ველური ჩხვლეტა -1-
[თავი 1] -ვარდებით მოვჩითოთ მთელი კაბინეტი? კარგი, რა... მერამდენე საუკუნის მოდაა?-უკმაყოფილოდ ჩაიქნია ხელი და მაგიდასთან სავარძელი მოაცურა.-რატომ, რადგან გოგონებისთვისაა ეს გადაცემა განკუთვნილი? -ბიჭო, შენ ხომ ვერაფერს შეგაგნებინებს კაცი! მე იმას ვამბობ, რომ...-სიტყვის ჩაკვეხება სცადა ფანჯიკიძემ, დადამ, მაგრამ ვინ აცადა... -ა, შენ ხარ კაცი?-ირონიულად აათვალიერა დაბალი და გაკნიჭული ძმაკაცი. -მოგკლავ იცოდე!-საქაღალდე გაუქანა მას დადამ.-ნუ, ასე გვირჩიეს, რა. პროდიუსერი კი ხარ შენ, მაგრამ მაინც გმართებს ცოტა დაფიქრება. -კარგი და ამდენი ვარდი სად უნდა ვიშოვო? თანაც ბუნებრივი? თანაც ყველა წითელი? მურტალოს ხომ არ ვესესხო შემთხვევით?-დანებდა ასე თუ ისე. -ლევან, შენ რომ აგარაკი გაქვს... იქ, წყნეთში...-თითქოს რაღაც გაახსენდა მას.-ხომ მითხარი, ჩემთან ახლოს ერთ გოგოს სათბური აქვსო? ვარდების. -კი, მაგრამ ეკლებიც აქვს.-თვალის გუგები გადაატრიალა ლეომ. -ვარდს ეკლები ექნება, აბა, უეკლო ვარდი სად გინახავს? -ვარდს კი არა, პატრონს აქვს, პატრონს.-განმარტა და ჩაფიქრდა. ღირდა კი ამ სერიოზულ, კომბინიზონიან გოგონასთან საქმიანი მოლაპარაკების წარმოება? -შენც ეგეთი არა ხარ? გაუგებთ ერთმანეთს.-წააქეზა დადამ. -ვცდი, მაგრამ არა მგონია. -ხოდა სცადე... წაბლისფერთმიანმა გოგონამ სველი მაისური სარეცხის თოკზე გადაკიდა. გუშინდელიდან აკვიატებულ სიმღერას ღიღინებდა და თან ხან სახლში შედიოდა, ხან გამოდიოდა. დილიდან საქმეში იყო გართული. ჯერ იატაკი მოგავა, მოწმინდა. მერე სარეცხი გარეცხა და გასაწურად თოკზე გადაკიდა. თმის დავარცხნაც ვერ მოასწრო, ყველაფერი ისე მიეწყო ერთმანეთს. ვარდებიც კი უყურადღებოდ დარჩა. თავისი საყვარელი, ლამაზი ვარდები, რომელთა თავბრუდამხვევი სურნელიც ტრიალებდა მთელ ეზოში. სადმე რომ მიდიოდა, სუნამოს დასხმა არ ჭირდებოდა. ვარდები იყვნენ მისი საუკეთესო მეგობრები, მისი ერთგული მრჩეველნი. -ცისა, ჩამოგივიდა, შვილო, ის თესლი ჰოლანდიიდან?-გადმოსძახა მეზობელმა, თინა დეიდამ აივნიდან. -ჯერ არა, თინა დეიდა. მოუთმენლად ველოდებით მეც და ჩემი ვარდებიც.-ხალისიანად უპასუხა ცისამ. -საგადასახადოდან არ მოსულან?-დასერიოზულდა ქალი. -მაგასაც ველოდები, მაგრამ მოუთმენლად არა. -ნუ გეშინია, შვილო. ყველაფერი კარგად იქნება.-დაამშვიდა მეზობელმა და სახლში შევიდა. ერთი კვირის წინ საგადასახადოდან იყვნენ მოსულები. ცისას ვარდებისთვის დიდი რაოდენობით სარწყავი წყალი, ბუნებრივი სასუქი, მიწის განოყიერება და სხვა რამ სჭირდებოდა. შეიძლებოდა იმ კონკრეტული სასუქით განოყიერებულ მიწაში მეზობლად მცხოვრებ ადამიანს მაგალითად პომიდორი ვერ გაეხარებინა. ამის გამო გვერდით მდებარე ნაკვეთის პატრონს, ვალერს ცისასთვის უჩივლია. ამან გამოიწვია საგადასახადოს დაინტერესება და ისიც გაიგეს, რომ ერთი ადამიანი თავისთვის განკუთვნილ წყალზე მეტს იღებდა და მხოლოდ იმიტომ, რომ ვარდების სათბური ჰქონდა. ცისას მოსთხოვეს, რომ ან საკმაოდ სოლიდური თანხა გადაეხადა საგადასახადოსთვის წლიურად, ან არადა სათბური გაეუქმებინა. ცისას სათბურის გაუქმებას სიკვდილი ერჩივნა, ისე იყო შეყვარებული თავის ვარდებზე, არადა არც ფული ჰქონდა, არც არანაირი შანსი მისი მოპოვების. მისმა მამამ, როგორც კი გაიგო, რომ დედა, ნატალია ორსულად იყო, მაშინვე მიატოვა. ოცი წლის გამოუცდელი გოგონა თავის მოსაკლავად მტკვარში გადახტომას აპირებდა, ვიღაც კეთილშობილმა, უცნობმა კაცმა რომ დაინახა და სახლში წაიყვანა. მამასავით ექცეოდა ბატონი ვაჟა ნატას, არაფერს არ აკლებდა. სამწუხაროდ ნერვიულობამ, პატარა ასაკმა და კიდევ უამრავმა ფაქტორმა იმოქმედა და ცისაზე მშობიარობას დედამისი გადაყვა. ვაჟამ ცისა იშვილა და ისე ექცეოდა, როგორც ღვიძლ შვილს. თავისი გვარიც მისცა, მეუნერგია. გოგონასაც ძალიან უყვარდა ის. ალბათ ყველაზე მეტად მსოფლიოში, თუმცა თვრამეტი წლის რომ გახდა, მორიდებით სთხოვა მამას, რომ სწავლის პარალელულად იმუშავებდა და ბინასაც იქირავებდა. ვაჟა ბიზნესმენი იყო და კარგ ქონებასაც ფლობდა, მაგრამ ცისას უნდოდა, რომ დამოუკიდებლად გაეკვალა ცხოვრების გზა. მამობილმა გაუგო და დღესაც კი კვირაში ერთხელ მაინც რომ არ მოენახულებინა ცისას, ჟანგბადი აღარ ყოფნიდა. განა არ შეეძლო წასულიყო და მისთვის ფული ეთხოვა? ვაჟასთვის ეს დიდი დანაკლისი არ იქნებოდა, მაგრამ არა! დამოუკიდებლობას გარეშე პირების ჩარევის შემთხვევაში დამოუკიდებლობა აღარ ერქმეოდა. მაშინ როცა კი რაიმე პრობლემა შეექმნებოდა, მუდამ მამობილისთვის უნდა დაერეკა და ასე ცხოვრებას რა აზრი ექნებოდა? ამიტომ ცისაც დიდი ფორიაქით ელოდებოდა საგადასახადოს წარმომადგენლებთან კიდევ ერთხელ შეხვედრას, თუმცა ვარდების ღალატზე ერთი წამითაც კი არ ფიქრობდა. -ლევანი კაბინეტშია?-ჰკითხა ლევანის მოადგილეს, ნინის დადამ და მისს პასუხს არც დალოდებია, ისე შეიჭრა ოთახში.-აქ ხარ? შენ გეძებდი. -ამ წუთას აქ ვარ, მაგრამ გასვლას ვაპირებდი.-უპასუხა შინდისფერ პერანგში და შავ შარვალში გამოწყობილმა ლეომ და საკიდიდან პიჯაკი ჩამოხსნა.-იყოს ნება შენი... იმ გოგოსთან მივდივარ. -მადლობა ალაჰს!-აროხროხდა ფანჯიკიძე. -ალაჰს მოგცემ მე! მივიდე ახლა ორი წლის ბავშვივით და ვკითხო, დეიდა, ვარდებს ხომ ვერ გაიმეტებთ ჩემთვის_მეთქი?-კმაყოფილი არ ჩანდა ძალად მიღებული გადაწყვეტილებით მინჩხი. -დეიდა არა, მამიდა, გენაცვალე!-მის დაცინვას არ წყვეტდა დადა.-ჯერ არ მოვსულვარ და უკვე მივდივარ, რა წესია ეს? -რა წესია და ეკლებიანი ვარდების წესია!-მწარედ ჩაიცინა ლეომ და აბეზარ მეგობართან ერთად კაბინეტიდან გავიდა. მოჭუტული თვალებით შეათვალიერა ბელეტაჟზე დადგმული სახლი, რომლის კედლებზეც მცოცავი მცენარეები იყო ასული. ბეტონის გალავანი ყვითელ, წითელ და მწვანე ფერებში იყო შეღებილი. როგორც ჩანს, ამ გოგოს ჩამოყალიბება გაუჭირდა და ყველა ფერი, რაც დედამიწაზე არსებობდა კედლების შეღებვაში გამოიყენა. ვარდების სათბური გარედან კარგად არ ჩანდა, თუმცა მის მძაფრ სურნელს უკვე ნათლად გრძნობდა ლეო. რკინის კარების ამოჭრილ ადგილას შეიჭყიტა და გოგონა დაინახა ჯინსის კომბინიზონით, რომელიც ეზოში დაჰქროდა. -გამარჯობა! ძაღლი ხომ არ გყავთ?-მიაძახა სახლისკენ წასულ გოგოს და შეეცადა ხმამაღლა არ ახარხარებულიყო. ვარდების სათბურის პატრონი ნელა შემოტრიალდა მისკენ და უცნობი მამაკაცის დანახვისთანავე სირბილით წამოვიდა კარებისკენ. -გააჩნია, ვინ ხართ! მერე გეტყვით, ძაღლი მყავს თუ არა... თუ არ მყავს, გავაჩენ.-მოღრუბლულმა უპასუხა გოგონამ და რკინის რიკულს ხელი მოჭიდა. -ა, ჯადოქარი ხართ?-''დაინტერესდა'' ლეო. -თუ მოვინდომებ, გავხდები.-ისევ იმავე ტონით მიუგო მან. -ჩემ გამო მოინდომებთ?-მომხიბვლელად გაუღიმა მამაკაცმა. -მეარშიყებით? რა გნებავთ?-შეუტია და მიუხედავად იმისა, რომ ლეო თვალმოუშორებლივ უმზერდა და ამით ცდილობდა მის განაიარაღებას, არ შემდრკალა. -სულაც არა! შემომიშვით და გეტყვით, ოღონდ შემპირდით, რომ ჯადოქრულ ფოკუზებს ამჯერად არ ჩაატარებთ.-გათავხედდა და პირობებიც კი წამოუყენა მოსიარულე ეკლიან ვარდს. არა, როგორ ბედავდა და ცისაზე ასე ფიქრობდა? კარგი, ვარდი ნამდვილად იყო... ვარდისფერი ლოყები მუდამ უღაჟღაჟებდა... ყვავილის ღეროსავით წვრილი ტანი ჰქონდა და ვარდის სურნელს ხომ ატარებდა და ატარებდა! მაგრა-ამ-მ... ეკლიანი? ვითომ რატომ იყო ცისა ეკლიანი? უცნობ მამაკაცს სახლში რომ არ უშვებდა, ამიტომ? არყიშის უფლებას რომ არ აძლევდა, ამიტომ? რა თქმა უნდა, დღევანდელი რეალობით თუ ვიმსჯელებთ, ყველა ის გოგო სულელია, რომელიც მამაკაცს უღიმის, რადგან ურთიერთობის ასეთ დასაწყისს ხშირად კარგი დასასრული არ აქვს ხოლმე... ცისასაც არ უნდოდა მამობილისთვის იმედები გაეცრუებინა და ამავე დროს რისთვის ცდილობდა, რომ მყარი და ბედნიერი რეალობა შეექმნა? თავხედი და მოარშიყე მამაკაცებისთვის ქალის სხეული პლასტელინით გამოძერწილი ფიგურაა თავისი ამოზნექილ-ჩაზნექილობით და რას ჰგავს ეს? ცისას უნდოდა, რომ საყვარელ ადამიანს თვალებში ეცქირა და მის უკანაც დაენახა სამყარო, სხვა შემთხვევაში არც სიყვარული სურდა და არც გათხოვება! ^^^ ერთდღიანი შესვენება და მე ისევ თქვენთან ვარ! ეს ისტორია ეძღვნება ჩემს ერთგულ მკითხველს, უსაყვარლეს გოგოს, ცისას, რომელიც ამ მოკლე დროში უკვე ''ჩემიანი'' გახდა, რამაც წარმოშვა ჩემს გონებაში იდეა, დამეწერა მოთხრობა და მთავარი პერსონაჟი ისეთი ყოფილიყო, როგორიც მგონია მე ცისა! მთავარი გმირის მშობლების ისტორია უბრალო ფანტაზიაა, რა თქმა უნდა და რომ ვამბობდი, მინდა ეს ცისა შენ გგავდეს_მეთქი, ცხოვრებას კი არა, თვისებებს ვგულისხმობდი. მოოკლეედ... ძალიან მაინტერესებს თითოეულის აზრი, მაგრამ ცისასი განსაკუთრებულად! უყვარხართ სოფიკოს! პ.ს. ვინაიდან და რადგანაც, არ ვიცი, ცისა როგორია გარეგნობით, პროტოტიპებიც მყავს და მომავალ თავებში შემოგთავაზებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.