არაფრის სუნო, მე შენ მიყვარხარ(1)
-იოო -იიოო -იოანე -იოანე მეთქი! -იოოოო მესმის ჩუმი ნაბიჯების ხმა და ვგრძნობ როგორ აწვება საწოლს სხეული. მერე ჩემსკენ მოდის და ჯერ ლოყაზე მეფერება, შემდეგ თმებში მიფათურებს ხელებს, ბოლოს კი ტუჩებზე გადმოაქვს ცერა თითი და ჩემსკენ იხრება. ყურში საოცრად სექსუალური და ლამაზი ხმა ჩამესმის -ადგომის დროა იოანე, გაიღვიძე. - მსუბუქ კოცნას მიტოვებს ტუჩთან ახლოს და ოთახს ტოვებს. მღვიძავს, საწოლზე ვზივარ და ვიხსენებ საიდან მეცნობა ის ხმა, რომელმაც სულ რამდენიმე წუთის წინ გაბედა და ძილი დამიფრთხო. ვცდილობ წამოვდგე, მაგრამ არ გამომდის. ვგრძნობ საშინელ თავბრუსხვევას და თავის აუტანელ ტკივილს. ამ ყველაფერს ემატება საშინელი გულისრევის შეგრძნება და სრული ამნეზია გუშინდელ ღამესთან დაკავშირებით. -ოჰ, როგორც იქნა გაიღვიძე. - მიახლოვდება ისევ ის ხმა. მე კი ტკივილისგან თვალების ბოლომდე გახელას ვერ ვახერხებ, რომ დავინახო.უცებ მეცა შემწვარი კვერცხის და ტოსტების სუნი. -გაააათთთთრიიიეეეეეეე ესსს რააარრრიიისსს!!! - ვიღრიალე ბოლო ხმაზე და ჩემს ფეხებზე მოთავსებული ლანგარი მოვისროლე. თვალები როგორღაც გავახილე და იმ ხმის პატრონი დავინახე, ვინც დილით თავხედურად გამაღვიდა, ახლა კი შემწვარი კვერცხით მიმასპინძლდებოდა ჩემივე სახლში. წაბლისფერი გრძელი თმები, საოცრას სექსუალური ტუჩები და ჩემს მაისურში გამოწყობილი გამოყვანილი სხეული. დიდი ლუჯი თვალები წყლით ავსებოდა და გაკვირვებული სახით ხან მე შემომხედავდა, ხან იატაკზე აღმოჩენილ ლანგარს. ნაწყვეტებად ამომიტივტივდა თავში გუშინდელი საღამო. კლუბი, სასმელი, ცეკვა და... -ანასტასია! - წამოვიყვირე უცებ. გოგონამ სველი სახე და წყლიანი თვალები მე მომაპყრო. -ბოდიში ჩემო ლამაზო, არმინდოდა ასე მომხდარიყო. უბრალოდ შემწვარ კვერცხს პატარაობიდან ვერ ვიტან, თან ძალიან ცუდად ვარ და თავი ვერ გავაკონტროლე. ანასტასიას სილურჯეებიდან ღაპა-ღუპით ცვიოდა ცრემლები. -მოდი ჩემთან - ვუთხარი მას და ფეხებს შორის მოვიქციე მისი სხეული. მკერდზე მივიკარი და ჩავეხუტე, თან ერთი ხელით მის თმებს ვეთამაშებოდი. ანასტასიამ ამომხედა, მე გავუღიმე და ცრემლები ცერით მოვწმინდე. მისი სახე ხელებში მოვიქციე, ჯერ ორივე თვალზე ვაკოცე, მერე პატარა ცხვირზე და ბოლოს მის ტუჩებსაც მივწვდი. ოხ, როგორი ვნებიანი იყო ეს გოგო! მან გამიღიმა და ხელები შემომხვია. -რამე ხომ არ გინდა, მოგიტან. - მითხრა ბავშვური ხმით -კი. წამალი მინდა თორემ ეს თავის ტკივილი გამაგიჟებს. და კიდევ ყავა მომიდუღე თუარ შეწუხდბი. -არანაირად არ შევწუხდები. - მითხრა და გასვლის წინ ვნებიანი კოცნა დამიტოვა კისერში. ანასტასია გავიდა თუარა აბაზანაში შევედი. სახეზე ცივი წყალი შევისხი და ჩემს თავს სარკეში დავაკვირდი. ნელ-ნელა ყველაფერი გამახსენდა. ბექასთან და საბასთან ერთად კლუბში წავედი გასართობად. ანასტასიაც მაშინ გავიცანი. სხვებს არ გავდა და სწორედ ამან დამაინტერესა მისით. ბართან იჯდა და ხშირად იკიდებდა თავზე ხელებს, ეტყობოდა, რომ არიყო მიჩვეული მუსიკის ამხელს ხმაზე მოსმენას. კოქტეილს სვამდა, ისიც ცოტას და აშკარად ეტყობოდა, რომ ასეთ სიტუაციაში პირველად იყო. ნუ, სიმართლე ვთქვათ, თავიდან მომეწონა ეს გოგო. მშვიდი, ნაზი, მორცხვი, ლამაზი. მივუახლოვდი და ცეკვა შევთავაზე. მან შემომხედა და სახეზე მთლიანად გაწითლდა. ცოტახნით იყოყმანა, ბლოს კი დამთანხმდა და სკამიდან ნელა ჩამოსკუპდა. ძალიან კარგად ცეკვავდა, ძალიან გაერთო ჩემთან. ცოტა დავალევინე კიდეც. მაგრამ ნამდვლად არმეგონა თუ საქმე საწოლამდე მივიდოდა. ის სხვანაირი ჩანდა, გარეგნობამ და მანერებმა მომატყუეს. სააბაზანოდან გამოსულმა ზეწარს დავხედე და ... "ოო, ქალიშვილი ყოფილა. ნწ, ცუდი ბიჭი ხარ, იოანე." ირონია ჩემი ცხოვრების თანამგზავრი იყო. ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი. ანასტასია ყავას მიმზადებდა და თან რაღაცას ღიღინებდა. უკნიდან მივეკარი და ხარბად შევისუნთქე მისი თმების სურნელი - არაფრის სუნი. ვიგრძენი როგორ აუცახცახდა სხეული, როგორ დაიბნა... უმ, ვგიჟდები დაბნეულ გოგონებზე, -იოანე ფრთხილად. ყავა ცხელია, არ გადაგვესხას. - ძლივე თქვა ეს სიტყვები. მე გამეღიმა და მოვშორდი. იქვე სკამზე ჩამოვჯექი და ვაკვირდებოდი მის გარეგნობას. ჩემი მაიკა ამშვენებდა. მის უკანალს სანახევროდ ფარავდა. თმები ლოკონებად უბოლოვდებოდა. გამოყვანილი წელი, სწორი, ლამაზი ფეხები, მშვენიერი მკერდი, ულამაზესი, მარწყვივით ტუჩები, პატარა, კურნოსა ცხვირი და დიდი ლურჯი თვალები. სიმართლე გითხრათ, პირველად დამწყდა გული გოგოზე. ასეთი სილამაზის პატრონი არ მეგონა თუ უფლებას მომცემდა ის უბილწოებას შევხებოდი. -გემრიელი ყავაა ჩემო მშვენიერო, დიდი მადლობა. ანასტასიამ საპასუხოდ მხოლოდ გამიღიმა და წამალი მომაწოდა. შემდეგ აბაზანაში შევიდა, გამოვიდა, ჩაიცვა და სახლში წაყვანა მთხოვა. რათქმაუნდა, სურვილი შევუსრულე და 15 წუთში მის სახლთან ვიყავით. ვატყობდი, რომ მანქანიდან გადასვლას აგვიანებდა, აშკარად არუნდოდა. თან მთელი სხეული უკანკალებდა და თვალებში ვერ მიყურებდა, მორცხვად ხრიდა თავს ძირს. -ანასტასია, ხომ კარგად ხარ? -კი, კი. უბრალოდ... იცი მე... -რამის თქმა თუგინდა მითხარი ნუ გერიდება -პირველი ხარ იოანე -ვიცი ჩემო ლამაზო. და ვერ წარმოიდგენ როგორი ამაყი ვარ ამით. - ოხ, ეს პირფერობა. -იო, არმინდა რამე ცუდად იფიქრო ჩემზე. მე უბრალოდ... -თავის მართლებას ცდილობ. რატომ? რა გაქვს თავის სამართლებელი? ნანობ რამეს? -ერთ წამსაც არ ვნანობ! - ეს სიტყვები იმდენად დამაჯერებლად მითხრა წამით გავშეშდი. -ხოდა, არც არაფერია სანერვიულო. დაწყნარდი -კარგი. ეხლა უნდა წავიდე. -არ დამემშვიდობები? ანასტასია მიმიხვდა და ჩემსკენ გადმოიხარა. მე ხელი თმებში შევუცურე, ჩემსკენ მივიზიდე და მის ბაგეებს შევეხე. უნდა ვაღიარო, ამ გოგოს ქონდა რაღაც ისეთი, რასაც ჭკუიდან გადავყავდი. ანასტასია მოშორდა ჩემს ტუჩებს. -კარგად იოანე -დროებით გემრიელოვ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.