების გახელისკენ ვერ გეტყვით . ესეც უთუოდ უფლის ნება იყო.
ამდენი წლის შემდეგ ის იდგა და დიდრონი თვალებით მიყურებდა . ალქსანდრე იყო . ზუსტად ისიყო! თავი ვეღარ ვანუგეშე საკმარისად . ბევრი ვითმინე ,რომ სიმწრისგან არ მეყვირა ,თუმცა ამაოდ . მე ხომ ახლა სხვა ვიყავი .სულ სხვა . მეტი მოთმინება მმართებდა,მაგრად მე კვლავაც შემრჩენოდა ჩვეული სისუსტე. ტაძრიდან გამოვედი სუფთა ჰაერზე . ამომიტივტივდა ყველა ტკბილი მოგონება . ხმამაღლა მინდოდა ყვირილი . სამყაროსთვის ხმის მიწვდენას ვლამობდი .გრძნობები უნდა გამეთავისუფლებინა . ყვირილის საშუალება უნდა მიმეცა მათთვის .
-ანნაბელ.
თვალებში შავი ბინდი გამეფდა.
-გისმენთ.
-ალექსანდრე ვარ ვერ მიცანი ?
-მე ასეთს არავის ვიცნობ უკაცრავად.
-არა ,ვიცი ანნაბელი ხარ . ვიცი შენ ხარ .
-ანა-მარია გახლავართ მე . ვიცრუე . მე მორჩილმა ,რომელსაც სულ მალე დედაოდ აღკვეცდნენ ვიცრუე. ყოველივე უბედურების სათავე ისაა ,ნამდვლად ალექსანდრე!
-კარგი ანნაბელ შენ თუ გინდა ანა-მარიას დაგიძახებ . უბრალოდ ამ შავ შესამოსელშიც ისევ ისეთი ლამაზი ხარ . შენი თვალები ამბობენ ყვრლაფერს . ურცხვად მესაუბრეობდა .
ღმერთო რა დავაშავე ასეთი ? რატომ ღმერთო? არ ვიცოდი რა მექნა მთელი ღამე მოსვენება დავკარგე ვერ დავიძინე .
ერთ კვირაში თითქოს სიმშვიდემ მოიცვა ჩემი სული თუმცა კი საღამოს ლოცვაზე ვხედავდი თუ როგორ ეცვა ალექსანდრეს სტიქარი და როგორ მიდიმოდიოდა ჩემს გარშემო. დედებს ვუთხარი რომ თავს შეუძლოთ ვგრძნობდი და მონასტერში უნდა დავბრუნებულიყავი. მარტო არ გამიშვეს .
-შვილო მოვა ახლა ალექსანდრე და ის წაგიყვანს . მითხრა ღიმილით დედა თეოდორამ . თეთრი ფერი დამედო სახეზე. ოღონდ მოვმკვდარიყავი ,მეტი არაფერი მსურდა . მაგრამ ამ შემთხვრვაში სიკვდილი იოლი სასჯელი იქნებოდა .უნდა მეცოცხლა და დავტანჯულიყავი. სიმწრით უნდა ამომხდომოდა სული.
-დაბრძანდით ანნა მითხრა ალექსანდრემ .
უკანა სავარძელზე მოვთავსდი და თავი ჩავხარე .ლოცვის მეტი არაფრი დამრჩენოდა . ბოლოს ვთქვი ,,უფალო იყავ ნება შენი !" და პირველად შევხედე ალექსანდრეს თვალებში ამდენი ხნის შემდეგ . ისიც მიყურებდა . მანქანამ გზიდან გადაუხვია.
-ანნაბელ გინდა ყველაფერი მოგიყვე ?
-მომიყევი.
-შენ არც პირველი ხარ და არც ბოლო იქნები.
-მე რა შუაში ვარ ალექსანდრე ?
-შენც ქალი ხარ . წყეული ქალი .
-რა გინდა ? ადამიანი არ ხარ ? ღმერთის არ გწამს ?
-ის ,ვინც მიყვარდა წავიდა.ამაყად წავიდა და მორჩა . ღმერთმა წამართვა მისი თავი . რომელ რწმენაზე მელაპარაკები ? ხელში ჩამაკვდა. ეს სამართალია ? ღრიალებდა ბოლო ხმაზე.
-მე რა დავაშავე ?
-შენც ქალი ხარ წყეულო. ჩემი მარიამი თუ წაიყვანა ღმერთმა.შენ უარსის ღირსი ხარ. არ უნდა იცოცხლო.
-გიჟი ხარ.
გამომხედა. ბოლოჯერ გამომხედა. უკანა სავარძელზე გადმოცოცდა . ჩემს წინ მოექცა . მწარედ გამარტყა . ძალიან მწარედ . სისხლი წამსკდა ტუჩიდან . ბოლოს მხურვალედ დაეწაფა ჩემს ბაგეს . ბოლოს კი სიკვდილის დროშასავით დაეფინა ჩემი შავი თმა სავარძელს .
*****
მინაწერი : 2015წლის 9ნოემბერს თბილისისკენ მიმავალ გზაზე მიტოვებული მანქანა იპოვეს . მანქანაში ყელგამოჭრილი,ნაწამები,შავით შემოსილი გოგონა იპოვეს . 21-22 წლის . მკვლელობაში ბრალდებული ალექსანსრე ონიანი დაპატიმრებულ იქნა ამა წლის 25 დეკემბერს . პოლიციამ მის კვალს ანნაბელ ამირეჯიბის საფლავზე მიაკვლია. ბრალდებულს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 15წლით ,თუმცა არაადეკვატურობისდა გამო გადაყვანილი იქნება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

***
-სიყვარული?
-სიგიჟე.
-სიყვარული?
-გაფრენა!
-სიყვარული?
-გრძნობა ,რომელიც გამოუსწორებელი შეცდომების მიზეზი ხდება .



№1 სტუმარი kato123

ვერ ვიტყვი რომ ცუდი იყო,მაგრამ მომეჩვენა თითქოს 2 წუთზე დაწერილი ისტორიაა

 


№2 სტუმარი .................

madloba ase kargad to gadmoeci *•*

 


№3  offline წევრი Annabel

.................
madloba ase kargad to gadmoeci *•*

ბედნიერი ვარ თუ მოგეწონათ :)

 


№4 სტუმარი vera™

საინტერესო იყო, მომეწონა ძალიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent