შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგერხა. (15)


12-06-2016, 10:42
ავტორი Supreme
ნანახია 3 711

  უკან გავყევი და სააბაზანოსთან დავეყუდე. აშკარად გული ერეოდა.
-კარგად ხარ?-ვკითხე, როცა გამოვიდა.
-კი.-სუსტად გამიღიმა.
-რა მოგივიდა?
-არაფერი, დაიკიდე. ალბათ მოვიწამლე.-ოთახში შევიდა.
  ჩუმად შევყევი და კარებთან დავეყუდე. თამო რბილ სავარძელში კომფორტულად მოკალათდა, მერე შემომხედა და მხიარულად გამიღიმა.
-შეგიძლია დაჯდე.-ჩაიცინა.-ნუ ნერვიულობ, ჩემი სახლი ჩემსავით არ იკბინება.-გამეცინა და მის მოპირდაპირე სავარძელში ჩავჯექი.
  ჩუმად ვისხედით. თამო ერთ წერტილს მიშტერებული უაზროდ იღიმოდა, მე კი მას ვუყურებდი და ვტკბებოდი. რაღაც საოცრად ლამაზი და მიუწვდომელი იყო ჩემთვის, თუმცა ლუკამ მისი გულის დაპყრობა ძალიან მარტივად შეძლო. რომ ვუფიქრდები, ვხვდები რომ უბრალოდ მშურს. მშურს იმის, რომ თამო ჩემი ვერ გახდა, სამაგიეროდ ლუკასი უკვე იყო, თუმცა იგი ამას არ აღიარებდა. და თამო? თამო რას ფიქრობს ამაზე? როგორ მინდა ვკითხო, მაგრამ გაჩუმება ჯობია. ჯობია, იმიტომ რომ არასწორია ასეთი შეკითხვის დასმა.
-რატომ ხარ ასე ჩუმად?-მისმა ხმამ გამომაფხიზლა.
-არ ვიცი.
-არ იცი?-ჩაიცინა.-მუდამ მხიარული, უაზროდ მოღადავე ნიკა და უცებ ჩუმად, ცოტა უცნაურია.
-რატომ?
-იმიტომ. ზოგადად ვერ გაჩუმებთ ხოლმე.-გაიცინა.
-დღეს ხასიათზე არ ვარ.
-რამე მოხდა?
-ისეთი არაფერი.-გავუღიმე.
  ისევ გავჩუმდით. თამომ სიგარეტი ამოიღო და მოსაწევად გაემზადა.
-უნდა დავანებო.-ჩაიცინა და ღერს შეხედა.
-ეს გადაწყვეტილება როდის მიიღე?
-ამ წამს.-გამიღიმა და ღერი უკან დააბრუნა.
-ვაფასებ.-გამეღიმა.
-რომც არ დაგეფასებინა, რას ამბობ, მაღელვებდა.-გაეცინა.
-იაზვა.-მეც გამეცინა.
-რას ვიზამთ. ასეთი ვარ.
-არც მინდა შეიცვალო. სხვანაირი რომ იყო, ის ხიბლი აღარ გექნება.
-ხიბლი? მე და ხიბლი?
-რა არა?
-კაი რა, ერთი ჩვეულებრივი იაზვა გოგო.
-არანაირად.
-ვისთვის როგორ.
-ჩემთვის ასეა.
-მესიამოვნა.-გამიღიმა.
  თვალებში ჩამხედა. ცოტა ხანი ასე მიყურა და მერე უცებ მკითხა:
-დღეს რატომ მირეკავდი?
-ხო გითხარი, უბრალოდ.
-უბრალოდ მირეკავ ყოველდღე?
-უბრალოდ არ მპასუხობ ყოველდღე?
-კითხვაზე კითხვით.-ჩაიცინა.
-რაც კითხვა, ის პასუხი.
-რა მარტივია შენთან ურთიერთობა.
-კარგია თუ ცუდი?
-ჩემთვის კარგი. ერთადერთი ადამიანი ხარ, ვისაც ნორმალურად ველაპარაკები ხოლმე.
-მიხარია, რომ შენთვის ასეთი...მეგობარი ვარ.
-ხო, მეგობარი...რატომ მირეკავდი?
-მერამდენედ უნდა გითხრა...
-არ მჯერა. რეალური მიზეზი მაინტერესებს.
-რა პასუხს ელოდები?
-რასაც მეტყვი, იმას.
-ნებისმიერი პასუხი გაწყობს?
-არა, უბრალოდ ვიცი რა პასუხსაც გამცემ.
-რა პასუხს გაგცემ აბა?
-მე რატომ უნდა ვთქვა შენი სათქმელი?-ცალყბად გამიღიმა.
-ჩემი სათქმელი...-ჩამეცინა.-რა მაქვს სათქმელი გარდა იმისა, რომ მიყვარხარ?
-ეგრეც ვიცოდი.
-ადვილი მისახვედრი იყო?
-არანაირად.
-მაშინ საიდან იცოდი?
-ძნელია არ შეამჩნიო ის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მართლა უყვარხარ.
-შენ?
-რა მე? მიყვარხარ თუ არა?
-ხო.
-არა. მაპატიე. მირჩევნია პირდაპირი ვიყო, ვიდრე რამე სულელური იმედები მოგცე.
-ხო ჯობია.
-მაგრამ შენი დაკარგვაც არ მინდა.
-არც დამკარგავ.
-იმედია.
-არ დამკარგავ-მეთქი. სულ რომ ათასჯერ მითხრა არ მიყვარხარო, ჩემი გრძნობები მაინც არ შეიცვლება.
-რატომღაც ძალიან მესიამოვნა.
-იმედია ყოველთვის ასე გესიამოვნება.
-ნეტა შემიყვარდე.
-რა თქვი?-გული გამიჩერდა.
-ძალიანაც ნუ გაგიხარდება, წამიერი სისუსტე იყო.-ჩაიცინა.
  ვეღარაფერი ვუთხარი. გაშტერებული ვუყურებდი. გული კი, გული საერთოდ არ ვიცი სად იყო, მაგრამ მე აშკარად დამტოვა. სადღაც ფეხებში ჩავარდა, გაქრა, გაფრინდა. არ ვიცი, სადაც გინდათ გაუშვით. ფაქტი ისაა, რომ ჩემთან აღარ იყო. არც გულისცემა მესმოდა, არც მის სიმძიმეს ვგრძნობდი. გაბრუებული და გაშეშებული ვიჯექი. მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა და ერთადერთი რაც განუწყვეტლივ მესმოდა, ეს იყო თამოს ნათქვამი: "ნეტა შემიყვარდე".
-წვიმამ გადაიღო.-აზრზე მოვედი.
-ანუ წავიდე?
-ალბათ ეგრე იქნება უკეთესი.-გამიღიმა და სავარძლიდან წამოდგა.
  უსიტყვოდ დავემორჩილე და გასასვლელისკენ გავემართე. უკვე სადარბაზოში ვიყავი, როცა თამომ ხელით გამაჩერდა და ისეთი თბილი სახით შემომხედა, რომლითაც არასდროს შემოუხედავს ჩემთვის.
-მადლობა.-გამიღიმა და ხელი გამიშვა.
  ვეღარაფერი ვუთხარი. სველ ქუჩებში დავეხეტებოდი, მაგრამ აქ არ ვიყავი. გული სულ სხვაგან იყო. სადღაც დაფრინავდა. ყველა ტკივილი გადამავიწყდა. ახლა ლუკა რომ შემხვედროდა, ალბათ ჩავეხუტებოდი და ისევ ძველებურად დავუძმაკაცდებოდი...არა, თუ კი? ჩემ თავშიც ვერ გავრკვეულვარ. რა მინდა? რის მიღწევას ვცდილობ? მეც არ ვიცი.
  სახლში გამთენიისას მივედი.
-ნინა-
  დილით ლუკაზე ადრე გამეღვიძა. ტკბილად ეძინა.
-ლუკა...-ჩუმად ჩავჩურჩულე.
  ჩემ ხმაზე მხოლოდ ერთხელ შეირხა, ისე რომ ტკბილი ძილი არ შეუწყვიტავს.
  სამზარეულოში გავედი და საუზმე მოვუმზადე. როცა ყავის დასალევად დავჯექი, ლუკაც გამოვიდა.
-როგორ მიყვარს, როცა საუზმეს მიკეთებ.-გამიღიმა, მომიახლოვდა, ნაზად მაკოცა და მაგიდას მიუჯდა.
  ცოტა ხანი ჩუმად ვიყავით.
-იცი, როცა საუზმეს მახვედრებ და ასე მიზიხარ წინ, ასე მგონია ჩემი ცოლი ხარ და ახლადშექმნილი ბედნიერი ოჯახი ვართ.
-ასე გინდა?
-კი.
  არაფერი ვუთხარი. მხოლოდ გავუღიმე. მალე დედაჩემმა დამირეკა.
-ნინ, დღეს ამოირბენ სახლში?
-კი, დე, რა იყო?
-არაფერი, უბრალოდ გკითხე. შენი ნახვა მინდა.-დედაჩემმა ჩაიცინა.
-არსად დაგეკარგო.-მეც ავყევი.
-გელოდები.
  დედაჩემთან ლაპარაკს მოვრჩი და ლუკას გავხედე.
-ცოტახნით რომ დაგტოვი, გეწყინება?
-კი, ძალიან, აი, მოვკვდები.-ლუკას გაეცინა, წამოდგა და მომიახლოვდა.-მთავარია დამიბრუნდე.-წელზე მომხვია ხელი და კისერში მაკოცა.
-სად წავალ.-გამეცინა, ვაკოცე და სახლიდან გამოვედი.
  ნელა მივსეირნობდი, რადგან 2 ნაბიჯში ვცხოვრობდი.
  საინტერესოა, ლუკას მოეშვა ოდნავ მაინც? იმედია.
  ერთადერთ უნიჭო მექალთანეზე ფიქრებში ვიყავი გართული, როცა ვიღაცამ ხელით გამაჩერა. აზრზე მოვედი და თამოს დანახვისას არასასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. მეგონა ზიზღს ვიგრძნობდი, მაგრამ მისი გამოხედვა იმდენად სხვანაირი იყო, რომ არანაირი სიძულვილი არ გამჩენია. რაღაც საოცრად სევდიანი თვალები ჰქონდა. სუსტად გამიღიმა.
-შეიძლება დაგელაპარაკო?
  ტკივილით გაჟღენთილი ხმა ჰქონდა, ამიტომ ამ თხოვნაზე უარი უბრალოდ ვერ ვუთხარი.

წინასაგამოცდო თავი^^ გამოცდაზე შესვლის მოლოდინში პატარა განტვირთვა



№1  offline მოდერი Marry Amm

კარგია, ცოტა დიდი თავები დადე <3

 


№2  offline წევრი θεοδώρα

Kargia..ogond tamos gamo ar dashordnen meti araperi minda :D

 


№3  offline წევრი lilearchvadze:)

კარგია მალე დადე და უუუუუფროოო დიდი თავები <3

 


№4  offline წევრი Lana Tomlinson

ვაუუ ძალიან კარგია! წარმატებები გამოცდაზე.❤️❤️❤️

 


№5  offline წევრი Supreme

marimayishvili
კარგია, ცოტა დიდი თავები დადე <3

მადლობაა^^ შევეცდებიი❤

θεοδώρα
Kargia..ogond tamos gamo ar dashordnen meti araperi minda :D

ჰეჰეჰ:დ მადლობა^^❤

megikeshelava))
კარგია მალე დადე და უუუუუფროოო დიდი თავები <3

მადლობაა^^ შევეცდებიი❤

ლანა ცინცაძე
ვაუუ ძალიან კარგია! წარმატებები გამოცდაზე.❤️❤️❤️

დიდი დიდი მადლობა^^❤❤

 


№6 სტუმარი ..

წარმატებები გამოცდაზე მეც ხვალ მაქვს ((

 


№7  offline წევრი Supreme

..
წარმატებები გამოცდაზე მეც ხვალ მაქვს ((

მადლობა დიდი^^ ასევე გისურვებ წარმატებებს❤❤

 


№8  offline წევრი im a crazy girl

Ooo exla orsulad iqnba:(imdia luka da nina ar dashordebian:(tamoc kai tipi chans ise sandros ras upireb eg mainteresebs vui ramdeni kitxva davsvi kaikai chumad var:D

 


№9  offline წევრი Supreme

im a crazy girl
Ooo exla orsulad iqnba:(imdia luka da nina ar dashordebian:(tamoc kai tipi chans ise sandros ras upireb eg mainteresebs vui ramdeni kitxva davsvi kaikai chumad var:D

ჰაჰა:დ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი:დ მადლობა რომ კითხულობ❤

 


№10 სტუმარი Mariami

Male dade ra gtxov da didi tavebi

 


№11  offline წევრი Supreme

Mariami
Male dade ra gtxov da didi tavebi

შევეცდებიი^^ მადლობა რომ კითხულობ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent